07:44:02
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ამონარიდები (ნადირობა და ლიტერატურა)
ამონარიდები
Giaდრო: სამშაბათი, 11.08.2009, 01:38:31 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1893
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fgh
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 06.08.2010, 02:20:05 | შეტყობინება # 2
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 689
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ იყო თემა სმაილიკები და ვინაიდან მხოლოდ ორი პოსტი და სმაილიკი იყო წავშალე და თემა სხვა დანიშნულებით დავტვირთე. მგონი ესეც ჩვენი სულიერი საზრდოს ნაწილია .... დავდვათ ნადირობის თემაზე შექმნილი ლექსები ან სხვა იდენტური თემატიკის ამონარიდები ამ თემაში, ავტორის მიწერა არ დაგავიწყდეთ!
.
.
.
................... ხევსური ბიჭი უშიშა
.
უშიშა თორმეტი წლის ბიჭია და
თორმეტი წელია ოცნებად ყოფნის
ანკესები და ხირიმის თოფი,
უშიშა თვითონ არ ყოფილა ქალაქში,
ბევრი უნახავს ქალაქში მყოფი.
.
ქალაქს ქალამანი აცვია ასფალტის,
მიწაზე ფეხის დადგმა ჭირს,
ამიტომ ქალაქი ამგვარი
არ მოსწონს არხოტელ ბიჭს.
.
უშიშას ეშინია არაფრის,
მარტოკა დანავარდობს ხევ-ხევ,
თურმე ახიელას ქარაფში
მურა დათვს წააწყდა ერთხელ.
.
უშიშა ირემივით თვალებით ლაპარაკობს,
თავს მთების მბრძანებლად თვლის,
ცხენი ჰყავს ფიცხი და საარაკო,
დაცვითა ბილიკები მთის.
.
უშიშას ეშინია არაფრის,
გინდა გზას ხიფათი ეწეროს,
ჩიტივით დააფრინდება მაღალ მთის
აი, იმ მიუვალ კენწეროს.
უშიშა ქარაფებზე ფრენას ბედავს,
და ფრთებს არწივივით შლის,
მიმწუხრისას აიმ მთაზე აირბენსს და
ძროხებს ჩამოლალავს ძირს.
უშიშას ეს მთები თავს ურჩევნია და
არავის ათქმევინებს ძვირს.
.
.
. მედეა კახიძე
 
krimanjuliდრო: შაბათი, 07.08.2010, 00:29:50 | შეტყობინება # 3
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 689
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
.
.
.................... ჩამოდიან დათვები..............
.
წითლდებიან თრიმლები,
ყვითლდებიან ნეშონი,
დგება წვრილი წვიმების
და მოწყენის სზონი.
მწიფდებიან დღეები,
ბოყვას, ბოყო-ტყეებით
ჩამოდიან დათვები,
სოფლისკენ გზაწვრილია
არასებულ ურმისთვის,
სოფელი დაცლილია
გაბრაზებულ სტუმრისთვის:
''სტუმრად! სტუმრად! დავძღებით
კაცითავა გულაბით!
სტუმრად! სტუმრად! დავსხდებით
ბოყვას ჯალაბ- ჯულაბით!''
ტყე სოფელზე წამბულა
ჟვერით, შქერით, პარტახით-
ბელს მოუძღვის ჭამპურა
ხვადი ბარკლის თახთახით.
მწიფე ზღმარტლებს არხევენ,
მწიფე პანტებს ბერტყავენ,
ნიგოზს ღრჯოლით ამტვრევენ,
სკდებიან და ხეთქავენ,
ერთი ამბობს: '' მომწყინდა
ზღმარტლი--ხორცი მწადიან.''
ჯაფარიძის ბოსტნიდან
მესხებისას ჩადიან.
რის მცველი და რა მცველი,
წვიმს, არც თოფის დამცლელი,
არც ყასიდად დამშლელი
არ ჩანს რაჭას რაჭველი.
სევდა-- ნაღველს აბოდებს
ტყე გალუმპულ მწუხრიდან,
თხელი კვამლი ამოდის
ორიოდე ბუხრიდან.
დედაბრები ურდულით
ქოხებს გამოჰკეტავენ,
სარკმლებიდან ქურდულად
გამოხედვას ბედავენ.
სოფლიდან გზაწვრილია
არარსებულ ურმისთვის,
ურემი დაშლილია
წუთისოფლის მდუმრისთვის.
სერზე ზვინი ნათიბი
ლპება, გკითხავ, რისაგან?!
ბრუნდებიან დათვები
კვლავ თამარის კლდისაკენ.
შორს ნისლები თქორავენ,
ღლაბუცობენ, გორავენ,
ლბილ ფუჩეჩში სკორავენ,
თან მთელ რაჭას სჭორავენ.
მაგრამ მარტო რაჭაა?
ფშავ-ხევსურეთს სხვა ცაა?
არაფერი შეგეშალოს,
რაჭის დღეში სხვაცაა!..
ფოცხვრევს დაუთოვია,
ზვარევს მოთოვს საცაა.
.
.
მურმან ლებანიძე 1973
 
krimanjuliდრო: კვირა, 08.08.2010, 13:23:20 | შეტყობინება # 4
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 689
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
........................ ბალადა ძაღლის სიზმარზე...........
.
.გავარდა თოფი... მაგრამ ნადირი
ბედად გადარჩა გაუკაწრავი
და შეეყარა ტყეს საფანტივით
დათვის ნატორი ძაღლის წკავწკავი.
.
მძიმედ ქელავდა სისხლით მოსვრილი.
როგორც კოცონი უკვე მიმცხრალი
და ფრთებმოტეხილ ანგელოსივით
დაფარფატებდა თავზე სიზმარი.
.
სისხლივით თბილი იყო ზმანება,
აღარ ტეხავდა სიზმარში კეფა
და ესეოდა დათვს კრაზანებად
ძაღლის კბილები... დორბლი და ყეფა..
.
გამოხტებოდა სიზმრიდან წუთით,
პატრონს აპყრობდა ნაღვლიან გუგებს,
მაგრამ კლაკნია, ქიცინა კუდი
ეპიტაფიას მოჰგავდა უკვე.
.
და მერე ისევ ომობდა მხეცთან,
იცავდა პატრონს ყეფით, ქადილით...
გავარდა თოფი და უცებ შეწყდა
ძაღლის სიზმარიც და სინამდვილეც.
.
თამბაქოს წევდა კაცი დაღლილი,
აღარ ესმოდა რია-რია ტყის კილოკავთა..
.
დაფართხუნებდა კვამლი ძაღლივით
და მონადირეს ხელს ულოკავდა...
.
.შოთა ნიშნიანიძე.
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 16:06:20 | შეტყობინება # 5
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 689
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
............................................ზამთარი მთაში...................................
.
.ჩამოგვითოვა ქედები,
თეთრი დახურა მანდილი,
თოვლი ბარადაც გვეწვია,
დიდი არააქვს მანძილი
.
სამგლოვიაროდ იმოსვის
ჩვენი სოფლების მიდამო,
უსიამოვნო ამბავი
მიწას ეუწყა მთიდამო.
.
დაღონებულა ტყე ველი,
დაღონებულან ჩიტები,
ვეღარ ლაღობენ, დაწყნარდენ
ის მგალობლები, ცქვიტები.
.
ირემმაც ფერი იცვალა,
მთას უცქერს გაშტერებული,
უკვირს, რა ექნა ბალახი,
სამყურა გახელებული.
.
შველმა მოძებნა მაყვალი,
ზაფხულში დაწუნებული,
ჰკორტნის, არ სწუნობს ახლა კი
თვალმარდი გახუნებული
.
დატკბა და ძვირად დაფასდა
ბუხარი გახურებული,
გაწმინდა მონადირემაც
სიათა დაჟანგებული.
.
აქამდის მოცლით არ იყო
საქმიდან დაბანდებული.
წრიაპებს ეძებს ბერიძე,
ხეჩებს წრეხს გაჩქარებული.
.
წავა და დასდევს ირმებსა
მთა-მთის პირთ გამალებული,
თუ მოჰკლავს, გამობრუნდება,
შინ მოდის გახარებული.
.
წინ ცოლი მიეგებება,
ქმარს ნაბადს უგებს კერაზე,
დააძრობს ფეხთით საცმელებს,
იქვე გადაჰფენს ძელაზე;
არ ზარობს, ცოლი მზად არის
გაყინული ქმრის შველაზე.
.
გაჩაღებული ცეცხლია...
მხრებზე მოახვევს დურასა.
ერთ ყანწს არაყსაც მოუტანს,
ბერიძე გადიწურავსა.
.
აშიშინდება მწვადები
წვენის წვეთ-წვეთა დენითა.
ბალღებს ჩიჩია ალაღებს,
ტუჩებს ილოკვენ ენითა.
კატაც მიმჯდარა კერის პირს
თავის ულვაშით, წვერითა.
.
ისიც მოელის ერთ ჩიჩქსა,
რომ გაისველოს პირია.
სახლის ბოძები ხარობენ,
დღეს იმათთვისაც ლხინია:
მათზეა ასოდ აქნილი
ხარი-ირემი ღვინია.
ყველაცა ხარობს სახლშია,
რაღაა გასაჭირია?
.
ხორცი ბევრი და ნაფქვავი,
შეშაც დერიფანს მრავალი,
კიდეცა დარჩა ტყეებში
ხარირმებისა ნავალი.
.
დაუკარ, ბიჭო, ჩონგური,
უთხარ თავგადასავალი,--
დამღერე ძველი ამბავი
მამა-პაპისა მრავალი.
.
თოვლო, ითოვლე, ითოვლე,
მთა - ბარს ჩააცვი სუდარა;
ყინვა, ქარი და ნამქერი
ზამთრის წესია მუდამა
.
ვაჟა ფშაველა..................1893 წელი
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 16:23:43 | შეტყობინება # 6
ჯგუფი: წაშლილები





გაუმარჯოს ვაჟას

დამატებულია (28.10.2010, 15:14:59)
---------------------------------------------
ნადირობის შემდეგ

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

ირმების,

ჯიხვების,

არჩვების,

დათვების ―

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ―

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ―

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:

ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!

― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ―

ღამეში თვალების გადაბრიალებით

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ―

თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ―

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:

― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,

რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

ცოცხლობდეს,

შრომობდეს,

ომობდეს მთავარი!

ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ

ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,

და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,

ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით …

თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი

ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.

ლადო ასათიანი

დამატებულია (28.10.2010, 15:23:43)
---------------------------------------------
.
.
.
ნადირობა
მორის ფოცხიშვილი

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი...

 
მონადირედრო: ორშაბათი, 15.11.2010, 17:13:48 | შეტყობინება # 7
ჯგუფი: წაშლილები





თეთრ ჩოხა კიდეგანაი, გადაქცეული მზერადა.
წრიაპის წვერით ნაკაწრი, კლდე შორით, რო სჩანს ბნელადა.
მოყმე ჯიხვთ გადაყოლილი, მუხლების დასაცდელადა.

(ხალხური)

 
მონადირედრო: სამშაბათი, 05.04.2011, 11:42:48 | შეტყობინება # 8
ჯგუფი: წაშლილები





ჯიხვს რომ თოფს დახკრავ, ჩააქცევ, კაცივით აგმინდებისა.
უაზრებ ჯიხვის თვალებსა თაოდავ დაგნანდებისა.

(ხალხური)

 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 05.04.2011, 11:55:48 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1455
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, "ვეფხისა და მოყმის ამბავი" თუ გაქვს, დასწერე, არ ვიცი, შეიძლება არც ასწავლიან უკვე სკოლებში
 
a11201დრო: სამშაბათი, 05.04.2011, 12:03:07 | შეტყობინება # 10
ჯგუფი: წაშლილები





- საით მოსდიხარ გახაო,
როდის წახველი სახლითა,
გვერდზე ჩამოგდევს იანე
დაკანებული სახითა.
- მაღლა ვიყვენით იაგორ,
მთა ყინულები ვნახითა,
თან წავიტანეთ თოფები
დანებ გავლესეთ ჩალხითა,
დავხოცეთ ბევრი ჯიხვები,
ხორცი გავგზავნეთ ხალხითა.
ორწყალ დავანთეთ ცეცხლანი,
ხორცი შანელდა ხახვითა.
არ მიყორს ბალღური საქმე
მელებს ვიჭერდეთ მახითა.

დამატებულია (05.04.2011, 11:03:07)
---------------------------------------------
პედიატრი, სიმღერა მაქვს ვეფხისა და მოყმისა ილია ზაქაიძის შესრულებით, საიტზე თუ დადებთ სკაიპით გადმოგიგზავნით, შემეხმიანეთ

 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 05.04.2011, 15:36:23 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1455
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, ვერ მოვახერხებ, სამწუხაროდ, არ ვიცი...
 
ტყუპადრო: სამშაბათი, 05.04.2011, 23:08:41 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს სად არის კაწალხევი
დავწვი მისი ადგილობა
ან მზე საიდან ამოდის
ან თუ იციან სადილობა.
 
qorbudeდრო: სამშაბათი, 05.04.2011, 23:48:53 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიკვდილსა გლოვა უხდება, მკვდარ ძმას ტირილი დისაო,
ტყესა ხარ-ირმის ნაფრენი, ზოგ დროს ყმუილი მგლისაო,
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო,
ომს ლხინი გამარჯვებულთა და დამარცხება მტრისაო

ნაცყვეტი ვ.ფშაველას ''სტუმარ მასპინძლიდან''


l. kechakhmadze
 
ddevidzeდრო: ხუთშაბათი, 20.03.2014, 17:56:21 | შეტყობინება # 14
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს ერთ-ერთი ამერიკული გაზეთიდან, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა ინდიელთა ტომის ბელადს- თუ რას ფიქრობდა ის თეთრკანიანი ადამიანების შესახებ. ამ კითხვაზე მან მრავლისმთქმელი და ბრძნული პასუხი მიიღო:
რა თქვა ინდიელთა ტომის ბელადმა თეთრკანიანი ადამიანების შესახებ.

"აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდიელთა ტომის უხუცეს ბელადს, რომლის სახელია "ორი არწივი", კითხვა შემდეგნაირად დაუსვა: "თქვენ აკვირდებით თეთრი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას უკვე 90 წელი, თქვენ გინახავთ მათი ომები და ტექნოლოგიური მიღწევები, თქვენ ნახეთ მათი წინსვლა და ზარალი, რომელიც მათ ერთმანეთს მიაყენეს". ბელადმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰკითხა: "რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს მოვლენა, თქვენი აზრით, რაში შეცდნენ თეთრი ადამიანები? სად აირჩიეს მათ არასწორი მიმართულება?"

ბელადმა შეხედა თეთრ ადამიანს და უპასუხა:

"როცა თეთრმა ადამიანმა იპოვა მიწა, ის ინდიელებს ეკუთვნოდა, არ იყო გადასახადები, არ იყო ვალები, წავებით და კამეჩებით სავსე იყო მინდვრები, წყალი იყო სუფთა და საკვები უამრავი. ქალები აკეთებდნენ ოჯახის საქმეს, ექიმები არ იღებდნენ ფულს. ინდიელი მამაკაცები მთელ დღეს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო ღამით თავიანთ ცოლებს ეფერებოდნენ".

შემდეგ ბელადმა თავი უკან გადასწია, გაიღიმა და დაამატა:

"მხოლოდ თეთრი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ იფიქროს ამაზე უკეთესი სისტემის შექმნაზე".


Jora Shariqadze
 
doreuliდრო: ორშაბათი, 21.07.2014, 01:36:56 | შეტყობინება # 15
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი ლექსებია 166

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
IKAHUNTERდრო: ხუთშაბათი, 30.10.2014, 11:02:37 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯიხვი ვარ და გადავწექი კლდეზე,
დილით ნისლის მსიამოვნებს ლოკვა,
მონადირევ, რა გინდა, რომ მეძებ,
ღირს კი ბიჭო?! ახლა ჩემი მოკვლა...

-ტარიელ ხარხელაური
 
IKAHUNTERდრო: ხუთშაბათი, 30.10.2014, 11:03:52 | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,

სათნო, ჭკვიანი და გონიერი,
ალერსის ღირსი განა უღირსი,
მცირე სიკეთის სამაგიეროდ
როგორც მზად ყოფნა სიყვარულისთვის.

ნუ მიიქცევი სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ამონარიდები (ნადირობა და ლიტერატურა)
გვერდი 1 დან1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
  • 2.)Armsan A612
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)ძაღლთა კვება და სისუფთავე
  • 5.)ინერციული თუ აირგადამტენი?
  • 6.)იარაღები
  • 7.)იურიდიული კონსულტაცია პირად საკითხებზე
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Sarsilmaz
  • 10.)როგორ დავამატოთ სურათი ფორუმში? ძველი ვერსია
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)კურცჰაარი
  • 6.)ტყის ქათამზე ნად...
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)dudu-duda
  • 7.)aleko
  • 8.)-BERG-
  • 9.)avtandil
  • 10.)ბაქარი
  • 1.)a1s2d3f4g5
  • 2.)papahji
  • 3.)IkaExs
  • 4.)krixula
  • 5.)vania1997
  • 6.)Progressive
  • 7.)revers1
  • 8.)leg1oneri
  • 9.)jeimsa
  • 10.)smg999

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика