16:51:31
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
ბარაბულკა
baqarixarebavaდრო: ორშაბათი, 16.07.2012, 22:52:15 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბარაბული (ხონთქარი)
Mullus barbatus

ბარაბული შავი ზღვის ფსკერული იქტიოფაუნის ტიპიური წარმომადგენელია.
მას საკმაოდ დიდი, მომრგვალებული თავი აქვს. ქვევით მიმართული პირის ქვედა ტუჩი ორი ულვაშითაა შემკობილი.
გვერდები ღაჟღაჯა წითელი ლაქებით არის შეფერილი, რომლებიც თევზის მიძინებისას სწრაფადვე ქრებიან.
ბინადრობს იგი საქართველოს შავი ზღვისპირეთის მთელ ზოლზე. მისი ზომები იშვიათად აღემატება 25 სანტიმეტრს. ეს ლამაზი და კვირცხლი თევზი სამოყვარულო ჭერის ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია.


ბარაბული ნაპირთან საკმაოდ ახლოს მოდის, აქ მისი დაჭერა მოსაქნევი ანკესით შეიძლება. უფრო მოხერხებულია მისი ჭერა ამ მეთოდით ტალღმჭრელიდან. ჯოხის სიგრძე რეკომენდირებულია 5-7 მეტრი. ძირითადი ძუა 0,18-0,16 მმ. სადავე 0,14-0,12 მმ. ნემსკავი 8-10 ზომის (საერთაშორისო ნუმერაციით).
ტივტივა "სტიკის" ტიპის, უმჯობესია წვეთის ან მსხლისებური ფორმის, გრძელი ქვედა სიმით. ასეთი კონსტრუქციის ტივტივებს უკეთესად "უკავიათ" ტალღა.


არის მომენტები, როდესაც ბარაბული ნაპირიდან საკმაო დაშორებაზე დგას, მისი ჭერა ამ შემთხვევაში მატჩით უფრო მოხერხებულია. აქაც უნდა გავითვალისწინოთ ტალღების ფაქტორი და ტივტივა შესაბამისი უნდა შევარჩიოთ, გრძელი და დაბალანსებული.


ფსკერული იქტიოფაუნის კლასიკური წარმომადგენელის ჭერა რა თქმა უნდა ფსკერული მეთოდებით ყველაზე შედეგიანია. აქ შეიძლება გამოვიყენოთ კლასიკური ფსკერული, მაგრამ უფრო საინტერესო და აზარტულია ბარაბულის ფიდერით ჭერა (ვისაც არ აქვს ფიდერის ჯოხი გულს ნუ გაიტეხთ, უბრალოდ გამოიყენეთ საკვებურა და ფიდერის მონტაჟი).


სატყუარად ბარაბულის ჭერისას ყველაზე წარმატებულია მისი ბუნებრივი საკვების გამოყენება. ეს არის: კრევეტი, ნერეისი, ნიჟარიანი მოლუსკები (მიდია მაგალითად) და სხვა მწერები რომელთა მოპოვებასაც შეძლებთ ჭერის ადგილას.
საკმაოდ კარგად ეტანება ბარაბული წითელ ჭიასაც.




ბარაბულის კულინარული თვისებებზე ლეგენდები დადის. მისი ნაზი ხორცი შეიცავს ვიტამინების და მინერალების მთელ სპექტრს, ფოსფორს და ადამიანისთვის სასარგებლო მაღალ კალორიულ ცილებს. ამბობენ რომ ძველ დროს პორტში მომუშავე მტვირთავები ბარაბულით იკრეფდნენ ძალას ხანგრძლივი მძიმე მუშაობისთვის




ბაქარ ხარებავა

შეტყობინება დაამუშავა baqarixarebava - ორშაბათი, 16.07.2012, 23:11:03
 
cnawyebiaდრო: ხუთშაბათი, 19.07.2012, 10:47:28 | შეტყობინება # 2
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარია ამაზე ტევზაობა მაგრად მევასება ზღვაში

დამატებულია (19.07.2012, 09:47:20)
---------------------------------------------
19

დამატებულია (19.07.2012, 09:47:28)
---------------------------------------------
39 39


c.nawyebia
 
juba929დრო: ხუთშაბათი, 19.07.2012, 11:14:05 | შეტყობინება # 3
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 46
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (baqarixarebava)
baqarixarebava


კარგი სტატიაა 10 10
 
Irakli(sixo)დრო: ხუთშაბათი, 20.09.2012, 13:50:24 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და მარგებელი თევზია... სამწუხაროდ დიდები აღარ გვხვდება. მაქსიმუმ 150-200 გრამამდე და ესეც იშვიათად
 
giviko2010დრო: კვირა, 13.01.2013, 20:59:59 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უნიკალური გემო აქ 166

უფალო შეგვიწყალენ
 
giorgevichi83დრო: კვირა, 13.01.2013, 22:56:04 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 108
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზგვაზე არასდროს მიტევზავია და არცე ეგ ტევზი არ ვიცი როგორია სამცუხაროდ.
 
racha123დრო: კვირა, 03.11.2013, 17:35:52 | შეტყობინება # 7
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 118
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზგვა არ მიტაცებს სატევზაოდ მაგრამ ტუ მოვხვდი უეცჰველი ვცდი ბარაბულზე ბედს
 
solomonდრო: ორშაბათი, 25.05.2015, 18:31:11 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]


დიდად არ ვარ თევზაობის მოყვარული მაგრამ ნადირობის ჟინს ვაყოლებ სეზონი როცა არ არის :)
გუშინ დავიჭირე 11 თავი ბარაბულკა წითელ ჭიაზე სპინინგით. რო დაღამდა "სტავრიდა" დავამატე 20 თავამდე :)


შეტყობინება დაამუშავა solomon - სამშაბათი, 26.05.2015, 00:22:40
 
ტორადრო: ორშაბათი, 25.05.2015, 19:47:28 | შეტყობინება # 9
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, 10 10
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика