21:35:54
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზის სახეობები » ჭანარი (ჭანარი)
ჭანარი
zura89დრო: კვირა, 17.04.2011, 20:59:56 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭანარი: წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელია, რომელსაც სარეწაო დანიშნულება გააჩნია. გარეგნულად ძალიან წააგავს არალის წვერას, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უფრო მსხვილმარცხლიანი ქერცლით გამოირჩევა, რომელსაც ოქროსფერი დაკრავს. ჭანარების უმეტესობა დიადრომია. არსებობენ მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული გამონაკლისებიც. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სანტიმეტრს აღწევს, მაქსიმალური წონა — 10 კილოგრა.

დამატებულია (18.04.2011, 00:02:00)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (18.04.2011, 00:02:53)
---------------------------------------------
[img]http://[/img]


ზურა
 
zura89დრო: კვირა, 17.04.2011, 22:36:49 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
achiko1996, მდინარეშიც არის და ტბაშიც, ყველაზე კარგად კალიაზე იჭირება და შეიძლება ჭიაზეც აიღოს ძლიერი თევზია 0,5კილოგრამსაც კი საკმაოდ დიდი ძალა აქვს იზრდება დაახლოებით 10 კილოგრამამდე 5

ზურა
 
kichaდრო: ორშაბათი, 18.04.2011, 11:50:59 | შეტყობინება # 3
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 76
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭანარი მაგარი აზარტული და ძლიერი ტევზია მტკვარზე ერთ დროს ბევრიც იყო და დიდებიც. ეხლა იშვიათათ თუ დაჯდება. იჭირება კალიაზე ბოსტანაზე სმესზე და ხავსით თუ იცი ტევზაობა ოგონდ აუცილებლად სუფტა წყალში.

დამატებულია (18.04.2011, 10:50:59)
---------------------------------------------
მტკვრის ჭანარი 4კგ ხავსით

 
guramiდრო: ორშაბათი, 18.04.2011, 14:58:55 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგის დაჩერა მაგრად გასცორებდაkicha, 166 166 166

guramicignadze
 
moyvaruliდრო: ორშაბათი, 18.04.2011, 22:29:04 | შეტყობინება # 5
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოში ჭანარი გავრცელებულია ძირითადად მდინარე მტკვრის ბასეინში, თვით მდინარე მტკვარში გვხვდება მთელ სგრძეზე, კუხეთიდან ვარძიამდე. ბორჯომის ზემოთ გვხვდება ერთეული ეგზემპლიარები, ბინადრობს მტკვრის შენაკად მდინარეებში: ხრამი, არაგვი, ქსანი, ლიახვი. მდინარე ალაზანში გავრცელებულია მინგეჩაურიდან პანკისის ხეობამდე, ბინადრობს ძირითადად მდინარის შუა და ქვედა დინებაში, გვხვდება ასევე თბილისის ზღვაზე, სიონის, პალდოს წყალსაცავებში და გარდაბანის ტბაში.
 
P_A_R_A_D_O_K_Sდრო: სამშაბათი, 07.02.2012, 15:28:54 | შეტყობინება # 6
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 10 კარგია, მეც მინდა მასეთის დაჭერა 5 cat062
 
l)omidzeდრო: სამშაბათი, 07.02.2012, 15:58:26 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭანარზე არ მაქვს არასოდეს ნათევზავები

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
P_A_R_A_D_O_K_Sდრო: ორშაბათი, 27.02.2012, 01:32:39 | შეტყობინება # 8
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1000559 მოგესალმებით ყველას,ძალიან მინდა წელს ვითევზაო მტკვარზე,ძირითად მაინტერესებს ჭანარი და გოლავლი,და ყველა მტაცებელი-თევზების სახეობები.ძირითადად ვაპირებ დაჭერას პაპლავოკზე.
მა არასოდეს არ მითევზავია მტკვარზე და არანაირი წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ეს გავაკეთო.ძალიან გთხოვთ მიკარნახოთ ადგილები თუ სად შემიძლია ქალაქ გარეთ ვითევზაო,როგორ სწორედ ავაწყო ანკესი,რა დროს და რა პირობებში შეიძლება დაჭერა. რაზე უნდა დავიჭირო და დაჭერის წესი.
წინასწარ გიხდით მადლობას! bokali fishing1
 
versionდრო: ორშაბათი, 27.02.2012, 10:16:38 | შეტყობინება # 9
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მტკვარზე ტივტივას გარეშე ითევზავე
 
P_A_R_A_D_O_K_Sდრო: ხუთშაბათი, 01.03.2012, 01:49:23 | შეტყობინება # 10
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ შეიძლება დაწვრილებით, მჭირდება უფრო სრული ინფორმაცია =)) 23_30_126
 
turikagioდრო: კვირა, 11.03.2012, 14:38:21 | შეტყობინება # 11
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალაზანზე მყავს დაჭერილი 4 კილოიანი დიდები მოდიან კალიაზე პატარებს წითელ ჭიაზეც დაიჭერთ 166 166 166
 
butatinoდრო: სამშაბათი, 26.02.2013, 21:58:01 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პატარები მყავს დანაჭერი ბლომად ჭიაზე 166

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 26.04.2013, 19:41:10 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოჯახი: კობრისებრთა
გვარი: წვერა
სახეობა: Barbus capito
ტიპი: მტკნარი წყლის
საარსებო გარემო: ბუნებრივი
კვების ტიპი: მშიდობიანი
ზოგადი დახასიათება

ჭანარი, (რუს. Усач-Чанари) თევზი კობრისებრთა ოჯახისა. წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელი. აქვს ორი წყვილი ულვაში, თავის ქვემო მხარეზე — ნახევარმთვარისებრი პირი. სხეულის გვერდებზე გასდევს ყვითელი ზოლი. არსებობს ჭანარის ორი ფორმა: გამსვლელი და ადგილობრივი. გარეგნულად ძალიან წააგავს არალის წვერას, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უფრო მსხვილმარცხლიანი ქერცლით გამოირჩევა, რომელსაც ოქროსფერი დაკრავს. ჭანართა უმეტესობა დიადრომია. არსებობენ მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული გამონაკლისებიც. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სმ აღწევს, მაქსიმალური წონა — 9 კგ-ს.

ჭანარის პრობლემატური სახეობაა კვლავწარმოების მხრივ. დაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად 14 წელია საჭირო. არასწორი რეწვის შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე დადგება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემოდა.

იკვებება წყლის ფსკერის ბინადარი უხერხემლო ცხოველებით (ზოოპლანქტონებით): ლოკოკინებით, მწერის მატლებით, ქირინომიდებით, ოლიგოქეტებით, ტრიქოპტერებით აგრეთვე წყალში ჩაცვენილი მწერებით: ჭიანჭველებით, კალიებით, მახრებით და სხვა. სხვადასხვა მცენარეებითა და მათი თესლით. საკვებათ იყენებს ასევე ბაყაყებს, თებზებსა და სხვა.

ქვირითობა

ქვირითობისთვის მამალი სქესობრივად მწიფდება 4 წლიდან, ხოლო დედალი 5 წლიდან. გამრავლების პერიოდი აქვთ მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 115 ათასიდან 1 მილიონ ქვირითამდე. ტოფობს რამდენიმეჯერ.

გავრცელება
ჭანარი კასპიის ზღვასა და მასში ჩამდინარე სამხრეთ და დასავლეთ მდინარეების აუზებშია გავრცელებული. ძირითადად ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე. ცალკეული წყაროების მონაცემებით ჭანარი ჩრდილო ესპანეთშიც გვხვდება, თუმცა ტაქსონონიური სისტემის სინქრონიზაციაში ხარვეზების გამო, ეს მონაცემები ბოლომდე სარწმუნოდ ვერ ჩითვლება.

საქართველოში წვერას გავრცელების ადგილები:

ალაზანი, ლიახვი,
არაგვი, მტკვარი,
თიქორი, ხრამი,
თბილისის წყალსაცავი, ხრამის წყალსაცავი,
იორი, ჯანდარის ტბა.
ანკესით თევზაობისათვის
ჭანარი ანკესით თევზაობისათვის საინტერესო ობიექტია. სატყუარას აღებას იწყებს მაისის ბოლოდან და გრძელდება ნოემბრის ყინვებამდე, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისი მასზე თევზაობის საუკეთესო დროა. თევზაობა წყდება როგორც კი პირველი ყინვა დაკრავს. იკვებება ძირითადად გამთენიისას და ღამე. ზამთარში აღარ იკვებება და გამოსაზამთრებლად წვება ღრმა ორმოებში.

ძირითადად გამოიყენება ფსკერულა ანკესი, თუმცა ტივტივიანი ანკესზედაც ხშირად ჯდება. გაზაფხულზე ყველაზე კარგი სატყუარა ბუღლუჯია. კარგი სატყუარაა ფსკერულზე შავი ტარაკანი, ჭიაყელა, რომელიც ანკესის წვერზე ოდნავ გადმოკიდებულია, ასევე კარგად იღებს მწერების მატლებს, ყველს, ცხოველის ან ფრინველის ღვიძლსა და ფილტვის ნაჭრებს, სოსისისა და მოხარშული ძეხვის ნაჭრებს.

ჭანარზე სათევზაოდ ძირითადად გამოიყენება ფსკერულა ანკესი, როგორც მძიმე ფსკერულა ასევე მსუბუქი.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gelka72დრო: შაბათი, 27.04.2013, 15:04:55 | შეტყობინება # 14
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 136
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი რამეა , ისე კი დააგემოვნებდა კაცი პახმელიაზე. რას იტყვით????

qadagishvili
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზის სახეობები » ჭანარი (ჭანარი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика