14:29:30
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
საქართველოს ნაკრძალები
be-_-qaდრო: ორშაბათი, 04.05.2009, 21:50:47 | შეტყობინება # 1
ჯგუფი: წაშლილები





საქართველოში 8 ეროვნული პარკია, რომელთაც უდიდესი როლი ენიჭებათ ბუნების დაცვის, ეკოლოგიური განატლების მოსახლეობის დასვენების საქმეში.
მცენარეული საფარი და ცხოველური სამყარო გეოგრაფიული გარემოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.ცხოველთა სამყაროს დაცვა ნადირ-პრინველთა გამრავლებას და მათ რაციონალურ გამოყენება სგულისხმობს. კანონით აკრძალულია ნადირობა ცხოველთა იმ სახეობებზე, რომლებიც გადაშენების პირასაა, კერძოდ, არჩვზე, ნიამორზე, ჯიხვზე, ზოლიან აფთარზე და სხვ.
1982 წელს გამოცემულ "საქართველოს წითელ წიგნში' მოცემულია ცნობები ცხოველთა და მცენარეთა იშვათი და გადაშენების პირას მისული ცალკეული სახეობების შესახებ











შეტყობინება დაამუშავა be-_-qa - ორშაბათი, 04.05.2009, 21:55:40
 
gogita12დრო: ორშაბათი, 04.05.2009, 21:57:58 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მასე be-_-qa, ტურაც წითელ წიგნშია შესული. გადაშენების პირას იყო და ისე გამრავლდა რო თავი შეგვაძულეს
 
be-_-qaდრო: ორშაბათი, 04.05.2009, 21:59:02 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





ევროპის არცერთი ქვეყანა ხასიათდება მცირე ტერიტორიაზე ბუნებრივი პირობების ისეთი მრავალფეროვნებით, როგორც საქართველო და, რაც მთავარია, ბუნებრივი ლანდშაფტების დიდი ნაწილი საქართველოში პირველქმნილი სახით არის შემორჩენილი.

1995 წ. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით საქართველოში დაარსდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც 2001 წ. 11 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა. იგი გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და ორიგინალურობით (დაცულია ცხოველთა და მცენარეთა სამყარო).

ნაკრძალს იცავენ რეინჯერები. აბასთუმნის ტერიტორიაზე 6 რეინჯერია. დღეს-დღეობით უკანონო ხის ჭრა არ მიმდინარეობს. ხის ჭრა ნებადართულია მხოლოდ სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე.

კურორტ აბასთუმანთან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი საგუშაგოა. აბასთუმანთან ნაკრძალი 12 ჰ. ტყე და 1500 ჰ. ალპური მდელოებია, ხოლო სატყეო მეურნეობას 445 ჰ. ეკუთვნის (ტყე და ალპური მდელოები).

დაბა აბასთუმანში, მდ. ოცხეს ხეობის სამხრეთ ტერიტორიებზე ფიჭვთან ერთად ქართული მუხაც იზრდება, ჩრდილოეთისაკენ მიქცეულ ფერდობებზე კი ფიჭვნარ-ნაძვნარი და რცხელნარი კორომებია. აგრეთვე გვხვდება იფანი, მტირალა არყი, უხრავი, ვერხვი და სხვ. (1000-1100 მ.). 1200 მ.-დან გავრცელებულია მხოლოდ წიწვოვანი ტყეები — ნაძვნარი, ფიჭვნარი და სოჭნარი.

აბასთუმნის მიდამოებში იზრდება ნაძვი, რომლისგანაც მუსიკალურ საკრავებს ამზადებენ.

1500 მ.-ის ზემოთ გავრცელებულია სუბალპური მდელოები, სადაც გვხვდება ღვია, ბოკვის კორომები და სხვ.

დაბა აბასთუმნის ტყეების ზონა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ცხოველთა სამყაროს განვითარებისათვის. აქ ბინადრობს: მტაცებელ ცხოველთა წარმომადგენელი მურა დათვი; კვერნისებრთაგან — დედოფალა; ძაღლისებრთა ოჯახს წარმოადგენენ მელა და მგელი; ჩლიქოსნებს — ირემი და არჩვი, ფრინველებს კი — კავკასიური როჭო, მთის არწივი, კოდალა და სხვ.

დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა (მაგ. უხრავი) და ცხოველთა (მაგ. კავკასიური როჭო, არჩვი) სახეობები საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.
[URL=http://radikal.ru/F/i049.radikal.ru/0905/d5/84e2d6e4272c.jpg.html][IMG]http://i049.radikal.ru/0905/d5/84e2d6e4272ct.jpg[/IMG][/URL]

 
gogita12დრო: ორშაბათი, 04.05.2009, 21:59:58 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესენი კი უნდა მოამრავლონ. ხოხობიც
მიმაგრებულია: 5731563.jpg (42.0 Kb) · 2099384.jpeg (2.3 Kb)
 
be-_-qaდრო: ორშაბათი, 04.05.2009, 22:13:44 | შეტყობინება # 5
ჯგუფი: წაშლილები





მე ყველაფრის დაწერა ვერ მოვასწარი და ნელ-ნელა სუარათებსაც დავდებ და ინფორმაციასაც 166
 
Flagmanდრო: ორშაბათი, 08.06.2009, 14:30:36 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 335
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეჰ სადღააა წითელი და მწვანე წიგნი ხალხი ლამისაა მწყერზე ლიმონკით დადის.
 
mirza-7დრო: კვირა, 28.06.2009, 01:26:24 | შეტყობინება # 7
ჯგუფი: წაშლილები





საქართველოში აგარ არის ნაკრძალები უფრო შეიძლება თქვა კაცმა.ერთი ლაგოგეხის ნაკრძალი გავს რაგაცას დანარჩენი განადგურების პირასაა თითქმის
 
beqaდრო: სამშაბათი, 21.07.2009, 02:08:49 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე დაცული ნაკრძალი "აჯამეთია" 069 069 069 069
 
doxeდრო: პარასკევი, 25.09.2009, 15:49:47 | შეტყობინება # 9
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 137
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქარტველოსი ჯერ ნაკრდზალებს უნდა მიეხედოს ნაკდზალსი არავნ არ უნდა ინადიროს. სხვაგან ინადირებს კასი სხოველების არ გადასენდება და იკნება ყველაფერი კარგად 39 39 39
 
beqaდრო: ხუთშაბათი, 29.10.2009, 18:24:57 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Flagman, ჩაგეთვალაა 069 069
 
ზურა333დრო: პარასკევი, 04.12.2009, 19:23:54 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყალტუბოშია „სათაფლიის“ ნაკრძალი, ადრე ნადირობდნენ შიგნი, ეხლა აგარ უშვებენ, ალბათ გამრავლდება ნადირი და ფრინველი.

დამატებულია (04.12.2009, 18:23:54)
---------------------------------------------
ტურა თუ იყო წითელ წიგნში არ ვიცოდი, ნეტა მართლა გადაშენებულიყო

 
ვულფდრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 17:10:58 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცოდნისათვის აჯამეთი,კაცობური ესენი აღკვეტილებია.ადრე.კაცობური სანადირო,მეურნეობა იყო
. როგორც ევროპაში ისე უნდა იყოს
კლუბებია შექმნილი ყველა ნაკრძალებთან 30 დან 50 მონადირემდე რომლებიც ეხმარებიან გამრავლებასა თუ ნაკრძალის მოვლა პატრონობაში და გამოხშირვასაც თვითონ ასრულებენ და ყველაფერიც ბლომად ჰყავთ 166
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 17:30:16 | შეტყობინება # 13
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 265 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხის და სვირის უბნებისგან. აღკვეთილის საერთო ფართობი 4848 ჰექტარია, რომლის 4738 ჰექტარი ტყითაა დაფარული. აღკვეთილის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი საშუალო სიგანე 3კმ, ყველაზე ფართო ადგილას 5 კმ-ია. აღკვეთილის ტერიტორია აგებულია მიოცენის, ოლიგოცენის და ეოცენის ასაკის ნალექებით. აგრეთვე, აღკვეთილში გვხვდება ტბიურ-ალუვიური წარმოშობის მეოთხეული ასაკის მკვრივი და ბლანტი თიხები.
დღევანდელი სახით აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და ძელქვის შენარჩუნება იყო.
აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმათი მდგომარეობს, რომ კოლხეთის დაბლობზე ეს თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც სუბტროპიკული შერეული ტყე თავისი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. აჯამეთის ტყე გამოირჩევა პირვანდელი სახით შემორჩენილი იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომებით. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტია, ხოლო ასწლიანი მუხები აქ საკმაოდ ხშირად გვხვდება. მუხნარს აქ 4723 ჰა უკავია, რცხილნარებს – 93 ჰა, ჯაგრცხილას – 23 ჰა. დენდროფლორა 60 სახეობითაა წარმოდგენილი. აღკვეთილში გვხვდება ჯაგრცხილა, ნეკერჩხალი. ქვეტყე თხელია და შქერით, ზღმარტლით, ასკილით და კუნელით არის წარმოდგენილი.
აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება საქართველოს „წითელი ნუსხის” შემდეგი სახეობები: პასტუხოვის სურო, დათვისთხილა, თელა, თელამუში, Lლაფანი, კაკალი და სხვა. მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტებია - იმერეთის მუხა (Qუერცუს იმერეტინა) და ძელქვა (ძელცოვა ცარპინიფოლია).
ცხოველებით და ფრინველების აჯამეთის აღკვეთილი შედარებით ღარიბია. ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში გვხვდება კურდღელი, მელა, ტურა, ციყვი, დედოფალა, ძილგუდა და მაჩვი. აჯამეთის მკვიდრი ყველაზე დიდი ცხოველი შველია. აღკვეთილში საქართველოს “წითელი ნუსხის” შემდეგი ცხოველებია გავრცელებული: მცირე მეღამურა, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ღნავი (ტყის ძილგუდა) და კავკასიური წავი.
აჯამეთის აღკვეთილში ფრინველთა სამოცზე მეტი სახეობაა რეგისტრირებული. აქედან მუხნარში მხოლოდ ოცდაერთი ბუდობს, დანარჩენი აჯამეთში ან გადაფრენის პერიოდში ჩნდება ან იზამთრებს.
ამფიბიებიდან აქ გვხვდება ტრიტონის ერთი სახეობა, ტბის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები, რეპტილიებიდან – ჩვეულებრივი და წყლის Aანკარა.
უნიკალური ტყეების გარდა აჯამეთის დაცული ტერიტორიის გარემო ისტორიული ძეგლებითაცაა ცნობილი. კილომეტრნახევარზე მდებარეობს დაბა ვარციხე, რომელიც ანტიკური ქალაქის როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული. მეექვსე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, როდოპოლისი ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა. ნაქალაქარიდან 4 კილომეტრში, გეგუთში მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლის ნანგრევებია. უძველესი ქალაქია ქუთაისიც. ხოლო გელათის სამონასტრო კომპლექსი (მეთორემეტე საუკუნე) და ბაგრატის ტაძარი (მეთერთმეტე საუკუნე) იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის უბნების სიაშია შესული.
აჯამეთს და მის შემოგარენს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. კულტურული და არქეოლოგიური ტურების გარდა აქ შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს სამანქანო-სათავგადასავლო ტურები, საირმის და ზეკარის უღელტეხილის მიმართულებით. შესაძლებელია აგრეთვე, საცხენოსნო, ფოტო, ვიდეო და ეკოლოგიური ტურების ჩატარება, ფრინველებზე დაკვირვების ტურები. აჯამეთის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სასტუმროები მშენებლობის პროცესშია. საოჯახო სასტუმროების ქსელი კარგად არის განვითარებული მახლობელ ქუთაისში, სადაც წინასწარი დაჯავშნით უზრუნველყოფილია კვება და კომფორტული ღამის გასათევი.

 
Adminდრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 17:30:53 | შეტყობინება # 14
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის რაიონის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი. ამას გარდა, აღკვეთილის ჰიდროგრაფიული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია გრუნტის წყლები, რომელთა დონე ზოგიერთ ადგილას მიწის ზედაპირს უახლოვდება და ჭაობებს წარმოქმნის. ჰავა კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელია – წლიური საშუალო ტემპერატურა იანვარში არის მინიმუმ - 4ოჩ, მაქსიმალური კი +22 ოჩ. წლიური ნალექების საერთო რაოდენობა შეადგენს 17757 მმ-ს.
წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი (Pტეროცარყა პტეროცარპა K.), იფანი (Fრახინუს ეხცელსიორ) და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე თეთრი აკაცია (Aცაცია დეალბატა), თხმელა (Aლნუს ბარბატა), ტირიფი (შალიხ ცაპრეა), პანტა (Pყრუს ცაუცასიცა), ტყემალი (Pრუნუს დივარიცატა), ფშატი (Eლაეაგნუს ანგუსტიფოლია) და ამორფა (Aმორპჰა ფრუტიცოსა).
კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი (შუს სცროფა ატტილა) და შველი (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს). მტაცებლებიდან კი – მგელი (ჩანის ლუპუს), კურდღელი (Lეპუს ეუროპიაცუს), ტურა (ჩანის აურეუს), მაჩვი (Mელეს მელეს), გარეული კატა (Fელის სილვესტრის ცაუც.), წავი (Lუტრა ლუტრა).
ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამოდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი (ჩოლუმბა პალუმბუს), რუხი ყანჩა (Aრდეა ცინერეა), სკვინჩა (Fრინგილლა ცოელებს), გარეული იხვი (Aნას პლატჰყრყნცჰოს), თეთრთვალა ყვინთია (Aყტჰყა ნყროცა), რუხი ყანჩა (Aრდეა ცინერეა), მიმინო (Aცციპიტერ ნისუს), ქორი (Aცციპიტერ გენტილის) და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობის (Pჰასიანუს ცოლცჰიცუს) პოპულაციის არსებობა.
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 17:40:53 | შეტყობინება # 15
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ ვინმეს აინტერესებს საქართველოს დაცული ტერიტორიების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე,დააჭირეთ ამ ბმულს http://www.apa.gov.ge/index.php?site-lang=ka&site-path=maps
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 17:44:08 | შეტყობინება # 16
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოლო ვისაც გსურთ დაცულ ტერიტორიებზე ნახოთ ვიდეორგოლები დააჭირეთ ამ ბმულს
http://www.apa.gov.ge/index.php?site-lang=ka&site-path=videogallery
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 18:44:11 | შეტყობინება # 17
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცოგურში სადღაა ღორი... შველი თუ შემოვა მაისში და ეგაა. ქედანი სეზონურად ყველგაანაა და მანდაც უწევს. მნდ 5 წლის უკან ვნახე ეგერები თავად როგორ ნადირობდნენ შველზე გონჩებით..
ხოხობი იცოცხლე არის. ზამთარში კაცოგურს აფარებს თავს და ზაფხულობით გურიის ყანებში და ნათესებში ბუდობს. XOXOBI
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 21:35:16 | შეტყობინება # 18
ჯგუფი: წაშლილები





ეგერები და ძლიერნი ამა ქვეყნისა რო არ ჟუჟავდნენ ხოხობს და აკრძალულ სახეობებს აღარც ჩვენ გვერქმეოდა ბრაკონიერები. 23
 
ratiდრო: კვირა, 10.01.2010, 14:00:21 | შეტყობინება # 19
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხო ერთი გამაგებინა ყულევში რატო აიკრძალა ნადირობა? თუ დაცული ტერიტორიებია და თან ნაკრძალიცაა. ტერმინალს რა უდა ნაკრძალში?????? იქნებ განცეთ ამაზე პასუხი!
 
beqaდრო: კვირა, 10.01.2010, 20:00:09 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
rati, მე ვიყავი ყულევში,ვინადირე და არავინ არ მოსულა .ალბათ პორტის უსაფრთხოების გამო.

შეტყობინება დაამუშავა beqa - კვირა, 10.01.2010, 20:00:48
 
BERGდრო: ორშაბათი, 11.01.2010, 14:49:14 | შეტყობინება # 21
ჯგუფი: წაშლილები





rati, beqa, ყულევში მეც მიწევს ნადირობა და არავის უთქვამს არ შეიძლებაო.ტერმინალთან ახლოს არ შეიძლება ალბათ.
 
buდრო: პარასკევი, 29.01.2010, 01:27:04 | შეტყობინება # 22
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 60
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვულფ,
მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდები თუ მიმიღებთ!
სად მოვიდე და როდის? 23
 
morieli9999დრო: ორშაბათი, 01.02.2010, 13:40:38 | შეტყობინება # 23
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 93
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაკრძალები ჰქვია მაგრამ ხშირად ირღვევა წესები და ნაკრძალშიც ნადირობენ მაგალითად ლაგოდეხში ხოხობზე ნადირობენ და ბლომადაც კლავენ 23
 
goga-0niდრო: ორშაბათი, 01.02.2010, 19:59:40 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაკრძალები კარგია მაგრამ ჩვენ სამონადირეო მეურნეობებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თორემ თურამ სანადიროდ ვარგისი ადგილებია ევროპელი კეთილის მსურველების რეკომენდაციით შეიძლება სულ ნაკრძალებად გადააქციონ ან უარეს შემთხვევაში განუკითხაობით განადგურდეს (ხეტყის ჭრას ვგულისხმობ), ამიტომაა მონკავშირების შექმნა საჭირო და გაერთიანება თანამშრომლობა რათა დროულად მოეწყოს სანადირო მეურნეობები რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მონადირეების მომსახურებას ასევე ხელს შეუწყობს სამონადირეო ტურიზმის განვითარებას, დიდიხანია ვცდილობ ამ საქმით დავაინტერესო ხელმძღვანელობა მაგრამ არაფერი გამომდის დამცინავი ღიმილის მეტს არაფერს იმეტებენ, დროა ვიმოქმედოთ ერთიანი ძალებით 25 54
 
bm-wolfდრო: სამშაბათი, 09.02.2010, 13:24:56 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაგოდეხის ნაკრძალი მაგარია
 
ratiდრო: პარასკევი, 05.03.2010, 22:19:28 | შეტყობინება # 26
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BERG 3ჯერ დამიჭირეს გამიტრაკეს საქმე. შარშან უფრო დადიოდნენ წელს არ შემხვედრიან. იძახიან ტყეპარკიაო.
 
BERGდრო: შაბათი, 06.03.2010, 16:12:58 | შეტყობინება # 27
ჯგუფი: წაშლილები





rati, ეგ ვინც გითხრათ,თითონ საბუთები თუ ქონდათ?ვინ იყვნენ გაარკვიეთ?
 
გელაგგგდრო: კვირა, 07.03.2010, 02:07:00 | შეტყობინება # 28
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სულ 2 ნაკრდალი მაკ დატვალიერებული ლაგოდეხი და ივრის
 
ratiდრო: კვირა, 07.03.2010, 09:37:35 | შეტყობინება # 29
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 91
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bm-wolf, კი გავარკვიე ხობის გარემოს დაცვა იყო. ტყეპარკიაო და ნადირობა არ შეიძლებაო.
 
berZulდრო: ხუთშაბათი, 01.04.2010, 01:53:56 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მაინტერესებს იციით, აჯამეთის ნაკრძალი თუ ფუნქციონირებს და თუ არის წითელ ჭიგნში შეტანილი ცხოველები და ფრინველები მისი ბინადარი?
 
მამუკადრო: კვირა, 24.10.2010, 23:57:34 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berZul, ადრე ყოფილა ნაკრზალი ეხლა მემგონი არანაირი ყურადგება არ ეკცევა
 
krimanjuliდრო: კვირა, 17.07.2011, 09:04:25 | შეტყობინება # 32
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს (439 ჰა), რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს ისპანას ტორფის საბადოს. ღელიეფი ბრტყელია და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ტიპიური ზღვის, ნოტიო, სუბ-ტროპიკული კლიმატია – წლიური ნალექიანობა 1500-2500 მმ-ია, რის უმეტესობაც წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის.
გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა ეს ადგილები განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი I-ზე დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული, მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი II (ქობულეთის აღკვეთილი) მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ტორფის ხავსები – სფაგნუმის სახეობები, ე.წ. "იმერული ისლი”, თეთრი რინხოსპორა (ღჰყნცჰოსპორა ალბა), კავკასიური რინხოსპორა (Mოლინია ლოტირალის), ტორფის ისლი (ჩარეხ რიპარია), წყლის სამყურა (Mენყანტჰეს ტრიფოლიატა) და მრგვალფოთოლა დროზერა (Dროსერა როტუნდიფლორა) და ზოგიერთი სხვა ქმნიან.
ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა მათ კოლხეთში მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში შემოაღწიეს.
აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდებიან კოლხური მცენარეებიც: შქერი (ღჰოდოდენდრონ პონტიცუმ), იელი (ღჰოდოდენდრონ ლუტეუმ), ეკალღიჭი (შმილახ ეხცელსა) და სხვ. ქობულეთის აღკვეთილში გვხვდება იშვიათი და გადაშენების პირას მისული სამეფო გვიმრაც (Oსმუნდა რეგალის).
ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ: ტურა, წავი (Lუტრა ლუტრა), მაჩვი, ნუტრია. კურდღელი, ბუჩქნარის მემინდვრია, მინდვრის თაგვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ წავი საქართველოს "წითელ ნუსხაშია” შეტანილი.
ამფიბიებიდან გვხვდება: კასპისა და ჭაობის კუ, ჩვეულებრივი გომბეშო, მწევანე ბაყაყი, ჩვეულებრივი ვასაკა და სხვა, რეპტილიებიდან კი – წყლის ანკარა, ჩვეულებრივი ანკარა, ბოხმეწა, გველხოკერა, ზოლიანი ხვლიკი, ჩვეულებრივი ტრიტონი და სხვა.
თევზებიდან არხებში ქარიყლაპია, კარასი, ქორჭილა და მდინარის გველთევზა გვხვდება.
რეგიონი საინტერესოა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც. ქობულეთზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა და გვიან ანტიკურ ხანაში მცირე კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ქობულეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელება პირველ საუკუნეში ანდრია მოციქულის სახელს უკავშირდება. ყურადღებას იქცევს ქობულეთის თანამედროვე არქიტექტურა, 1950 წლებიდან მოყოლებული მოსახლეობა ძნელად
გამოსაყენებელ სახლებს აგებდა, უზარმაზარი კიბეებითა და აივნებით. სახლის სიდიდე ოჯახის კეთილდღეობაზე მიუთითებს. ქობულეთთან ახლო მდებარე სოფლებში შემორჩენილია აჭარული და ლაზური საცხოვრებლის ნიმუშები. ქობულეთის მახლობლად შემორჩენილია ადრე შუა საუკუნეების ციხეებისა და ხიდების ნანგრევები.
ქობულეთის მიდამოები ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს ქმნის – აქ შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური და ეკოლოგიური ტურების ორგანიზება, ფრინველებზე დაკვირვება ქობულეთთან ახლოს მდებარე მთიან დასახლებებში და სხვა.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика