14:31:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » სხვა ქვეყნები » B.C. Miroku (B.C. Miroku)
B.C. Miroku
დათო_მონადირედრო: კვირა, 24.02.2013, 14:25:49 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
B.C. Miroku


მიროკუს ისტორია 1893 წლიდან იწყება, როცა კუნძულ სიკოკუზე ქალაქ კოტიში საიარაღო საამქრო გაიხსნა, ამ საწარმოში ძირითადად სანადირო თოფები მზადდებოდა.
მეორე მსოფიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის ეკონომიკა საექსპორტო პროდუქციის წარმოებას დაეფუძნა. ამავე მიმართულება აიღო მიროკუმაც, რომელმაც მოწინავე ევროპული პროდუქციის კოპირებას მიჰყო ხელი.
პირველი კოპირებული თოფი გახდა ბელგიური ბრაუნინგის მოდელი Superposed, რომელსაც ამერიკული ბაზარი წარმატებით ჰქონდა მოპოვებული.
იაპონელებმა შეინარჩუნეს ყველა ძირითადი კონსტრუქცია და კვანძი, მხოლოდ ტიბჟირი გახადეს სახსნელი და საკეტის მცირე კორექტირება გააკეთეს.
მოდელი შეიქმნა, მაგრამ ბაზრის სეგმენტის წარმატებით დასაკავებლად საჭირო იყო საიმედო და წარმატებული პარტნიორი. ასეთი პარტნიორი მოიძებნა და ის გახდა ამერიკული სავაჭრო კომპანია Charles Daly , რომელიც იარაღით ვაჭრობის ბიზნესში 1875 წლიდან იყო ჩართული.
1963 წლიდან ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდა მიროკუს ვერტიკალური მოდელი Charles Daly B.C. Miroku და იმთავითვე მოიპოვა კომერციული წარმატება(მისი დამზადება 1976 წლამდე ხდებოდა). ამას განაპირობებდა ის, რომ ხარისხი ბელგიურ საბაზო მოდელ Superposed-ზე ნაკლები არ იყო, ხოლო ფასი კი გაცილებით ნაკლები ჰქონდა(მაგ. Field ვარიანტი 279 დოლარი ღირდა).
იაპონური კოპიები 12 და 20 ყალიბის იწარმოებოდა, ხოლო შესრულების ვარიანტი კი რამდენიმე გააჩნდა. ყველაზე ძვირფასი იყო Diamond Regent, რომელიც მდიდრული გრავირებით და ძვირფასი მეტალების ინკუსტაციით იყო შესრულებული.

Miroku B. C. Charles Daly


Superposed


კომპანია ,,ბრაუნინგმა" მისი Superposed-ის კლონების წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოლაპარაკებები აწარმოა მიროკუსთან, რაც წარმატებით დაგვირგვინდა და შემდეგი სამი წლის განმავლობაში გამოვიდა ერთობლივი ნაწარმი, ერთლულიანი BT-99. 1972 წელს გამოდის ბრაუნინგისა და მიროკუს ერთობლივი ნაწარმი ლულათა ჰორიზონტალური წყობით BSS, რომელიც 2 ვარიანტით იწარმოებოდა(ბოქსლოქი და საიდლოქი).

BSS


ბრაუნინგისა და მიროკუს კავშირები კიდევ უფრო მყარი 1973 წელს გახდა, როცა გამოვიდა მოდელი Citori. ეს მოდელი ძალიან ბევრი მოდიფიკაციით გამოდიოდა და გამოდის. მოდელის დახასიათებისას ექსპერტები გამოყოფენ 3 მთავარ ასპექტს, ესენია: ხელმისაწვდომი ფასი, უდიდესი საიმედოობა და აბსოლიტური ფუნქციონალურობა.

Citori


ციტორი დღემდე გამოდის და ძალიან მაღალი მოთხოვნილებით სარგებლობს(ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა 16 ყალიბიანი).

1977 წელს მიროკუმ ბელგიურ Fabrique Nationale-თან ერთად შეიძინა კომპანია ,,ბრაუნინგის" აქციების პაკეტი და ლეგენდარული ნახევარავტომატის ,,ავტო-5"-ის წარმოება იაპონიაში გადავიდა. ამასთან ერთად ბელგიური B 125-ის ნაწილები იაპონურ მიროკუში მზადება. 125-ე მოდელს მოყვა 225, 325, 425, 525...

მორიგი ერთობლივი ნაწარმია 2004 წლის მოდელი Cynerjy, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ბაზარს

Cynerjy

თანემედროვე ეტაპზე მიროკუ 4 საწარმოს მოიცავს(ყველა განლაგებულია ქალაქ კოტიში), რომლებშიც დანერგილია ტექნიკისა და ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევები.
ფირმის პროდუქციის დახასიათებისას ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სანადირო იარაღის სამყარო გაცილებით ღარიბი იქნებოდა იაპონური Miroku-ს გარეშე.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » სხვა ქვეყნები » B.C. Miroku (B.C. Miroku)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика