18:48:39
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
იჟ 81 პომპიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: ორშაბათი, 18.03.2013, 17:57:06 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პომპამ თავისი სახელი მიიღო ინგლისური სიტყვიდან "рuмр". ამ თოფების მექანიზმი და მუშაობა ეყრდნობა ტიბჟირის მოქმედებაში მოყვანას მონადირის ხელის მოძრაობით. ამ მოძრაობის პირველი ფაზა გულისხმობს საკეტის გახსნას, ნასროლი ვაზნის ამოგდებას, დამცემი მექანიზმის შეყენებასა და მჭიდიდან მორიგი ვაზნის გათავისუფლებას(ტიბჟირის მოძრაობა შენსკენ). ხოლო მეორე ფაზაა_ ვაზნის მიწოდება ლულის პირში და საკეტის ჩაკეტვა(ტიბჟირის მოძრაობა შენგან).

ИЖ-81


ИЖ-81 'Ягуар


ИЖ-81 'Фокстерьер



ИЖ-81 არის 12 ყალიბის ერთლულიანი 4 ვაზნიანი პომპა სტანდარტული(70მმ) ვაზნისათვის ან მაგნუმისათვის(76მმ). კონსტრუქტორები: ა. ანტონობი, ვ. სენტიაკოვი, ვ. ვოტიაკოვი და ა. ზაროჩინცევი.
იარაღს უშვებს იჟევსკის ქარხანა 1994 წლიდან. გააჩნია რამდენიმე მოდიფიკაცია: ა)სანადირო ვარიანტი ფიქსირებული კონდახით სტანდარტული ვაზნისათვის_ИЖ-81 და მაგნუმის ვაზნისათვის ИЖ-81М; ბ) პისტოლეტური ტიპის დამოკლებული ლულით ИЖ-81 'Ягуар; გ) დასაკეცი კონდახითა და დამოკლებული ლულით ИЖ-81 Фокстерьер. ამ მოდელებს გააჩნიათ ცილინდრული ფორმის მჭიდი. აგრეთვე გამოდის ИЖ-81К და ИЖ-81КМ სახსნელი მჭიდით(4 და 5 ვაზნისათვის), რომლებიც ასევე არის ფიქსირებული, პისტოლეტური და დასაკეცი კონდახებით.
ИЖ-81 'Ягуар და ИЖ-81 Фокстерьер(დაკეცილ მდგომარეობაში) არის 80სმ სიგრძის.
1995 წლიდან ИЖ-81-ის ყველა მოდელი გამოდის გრძელი მჭიდით(ИЖ-81-სთვის 7 და ИЖ-81М-სთვის 6 ვაზნაზე).
მიმაგრებულია: 3596059.jpg (4.4 Kb) · 0943667.jpg (47.5 Kb) · 3847536.jpg (7.2 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:42:09
 
Gochahahaდრო: ხუთშაბათი, 27.12.2018, 19:55:41 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეოთხე წელია მაქვს იჟევსკის ქარხნის წარმოების სანადირო თოფი იჟ–81, მიუხედავად იმისა, რომ არის მორიგი რუსული "ტაპორნაია რაბოტა", პირადად ჩემს თოფს ლულა აქვს კარგი, შესანიშნავად მუშაობს მსხვილ საფანტზე ნომერი 7 და ქვევით, მიტანაც და განაწილებაც დამაკმაყოფილებელი აქვს. კონდახის ყელი მოუხერხებელია, პატარა ხელები არ მაქვს მაგრამ ამის კონდახი ილია მურომეცზეა ალბათ გათვლილი.
შესაძლოა რუსმა კონსტრუქტორებმა სპეციფიკური ნადირობისათვის შექნეს მსხვილი ფრინველების ბატის, სოღოს(ყრუალა), როჭო, იხვი და სხვა მოსაპოვებლად. ჩვენს პირობებში დასავლეთში, კარგად იმუშავა იხვზე და ქედნის გადაფრენაზე, რა გითხრათ ყველას თავისი გემოვნება აქვს, დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. ექსპლოატაციის მესამე სეზონზე გაუტყდა ექსტრაქტორის კბილანა, რაც შეცვლილი იქნა თვითნაკეთით, რადგან მისი ნაწილები ადვილად არ იშოვება.


Gocha
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика