04:12:56
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » სათევზაო აღჭურვილობა » სათევზაო კოჭა ((სხვადასხვა ტიპის))
სათევზაო კოჭა
giohunt1982დრო: შაბათი, 13.04.2013, 17:58:54 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

კოჭა

მანამდე სანამ ახალ კოჭას შეიძენდეთ, კარგად დაფიქრდით თუ რა ტიპის თევზაობისთვის დაგჭირდებათ იგი. რათქმაუნდა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Shimano Big Pit Long Cast-ი, რომელიც დიდ დისტანციებზე სამუშაოდ არის განკუთვნილი, მაგრამ თუ ამ თქვენ კოჭით აპირებთ პატარა ტბორებზე თევზაობას, და მითუმეტეს ნაპირთან ახლოს, მაშინ ჩათვალეთ რომ თქვენ ფული უბრალოდ წყალში გადაყარეთ. ამ შემთხვევისათვის გირჩევთ იყიდოთ რამე იაფიანი და ტბორის შესაბამისი. არსებობს გამონათვამი: ყოველ კონკრეტულ სამუშაოს კონკრეტული ინსტრუმენტი ჭირდება. ხარისხიანი კოჭები საკმაოდ ძვირი ღირს და ამიტომაც სანამ ახალ კოჭას იყიდდეთ კარგად დაფიქრდით თუ სად და რა სიტუაციებში გამოიყენებთ მას მინიმუმ ორი სეზონის განმავლობაში მაინც; შესაძლებელია იმის მიხედვით თუ ეხლა სად თევზაობთ თქვენ სულაც არ გჩირდებოდეთ დიდი დისტანციისთვის განკუთვნილი კოჭა, მაგრამ იმის მიხედვით თუ სადაც აპირებთ მომავალი სეზონი თვზაობას ის აუცილებელი გახდეს და პირიქით. საუკეთესო გამოსავალი სიტუაციიდან არის ეგრეთწოდებული უნივრსალური კოჭა. თქვენ არა მარტო უნდა იცოდეთ თუ სად გამოიყენებთ თქვენს კოჭას არამედ ასევე თუ რა ტიპის ანკესისთვის იქნება ის განკუთვნილი. რათქმაუნდა აქ არ იგულისხმება ანკესის გარეგანი მხარე არემედ ბალანსი. დიდი დისტანციისთვის განკუთვნილი კოჭა რომელსაც დიდი მაქო აქვს ვერანაირად ვერ დაბალანსდება 3,30 მეტრიან ანკესზე ტესტით 1/2 ლიბრა (227გრამი) და ზუსტად ასე ვერ შეძლებთ დააბალანსოდ პატარა კოჭა 3.90 მეტრი სიგრძის ანკესთან ტესტით 3 ლიბრა (1362 გრამი). საუკეთესო გამოსავალი რომ თავიდან ავიცილოდ ზემოთ აღწერილი შეცდომა არის ანკესისა და კოჭის ერთდროული შეძენა ან თუ თქვენ უკვე შეიძინეთ ანკესი მაშინ სასურვლი იქნება ის თან იქონიოდ კოჭის შერჩევისას რომ კოჭა იქვე მოარგოთ და ნახოთ თუ რამდენად დაცულია ბალანსი. ამ მხრივ თქვენ თავიდან აცილებთ იმ იმედ გაცრუებას რომელიც შეიძლება დაგემართოდ კოჭის სახლში მიტანისა და მისი ანკესზე მორგების შემდეგ, რადგან ისინი შეიძლება უბრალოდ ერთმანეთს არ მოერგონ. ესეთი სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება.

ტერმინოლოგია.

მაქო _ კოჭის ნაწილი რომელზეც ეხვევა ძუა.

კონუსისებური მაქო _ მაქო რომელსაც კონუსის ფორმა აქვს, განკუთვნილი დიდი დისტანციებისათვის.

ფქრიქციონი/მუხრუჭი _ მაქოს ბრუნვის დამამუხრუჭებლი მექანიზმი რომელიც ანელებს ან საერთოდ აჩერებს ძუის მოხსნას მაქოდან.

ანტირევერსი _ კოჭის კბილანიანი მექანიზმი რომელი ხელს უშლის (ან კეტასვს) კოჭის სახელურის ორივე მიმართულებით ტრიალს.

ძუის დამხვევი (დუშკა) _ მეტალის ნაწილი რომლიც ძუას მაქოზე ახვევს კოჭის სახელურის დატრიალებით.

სტანტარტული კოჭები ფიქსირებული მაქოთი – ეს კოჭა წარმოადგენს ცოტათი გადიდებულ ჩვეულებრივი კოჭების ვერსიას, რომსაც მეთევზეები იყენებენ ყოვედღიური თევზაობისას, ყველა ტიპის თევზზე. ასეთ კოჭები აღჭურვილია ანტირევერსის გადამრთველით, რომლიც ხელს უშლის სახელურს ორივე მიმართულებით ტრიალში. ასევე ეს კოჭები აღჭურვილია ფრიქციონით რომლიც ამუხრუჭბს მაქოს და არეგულირებს ძუის მოხსნა მაქოდან. ესეთი კოჭები გამოიყება ძირითადათ როგორც ზევით აღვნიშნე ყოველდღიური თევზაობისას, მოკლე დისტანციებზე მაგრამ სამწუხაროდ ისინი უკვე ვერ პასუხობენ თანამედროვე კარპფიშინგის მოთხოვნებს. კარპფიშინგისათვის რეკომენდაციას გავუცევდი ისეთ კოჭებს რომლებიც აღჭურვილია “ბეიტრანერის” სისტემით და ასევე “ბიგ პიტს”

სტანტარტული კოჭები ფიქსირებული მაქოთი

შენიშვნა: ყოველთვის შეეცადეთ იმდენი ძუა დაახვიოტ მაქოზე რომ მტელი მაქო შეივსოს, როგორც სურათშია ნაჩვენები.

ბეიტრანერი – ფორმით ეს კოჭები პრაქტიკულად ისევე გამოიყურებიან როგორც სტანდარტული ფრიქციონით აღჭურვილი კოჭები, თუმცა მათ დამატებით გააჩნიათ ერთი მექანიზმი, რომლიც თევზს საშუალებას აძლევს მოხსნას ძუა მაქოდან ძუის დამხვვის გაუხსნელად. ეს მექანიზმი თანამედროვე კარპფიშინგში ცნობილია როგორც “ბეიტრანერი”. ის ირთვება ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით და ითიშება ისევ იგივე ღილაკის მეშვებით ან მაშინ როდესაც ვიწყებთ ძუის დახვევას. (კოჭის სახელურის პირველივე დატრიალებისას). B”ბეიტრანერი” ეს თანამედროვე გამოგონებაა რომელიც გამიზნულია დიდ ეგზემპლარებზე სათევზაოდ და ამიტომაც ზოგი მოდელი კოჭებისა რომელიც აღჭურვილია ამ მექანიზმით სტანტარტულ კოჭებთან შედარებით უფრო დიდია და მორგებულია დიდ თევზთან საბრძოლველად. ეს კოჭები გადიან უნივერსალური კოჭების კატეგორიაში რადგან მათზე დახვეულია შესაბამისი ზომის და სიგრძის ძუა, ისინი დამონტაჟებულია შესაბამის ანკესებზე და თავისუფლად მუშაობენ 100 მეტრის დისტანციაზე. ასევე ისინი თავისუფლად მუშაობენ რბილი წყობის ანკესებთან ტანტემშიც და მეთევზეებს საშუალებას აძლევენ იგივე წარმატებით ითევზაონ ნაპირთან ახლოს. ეს კოჭები ცნობილნი როგორც “ბეიტრანერიანი” კოჭები მაგრამ ასევე მათ თავისუფალი მაქოს მქონე კოჭებადაც იცონბენ. ეს კოჭები შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ზომებში და სხვადასხვა ფორმის თუმცა ყველა მათგანი განეკუთვნება თანამედროვე კოჭების კლასს და საკმაოდ ძვირიც ღირს. იმათ ვისაც თავის თავს არ შეუძლია უფლება მისცეს ასეთი კოჭა შეიძოს გულს ნუ გაიტეხთ რადგან კობრზე თევზაობა ჩვეულებრი, სტანტარტული ფიქსირებული მაქოს მქონე კოჭებითაც შეიძლება.

ბეითრანერიანი კოჭა

მექანიზმების ჩამონათვალში შეგიძლიათ იხილოთ ეს სიტყვა. შხვა კომპანიები ამგვარ კოჭებს მოიხსენიებენ როგორც თავისუფალი მაქოს მქონე კოჭებათ. (Free spool reels.)

”ბიგ პიტი” _ დიდი მაქოს მქონე კოჭები. მიუხედავად იმისა რომ ეს კოჭები შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დისტანციებზე სათევზაოდ მათი ძირითადი დანიშნულებაა დიდ დისტანციებზე თევზაობა. როდესაც თქვენთვის სასურველი დისტანცია უტოლდება ან სცილდება 140 მეტრს საქმეში შემოდი “ბიგ პიტი”. ისინი საკმაოდ კომპაქტური კოჭებია და გააჩნიათ თვალშისაცემად დიდი მაქო, რომელზეც ძალიან დიდი რაოდენობის ძუა ეხვევა. ფრიქციონი ასეთ კოჭებზე როგორც წესი წინა ნაწილში, ზედ მაქოზეა განლაგებული რაც ძალიან კომპორტულს ხდის მათ გამოყენებას თევზთან ჭიდილის დროს. მაქოს კონუსისებური ფორმა აქვს რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება, რაც საშუალებას იძლევა ძუის სწრაფ მოხსნას მაქოდან სატყუარას ტყორცნის დროს. ეს კოჭები სასტიკად არაკომფორტულია დამწყები მეთევზეებისათვის რადგან ნაკლებად სავარაუდოა რომ დამწყები მეთევზე შეძლებს ასეთ დისტანციაზე ითევზაობას. რჩევა: ჯობია დაიწყოთ ჩვეულებრივი ბეიტრანერიანი მოდელებით და თანდათან გამოცდილების დაგროებასთან ერთან დაიწყეთ ამ ტიპის კოჭების ათვისება, რადგან ამ ტიპის კოჭა გამიზნულია კონკრეტული დავალების შესასრულებლად და საკმაოდ ძვირიც ღირს.

“ბიგ პიტი”

ეს არის მოკლე ჩამონათვალი ყველა ის ძირითადი მახასიათებლებისა რომლიც მხედველობაში უნდა გვქონდეს კოჭის შერჩვევიას. დაიმახსოვრეთ, კოჭა ეს მარტო ძუის დამხვევი აპარატი არ არის, მას გააჩნია ფრიქციონი რომლის საშუალებითაც თქვენ თავიდან შეგიძლიათ აიცილოთ ძუის გაწყვეტა თევზთან ჭიდილის დროს, რომელიც ყოველი თევზაობის ახალი სესიისას უნდა შეამოწმოდ თუ რამდენად სწორ პოზიციაშია. ამისათვი უბრალოდ დახურეთ ძუის დამხვევი (დუშკა) და ძუა მოქაჩეთ; ის თუ მაქოდან არ მოიხსნა (ანუ თუ მაქომ არ დაიწყო ტრიალი და შესაბამისად ძუის მოხსნა) ესეგი თქვენი მაქო ჩაკეტილ მდგომარეობაშია და ცოტა უნდა მოუშვად. ეს ძალიან მარტივად კეთდება. დაიწყედ ფრიქციონის მოშვება და მოუშვით იქამდე სანამ ძუა მოქაჩვისას, დახურული ძუის დამხვევის პირობებში, არ დაიწყებს მაქოდან გამოსვლას. თუ ძუა ძალიან მცირე ძალისხმევის პირობებში მოგყვებად ესეიგი ზედმეტად მოგიშვიათ ფრიქციონი და ამ შემთხვევაში, პირიქით, ცოტათი გადაუჭირეთ მას, რადგან ზედმეტად მოშვებული ფრიქციონი უბრალოდ საშუალებას არ მოგცემთ თევზი წყლიდან ამოიყვანოდ, რადგან ყოველი მოქაჩვა დამთავრდება ძუის მაქოდან მოხსნით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფრიქციონი ზედმეტად გადაჭერილიც არ გქონდეთ რადგან თუ ნაპირთან მოყვანილმა თევზმა ბოლო ძალისხმევა მოიკრიბა და ბოლო დარტყმა გააკეთე (რასაც ჩვენ რივოკს ვეძახით) ამ შემთხვევაში ფრიქციონმა მას ეს დარტყმა უნდა ჩაუქროს ძუის მაქოდან მოხნით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენს თევზს ხელი დაუქნიოთ და გაოცებული და დაღვრემილი თვალებით გააცილოდ.
შემდეგი საკითხი რომელზეც მოკლედ მინდა შევჩერდე ეს არის ძუის გადახვევა. ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ეს მოვლენა ბეიტრანერისა და ფრიქციონის არასწორი გამოყენების გამო. ძუა რომლიც “ბეიტრანერისა” ანდა ფრიქციონის მეშვეობით მაქოდან დიდი ძალისხმევით იხსნება განწირულია გადახვევაზე და გამოიხატება იმაში რომ ის მთელ სიგრძეზე იკეთებს არაბუნებრივ რგოლებს წყლიდან ამოღების შემდგომ ხელმეორედ გაშვების დროს. ყველაზე მეტად ძუა იხვევა როდესაც სატყუარა შორ დისტანციაზე გაგვაქვს ნავით ჩართული ბეიტრანერის პირობებში (და არა გახსნილი ძუის დამხვევის პირობებში). მიუხედავად იმისა რომ ასე უფრო მარტივია ძუა მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაში გვქონდეს და ზედმეტი ძუს მოხნით თავიდან ავიცილოდ ძუის გადახლართვა მაინც უმჯობესია რომ ასეთ დროს ვინმეს თხოვოდ რომ ძუის გაშვება ხელით აკონტროლოს ნაპირიდან გახსნილი ძუის დამხვევის პირობებში, რადგან ამგვარად ძუა არასოდეს დაიხვევა და შესაბამისად მოგვემსახურება უფრო დიდი ხნის მანძილზე. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს გადახვეული ძუის პირობებში არის ის რომ სროლის დროს გადახვეული ძუის რგოლები ძალიან ძუდად გადის ანკესის გამტარ რგოლებში და სავსებით შესაძლებელია რომ ისინი გაიჯედოს და სიმძიმის დიდი ინერციის გამო ან ძუა გაწყდეს ან კიდევ ანკესის წვერი.

წყარო: fisher.ge
მიმაგრებულია: 3983992.jpg (14.1 Kb) · 2720474.jpg (19.0 Kb) · 0091206.jpg (17.2 Kb) · 6788012.jpg (19.3 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: შაბათი, 13.04.2013, 18:02:47 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასევე კიდევ ერთი, კოჭას სახეობა რომელიც ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული ჩვენთან, არის მულტიპლიკატორის ტიპის კოჭა.
მიმაგრებულია: 2101845.jpg (6.1 Kb) · 4941418.jpg (6.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: შაბათი, 13.04.2013, 18:12:44 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეც, ძველი კეთილი ინერციული კოჭა. რომელიც შეუცვლელია გატარებით ”პრავოდკით” თევზაობის დროს და მიუხედავად თანამედროვე უინერციო კოჭების პოპულარობისა, ძველი ინერციული კოჭა მაინც შეუცვლელია თევზაობის ზოგ სახეობაში.
მიმაგრებულია: 3055853.jpg (71.1 Kb) · 9797783.jpg (23.1 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
don_33დრო: სამშაბათი, 06.08.2013, 20:11:48 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ძველი კოჭათი ვთევზაობ ყველგან და ჩემის აზრით საუკეთესოა თუ რამ გამისინჯავს,სად შეიძლება ნახმარის ყიდვა ხომ ვერ მეტყვით ცოტა დაბალ ფასებსი?

g.b
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 07.08.2013, 17:14:59 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
don_33, დაბალი ფასის რა გითხრა და შოვნა უფრო ”მშრალ ხიდზე” შეიძლება.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
landiaდრო: პარასკევი, 14.03.2014, 03:25:23 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]
მაქვს ეგეთი კოჭა 12+1 ბალი ჯტ6000 და იქნებ მითხრათ რისთვსაა ანი რომელლი თევზაობისთვის?მე ეხლა ვხმარობ ტივივაზე და მძიმეა აშკარად


თ.მაჭარაძე
 
qorbudeდრო: შაბათი, 15.03.2014, 01:09:39 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia მეც მაქვს ამ ფირმის კოჭები,ნუ შედარებით დაბალი ხარისხის არი მაგრამ ითევზავებს კაცი,6000 ზომა ტივტივაზე არ გამოგადგება,ტივტივისთვის გამოიყენება 500იდან-2000მდე ზომა,ეგ "დონკისთვის" არი დიდ თევზზე სათევზაოდ

l. kechakhmadze
 
landiaდრო: შაბათი, 15.03.2014, 02:06:56 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
qorbude, გასაგებია და რამაინტერესებს ფიდერისთვის როგორია გამოდგება ?
და ამკოჭებიდან რომელს მრჩევთ http://www.aliexpress.com/item....52.html
http://www.aliexpress.com/item....93.html

დამატებულია (15.03.2014, 01:06:21)
---------------------------------------------
http://www.aliexpress.com/item....40.html

დამატებულია (15.03.2014, 01:06:56)
---------------------------------------------
http://www.aliexpress.com/item....60.html


თ.მაჭარაძე
 
qorbudeდრო: შაბათი, 15.03.2014, 02:14:05 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia თუ ტივტივისთვის გინდა 'Fishing Club"ში აქვთ Mikado-ს 500იანი,მე მაქვს 2 წელია და საკაიფო გამოდგა,ფასი 26 ლარია და ამათ მე მგონი ორივეს აჯობებს

დამატებულია (15.03.2014, 01:14:05)
---------------------------------------------
http://fishingclub.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=55 ნახე


l. kechakhmadze
 
landiaდრო: შაბათი, 15.03.2014, 02:24:44 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ეს ვნახე მარა რაგაც მეპატარავება ძან თან მაქოც პატარა ჩანს 4.5 ჯოხზე მინდა და რასიტყვი პაარა ხოარაა

დამატებულია (15.03.2014, 01:24:44)
---------------------------------------------
მავი იმკოჭებს ისეთი მონაცემები აქვთ რაუნდა დაემართოს პროსტა 1 ტვე უნდა ელოდო რა


თ.მაჭარაძე
 
maxo777დრო: შაბათი, 15.03.2014, 11:51:35 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან ესეთი ბარაბანი კოჭა 10 15 ლარი ღირს ახლები.მაგითმტკვარზე თუ ითევზავებ,ტმაზე შორს სასროლად ძალიან მოუხერხებელია

დამატებულია (15.03.2014, 10:51:35)
---------------------------------------------
ჩვენთან ესეთი ბარაბანი კოჭა 10 15 ლარი ღირს ახლები.მაგითმტკვარზე თუ ითევზავებ,ტმაზე შორს სასროლად ძალიან მოუხერხებელია


გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
landiaდრო: შაბათი, 15.03.2014, 15:51:22 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო აქ რაც ვნახე ეხლა დღესაც ვიყავი გასული 35 დან უნდა ნორმალურ კოჭას და ზემოთ ვერც ავარჩიე ვერაპერი რა კობრაზე მეუბნებოდა ერთი აუც ძან მაგარიოა არინენებო არდა სეზონზე ვიცი 3 -4 ცალს იცვლიან იტვინო მეთევზეები იციდე ერთი და კარგი მაგას ვცდილობ ეხლა მეც + ვიყიდო იაფად და ხარისხიანი :)

თ.მაჭარაძე
 
qorbudeდრო: ოთხშაბათი, 26.03.2014, 00:44:03 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia რამე ხო არ შეგიძენია ამათგან?

l. kechakhmadze
 
lebardeდრო: ოთხშაბათი, 26.03.2014, 01:16:41 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი კოჭები თბილისში უაზროდ ძვირი ღირს. მე ამაზონზე ვიწერ და თქვენც ამას გირჩევთ. ნუ ინტენსიურად ვინც ამუშავებს იმათთვის უფრო მნიშვნელოვანია კოჭის ხარისხი, სპინინგისტებს ვგულისხმობ

saburtalo77
 
kukushaდრო: სამშაბათი, 03.06.2014, 19:20:28 | შეტყობინება # 15
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 59
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაგალითად ახაკ კოჩებს რუსული მრგვალი კოჩა მირჩევნია

Охота ы РыБалка
 
lebardeდრო: ხუთშაბათი, 26.06.2014, 17:16:35 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kukusha, გემოვნების ამბავია, მაგრამ რა მონაცემი აქვს რუსულ მრგვალ კოჭას ისეთი რომლითაც ამჯობინებ მაგალითად შიმანოს კოჭას?

დამატებულია (18.06.2014, 14:56:56)
---------------------------------------------
ბიჭებო, მაქვს შიმანო baitrunner
dl 6000RA. გავცვლი კაი ხარისხის 3000, 3500 ან 4000 იან კოჭაში

დამატებულია (18.06.2014, 14:57:29)
---------------------------------------------

დამატებულია (19.06.2014, 04:23:09)
---------------------------------------------
კაი რამეა:)

დამატებულია (26.06.2014, 16:16:35)
---------------------------------------------
არ მოგწონთ?:)


saburtalo77
 
TOKOTOKOTOKOდრო: ოთხშაბათი, 03.12.2014, 13:39:55 | შეტყობინება # 17
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აკლ არვარგა ტუ იციტ?

დამატებულია (03.12.2014, 12:39:55)
---------------------------------------------
რომელს მირჩევთ


TOKOIA
 
maxo777დრო: შაბათი, 27.06.2015, 12:33:31 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს შევიძინე ფსკერულზე სათევზაოდ მინდა 12+1ბალი 40 ლარად.ჩინური არაა როგორია გამოდგება?

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
Falconryდრო: ორშაბათი, 31.08.2015, 15:57:22 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიშველეთ რამე...კატიუშკას დღეს რარაცა დაემართა რო გადაატრიალებ ძან ძნელად ტრიალებს არადა გუშინ არაფერი ჭირდა...და არც დავარდნილა ან რამე და რა ვუშველო ვერ გავიგე....ვისაც ქონიატ ესეთი შემთხვევა იქნება დამეხმაროთ....დავშალე და ჟანგი აქ ცოტა ტაოტი წავუსევი ავაწყე და დავდე ისე და ეშველება ვითომ რამე?

ინადირე ზომიერად!
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 31.08.2015, 17:51:33 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, ასე რა გირჩიოთ?? gimili დაშლა უნდა და ნახვა!

დამატებულია (31.08.2015, 17:51:33)
---------------------------------------------
maxo777, ეგ კოჭა წლებია მაქვს და ახლაც მშვენივრად მუშაობს! ადრე უფრო ძვირი ღირდა, შენ იაფად გიყიდია.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Falconryდრო: სამშაბათი, 01.09.2015, 18:06:19 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, კაროჩე ზოგი ადგილი ვე დავშალე გუშინ და დღეს დავშალე 1 ადგილი პრუჟუნა და რაღაცეები რომ აქ ეგ ადგილი არაფერი ჭირდა ყველაფერი რიგზე იყო ტაოტი წავუსვი და დავხურე მარა 1 ადგილი ვერ გავხსენი კაროჩე 2 ბოლტი არი იმ ადგილას 1 გავხსენი და მეორეს ვერ ვხსნი ატვიორკა სხვა ზომის უნდა

ინადირე ზომიერად!
 
vanoarchiდრო: პარასკევი, 14.07.2017, 17:52:59 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაქვს აი ასეთი ტიპის კოჭა:
[img][/img]
რომელიც ჯოხზე ზემოდან დგება (ნუ ჯოხიც სპეციალური უნდა), თავიდან ცოტა მიჩვევა უნდა; მერე კარგად მუშაობს

დამატებულია (14.07.2017, 17:52:59)
---------------------------------------------
კოჭების მახასიათებლებში არის ასეთი ტერმინები: gear ratio; Max Drag; Ball Bearing.
[img][/img]
აი როგორც სურათზეა ნაჩვენები, ვინც ერკვევა იქნებ ახსნათ დაზუსტებით ეს ტერმინები


HUGLU 103-C
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » სათევზაო აღჭურვილობა » სათევზაო კოჭა ((სხვადასხვა ტიპის))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика