18:19:41
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეთა პრობლემების განხილვა და გამოსავლის პოვნა
a11201დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 20:27:05 | შეტყობინება # 1
ჯგუფი: წაშლილები





წარმოიდგინეთ თქვენ ხართ გარემოს დაცვის მინისტრი და როგორ დაარეგულირებდით ამ სფეროს (ნადირობის სფეროს).
კიდე რა სახის პრობლემები შეგქმნიათ თქვენ და თქვენს ახლობლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენს მიერ აქ გამოთქმული აზრები რეკომენდაციები გამოიყენება კანონმდებლობის დახვეწისათვის

დამატებულია (06.10.2010, 19:27:05)
---------------------------------------------
1. რომელ ცხოველზე ან ფრინველზე უნდა იყოს დაშვებული ნადირბა;
2. სახელმწიფოსგან ინდივიდუალური ლიზენზიების მომხრეები ხართ თუ არა;
3. სამონადირეო მეურნეობებში და სახელმწიფო ტერიტორიებზე ნადირობის როგორი წესი შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ;
4. გარემოს დამცველების ფუნქციები როგორ წრმოგიდგენიათ გადამეტებულია თუ არა.
5. კანონით აკრძალულ ნადირ-ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში მონადირე უნდა დაისაჯოს თუ არა სისხლის სამართლის წესით.
6. კანონით აკრძალული ნადირ-ფრინველის მოპოვებისათვის ადეკვატური ჯარომები აქვს თუ არა დაწესებული სახელწიფოს;
7. რომელი ნადირ-ფრინველის მოპოვებისთვის უნდა იყოს ლიცენზია და რომელზე არა;
8. ნადირობის რა ხერხებს დააწესებდით და რომელს აკრძალავდით;

შეტყობინება დაამუშავა a11201 - ოთხშაბათი, 06.10.2010, 20:29:14
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 22:03:20 | შეტყობინება # 2
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ მოყვანილი რომ იყოს ჩამონათვალიდან დღეის მდგომარეობით რა ხდება,რა კანონმდებლობა მუშაობს კარგი იქნებოდა.თუ მომრჩა დრო მეც დავამატებ
 
simoniდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 22:48:17 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტურაზე უნდა იყოს ნადირობა დასჰვებული წელიწადის ყველა დროს და აი მასჰინ გაგვიმრავლდება ;ხოხობი ,კურდღელი სჰენ ცარმოიდგინე სადაც ტურა გამრავლდა იქ მელიის რაოდენობამაც იკლო სხვაზე რომ არაფერი ვტქვატ. ცოტა ცჰვენც მონადირეებმა და ვისაც გული სჰეგვტკივა გადასჰენების პირას მისულ სახეობებზე უნდა ვინამუსით და , სულ ვერ ავიკრძალავტ ნადირობას მაგრამ რაოდენობა უნდა სჰევამციროტ 10 ის მაგივრატ 2-3-4 ცალზე უნდა დავკმაყოფილდეტ რა

დამატებულია (06.10.2010, 21:48:17)
---------------------------------------------
ხო მართლა ბაკლანზე არ უნდა დაგვდევდეს 'გდი' დასაჯარიმებლათ. სარგებელი მაინც მოქონდეს რამე რა

 
berZulდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 23:03:20 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni, გდი არავის დასდევს ისინი მხოლოდ ვინმეს სიტყვით ( ჩაშვებით) მოქმედებენ მე დიდი ხანია დავდივარ სანადიროდ და თერჯოლის რაიონში ერთი ეგერიც კი არ მინახია არც მე და არც სხვა მონადირეებს ასეთი სიტუაციაა ტყიბულშიც სხვაგან არ ვიცი მაგრამ იქაც ასეთი სიტუაცია იქნება ალბათ.
ტურას და მგელს ნამდვილად შემცირება უნდა,. ამაში კიდევ უფრო მაშინ დავრწმუნდებით როდესაც პირველი თოვლი მოვა და ნადირი ბარად ჩამოვა.
ტურაზის მოკვლაზე უნდა დაწესდეს ჯილდო რომ მინიმალურ რაოდენობამდე შევამციროთ რადგან ეგ ცხოვლი გამრავლების გარდა არის სხვადასხვა დაავადების მატარებელი( ცოფი, მუნი,კანის მძიმე დაავადებები) რომელიც ხშირად სხვა შინაურ ცხოველებს და ადამიანებსაც კი ეყრება და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
 
simoniდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 23:16:07 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berZul, მე საერტოდ ბაკლანი ვიგულისხმე, ტბილისელი მონადირეების უმეტესობა სიამოვნებით უბაგუნებს ხოლმე კილომეტრზე ამ მყრალ და უვარგის ფრინველს, ვარგოდეს მაინც რამესჰი. ციტელ ხიდტან დამადგნენ და გამოცჰერა უნდოდათ ცჰემი, გვანახე ბაკლანიო, მეუტხარი მაგეთრაგაცეებზე არ ვნადირობთქო, გადარჩენილხარ თორემ ჯარიმა არ აგცდებოდაოოოოოოოო. 23 ისე გაგანია მაისში რომ კაცი მცყერზე ინადირებ (დასაგეშად გაყვანილ ძაღლს არ ვგულისხმობ, თუმცა არც მაშინაა მწყრის მოკვლა საჩირო) უნდა დააყენო გინდა"გდი" გინდა"ბატები" და მისაღები უნდა მიიღოს იმან რა 25
 
ვულფდრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 01:36:08 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არარი საჭირო მთელი წელი მტაცებლებზე ნადირობა დაუშვან, ნოემბრის 20დან იანვრის 30მდე,( ბეწვი ამ დროს ვარგისია) გახსნან მიმღები პუნქტი რაიონებში მთელი ოვაციებით რომ გახსნეს რუსთავში ტყავის გადასამუშავებელი ქარხანა, დაადონ ფასი ტურას,მელას,მგელს მონადირე იშოვის ტყვია წამლის ფულს და ბიუჯეტშიც შეიტანს მტაცებლების მოპოვებაზე გაცემულ ლიცენზიის თანხას და არავინაც არ დაზარალდება ცოტას მაინც მოითქვამს სულს, შველი, მაჩვი. ნუტრია, კურდღელი, კოლხური ხოხობი, გნოლი, კაკაბი და რამდენი უნდა ჩამოთვალო არვიცი. კაცი ხომ ყველაზე მეტად თუ ტყეში აქვს პატარა ფერმა. 25

 
gewa1107დრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 02:38:25 | შეტყობინება # 7
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთადერათი რაცაა მხოლოდ მტაცებელზე უნდა გაიხსნას სეზონი. ვულფ გეთანხმები ძმაო მთელი წელი მართლა არაა საჩირო მტაცებელზე ნადირობაც კი,გარკვეული დრო უნდა დაწესდეს და ამით ყველა სახეობის ფრინველი და ცხოველი მომრავლდება რაცკი გადაშენების პირასაა.ლაგოდეხის რაიონში მაქვს სოფელი,სახლის ბოლოზე ვენახი მაქვს დგისით მზისით ტურები ვნახე ვენახში თამაშობდნენ,ღამე კიდევ ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს ლამისაა სახლში შემოგვივარდნენ.დღისით არაპერს ერიდებიან და ღამე რამეს გაახარებენ?იგივე მდგომარეობაა მგელზეც ძალიან ბევრია არავის და აღარაფერს ერიდებიან.მაინცდამაინც ვინმეს ზიანი უნდა მიაყენონ?მერე რო აძლევენ ხოლმე მოკვლის უფლებას,საჩიროა როგორც ადრე გაიხსნას ტყავის მიმღები პუნქტი და ამით გლეხიც,ფრინველიც და ცხოველიც დაისვენებს
 
giga-89დრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 12:04:51 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტურა და მგელი რო შესამცირებელია ამაში ალბათ ყველა დამეტანხმება?! ხონში რო ტურაა იმდენი თუა სადმე არ მგონია და მთი რიცხვი წლიდან წლამდე უფრო იზრდება 167 167
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 12:34:39 | შეტყობინება # 9
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, კანონებს მეც დავდებ პერიოდულად....

თუ ვინმეს რაიმე კანოი ან სხვა ნორმატიული აქტი გჭირდებათ მითხარით

დამატებულია (07.10.2010, 11:19:42)
---------------------------------------------
(სსმ 20.08.2010 N 101 მუხ. 1516)

რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.015.014

საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N 34
2010 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანება “ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ.ხაჩიძე

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1.
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) _ აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე _ 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) _ 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მუხლი 2.
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;
(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)
გ) მდინარეების - ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე;
დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.

მუხლი 3.
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.

მუხლი 4.
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე;
გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.

მუხლი 5.
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია _ 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;
დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა _ 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ე) მოლუსკები _ მთელი წლის განმავლობაში.

მუხლი 6.
პალიასტომის ტბაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
გ) ოქროსფერი კეფალი - 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

დამატებულია (07.10.2010, 11:24:15)
---------------------------------------------
(სსმ III, 03.06.2009 წ., N 68 მუხ. 750)

რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი
410.030.000.22.023. 013.136

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N 18
2009 წლის 25 მაისი ქ. თბილისი

“ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე

”ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1999 წლის 3 ივნისის N 68 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი
1. ფრინველები

ა) რუხი ბატი
Anser anser
ბ) თეთრშუბლა იხვი
Anas penelope
გ) რუხი იხვი
Anas strepera
დ) ჭიკვარა
Anas crecca
ე) გარეული იხვი
Anas platyrhynchos
ვ) ბოლოსადგისა იხვი
Anas acuta
ზ) იხვინჯა
Anas querquedula
თ) ფართოცხვირა
Anas clypeata
ი) ხოხობი
Phasianus colchicus
კ) კაკაბი
Alectoris graeca
ლ) მწყერი
Coturnix coturnix
მ) მელოტა
Fulica atra
ნ) წყლის ქათამი
Gallinula chloropus
ო) ჩიბუხელა
Lymnocryptes minimus
პ) ჩიბუხა
Gallinago gallinago
ჟ) ტყის ქათამი
Scolopax rusticola
რ) ქედანი
Columba palumbus
ს) გარეული მტრედი
Columba livia
ტ) გულიო
Columba oenas
უ) ჩვეულებრივი გვრიტი
Streptopelia turtur

2. ძუძუმწოვრები

ა) ნუტრია
Myocastor coypus
ბ) კურდღელი
Lepus europaeus
გ) მაჩვი
Martes meles
დ) ტყის კვერნა
Martes Martes
ე) ქვის კვერნა
Martes foina
ვ) მგელი
Canis lupus
ზ) ტურა
Canis aureus
თ) მელა
Vulpes vulpes
ი) ენოტისებური ძაღლი
Nyctereutes procyonoides
კ) ტყის კატა
Felis silvestris
ლ) გარეული ღორი
Sus scrofa
მ) შველი
Capreolus capreolus
ნ) ენოტი
Procyon lotor
[c]

დამატებულია (07.10.2010, 11:28:05)
---------------------------------------------
/home/a11201/Рабочий стол/K A N O N I.doc

დამატებულია (07.10.2010, 11:34:39)
---------------------------------------------
berZul, იმ ვინმეში ვინ იგულისხმება? ანუ ვის სიტყვაზე დარბიან გდი-ს ხალხი

 
ტყუპადრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 13:23:12 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ მონადირეები ყველა სხვადასხვა მხრიდან და რაიონებიდან ვართ (ალბათ უმეტესობა), მავნებლებს ყველამ რომ ჩვენ მხარეებში მივხედოთ ამ პრობლემას ეშველება, რაც შეეხება აკრძალულ ფრინველებზე ნადირობას მოდით აქ ჩვენი ნამუსი და რამოდენიმე წელი ჩავდოთ და მათზე ნადირობის უფლებაც შეიძლება მოვიპოვოთ, ეხლა მე დათვზე მინდა ყუდედღება გავამახვილო რომლის სიმრავლეც კარგად ჩანს რაჭაში, ლეჩხუმში, უკანა ფშავში (სამწუხაროდ ახალგორს არ ვასახელებ, თუ რომელიმე მხარე გამომრჩა თქვენ დაამატეთ) და ლიცენზიით ნადირობას დათვზე ვეთანხმები
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 15:00:35 | შეტყობინება # 11
ჯგუფი: წაშლილები





daundobeli, ამ თემის მთავარი მიზანია მონადირეების აზრი და შემდეგში ამ ბევრი აზრიდან და წინადადებიდან ერთი კონკრეტული წინადადების შექმნა რომელიც გაიგზავნება გარემოს დაცვის სამინისტროში და პარალელურად პარლამენტის შესაბამის კომიტეტში.......
მაგალითად მტაცებელ ცხოველზე თითქმის ყველა ითხოვს ნადირობის დაშვებას და ჯარიმის გაუქმებას რასაც ვეთანხმები და მიმაჩნია რო მართალი და სწორი პრეტენზიაა.....
 
ტყუპადრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 15:09:46 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები გიო მტაცებლებთან დაკავშირებით ამ საითზე საკმარისი დაიწერა და უფრო მეტიც
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 15:16:42 | შეტყობინება # 13
ჯგუფი: წაშლილები





daundobeli, ადმინისტრატორს ვესაუბრე და თბიში რო ჩამოვა ამ პრობლემატიკურ საკითხებთან დაკავშირებით უნდა შევიკრიბოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ შემდგომი ჩვენი ნაბიჯები თუ როგორი იქნება....... მტაცებლებზე კი იყო საუბრები მთელს საიტზე მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ყველა ასპექტში ყველა ნადირ პრინველზე. ამ საიტის პირადი შემადგენლობის აზრიიიი

კიდე რაც მთავარია რა უნდა ხალხს კანონმდებლებისგან რო საქართველოში ნადირობა ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.....
როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება

 
simoniდრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 20:03:59 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი;კაკაბი, ხოხობი, ამათზე ნადირობა ნებადართულია ეგრე გამოდის???????

დამატებულია (07.10.2010, 19:03:59)
---------------------------------------------
grenader21, ბაკლანი ბაკლანია რა, ერთი განახა თავისნაერს გახრწნილს რომ ნახავენ როგორ წელავენ ხოლმე 'გარმონივით' და საერთოდ აღარ ჩეჭამ მაგას 39 a11201, მე7 დე პუნკტს შევეხები მაგალითად მომხრე ვიქნები თუ ხოხობზე იქნება ლიცენზია და ამ ლიცენზიას ყველა მონადირე შეწვდება, და ამაში აღებული ფული ისევ ხოხბის საკელთილდღეოდ დაიხარჯება, გამრავლების პირობებს შეუქმნიან, თუნდაც ხელოვნურად გაამრავლებენ და ბუნებაში გაუშვებენ( აუ რას ვოცნებობ)
ამ საქმეში მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას 23 ნერწყვი მეწელება ხოლმე ჩარტავ იუთუბს ბა ხედავ, უნგრეთში, პოლონეთში, იმდენი ხოხობია ტყვიების გამოცვლას ვერ ასჭრებენ 'გაუმაძღრები" 23_30_126 39

 
a11201დრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 20:09:24 | შეტყობინება # 15
ჯგუფი: წაშლილები





simoni, მაგ ჩამონათვალში არსებულ ნადირ-ფრინველზე ნადირობა ნებართულია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ლიცენზიით, ლიცენზია იძლევა მეურნეობის მეპატრონე...
ხოლო სახელმწიფო ტერიტორიებზე ნადირობა ნებადართულია მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე), ტყის ქათამზე
წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა)
 
simoniდრო: პარასკევი, 08.10.2010, 00:27:59 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, ვიცი ვიცი 25
 
Adminდრო: პარასკევი, 08.10.2010, 00:50:16 | შეტყობინება # 17
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ღალღა რატომ ამოიღეს ჩამონათვალიდან საინტერესოა
 
simoniდრო: პარასკევი, 08.10.2010, 09:58:40 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, ან დაავიწყდატ ან იპიქრეს გადაშენდა უკვეოოო და ამოიღეს 069 069
 
a11201დრო: პარასკევი, 08.10.2010, 11:39:20 | შეტყობინება # 19
ჯგუფი: წაშლილები





შეიძლება არ იცოდნენ ღალღა რა არის და იმიტომ ამოიღეს 069 069 069
არაფერია გამორიცხული

დამატებულია (08.10.2010, 10:37:25)
---------------------------------------------
იქნებ ვინმემ იცოდეს წითელ ნუსხაში მხოლოდ მურა დათვია შეტანილი და ბუნებრივია ნადირობა მასზე არ შეიძლება დანარჩენი ჯიშის დათვებზე რა ხდება
ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებულ ცხოველთა ჩამონათვალში დათვი არ არის ნახსენები არადა დათვის რამოდენიმე ჯიში არსებობს საქართველოში

დამატებულია (08.10.2010, 10:39:20)
---------------------------------------------
მაგარი მიგდებულია ეს საკითხი (ცხოველთა დაცვა და მისი მოპოვების წესი) კანონმდებლებისგან რაააააა

 
პედიატრიდრო: პარასკევი, 08.10.2010, 12:09:06 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოში დათვის მხოლოდ 2 ჯიში არსებობდა მეგონა 23
 
a11201დრო: პარასკევი, 08.10.2010, 12:13:44 | შეტყობინება # 21
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, შარშან კახეთში ვნახეთ დათვი ძალინ პატარა ტანის და ღია ყავისპერი, იქაურებმა მითხრეს რო ეგ დათვის იყო ქისტუი ჯიშის რომელის საქართველოში ძალიან ბევრიაო.......

დამატებულია (08.10.2010, 11:13:44)
---------------------------------------------
ბევრგან დავდივარ სანადიროთ ანუ საქართველოს ყველა კუთხეში თითქმის (დათვზე ნადირობა ჩემთვის უპირველესია) და ყველა კუთხეში მობინადრე დათვი განსხვავდება ზომითაც დავის (სახის) მოყვანილობითაც და თმის ფერითაც

 
პედიატრიდრო: პარასკევი, 08.10.2010, 12:25:42 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე საერთოდ არ მინადირია დათვზე, სადღაც წაკითხული მაქვს, რო ორი ჯიშიაო:ერთი უფრო დიდი და მურა ფერის, უფრო აგრესიული და ხორცის მჭამელი, მცენარეულისაც რათქმაუნდა. და მეორე, უფრო მომცრო, ღია ფერის, ძირითადად მცენარეულისმჭამელი და ნაკლებაგრესიული.(ჭიჭიკია, დათვის თუ გეშინიაო და "ტყეში მე არ მივდივარ და რესტორანში მაგი არ მოდის და რეიზა უნდა მეშინოდესო")
 
VASKA35დრო: ოთხშაბათი, 13.10.2010, 14:31:33 | შეტყობინება # 23
ჯგუფი: წაშლილები





Quote (პედიატრი)
მე საერთოდ არ მინადირია დათვზე, სადღაც წაკითხული მაქვს, რო ორი ჯიშიაო:ერთი უფრო დიდი და მურა ფერის, უფრო აგრესიული და ხორცის მჭამელი, მცენარეულისაც რათქმაუნდა. და მეორე, უფრო მომცრო, ღია ფერის, ძირითადად მცენარეულისმჭამელი და ნაკლებაგრესიული.(ჭიჭიკია, დათვის თუ გეშინიაო და "ტყეში მე არ მივდივარ და რესტორანში მაგი არ მოდის და რეიზა უნდა მეშინოდესო")

აქ იხილებოდა ერთ დროს ეგ თემა
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=33&t=2149

დამატებულია (13.10.2010, 13:31:33)
---------------------------------------------

Quote (a11201)
დამატებულია (06.10.2010, 19:27:05)
---------------------------------------------
1. რომელ ცხოველზე ან ფრინველზე უნდა იყოს დაშვებული ნადირბა;
2. სახელმწიფოსგან ინდივიდუალური ლიზენზიების მომხრეები ხართ თუ არა;
3. სამონადირეო მეურნეობებში და სახელმწიფო ტერიტორიებზე ნადირობის როგორი წესი შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ;
4. გარემოს დამცველების ფუნქციები როგორ წრმოგიდგენიათ გადამეტებულია თუ არა.
5. კანონით აკრძალულ ნადირ-ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში მონადირე უნდა დაისაჯოს თუ არა სისხლის სამართლის წესით.
6. კანონით აკრძალული ნადირ-ფრინველის მოპოვებისათვის ადეკვატური ჯარომები აქვს თუ არა დაწესებული სახელწიფოს;
7. რომელი ნადირ-ფრინველის მოპოვებისთვის უნდა იყოს ლიცენზია და რომელზე არა;
8. ნადირობის რა ხერხებს დააწესებდით და რომელს აკრძალავდით;

1. რომელ ცხოველზე ან ფრინველზე უნდა იყოს დაშვებული ნადირბა;
პასუხი: იმ ნადირ ფრინველზე, რომელზედაც დაშვებულია+კაკაბი, კურდღელი ლიცენზირებულად, მგელი, ტურა, ენოტი, ენოტისებრი ძაღლი-ულიცენზიოდ
2. სახელმწიფოსგან ინდივიდუალური ლიზენზიების მომხრეები ხართ თუ არა;
პასუხი: დიახ გარკვეულ სახეობებზე
3. სამონადირეო მეურნეობებში და სახელმწიფო ტერიტორიებზე ნადირობის როგორი წესი შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ
პასუხი: სამონადირეო მეურნეობებში ვერაფერს ვერ დააწესებს კერძოა და იმიტომ, აი მეურნეობების მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულება კი ბატონო უნდა გაკონტროლდეს. სახელმწიფო ტერიტორიებს რაც შეეხება, ნადირობის ის წესი და აკრძალვები რაც არის მისაღებია +ელექტრო სოტყუარებით ნადირობის აკრძალვა.
4. გარემოს დამცველების ფუნქციები როგორ წრმოგიდგენიათ გადამეტებულია თუ არა
პასუხი: ეგენი საერთოდ რამეს აკეთებენ? რა გადამეტებაზეა საუბარი ვერ ვხვდები
5. კანონით აკრძალულ ნადირ-ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში მონადირე უნდა დაისაჯოს თუ არა სისხლის სამართლის წესით.
პასუხი: სისხლის სამართალი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ წითელ წიგნში და მსოფილო წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე. სხვა შემთხვევაში ჯარიმა+სანადირო იარაღის კონფისკაცია.
7. რომელი ნადირ-ფრინველის მოპოვებისთვის უნდა იყოს ლიცენზია და რომელზე არა;
პასუხი: ცხოველებიდან, მხოლოდ კურდღელზე შეიძლება გაიცეს, ფრინველებიდან კაკაბზე, ხოლო თუ მოვამრავლებთ შეიძლება ღორზე და შველზე ვგულისხმობ სახელობითს ლიმიტირებულად. დათვზე მხოლოდ ზარალის მიყენების რეალური ფაქტების შემთხვევაში ისიც ერთჯერადათ.
8. ნადირობის რა ხერხებს დააწესებდით და რომელს აკრძალავდით;
პასუხი: არსებულს დავტოვებდი, გარდა ელ.სატყუარებით ნადირობისა.

მე ესე ვფიქრობ.

შეტყობინება დაამუშავა VASKA35 - ოთხშაბათი, 13.10.2010, 14:37:42
 
bichiდრო: ორშაბათი, 29.11.2010, 14:53:39 | შეტყობინება # 24
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამწუხაროდ მარტო გადამფრენ ფრინველებზეა ლიცენზია, უნდა გაიცემოდეს კურდრელზე, კაკაბზე, ხოხობზე და გნოლზე. ულიცენზიოდ მგელზე, ტურაზე, მელაზე და ენოტისებრ ძაღლზე.
 
dapasebuliდრო: კვირა, 15.05.2011, 02:02:33 | შეტყობინება # 25
ჯგუფი: წაშლილები





ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ მტაცებლების რიცხოვნობაა : ( 25 25
 
მახო44დრო: ორშაბათი, 04.07.2011, 23:08:17 | შეტყობინება # 26
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყულევში ვისაც გინადირიათ ყველამ იცის იხვი თუ დაჭერი პერელიოტზე და ვერ ნახე დილით ბუმბული დაგხვდება ტურა ისეა გამრავლებული.ასე,რომ ტურაზე ნადირობა უნდა იყოს მთელი წელი დაშვებული. ბეწვი უნდა ბარდებოდეს. ამით მონადირეც იხეირებს და პროდუქციაც შეიქმნება. ფრინველი და წვრილი ცხოველიც გამრავლდება... მგელს რაც შეეხება: მაგარი კარგი ცხოველია მაგრამ გამოსახშირია!!!!!!!!!!!!! მოსახლეობას მაგრად აზარალებს ამ ბოლო დროს. 25

მ.მელაძე
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 20.07.2011, 11:59:16 | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giga-89, მართალი ხარ მათი რაოდენობა შესამცირებელია ძალიან ბევრია და მატი რაოდენობა თუ არ შემცირდა მალე ალბატ კურდღელიც და სხვა ფრინველიც საერთოდ გადაშენდება

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
doxeდრო: ხუთშაბათი, 15.09.2011, 13:12:11 | შეტყობინება # 28
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 137
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ხდება რატომ წაიშალა ჩემი ნაწერი ტუ ეს პრობლემაა არაა ტქვენტვის ერმანეტისტვი სროლა
 
kostaiakostaდრო: ხუთშაბათი, 15.09.2011, 17:24:36 | შეტყობინება # 29
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
25 25 25 არაფერი არ ვიცი საერთოდ ნადირობის
 
axotnikaდრო: ოთხშაბათი, 12.10.2011, 17:05:48 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტურა იმდენია რო ყველა მონადირე რ ეყოპა................

ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
 
gio90დრო: სამშაბათი, 02.10.2012, 16:33:34 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემ რაიონში ტურა იმდენია ზოგჯერ ღამე ხმა რომ არ მაძინებს ბალიშს ვიფარებ თავზე.

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
zaqro_yurshaდრო: ორშაბათი, 08.10.2012, 19:30:32 | შეტყობინება # 32
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქტიური თემაა და ეგ პრობლემა ყველა კუთხეში აქტუალური და ყურადსაღჶბია 167 :167:

კარგი თოფი ისაა რომელიც გაქვს
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика