21:42:05
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » მც-8 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა რუსეთი))
მც-8 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: ორშაბათი, 18.03.2013, 18:33:02 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საბჭოთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით რომ , საბჭოთა სპორცმენები ვარჯიშობდნენ და შესაბამისად ასპარეზობნენ უცხოური თოფებით, არ გააჩნდათ უბრალოთ სამამულო , რომელიც მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა... და ეს ყველაფერი ზესახელმწიფოს პირობებში ! ეს ღირსების საკითხი იყო, ამის ასე დატოვება არ შეიძლებოდა...
...და აი , გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე და კონსტრუქტორების გულმოდგინე შრომის შედეგად , შეიქმნა ასეთი თოფი. ეს იყო მც - 8. ამ თოფმა საბჭოთა სასტენდო სპორტში შეუცვლელი ადგილი დაისაკუთრა
მც 8 იყო სპორტული თოფი ვერტიკალურად განლაგებული ლულებით. ლულების სიგრძე 750 მმ, გაბურღვა სასანგრე სტენდისთვის 1,0 მმ ; 1,25 მმ . სამიზნე თამასა არავენტილირებული, განიერი 11მმ, ბოლოსკენ შევიწოვებული. სავაზნე 70მმ, ჩაკეტვის სიტემა და სასხლეტ დამცემი მექნიზმი ორიგინალური.

თოფი ღჭურვილი იყო ორი სასხლეტით, შემდეგ გამოვიდა უკვე ერთ სასხლეტიანი მექანიზმით რომელსაც გადამრთველი არ ქონდა ანუ სასხლეტი თანმიმდევრობით ემსახურებოდა ჯერ ერთ შემდეგ მეორე ლულას. დამცველი ავტომატური. (რაც არ იყო საჭირო სპორტულ თოფზე) ტიპჟირი(ცევიო) არ შორდება ლულებს, მიმაგრებულია სახრახნისებით, ცევიოზე კეთდებოდა პერფორაციები გადახურების თავიდან ასაცილებლად. ლულების კალაპოტთან შეერთების სისტემა ორიგინალური

თოფის წონა 3 600 - 3 800გ
მრგავლი სტენდისათვის გამოდიოდა შესაბამისად მოკლე 675 მმ-ანი ლულებით, რომლებსაც ქონდათ ლულები გაბურღული სპეციალური გაფართოებით ბოლოსკენ ("რასტრუბები") რაც მაქსიმალურად საფანტის გაშლას იძლეოდა მოკლე მანძილზე. სამიზნე თამასა ვენტილირებული. წონა 3 600გ.
თოფი კოლოსალურ დატვირთვებს უძლებდა და უძლებს კიდევაც. პრაქტიკულად ამოუწურავი რესურსით გამოირჩევა. ეს კი თავისმხრივ დამსახერებაა ჩაკეტვის მეტად ორიგინალური და მტკიცე სისტემის, მეორე მხრივ კი სალულე ფოლადის საშალებით 3ХН2М фА , ეს ფოლადი ავიაციური ტყვიამფრქვევების სალულე მასალაა..... და კიდევ ერთი ლულების კალაპოტთნ შეერთებისზედაპირის ფართობი ძალიან დიდია, ეს უკანასკნელი,დროთა განმავლობაში ლულების რყევას მომენტს მინიმუმადე ამცირებს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე , ყველაზე მეტი თასი მსოფლიოს პირველობა თუ ოლიპიური მედალის უმეტესობა ამ თოფით და მისი მოდიფიკაციებითაა მოპოვებული.
მც -8-ს გააჩნია სანადირო მოდიფიკაცია, შესაბამისი ლულების გაბურღვით და მარალმხატვრული გაფორმებით. ასევე სურვილის მიხედვით თოფ შეიძლება მოყვეს ნებისმიერი სიგრძის და გაბურღვის ლულები, ასევე ხრახნიანი ლულებიც. თუმცა სანადირო მოდიფიკაცია იყო საკმაოდ მძიმე, რათქმაუნდა გამოვიდა მცირე რაოდენობით.

მც -8-ს სპორცმენები და იარაღის ექსპერტები დამსახურებულად უწოდებენ " თოფი ლეგენდა
" ! ........ წყარო:http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=194
მიმაგრებულია: 7206002.jpg (55.8 Kb) · 9346243.jpg (48.2 Kb) · 2423083.jpg (50.0 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:39:43
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » მც-8 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა რუსეთი))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика