18:37:58
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
იჟ 59 ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: შაბათი, 16.03.2013, 20:56:45 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ 59 ვერტიკალურლულებინი 12 ყალიბის სანადირო გლუვლულიანი თოფია. როგორც უმეტესობა "იჟევსკის" თოფები , ეს უკანასკნელიც კონსტრუქტორ კლიმოვის დაპოექტებულია და წარმოებაში ჩაშვებულია 1959 წელს.



იჟ 59 ის მექანიზმი როგორც ასეთი წინაპარია თანამედროვე იჟევსკის თოფების, მისი სდმ ანალოგიურია იჟ 12-ის.
პირველ ყოვლისა რაც თვალში საცემია ამ თოფში I ესაა ფიგურული კალაპოტი, რაც ჩემი აზრით ძალიან ლამაზია და თოფს უფრო მეტ მოხდენილობას ანიჭებს. თუმცა ეს ერთი პლიუსი მომავალში რუსებმა სასწრაფოდ "გამოასწორეს".
II ერთმანეთთან სახრახნისებით შეერთებული ლულები.


სამწუხაროდ ამ თოფში ლულების შედუღების მეთოდი არ გამოიყენეს(ალბათ ეკონომიის თვალსაზრისით). რაც ძალიან ცუდად აისახა თოფის შემდგომ ბალისტიკაზე. კერძოდ კი , გასროლის დროს ლულების უზარმაზარი რხევის გამო , თოფი აჩვენებდა ე.წ. "ჯვარედინა მიტანას" ქვედა ლულას ზედმეტად ზემოთ მიჰქონდა საფანტი ან ტყვია , ზედას პირიქით ძალიან ქვემოთ. ტყვიის სროლისას ამბობენ წარმოუდგენელ ტრაექტორიებს აჩვენებდაო.


საყურადღებოა ის ფაქტი რომ საფანტის ბალისტიკის მიხედვით შესაშური მაჩვენებელი ქონდა. იჟ 59 შეგვიძლია მივიჩნიოთ "უკანასკნელ მუჰიკანად" რომელშიც ლულის ნომინალური დიამეტრი ჯერ კიდევ 18,5 იყო. (მართალია დღეს ისევ ბურღავენ იჟევსკში თოფებს 18,4 , მაგრამ ეგ სხვა თემაა)
III "სპუტნიკს" ასევე ორ ნაწილიანი ტიპჟირი დაუყენეს, რაც უმეტესობა გერმანული თოფებისთვისაა დამახასიათებელი.

ლულების სიგრძე 750 მმ-ი შიგნიდან ქრომირებული.
კალიბრი მხოლოდ 12
სავაზნე 70 მმ-ი
ჩოკური შევიწროება რუსებისათვის კლასიკური, 05მმ ; 1,0 მმ
თოფის წონა 3,300 გრამიდან .
მასიური წარმოებისთვის შრომატევადმა ნაწილებმა, აგრეთვე შეუდუღებელი ლულების უარყოფითმა მხარემ, იჟ 59 "სპუტნიკი" წარმოებიდან ამოღებამდე მიიყვანა 1962 წელს. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მცირე რაოდენობით (ალბათ სასაჩუქრე და ა.შ.) მაინც გამოდიოდა, 1964 წელს კი ამ თოფმა სამუდამოდ შეწყვიტა "არსებობა".
ბევრ მონადირეში დიდ სიმპატიებს იწვევს, ბევრიც წარმატებით იყენებს, ასე რომ მოუარეთ და გაუფრთხილდით სპუტნიკს, ვისაც გაქვთ არსენალში.

წყარო:http://ochopintre.ge/forum/index
მიმაგრებულია: 4435056.jpg (10.3 Kb) · 7978265.jpg (28.1 Kb) · 7329044.gif (110.4 Kb) · 2600865.jpg (55.8 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:55:52
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика