17:14:09
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
საქართველოს ისტორიიდან ნადირობის შესახებ
toka_monadireდრო: პარასკევი, 01.07.2011, 01:03:31 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური

საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების

ფორმაც.

იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის

ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო

უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი

ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“,

ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა.

განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული

საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე.

ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით,

ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ

გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე),

მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება

უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის

ნადირზე).
ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა

(უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების

გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში

ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული

მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული

ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ

ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება

ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ

გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც

განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად

სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა,

თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

ლაშქარ-ნადირობა, ძირითადი ვასალური მოვალეობა ფეოდალურ საქართველოში.

საქართველოს სამეფოში ყველა ვასალი მოვალე იყო მონაწილეობა მიეღო ლაშქრობასა

და ე. წ. „სანადიროდ გალაშქრებაში“ ანუ სამეფო ნადირობაში, რომელიც საომარი

წვრთნისა და მანევრების როლს ასრულებდა. არაფეოდალთაგან ლაშქარ-ნადირობა

ევალებოდა მსახურთა წოდებას. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.)

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებთან ერთად სიუზერენული უფლებები

მოიპოვეს სამცხის, ოდიშისა და გურიის მთავრებმაც. საერთო-ქართული ლაშქარ-

ნადირობა მოიშალა. XVII საუკუნის I ნახევრიდან გახშირდა გლეხთა მოლაშქრეობა,

ხოლო 1774 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოში ყველა გლეხი ვალდებული იყო

მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში

დამატებულია (30.06.2011, 23:58:08)
---------------------------------------------
არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა
პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის

დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი;
ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს
ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს
განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს
ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და
სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ
მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით
ვახუშტის თხზულებებში.
ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ–
ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა. გვარცელებული იყო
ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. მე–17 საუკუნის 70–იან წლებში, ფრანგი
მოგზაური ჟან–შარდენი საქართველოს ეწვია. როგორც ჩანს მან შეისწავლა
სამეგრელოში ნადირობის წესები: „ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით,
რომელთაც იშინაურებენ და სემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება
ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით
შეიძება იყოს მტაცებელი ფრინველი“– წერს იგი. მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით
იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ–ექვს დღეში იშინაურებენ.
მტაცებელი ფრინველით ნადირობა გავრცელებული ყოფილა გურიაში. მიმინოებს აქ
ფერისა და მჭირავნობის მიხედვით არჩევდნენ. ყველაზე ლამაზ მიმინოდ თეთრი
სეფერილობის მიმინო ითველებოდა, ყველაზე სხრატ და მტაცებლად კი –
ჩხარტისფერი. ყურადღებას იქცევს დასახელებებიც– დედალ მიმინოს– ნარდი, ხოლო
მამალს –გეზელა ექოდებოდა. ნადირობისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა დედალ
ფრინველს ენიჭებოდა.
ქართული წყაროების მიხედვით, ჩანს, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და
ცხოველი ძვირად ფასობდა, იგი წარმოადგენდა საპატიო საჩუქრის ერთგვარ სახეობას.

დამატებულია (01.07.2011, 00:03:31)
---------------------------------------------
ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.

* სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.
* სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.
* სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.

საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს

შეტყობინება დაამუშავა toka_monadire - პარასკევი, 01.07.2011, 01:05:48
 
nugomonadireდრო: პარასკევი, 01.07.2011, 10:51:27 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია შვილო თორნიკე, გეტყობა რომ გიშრომია, მე კიდე გამახსენე ის პერიოდი როდესაც საზეიმო ვითარებაში 18 წლის ბიჭმა ავიღე მონადირეს ბილეთი. იმ ღამეს ბალიშის ქვეშ მედო ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი და არ მეგულებოდა მსოფლიოში ჩემზე ბედნიერი ადამიანი... 069 36_1_69 36_1_69 36_1_69

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
toka_monadireდრო: პარასკევი, 01.07.2011, 13:58:20 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, ეჰ ბატონო ნუგო როგორ ვოცნებობ მაგ დღეზე როცა თოფს გავიფორმებ...1 წელიღა დამჩა და საკუთარი თოფი მეც მექნება 39 39 39 39

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
giviko2010დრო: ორშაბათი, 17.12.2012, 17:03:31 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წინაპრებიც კარგები გვყავდა 166

უფალო შეგვიწყალენ
 
zura89დრო: ორშაბათი, 17.12.2012, 17:25:55 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა მაგარი მონადირეები იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები 166 166 166 166

ზურა
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 28.01.2013, 17:40:24 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giviko2010)
წინაპრებიც კარგები გვყავდა

კარგები ისინი იყვნენ, ჩვენ კი...


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 13.02.2013, 23:56:06 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ნადირობა საქართველოში

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან—ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან—გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან—კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.
ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.
ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.
1) სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.
2) სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.
3) სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგენა და სხვა.
საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა).
ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოცანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 14.02.2013, 00:25:11 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა-ბაზიერობა მრავალ წლებს ითვლის საქართველოში, არსებობს გვარების სიტორია "საგვარეულო წიგნი" რათქმაუნდა თავად-აზნაურთათვის სადაც წერია რომ ოდითგანვე მონადირეები, კარგი ბაზიერები და ცხენოსნები იყვნენო. ბოლოსდაბოლოს ნადირობა ხომ საკვების მოპოვების ერთ-ერთი გამოსავალია კაცობრიობის ისტორიაში, მშიერი არ დარჩენილიყო ადამიანი და ამისათვის ქვას წაუცვითა თავდაპირველად ორი მხარე, მერე წამახვილებული იარაღით იწვალა და დახვეწა. ქართველებისთვისაც ნადირობა რა გასაკვირია ძირ-ძველი ტრადიცია და ადრე ცხოვრების წესიც კი იქნებოდა.
მთავარია დღეს რა არის საქართველოში ნადირობა და როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამისათვის უნდა ჩამოვწეროთ სრული აღწერა რაზე ნადირობენ ქართველები, როგორ ნადირობენ და მსგავსი სახის პოსტები რომლის მიხედვით მივეხმარებით მომავალში სამინისტროს რომელიც წაიკითხავს აქ ამ ფოსტებს. აბა ისე ეს თემა შეიძლებოდა თემადაც კი არ ყოფილიყო და სტატიის სახით დაწერილიყო, ჩვენი მიზანია ქვეყანაში დამკვიდრდეს ნადირობა სწორად და კულტურულად, უნდა გავათვიცნობიეროდ რატომ მივდივართ ტყეში, რა მიზანს ემსახურება მონადირის მიერ თოფის სროლა, რატო უნდა ინადიროს ადამიანმა ოცდამეერთე საუკუნეში და რა უნდა ამოძრავებდეს მონადირეს. ბევრი ამტკიცებს რომ ჩვენს დროში ნადირობა არ შეიძლება საერთოდ და ეს არის გართობის ცუდი წესი, მათ შორის საქართველოში არიან უამრავი მოაზრეები აღნიშნულისა. ამიტომ თემები გავხადოთ ნაყოფიერი ძმებო! აქ ყველაფერი შემეცნებითი უნდა იყოს


★ஜ۩۞۩ஜ★
 
vladiდრო: ხუთშაბათი, 14.02.2013, 01:05:08 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო არარსებობს ტომი ერი ან რომელიმე ერა ან ხანა ნადირობა პირველი გადარჩენის მეთოდი იყო სანამ მიწათმოქმედებას დაიწყებდა ადამიანი სანამდე ცეცხლის კონტროლი იცოდა ადამიანმა მანამდე ნადირობდა ,ნადირობა ერთერთი ცხოველური ინსთიქტია რაც ადამიანსაც მისცა გამჩენმა რადგან ადამიანი ყველაზე უსუსური არსება იყო დედამიწაზე ის განვითარდა და დღეს სანამდე არის მისული , ამას იმიტომ ვწერ რომ საქართველოში დინოზაურის ხანიდან ნადირობდა ადამიანი და ჩვენი სანადირო კუჯლტურა არ გვაქვს როგორც მაგალითარ მონტერია ესპანურია არისტოკრატული ნადირობა ინგლისელების არის და ასე შემდეგ თუ მეშლება შემისწორეთ ქართული როგორც ნადირობა არცერთ განმართებაში არ შეგხვდება არცეთ ლიტერატურაში ბაზიერობაც ქართული არ არის როგორც მე ვიცი სანადირო მარკაც კი არ გვაქ არადა მე მგონი ქართველები კავკასიაში ყველაზე განვითარებული ერი იყო

v shavisvili
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 23.02.2013, 16:52:40 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, მე გთავაზობდით თემი განუმეორებლობას http://www.bazieri.ge/forum/2-458-1 ამ თემასთან და დღევანდელი შექმნილი სიტუაციაზე საუბრის მიმართულებაზე თუარა ეს თემები პანტაპუნტით იქმნება და მეორდება აზრები. ერთი და იგივე შინაარსის თემებია საიტზე 2daf4

★ஜ۩۞۩ஜ★
 
mishoდრო: ოთხშაბათი, 07.08.2013, 16:21:30 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფრინველებზე და ცხოველებზე ერთიდაიგივე დროს იხსნება სეზონი ?
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 07.08.2013, 16:49:28 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
misho, არანაირ ცხოვლზე არ იხსნება სეზონი საქართველოში
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика