23:13:17
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » მონადირეთა და მეთევზეთა არასამთავრობო ასოციაცია
მონადირეთა და მეთევზეთა არასამთავრობო ასოციაცია
Adminდრო: სამშაბათი, 08.03.2011, 20:37:41 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
23

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 00:48:48 | შეტყობინება # 2
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ჭოლას თემაა და ის განავრცობს. 167

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
lordiდრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 13:14:14 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან საფრთხილო თემაა.
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 13:14:34 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ, კი მე ვთხოვე ადმინს რომ ეს თემა შეექმნა რისთვისაც მადლობას ვუხდი მას...

ამ თემის წინა პირობა ის იყო რომ ვემზადებოდით წერილის მომზადებისთვის შესაბამის ორგანოებთან რათა მომხდარიყო მტაცებლების გამოხშირვის ლელგალიზაცია, მოგროვდა უამრავი მასალა,გამოითქვა მრავალი აზრი და რაც მთავარია არსებობს უზარმაზარი ვიდეო მასალა თუ რა საშინელება დაატეხეს მტაცებლებმა ჩვენს ქვეყანას... მე მქონდა შეხვედრა საკმაოთ ჭკვიან და გავლენიან ადამიანებთან ვისაც უყვარს სამშობლო ნადირობა და ბუნება, დიდი ხნის რამდენიმე დღიანი ურთიერთობის შემდეგ დაიბადა მოსაზრება და ალბათ ერთდადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან შეიქმნას '"""არასამთავრობო ასოციაცია""" რომელიც დაიცავს დაეხმარება და გადაარჩენს ამ სფეროს, კერძოდ: მას უფლება ექნება გააზრებულად მთავრობასთან და პარლამენტთან შეთანხმებით(ანუ მისი მოთხოვნით და დასაბუთებით) შეაცვლევიოს ესა თუ ის კანონი ამა თუ იმ ორგანოს, მოიწვიოს ტელევიზია, აუხსნას რეალური სიტუაცია, გამართოს სატელევიზიო შეხვედრები ამა თუ იმ საჭირო სტუმართან, მოიწვიოს და შეხვდეს უცხოელ სპეციალისტებს და დამკვირებლებს გაუზიაროს ევროპელ ჩვენ კოლეგებს ჩვენი პრობლემები და მიიღოს მათგან რჩევა დარიგება და დახმარება, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია მუშაობა გრანტზე რომელიც სრულიად შეცვლის საქართველოში არსებულ პრობლემებს კერძოდ: არის ქვეყნებისა საიდანაც გრანტის სახით შეიძლება ნადირ ფრინველის შემოყვანა და გამრავლება საქართველოში და სხვა უამრავი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია ამ საზოგადოებას:ამისათვის საჭიროა:

1."სამონადირეო და სათევზაო(ბაზიერობა) არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა" ( სახელის ცვლილება შესაძლებელია)

2. ძლიერი კადრი ამ სფეროში დიდი გამოცდილებით აუცილებლათ იურისტი ევროპული განათლებით(და რაღათქმაუნდა ენოვანი)
3. სპეციალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით ნადირობის (ბაზიერობის) და თევზაობის...
4. ძლიერი კადრი უცხოენების და კანონების მცოდნე, ამ სფეროში გამოცდილი მდივანი
5. ასევე სამსახურის მართველის მოადგილე ზემოდხსენებული მონაცემებით
6. ოფისი და საოფისე აღჭურვილობა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --
ეს იმდენათ რთულია რომ ვიღაცას შეიძლება ზღაპრად მოეჩვენოს...

ჩვენ გვქონდა გამოცდილება თუ როგორი შედეგით მრთავდება ორგანიზაციის ბედი რომელსაც ნოლი თეთრი აქვს ბიუჯეტი ,ასეთი ასოციაციები და ორგანიზაციები მხოლოდ რამდენიმე დღე არსებობენ,.. არავის ეგონოს რომ ეს ან კლუბი ან რაიმე მსგავსი ორგანიზაციას ეყრებოდეს საფუძველი, თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა ხვთის მადლით ამ სამსახურის მოვალეობა იქნება დაიცვას საქართველოში არსებული ყველა მონადირის მეთევზის თუ ბაზიერის ,ასვე ყველა სანადირეო და სათევზაო საიტის(ვებ გვერდის), სამონადირეო მეურნეობის უფლებები..
იზრუნოს კანონების ცვლილებაზე, მტაცებელი და მავნებელი ნადირ ფრინველის გამოხშირვაზე ასვე მაგალითისთვის ნადირობის უფლების გაცემა კურდღელზე ლიცენზიით(ხელმისაწვდომ ფასად) და სხვა უამრავი რამ!!!!!!!!!

ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა ამ ასოციაციის საარსებო თანხა:

ხელფასები, ოფისის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, საწვავი, ინვენტარი და სხვა მრავალი........

ამ თანხის შოვნის სამი გზა არსებობს

1) გრანტის სახით
2) ტელეფონით შემოწირულობის სახით
3) სამონადირეო მეურნეობბების და სხვა ორგანიზაციების დახმარებით

სავარაუდოთ ასოციაციამ რომ იარსებოს მას ჭირდება წელიწადში დაახლოებით 70 000 ლარი ეს კი სადღაც 6000 ლარია თვეში, საქართველოში რომ მოიძებნოს 10 000 მონადირე კაცი ვინც თვეში 50 თეთრს შეიტანს ანუ წელიწადში 6 ლარს(ეს კი 10 ცალი ვაზნაა ) ორგანიზაცია იარსებებს ....

გთხოვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ და თავშეკავებულები ვიყოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ვისაც სპეციალური გამოცდილება არ გვაქვს :)

 
nukrifoxდრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 14:05:37 | შეტყობინება # 5
ჯგუფი: წაშლილები





chola, საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია და არც თუ ისე ადვილი ან რთული ერთი შეხედვით.
მე როგორც რიგითი მონადირე და მეთევზე უერთდები იდეას და მხარს ვუჭერ. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ამ კეთილშობილურ საქმეში...
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 15:07:21 | შეტყობინება # 6
ჯგუფი: წაშლილები





nukrifox, იდეა მისასალმებელია და სერიოზულ განხილვას მითხოვს სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ამ არასამთავრობოს დამფუძნებლები ან შსაბამისად ლიდერები

დამატებულია (09.03.2011, 13:51:38)
---------------------------------------------
მთავარი პირობა არსებობისატვის, პოპულარობაა და ფინანსურად სიძლიერე

დამატებულია (09.03.2011, 14:07:21)
---------------------------------------------
chola, ეს ციფრები რაზეა დაფუძნებული.......... თუნდაც ყოველთვიური საარსებო 6000 ლარი საიდან გაჩნდა?
ხო ხვდები სადაც ფულზეა საუბარი უამრავი კითხვა ჩნდება........... ხალხი დაინტერესდება ეს ფული სად წავა და რას მოხმარდება
ზოდაგი ინფორმაციის დონეზე

 
cholaდრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 15:21:44 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებია კითხვა:

ძლიერი დირექტორი რომ ნახო ასოციაციის ხემძღვანელად მას მინიმუმ 1500 ლარი ხელფასი უნდა მისცე ასვე კარგი ენების მცოდნე მდივანს 700 --800 ლარზე ნაკლებათ ვერ ნახავ ასვე ამდენი თანხა ჭირდება წამყვან სპეციალისტს მინიმუმ 1000 ლარი უნდა მისცე, გარდა მაგისა ყველაზე ცოტა ოფისის გადასახდი 600 ლარი და ერთი ამდენი კომუნალურები და ტრანსპორტის საწვავი ასევე ალბათ საჭირო იქნება მეოთხე კაცი ასოციაციაში და მისი ხელფასიც ვიგულისხმე და დაახლოებით ეს თანხა მივიღე:

ამაზე ნაკლებ ხელფასს ვერ შესთავაზებ შეუძლებელია, მათ დღედაღამე უნდა მუშაობაში გაატარონ საქმე ნამდვილად ბევრი აქვთ. კვირაში მინიმუმ 10 შეხვედრა უნდა გააკეთონ მთავრობის სხვადახსხვა წევრებთან სხვადასხვა საკითხებზე და წარმოიდგინეთ თუ რომელიმე მინისტრი უარს გეტყვის კონკრეტულ თემაზე იმდენად ძლიერი და მომზადებული უნდა იყო რომ მას აზრი შეაცვლევინო, მოკლეთ ვისაც ენჯეოში უმუშავია მან კარგად იცის თუ რა არის ეს

 
a11201დრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 15:31:06 | შეტყობინება # 8
ჯგუფი: წაშლილები





chola, ძაან მიზერი ხელფასებია ჩემი აზრით............ არ გაგითვალისწინებია საოფისე ინვენტარი და კიდე გაუთვალისწინებელი ხარჯები......
6000 ლარი არ იქნება საკმარისი დამიჯერეთ.......
პრინციპში ხომ არ ჯობია შესაბამისი საქმიანობა დაარსებისთვის დაიწყოს და პარალელურად თანხების მოძიების სამუშაოებიც ჩატარდეს
 
kopala28დრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 15:41:00 | შეტყობინება # 9
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ,მე წავიკითხე თუ რას წერთ და მართლაც რომ მისასალმებელი იდეაააა,ყველა მონადირე ტუ მეთევზე საქარტველოში წუწუნებს ნადირ-ფრინველის თუ თევზის სახეობის ნაკლებობაზე,ჩემის აზრით თუ ამ და სხვა კეტილშობილური გეგმების განხორციელება რეალურია და არიან ხალხი ვინც ამის გაკეთება რეალურად შეუძლიათ მაშინ
ეს საიტი უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ ყველა მეთევზეს თუ მონადირეს შევატყობინოთ ეს გეგმები, უნდა გაიხსნას ანგარიში ორგანიზაციის და ყველას ვისაც სურს ნადირობისა თუ თევზაობის განვიტარება საქართველოში გარკვეული თანხა შემოიტანონ ანგარიშზე,მე პირადად იურისტი, ადვოკატი გახლავართ და დიდი სიამოვნებით დაგიდგებით გვედრდით ამ საქმის განხორციელებაში, თუ რა ტქმა უნდა თქვენ ამის სურვიი გექნებათ


kompleba
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 15:55:12 | შეტყობინება # 10
ჯგუფი: წაშლილები





chola, ჭოლა მიაწექი მაგარი რამე გამოვა

შეტყობინება დაამუშავა a11201 - ოთხშაბათი, 09.03.2011, 16:20:18
 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 18:38:20 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესე იგი იყო მაღაზია , გახდა მარკეტი. იყო უნივერსამი ( უნივერსალნი მაგაზინ) გახდა გიპერმარკეტი. იყო მომმარაგებელი გახდა დისტრიბუტორი. იყო მონკავშირი და გახდა ?? . ადრე მონკავშირი აკონტროლებდა მონადირეთა და მეთევზეთა გაერთიანებას და ყველანაირი ნებართვა (ლიცენზია) ამა თუ იმ ნადირ-ფრინველზე ნადირობის გაიცემოდა მონკავშირის მიერ,ეხლა საბანკო გადასახადი 11 ლ. აგრეთვე მონადირის საბუთის გაცემა შემოწმების (ტესტირება) შემდეგ სადაც აუცილებლად ფორმა 1 და ფსიქო უნდა წარგედგინა და მე როგორც ვხვდები ალბათ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ეყრება საფუძველი რომელსაც იგივე მონკავშირი ერქვა მაგრამ სხვა სახელით ალბათ(?) მოვიგონებთ რამეს.. მე ვეთანხმები ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, ყველანაირი ფინანსური თუ შემოწირულობის სახით ხელშეწყობას უერთდები და ვარ თქვენს გვერდით. ისეთი რამე გამოვა რაც ყველა მონადირე-მეთევზეს აწყობს. მთავარია მონადირე იყოს სათავეში თორემ თუ გადავიდა ეს საქმე ხაჩიძეს ნაირი ბარაბნის ხელშიი....
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 09.03.2011, 19:47:49 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ვფიქრობ რომ მიზანი ზუსტად არის ამოღებული და გასწორებული მთავარია ამის განხორციელება.. ამიტომ ერთობით მოვიფიქროთ და დავგეგმოთ (მთელ საქართველოში რაც კი ორგანიზაციები არსებობს იმას ვგულისხმობ).. რა თქმაუნდა ტვინი და მართველობა მონადირე კაცის ხელში უნდა იყოს და ეს მონადირე და მთელი ასოციაცია საქარტველოს მონადირეების დაკვეთას უნდა ასრულებდეს, რათქმაუნდა კანონის ფარგლებში......

რაც შეეხება 10 000 კაცმაც რომ თქვას კი თვეში 50 თეთრს შემოვწირავთო ანუ წელიწადში 6 ლარსო და დაიწყეთო ამ იმედით ვერ შეიქმნება ასოციაცია იმოტომ რომ რაღაც რომ მოხდეს და თანხა ვერ შეგროვდეს ჩათვალეთ რომ ასოციაცია კრახს განიცდის და დაიხურება , ვერ გასცემს ხელფასებს ოფისის გადასახადს ვერ გადაიხდის და ასე შემდეგ...ანუ მას უფრო დიდი დასაყრდენი ძალა უნდა ქონდეს , მაგალითად: გრანტი ან საქართველოში არსებული 31 სამონადირეო მეურნეობა ან რომელი ბიზნესის მხარდაჭერა...ეს არის მთავარი პრობლემა და მოდით ვისაუბროთ ამ კუთხით, გავითვალისწინოთ ყველას აზრი და ისე მივაღწიოთ შედეგს

 
lordiდრო: ხუთშაბათი, 10.03.2011, 17:37:06 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვფიქრობ ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე ორგანიზაციის მიზნები და მისი მისია კარგად უნდა განისახღვროს, ანუ: კონკრეტულად რა გვინდა? რატომ გვინდა? მაინცდამაინც დღეს რატომ გვინდა? ქვეყანას რა ზიანი ადგება იმის გამო, რომ დღეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა? ვისთვის რა სარგებლობის მომტანი იქნება ის რაც გვინდა? ქვეყნისთვის რა სარგებლობის მომტანი იქნება ის რაც გვინდა? და ა.შ.
ამის შემდეგ ამ მიზნების რეალიზებისთვის საჭირო რესურსები უნდა დაითვალოს მეტ-ნაკლები სიზუსტით, ანუ შედგეს ბიუჯეტი.
ამ ყველაფერზე ჭოლას კი აქვს აღნიშნული ზემოთ და საჭიროა მეტი კონკრეტიკა (მიზნების და მისიის) და სიზუსტე (ბიუჯეტის).
უკვე ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ დაფინანსების შესაძლო წყაროებზე და თუ ზემოთაღნიშნულ საკითხები კარგად ჩამოყალიბებული იქნება, დაფინანსების წყაროების მოძიებაც გამარტივდება.
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 10.03.2011, 17:53:45 | შეტყობინება # 14
ჯგუფი: წაშლილები





ისე მარტივათ საუბრობთ რო ყველას გაუჩნდება საკუთარი ორგანიზაციის ჩამოყალიბება........... ძაან დიდ რისკებს შეიცავს ეს ყველაფერი და ძაან დიდ ფინანსებს მოითხოვს რაც იმას ნიშნავს რო საგადასახადისთან გექნება სერიოზული (დაძაბული) ურთიერთობა.

პირველ რიგში ჩემო კარგები უნდა გავიგოთ ჩვენთვითონ რა გვინდა რო მერე სხვას შევთავაზოთ და დავაინტერესოთ,
ინვესტორია საჭირო - რითი დააინტერესებ?
შემოწირულობა რატომ უნდა გააკეთოს ხალხმა?
რატო უნდა დავრეკო მობილურზე რო თანხა დაგიჯდეთ ანგარიშზე?
(რამდენ პროცენტს წაიღებს სატელეპონო კომპანია ეგეც საფიქრალია)
გრანტისთვის სამოქმედო გეგმები არსებობს?
და რომელი სამონადირეო მეურნეობა და სხვა ორგანიზაციაა დამხმარე ამ ასოციაციის?

კარგად გამიგეთ მე არ გეწინააღმდეგებით, ასეთ საქმეში გჭირდებათ კრიტიკოსი (კარგი გაგებით) რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და სულ მობილიზებულები იყოთ ... არაფერი არ უნდა გამოგეპაროთ........... ხალხი ჭრელია და ჭრელი აზრები წამოვა ბლომად

შეტყობინება დაამუშავა a11201 - ხუთშაბათი, 10.03.2011, 17:54:16
 
kaxeloდრო: ხუთშაბათი, 10.03.2011, 18:14:31 | შეტყობინება # 15
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილად კაი საქმეს გავაკეთებთ ამ ორგანიზაციას თუ მომავალი ექნება! 166
 
cholaდრო: ხუთშაბათი, 10.03.2011, 20:24:00 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგით, დავიწყოტ იქედან რომ: 1) არავინ იფიქროს რომ მე ვქმნი რამეს ან მე ვაპირებ ხვალდაზეგ რამე ასოციაციის შექმნას, არამედ ეს აზრი დაიბადა და დაიბადა დიდ ხალხთან საუბრის შემდეგ, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველოს მონადირეები არასწორი და მწირი კანონებისგან და ეს არის პირველ რიგში იურიდიული მხარე.

ამ ასოციაციის არ არსებობის გამო იცით რა დაგვაკლდა??????????? 10000 მგელი საქართველოში რომელსაც თვეში 500 ზე მეტი შველ ირემი უნდა უამრავი ტურა და ასე შემდეგ,ბორჯომ ხარაგაურის ტყეპარკი სადაც 1000 ირემიდან 44 ცალია დარჩენილი და ყველაზე მთავარი კანონი რომელიც მონადირეს შეილება ნადირობის გამო ათ წლამდე მისცეს სასჯელი და ყაჩაღს ან მკვლელს 2 ან 3 წელი ერგოს. ანუ ასოციაციამ პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს იურიდიული მხარე სახემწიფოსთან!!!!
თუ შევძელით და ვინმემ ამ სფეროს თავი მოაბა შეძლო მისი შექმნა და არსებობა მაშინ გვეშველება თუ არა მაშინ ესე გათითოკაცებული ვიქნებით და ვერასდროს ვერაფერს ვუშველით ნადირობას საქართველოში.....

დღეს თუ ხვა მოვა აუცილებლათ ის დრო როგორიც ინგლისშია, ანუ იქ არ არსებობს თავისფული სანადირო სავარგული ყველაფერი კერძო ხალხის ხელშია, სახემწიფომ გასცა ტერიტორიები მეურნეიბებზე და თუ დიდი ფული არ გაქვს ვერ ინადირებ....

და როცა აქაც მოვა ეს დრო დამიჯერეთ მერე გვიანი იქნება

 
lordiდრო: ხუთშაბათი, 10.03.2011, 22:09:13 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, ჭოლა, გეთანხმები ყველაფერში და ვფიქრობ, რომ ამ თემის დეტალების (ანუ, ზემოთ რაც დავწერე მასზე და კიდევ სხვა მნიშვნელოვან ნიუანსზე) განხილვა უმჯობესია ამ ეტაპზე მოხდეს მრგვალ მაგიდასთან და არა საჯაროდ.
მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი იდეაა და ეს აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი. შეიძლება ეს იდეა სხვამ არ მოიწონოს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა საქმეს ყავს მომხრეც და ყავს მოწინააღმდეგეც.
ხოდა, ვინც მომხრეა ამ იდეის, დავთქვათ დრო, შევიკრიბოთ და შეკრებაზე ვიმსჯელოთ აღნიშნულზე.
 
998დრო: ხუთშაბათი, 10.03.2011, 23:42:04 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, გაუმარჯოს, იდეა კარგია და მისაღები, თუმცა უნდა ვთქვა ერთი რამ რომელიც კარგად იცი შენც, რომ ანალოგიური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და ეხლა ხდება მისი ლიკვიდაცია, მაშინაც ბევრი ვნებათაღელვა ახლდა ამ პროცეს, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. რატომ? ამ შემთხვევაში მე პირადად უფრო ფრთხილი ვიქნები და გადაწყვეტილებას მივიღებ იმ შემთხვევაში თუ დავრწმუნდები, რომ ეს იდეა ფრთებს შეისხამს და მონადირეების ინტერესებს დაიცავს. მე მჯერა, რომ შენ ბევრი ნაფიქრი გაქვს ამაზე და შეხვედრის და საუბრის მერე მეც სხვა აზრრზე დავდგები. მინდა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვთქვა, ასჯერ ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და გადაწყვეტილება მერე მივიღოთ. 23_30_126
 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 10:48:13 | შეტყობინება # 19
ჯგუფი: წაშლილები





lordi, გეთანხმები, აქ ვისაც რა მოუვა თავში იმას დაწერს და შეიძლება ყველაფერი დალაგებული აზრები სულ აურიოს, ამიტომ მართალი ხარ რომ თქვი უნდა მოხდეს მრგვალ მაგიდასთან და რაც შეიძლება ცოტა ხალხის მიერ..............
სხვას ვერაფერს გეტყვით გარდა წარმატებებისა............
 
nukrifoxდრო: პარასკევი, 11.03.2011, 11:01:34 | შეტყობინება # 20
ჯგუფი: წაშლილები





998, თემო ვეთანხმები შენს გამონათქვამს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ნათქვამია.
ამიტომ თავის დაცვა მოგვიწევს და ისეთი იურისტი რომელიც ამ საქმეს თავს გაართმევს 1000 და 1500 ლარად არ იმუშავებს...
ცლუბი "ბაზიერი" არ აღმოჩნდა საკმარისი და არავინ იღო ყურად მათი მიმართვა. გულდაწყვეტილი ენთუზიასტები ამ უსამართლობამ და გენიალური იდეების კორიანტელის კრახით დასრულდა და დღეს-დრეობით ლიკვიდაციის პროცესშია.
იდეა მშვენიერია მაგრამ ძნელად განსახორციელებელი.
chola, მეგობარო, ბევრ თანამდებობის პირებს ვიცნობ. დაპირებაში და ჭიქით ხელში რო არიან მაღალფარდოვანი სიტყვების და იდეების კორიანტელს აფრქვევენ, საქმე საქმეზე რო მივა ისე დაგეკარგებიან გზაკვალს ვერ იპოვი. ეგ მე მკითხე! თუ დაგაინტერესებს მერე პირადში დავილაპარაკოთ...
 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 11:05:04 | შეტყობინება # 21
ჯგუფი: წაშლილები





nukrifox, შენ გენაცვალე რაააა, ეს რაკარგად თქვი საქმე საქმეზე რო მივა ისე დაგეკარგებიან გზაკვალს ვერ იპოვიო...........
შეგპირდებიან გულს არ გატკენენ მაგრამ წინასწარ იციან რო ტყული დანაპირებია არა? 069 069 069 069 069 069
რა ვართ ეს ჩინოვნიკებიიიიიი 069 069 069 069 069 069 069 069
შენ ხომ არ გავიწდება რო ამ მთავრობის კაცი ვარ 25 23 167 069 069 069 069 069 069 069
 
nukrifoxდრო: პარასკევი, 11.03.2011, 11:54:56 | შეტყობინება # 22
ჯგუფი: წაშლილები





a11201, ებე... შენც აპირებ დაკარგვას და გადაგდებასა?...

შეტყობინება დაამუშავა nukrifox - პარასკევი, 11.03.2011, 11:55:39
 
lordiდრო: პარასკევი, 11.03.2011, 11:55:16 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო, მეც ბევრი იმედგაცრუება მინახავს ცხოვრებაში, თუმცა ამის გამო ფარხმალი არასოდეს დამიყრია.
მე ვთვლი, თუ მიზნები თავიდანვე სწორად დაისახება, ეს იდეა რთულად, მაგრამ მაინც განხორციელებადია ჩვენი და ჩვენსავით ხალხის და ბუნებისმოყვარული ადამიანების ერთობით და ერთსულოვნებით!
გენაცვალეთ ყველას 39
 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 11:57:28 | შეტყობინება # 24
ჯგუფი: წაშლილები





nukrifox, მაშინ გაიტყდეს გიორგის ხმალი რააააა 069 069 069 069 ეგრე მიცნობ ნუკრის დავენაცვლე ?
 
nukrifoxდრო: პარასკევი, 11.03.2011, 11:59:24 | შეტყობინება # 25
ჯგუფი: წაშლილები





lordi, გამარჯობა ძმისგულო.
აქ ერთ დღეს დაიგეგმა წერილის დაწერა მტაცებელი ცხოველების ამოღების თაობაზე, ნებართვის მიღებისათვის. ბევრი აქტიურობდა და დისკუსია იყო თემაში, ბოლოს 2 კაცი მივიდა შეხვედრაზე...
აქედან გამომდინარე ვამბობთ ვერდიკტს და არა ზერელედ... 167

დამატებულია (11.03.2011, 10:59:24)
---------------------------------------------
a11201, დამაფრთხე კია რო თქვი მეც მთავრობის ვაარო... 069 :069: 069 :069: 069 :069: 069

შეტყობინება დაამუშავა nukrifox - პარასკევი, 11.03.2011, 12:05:22
 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 12:03:34 | შეტყობინება # 26
ჯგუფი: წაშლილები





nukrifox, ეგ დღე იყო ჩემთვის ძაან საშინელი, მე და ნოკო ოროსანი ბავშვებივით ვიდექით და ველოდებოდით დანარჩენებს.......
რაც მთავარია წერილი გავამზადე და არავის გაუჩნდა სურვილი რო ამობეჭდოს და გაუგზავნოს ადრესატს............
 
nukrifoxდრო: პარასკევი, 11.03.2011, 12:08:15 | შეტყობინება # 27
ჯგუფი: წაშლილები





lordi, აი პასუხიც. ჯერ შიგნით უნდა გავერკვეთ და მერე ვარეგისტრიროთ.
განა ჩვენზე ნაკლები ენთუზიაზმი და ენერგია აქვთ კლუბ "ბაზიერი"-ს დამფუძნებლებს? უბრალოდ სიტყვიერ მხარდაჭერას ენდნენ და დღეს ლიკვიდაციას აკეთებენ... :(

მე ისე გამომდის ვითომ ვაძაგებდე. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას, უბრალოდ სწორი გათვლაა საჭირო თორე არავინ გვაპატიებს შეცდომას და "მონადირის" ისედაც შელახულ სახელს მთლად მიწასთან გაასწორებენ მავანნი

შეტყობინება დაამუშავა nukrifox - პარასკევი, 11.03.2011, 12:10:26
 
lordiდრო: პარასკევი, 11.03.2011, 12:24:48 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nukrifox, a11201, მაგ დღის ეგრე დასრულების მიზეზი მე როგორც ვიცი არასაკმარისი კომუნიკაცია იყო და სხვა არაფერი.
Quote (nukrifox)
ჯერ შიგნით უნდა გავერკვეთ და მერე ვარეგისტრიროთ.
- ორივეხელაწეული გეთანხმები ჭირიმე, ჯერ შიგნით უნდა გავერკვეთ, თან თვალებში ჩახედვით (რა შუაშია? - წარსულის გამოცდილება 167 ) რა გვინდა და ამის მერე ვარეგისტრიროთ. მეც ეს დავწერე ზემოთ, მეტი არაფერი და ეს მხოლოდ და მხოლოდ მრგვალ მაგიდასთან მოხდება.


შეტყობინება დაამუშავა lordi - პარასკევი, 11.03.2011, 12:25:47
 
cholaდრო: პარასკევი, 11.03.2011, 12:31:18 | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო მთავარი ბიჭებო : კარგია რომ აზრები მოდის ოღონდ თემას არ გადუხვიოთ გთხოვთ :)

რაც შეეხება ცნობილ ჭკვიან ადამიანებს მათი იდე და დაპირება კი არ იყო რამე არამედ მათთან ურთიერთობის მერე დაიბადა და მომივიდა ეს იდეა ....

ეხლა მთავარი არის ის რომ ეს თემა გაიხსნას ყველა საიტზე და ყველა იმ სფეროს მიეეწოდოს ვისაც ნადირობასთან თევზაობასთან და ბაზიერობასთან აქვს ურთიერთობა (ეს ჩემი პირადი აზრია)

და თქვენი აზრიც მაინტერესებს!!!!!!!!!!!!

რას ფიქრობთ??????????????????????

 
nukrifoxდრო: პარასკევი, 11.03.2011, 12:52:26 | შეტყობინება # 30
ჯგუფი: წაშლილები





lordi, გაიხარე ლევან ეგრეც უნდა გავაკეთოთ...
 
lordiდრო: პარასკევი, 11.03.2011, 13:21:20 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, ამ იდეის ფარგლებში მეგობარი საიტების (და არა მხოლოდ მათი) გვერდში დგომა აუცილებელია. თუმცა თემის გახსნა სხვა საიტზე მე ვფიქრობ, რომ ჯერ არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი: ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი თემაა და ამავდროულად ძალიან საფრთხილო.
უმჯობესი იქნება, თუ დაიგეგმება შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მოწვეულ იქნებიან ყველა მეგობარი საიტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდეს რა ფორმის და როდის დაიდოს სხვა საიტებზე ინფო.
 
cholaდრო: პარასკევი, 11.03.2011, 15:56:00 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, გეთანხმები

ყველამ რომ მონაწილეობა მიიღოს ალბათ ამ თემას 15 20 დღეში ამოვწურავთ, ჩვენ მოვამზადებთ ძირითად საფუძვლებს და მერე აუცილებლათ მოვიწვევდით ყველას, მაგრამ სამწუხაროდ სულ რამდენიმე კაცი ვიღებთ მონაწილეობას, ასე ალბათ გაგვიჭირდება

ვნახოთ დრო გვაჩვენებს, ისე პირველ პირებთან აუცილებელია შეხვედრა ვგულისხმობ მონადირე ცნობილ ბიზნესმენებს. ჩვენი კოლმეურნეობის თავჯდომარის არ იყოს ,სახელდაგვარს არ დავასახელებ :) :)

ფაქტიურად გადამწყვეტი ხმა მათია

 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 16:00:10 | შეტყობინება # 33
ჯგუფი: წაშლილები





chola, ხომ არ ჯობდა მაგ კოლმეურნეობის თავმჯდომარეების აზრი წინასწარ გაგვეგო?
 
cholaდრო: პარასკევი, 11.03.2011, 16:11:22 | შეტყობინება # 34
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კოლმეურნეობის აზრი რომ გაიგო ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი აზრი ,სხვანაირად არ გამოვა, ის ხალხი იტყვის თუ არ იცით რას აკეთებთ და რა გინდათ მაშინ ჩემთან რატო მოხვედითო????

რას უპასუხოთ?? მოვიფიქრებთ და მერე მოვალთქო?

მე უბრალოდ არ მოვინდომე თქვენს გარეშე მისვლა(საიტს ვგულისხმობ)......... ჯობს ჯერ აზრი მოვამწიფოთ და მომწიფებული გააზრებული პირდაპირ საქმით მივიდეთ
ესე ჯობია

შეტყობინება დაამუშავა chola - პარასკევი, 11.03.2011, 16:15:27
 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 16:15:38 | შეტყობინება # 35
ჯგუფი: წაშლილები





chola, ასე მგონია რო ნიშნისმოგებით საუბრობ და იმედია ვცდები............. საერთოდ ერთ საიდუმლოს გაგინდობ, მასეთ ხალხთან სანამ კონკრეტული წინადადებით მიხვალ ჯერ ნიადაგი უნდა მოსინჯო.... ინფორმაციის დონეზე სხვა არხებიდან უნდა გაიგო ასეთი სახის წამოწყებაზე რა აზრისანი არიან და ამის მერე შეიმუშაო მოქმედების გეგმა..................
ასეთი რარაცეების ისეთი გამოცდილება მაქვს რო შიძლება ვერავინ ვერ მაჯობოს. იმედია გასაგებათ ვთქვი,
 
nukrifoxდრო: პარასკევი, 11.03.2011, 16:42:36 | შეტყობინება # 36
ჯგუფი: წაშლილები





a11201, ვეთანხმები chola,-ს მეც მაგ აზრის ვარ. მერე ისე არ გამოგვივიდეს ბოლი დავაყენოთ და ცეცხლი არ გავაჩაღოთ...
იქნება სულ არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ჯგუფის არსებობა?... და ისე ჩაგვიფარცხონ საქმე რო ვერაფერს გავიდეთ.
chola, გაგვანდე თუ რამე საიდუმლო იცი.. 167 23


შეტყობინება დაამუშავა nukrifox - პარასკევი, 11.03.2011, 16:48:48
 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 16:48:24 | შეტყობინება # 37
ჯგუფი: წაშლილები





nukrifox, მეტი რაღა გაგანდოთ გადამრევთ თქვენ... ჯერ უნდა გავიგოთ საერთოდ აინტერესებს იმ ხალხს ასეთი პროექტი? ტყუილად რომ არ დავიწყოთ აქ ხტუნაობა და საუბარი საუბრეათ არ დაგვრჩეს თუ ინტერესი არ იქნა სახელმწიფოს მხრიდან ან ზემოხსენებული კოლმეურნეობის თავმჯდომარეების მხრიდან რა აზრი აქვს აქ ჩვენს საუბრებს
 
cholaდრო: პარასკევი, 11.03.2011, 16:52:20 | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნიშნისმოგებით, ?? არა ეგ რა შუაშია მე კიდე უფრო რბილად დავწერე ისეთ რაღაცეებს გვეტყვიან თუ უცოდინარობა შეგვატყვეს რომ გაგვაწითლებენ , დამიჯერე...

გარდა მაგისა ფორუმი ხომ საურთიერთობო წყაროა და ჩვენც ჩვენ აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს

 
a11201დრო: პარასკევი, 11.03.2011, 17:14:06 | შეტყობინება # 39
ჯგუფი: წაშლილები





chola, ჭოლა დამიჯერე არავის გავაწითლებინებ თავს ისინი ვინც შენ იგულისხმე კოლმეურნეობის თავმჯდომარეებში ჩემზე ძლიერები მხოლოდ ფულით არიან, შუბლის ძვალი რომ გავიწყვიტო (ღმერთმა დამიფაროს) დამიჯერე ყველა სამონადირეო მეურნეობას გადმოვიფორმებ ჩემს სახელზე
ვინ უნდა გაგვაწითლოს საკუთარი ბიზნესებისთვის რომ ვერ მიუხედიათ და ყველაფერში ფულს ხედავენ მაგ მიკიტნებმა? 25 48 :48: 48

ტაქტიკაა ეგეთ უვიცებთან ურთიერთობისას საჭირო

შეტყობინება დაამუშავა a11201 - პარასკევი, 11.03.2011, 17:14:56
 
lordiდრო: პარასკევი, 11.03.2011, 17:34:43 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძმებო, ტაქტიკა რომაა საჭირო, ამიტომ ასეთი განცხადებები აქ არ უნდა ვწეროთ საჯაროდ.
 
cholaდრო: პარასკევი, 11.03.2011, 18:32:01 | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვფიქრობ ბევრს უკვე დაახლოებითი ჩონჩხი და სტრუქტურაც მაქვს წარმოდგენილი მაგრამ მთავარი მაინც "დიდი გავლენიანი მონადირეების" მხარდაჭერაა

შეტყობინება დაამუშავა chola - შაბათი, 12.03.2011, 19:00:32
 
sandrosდრო: კვირა, 13.03.2011, 15:49:44 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებს გაუმარჯოს!აზრი მშვენიერია ნამდვილად,მაგრამ ერთსულოვნება რომელიც ნებისმიერი საქმის წარმატებით დასრულების საწინდარია,აქ მე ვერ დავინახე.მრავალი აზრია აქ(რათქმაუნდა საკითხთან დაკავშირებით),კითხვები კიდევ უფრო მეტი.ჯერ უნდა ჩამოვაყალიბოთ რა გვინდა(კონკრეტულად),გავცეთ ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი(დამაჯერებელი)პასუხი და შემდეგ ვიფიქროთ უკვე წინ წაწევაზე."ჭკვიანი ადამიანები"როგორც ზემოთ ამოვიკითხე რითი არიან ჩვენზე ჭკვიანები,თუ ვინმე ვინმეს თავისზე ჭკვიანად მიიჩნევს არ ვიცი მარა მე ასე არ ვფიქრობ,აზროვნების უნარი ყველას გვაქვს და თუ გამოვიყენებთ ამ უნარს არ მგონია ვინმეს ჩამოუვარდეთ(თუ არ დავწინაურდით).მათი ჩვენზე მეტი ჭკუა ერთი სიტყვით განისაზღვრება რომელიც დღეს ფულის სახელით არის ცნობილი.აქ იწერება და ასეც არის რომ ყველას თანაბრად გვაქვს აზრის გამოთქმის უფლება,აქ ყველა თანაბარია.შევიკრიბოთო და დავილაპარაკოთო ვიძახით,მაგრამ ერთსულოვნება აქაც არსად ჩანს.ხალხო თუ ვიძახით რომ ერთნი ვართო ერთნი ვიყოთ.ან არადა ითქვას რომ ამ საკითხს წყვიტავს რამოდენიმე ადამიანი და არა ყველა სხვა დანარჩენის რიგითი მონადირე.მე ჩემი მხრიდან თუ დავინახავ რომ ეს საქმე ჩვენთვის მონადირეებისთვის კეთდება,ყველაფერზე თანახმა ვიქნები რაც საქმეს დაჭირდება,მაგრამ თუ დავინახავ რომ საქმემ კომერციული ხასიათი მიიღო,ასეთ შემთხვევაში მე მაპატიეთ.ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან,სანამ ერთობაზე დავიწყებთ საუბარს,სანამ სუყველას თანასწორობაზე ვილაპარაკებთ ჯერ საკუთარ თავებში ჩავიხედოთ.
 
cholaდრო: ორშაბათი, 14.03.2011, 19:55:15 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით,

უკვე მერამდენეჯერ ისმის "კომერცია" და "რამდენიმე კაცის აზრი"," რამდენიმე კაცის აზრი" .და კომერცია...

ასოციაცია ყველას კარგად მოგეხსენებათ ანუ "ენჯეო" მოკლეთ და უბრალოდ რომ ვთქვათ არის დაქირავებული ადვოკატი ყოველშემთხვევაში ჩვენ სიტუაციაში რომელსაც უნდა გადავუხადოთ თანხა რომ "პროცესები" მოიგოს და ჩვენთვის ანუ მონადირეებისთვის მისაღები და კარგი კანონები შექმნას და დაარწმუნოს შეასაბამისი ორგანოები ამ კანონების სისწორეში და მიაღებიოს ესათუ ისკანონი...

ანუ მოკლეთ რომ ვთქვათ ეს არის ადვოკატი რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი საქართველოს მონადირეების უფლებები და დაგვიდგეს გვერდით ბოლომდე და ჩვენ კი უნდა ავდგეთ და ეს მომსახურება დავაფინანსოთ..

ეს არის ის რაც მოგვივიდა თავში აზრათ...

1.თუ მოგვწონს და მოგვწონს
2.თუ არ მოგვწონს ჩვენი ნებაა და არ მოგვწონს
3.თუ გვაქ თავი ვფიქრობთ როგორ დავაფინასოთ
4. და თუ არ გვაქ თავი ვამბობთ არ გვაქ და ვანებებთ თავს....ან ვფიქრობთ სხვა რამეს ყოველშემთხვევაში

დამატებულია (14.03.2011, 18:55:15)
---------------------------------------------
ერთი მთავარი რამ არის ჩემი აზრით...,

კარგია საუბრები ვაზნებზე, ძაღლის დაგეშვაზე, სანადირო სავარგულებზე, კურდღლის კვალზე და ასე შემდეგ!!!!!!!

მაგრამ თუ ნადირობას და კანონმდებლობას სათანადო პატრონი არ გამოუჩნდა ვშიშობ რომ საქართველოში ახლო მომავალში სანადირო თოფი და ნადირობის ატრიბუტები შეიძლება სამუზეიმო ექსპონანტათ იქცეს.....

მერე კი ყველაფერი გვიან იქნება

ძაღლი ყეფდა ქარავანი კი მიდიოდა :(((

შეტყობინება დაამუშავა chola - კვირა, 13.03.2011, 16:39:46
 
მონადირედრო: სამშაბათი, 15.03.2011, 19:16:04 | შეტყობინება # 44
ჯგუფი: წაშლილები





chola, ყველამ ვიცით ეგ რომ საჭიროა, მაგრამ გაკეთება და მიღწევა უნდა ამას და როგორ? კონკრეტულლად უნდა თქვა, რა და როგორ და როდის? ეგ არ ვიცი მე და მიტომ ვარ ჩუმად! ფინანსები უნდა ყოველივე ამას! მხოლოდ ლაპარაკმა რაც მოგვიტანა, გეხსომება ალბათ შენ!
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 16.03.2011, 11:10:10 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა,

იცი რა არის ?დაიბადა იდეა ვფიქრობ რომ, კარგი და ჯანსაღი, კიდე მინდა ხაზგასმით ვთქვა ეს უნდა იყოს არასამთავრობო და არა რაიმე კლუბი ან მონკავშირი, ეს არის ასოციაცია და ჩვენ უნდა დავიქირავოთ იურისტი ვინც ჩვენს სიტყვას მიიტანს ადრესატამდე...

კი ბატონო დავწერ !მარა რა დავწერო მეტი? ყველაფერი გარკვევით წერია ზევით ჩამონათვალში რო ვფიქრობდით რომ ამ თემას დიდი რეპუტაციით უნდა ესარგებლა რეალობამ სხვა რამე გვაჩვენა....

გამოსავალი ის არის რომ სანამ რამე კონკრეტულ განხილვამდე მივალთ თვითონ ფორუმმა იაქტიუროს და ეს თემა სხვა საიტებზეც გაიხსნას და მსჯელობის საგანი გახდეს და მთავარია მივხვდეთ რომ ეს არი გამოსავალი....

გეგმა კი მოკლეთ ეს არის : კონკურსის სახით შევარჩიოთ იურისტი და ამის სპეციალისტები ბევრია საქართველოში და ის მიხედავს ყველაფერს,

მეტი რა დავწერო მითხარი თუ ძმა ხარ????

შეტყობინება დაამუშავა chola - ოთხშაბათი, 16.03.2011, 11:16:18
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 16.03.2011, 11:22:38 | შეტყობინება # 46
ჯგუფი: წაშლილები





chola,
Quote (chola)
გეგმა კი მოკლეთ ეს არის : კონკურსის სახით შევარჩიოთ იურისტი და ამის სპეციალისტები ბევრია საქართველოში და ის მიხედავს ყველაფერს,

ჭოლა გეხვეწები ეგ არ გააკეთო, იურისტებს მაგრად ვიცნობ და მაგათ ფსიქოლოგიას...... თვითონ იურისტი ვარ ძაან დიდი პრაქტიკით და გამოცდილებით.........
იურისტი უნდა შეაფასო პრაქტიკით როგორი მუშააა....... შეიძლება თეორიაში გლიჯავდეს და პრაქტიკაში საერთოდ ნული იყოს ან პირიქით......
იურისტის შერჩევას თუ დაიწყებთ გთხოვთ გამაგებინეთ და დაგეხმარებით (საკუთარ კანდიდატურას არ წარმოვადგენ არავითარ შემთხვევაში)
ვისაც კომბალი გაუხმა ყველამ იურიდიულზე ჩააბარა და აქედან გამომდინარე ყველა იურისტი არაა 069
069 069 069 069 069 069

 
მონადირედრო: ოთხშაბათი, 16.03.2011, 11:26:05 | შეტყობინება # 47
ჯგუფი: წაშლილები





chola, მეც ეგ არ მინდა, რასაც შენ ნატრობ? როგორ გგონია შენ? კონკურსის ჩატარებას რა უნდა კაცო, მარა რო აირჩევ იმ იურისტს, რას გადაუხდი? რა გარანტია გაქვს, რომ ყოველთვე ვიღაცა ჩაგირიცხავს ფულს მობილურით იქნება ეს თუ სხვაგვარად? ან სანამ იურისტის კონკურსი მოეწყობა, ჯერ თვითონ ასოციაცია ხო უნდა შეიქმნას? იმ იურისტს მიმართულება ვიღაცამ ხომ უნდა მისცეს? კანდიდატურები გვყავს? ვეძებთ?
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 16.03.2011, 12:12:32 | შეტყობინება # 48
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოდა საქმეც მაგაშია ჩემო ზურა, რო დაინტერესდეს გულით და სულით 10 კაცი ბაზიერიდან 10 კაცი ოჩოპინტრედან 10 კაცი სხვადასხვა საიტებიდან და თითო თითო კაცი სამონადირეო მეურნეობიდან ეს უკვე საქმის ნახევარია და მერე უკვე კონკრეტულ ადამიანებთან ღირს მისვლა...გამიგე აი რისი მიღწევა მინდა რომ ყველას სურვილი იყოს და ვფიქრობ რომ დააფინანსებენ და პლიუს მაგას შემოწირულობაც იქნება,,,გამიგე?

მთავარია დავანახოთ სურვილი და მოთხოვნილება, ერთსულოვნება....

აქ მთავარი 2 რამ არის ეს არის მონადირეების მონდომება და დაფინანსება!!!! თუ მონდომება იქნა ფინანსების გარეშე არაფერი გამოვა და თუ ფინანსები იქნა მონდომების გარეშე არაფერი გამოვა...

ჩვენ ხომ არაფერს არ ვიწყებთ ჯერ? ჯერ მოვსინჯოთ ნიადაგი

დამატებულია (16.03.2011, 11:12:32)
---------------------------------------------
a11201, კი ბატონო გეთანხმები....100 დან ერთს ხო მაინც ავარჩევთ? 19

შეტყობინება დაამუშავა chola - ოთხშაბათი, 16.03.2011, 12:13:15
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 16.03.2011, 12:32:03 | შეტყობინება # 49
ჯგუფი: წაშლილები





chola, ჩემი ზრით არსებული საიტების ადმინისტრაციებს შორის უნდა დაიდოს ურთიერთგაგების მემურანდუმი, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა............. ამის მერე დაისახება კონკრეტული მიზნები და სამოქმედო გეგმა.........
აქ ამ თემის გაგრძელებას ჩემი აზრით აზრი არ აქვს იმის გათვალისწინებით რომ უკვე მოწონებულია იდეა.........
ეხლა უნდა დაკავშირებით სხვა ანალოგიურ საიტებთან და მოლპარაკებების დაწყება მემურანდუმის თაობაზე

ეს მხოლოდ ჩემი აზრია............[size=14]

 
cholaდრო: ოთხშაბათი, 16.03.2011, 15:18:42 | შეტყობინება # 50
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201,

მაგაშიც გეთანხმები , წერილი გავაგზავნე ერთ მეგობარ საიტზე და პასუხს ველოდები....

თან ჩვენ ვაგრდძელებთ მსჯელობას და ამ მსჯელობაში კიდევ უამრავი დეტალი და წვრილმანი ჩანს....სამწუხაროდ საიტის წევრები პასიურობენ 25

 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » მონადირეთა და მეთევზეთა არასამთავრობო ასოციაცია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика