08:11:58
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » იჟ 16 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა რუსეთი))
იჟ 16 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 21.03.2013, 12:01:58 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველი თაობის მონადირეებმა, კარგად იციან იჟევსკის ქარხანაში წარმოებული 12 ყალიბის, ვერტიკალურლულებიანი თოფი იჟ-12. იგი საბჭოთა კავშირში გამოშვებული, ასეთი ტიპის პირველი სერიული თოფია და ჯონ ბრაუნინგის ცნობილი ბოკფლინტის B-25-ის ასლს წარმოადგენს. ეს თოფები თუ კი მათ სათანადო მოვლა არ აკლით, დღესაც ემსახურებიან თავიანთ მფლობელებს. იმავე დროს გამოვიდა, ამ თოფების 16 ყალიბის ვერსია, იჟ-16. მისი მექანიზმი, სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები, ზუსტად იმეორებენ იჟ 12-ს. ამ მხრივ მას არავითარი სიახლე არ ახასიათებს. ლულების გაბურღვა-შეწყვილება და ჩოკების ზომებიც იგივეა-ქვედა ლულაში 0,5მმ. ზედაში კი 1,0მმ. სასურველი იქნებოდა, რომ თოფს უფრო ღია ჩოკები ქონოდა. რადგან 16 ყალიბის ლულიდან ნასროლი საფანტის გაშლის წრე შესამჩნევად ვიწროა, რაც გაფრენილ სამიზნეზე სროლას აძნელებს, მაგრამ ქარხანას ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი სტანდარტი არ დაურღვევია. ქრომირებული ლულების დიამეტრი 17მმ. იყო, ჩოკების შევიწროვებული ნაწილის შესაბამისად 16,5მმ და 16მმ. სავაზნეები 70მმ. თოფის წონა, როგორც ყველა რუსული თოფისა, სტაბილური არ ყოფილა. სასპორტო ჩანაწერის მიხედვით იგი 3,1-3,25კგ-ს შორის მერყეობდა. სინამდვილეში თოფის წონა 3,25კგს ბევრად აჭარბებდა. გამოცხადებული 3,1კგ. არ შეესაბამებოდა რეალობას. იჟ16-ის პირველ პარტიას "მერკელის" ტიპის შუაზე გაყოფილი ცევიო ქონდა, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საქმე ის არის, რომ იჟ12-ის ღრმა და თხელგვერდებიანი ცევიო ადვილად ტყდებოდა, რაც მოგეხსენებათ, ძალზე უსიამოვნო მოვლენაა. იჟ16-ზე ცევიოს ზედა ნაწილები ლულების შემაერთებელ გვერდით თამასებზე, სამ-სამი ჭანჭიკით იყო დამაგრებული, ქვედა მასიური ნაწილი კი იხსნებოდა. შემდეგ პარტიებში წარმოების ტექნოლოგიის გამარტივების მიზნით, ამ სქემაზე უარი თქვეს და თოფი ჩვეულებრივი ცევიოთი გამოდიოდა. კონდახებს უმეტესწილად წიფლის მასალიგან, იშვიათად კი კაკლისგან ამზადებდნენ. კონდახის ფორმა, ძირითადად პისტოლეტური იყო, შიგა და შიგ ინგლისურ ფორმასაც გაურევდნენ. კონდახის საბჯენს პირველ ხანებში რეზინის ამორტიზატორებსაც უკეთებდნენ, შემდეგ ესეც ამოიღეს და უფრო გვიანდელი თოფები , მხოლოდ სტანდარტული პლასტმასის დანამატით გამოდიოდა. იჟ-16-ს ძალზე შეზღუდული პარტიებით უშვებდნენ და იჟ-12-ზე ადრე დაასრულა არსებობა. მისი რიგითი ვერსია, იჟ-12-ის მსგავსად 120 მანეთი(რუბლი) ღირდა. წყარო: ჟურნალი"ნადირობა"

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ხუთშაბათი, 21.03.2013, 12:02:35
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 21.03.2013, 12:04:55 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 0710555.jpg (4.9 Kb) · 2755470.jpg (16.8 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » იჟ 16 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა რუსეთი))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика