05:38:50
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » სათევზაო აღჭურვილობა » სათევზაო ძუა ((მონო და წნული))
სათევზაო ძუა
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:31:09 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძუა ალბად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ სათევზაო აღჭურვილობაში, რომელიც ერთმანეთან აკავშირებს აღჭურვილობის ყველა ელემენტს. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია ძუების ძალიან ფართო არჩევანი და ხშირად რთულია გაერკვიო იმაში თუ რომელი ძუა უნდა იყიდო, მითუმეტეს ახალბედა მეთევზისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ ყველა ძუას გააჩნია ორი, ურთიერთდამოკიდებული, სტანდარტული მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ხოლმე ძუის შერჩევა ამა თუ იმ თევზაობისთვის. ესენია: ძუის დიამეტრი და ძუის გამწყვეტი ძალა - იგივე "ტესტი" (ანუ რა მაქსიმალურ წონაზე გაწყდება ესა თუ ის ძუა. იზომება კილოგრამებში). როგორც წესი რაც მეტია დიამეტრი - მით მეტ წონას უძლებს აღნიშნული ძუა.

ძირითადად გავრცელებულია გამჭირვალე ძუები, თუმცა ბაზარზე მოიპოვება ფერადებიც. ზოგი მეთევზის მტკიცებით, ძუის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ზოგიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამიტომ ძუის ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებასა და გამოცდილებაზე მომინდვია

ჩვენთან გამოიყენება ძუის 2 ძირითადი მოდიფიკაცია: მონოძუა და წნული ძუა.

მონოძუა არის ყველაზე გავრცელებული და მისი გამოიყენება შეიძლება თევზჭერის თითქმის ყველა მეთოდის დროს. მონოძუა არის მეტად ელასტიური და გააჩნია გარკვეული ამორტიზაციის ეფექტი, რაც თავის მხრივ ამცირებს დაჭერილი თევზის "გაქცევის" რისკს. მაგრამ გააჩნია გარკვეული მინუსებიც, მაგალითად ნაკლები მგრძობიარობა (რაც გამოწვეული მისი "ამორტიზაციის" ეფექტით).

წნულ ძუას, მონოს საპირისპიროდ, ამორტიზაციის ეფექტი დაყვანილი აქვს მინიმუმამდე, რის გამოცა ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშ მყოფი სატყუარა, ხოლო თევზის დაჭერისა და მისი ამოყვანისას - ანკესზე დეტალურად გადმოსცემს თევზის ყველა მოძრაობას. ასევე დადებით მხარეთ შიძლება ჩაითვალოს, ის მომენტიც რომ წნული ძუის დიამეტრისა და ტესტის პროპორცია საკამოდ დიდია. ანუ შედარებით მცირე დიამეტრის წნულ ძუას აქვს ბევრად უფრო დიდი ტესტი, ვიდრე იგივე დიამეტრის მონოძუას - ანუ წნული მონოზე უფრო გამძლეა !!! ხოლო მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის მომენტი, რომ გარკვეული პრაკტიკის გარეშე საკმაოდ დიდია დაჭერილი თევზის გაქცევის შანსი. ეს გამოწვეულია ძუის ამორტიზირების თვისების არ არსებობით. გამოცდილი მეთევზეები, ასეთ დროს, კოჭის ფრიქციონის საშუალებით ახდენენ ამორტიზაციის ეფექტის კომპენსირებას.

ძუის შერჩევის დროს ასევე ყურადღება მიაქცით იმას თუ რამდენ მეტრიან ძუას ყიდულობთ და რამდენი ეტევა თქვენს კოჭაზე. ჯობია მეტი იყიდოთ, ვიდრე მოგაკლდეთ.
წყარო:ochopintre.ge


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - პარასკევი, 12.04.2013, 13:31:31
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:33:19 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონო
მიმაგრებულია: 6286166.jpg (12.0 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:35:14 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წნული
მიმაგრებულია: 1220790.jpg (79.0 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - პარასკევი, 12.04.2013, 13:35:40
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:37:46 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონო vs წნული. ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები.
მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:46:02 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:47:42 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს სპეციალურად, მარკო-პოლოსთვის.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 12.04.2013, 13:56:03 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძუა კარპფიშინგისთვის

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Falconryდრო: ორშაბათი, 29.02.2016, 17:10:11 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ჩემი აზრით ძუების უმეტესობა რაც იყიდება დიამეტრი რაც აწერია არ არის ზუსტად მითითებული განსაკუთრებით იაფიანებზე...და ზოგ მაღალ ფასიანზეც

ინადირე ზომიერად!
 
შევარდენიდრო: ორშაბათი, 29.02.2016, 19:49:38 | შეტყობინება # 9
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძუ არის წნული 022 იანი მაგარი

g
 
maxo777დრო: ორშაბათი, 29.02.2016, 19:54:50 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წნულს ვხმარობ 0.16 იანს მშვენიერ.წვრილიცაა და ძალიან ძლიერი და გამძლეცცც.

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
vepxoდრო: ორშაბათი, 29.02.2016, 22:09:10 | შეტყობინება # 11
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იქნებ ორიოდე სიტყვაც ანკესებზეც გეთქვათ კარგი იქნებოდა
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 01.03.2016, 10:47:27 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vepxo, ნათქვამია უკვე, შესაბამის თემებში!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Becasseდრო: სამშაბათი, 01.03.2016, 21:45:39 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წვრილი ძუა კარგი თევზაობის წინაპირობაა. რათქმაუნდა ხარისხიანი

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » სათევზაო აღჭურვილობა » სათევზაო ძუა ((მონო და წნული))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика