16:49:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
AYA, Aguirre Y Aranzabal
ზურა333დრო: კვირა, 09.04.2017, 19:35:41 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ბასკეთში კარგი ხარისხის ინგლისური სტილის იარაღის წარმოების ერა დაიწყო პირინეის ნახევარკუნძულზე ომის დროს, როდესაც ესპანეთიდან ნაპოლეონის ჯარი იქნა გაყვანილი ესპანელი პარტიზანების მიერ, ბრიტანული სამხედრო ძალების დახმარებით, რომელსაც ჰერცოგ ველინგტონი მეთაურობდა. ველინგტონის ოფიცრებმა წამოიღეს სახლში ესპანური ფოლადით დამზადებული ლულები (რომელიც მსოფლიოში ცნობილი იყო თავისი გამძლეობით), რომელთაგანაც ლონდონში მეიარაღე ძმებმა მენტონებმა დაამზადეს სანადირო თოფები. ასე გაჩნდა კავშირი ლონდონსა და ბილბაოს, ბასკური პორტის, სამთო მომპოვებელ და სავაჭრო ცენტრს შორის. სწორედ ამ დროს, 1915 წელს, დაარსდა მსოფლიოში ცნობილი ფირმა AYA, „Aguerre Y Aranzabal“, მიგელ აგირეს და ნიკოლას არანსაბალის მიერ, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს უმაღლესი ხარისხის ესპანური თოფების წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების ცენტრი ყოველთვის იყო ბასკეთი, მრავალი წლის განმავლობაში კატალონიაში, ბარსელონასთან ახლოს, წარმატებით მუშაობდა იარაღის მცირე მწარმოებელი, ცნობილი გერმანელი მეიარაღე ედუარდო შილინგი, ამ ხელოსანზე ლეგენდები დადიოდა მთელს ბასკეთში. სწორედ ამ მეიარაღესთან მუშაობდნენ მიგელ აგირე და ნიკოლას არანსაბალი, თავიანთი ცოდნის გასაღრმავებლად, 1915 წელს ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და დააარსეს ფირმა „Aguirre y Aranzabal“ - „AYA“. ამ კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება სხვა საიარაღო ფირმებისთვის ცალკეული ნაწილების წარმოებით. ამ პერიოდში ვიქტორ სარასქუეტა იყო მთავარი მწარმოებელი გრძელლულიანი იარაღების, ასევე სხვა დიდი თუ მცირე საწარმოები აწარმოებდნენ სხვადასხვა სახის იარაღს. პირველი მაღაზია ფირმა „AYA“-მ გახსნა ქალაქ ეიბარში, ეკლესია ქარმელის მახლობლად. ფირმის გაფართოებასთან ერთად, კომპანია მუდმივად მოძრაობდა, პირველად გადავიდა Calle Julian Etxebarria-ში, ქალაქის ცენტრში, შემდეგ დიდი ახალი ქარხანა გახსნა Vista Alegre-ში. ფირმის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ოსტათთა რაოდენობა და მაღალი ხარისხის იარაღების მწარმოებლის რეპუტაცია. XX საუკუნის დასაწყისი ესპანეთში იყო ძალიან დაძაბული. 1880 წლიდან ესპანეთში იყო კონსტიტუციური მონარქია და მეფობდა ალფონსო XIII. ალფონსო იყო მომხიბლავი ახალგაზრდა კაცი, კარგი მსროლელი და იარაღებით გატაცებული. ალფონსოს გემოვნებამ იქონია გავლენა იმ დროის მოდის ტენდენციებზე, ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა სხვადასხვა სახის სროლა. ეს დიდი პლიუსი იყო ეიბარში იარაღის სახელოსნოებისათვის. მაგალითად, ცნობილი იარაღის ხელოსანი ვიქტორ სარასქუეტა დაინიშნა სამეფო მეიარაღედ. 1936 წლის ივლისში, გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ მოაწყო ამბოხი ესპანეთის ჯარში და დაიწყო სამოქალაქო ომი. მეიარაღეებმა აქტიურად დაიწყეს იარაღის და აღკაზმულობის გამოშვება ფრანკოს ჯარისთვის. ომის დროს ბევრ ხელოსანს მოუწია გაქცევა ეიბარიდან, თუმცა ნაციონალისტების მოსვლასთან ერთად ზოგი დაბრუნდა (მათ შორის AIA) და გააგრძელეს იარაღის წარმოება. ამ პერიოდში მიგელ აგუირე და ნიკოლას არანსაბალი გახდნენ ესპანეთში ყველაზე ცნობილი მეიარაღეები, საუკეთესო იარაღის წარმოების გამო. 1938 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ფირმამ დაანება თავი სხვა ფირმებისთვის ცალკეული ნაწილების გამოშვებას და დაიწყო მხოლოდ მზა თოფების გამოშვება, ლულაზე ამოტვიფრული ნიშნით „AYA“. მეორე მსოფლიო ომს გავლენა არ მოუხდენია ესპანურ იარაღზე, რადგან ქვეყანას ოფიციალურად ეკავა ნეიტრალიტეტი. ამით ქვეყანამ მოიგო კიდეც, რადგან იარაღის საწარმოები მუშაობდნენ შეუფერხებლად. AYA ამ დროს ძირითადათ უშვებდა სტანდარტულ გლუვლულიან ჰორიზონტალურ თოფებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროდუქტი იყო კარგი ხარისხის და სრულიად დამოუკიდებელი, ეს არ იყო მსოფლიოში საუკეთესო იარაღი. ისინი უშვებდნენ საშუალო ხარისხის კონკურენტუნარიან თოფებს. ეს სიტუაცია გრძელდებოდა 1950-იან წლებამდე, სანამ არ მოხდა ერთი ამბავი, რამაც შეცვალა AYA-ს ისტორია. ორი ინგლისელი მეიარაღე ძმები წავიდნენ ესპანეთში დასასვენებლად და შევიდნენ ბარსელონაში იარაღების მაღაზიაში. მათ გაუჩნდათ იდეა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია AYA-ს ფირმაზე და მთლიანად ბასკურ იარაღის ბაზარზე. ამ ძმებს ერქვათ ენდრიუ და პიტერ კინგები, მაღაზიაში მათ ნახეს საფანტის ჰორიზონტალლულებიანი კარგი ხარისხის სხვადასხვა თოფები, რომლებსაც ერთი რამ ქონდათ საერთო - ყველას ძალიან დაბალი ფასი ედო. AYA-ს ეიბარში ქონდა არამარტო ყველაზე დიდი ქარხანა, არამედ მისი გენერალური დირექტორი ავგუსტინ არანსაბალი იყო მეგობრული ადამიანი, რომელიც დაეთანხმა კინგების წინადადებას, რომლებმაც უთხრეს რამდენად მიმზიდველი იქნებოდნენ AYA-ს თოფები ბრიტანული ბაზრისთვის. ამ ბაზარზე იყო დაუნდობელი კონკურენცია და ყველა გაყიდულ თოფს, ფასის მიუხედავად, ადარებდნენ თოფებს, რომლებსაც აწარმოებდა „Purdey“ და „Holland & Holland“. ვერცერთი ესპანური ფირმა ვერ შევიდა ამ ბაზარზე და AYA -სთვის ეს იქნებოდა კარგი შანსი ძმები კინგსების დახმარებით, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი დახმარებოდნენ ფირმას, ბრიტანული ბაზრისთვის ინგლისური სტილის თოფების გამოშვებაში. 1958 წლამდე ფირმა AYA საფანტის თოფების ხაზით აწარმოებდა ბევრი სახის მოდელს, საბაზისო ცალლულიანიდან დაწყებული საკმაოდ ეგზოტიკურ ვერტიკალლულებიანი თოფებით დამთავრებული, მაგალითად N37-ს დაპატენტებულ German Merkel-ს, აწარმოებდა როგორც შეჭრილმექანიზმიან ასევე გვერდითმექანიზმიან თოფებს, როგორიცაა N53B-ს მძიმე კალაპოტით და გვერდითი დამჭერით, ამ მოდელს უმეტესად იყენებდნენ შეჯიბრებისთვის მტრედებზე სასროლად. ძმები კინგსები დაბრუნდნენ ესპანეთში ორი იარაღით, რომელიც AIA-ს უნდა გამოეყენებინა ნიმუშად, პირველი მათგანი იყო გვერდითმექანიზმიანი Holland & Holland და მეორე შეჭრილმექანიზმიანი Westley Richards Anson & Deeley-ის სტანდარტული საკეტით. სწორედ ამ მოდელების საფუძველზე შეიქმნა 4 ცნობილი მოდელი - Nº 1, Nº 2, Nº 4 და Nº 4 De Luxe. ისინი გახდნენ AYA-სფირმის ძირითადი ხაზი. ინგლისში ძმებმა დააარსეს კომპანია „ანგლო ესპანეთის იმპორტი“ (ASI) AYA-ს იარაღის გასაყიდად. მათ დაიქირავეს ინგლისელი ხელოსნები, რათა ჩასულიყვნენ ესპანეთში და ესწავლებინათ ინგლისური თოფების ტექნიკა. 1960 - იანი წლების დასაწყისში ენდრიუ კინგი ოჯახით გადავიდა საცხოვრებლად ესპანეთში, რომ უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლა AIA-სთან. 1950 წლებში AYA-ს ქონდა პირველი მცდელობა თავად გაეყიდა იარაღი შეერთებული შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იარაღი უკვე დიდი ხანია იმპორტირებული ქონდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ისეთ ფირმების მეშვეობით, როგორიცაა Sears Roebuck, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ბრენდების. თუმცა გრძელვადიანი თანამშრომლობა არ გამოვიდა, ერთ-ერთი გამონაკლისი იყო მხოლოდ იარაღი Matador, შეჭრილი მექანიზმით 12 და 10 კალიბრის, იგი იყიდებოდა შეერთებული შტატებში მრავალი წლის მანძილზე. 1960-1970 წლებში, სამწუხაროდ AYA-ს, ისევე, როგორც სხვა უცხოელი მწარმოებლების პროდუქციაზე პოტენციური კლიენტებისგან მოთხოვნილება შემცირდა, მას შემდეგ, რაც ბაზარზე იაფი, მანქანა დანადგარებით დამზადებული თოფები შემოვიდა. ინფლაციის შედეგად ფასები გაიზარდა, იარაღის მწარმოებლებმა ზარალი განიცადეს დაბალი მოთხოვნის გამო, საწარმოები ერთმანეთზე მიყოლებით იხურებოდა. 1980 წელს AYA და კიდე 20 ფირმა გაერთიანდა ერთ კომპანიად, სახელწოდებით «Diarm S.A.». ახალი ქარხანა აშენდა Itziar-ში, თუმცა, იმის გამო, რომ წარმოიქმნა დიდი რიგი პრობლემები, ამ გაერთიანებამ დიდი ხანი ვერ გაძლო. მაგრამ, იმანოლ არანსაბალმა, ფირმის დამფუძნებლის შთამომავალმა და Diarm-ის ყოფილმა დირექტორმა, მოუყარეს თავი საუკეთესო ოსტატებს და AIA-ს დაუბრუნეს ძველი სახელი და დიდება. მათ შეიძინეს AYA-ს ყველა აქცია და დაარსეს მაღაზია ქალაქ Eibar-ში Bidebarrieta-ს შენობაში. მას შემდეგ, რაც ფირმას იმანოლი ხელმძღვანელობდა, ათობით გამოცდილი ხელოსნების მეშვეობით, 1989 წელს ფირმა კვლავ წარმატებული გახდა და აწარმოებდა კარგ ორლულიან თოფებს. გაერთიანებული სამეფოს, კომპანია „ანგლო ესპანეთის იმპორტი“-მა განაახლა AYA-სთან კავშირი და დაიწყო ინგლისში იარაღის გაყიდვის გაფართოება, ინგლისელების ახალი თაობის ორლულიანი სანადირო თოფების მოყვარულებზე გათვლით. შედეგად შეიქმნა მოდელი Nº1 De Luxe, რომელიც ხარისხით და ნაკეთობით უთანაბრდებოდა საუკეთესო ინგლისურ თოფებს, თუმცა იყიდებოდა ნაკლებ ფასად. ამ იარაღმა მოახდინა სენსაცია. 2001 წელს AYA გადავიდა ქალაქის მეორე მხარეს და შეიძინა ფაბრიკა Laurona-ის მთელი სართული, მისამართზე Otaola Hiribidea 25. ქარხანაში 12 ის ნაცვლად აიყვანეს 25 ხელოსანი. ფირმა AYA აგრძელებს საუკეთესო იარაღის წარმოების ტრადიციას და დამაჯერებლად აცხადებს, რომ იარაღის ინდუსტრია Eibar-ში გაგრძელდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

ფირმა AYA-ს მოდელები Diarm-ის შექმნამდე:

Senior


No 56


No 1


No 53


No 2


Model XXV/SL


Model 117


Model 116


Model 220


Model 4-A De Luxe


XXV/BL


Model Matador - III


Model 4 - A


Model 3 - A


Model 107 - LI


Model 106


Model Iberia - II


Model 37 -SUPER


Model AUGUSTA


Model 77/OU


Model Coral


Model 79/C


Model 79/A


Model 79/B


Model Cosmos / Single barrel


ფირმის სრული სახელწოდებაა „აგირე და არანსაბალი“ (AGIRRE & ARANZABAL), 1970 წელს „აია“-მ თავისი წარმოების ოთხი საუკეთესო მოდელი წარმოადგინა, მათ შორის „იბერია“ - ჰორიზონტალურლულებიანი სანადირო თოფი... ინფორმაციას გვაწვდის ოთარ ლომთაძე.
ესპანური წარმოების იარაღი:
ესპანეთში თანამედროვე საიარაღო მრეწველობის ჩამოყალიბებამდე, იარაღის წარმოება ორ ადგილას იყო თავმოყრილი - სამხრეთით ტოლედოში, სადაც ცივი ჭედვის იარაღის წარმოებას მისდევდნენ და ჩრდილოეთით ბასკებთან, სადაც ცეცხლსასროლ იარაღს ამზადებდნენ.
ესპანეთში, ქალაქ ეიბარის მიდამოებში, უხვად მოიპოვება რკინის მადანი, რომელიც გოგირდისა და ფოსფორის მინარევებს ნაკლებად შეიცავს. ამიტომ აქ წარმოებული თოფები ლულების სიმტკიცით გამოირჩევა. სწორედ ამის გამო, ევროპაში უფრო ხშირად ესპანურ იარაღს იყენებდნენ.
თანამედროვე ესპანეთში სანადირო თოფების ძირითად მწარმოებლებად კვლავ ბასკები რჩებიან.
იარაღის წარმოებით ესპანეთის ყველაზე პოპულარული ქალაქია ეიბარი, სადაც 70-მდე ქარხანა მუშაობს და საკმაოდ ხარისხიან თოფებსაც უშვებს.
დროთა განმავლობაში ესპანეთის საიარაღო მრეწველობამ მოდერნიზაცია განიცადა და შეიქმნა მეიარაღეთა გაერთიანება DIARM, რომელმაც 20 საიარაღო ფირმა გააერთიანა და დაიწყო საშუალო და დაბალი ფასის სანადირო თოფების წარმოება.
ესპანური საიარაღო ფირმებიდან აღსანიშნავია სამი კომპანია:„ვიქტორ სარასკეტა“ - თოფები მხოლოდ ესპანურენოვანი ხალხისთვის.„უგარტეჩეა“ - ესპანეთის ბაზრისთვის საუკეთესო სანადირო თოფების მწარმოებელი. „აია“ - ფირმა, რომელიც პროდუქტს, ძირითადად, ამერიკისა და ინგლისის ბაზრისთვის ქმნის.
იარაღის ფირმა „აია“:
ფირმის სრული სახელწოდებაა „აგირე და არანსაბალი“ (AGIRRE & ARANZABAL).
1913 წელს მეიარაღეებმა მიგელ აგირემ და ავგუსტინ არანსაბალმა საიარაღო კომპანია დააარსეს, სადაც 5 000 კაცი მუშაობდა და წელიწადში 20 000 თოფს ამზადებდა.
„აია“-ს დაარსებიდან დღემდე გამოშვებული აქვს 500 000 თოფი, რომლის იმპორტიც 25-მდე ქვეყანაში ხდება.მისი ძირითადი გასაღების ბაზარი აფრიკა და ინდოეთია.
ასევე, ინგლისელი მონადირეების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ „აია“-ს პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.
1970 წელს „აია“-მ თავისი წარმოების ოთხი საუკეთესო მოდელი წარმოადგინა:„კოსმოსი“ - ცალლულა თოფი, „კორალი“ - ბოკფლინტი, „37 სუპერი“ - ბოკფლინტი და „იბერია“ - ჰორიზონტალურლულებიანი სანადირო თოფი.
„აია“-ს თანამედროვე წარმოება მაღალი კლასის სრულსაკეტებიან სანადირო თოფებს ლულების ჰორიზონტალური განლაგებით უშვებს.
ასევე, მის ნაწარმში გვხვდება ორი ბოკფლინტი, რომლებიც სრული ასლებია იარაღისა „მერკელი - 201 E“ და „მერკელი - 303 E“.
„აია“-ს თოფებს მსოფლიოს სახელმოხვეჭილი მეიარაღეებისგან შემდეგი დახასიათება აქვს: „ფირმის პროდუქცია საუკეთესო ევროპული დონისაა, ატარებს ძვირფასი თოფის ნიშნებს და ძალიან გამძლეა“.

დამატებულია (09.04.2017, 19:35:41)
---------------------------------------------
AYA-ს ჰორიზონტალლულებიანი თანამედროვე მოდელები:
გვერდითმექანიზმიანი:

anniversary


centennary


IMPERIAL


n1-de-luxe


n-1


n2-de-luxe


n-2


n-53


n-56


PREMIUM


suprema


XXVSL


შიდამექანიზმიანი:
Nº 4 DE LUXE


4L


Nº4 RA


Nº 4/53


შტუცერი:
AYA R Demiblock Express Rifle


AYA R Monoblock Express Rifle


საკოლექციო მოდელი:


 
ძველანაგადრო: სამშაბათი, 11.04.2017, 10:03:44 | შეტყობინება # 2
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქათველოში იყიდება?
 
basheliდრო: ხუთშაბათი, 13.04.2017, 14:03:45 | შეტყობინება # 3
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუუუუუ ზააააალიან ზააააან 166 166 10 10

kashia
 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 13.04.2017, 23:07:53 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველანაგა, არ მგონია მაღაზიებში იყოს. ეს თოფები ხელოსნების მიერ ხელით კეთდება და შედარებით ძვირად ფასობს, ახლების შემოტანას არ მოინდომბენ მაღაზიები, რადგან საქართველოში უცნობი ბრენდია და თაროზე დიდხანს დადება არ მიცემთ მოგებას.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика