18:44:47
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მდინარეზე გატარებით თევზაობა ხავსით
maxo777დრო: სამშაბათი, 03.03.2015, 10:53:41 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან საინტერესო და რთული პროცესია,ბევრი წავიკითხე ინტერნეტში და კიდევ ბევრი მინდა გავიგო ამის შესახებ,ვაპირებ დავეუფლო ამ სახის თევზაობას.ალბათ მარტო მე არ მაინტერესებს ამის შესახებ და სწავლის სურვილი ბევრს ექნება.ვინც იცით და გარკვეული ხართ ამ საკითხში,დავწეროთ ცოტა რამ ამის შესახებ ნუ დაიზარებთ.

დამატებულია (03.03.2015, 09:48:23)
---------------------------------------------
თევზაობა წყლის ხავსით ( I ნაწილი)

მწვანე, ძაფისებური წყალმცენარეები არამტაცებელი თევზების უმრავლესობის ჩვეულებრივ კვებით რაციონს წარმოადგენენ. ამ საკვებს თევზი სიამოვნებით მიირთმევს, მაგრამ როგორც წესი, მათ ნელა ყლაპავენ. თუმცა, ყველა ანკესით მოთევზავეს როდი სჯერა ამ მეტად უჩვეულო სატყუარასი (მას ასევე ”მწვანე წყლის ხავსს” უწოდებენ), მაგრამ სულ ტყუილად.
ამ სატყუარზე ყველაზე კარგად იჭირება ნაფოტა, ქაშაპი, ხშირად ტობი და კობრი (ხრამული, ჭანარი); ისეც მომხდარა, რომ ამ სატყუარათი მტაცებელი თევზები - ქორჭილა და ჭერეხიც დაუჭერიათ.
წყლის ხავსით თევზაობისას ტივტივა ნელა გადაადგილდება მდინარის დინების მიმართულებით და ნარნარად უჩინარდება წყალში, თითქოს ნემსკავი რაღაცას გამოედოო. გამოუცდელი მეთევზე ამ დროს ავტომატურად იწყებს ანკესით პატარ–პატარა ამოკვრების გაკეტებას, რომ ნემსკავი გაათავისუფლოს. რამდენიმე ასეთი ტყუილუბრალო გატოკება და გამოუცდელი მეთევზე უკვე ფიქრობს, რომ დააყენოს სხვა სატყუარა, რადგან ამ „ხავსზე“ თევზი არ მოდის, ესე იგი, მთელი ეს საუბრები წყლის ხავსით თევზაობის უპირატესობებზე მხოლოდ და მხოლოდ უაზრო მითებია და მეტი არაფერი. მაგრამ საქმე ასე როდია.

მრავალი წლის წინ მალახოვკაში ვცხოვრობდი, მოსკოვის გარეუბანში, სადაც წყლის ხავსით თევზაობის პირველი წარმატებული გამოცდილებაც მივიღე. მოთმინებით აღვიჭურვე და 8 კგ. ნაფოტათი დავჯილდოვდი.
წყლის ხავსით ძირითადად ქვიანი ფსკერის მქონე საშუალო და სწრაფი დინების მდინარეებზე თევზაობენ - ჩქერების ზევით და ქვევით, ასევე ღრმაწყლიან მუხლებში. წყნარ წყალშიც წარმატებით მითევზავია ნაფოტაზე ”ხავსით”, მაგრამ ამ შემთხვევაში მიწევდა ”ხელოვნური“ გატარების გაკეთება - მონტაჟს მაქსიმალურად შორს ვისროდი და ნელ-ნელა ვწევდი ჩემსკენ პატარ–პატარა შესვენებებით.
მაშ ასე, თანმიმდევრობით აღვწეროთ, თუ როგორ უნდა ვითევზაოთ ხავსით. დავიწყოთ აღჭურვილობით.

დაგვჭირდება 5-6- მ. სიგრძის კარგად დაბალანსებული ანკესის ჯოხი, რადგან მთელი თევზაობისას ის ხელში უნდა გვეჭიროს. ინერციული კოჭა (მე ვიყენებ ”ნევსკაიას”), რადაგანაც მოგვიწევს გატარების სიჩქარისა და სიღრმის მუდმივი კონტროლი, რათა ნემსკავზე წამოცმული წყლის ხავსი გამუდმებულ მოძრაობაში იყოს. ეს მეტად მნიშვნელოვანია დინებაზე თევზაობისას ზოგადად და ამ სატყუარასთვის კი განსაკუთრებით.

ძირითადი ძუა (ø0,24-0,30 მმ) კარგი ხარისხის უნდა იყოს, რბილი და ”მეხსიერების” გარეშე. სადავე მზადდება ø0,14-0,16 მმ მყარი მონოძუისგან, უფრო წვრილის დამაგრებას აზრი არ აქვს შემოდგომითაც კი, გამჭვირვალე წყალში - ჩემი გამოცდილებით ”ხავსით” თევზაობისას თევზი იშვიათად აქცევს ყურადღებას სადავის სისქეს. სადავის სიგრძე ჩვეულებრივ 65-დან 80 სმ-მდე მერყეობს. ის რომ ძალიან მოკლე იყოს, სატყუარა არაბუნებრივად იმოძრავებს წყალში, ხოლო 80 სმ-ზე გრძელი სადავე ნამდვილად ცუდი არ იქნება, შეგიძლიათ სინჯოთ, მაგრამ ამ დროს მეტი გამოცდილება გჭირდებათ.

სიმძიმე უნდა იყოს ინ–ლაინ ტიპის, მოკვერცხილი ფორმის (”ზეთისხილი”, ”მსხალი”), გაზაფხულზე და ზაფხულში დამატებითი პატარა სიმძიმე (подпасок) აუცილებელი არ არის, მაგრამ შემოდგომით კი შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება ”საფანტიანი” სადავით, რომელსაც აქეთ-იქით გადაადგილებ - ზანტ შემოდგომის თევზს უყვარს სატყუარა, რომელიც თავისით უხტება პირში.
რაც შეეხება, ნემსკავს - ვიყენებთ №№4-5 ზომას (რუსული კლასიფიკაციით) , რომელსაც აქვს მრგვალი მოხრილობა და მოკლე ტარი, ხოლო თუკი რომელიმე კონკრეტულ ადგილას არსებობს იმის ალბათობა, რომ 200-300 გრამიან ნაფოტაზე დიდი ზომის თევზი დაიჭირო, ვიყენებთ №6 ნემსკავს.

შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი კონსტრუქციის 4-5გ ტვირთამწეობის ტივტივა, მთავარია, თქვენთვის მოსახერხებელი იყოს თევზის ჩარტყმის მომენტის დანახვა. მე ვსარგებლობ ტივტივათი , რომელსაც აქვს ქვედა სამაგრი წერტილი და პენოპლასტის ბურთულა ანტენის ბოლოზე, რომელიც შეღებილია ყვითელი შუქამრეკლი საღებავით. წყნარ წყალში თევზაობისთვის მას სხეულის სამი მეოთხედით ვძირავ. ისეც ხდება, რომ ნაფოტა დიდხანს წიწკნის ”ხავსს” ნემსკავზე – ამ დროს ისე ხდება რომ ტივტივა მთლიანად იძირება წყალში და ასე განაგრძობს დინების მიმართულებით ნელა მოძრაობას. ამოკვრა ასეთ დროს ნაადრევია, უნდა დაველოდოთ ტივტივას სრული გაჩერების მომენტს, რაშიც გეხმარებათ კიდეც ტივტივას ანტენის ბოლოზე მიმაგრებული მკვეთრი ფერის ბურთულა და რა თქმა უნდა საპოლარიზაციო სათვალე.

ახლა უშუალოდ სატყუარას შესახებ. ”წყლის ხავსი” უმეტესად ჩქერების ქვებზე იზრდება [img][/img]
ადრეულ გაზაფხულზე ამ სატყუარაზე კენკვა მეტად აქტიურია, მაგრამ წყალმცენარეების პოვნა ამ დროს საკმაოდ პრობლემურია - წყალი ცივი და მღვრიეა. ამ დროს ხშირად შეხვდებით წელამდე შიშველ მეთევზეებს, რომლებიც ყინვისგან გაწითლებული ხელებით წყლიდან თითო -თითოდ იღებენ წყალმცენარეების კონებს, ამ დროს კი ჰაერის ტემპერატურა +5-7°С -ია და ჩრდილოეთის ცივი ქარიც ქრის.
რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ამ რთულ შრომას გაგიადვილებთ:
ხავსის ზრდა დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე და უპირველესად ის უნდა ვეძებოთ ყველაზე თხელი წყლის მქონე ჩქერეზე. ხანდახან მთელი ”ბალახეულობა” ერთ-ორ ქვაზეა კონცენტრირებული. თუკი უახლოეს შემოგარენში თქვენსკენ მოიძებნება პატარა მდინარე, თევზაობის წინ იქ მოიმარაგეთ ”ბალახეული” - მაცივარში წყლის ხავსი ერთი-ორი დღე ძლებს.
გაზაფხულზე ნუ დაკარგავთ დროს გრძელი და სატყუარასთვის მოსახერხებელი წყალმცენარეების ძებნაზე: ხშირად ამ დროს ნაფოტა და ქაშაპი ხარბად ეტანება ყველაფერს, რასაც ოდნავ მაინც დაჰკრავს მწვანე ფერი.
ცივ წყალში ხავსის შეგროვება შეგიძლიათ ასე გაიადვილოთ – შეიძლება დამზადეს მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს ცივ წყალთან ხელით შეხებას. მე, მაგალითად, სქელ და გრძელ ”მაღალვოლტიან” დიელექტრულ ხელთათმანებს მივაწებე მოტოციკლის კამერის დამატებითი მილძაბრები. ნაკეთობის სიგრზე მხრებს სწვდება, და როცა წყალში ჩასვლა მჭირდება, ვიცმევ ბამბის ხელთათმანებს, სვიტერს, შემდეგ რეზინის ხელთათმანებს, ზედა ნაწილს გადავკეცავ და მორჩა - მზად ვარ საქმისთვის!
განსაკუთრებით დაგეხმარებათ ეს ”ხელის ჩექმები” გვიან შემოდგომაზე, ქვებზე რუისელის (მწერი, რომლის მატლიც მხოლოდ წყალში ცხოვრობს) ძიებისას. ”წყლის ხავსის” მოპოვება სრიალა რეზინის ხელთათმანებით იოლი საქმე არ არის, მაგრამ შეგიძლიათ წყლიდან ამოიღოთ ქვები და ”ბალახი’ ისე გადაარჩიოთ.

და კიდევ ერთი – ”წყლის ხავსი” შეიძლება მოიმარაგო. ადრე მას შემოდგომაზე
ვახმობდი, გაზაფხულზე ვასველებდი და კარგი თევზჭერის შემთხვევაში სიცოცხლე მიხაროდა: პირადი რეკორდი - 11 ნაფოტა ”ბალახის” ერთი კონით, გამოცვლის გარეშე! ახლა ბალახს ვყინავ საყინულეში და გაზაფხულზე სათევზაოდ წასვლისას ნაჭერ-ნაჭერ მიმაქვს - უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელმეორედ გაყინვას ”წყლის ხავსი’ ვეღარ გაუძლებს.
მაგრამ გამოცდილება გვკარნახობს: საუკეთესო სატყუარა ადგილობრივი და ცოცხალი, ქორფა ხავსია, და თუკი არის შესაძლებლობა, უმჯობესია ”ბალახი” იქვე, პირდაპირ წყლიდან ამოიღოთ და ჩამოაცვათ ნემსკავზე. შედეგი არ დააყოვნებს[img][/img]
თევზაობა წყლის ხავსით ( II ნაწილი)

განვითარების პროცესში ”წყლის ხავსი” იცვლება: თავიდან ძალიან ნაზია, რბილი და ღია მწვანე, შემდეგ მუქდება, მყარდება, იძენს ბზინვარებას და განსაკუთრებულ ”ხავერდოვნებას”, შემდეგ კი უხეშდება და თევზისთვის უინტერესო ხდება.
რომელი ”ხავსია” უკეთესი - ღია მწვანე თუ მუქი მწვანე? ჩემი დასკვნა ასეთია: ჩქერების უშუალო სიახლოვეს, ე.ი. იქ, სადაც ნაკადი ყველაზე ხშირად მოწყვეტს წყლის ხავსს ქვებიდან, უმჯობესია მეორე ან მესამე ”ხარისხის სიმტკიცის” ხავსი, და შესაძლებელია, რომ უხეშ ბალახზე უკეთესად მოვიდეს თევზი.
სავარაუდოდ, საქმე იმაშია, რომ ქორფა წყალმცენარეებს დინება ძალიან წვრილ ნაწილებად შლის და თევზები ამგვარ ”პლანქტონს” დიდი გაჭირვებით აგროვებენ, ამიტომ ის ”არარენტაბელურია”. მუქი მწვანე წყალმცენარეები (რომლებიც უფრო მაგარია) წყლის სიღრმეში მაცდუნებელ ძაფებად იშლება , რომლებსაც ნაფოტა, ქაშაპი და ტობი სიამოვნებით ეტანება . ყველაზე მაგარი ”ბალახი” ქვაზე ყველაზე ცუდადაც მაგრდება , ესე იგი წყლის სიღრმეში ჩქერებთან ყველაზე მეტიცაა და თევზისთვისაც ყველაზე ნაცნობია.
რაც უფრო შორდებით ჩქერებს, მით უფრო ნაკლები ქვებიდან მოგლეჯილი წყალმცენარე დაცურავს წყალში, ამიტომ მდინარის ღრმა მუხლებში უნდა გამოიყენოთ ”ხავსის” ყველაზე ნაზი ძაფები - ნაფოტასა და ბალახის მჭამელების სხვა წარმომადგენლებსაც ხომ ყველაზე რბილი და ნაზი ნაწილები ურჩევნიათ, რომელთა მოსაპოვებლადაც თევზი ფსკერზე ეშვება, რომ მოწიწკნოს ისინი ქვებიდან და ფსკერზე არსებული სხვა ობიექტებიდან.
ნურასდროს უგელვებელყოფთ ადგილობრივ წყალმცენარეებს, რომლებიც წააგავს ”წყლის ხავსს“. ერთხელ , აგვისტოს ბოლოს, იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი ”ხავსი” მიმქონდა ხოლმე, ნაპირთან დამხვდა ყლარტის თუ ლემნის (წყლის პერის) ფართო ზოლი, და თევზი სწორედ მას ეტანებოდა და არა ჩემს წამოღებულ საუკეთესო ”ხავსს”.
და კიდევ - ”ხავსი” ყოველთვის მაინცდამაინც ქვებზე არ გვხვდება: ის შეიძლება ნახოთ ძველი ხიდების ხიმინჯებზე, ჩაძირულ კუნძებზე, სხვა, ”უცხო” წყალმცენარეების გარემოცვაში.

შემიძლია შემოგთავაზოთ ხავსის ნემსკავზე წამოცმის მოსახერხებელი და უფრო საიმედო მეთოდი, ვიდრე მეთევზეებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაშია აღწერილი:
ვიღებთ 8-10 სმ. სიგრძისა და ასანთის ღერის სისქის ”ხავსის” კონას, მას 3-4-ჯერ შემოვახვევთ სადავის ძუაზე ნემსკავის მიმაგრების ადგილიდან ოდნავ ზემოთ (ფოტო 4) და ფრხილად მოვჭიმავთ ნემსკავისკენ, ისე, რომ გვიჭირავს კონის ორივე ბოლო. ამგვარად, რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის სატყუარა ნემსკავის რგოლიდან იწელება და თავისუფლად მოძრაობს წყალში, ამ დროს კი ნემსკავის წვეტი ღია რჩება[img][/img]
რამდენად დიდი ”ხავსის“ კონა უნდა წამოვაცვათ ნემსკავს, დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებსა და თევზის მადაზე. გთავაზობთ ჩემს ორ დაკვირვებას:
მდინარის მუხლებსა და სწრაფი და ნელი დინების საზღვარზე თევზი ამჯობინებს წყლის ხავსის წვრილ და გრძელ კონებს;
თანაბარი დინების უბნებზე, ასევე იქ, სადაც სიღრმის მონაცვლეობაა თევზს უფრო მსხვილი და მოკლე ”ბალახის” ნაჭრები ურჩევნია.
თევზაობის დროს აუცილებლად უნდა ანაცვლებდეთ წყლის ხავსის კონების სიგრძესა და ფორმას - გურმანები და წუნიები მარტო მდინარის ბინადრებში კი გვხვდება!
ახლა ვისაუბროთ თევზჭერაზე კონკრეტულ ადგილებში. ძირითადი წესი ამბობს: მდინარის ნებისმიერი მონაკვეთი (სიღრმეს მნიშვნელობა არ აქვს), რომელზეც შეიმჩნევა წყლის რაიმე მოძრაობა - ყვლაზე ნელიდან დაწყებული და სწრაფით დამთავრებული, საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა იქ თევზი, რომელიც იკვებება წყლის ხავსით.
განვიხილოთ ჩვენი მხარისთვის ტიპიური მდინარის უბანი. ჩქერებიდან ძირითადი ნაკადი ეშვება სიღრმეში ვიწრო ღარიდან. დინება აქ ძალიან ძლიერია. თუკი ის გადააწყდა დაბრკოლებას ან უშუალოდ ჩქერის ქვეშ დიდი ორმო გამორეცხა, ნაკადი ნაწილი გვერდით გადაიწევს და შეიძლება წარმოიქმნას უკუდინება. ოდნავ ქვევით ნაკადი თითქმის ისევე სწრაფად მიედინება შედარებით სწორ მონაკვეთზე და სიღრმე ნელ–ნელა მატულობს. ბოლოს და ბოლოს წყალი გამოდის ე.წ. მუხლზე - მდინარის საკმაოდ ფართო მონაკვეთზე, სადაც სიღრმე მნიშვნელოვანია და დინება არც ისე ჩქარი.ადგილი სეზონის მიხედვით უნდა ამოირჩიოთ. ღრმაწყლიან მუხლში თევზი შეგროვებას იწყებს ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა მდინარეში წყლის დონე აწეულია. ამ დროს თევზი ხშირად ”ხავსს” უფრო ეტანება, ვიდრე რაიმე სხვას.
ჩემი ვარაუდით, გამოზამთრებით დასუსტებულ ნაფოტას წყლის ხავსი იზიდავს, როგორც ვიტამინების წყარო. წყლის დათბობისა და მისი დონის შემცირების თანავე თევზი უკვე შედარებით თხელი ადგილებისკენ გადაინაცლებს –ჩქერებთან უფრო ახლოს.
ქვირითობის შემდეგ მდინარის ღრმა მუხლებზე ცოტა თევზია, ამ დროს ის ჩქერებთან უფრო ჩერდება და ღრმა ადგილებისკენ მან შეიძლება გადმოინაცვლოს მხოლოდ სექტებრის ბოლოდან პირველ ყინულამდე, როცა ის გამოზამთრებისთვის ემზადება და დროდადრო საოცარი მადის დემონსტრირებასაც ახდენს.
სწორედ შემოდგომით შეიძლება მეთევზეს ბედმა გაუღიმოს და 3-5-მეტრიან სიღრმეებზე რომელიმე ”მონსტრს” შეეჭიდოს.
წარმატებული თევზჭერის დროის განსაზღვრა ღრმა წყალში რთული საკითხია. გაზაფხულობით ამას მნიშვნელბოა არც აქვს: თუკი თევზი მოდის, ესე იგი, სულ მოდის, აი, შემოდგომით კი თევზის კვებითი აქტიურობის მომენტი, როგორც წესი, მკაცრადაა განსაზღვრული და ემპირიულად გამოირკვევა.
მდინარის მუხლზე თევზაობა უმჯობესია სეზონის დასაწყისსა და ბოლოში, ამ დროს უნდა გამოიყენოთ „გატარება დაყოვნებებით“. თევზი ამ დროს ბალახის ”საძოვრად” ეშვება ფსკერის ქვებზე, ამასთან, რაც მეტი ქვაა, მით მეტი ”ბალახია”. ასეთ ადგილებში დიდია ნემსკავის ქვებში ჩაჭედვის ალბათობა, მაგრამ თქვენ უნდა მოახერხოთ და ძუის სათანადო დაჭიმვის გზით „გადაატაროთ“ ნემსკავი ასეთ ადგილებზე, სადაც უნდა გააჩეროთ რაც შეიძლება მეტ ხანს - მანამ, სანამ სატყუარა მნიშვნელოვან მანძილზე არ გასცდება ასეთ ფსკერული წინააღმდეგობების მქონე ადგილებს (სურ. 8).
9.gif
და ბოლო მოსაზრება მდინარის მუხლის თაობაზე. ხანდახან მდინარეში გაუგებარი მიზნით გადაადგილდება თევზების უზარმაზარი გუნდები, ამიტომ აგვისტოს დასაწყისიდან რეგულარულად ამოირჩიეთ 10-15 წუთი, რომ შეამოწმოთ, ხომ არ არის მდინარის მუხლში ნაფოტას ან ქაშაპის გუნდი. შედეგმა შეიძლება ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბოს!
მონაკვეთები ჩქერებსა და მდინარის მუხლს შორის გაცილებით სტაბილურია თევზის კენკვის თვალსაზრისით მთელი სეზონის განმავლობაში. თევზაობა უმჯობესია უშუალოდ ჩქერის და ძირითადი დინების საზღვარზე, ასევე სწორ უბანზე ჩქერის შემდეგ, სადაც არის სიღრმის მონაცვლეობა.
მართალია, ამერიკა არ აღმომიჩენია, როდესაც აღვწერე ადგილები, სადაც შეიძლება თევზი იყოს, მაგრამ ახსნა მაინც ღირდა. როდესაც წყლის ჭავლი თხელი ჩქერებიდან სიღრმისკენ მიემართება, მდინარის ძირითადი ნაკადი როგორც წესი, საკმაოდ დიდი სიჩქარით მიედინება, და მის ნაპირებზე წარმოიქმნება შედარებით წყნარი უბნები (დინება აქაც საკმარისად სწრაფია). წყალი მათი საშაულებით ძირითადი ნაკადისკენ მოძრაობს და თითქმის მისი პერპენდიკულარულია.
იმისათვის, რომ ძირითადი ნაკადის ასეთი სასზღვრო ზონები ”დავლაშქროთროთ”, საჭიროა დავიაროთ თვითონ ჩქერი და დავდგეთ (უმჯობესია, ჩამოვჯდეთ ქვაზე, თუკი ეს შესაძლებელია ) იქ, სადაც ნაკადი მკვეთრად გადადის სიღრმეში. კიდევ უკეთესია, თუკი არის შესაძლებლობა, რომ ერთი ადგილი ორი მხრიდან ”დავლაშქროთ”, მაგალითად, ჩქერიდან და მის ქვემოთ მდებარე პოზიციიდან, ისე, რომ ჩქერს მიუდგეთ ქვემოდან და რაც შეიძლება შორს შევიდეთ წყალში
თევზაობა წყლის ხავსით ( III ნაწილი)
წყლის ხავსით თევზაობა ამ ადგილზე წელიწადის ნებისმიერ დროსა და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება. გაზაფხულზე თევზის ჭერის პირობებს მხოლოდ წყალდიდობა ზღუდავს: როგორც კი წყალი დაიკლებს და მოსახერხებელ ადგილებთან მისასვლელები გათავისუფლდება, ნუღა დააყოვნებთ - სწორედ იქ იყრის თავს ქვირითობის წინ დამშეული ნაფოტა .
იშვიათად, რომ რომელიმე მეთევზემ გვერდი აუაროს მდინარის უკუდინებიან მონაკვეთს. სათევზაოდ ის რასაკვირველია ნაკადების საზღვარს ირჩევს. შემიძლია ერთი რამ გირჩიოთ: უფრო მეტი დრო დაუთმეთ იმ ადგილს, სადაც უკუდინება ძირითად ნაკადში ბრუნდენა - იქ უფრო მსხვილი თევზი იცის.
ძირითადი ნაკადი, რაც უფრო მეტად შორდება ჩქერს, წარმოქმნის სხვადასხვა სიღრმისა და სიჩქარის დინების უბნებს. აქ ყველაზე მომთმენ მეთევზეებსაც შეუძლიათ სცადონ ბედი ქაშაპის წყლის ხავსით დაჭერაში: ნაფოტა უფრო ნაკლებად სწრაფი დინების უბნებზე, ძირითადი ნაკადის სიახლოვეს იქნება, ხოლო ქაშაპი - ყველაზე სწრაფი დინების უბნებზე.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნელ დინებაში ქაშაპი არ წაეტანება სატყუარას - უბრალოდ, სწრაფ ნაკადში ნაფოტა არ იქნება! ამიტომ, თუ ნაფოტას ჭერას ბავშვურ გართობად მიიჩნევთ, მოიმაჯვეთ შედარებით მძიმე ტივტივა და დაუღალავად ამოძრავეთ წყალში. მჩქეფარე წყალში არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება გატარებასთან დაკავშირებით ( მაინც არაფერი გამოვა), საკმარისია ძუა მცირე დაჭიმვით ეშვებოდეს კოჭადან.
და კიდევ: როგორც შევამჩნიე, ქაშაპი უპირატესობას ანიჭებს ”წყლის ხავსის’ ნაკლები მოცულობის კონებს.

მეთევზეების უმეტესობას ნაფოტა ქაშაპზე ნაკლებად არ აინტერესებს. ამ შემთხვევაში გატარება შემდეგნაირად ხდება - სიღრმისდა მიხედვით ვისვრით დინების ზემოთ იმ გათვლით, რომ ტივტივამ ვერტიკალური მდგომარეობა მიიღოს იმ დროს, როცა აღმოჩნდება პირდაპირ მეთევზის წინ, შემდეგ ვიწყებთ მცირე შეკავებას, სანამ ტივტივას ანტენის ბოლო არ დაიწყებს წყალში ჩამალვას, და შემდეგ უკვე ვცდილობთ, რომ მონტაჟი გავაყოლოთ დინებას რაც შეიძლება ზუსტად ასეთი ზღვრული დაჭიმულობით.
გატარების ყოველ 2-3 მ-ში 1-2 წამით უნდა გავზარდოთ ძუის დაჭიმულობა ტივტივას თითქმის სრულ ჩაძირვამდე, რის შემდეგაც მას უნდა მივცეთ ზედაპირზე ამოსვლისა და პირვანდელი მდგომარეობის დაკავების შესაძლებლობა. რაღაც მომენტში აშკარად ხდება ”წაკენკვა” – ანუ ჩვენ ვხედავთ, როგორ უჩინარდება ანტენის ბოლო მთლიანდ წყლის ქვეშ ან როგორ ჩერდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ მდინარეში დაბადებულ სატყუარას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჭამს არც თუ ძლიერ მოშიებული თევზი, თუ იგი წყალში ბუნებრივად მოძრაობს.
საკვებით მდიდარ ”მწვანე” ჩქერებზე ნაფოტა არასდროს არ არის მშიერი, და ის შემთხვევები, როცა თევზი „მაგრად მოდის“ და სულ ერთია საით ისვრი ანკესს და როგორ ამოძრავებ მას, სავარაუდოდ, ”გამვლელ” ნაფოტას უკავშირდება. მაგრამ თევზი ხომ ყოველთვის გვინდა რომ დავიჭიროთ, ამიტომ უნდა მოვახერხოთ და საკვების მირთმევა თევზისთვის რაც შეიძლება ბუნებრივად” შევძლოთ.
თუ ”წყლის ხავსის” და წყლის კუთრი წონა ერთია, მაშინ წყალი ხავსს არხევს, აქანავებს და თევზისთვის ნაცნობ ერთი და იმავე ტრაექტორიით მიაქანებს. ნაფოტა ძაფს მარჯვნიდან მოელის, თქვენ კი ძუის მოძრაობით ”ბალახს” საპირისპირო მხარეს წაანაცვლებთ - მაძღარი თევზი მას არ წაეტანება. შეკავებებით მცირედი ექსპერიმენტირების შემდეგ მალევე მიხვდებით, თუ როგორ გატარებას მოელის თქვენგან თევზი.
იმ ადგილებზე, სადაც ნაფოტა მიჩვეულია ”წყლის ხავსის” მირთმევას, მისი დაჭერა დღის მანძილზე ნებისმიერ ამინდში შეგვიძლია, ყოველ შემთხვევაში მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მაინც, მთავარია არ დაგვეზაროს საჭირო მიდგომის პოვნა.ყველაზე დიდ პრობლემას ასეთ ადგილებზე ნაფოტას აბსოლუტური ფლეგმატურობა ქმნის - მის წაკენკვას შეიძლება გატარების 10-15 მ-მდე დასჭირდეს და უდროო ამოკვრით დასრულდეს, როდესაც თქვენი დაღლილი თვალები ტივტივას გაჩერების შესახებ არასწორ სიგნალს მოგაწვდიან - დინებათა საზღვარზე ყოველთვის ცუდი ხილვადობაა. საუკეთესო ვარიანტია, რომ ამოკვრა არ იჩქაროთ. თუმცა იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ბრძენ მაძღარ ნაფოტას შეუძლია ”ბალახიც” გადასანსლოს და ნემსკავიც ამოაფურთხოს.
თევზჭერისთვის ძალზედ მოსახერხებელია ისეთი მონაკვეთი, რომლის ფსკერი 30-50 მ-ზე თანდათანობით დაბლდება, ანუ სწრაფი დინება სრულდება ორმოში ან მუხლში გასვლით. ამ შემთხვევაში მეთევზე უნდა დადგეს გატარების სავარაუდო ტრაექტორიიდან მაქსიმალურად ზევით (დინების თავში) და შეძლებისდაგვარად ღრმად შევიდეს წყალში.მინდა აღვნიშნო, რომ დინებაზე ჭერისას მეთევზე თუნდაც ერთი ნაბიჯით მაგრამ მაინც უნდა შევიდეს წყალში - ნაპირზე ძელივით ”დარჭობილი” მეთევზე ძალზედ ანერვიულებს თევზს, ხოლო წყალში შესული, ბარბაცით მოარული ადამიანი კი, ალბათ ღიმილს გვრის წყალქვეშა ბინადრებს თავისი სიზანტით. თევზს ჰგონია, რომ იოლად დაუძვრება ნებისმიერ საფრთხეს და მიიმალება. ჩვენ კი გვაწყობს რომ თევზმა ასე „იფიქროს“!
ჩქერსა და მუხლს შორის მონაკვეთზე ყველაზე ნაყოფიერია თევზჭერა მაისის შუა რიცხვებიდან (როდესაც მდინარე ნაპირებს უბრუნდება) ოქტომბრის დასაწყისამდე. ოქტომბრის მესამე დეკადიდან წყლის ხავსზე კენკვა ჩქერის ქვემოთ არასტაბილურია.
საუკეთესო ტაქტიკაა: მოათავსდეთ ორი-სამი პერსპექტიური წერტილის უშუალო სიახლოვეს და დღის მანძილზე დაუღალავად მონაცვლეობით ”დაცხრილეთ” თითოეული მათგანი.
ჩვეულებრივ ამ დროს ხერხდება თევზის 1,5-2 საათიანი გამოსვლის და აქტიურობის „დაჭერა“. გამობრძმედილი და დაკვირვებული მეთევზეებისთვის: შემოდგომაზე, დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დღის განმავლობაში მდინარეში წყალი რატომღაც თბება იმავე 1,5-2 საათით (დაახლოებით 10-დან 15 საათამდე მონაკვეთში) - უცნაური დამთხვევაა არა?
ყველაზე გვიანდელი მსხვილი ქაშაპი - 1,2 კგ იწონიდა - ”ბალახით” დავიჭირე 1999 წლის 15 ოქტომბერს. ათამდე ნაფოტა დაჭერილი მყავს 9 ნოემბერს თოვისას. ერთმა ადგილობრივა მიამბო, როგორ დაიჭირა ”წყლის ხავსით” 700-900გ-იანი ტობი შუა ნოემბერში და დაახლოებით ამავე პერიოდში უამრავი კილოგრამიანი ქაშაპი დღის განმავლობაში, წყალი ისეთი გამჭვირვალე ყოფილა, რომ მეთევზეები ქაშაპის გუნდსაც კი ხედავდნენ და იმას, თუ როგორ ეტანებოდა ტუჩებით თევზი ”ბალახს”. ყველა ამ მოულოდნელი, არასტანდარტული კენკვის შემთხვევა მოხდა იქ, სადაც დინების სწორი მონაკვეთი გადადის ორმოში. იქ, სადაც დინება მეჩეჩზე გადის, გვიან შემოდგომით თევზის დაჭერა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ზევით ორმოა (ჩემ შემთხვევაში 2-3 მ სიღრმის). 2002 წლის 19 ნოემბერს ასეთ ადგილას ”ბალახით” 0,5 კგ-იანი 4 ქაშაპი დავიჭირე, მონტაჟს ორმოს კიდეზე მეჩეჩამდე ვატარებდი.
ნებისმიერ მდინარეზე არის ადგილები, სადაც ”წყლის ხავსზე” თევზი კარგად იჭირება, მაგრამ ეს იშვიათად ხდება და არა ყოველ წელს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა კომპაქტური წერტილები, რომლებიც გაზაფხულის წყალმოვარდნის ბოლოს წარმოიქმნება ხოლმე, როდესაც წყალი ნორმალურ დონეზე 20-30სმ–ით მაღლა დგას და მოსახერხებელ ”საზაფხულო სადგომს” ვერ მიუახლოვდები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭაობის ჩექმის სიმაღლე მეთევზის წყალში შესვლის გარკვეული ზღვარია. სპეციალური კოსტუმით გაზაფხულზეც საკმაოდ ღრმად შეიძლება შესვლა, მაგრამ, ჯერ ერთი შეიძლება პირდაპირ თევზების გუნდში ამოყო თავი, და მეორე, წელამდე წყალში მდგომს უჭირს გატარების გაკონტროლება.
ჩემ საყვარელ ჩქერზე რამდენიმე ადგილია, რომლებიც დროდადრო ყოველგვარი სისტემის გარეშე მუშაობს. მათ მუდმივად ვამოწმებ გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და ადრეულ შემოდგომაზეც.
ერთ-ერთი საგაზაფხულო წერტილი მეგულება დინების მუხლში გასასვლელთან, სწორედ იმ ტრაექტორიაზე, სადაც ზაფხულობით ჩექმებით ვდგები ხოლმე. ბოლო 10 წლის განმავლობაში მაისის პირველ დეკადაში ”წყლის ხავსით” სამჯერ ვითევზავე ნაყოფიერად ნაფოტაზე, ერთხელ ქაშაპზე და ქაშაყზეც კი, დანარჩენმა მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა.
მეორე ადგილი, სადაც ხანდახან ზაფხულობითაც მიმართელბს ხოლმე , არის მეჩეჩზე გამავალი 1,5მ სიღრმის და 10-15 მ სიგრძის ნაღვარი ნაპირის მახლობლად, თანაბარ მაგრამ სწრაფ დინებაში. იგი დაახლოებით 7 წლის წინ წარმოიქმნა - მანამდე იქ მუხლამდე წყალი იყო. 2004 წელს რამდენჯერმე გამიღიმა ბედმა – 1,5-2 კგ /სთ ”სიჩქარით” მოდიოდა ნაფოტა. პერიოდულად ქაშაპიც ეგებოდა ანკესს, სამწუხაროდ მხოლოდ 300გ-იანი - ასეთებს ვუშვებ ხოლმე. მომდევნო წლებში ნადავლი გაცილებით მოკრძალებული გახდა, თუმცა ქაშაპები უფრო დიდი ზომის (1კგ-მდე) მხვდებოდა.

დამატებულია (03.03.2015, 09:53:41)
---------------------------------------------
ეს ინტერნეტში ვიპოვე.ერთ ერთი რუსი რიბაკი წერს ამას ჩემი არ გეგონოთ


გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
tyupi007დრო: კვირა, 10.05.2015, 01:15:39 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
maxo777, ვიდეოსაც თუ დადებ კარგი იქნება gimili

bazieri.ge
 
guramiდრო: ოთხშაბათი, 29.07.2015, 15:33:31 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეც გუშინდელი ნადავლი ხავსსზე[URL=http://www.radikal.ru][/U

guramicignadze
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика