16:57:30
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ტესტი მონადირეებს
zetxxxდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 15:50:43 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 172
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პატივცემულო მონადირეებო. აღნიშნულ ფორუმზე მრავლადაა გამონათქვამები ბრაკონიერობასთან ბრძოლის შესახებ. თუ შეიძლება გამოთქვით თქვენი აზრი იმის შესახებ, რომ საჭიროა თუ არა ნებისმიერმა პიროვნებამ ნადირობამდე გაიაროს რაღაც ტესტი და მხოლოდ მისი გავლის შემდეგ მიენიჭოს ადამიანს მონადირის წოდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაერთოს მას ნადირობის უფლება. დღეს საქართველოში ვისაც არ ეზარება და ვისაც თოფი აქვს ყველა ნადირობს და ამავე დროს არ იციან ნადირობის წესები და კულტურა და ვფიქრობ სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ნებით თუ უნებლიეთ ბევრი სჩადის ბრაკონიერობას. რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი მაგრამ როგორც ჩანს ასეა. აქედან გამომდინარე ხდება კიდევ მრავალი უბედური შემთხვევებიც. ასე რომ გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ და დააკონკრეტოთ როგორც უკვე ავღნიშნე საჭიროა თუ არა მომავალმა მონადირემ ჩააბაროს რაიმე სახის ტუნდაც გამოცდა.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 16:49:50 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zetxxx, 10 გაიხარე, კარგი და აუცილებელი თემაა. რა თქმა უნდა აუცილებელია ნადირობის მსურველმა რაღაც დონეზე მაინც გაიაროს წინასწარი მომზადება თეორიაში და პრაქტიკაში. ალბათ თქვენც ნახეთ, წელსაც რამდენი უვიცი და ელემენტარული უსაფრთხოების არმცოდნე ბოდიალობდა მინდორში, მწყერზე ნადირობისას. ამიტომ თუ აუცილებელი გახდება ასეთი გამოცდის თუ ტესტის ჩაბარება, იმისათვის რომ ნადირობის უფლება მოიპოვოს, დამწყებმა მონადირემ მგონი რო გაუმჯობესდება სიტუაცია. ბოლოსდაბოლოს "მონადირეებისგან" ერთმანეთის დაჭრის შემთხვევები მაინც შემცირდება.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gelka72დრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 17:17:11 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 136
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (zetxxx)
საჭიროა თუ არა მომავალმა მონადირემ ჩააბაროს რაიმე სახის ტუნდაც გამოცდა.

აუცილებლად უნდა იყოს გამოცდების ჩაბარება. მაგალითად ესპანეთში უნდა ჩააბარო თეორიაც და Pრაქტიკაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც თოფს იყიდი და ნადიბობაზეც ლაპარაკიც ხომ ზედმეტია


qadagishvili
 
cqდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 17:25:08 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 248
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საფრანგეტსჰიც ესეა სპეციალური ბაზებია სჰექმნილი სადაც გადიან ტესტებს პრაკტუკულს და ტეორიულს

magaria www.bazieri.ge
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 19:01:04 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუცილებელია, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე რასაც ვხედავ ვისაც კი ბაბუამ თოფი დაუტოვა თავი ყველას მონადირე გონია ეს არ არის ეგრე, პირველ რიგში კარგად უნდა ერკვეოდეს ფრინველის და ცხოველის სახეეობებში და არ უნდა ესროლონ ფრინველს და ცხოველს მხოლოდ ინტერესის გამო კარგად უნდა იცნობდნენ წიტელ წიგნს და იარაღთან მოპყრობის წესებს უპირველეყოვლისა, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება ტრაგიკული შედეგის გამომწვევი

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
mamalixarazuliდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 19:47:28 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საღი აზრია... უფრო დაინტერესდება დამწყები მონადირე.და რაც მეტად დაინტერესდება მეტსაც გაიგებს ნადირობაზე... /დამწყები მონადირე რო 5სასროლიან ნახევრადავტომატს აიგებს ხელში ნა ნადირობას ამით დაიწყებს.მისგან მონადირე ჩემი აზრიტ არ დადგება... ნაბიჯნაბიჯ უნდა ამ საქმეს მიყოლა და წინასწარი ცოდნაა სავალდებულო!

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
avtandilდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 21:02:04 | შეტყობინება # 7
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შესაძლებელია გამოვიდეს მსგავსი რამ, თუ კლუბში ან ფედერაციაში გაწევრიანებას აპირებ ესეც ვარაუდით.... ხოლო რაც შეეხება ყველა ნადირობის მოყვარულს ვინც თოფი უნდა გაიფორმოს და გამოცდები აბაროს არამგონია ეს მოხდეს თუ მაინცდამაინც დადგება საქმის კურსში ეს ამბავი დიდი შრომა მოუწევს ამ საქმის თავზე ამღებს რა ვიცი მე მაინც არ მეჩვენება ეს თემა სამომავლოდ გამგრძელებელი... თუმცა ნამდვილად კარგი იქნებოდა gimili

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 21:28:43 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაღაც საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ ყოველთვის უნდა წავიდეთ უკან ისტორიულად როგორ იყო, რატომ იყო ასე და როგორ ჯობია თავისთავად გამოჩნდება. ამას ემატება სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითიც..
Quote (butatino)
ვისაც კი ბაბუამ თოფი დაუტოვა თავი ყველას მონადირე გონია ეს არ ა

მაგათ კიდევ რაღაც ქონიათ და მთლად ისეც არ ყოფილა, ეხლა სულ ცუდად არის საქმე, დაიწყეს იარაღის შეძენა იმ ხალხმა რომლებმაც გუშინწინ ფული იშოვეს ვაჭრუკანობით და უბრალოდ სხვები რომ დადიან და არიან "კაი პონტში" ამათმაც მოინდომეს, ჯერ თემაა უკვე ნადირობაზე საუბარი და არ უნდათ ისე იდგნენ თვითონაც რომ არ დაიწყონ ისტორიების მოყოლა თუ რამდენი მოკლა და ასე შემდეგ.. 167
ამ საკითხზე უნდა შევჯერდეთ ყველანი, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტა, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და უნდა მოხდეს წახალისება კლუბების რომლებიც წარმატებით მოუვლიან თავიანთ აღებულ მიწებს სადაც უვლიან ვთქვათ ნადირ-ფრინველებს და ნადირობენ. მანამდე კი სანამ მონადირე გავხდებით უნდა გავიაროთ გამოცდა, სადაც დავრეგისტრირდებით ბაზაში, შემდეგ ტყეში რეინჯერი ან სხვა სახელის ქვეშ მყოფი პირი ადვილად შეძლებს ჩვენს იდენტიფიცირებას სადაც არც დაგვჭირდება მოწმობების ტარება როგორც მართვის მოწმობის შემთხვევაშია!
ეს ასე უნდა იყოს და ამ დროს აღმოცენდება კლუბების მუშაობა, აზრი ექნება საწევროს გადახდას, ის სხვა ათასს ნიუანსს..
მოკლედ თუ ვიტყვით ჩვენ უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოს მხრიდან დაწესება კანონიერი მონადირის სტატუსის თაობაზე!
გავდივარ მინდორში და ვიღაც შალიკო მხვდება რომელმაც რამდენჯერ ამიშხამა ნერვები ვინ მოთვლის! მეთქი გავაჩუქებ ძაღლებს და ვიქნები ინტერნეტ მონადირე მართოთქო როგორც უამრავია აქ მხოლოდ ინტერნეტ მონადირე და ტყე და მინდორი რამოდენიმეჯერ აქვს ნანახი..


★ஜ۩۞۩ஜ★
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 23:23:44 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და იყიდეს ეს ნახევრადავტომატები და უშენენ ცის კიდეზე ეს უკვე აუტანელი ხდება ამდენი უვიცის ხელში, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს ნადირობის კულტურა რაც ჩვენში არ არსებობს სადაც გაიხდავ ყველგან თოფიანი კაცი დაეხეტება გახედეთ აბა უცხოურ ნადირობებს თუნდაც იხვზე ერთ კარგად ორგანიზებულ ტერიტორიაზე მრავალკაციან ჯგუფს შეუძლია ისიამოვნოს, აქ კი როგორა გაიხედავ იქეთ მოდის კაცი და დაცხებს ცაზე აკრულ იხვს გამოხედავ აქეთ მოდის რად გინდა ასეთი ნადირობა, განვითარდეს სანადირო მეურნეობები დარეგულირდეს მტაცებლები და მე თუ მკითხავ მინიმუმზე ქვევითაა დასაყვანი ერთი ათი წლის მანძილზე მაინც, არ გვაქ ჩვენ ფუფუნება მგელი და ტურა ვაპარპაშოთ ჩვეს ტყეებში

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 25.10.2012, 11:08:52 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (butatino)
და იყიდეს ეს ნახევრადავტომატები და უშენენ ცის კიდეზე ეს უკვე აუტანელი ხდება ამდენი უვიცის ხელში, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს ნადირობის კულტურა რაც ჩვენში არ არსებობს სადაც გაიხდავ ყველგან თოფიანი კაცი დაეხეტება

მართალია. იქნებ ამ მხრივ მაინც გამოასწოროს სიტუაცია, ოხტ მინიმუმის ჩაბარებამ. ვნახოთ, დაველოდოთ, იქნება აწი მანიც მიექცეს მსგავს პრობლემებს ყურადღება მთავრობის მხრიდან.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gio90დრო: ხუთშაბათი, 25.10.2012, 11:44:48 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმებით მეგობრებო საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
kaxa75დრო: ხუთშაბათი, 25.10.2012, 12:43:11 | შეტყობინება # 12
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართვის მოწმობის ასაგებად აბარებს ბევრი თეორიას და პრაქტიკასაც მაგრამ იცის მართვა რომელიმემ? Hვენ პირველად რომ დავიკავეთ თოფი ხომ გამოუცდელები ვიყავით მაგრამ არავინ მოგვიკლავს.
 
zetxxxდრო: ხუთშაბათი, 25.10.2012, 13:44:14 | შეტყობინება # 13
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 172
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (kaxa75)
მართვის მოწმობის ასაგებად აბარებს ბევრი თეორიას და პრაქტიკასაც მაგრამ იცის მართვა რომელიმემ? Hვენ პირველად რომ დავიკავეთ თოფი ხომ გამოუცდელები ვიყავით მაგრამ არავინ მოგვიკლავს.


ბევრს არ მოგვიკლავს და ბევრს კი მოუკლავს. გააჩნია დამრიგებელი ვინ ყავდა ადამიანს. თეორიას და პრაკტიკას რომ ჩააბარებ ელემენტალურად საბაზისო ცოდნა მაინც გექნება ადამიანს.
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 25.10.2012, 13:51:48 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zetxxx, 100 % გეთანხმები.
Quote (kaxa75)
მართვის მოწმობის ასაგებად აბარებს ბევრი თეორიას და პრაქტიკასაც მაგრამ იცის მართვა რომელიმემ? Hვენ პირველად რომ დავიკავეთ თოფი ხომ გამოუცდელები ვიყავით მაგრამ არავინ მოგვიკლავს.

ჩვენ თუ უსაფრთხოდ გავიარეთ, დამწყები მონადირის პერიოდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მასე იქნება. დამწყები კი არა წელს პირადად შევესწარი ჩემზე უფროსმა მონადირემ როგორ აასხა საფანტი თავის თანატოლ მონადირეს და კიდევ იქით გამოლანძღა, რანაირად დადიხარ რო არ ჩანხარ ბალახშიო, აბა... 069 069


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kaxa75დრო: ხუთშაბათი, 25.10.2012, 14:13:10 | შეტყობინება # 15
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფს ყოველთვის გამოცდილი მონადირის რHევით ყიდულობს დამწყები და რHევასაც აძლევს როგორ მოიქცეს ნადირობისას. უბედური შემთხვევა სულ შეიზლება მოხდეს. 20 წელზე მეტია ვნადირობ და ორი წლის წინ სახლში გამივარდა თოფი ყველას გაუკვირდა მეგობრებს შენ ეგ როგორ დაგემართაო მაგრამ დაზგვეული არავინაა ალბათ 50% მონადირეებისას გავარდნია თოფი. სახლში გავარდნა მეტისმეტია ოგონდ 10

დამატებულია (25.10.2012, 13:13:10)
---------------------------------------------
იხვზე ნადირობა მანოკით დასაშვებათ მიგაჰნიათ თუ არა?

 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 25.10.2012, 15:48:53 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტფუ ტფუ ტფუ... ჯერ არ მქონია ეგეთი შემთხვევა ანუ თოფი რო გამვარდნოდეს, ნადირობას რომ ვიწყებდი, მინდორში გასვლამდეც და ნადირობისას მინუმუმ 2 ასაკოვანი მონადირე მარიგებდა ჭკუას, მეც თავიდან დაძაბული და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყავი, მაშინ ამდენი ჭკუის სწავლება ზედმეტი მეჩვენებოდა,მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს არის სწორი მოქმედება და ვალი გამოცდილი მონადირეების. ეხლა იმდენად ავტომატურად მაქვს გამომუშავებული ჩვევა: დამცავსს ფრინველი რომ აფრინდება და თოფს მხარზე მივიდებ და დავუმიზნებ მერე ვწევ წინ და გასროლის მერე სანამ თოფს ჩამოვიღებ მხრიდან უკან გადმომყავს დამცველი. ეს არის იმ ლექციების შედეგი რომელსაც დამწყებს უტარებენ გამოცდილი მონადირეები. kaxa75, თოფის გავარდნა სხვადასხვა სიტუაციებში მინახია და ბევრიც გამიგონია მაგრამ სახლში გავარდნა მართლა ნამეტანია gimili gimili

დამატებულია (25.10.2012, 14:48:53)
---------------------------------------------

Quote (kaxa75)
იხვზე ნადირობა მანოკით დასაშვებათ მიგაჰნიათ თუ არა?

ელექტრო მანოკით არ მიმაჩნია სწორად.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zetxxxდრო: ოთხშაბათი, 31.10.2012, 13:21:10 | შეტყობინება # 17
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 172
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაღაც გაჩერდა ამ თემის განხილვა. ახლა ვკითხულობდი იხვზე ნადირობის თემას სადაც ბოლო პოსტები იხვზე ნადირობას კი არა არამედ ბრაკონიერობის პრობლემას აქვს დათმობილი. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ის რომ მონადირის სტატუსი უნდა დაიმსახურო ხოლო თუ შემდეგ დაარღვევ რაღაც შეზღუდვებიც უნდა დაწესდეს. ვფიქრობ ასეთი შეზღუდვები მთლიანად ვერ მოაწესრიგებს ყველაფერს მაგრამ რაღაც გარკვეულ პრობლემებს მოაწესრიგებს და სანამდე მონადირე დაარღვევს რაიმე წესს უფრო მეტად დაფიქრდება შესაძლო სამომავლოდ განვითარებულ მოვლენებზე
 
omarinnnდრო: პარასკევი, 28.12.2012, 00:32:08 | შეტყობინება # 18
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუცილებელია დამწყებმამონადირეებმა ჩააბარონ ნადირობის ტესტები,აუცილებელია იარაღის უსაფთხოების წესები შეისწავლონ.ისე უნდა მიეცეს ნებართვა იარაღის ტარებისა და შენახვისა,ზოგისთვის საწყენია მაგრამ უსაფთხოების მიზნით აუცილებელია
 
gio90დრო: პარასკევი, 28.12.2012, 01:07:52 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ როცა პიროვნება იწყებს ნადირობას ბევრ შემტხვევაში არცოდნით სჩადის ბრაკობას,შემდეგ ამას ეჩვევა და დროის შედეგად უყალიბდება ცუდი აზროვნება,ამის შემდეგ ძნელია აზრი შეუცვალო,ამიტომ როცა რაიმე გამოცდების ჩაბარება მოუწევს პიროვნებას მანამდე შეისწავლის იარაღს და ჩემი სურვილი იქნება თან რომ ისწავლებოდეს რომელი ფრინველის,რამდენის და როდის მოპოვებაა ნებადართული,რა მოაქვს ბრაკობას.ამ ყველაფერს დასაწყისშივე რომ გაეცნობა და გაიაზრებს თავიდანვე ჩამოუყალიბდება სწორი აზროვნება და ნელნელა ყველაფერი გამოსწორდება 39

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
zrichilaდრო: პარასკევი, 28.12.2012, 02:06:32 | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით ჯერ უნდა შეიქმნას სახელმძღვანელოსავით რაიმე ნადირობის დამწყებთათვის და მერე აუცილებლად ტესტირება პირველ რიგში იარაღთან მოქცევის და იარაღით სარგებლობის შესახებ და ამის მერე მიეცეს უფლება იარაღის ტარების. თუკი არის ბილეთები მანქანის მართვის მოწმობისთვის რომლის გარეშე გამოცდას ვერ ჩააბარებ და მანქანით ვერ ისეირნებ, ასევე უნდა იყოს ნადირობაზეც თორე განადგურდა ყველაფერი და რამდენი უბედური შემთხვევა მომხდარა იარაღთან მოქცევის უცოდინარობით. მე პირადად საფანტები ამოვაცალე პინცეტით კისრიდან ჩემს მეგობარს უცოდინარის მიერ მწყერზე ნასროლი. აუცილებელია ტესტები!

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
grenader21დრო: შაბათი, 16.03.2013, 01:44:16 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოცდა აუცილებლად საჭიროა, მარტო ზენიტჩიკების ატანა რად ღირს.

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
doreuliდრო: ხუთშაბათი, 10.07.2014, 23:43:44 | შეტყობინება # 22
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რათქმაუნდა აუცილებელია რომ რაღაც "ტესტირება" გაიარონ რადგანაც არიან ისეთი "მონადირეები" ვინც არ იცის რისი მოკვლაა დაშვებული საქართველოში. რისი რა დოზით და რა ნომრით ამიტომ აუცილებელია

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.07.2014, 01:03:09 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერანაირი ტესტი ვერ შეცვლის სიტუაციას,განა მართვის მოწმობის გამოცდები ავტოკატასტროფებს გამორიცხავს,მაგ ტესტებსაც და გამოცდებსაც ყველა ჩააბარებს,წავა და ტყეში ნადირობის შემდეგ ნაგავს დაყრის(ყველას არ ვგულისხმობ).უნდა მიეცეს ტერიტორია სადაც 100 ხეს გაახარებს და ამ ტერიტორიის სისუფთავეზე იზრუნებს,ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა შეამოწმონ ამ ტერიტორიის სისუფთავე(მისთვის უცნობ დროებში),ორი წლის თავზე კი გახარებული ხეები დაუთვალონ და მისცენ იარაღის შეძენის უფლება(თუ ის ამას დაიმსახურებს).მაგის მქმნელი მარტო რახარუხზე აღარ იფიქრებს და ბუნების სიყვარულსაც გაიასმაგებს.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика