14:27:44
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
ფიდერით თევზაობა
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:27:25 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფიდერით თევზაობის არსი დამატებითი საკვებისა და საკვებურის გამოყენებაა.
დავიწყოთ ჭურჭლით, რომელშიც უნდა მოზილოთ დამატებითი საკვები. აღნიშნული დაწვრილებითაა განხილული SENSAS–ის წიგნებში „პრაქტიკული სახელმძღვანელო დამატებითი საკვების შესახებ“ და „ჩემპიონთა საიდუმლო“
აქ მხოლოდ აღვნიშნავ, რომ უმჯობესია იხმაროთ სპეციალური 17 ლიტრიანი სათლები (ვედრო), რომლებსაც გთავაზობთ თითქმის ყველა სათევზაო კომპანია.

ეს ჭურჭლები ოპტიმალური სიმაღლის, სიგანისა და მოცულობისაა. ჩვეულებრივი ვედრო ვიწრო და მაღალია, რაც ართულებს ძირიდან საჭმლის ამორევას და ვერ ხერხდება საკვების კარგი გადარევა და სრულფასოვანი დატენიანება. არ ვარგა დაბალი ჯამებიც (ტაშტები), რადგან საჭმელი მორევისას იყრება მიწაზე და ხარჯი ბევრი გაქვთ.
ფიდერით თევზაობისას ხელები მუდმივად გესვრებათ, რაც, თავის მხრივ, გიქმნით პრობლემებს ტყორცნისას (აჭუჭყიანებთ ანკესს), ძუის დაჭიმვისას (აჭუჭყიანებთ კოჭის ტარს), ჯდომისას (აჭუჭყიანებთ ტანსაცმელს) და ა. შ.
ეს რომ თავიდან აიცილოთ, დადგით საკვებიანი ჭურჭელი თქვენგან მარცხნივ, სკამის ფეხთან , ამოსწიეთ ანკესი თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობამდე, ძუის სიგრძე დატოვეთ ისე, რომ ცარიელი საკვებურა თავისუფლად ჩადოთ საჭმლის ჭურჭელში და მარცხენა ხელის ორი თითით – საჩვენებელი და ცერა თითით ჩატენეთ საკვები საკვებურში. ამ დროს დაისვრით მხოლოდ ორ თითს. საკვების ვედროსთან დაიდგით წყლით სავსე ჭურჭელი (პატარა ვედრო, დიდი ჭიქა, საშულო ზომის ჯამი), რომელშიც ჩაიბანთ დასვრილ თითებს. სკამის ზურგზე ან ქამარზე ჩამოიკიდეთ ხელის საწმენდი ნაჭერი (ვაფლის პირსახოცი, ბამბაზიის ნაჭერი ან სხვა), რომელზეც გაიმშრალებთ დაბანილ ხელს ან გაიწმინდავთ დასვრილ თითებს.
ფიდერით თევზაობისას, ისევე როგორც სხვა სახის ჭერისას, უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება წვრილი ძუები და შესაბამისად წვრილი ნემსკავები. აქტიური კენკვის დროს თევზი ღრმად ყლაპავს ნემსკავს, რომლის ამოღებაც სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია. ზოგიერთი იყენებს ბრტყელტუჩას, ზოგი კი – სამედიცინო დამჭერს, კორცანგს ან პინცეტს. მეც ხშირად ვხმარობდი სამედიცინო დამჭერს, მაგრამ სპინინგისაგან განსხვავებით, ფიდერით თევზაობისას, უმჯობესია პლასტამასის ექსტრაქტორის ხმარება.

რატომ? იმიტომ, რომ ბრტყელტუჩას ან კორცანგის ხმარებისას ხშირად ზიანდება ნემსკავი ან ნემსკავის კვანძი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ. ასეთი დაზიანებისას ნემსკავი იღუნება, ხოლო კვანძზე შეხების შემდეგ ძუა ზიანდება და შეიძლება ადვილად გაწყდეს. პლასტმასის ექსტრაქტორის გამოყენებისას კი ასეთი დაზიანებები გამორიცხულია. არის კიდევ ერთი მიზეზი. როდესაც ნემსკავი ღრმადაა გადაყლაპული და მას ვერ ხედავთ, პინცეტით და მომჭერით მისი ამოღება ძალიან ძნელია. პლასტმასის ექსტრაქტორისთვის კი ვიზუალური კონტაქტი აუცილებელი არაა – დაჭიმავთ ძუას, ექსტრაქტორის ღარს ჩასვამთ დაჭიმულ ძუაში, ჩაასრიალებთ მასზე და ბოლოთი დააწვებით ნემსკავს, რომელსაც ადვილად ამოიღებთ.
იმის გამო, რომ ფიდერში ჩარტყმის სიგნალიზატორი ანკესის წვერია, თქვენ მუდმივად უყურებთ მას, რაც იწვევს თვალის დაღლას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ პოლარიზებული სათვალის ხმარებას. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყენოთ ფიდერის სპეციალური დაფა, რომელსაც ანკესის წვერთან ამაგრებთ. იგი ორფეროვანია, ერთი მხრიდან თეთრია, მეორე მხრიდან შავი, აქვს დახაზული ზედაპირი. დაფის გამოყენებისას, ვერტიკალური ხაზების გამოისობით, ერთის მხრივ, ადვილად ხედავთ წვერის მოძრაობას, და მეორეს მხრივ, ანკესის წვერზე მხედველობის მუდმივი კონცენტრაციისას, როდესაც ფონად ცის ან წყალის ნაცვლად დაფააა, თვალი ნაკლებად გეღლებათ.
როგორც წესი, თევზი აქტიურია დილით ადრე და საღამოს. თევზის აქტიურობასთან ერთად, ამ პერიოდებში აქტიურია კოღოც. პირადად მე, კოღოს წუილზე ტანში მბურძგლავს და ჟრუანტელი მივლის, რომ აღარაფერი ვთქვა კბენისას გამწარებაზე და მერე სისხლის დენამდე ქავილზე. ამიტომ აუცილებლად ვხმარობ კოღოს საწინააღმდეგო ქიმიურ საშუალებებს. გირჩევთ იმას, რაც გამოცდილი მაქვს. ეს არის ჰოლანდიური კომპანია TRAVELSAFE-ს საშუალებები, რომლების იყიდება ბეკასსა და მაგელანში და რომელთა ეფექტურობას 2 წელია ვცდი და კმაყოფილი ვარ. შეგიძლიათ აფთიაქებში შეიძინოთ უფრო იაფფასიანი სპრეები და ლოსიონები, მაგრამ მათი მოქმედება 2 საათზე მეტ ხანს არ გრძელდება მაშინ, როცა TRAVELSAFE-ს ლოსიონი 6–8 საათი გიცავთ სისხლისმსმელი მწერისაგან. აქ ერთი რამაა გასათვალისწინებელი – ისევე როგორც ეს საშუალებები აფრთხობენ კოღოს, ასევე აფრთხობენ თევზს. ამიტომ მისი წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელი და ისე მოზილეთ საკვები და წამოაცვით სატყუარა ნემსკავს.
ასევე, გაყიდვაში გვაქვს ამავე კომპანიის წარმოების სპეციალური ბადიანი ქუდი, რომელიც მეფუტკრის ქუდს ჰგავ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაღალი სიცხის დროს ამ ქუდში გაოფლიანდებით და დაგცხებათ. თუმცა, კოღოს კბენას მე ყველაფერი მირჩევნია.
იმათ ვისაც მანქანა გყავთ, გირჩევთ ატაროთ ქოლგა, რომელიც წვიმისგანაც დაგიცავთ და მზისგანაც.

თუ მალე იწვებით მზისგან გამოიყენეთ ქოლგა. თუმცა, ამასთან შეგიძლიათ გამოიყენოთ მზისგან დამცავი მალამოები. ასეთი მალამოს შეძენისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენ პროცენტიანია იგი – რაც უფრო მაღალია პროცენტი, მით მეტად გიცავთ ულტრაიისფერი სხივებისაგან. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყალი არ უნდა აცილებდეს მალამოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგექმნებათ, რადგან თევზაობისას მშრალად თვის დაცვა თითქმის წარმოუდგენელია. დამატებითი საკვები ფიდერით ჭერაში

ფიდერით ჭერის პრაქტიკაში დამატებითი საკვების თემა ჩემი აზრით ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დამწყებ მეთევზეებში, რადგან ისინი, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ ფიდერით თევზაობის წარმატება 100%-ით თუ არა, 80%-ით მაინც დამოკიდებულია გამოყენებული დამატებითი საკვების შემადგენლობაზე. გავბედავ და გამოვთქვავ ჩემს აზრს, რომ ასეთი მიდგომა შეცდომაა. მე ვთვლი, რომ ფიდერით ჭერაში წარმატების მისაღწევად ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს თევზაობის სტილის და წესების უზუსტეს დაცვას (რაზეც უკვე ბევრი ვისაუბრეთ), ვიდრე დამატებითი საკვების რეცეპტს. საუკეთესო საკვებიც რომ შევიძინოთ ან დავამზადოთ, თუ სწორად არ შევარჩევთ დასაკვებ წერტილს, არ შევასრულებთ ზუსტ ტყორცნას და ცუდად ავაწყობთ მონტაჟს, თევზაობის შედეგები იმედების გამაცრუებელი იქნება.
ამიტომ, ამ თემის დასაწყისში უფრო მერთებულად მივიჩნევ, რომ, მანამ, სანამ უშუალოდ საკვების რეცეპტებზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც შეიძლება დამწყებმა ფიდერით მოთევზავემ დაუშვას დამატებით საკვებთან მიმართებაში.

შეცდომა 1. ვიყიდეთ ყველანაირი ბურღულეული, კოფტონი, არომატიზატორები და კიდევ სხვა მრავალი რამ, რაც ინტერნეტში წავიკითხეთ და ეს ყველაფერი გაურკვეველი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს. ასეთი მიდგომა ყველაზე ხშირია დამწყებ ფიდერით მოთევზავეებში, მეც სწორედ ასე დავიწყე. რა თქმა უნდა, ასეთი ნარევის ზოგიერთი კომპონენტი მიმზიდველი იქნება თევზისთვის, მაგრამ მთლიანობაში მისი ეფექტურობა საკმარისი არ იქნება და არც ფინანსურ დანახარჯებსაც არ გაამართლებს.
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ შემდეგი წესი: უნდა შევქმნათ ე.წ. "ბაზა", ანუ სულ რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი მარტივი საკვები, რომელსაც შემდგომში შეურევთ სხვადასხვა დანამატებს - უკვე მომავალი თევზაობის პირობებიდან გამომდინარე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოველ გასვლაზე მეთევზე ინდივიდუალურად არჩევს თავის სამიზნეს და დამატებითი საკვების მომზადება უფრო საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი ხდება.

შეცდომა 2. საკვების არასაკმარისი ან გადამეტებული დასველება. ფიდერით თევზაობაში არსებობს "ოქროს წესი" - საკვებურაში მოთავსებული საკვების კონსისტენცია უნდა იყოს ისეთი, რომ ფსკერზე დაშვებისას მაშინვე დაიწყოს მისი გამორეცხვა. თუ საკვები არასაკმარისად იქნება დასველებული, ის გადმოიყრება საკვებურიდან ან მონტაჟის ტყორცნის დროს, ან წყალზე დაცემისას, ანუ ფსკერს ვერ მიაღწევს. ან პირიქით, ზედმეტად დასველებული "პლასტილინისებური" საკვები ვერ დატოვებს საკვებურას და უკან ამოყვება მას ძუის ამოხვევისას. შესაბამისად, დატენიანების სატანადო ხარისხის მისაღწევად მცირეოდენი ვარჯიში გვჭირდება. ამაში დაგვეხმარება შემდეგი მარტივი ხერხი. ნუ დაასხავთ წყალს მთელ თქვენს საკვებს, რაღაც ნაწილი დატოვეთ მშრალი. ხოდა, თუ წყალი ბევრი მოგივათ, ყოველთვის შეძლებთ დატენიანების შემცირებას მშრალი საკვების დამატებით. და ერთიც, წყალი საკვების დასასველებლათ უნდა ავიღოთ უშუალოდ იმ ტბიდან ან მდინარედან, სადაც ვთევზაობთ, რადგან იგი არ შეიცავს იქაური თევზისთვის უცხო კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება დააფრთხონ იგი.

შეცდომა 3. რაც მეტს ჩავყრით, მეტს დავიჭერთ. ეს მოსაზრება არასწორია ორი მიზეზის გამო - ერთი ის, რომ ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ და არა გავაძღოთ თევზი და კიდევ ის, რომ ცხელ ზაფხულში, როცა წყალი თბილია, ფსკერზე დიდი რაოდენობით დაყრილი საკვები მალე იწყებს ლპობას და აფრთხობს თევზს. პრინციპში, ფიდერით თევზაობის დროს ძნელია დიდი რაოდენობის საკვების ტყორცნა საკვებურათი, მაგრამ მაინც გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ზედმეტად ბევრი საკვები შეიძლება მავნე აღმოჩნდეს თევზაობისთვის. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ზაფხულის სიცხეში დიდი რაოდენობის საკვები შეიძლება უკვე ნაპირზევე გაგვიფუჭდეს. ასეთი საკვებით თევზაობისას ჩვენ დიდი ხნით დავითხოვთ თევზს ცვენს ირგვლივ მდებარე აკვატორიიდან.

მოკლედ ეს არის ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა ამ თემის დასაწყისში, თუ ფორუმელთაგან ვინმეს კიდევ გაქვთ ინფორმაცია დამატებითი საკვების სწორ გამოყენებაზე ფიდერით ჭერაში - დაპოსტეთ. მე კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს აზრს, რომ თუ ვინმე კარგად იჭერს თევზს ფიდერით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მეთევზემ იცის დამატებითი საკვების რაღაც "საიდუმლო" რეცეპტი, ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მას კარგად აქვს გააზრებული ფიდერით თევზაობის ფილოსოფია, ფლობს კარგ ტექნიკას და კარგად იცის, თუ რა დანიშნულება აქვს მისი დამატებითი საკვების ყოველ კომპონენტს.

ფიდერით თევზაობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნაპოვნ წერტილში საკვებურას ზუსტ ჩაგდებას, ამისათვის ორიენტირად იღებენ მოპირდაპირე ნაპირზე რაიმე უძრავ ობიექტს.ერთი და იგივე დისტანციის დასაჭერად დაკვებილ ადგილზე სატყუარის გადაგდების შემდეგ ძუას ვათავსებთ სპეციალურ კლიპსაში და შემდგომი ყველა გადაგდება განხორციელდება ჩვენს მიერ შერჩეულ დისტანციაზე,რადგან მაქოზე მყოფი კლიპსა იმას იქით არ გაუშვებს ძუას.
წყარო: monadire.info monadire.com


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:38:44 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 9007268.jpg (15.9 Kb) · 6013725.gif (7.6 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:44:57 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:47:21 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:48:57 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:50:00 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 13:51:23 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ორშაბათი, 29.04.2013, 14:18:19 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მაგარი სტატიაა 10 10 166
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 29.04.2013, 21:45:10 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
CIVXELA55დრო: სამშაბათი, 30.04.2013, 15:49:17 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაზიერელებო ეს არის ფიდერით ტევზაობაზე საინტერესო სტატია
მიმაგრებულია: 3830970.jpg (130.1 Kb) · 1475869.jpg (165.6 Kb) · 6884652.jpg (151.3 Kb)


შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 30.04.2013, 16:57:35
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 13.05.2013, 17:17:34 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ორშაბათი, 13.05.2013, 20:29:05 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


შეტყობინება დაამუშავა benito - ორშაბათი, 13.05.2013, 20:30:04
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 13.05.2013, 20:54:46 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, აი, ეგ მძივების ასხმა ვერ ვიმუღამე, მაგის(მძივების) ჩანაცვლება სხვა მასალით და უფრო მარტივი ხერხით შეიძლება.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ორშაბათი, 13.05.2013, 21:08:33 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაქვს 5 ლარი გადავიხადე აწყობილი ფიდერია უბრალოდ ძუაზე უნდა მიაბა და სატყუარა წამოაგო,სულ ეგ არის,მაგრამ მე მაინც არ ვენდობი ამას და ეხლა მინდა დავშალო და ჩემით ავაწყო უფრო საიმედო კვანძები უნდა გაუკეთო.ერთი უკვე ჩამიწყდა საპატრიარქოს ტბებზე კამიშს გამოედო და ქარხნულმა(made in china) თავისი ხარისხის სრული სახე მაჩვენა.1 ცალი ჩემზე იყოს გიუშ 167 მე თვითნაკეთიც მაქვს,იმდენი ვიწვალე ამის გაკეთებაზე,მაგრამ ის სარკისებრი კარპი მაგაზე დაჯდა 167 მაგარი პრიმიტიული რაღაცაა მაგრამ იმუშავა რას ერჩი 23
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 13.05.2013, 21:10:03 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (benito)
მაგარი პრიმიტიული რაღაცაა მაგრამ იმუშავა რას ერჩი

ზოგადად ეგეთები უფრო ამართლებს ხოლმე.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ორშაბათი, 13.05.2013, 21:14:43 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ანტენის პრუჯინისგან და ბორჯომის პლასმასის თავსახურისგან დავამზადე, 30 გრამიანი ტყვია დაუმაგრე და ეგ არის gimili ხო ამართლებს,მაგრამ ის 5 ლარიანი ფიდერიც მაგარი რაღაცაა,უბრალოდ შენ გემოზე უნდა გადააწყო,საიმედოობისთვის.ალბათ ანალოგიური ორიგინალი ფიდერი საკმაოდ კარგი ფასი ეღირება 23
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 13.05.2013, 21:27:08 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ესეთების გაკეთება უპრობლემოდ შეიძლება, ესენიც მშვენივრად მუშაობენ, კი კარგია ნაყიდი ორიგინალი ფიდერები, მაგრამ სახლშიც შეიძლება გავაკეთოთ და ვამუშაოთ.
მიმაგრებულია: 1102592.jpg (72.4 Kb) · 5322027.jpg (35.4 Kb) · 0801115.jpg (62.5 Kb) · 5123484.jpg (17.2 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ორშაბათი, 13.05.2013, 23:13:48 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოოო,კარგებია.მშვენიბვრად მუშაობს ეს ფიდერები 166 :166: 166

დამატებულია (13.05.2013, 22:13:48)
---------------------------------------------

ფიდეის მამაა 166
 
giiiiviდრო: სამშაბათი, 14.05.2013, 03:07:05 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო იქნებ ამიხსნათ და ეგ პრუჟინა რათ უნდა ან რის მოვალეობას ასრულებს? 23 23 23
 
CIVXELA55დრო: სამშაბათი, 14.05.2013, 09:19:34 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giiiivi, ეგ პრუჟუნა არის დამატებითი საკვების ჩასაყრელად ანუ მაგაში ზელავენ და ავსებენ დამატებით საკვებს რის შემდეგაც თევზი ადვილად ტყუვდება ნებისმიერ სატყუარაზე იქნება ეს ხოჭო ჭია ტუ სხვა რამე
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 17.05.2013, 16:23:07 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: პარასკევი, 17.05.2013, 22:08:49 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მაგარი ვიდეოა 166
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 17.05.2013, 22:36:16 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, ამ ვიდეოდან ნასწავლ რაღაც-რაღაცეებს გამოვცდი ხვალ.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: პარასკევი, 17.05.2013, 22:54:34 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, საით გაგიწევია 23 23 23 4d15
 
landiaდრო: შაბათი, 20.07.2013, 00:12:59 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგყველაპერი კარგი და გასაგებია მარა რაც მე 3 დგს განმავლობაში ტევზი ვკვებე და ვასვი ტან ტელეფონიც შევწირე და დავიჭირე 6 ცალი 15 სანტიმერიანი კარასები :)))რავიციტევზი არარის თუ მე ვერვქაჩავ რვიცი რა საპარიარქოს ბაზე დავდიოდი 3 დგე ზედიზედ ვიარე ძაგლი დამყავდა ტან გრილდებოდა და მე ვიტომ ვერტობოდი

თ.მაჭარაძე
 
giohunt1982დრო: შაბათი, 20.07.2013, 13:12:54 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (landia)
რა საპარიარქოს ბაზე დავდიოდი 3 დგე ზედიზედ

მაგ ადგილისთვის კიდე კარგად დაგიჭერია gimili
ჩვენთან ერთად იარეე 166


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ხუთშაბათი, 10.04.2014, 15:31:08 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფიდერით თევზაობის უნივერსალურობაზე ლეგენდები დადის.ფიდერი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტბებზე სადაც დამდგარი წყალია და ასევე მდინარეში სწრაფ თუ მდორე დინებაში.თავისთავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილ წყლებზე სათევზაოთ საჭიროა სწორად შეარჩიოდ ფიდერის ანკესი და მონტაჟი,ხარისხიანი დამატებითი საკვები და ხარისხიანი სატყუარა ზრდის იმის შანსს რომ თქვენ ხელცარიელი არ დარჩებით.გთავაზობთ ფიდერით თევზაობის,უკრაინის ნაკრების წევრის სერგეი პოპოვის ძალიან შემეცნებით ვიდეოს,რომელშიც თქვენ ისწავლით როგორც ფიდერის მონტაჟის დამზადებას ასევე მის სწორ გამოყენებას.https://www.youtube.com/watch?v=NhMHWIulWXI

დამატებულია (07.04.2014, 12:43:28)
---------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=8Y700ofFMDI

დამატებულია (07.04.2014, 12:44:29)
---------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v....T2F0vpT

დამატებულია (10.04.2014, 13:29:49)
---------------------------------------------
ეს საკვებური ე.წ."სოსკა" დავამზადე გუშინ,არაფერი განსაკუთრებული,მაგრამ მომავალში დავხვეწავ ტექნიკას.ზამბარა ანტენის კაბელის შუაგულიდან ამოღებული სპილენძის მავთულიდან გავაკეთე,შუაგულში რო თეთრი მილია ეგ იგივე კაბელის ნაწილია რომლიდანაც სპილენძის მავთული ამოვაძრე.ბოლოები უფრო საიმედო რო ყოფილიყო მცირე გრამაჟიანი ტყვიის ბურთულებით დავამაგრე.შესაბამისად თუ უკეთესი მატერიალები გაქვთ შეგიძლიათ ბევრად უკეთესი საკვებურა დაამზადოთ.სპილენძის მავთული რაც უვრო სქელია მით უფრო მყარი და დახვეწილი საკვებურა გამოგივათ,რაც შეეხება მილს სადაც ძუა უნდა გაატაროთ შეგიძლიათ "ჩუპა-ჩუპსის" პლასტმასის მილი გამოიყენოთ.გისურვებთ წარმატებებს. 166

[img][/img]

[img][/img]


შეტყობინება დაამუშავა benito - ხუთშაბათი, 10.04.2014, 18:43:11
 
landiaდრო: პარასკევი, 11.04.2014, 01:19:45 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარია ფიდერი მარა ცოტა ძვირი სიამოვნებაა.მაგრამ საკმაოდ კარგი ეფექტიაქ და მეტი აზარტი მე პირადად ღია საკვებურებს ვხმარობ და ინლაინ მონტაჟს ეხლახანს შევიძინე მეთოდ ფიდერის საკვებურა და ჯერ არგამომიყენებია რაც ტბებია ყველა დაშრასა ვანაში თუგამოვიყენებ აწი :)

თ.მაჭარაძე
 
benitoდრო: ოთხშაბათი, 21.05.2014, 16:44:33 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს მეთოდი მაინტერესებ ძალიან და წალკაში უნდა ვცადო რო წავალ

დამატებულია (21.05.2014, 15:44:33)
---------------------------------------------

 
dudu-dudaდრო: პარასკევი, 06.06.2014, 18:53:02 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საკმაოდ კარგი რაღაცაა 166 წალკის წყალსაცავზე ყველამ დავინახეთ მისი ძალა gimili gimili

 
guramiდრო: პარასკევი, 06.06.2014, 21:19:29 | შეტყობინება # 31
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფიდერით არა მარა მოკუდიანებით ქევიჭერ ხომე 35 35 თუვისწავლე კაი იქნება 35

guramicignadze
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 16.06.2014, 08:22:02 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, მართალი ხარ! 166

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
fisherleqsoდრო: ხუთშაბათი, 19.06.2014, 01:04:35 | შეტყობინება # 33
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმებით ბიჩებო, ყველგან გაამართლა ფიდერით თევზაობამ, სიონზე მაგრად ვისიამოვნე. მაგის გარეშე აგარ ვთევზაობ, თანაც ადვილი გასაკეთებელია, მთავარია სმესი შეურიო ნორმალურად და მაგრად ამართლებს ფიდერი 166 ცალკაშიც კარგად იმუშავა

საქართველოო ლამაზო...
 
Falconryდრო: სამშაბათი, 22.09.2015, 18:32:19 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote benito ()
ეს მეთოდი მაინტერესებ ძალიან და წალკაში უნდა ვცადო რო წავალ
დამატებულია (21.05.2014, 15:44:33)
---------------------------------------------

ეს კაშა რა არი რა ქვია ქართულად


ინადირე ზომიერად!
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 23.09.2015, 08:02:08 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, ფაფაა! gimili ანუ „კაშას" ეძახიან ფაფის კონსინსტენციის ნარევ მასას.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
deziდრო: ხუთშაბათი, 10.12.2015, 20:21:46 | შეტყობინება # 36
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადარბაზევის ტბაზე მაგრად მოდიოდა ფიდერზე ერტი ზაპხული, მერე საერტოდ სეწყვიტა და ისევ სიმინდზე და კოპტონზე დაიწყო მოყოლა
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика