15:32:14
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » იჟ 27 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა რუსეთი))
იჟ 27 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 16:59:44 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორლულიანი შიდასასხლეტებიანი იარაღი ვერტიკალური განლაგების ლულებით.

გამოდის 12, 16 და 20 ყალიბისა. სტანდარტული(70მმ-იანი ვაზნისათვის) ან ,,მაგნუმის”(76მმ-იანი ვაზნისათვის). ,,მაგნუმებს” აქვთ აღნიშვნა,,мм".
გამოდის 1970 წლის დასაწყისიდან დღემდე სერიულ, საცალო და სუვენირულ ეგზემპლარებად. მისი საბაზო მოდელისაგან(ИЖ-12) განსხვავდება ცოტა შეცვლილი კონდახის ფორმითა და ტიბჟირით, დანაყოფებიანი სამიზნე თამასითა და გამარტივებული ჩამკეტი მექანიზმით( საიმედოობა გაზრდილია), აგრეთვე გამოსართველი ეჟექტორებით.
ლულის სიგრძე 676-750მმ, იმის მიხედვით სერიული,სუვენირული თუ საცალოა ესა თუ ის ეგზემპლიარი. არსებობს სასტენდო მოდიფიკაციები_ИЖ-27СТ ან ИЖ-27ЕСТ ტრანშეული სტენდისათვის და ИЖ-27СК ან ИЖ-27ЕСК მრგვალი სტენდისათვის. 12 ყალიბის თოფებში 675მმ ლულის სიგრძით(მრგვალ სტენდზე სროლისათვის) ზედა ლულას გააჩნია ლულის ბილოს გაფართოება 0,4მმ(ქვედა ცილინდრია). ლულის არხის დიამეტრი შეადგენს 12 ყალიბისათვის 18,2, ხოლო 16 ყალიბისათვის 17,0მმ.
12 ყალიბის თოფის წონა არ აღემატება 3,3კგ-ს, რეზინის ამორტიზატორიანისა კი 3.4კგ-ს. 16 ყალიბის შემთხვევაში კი შესაბამისად 3,2 და 3,3კგ.

ИЖ-27Е გამოდის 1976 წლიდან. ყალიბი 12 და 16. ბოლო წლებში დაკომპლექტებულია რამდენიმე წყვილი ლულით. ტექნიკური მაჩვენებლები იგივეა რაც ИЖ-27-ის. ეჟექტორიანი მოდელია.

ИЖ-27-1С ერთ სასხლეტიანი თოფი

_ესაა შიდასასხლეტებიანი თოფი ვერტიკალურად დაწყვილებული ლულებით 12, 16 და 20 ყალიბისა, რომელშიც გამოიყენება სტანდარტული(70მმ) და ,,მაგნუმის”(76მმ) ვაზნები. ,,მაგნუმის”-თვის განკუთვნილ იარაღს როგორც წესი აქვს ინდექსი_,,ММ”.
იწარმოება რიგითი, საცალო და სუვენირულ(სასაჩუქრე) ეგზემპლარებად.
საბაზო მოდელისაგან(ИЖ-27) განსხვავდება რამდენადმე შეცვლილი კონდახისა და ტიბჟირის(ცევიო) ფორმით, სამიზნე თამასით, საკეტი მექანიზმის სიმარტივითა და ამაღლებული მდგრადობით, აგრეთვე გამორთვადი ეჟექტორით(სურვილისამებრ შესაძლებელია მისი ჩართვა ან გამორთვა). ასეთ ეჟექტორიან მოდელებს აქვთ ინდექსი ,,Е”.
მოდელები ИЖ-27-1С უეჟექტორო და ИЖ-27Е-1С-Е ეჟექტორიანი(ორთავე ერთ სასხლეტზე)1977 წლიდან იწარმოება. ისინი უზრუნველყოფენ რიგით გასროლას ორთავე ლულიდან ნებისმიერი თანმიმდევრობით(შესაძლებელია პირველი გასროლა მოვახდინოთ ზედა ლულიდან და მეორე ქვედადან ან პირიქით). აღჭურვილია ავტომატური მცველითა და ინსტერსეპტორებით. ИЖ-27Е-1С-Е წარმოადგენს საუკეთესო და ყველაზე რთულს ИЖ-27-ის მოდელთა გამაში. ეს თოფები განკუთვნილია ნებისმიერი ნადირობისათვის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და წარმატებით გამოიყენება სპორტული დანიშნულებით სტენდზე.
ყალიბი 12; იარაღის წონა რეზინის ამორტიზატორით შეადგენს არაუმეტეს 3,4 კგ. ლულის სიგრძე 725მმ, სპეცშეკვეთებით_680, 700, 750მმ. ლულის შევიწროება: ქვედა ლულა ნახევარჩოკი, ზედა ჩოკი. აგრეთვე არსებობს მოდერნიზებული მოდელები ИЖ-27М-1С და ИЖ-27ЕМ-1С_ თოფები 12, 16 და 20 ყალიბისა ეჟექტორითა და მის გარეშე. ლულის სიგრძე 725მმ, სავაზნის სიგრძე 70 და 76მმ. ლულის შევიწროება სტანდარტული- 1,0 და 0,5. წონა არაუმეტეს 3,4კგ. თოფებს, განკუთვნილებს ,,მაგნუმის” ვაზნებისათვის აქვთ ინდექსი,,ММ”. შეიძლება დაკომპლექტებული იყოს წყვილი საცვლელი ლულით.
ИЖ-27ЕМ-К-М შიდასასხლეტებიანი თოფებია 12,16 და 20 ყალიბისა(ეჟექტორით). განკუთვნილია სტანდარტული ვაზნებისათვის ან ,,მაგნუმისათვის”(ვაზნაზე 76მმ). გამოირჩევა იმით რომ გააჩნია სასხლეტი მექანიზმის გარე შემყენებლები, რაც ამცირებს ძალისხმევას თოფის გადახსნაზე და ზრდის მის უსაფრთხოებას სვლით ნადირობისას.
მიმაგრებულია: 0770833.jpg (29.1 Kb) · 8043024.jpg (3.8 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:51:39
 
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 17:05:35 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1)ვხსნით ტიბჟირს; 2) ვაცალკევებთ ლულას კალაპოტთან;
3) ვხსნით კონდახს კალაპოტიდან, ამისათვის:
_კონდახს კეფაზე ვხსნით საბჟენს(66) სახრახნისით(დამაგრებულია 2 ჭანჭიკით_67 და 68);
_ვხსნით სასხლეტების ფარს კონდახისაგან(ჭანჭიკი 61), ფარს(60) მოვაბრუნებთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით;
_ვხსნით კონდახის სამაგრ გრძელ ჭანჭიკს(63). მცირე დაქაჩვითა და მსუბუქი დაკაკუნებით კონდახი განცალკევდება კალაპოტთან.

4) ვშლით სასხლეტ-დამცემ მექანიზმს, ამისათვის:
_ შევაყენებთ ჩახმახებს(25);
_საბრძოლო ზამბარის ღერძზე(27)არსებულ ნახვრეტში ჩავამაგრებთ წვრილი მავთულის ნაჭერს(დიამეტრი 1-1,5მმ);
_დავუშვებთ ჩახმახებს;
_ვხსნით საბრძოლო ზამბარებს მის ღერძებთან ერთად(27-28);
_ წვრილი ინსტრუმენტით(მაგალითად სადგისი) გამოვაძრობთ ჩახმახის ღერძს(შპონკა)_ჩახმახი მოიხსნება;
_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ მერყევას(30) ღერძს_მერყევა მოიხსნება;

5)ვშლით მცველს(35), ამისათვის:
_გამოვაძრობთ მცველის ზამბარის შტიფტს და ვხსნით ზაბარას(40)_მცველი დაშლილია;

6)ვშლით საკეტს და ნემსებს, ამისათვის:
_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ნემსას(31) ღერძს(შპონკას); ამოვიღებთ ნემსას დამაბრუნებელ ზამბარებთან ერთად; ამოვხრახნით საკეტი ურდულის(16) ჭანჭიკს(17);
_ამოვხრახნით კალაპოტის ძირის ჭანჭიკს(50)_ საკეტის ძირი მოხსნილია;
_მსუბუქი დარტყმებით ამოვაგდებთ ურდულის ღერძს ზამბარასთან ერთად(20);

7) ვშლით ექსტრაქტორს, ამისათვის
__წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ექსტრაქტორის(2) ღერძს(შპონკას 3)_ექსტრაქტორი გამოვა;
_ზოგიერთ მოდიფიკაციაზე ღერძის მაგივრად ხრახნიანი ჭანჭიკია, ამ შემთხვევაში_ სახრახნისი და მისი ჯანი.
მიმაგრებულია: 4448526.jpg (44.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:52:02
 
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 17:09:24 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ–27 ,,სპორტინგი"



ეს არის иж-27м-ის გათანამედროვებული მოდიფიკაცია(12 ყალიბი). გათვლილია როგორც სპორტულ ასევე სანადირო დანიშნულებაზე. გაძლიერებული აქვს ჩამკეტი მექანიზმი; ლულა ჩოკის უკან დახვრეტილია ჭარბი აირებისგან გასათავისუფლებლად, რაც საფანტის უკეთ დაჯგუფებას უწყობს ხელს; რეზინის ამორტიზატორი გაუმჯობესებულია და გამორიცხავს ტანსაცმელზე ე.წ. ჩაჭიდებას. კონდახი პისტოლეტური ტიპისაა და მარჯვნიდან აქვს სალოყე. სამიზნე თამასა ვენტილირებადია. ლულის სიგრძე 725მმ, სავაზნის სიგრძე 76მმ(ორთავე ქრომირებული), წონა 3,3-3,6კგ. აღჭურვილია სახრახნი ჩოკებით: ცილინდრი(0), ნახევარჩოკი(0,5), 3/4ჩოკი(0,75), სრული ჩოკი(1,0).

------------------

გაზის კომპენსატორები აუმჯობესებს საფანტის დაჯგუფებას და არა ჭრას. ეს ნიშნავს, რომ დენთის წნევის ნაწილი ნახვრეტებით გარეთ აღწევს, რაც ტყვიის სროლისას(ჭრის მაჩვენებლისათვის) მაინცადამაინც კარგი ვერაა. კომპენსატორებიანი თოფით(თუკი ლულის შევიწროება შესაბამისი აქვს) ტყვიის სროლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უკომპენსატოროსთან შედარებით ნაკლები ჭრა ექნება.

მცირედით ბალისტიკაში ჩავიხედოთ.

დენთის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევა მოქმედებს საფანტზე(ტყვიაზე) ლულის შიგნითაც და ლულის გარეთაც(გარკვეულ მანძილზე). ჭარბი წნევა საფანტის მიერ ლულის დატოვებისა და საფენის ჩამოცილების შემდეგ შეაღწევს საფანტის ჯგუფში და შლის მას, შესაბამისად იკლებს სიბურჯღლე, იზრდება ,,ფანჯრები", რაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს.
კომპენსატორიან თოფში აღნიშნული ,,ზედმეტი წნევა" არაა და შესაბამისად ზომიერ მანძილზე უკეთესი სიბურჯღლე-დაჯგუფება აქვს.
ტყვიის შემთხვევაში გასაშლელი არაფერია(მთლიანია ტყვია როგორც გვახსოვს), მაშასადამე ზომიერიცა და ,,ზედმეტი" წნევაც ჭურვზე მოქმედებს...
ამიტომ კომპენსატორიანი თოფი საფანტის შემთხვევაში უმჯობესია, ტყვიაში კი უკომპენსატორო. ამიტომაცაა კომპენსატორიანი თოფები სპორტული. იქ ხომ მხოლოდ საფანტს ისვრიან და არა ტყვიას
. წყარო:http://club-monadire.ge/index.php?showtopic=564
მიმაგრებულია: 6860972.jpg (23.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:52:47
 
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 17:11:48 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ-27 წარმოადგენს ორლულიან სანადირო თოფს, რომელსაც ლულები ვერტიკალურად აქვს განლაგებული. იგი შექმნილია ИЖ-12-ის ბაზაზე ანატოლი კლიმოვის ხელმძღვანელობით. ამ იარაღის შექმნაში, დიდი წვლილი მიუძღვის ჰერმან პროტოპოპოვს, რომელიც მანამდე ИЖ-12-ის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას.

ИЖ-27-ის წარმოება ხდება 1970-ანი წლების დასაწყისიდან. ამ ხნის განმავლობაში გამოშვებულია 1.5 მილონზე მეტი ეგზემპლიარი (მისი ყველა მოდიფიკაცია) და შესაბამისად იგი ითვლება ყველაზე გავრცელებულ, რუსული წარმოების სანადირო იარაღად. მისი კონდახი ძირითადად პისტოლეტური ტიპისაა, რომელიც მზადდება წიფელისგან, თუმცა არსებობს საექსპორტოდ გამოშვებული ერთეულები, რომლებსაც კაკლის კონდახი აქვთ.

არსებობს მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები:

ИЖ-27 – ИЖ-12-ის ბაზაზე შექმნილი ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი. გასროლილი ვაზნების ამოღება სტანდარტული ექსტრაქტორით ხდება;
ИЖ-27Е – იჟექტორით („Е“ – эжектор). მისი საშუალებით ხდება გასროლილი ვაზნის სავაზნიდან ამოგდება, რომლის გამორთვაც ძალზედ მარტივია, ამისათვის მხოლოდ სახრახნისია („ატვიორტკა“) საჭირო.
ИЖ-27M – მოდერნიზებული ( „М“ – модернизированное). ИЖ-27-ის მოდერნიზებული ვარიანტი;
ИЖ-27ЕМ – მოდერნიზებული, იჟექტორით;
ИЖ-27 РУСЬ – იგივეა რაც ИЖ-27ЕМ, იმ განსხვავებით რომ იგი ერთეული წარმოებისაა (ИЖ-27ЕМ სერიულია). მისი კალიბრი 12/76 „Magnum“-ია, ლულები – „ჩოკი“ და „ნახევარჩოკი“, ლულის სიგრძე 725მმ. ვინაიდან იგი ცალობით გამოდის, მას აქვს ვერცხლის გრავირება და კაკლის კონდახი. იგი გამოდის დამატებითი 660მმ-იანი ცილინდრული ლულებით, რაც მას უნივერსალურს ხდის და შესაძლებელია მისი ნებისმიერი ნადირობისთვის გამოყენება. მასა 3.6კგ-ია;
ИЖ-27-1С – ერთ სასხლეტიანი („1С“ – один спуск). თავდაპირველად გამოდიოდა ორსასხლეტიანი სანადირო თოფები, მაგრამ 1977 წლიდან ქარხანამ დაიწყო ერთსასხლეტიანი ИЖ-27-ის გამოშვება, სადაც სელექტორის საშუალებით შესაძლებელი იყო ლულებიდან გასროლის თანმიმდევრობის რეგულირება.
ИЖ-27М-1С – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი;
ИЖ-27EМ-1C “СПОРТИНГ” – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი, იჟექტორით.

ИЖ-27-ის ბაზაზეა შექმნილი მრგვალი და სასანგრე სტენდისთვის განკუთვნილი ИЖ-25 და ИЖ-39.

2008 წლის სექტემბრიდან ИЖ-27 გამოდის სახელით – MP-27.

ИЖ-27-ის მახასიათებლები სხვადასხვა მოდიფიკაციით:
კალიბრი – 12, 16, 20. 28, .410;
ლულის სიგრძე – 660-760მმ;
სავაზნე – 70-76მმ;
ჩოკები – 0,5-1მმ;
კონდახი – წიფელი, კაკალი;
მასა – 3,1-3,65 კგ.
წყარო:http://club-monadire.ge/index.php?showtopic=564


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:53:10
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » იჟ 27 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა რუსეთი))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика