16:00:58
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ა.შ.შ. » remington versa-max (ინფორმაცია რემინგტონის შესახებ, მის მფლობელებზე და ა.შ.)
remington versa-max
davidvendetaდრო: ოთხშაბათი, 04.07.2012, 03:08:49 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მცირედი ისტორიული ექსკურსი რემინგტონის ბრენდის და ფირმის ირგვლივ:

კომპანიის ისტორია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ილიონში 1816 წელს დაიწყო, როცა ილიფალეტ რემინგტონმა მამის სამჭედლოში თავისი პირველი თოფი გააკეთა. ამ ნაკეთობით რემინგტონმა შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა.
ასპარეზობის შემდეგ რემინგტონს ბლომად შეკვეთა მოუვიდა. 1825 წელს დაფუძნდა ოჯახური კომპანია. დამფუძნებლის შვილი ფილო კომპანიაში 1846 წელს მოვიდა, ხოლო 1861 წელს მამის სიკვდილის შემდეგ საწარმოში კიდევ 2 ვაჟიშვილი მოდის. ამ დროისათვის კომპანიას Remington & Sons დაერქვა.
სამოქალაქო ომის პერიოდში კომპანია სამხედრო იარაღს აწარმოებდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ გადავიდა სპორტულ და სანადირო პროდუქციის წარმოებაზე.
1880 წელს კომპანია გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგა და ორმა ბიზნესმენმა, მარცელუს ჰარტლინმა და თომას ბენეტმა(ოლივერ ვინჩესტერის სიძე) რემინგტონი 199 ათას დოლარად შეისყიდეს და სახელი შეუცვალეს_ Remington Arms Company.
1907 წელს კომპანიაში მოიწვიეს დანიელი ოსტატი ჯ.დ. პედერსენი, რომელმაც რემინგტონის პირველი პომპა გააკეთა. 1912 წელს საწარმო შეუერთდა ,,იუნიონ კარტრიჯ კომპანის".
პირველმა მსოფლიო ომმა უაღრესად გაზარდა მოთხოვნილება ცეცხლსასროლ იარაღზე და კომპანიაც ძალიან დიდ შეკვეთებს ღებულონდა. მაგალითად, რუსეთმა მილიონი თოფი და 100 მილიონი ვაზნა შეუკვეთა. რემინგტონის საწარმოებში ყოველდღიური წარმადობა 5 ათას თოფსა და 2,5 მილიონ ვაზნამდე ავიდა. 1917 წლის გასაბჭოების მერე მთავრობამ უარითქვა შეკვეთის მიღებაზე, რამაც რემინგტონის საწყობებში დაუყიდელი 750 ათასი თოფი მოაგროვა. მათი უმეტესობა თითღირებულებაზე დაბალ ფასად საფრანგეთს მიჰყიდეს.
1918 წლიდან კომპანია კვლავ სანადირო და სპორტული პროდუქციის გამოშვებაზე გადადის.
1933 კომპანიას ჩარლზ დევისი ჩაუდგა სათავეში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კომპანია სამხედრო შეკვეთებზე გადავიდა. ამ დროს საწარმოში დასაქმებული იყო 82 ათასი მუშაკი.
1980 წლიდან კომპანია კორპორაცია ,,დიუპინის" შემადგენლობაშია და განლაგებულია კონეკტიკუტის შტატში ბრიჯპორტში.
21-ე საუკუნის დასაწყისში ამ კომპანიას, რომელიც ამერიკის ყველაზე მძლავრ იარაღის მწარმოებელად თვლიან, გარკვეული სიძნელეები შეექმნა. 2007 წელს კომპანია მიეყიდა საინვესტიციო კომპანიას Cerberus Capital Management-ს 118 მილიონ დოლარად. გარიგების საერთო თანხამ 370 მილიონი დოლარი შეადგინა.

დამატებულია (04.07.2012, 01:51:07)
---------------------------------------------
კომპანია რემინგტონმა ჯერ კიდევ 2 წლის წინათ სიამაყით განაცხადა, რომ გაყიდა Model 870-ის მეათმილიონე ეგზემპლიარი(!!!), რამაც ყველაზე პოპულარული გახადა ეს თოფი აშშ-ში ბოლო 60 წლის განმავლობაში... აღნიშNული მოდელი ქარავანში საკმაოდ იაფი ღირს – 1080 ლარი. http://caravani.ge/post.php?id=157

დამატებულია (04.07.2012, 01:52:58)
---------------------------------------------

დამატებულია (04.07.2012, 01:56:07)
---------------------------------------------

დამატებულია (04.07.2012, 01:57:00)
---------------------------------------------
ესეც ვერსა მაქსი

დამატებულია (04.07.2012, 01:57:26)
---------------------------------------------

დამატებულია (04.07.2012, 01:58:14)
---------------------------------------------

დამატებულია (04.07.2012, 02:08:49)
---------------------------------------------
რემინგტონ ვერსა მაქსის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაცია: http://izharsenal.ru/upload/images/Remington_Versamax_Article.pdf


davidvendeta
 
gugunaდრო: სამშაბათი, 12.01.2016, 11:50:25 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაინტერესებს ვისაც გაქვთ ვერსა გასროლის შემდეგ ლულაზე ხაზებს ტოვებს და ძალიან დიდი საჩალიჩოა ამოსაყვანად. თავიდან მეგონა რომ ლულას ქონდა პრობლემა თქვენ შემთხვევაში როგორ?

დამატებულია (12.01.2016, 11:50:25)
---------------------------------------------
ისე დანარჩენ შემთხვევაში მშვენივრად მუშაობს 24 გრამიანი არ მისვრია 28 კი უპრობლემოდ მუშაობს და მიტანაც მშვენიერი აქვს.

მაინტერესებს მომწერეტ ვისაც გაქვთ თქვენ შემთხვევაში როგორ არის?ანუ რომ გავხედავ ლულას შუქზე ხაზები ეტყობა


remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 12.01.2016, 19:18:47 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
guguna ანუ რომ გავხედავ ლულას შუქზე ხაზები ეტყობა - თითქმის ყველა თოფში რჩება ეგ ზოლები, საფანტი ტოვებს კვალს, კონტეინერიანი ვაზნის შემთხვევაშიც gimili კონტეინერის ფრთებს შორის ეხება საფანტის მარცვლები ლულას, რაც უფრო რბილია საფანტი უფრო მკვეთრი კვალი რჩება

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
gugunaდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 11:52:44 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მინდა დავწერო როგორც ერთ ერთმა მფლობელმა რემინგტონის ლულა არის შიგნიდან ქრომის გარეშე უდარნა სპუსკავოი მექანიზმი არის შეღებილი უხარისხოთ და კრასკა ძვრება მე ჩემს შემთხვევაში გადავშკურკე და ეგ პრობლემა მაგით მოვაგვარე.ისვრის უპრობლემოდ 24 გრამიან ვაზნებს მიტანა აქვს კარგი. იტოკში ვირი თოფია არანაირი სილამაზის და დიზაინის გარეშე საიმედობაზე არის გამახვილებული ყურადღება. ახლო გამშლელი ჩოკი არ მოყვება კომპლექტში მყიდველმა თვითონ უნდა გამოიწეროს. რაც შეეხება ლულის შიდა მხარე არის ნკელით და გასროლის შემდეგ ტოვებს ზოლებს რომ გახედავ შუქზე გაფუჭებული გეგონება.მექანიზმი ზალიან მარტივია და საწმენდად ადვილი.

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 12:09:35 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote guguna ()
ლულის შიდა მხარე არის ნკელით
არა მგონია ლულებში შიგნიდან მონიკელება გამოიყენებოდეს იქრომება ან უბრალოდ შუსტირება უკეთდება მაგ ემცე ორლულიანების შემთხვევაში 23
 
gugunaდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 12:20:39 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მც 2 ლულიანი არ მინახავს შიგნიდან როგორ არი ლულა. მაგრამ რემინგტონის საიტზე წავიკითხე რომ ლულის შიდა გამოიყენება ნიკელი

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 12:41:28 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote guguna ()
გამოიყენება ნიკელი

საინტერესოა არ ვიცოდი. ემცეს ორლულიანები შემთხვევაში ლულის შიდა არხი არ არის დაფარული სხვა მეტალით სინათლეზე გახედვისას რაცარუნდა კარგ მდგოამრეობაში იყოს ლულა შავია შიგნიდან.
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ა.შ.შ. » remington versa-max (ინფორმაცია რემინგტონის შესახებ, მის მფლობელებზე და ა.შ.)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика