15:22:44
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » Caйга 12 (Caйга 12)
Caйга 12
boika555დრო: ოთხშაბათი, 25.07.2012, 17:04:39 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

რამოდენიმე კვირის წინ, რუსულ ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული სამართალდამცავები იძენენ საიგას ტიპის 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატურ თოფებს. გადამოწმებამ ვერც უარყო და ვერც დაადასტურა ეს ინფორმაცია, რაღაც რაოდენობა შეძენილია, რასაც “იჟმაშის” (საიგების მწარმოებელი კომპანია) ადასტურებს თუმცა რაოდენობა და კონკრეტული სამსახურის დასახელება არ გაჟღერებულა. ალბათ სიმართლე სადღაც შუაშია, არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაცა პოლიციურმა სამსახურმა ნამდვილად შეიძინა რამოდენიმე ცალი ასეთი თოფი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკულ ქალაქში გამოჩდნენ პოლიციელები შეიარაღებული იარაღით, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალურად არ განსხვავდება „აკ47″-გან და რომელიც ასოცირებულია კომუნისტურ საბჭოთა კავშირთან ან არაბ ტერორისტებთან. მოგეხსენებათ, 90-ი წლების დასაწყისში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ქონდათ იდეა შეეცვალათ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით, რომლებიც უფრო მოსხერხებელი იქნებოდა პოლიციელებისათვის ქალაქის პირობებში. ამ იდეის თანახმად კონსერვაციიდან უნდა ამოღებულ ყოფილიყვენ 9მმ-ნი გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები MP40–ები. საბჭოთა მოდელები არ გამოდგებოდა მათი კალიბრის გამო (7.62X25TT). მაგრამ როდესაც გაიაზრეს, რა ასოციაციები გაუჩნდებოდათ მოქალაქეებს, როდესაც ნახავდნენ ფორმაში ჩაცმულ ჭარბწონიან მილიციელებს მუცელზე ჩამოკიდებული „შმაისერით“ ამ იდეაზე ეგრევე უარი თქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამართალდამცავები ალბათ არასდროს არ იყიდიან საიგას იმ რაოდენობით, რომ ეს გახდეს სალაპარაკო, აღნიშნული ტიპის თოფები გარკვეული პოპულარობით სარგებლობენ აშშ-ში სამოქალაქო მსროლელებს შორის. ფასი ვარირებს 300-დან 600 დოლარამდე, რაც არც ისე ბევრია ნახევრად ავტომატური თოფისთვის. გარდა ამისა აქ როლს თამაშობს ამერიკელების ტრადიციული ინტერესი რუსული იარაღის მიმართ.

გლუვლულიანი საიგების ისტორია იწყება 90-ნი წლებიდან, როდესაც კონვერსიის პირობებში იჟევსკში დაიწყეს .410 კალიბრის თოფების გამოშვება. 1993 წელს, როდესაც დაიწყო მათი გაყიდვები პრაქტიკულად ეს იყო პირველი ე.წ. „აკმოიდი“, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეებისათვის და რა გასაკვირია .410 კალიბრის საიგა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამას ასევე ხელს უწყობდა იარაღის დაბალი ფასი. ის დაახლოებით 150 დოლარიდან იწყებოდა. .410-ს მოყვა 20 და 12 კალიბრის თოფებიც. ჩემი აზრით წონის და კალიბრის მხრივ ყველაზე დაბალანსებული არის ალბათ 20 კალიბრის საიგა – საუკეთესო შუალედური ვარიანტი მძლავრს 12 კალიბრისა და ანემიურ .410-ს შორის. მიუხედავად ამისა ყველაზე პოპულარული არის სწორედაც, რომ 12 კალიბრის მოდელები. .410 კალიბრის თოფები ცნობილია თავისი არასაიმედოობის გამო და იმით, რომ პრაქტიკულად არასდროს ეს თოფები პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობენ ხოლო მათი მოყვანა სამუშაო მდგომარეობამდე არის მთელი ხელოვნება. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ამ იარაღის შექმნაზე, უფრო სწორედ კი AK-ს ადაპტირებაზე .410 კალიბრზე მუშაობდა დაახლოებით ათამდე კონსტრუქტორი, მათ შორის გენადი ნიკონოვი “აბაკანის” შემქმნელი. როგორც რუსულ ანდაზაში იტყვიან: შვიდ ძიძას ცალთვალიანი ბავშვი ყავთ…..

დენთის აირების რეგულატორი. პირველი პოზიცია (ციფრი 2) სტანდარტული ვაზნებისთვის, მეორე მდგომარეობა (ციფრი 1) “მაგნუმის” კლასის ვაზნების გამოყენებისთვის არის გათვალისწინებული.

იდეა ავტომატის ერგონომიკის მქონე თოფის შექმნისა ახალი არ არის და საიგა 12-ის კონკურენტები/ანალოგებიც ყავს, მათ შორის: 1) პრაქტიკულად იდენტური რუსული „Вепрь 12“, განსაკუთრებით საინტერესოა სპეციალურად პრაქტიკული სროლისთვის შექმნილი მოდიფიკაცია; 2) იტალიური Franchi SPAS 15 ძალიან კარგი თოფი და ამდენადვე მძიმე, გაბარიტული და რთული კონსტრუქციით; 3) თურქული Akdal 1919, მაქსიმალურად მიახლოებული AR15-თან, ნელ ნელა იკიდებს ფეხს აშშ-ის ბაზარზე, თუმცა იმისთვის, რომ იარაღი დაყვანილ იქნას ადეკვატურ დონემდე საკმაოდ ბევრი ინვესტიცია არის საჭირო; 4) კორეული Daewoo USAS12, რომელიც პრაქტიკულად არ გვხვდება სამოქალაქო ბაზარზე. ყველა ამ იარაღს (გარდა კორეული თოფისა) აერთიანებს მათი მზგავსება კონკრეტულ ავტომატებთან. რას ემზგავსება საიგა 12 და ვეპრ 12 ალბათ არ საჭიროებს დაკონკრეტებას, მაგრამ მაგალითად SPAS 15 იქმნებოდა, როგორც ქვეითის დამხმარე იარაღი და ამიტომაც მისი ფორმა მაქსიმალურად მიახლოებულია იმ დროს იტალიის არმიის შეიარაღებაში მყოფი Beretta AR70 ტიპის ავტომატებთან. იდეა იყო მარტივი, ის ვინც მომზადებულია და მიჩვეულია გამოიყენოს თავისი ავტომატი ასევე ადვილად აითვისებს იგივე ერგონომიკის მქონე გლუვლულიან თოფს. ეს იტალიური თოფი დიიდხანია აღარ არის წარმოებაში და პრაქტიკულად საკოლექციო იარაღს წარმოადგენს. თურქული თოფი აშკარად წმიდა მარკეტინგული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაემზგავსა AR-15/M16-ს. გარდა SPAS 15-ისა ყველა ზემოაღნიშნული თოფი იქმნებოდა სამოქალაქო ბაზრისთვის. ასევე არსებობს ნაკრებები, რომელბიც გადაყავთ თოფები ლულის ქვეშა ცილინდრული მჭიდებით – სექტორულ მჭიდებზე. არის თოფები კლასიკური კონსტრუქციის მაგრამ სექტორული მჭიდებით, მაგალითად Valtro PM5 და რუსული ИЖ81КМ. თურქეთში კიდე გამოდის უცნაური თოფი Derya Aanakon, რომელსაც აქვს “ყალბი” მჭიდი, დაყენებული წმიდა კოსმეტიკური მიზნებით. არც ვიცი საერთოდ, რომელ ინჟინერს ასეთი იდეა შეუძლია თავში მოუვიდეს ….

გლუვლულიანი საიგა უამრავ ვარიანტში გამოდის, უცნაური „სვდ“-ს სტილი შესრულებული მოდელები და ბევრად უფრო ადეკვატური და ეფექტური „ტაქტიკური“ მოდელები.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გავეცნოთ საიგა 12-ს და შევაფასოთ ის.

ჩვენი თოფი არის პრაქტიკულად ახალი საიგა 12 მოდელი ს, აღჭურვილი დასაკეცი АК-74М-ის პლასტმასის კონდახით. თოფს აქვს 58სმ სიგრძის ლულა და გათვლილი “მაგნუმის” ტიპის 12 კალიბრის ტყვიაწამალზე. ახალ საიგას კომპლექტში მოყვებოდა ორი მჭიდი – 8 და 5 ვაზნაზე გათვლილი, ცარიელი ზეთის პატარა ბოთლი, რკინის შომპოლი და სამი ლულაზე დასამაგრებელი შევიწროება (ჩოკი, ნახევარ-ჩოკი, და ცილინდრი, ანუ პრაქტიკულად ხუფი, რომელიც იცავს ლულის დაბოლოებას). ასევე ყუთში იდო გასაღები, რომელიც შევიწროების დასაყენებლად გამოიყენება, ინსტრუქცია და თოფის პასპორტი. დათვალიერებისას ეგრევე შეამჩნევთ, რომ იარაღი არის ძალიან უხეშად დამზადებული, რაც ბუნებრივია პრაქტიკულად ნებისმიერი იარაღისთვის, რომელიც რუსეთში გამოდის. ლულის სიგრძე 58 სმ საკმაოდ დიდია და ამ მხრივ საიგა 12 კ 43 სმ-ნი ლულით უფრო მოსახერხებელია თავდაცვის იარაღის როლისთვის, მაგრამ რუსული იარაღის იმპორტი დიდიხანია უკვე პრობლემატური გახდა და ამიტომაც რაც გვაქვს ის უნდა ვიმყოფინოთ.

ჩვენი საიგა 12 მოდელი ს, ქვევით Mossberg 590

ვინც ჩემ ბლოგს კითხულობს კარგად იცის რომ გლუვლულიანი თოფები – „პომპები“ მე ძალიან მომწონს და ვაფასსებ. პირველ რიგში მათი სიმარტივის, ეფექტურობის და საიმედოობის გამო ყველა ტიპის ვაზნასთან. მომწონს, რომ სწრაფად შესაძლებელია ვაზნის ტიპის გამოცვლა თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ასევე მომწონს, რომ ძალიან ადვილია ასეთი თოფების მჭიდის შევსება უბრალოდ ვაზნების დამატებით, ყოველგვარი რთული მანიპულაციების გარეშე, ამავე დროს რაც არ უნდა მოხდეს თოფი მზადაა სროლისთვის, მაშინ როდესაც თოფი სექტორული მოსახსნელი მჭიდით გადატენვის პროცესში პრაქტიკულად ცარიელია და არასაბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. გარკვეული ვარჯიშის შემდეგ სწრაფი სროლის განხორციელება კლასიკური სქემის თოფიდან შესაძლებელია, როდესაც მჭიდი ბოლომდე დაცლილია და შესაძლებელია ვაზნების ხელით, პირდაპირ სავაზნეში მიწოდება. ამ მხრივ საიგა 12 ძალიან ზღუდავს მსროლელს იმიტომ, რომ სწრაფი გადატენვა (speed reload), ვაზნის ტიპის გამოცვლა, მჭიდის შევსება, ყველაფერი ის, რაც ასე ვთქვათ ქმნის კარგ ტაქტიკურ თოფს საიგა 12-ში გამორიცხულია. ამ მხრივ მაგალითად იტალიური ბენელის ნახევრად ავტომატური ტაქტიკური თოფები, რომლებიც „ხვდებიან“ როდის მსროლელი ხსნის საკეტს ხელით და როდის საკეტი იხსნება გასროლის შემდეგ ამ მხრივ არიან გაცილებით უფრო წინწაწეული ტაქტიკური თოფები ვიდრე ნებისმიერი საიგა ან ვეპრი. იგივე, როგორც უკვე ავღნიშნე შეიძლება ითქვას ნებისმიერ „პომპაზეც“ საიგასთან შედარებით. თქვენ იტყვით ალბათ: რა პრობლემაა, შესაძლებელია მჭიდის სწრაფად გამოცვლა, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არ არის. საქმე იმაშია, რომ სავსე მჭიდის იარაღზე დამაგრება ძალიან ძნელია და მოუხერხებელია. ზედა ვაზნა ძალიან შორს არის გამოწეული წინ, რის გამოც მჭიდის მოთავსება იარაღში მოითხოვს საკმაოდ რთული უნარჩვევის გამომუშავებას. რაიმე სწრაფ მჭიდის გამოცვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველა ვისაც მე ვთხოვე საიგა 12–ზე მჭიდის გამოცვლა დაყველას მათგან ქონდა გამოცდილება საიგის ხრახნილულიან მოდელებთან, უბრალოდ ვერ შეძლეს მჭიდის გაოცვლა. ზოგს დაჭირდა დეტალური ახსნა, როგორ უნდა მოხდეს გამოცვლა, იმიტომ რომ ამას თვითონ ვერ მიხვდნენ. საერთოდ საიგას კვების სქემა არის ყველაზე სუსტი წერტილი ამ იარაღში. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ: საიგა 12, როგორც თავდაცვითი და ტაქტიკური თოფი ბევრად ჩამორჩება „პომპებს“ და ნახევრად-ავტომატეს კლასიკური სქემით. შეიძლება წუწუნი გავაგრძელო და დავამატო, რომ საიგას 8 ვაზნიანი მჭიდები ძალიან დიდებია, 5 ვაზნიანი მჭიდები ასევე გაბარიტულია მაგრამ მათ ტარება გაცილებით უფრო ადვილია. ჩემი აზრით 8 ვაზნიანი მჭიდის მაგივრად ბევრად უფრო მოსახერხებელია ორი 5 ვაზნიანი მჭიდი.

მარჯვნიდან მარცხნივ: საიგა 12–ის 5 ვაზნიანი მჭიდი; 8 ვაზნიანი მჭიდი და Magpul-ის 30 ვაზნიანი AR15-ის მჭიდი. სხვაობა ზომებში და სისქეში კარგად ჩანს. გარდა ამისა ზედა ვაზნა, რომელსაც ქვევიდამ მჭიდის ზამბარა აწვება ხოლო ზევიდან საკეტი, ხშირად დეფორმირდება იარაღში ხანგრძლივი შენახვის დროს.

კონდახი ბევრ პრობლემას ქმნის სროლისას, ის არ არის კომფორტული, იმიტომ რომ არ აქრობს უკუცემას არის ვიწრო და მოკლე. რკინის ქუსლი უკვე სრული უაზრობაა.

ასევე დიდი მინუსია დასაკეცი კონდახის კონსტრუქცია. ის საიგა 12-ს ასევე ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ერგო, მის უკანა მხარეს არის ე.წ. “პენალის” ადგილიც, რომელშიც ინახებოდა AK74M-ის საწმენდი კომპლექტი, ჩვენ შემთხვევაში ეს ადგილი ცარიელი იყო. რატომ 90–ნი წლებიდან დღემდე იჟმაშზე არ დაიწყეს თოფებზე ნორმალური კონდახების დაყენება ჩემთვის გაურკვეველია. რუსულ ვეპრებზე, რომელსაც კომპანია “მოლოტი” უშვებს გაცილებით უფრო უკეთესო კონდახები ყენდება. საიგას კონდახი ძალიან მარტივია და საიმედოა, ჩამკეტი დეტალების ფართი ძალიან დიდი, რის გამოც კონდახი საიმედოთ ფიქსირდება და პრაქტიკულად არ გააჩნია „ლუფტები“. მოკლე საიგაში, მოდელ კ-ში გათვლისწინებულია დამცველი, რომელიც გამორიცხავს სროლას დაკეცილი კონდახით. მაგრამ მიუხედავად მარტივი და საიმედო კონსტრუქციისა ამავე დროს ის მოკლეა ხოლო მისი რკინის ფირფიტა უკანა მხარეს ხელს არ უწყობს კომფორტულ სროლას. დინამიური ვარჯიშებისას ადრენალინის გამო ტკივილი და დისკომფორტი არ იგრძნობა, მაგრამ მეორე დღეს მხარი არასასიამოვნოდ გახსენებთ საკუთარ თავზე, ხოლო შელურჯება საკმაოდ დიდია. გამოსავალია რეზინის ამორტიზატორის დაყენება, მაგრამ მაშინ დაკეცილი კონდახის გაშლა პრობლემატრუ ხდება, იმიტომ რომ კონდახის გახსნის ღილაკი მის უკანა მხარეს, ამორტიზატორის ქვეშ ექცევა ….. სუსტი ტანის მსროლელისთვის ასეთი ამორტიზატორი არის აუცილებელი ის ინახავს მსროლელის მხარს და ამავე დროს აგრძელებს კონდახს, რაც გამორიცხავს რესივერის თავსახურის მოხვედრას სახეში, თუ მსროლელი ზედმეტად ახლოს მიიტანს თოფს სახესთან.

ვინც იცნობს კალაშნიკოვის ავტომატებს და მის სამოქალაქო ვერსიებს არ გაუჭირდება საიგა 12–ის დაშლა და გაწმენდა. გასათვალისწინებელია მხოლოდ რომ საკეტი შედგება ორი ნაწილისგან და აწყობისას მათი გასწორება ერთმანეთის მიმართ აუცილებელია, რომ ღარები ორივე დეტალზე, რომელშიც გადის ეჟექტორი ერთმანეთს გაუსწორდნენ. განსხვავდება ცოტათი დენთის აირების სისტემა, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ეს სხვაობა შეუმჩნეველია.

პისტოლეტის ტარი არის გიგანტური ნაბიჯი წინ, იმ სახელურებთან შედარებით, რომლებიც აყენია ხრახნილ-ლულიან საიგებზე. ის წააგავს ზომაში გადიდებულ H&K Mp5-ის ტარს და ძალიან მოსახერხებელია.

სამწუხაროდ ეს ტარი არის ერთადერთი გაუმჯობესება, რომელიც განასხვავებს საიგა 12-ს მისი პროტოტიპისგან. კალაშნიკოვის ავტომატის დარჩენილი ყველა მინუსი გადმოყვა საიგა 12-საც. ეს არის მოუხერხებელი მცველის კონსტრუქცია, მჭიდის ფიქსაციის სქემა ორ წერტილზე, მოუხერხებელი საკეტის სახელური, მოკლე კონდახი და ცუდი სასხლეტი.

საცდელი სროლების ხორციელდებოდა საველე პირობებში, იარაღი იქნა გაწმენდილი, დაზეთილი. როგორც ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა „სლაგებით“ და კარტეჩით სროლაზე. ასევე სროლების დროს თოფს არ ეყენა რამე ლულის შევიწროება. თოფმა აჩვენა კარგი დამაკმაყოფილებელი რეზულტატები თავდაცვითი ამუნიციის გამოყენებისას. რაოდენს საოცარი არ უნდა იყოს თოფმა ასევე შეჭამა გადატენილი ვაზნები, რომლებიც უკვე ერთხელ გამოყენებულ მასრებს იყენებდნენ, როგორც მაღალი ასევე დაბალი ცოკოლით. მიუხედავად იმისა, რომ მასრების დიამეტრი აშკარად განსხვავდებოდა და ზოგს დეფორმაციები აღენიშნებოდა, ხოლო უკუცემა იყო სუსტი (28 გრამიანი „ფოსტერის“ ტიპის ტყვიის გამო), საიგამ არც ერთი დაბრკოლება არ განიცადა. აღნიშნულ გადატენილ ვაზნებს ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკისთვის, პომპებიდან სროლებისას და გარკვეულ პრობლემებს საიმედოობასთან ადგილი ქონდა. როგორც ჩანს საიგა 12-ს ასეთი „დიეტა“ მოწონს. მცირე უკუცემის გამო სწრაფი და ზუსტი სროლის წარმოება ძალიან ადვილი იყო. გადატენილი ვაზნების გამოყენება მაინც ვერ იქნება რეკომენდირებული, განსაკუთრებით ნახევრად–ავტომატურ თოფებში და თავდაცვითი მჭიდი ყოველთვის უნდა იყოს გავსებული პრემიუმ კლასის ვაზნებით. ჩვენ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ საიგა12 საიმედოთ მუშაობს გადატენილ ვაზნებზე, მხოლოდ ნიშნავს იმას რომ პრაქტიკა ამ თოფით ისეთივე იაფი იქნება, როგორც პომპებით, ეს კიდე ძალიან კარგია.


როგორც მინიმუმ აქ ლულის სიგრძე არ მოქმედებს შეჯგუფებაზე. 10 და 25 მეტრზე საიგამ ისეთივე რეზულტატი აჩვენა კარტეჩით სროლისას, როგორც თითქმის ყველა სხვა კარგმა თოფმა ცილინდრული და უფრო მოკლე ლულებით.

სასიამოვნოა, როდესაც რუსული წარმოების იარაღი მისროლილია ქარხანაში. როგორც წესი ეს ასე არ არის ხოლმე.

ბოლოს როდესაც საიგამ შეჭამა ყველაფერი რაც მას “მივართვით” გახდა საინტერესო, როდის შეწყვიტავდა თოფი მუშაობას. მხოლოდ მას მერე რაც მჭიდში მოთავსდა 24 გრამიანია „სკიტისთვის” განკუთვნილი 7 ნომერი საფანტი და თოფი თავისუფლად დავიჭირეთ ხელში (მხარზე მიბჯენის გარეშე), საიგა 12-მა შეწყვიტა მუშაობა ანუ აღარ ხდებოდა მასრების ექსტრაქცია. იგივე უკვე 36 გრამიანი ვაზნებით სროლისას აღარ გამეორდა. მხარზე მიბჯენით, საიგა მუშაობდა ყველა ტიპის ვაზნით. ორი სესიის და დაახლოებით 80 ვაზნის გასროლის შემდეგ არ დაფიქსირდა არც ერთი დაბრკოლება სროლისას. 7,8,9 ნომერი საფანტი, „სლაგები“, გადატენილი ვაზნები, სხვა და სხვა ტიპის კარტეჩი, ყველა ამ ვაზნებით თოფი უპრობლემოდ მუშაობდა. უკუცემა იყო უმნიშვნელო მაგრამ მოუხერხებელი კონდახი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა და სროლის კომფორტს ამცირებდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ თოფი იყო საიმედო იარაღი. ამას ალბათ ასევე ხელს უწყობს ლულის დიდი სიგრძე. რა თქნა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში იარაღის წარმოების ხარისხის კონტროლი ძალიან მტკივნეული თემაა, გასაგებია, რომ იქნება დიდი განსხვავებები საიგებს შორის. ეს თითქმის ყოველთვის გარდაუვალია, როდესაც საქმე გვაქვს „ბიუჯეტურ“ იარაღთან და იარაღთან, რომელიც რუსეთში იწყობა. იქნება კარგი საიგებიც და იქნება ცუდი საიგებიც. ჩვენ/მე ამ შემთხვევაში გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ ვაზნების რაოდენობა იყო შეზღუდული და ეს ტესტი ვერ იქნება აკადემიური, ის მაინც გვაძლევს ჩვენ საშუალებას გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები იარაღის პოტენციალზე. ის საიმედოა და იარაღი მისროლილია. ჩათვლაც მიღებულია.

ასეთი რამ არც თუ ისე იშვიათად ხდება: დენთის აირების ნახვრეტები ლულაზე გაბურღულია არასწორედ, რის გამოც მისი დაყენებისას იარაღზე ისინი ნაწილობრივ იკეტებიან, ეს კიდე იწვევს დაბრკოლებებს იარაღის მუშაობაში.

ამერიკულ და რუსულ ფორუმებზე საკმაოდ დიდი და ვრცელი თემებია, რომელიც ეძღვნება სხვა და სხვა პრობლემების მოგავრებას, რომელიც წარმოიშობა 12 კალიბრის საიგების ექსპლუატაციის დროს ან ახალ თოფებში არადამაკმაყოფილებელი ხარისხის კონტროლის გამო. ტრადიციულად ძალიან ბევრი საჩივარია აწყობის ხარისხის მიმართ. სამწუხაროდ და ამას ჩემი პირადი გამოცდილებაც ადასტურებს საბჭოთა და განსაკუთრებით რუსული იარაღის უნიკალური საიმედოობა არის მითი. ანუ იარაღი, როგორც წესი საიმედოა მაგრამ არა იმ დონემდე, როგორც ამას ზოგი თვლის. განსაკუთრებულად ეს ეხება თანამედროვე რუსულ იარაღს. ჩემი პრაქტიკა კი ადასტურებს იმას, რომ ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ რუსული წარმოების იარაღთან ჩნდება. ამ მხრივ დღეს ჩვენ/მე გაგვიმართლა, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული საიგა 12 იდეალურად მუშაობს.

რამოდენიმე დღიანმა მჭიდრო და ახლო ურთიერთობამ საიგა 12–თან არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. საიგა12-ის უდაოდ ძლიერი მხარეებია გამძლე დასაკეცი კონდახი, ოპტიკის სამაგრი, საიმედოობა, ქრომირებული ლულა და სავაზნე. სისუსტებია: დიდი წონა (ის 3.7 კგ–ს აღწევს), არადამაკმაყოფილებელი ერგონომიკა და გარკვეული ოფციების არ არსებობა, რომლებიც აადვილებენ ასე ვთქვათ მსროლელის ცხოვრებას. ასეთ კომპლექტაციაში სამწუხაროდ ჩემი აზრით ეს თოფი ბევრად ჩამოუვარდება კლასიკური სქემის თოფებს, რომლებიც უფრო მსუბუქია, მარტივია, უფრო მოსახერხებელია და მეტი ტაქტიკური შესაძლებლობები აქვთ. ასევე ისინი გაცილებით ადვილია მომსახურებაში, უფრო ადვილდ იშლებიან, იწმინდებიან, შესაძლებელია ლულების სწრაფი გამცოვლა. ამავე დროს გამომდინარე იქიდან, რომ თოფმა აჩვენა შესაშური საიმედოობა, მე გამიჭირდება უარყოფითი განაჩენის გამოტანა. საიმედოობა იყო, არის და ყოველთვის იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუ იარაღი საიმედოა და ამავე დროს ზუსტი ის შეიძლება რეკომნდირებულ იქნას როგორც იარაღი, რომელსაც შესაძლებელია ანდო საკუთარი სიცოცხლე ანუ, როოგრც უკვე ვთქვი საიგა 12-მა ნამდვილად გაიარა ტესტირება და მიიღო კიდევაც ჩათვლა. ყველაფერი დანარჩენი პრინციპში შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს მარტივი „ტუნინგით“ და როგორც წესი ასეც ხდება. ასევე საიგა 12 შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს გამოცდილება კალაშნიკოვის ავტომატებთან (მაგალითად დიდიხანი მსახურობდა, კარგად იცნობს AK-ს ტიპის იარაღს) და სურს შეიძინოს გლუვლულიანი თოფი. გადართვა ავტომატიდან თოფზე იქნება ძალიან ადვილი და სწრაფი. ასევე დიდია გართობის ფაქტორი, ტაქტიკური თავიდან ბოლომდე საიგა 12 საკმაოდ კარგი გასართობი იარაღია, მხოლოდ როგორც ყველა ნახევრად ავტომატის შემთხვევაში ვაზნების ხარჯი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ძნელია უწოდოთ ამას საიგა. ეს არის საიგის ბაზაზე ხელით აწყობილი სპორტული თოფი განკუთვნილი პრაქტიკული სროლისთვის. სპეციალიზირებული სპორტული იარაღი. სახელური გადმოტანილია მარცხენა მხარეს, შეცვლილია მცველის ფორმა, ასევე გადაკეთებულია მჭიდის ღილაკი. იარაღის ერგონომიკა პრაქტიკულად მთლიანად შეცვლილია.
რა უნდა გაუმჯობესდეს საიგაში? ყველა მოდელზე უნდა დაყენდეს საკეტის შემაკავებელი, რომელიც დაუშვებს ვაზნის პირდაპირ სავაზნეში ხელით მოთავსებას, ისევე, როგორც გაადვილებს სავსე მჭიდის მიერთებას. უნდა დაგრძელდეს სამიზნე ხაზი. წინა სამიზნე მოწყობილობა უნდა დაყენდეს ლულის ბოლოსკენ. საიგა 12 საკმაოდ გრძელი იარაღია მაგრამ სამიზნე ხაზი ძალიან მოკლე, პრაქტიკულად პისტოლეტის კლასშია. უნდა დაყენდეს მჭიდის “ძაბრი” იმისთვის, რომ გაადვილდეს მჭიდის გამოცვლა. ასეთი მოწყობილობები უკვე ყენდება საიგებზე და იყიდება ცალკე, მაგრამ ყველა რაც მე ვნახე არის პლასტმასის. გამომდინარე იქიდან, რომ დავარდნისას მჭიდი დარტყმას იღებს და გადაცემს მას „ძაბრს“, ჩემი აზრით ეს დეტალი უნდა იყოს ფოლადის და მყარად უნდა იყოს დამაგრებული რესივერზე. უნდა შეიცვალოს საკეტის სახელური, როგორც ისრაელის Galil-ზე ან საბჭოთა CKC-ზე. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ერგონომიკას. ის სახელური რაც ეხლა აყენია საიგებზე უბრალოდ სახიფათოა თქვენი ხელის მტევნის ჯანმრთელობისათვის. აუცილებელია უფრო გრძელი, მასიური და ამორტიზატორით აღჭურვილი კონდახის დაყენება. კარგი იქნება თუ კომპლექტში ყველა საიგას ექნება ლულის მუხრუჭი-კომპენსატორი. ყოველლშემთხვევაში ასეთი, რამ სასურველი იქნება საიგა 12-ის თავდცავით და ტაქტიკურ მოდიფიკაციებში სადაც ლულის შევიწროებები აუცილებელი არ არის.

Tromix Lead Delivery Systems არის ალბათ ერთ ერთი ყველაზე წინ წასული კომპანია საიგების მოდიფიკაციის ბიზნესში. სურათზე სწორედ მათ მიერ აწყობილი საიგა 12–ია. თუ არ ჩავთვლით 450 დოლარის ღირებულების მჭიდს, ყველა მოდიფიკაცია არის პრაქტიკული და კარგად გააზრებული.

ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია საიგების ტუნინგი, რა დროსაც ამ თოფის ერგონომიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასეთი სამუშაოების შედეგად საიგას ფასი აჭარბებს ათას დოლარს მაგრამ საბოლოო პროდუქტი არის საკმაოდ ეფექტური სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი საიგები პერიოდულად ჩნდებიან შეჯიბრებებზე პრაქტიკულ სროლაში, როგორც ჩანს არის ხალხი, რომელსაც უღირს ამ თოფზე მუშაობა და მასში ფულის ინვესტირება. საკმაოდ კარგ რეკლამას უკეთებს ამ თოფებს ცნობილი კომპანია, რომელიც ასევე არის „რეალითი შოუს“ „Sons of Guns” მონაწილე Discovery Channel-ზე, ლაპარაკი მაქვს კომპანია Red Jacket-ზე. ძალიან ბევრ სერიაში სხვა და სხვა პროექტებისთვის ისინი სწორედ საიგებს ირჩევენ. მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ საიგა 12 არის „ბესტსელერი“ აშშ-ში და ფორუმზე, რომ დასვათ კითხვა, რომელი თოფი იყიდოთ ალბათ არავინ მას არ გირჩევთ მაგრამ საიგა 12–მა იპოვა თავისი ნიშა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვან ბაზარზე და ეს ასევე მასზე დადებითად მეტყველებს.

კიდევ ერთი მოდიფიცირებული სპორტული საიგა 12 სპორტსმენის ხელებში. ყურადღებას იქცევს დაგრძელებული მჭიდი , ორი ლულის მუხრუჭი და მაღლა აწეული კონდახის ხაზი.
მოამზადა თ.ნუცუბიძემ.დამხმარე საიტი google.ge
 
artemi63დრო: ხუთშაბათი, 26.07.2012, 15:22:35 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ომისთვის ვემზადებით,ვინმე გვესხმის? საიგა როდის გახდა სანადირო იარაღი?
ისე კარგი ინფოა საიგაზე 166


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - ხუთშაბათი, 26.07.2012, 15:36:50
 
boika555დრო: ხუთშაბათი, 26.07.2012, 16:17:09 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63, და შენ ვინ გითხრა რო საიგა 12 სანადირო არაა და საომარი იარაღია.მისი ბევრი მოდიფიკაცია არსებობს როგორც საომარი აგრეთვე სანადირო.ეს იარაღი დიდი პოპულარობით სარგებლობს მონადირეებში არამარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში.

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - ხუთშაბათი, 26.07.2012, 18:09:59
 
artemi63დრო: პარასკევი, 27.07.2012, 16:46:48 | შეტყობინება # 4
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც სანადირო იარაღი არ სად არ სარგებლობს პოპულარობოთ როგორც ტაკტიკური იარაღი დაგეთანხმები. რუსეთშიც კი იშვიათად ნახავ გლუვლულიან საიგას სანადიროთ გამოყენებელი რომ იყოს,საერთოდ საბრძოლო იარარი ნადირობისტვის არარის განკუთნილი მაგას თავისი დანისნულება და ესტეტიკა ახლავს სანადირო იარაღსაც თავისი და მოდი ნუ აურევთ.
რა მაგარი სანახავი იქნები ამ საიგით რო გახვიდე მწყერზე სანადიროთ ან ტყის ქატამზე...რემბო ისვენებს. 069 069
 
boika555დრო: პარასკევი, 27.07.2012, 22:49:52 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამაში დაგეთანხმები რო მწყერზე და ტყის ქატამზე მოუხერხებელია,მაგრამ მოზრდინ ფრინველებზე მაგალითად იხვზე,ბატზე,აგრეთვე ცხოველზე კარგია.

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.
 
marsiდრო: შაბათი, 28.07.2012, 00:44:02 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ თოფს ჩემი აზრით არანაირი კავშირი არ აქვს ნადირობასთან, ტლანქი და მოუხელთებელია. ფრინველზე ხო სისულელე იქნება ამის ტარება, თან არც გატანა ექნება კარგი იმიტომ რომ მოკლე ლულა აქვს. ცხოველზე კი გამოიყენებს კაცი მაგრამ მაინც მოუხერხებელია. ეს იარაღი ჩემი აზრით ისეთ კაცს მოეწონება რომელსაც იარაღი მაგრად მოსწონს და ამავდროულად არ უყვარს ნადირობა 48 48 48 23 23

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
alekoდრო: შაბათი, 28.07.2012, 02:43:13 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1224
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
ეს იარაღი ჩემი აზრით ისეთ კაცს მოეწონება რომელსაც იარაღი მაგრად მოსწონს და ამავდროულად არ უყვარს ნადირობა

+100


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
boika555დრო: შაბათი, 28.07.2012, 13:43:41 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გატანაში ვერ დაგეთანხმები გატანა საკმაოდ კარგი აქ,ხოლო იმაში დაგეთანხმები რო მძიმეა და რთულია მისი ტარება.

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.
 
artemi63დრო: შაბათი, 28.07.2012, 16:08:18 | შეტყობინება # 9
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარტო მიტანაში და სიმძიმეზე არ არის საქმე,რუსებს საერთოდ უყვართ საბრძოლო იარაღების გადაკეთება მაგალიტად იგივე ცნობილი ბერდანა რომელიც იყო თავის დროზე ხრახნლულიანი საბრძოლო შაშხანა მერე გახადეს გლუვლულიან თოფათ,იგივე ბედი მოგვიანებიტ ეწია მოსინის შაშხანას გახადეს გლუვლულიან ფროლოვკატ,ეხლა ეტყობა კალაშნიკოვის რიგი დადგა. მაგის ახსნა მარტივია ეგ გადაკეტებული იარაღი ღირდა ძალიან იაფი და იყო მუშა,მაგის პლიუსი ეგ იყო.მაგრამ ეგ იყო დრო როცა ქვეყანას და ხალხს ძალიან უჭირდა არ იყო წარმოება და ა.შ მაშინ მაგ ნაერი თოფების გამოშვება გამარტულიც იყო. ეხლა კი როცა არის არჩევანი რა ჯანდაბათ მინდა ეგ აკ 47-საიგა,რა იარაღების ნაკლებობაა,თუ ეგ საიგა ძალიან ხელმისაწდომ ფასშია ან რა ისეთი პლიუსი აქვს რაც იგივე სანადირო ნახევრადავტომატებს არ აქვთ?
და ბოლოს, სანადირო იარაღს აქვს თავისი ხიბლი და ესტეტიკა,და არგვინდა ეხლა ველოსიპედის გამოგონება ეს ყველაფერი უკვე გავლილი ეტაპია.
 
boika555დრო: შაბათი, 13.10.2012, 01:26:59 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63,სიმარტლე გთხრა არც მე არ ვგიჟდები მაგრამ იმას ვერ ვიტყვი რო არ ვარგათქო, მის პლიუსებს ჩამოვტვლი,პირველ რიგში არის ძალიან მუშა იარაღი,მისი მოკლე ლულა საკმაოდ კომფორტული მოსახმარია ტყიან და ბუჩქნარიან ადგილებში აგრეთვე მოკლე ლულის მიუხედავათ საკმასოდ კარგი ჭრა მიტანა დაჯგუფება აღმოაჩნდა,საკმაოდ კომფორტულია მხარზე,წონა არი 3,7 არც თუ ისე საგანგაშო წონაა. ახლა კი მინუს ვიტყვი პირველ რიგში სანადიროთ მოუხერხებელია მისი გრძელი აბოიმა ხოლო მოკლეს დაგების შემთხვევაში ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება.რომ ვაღიაროთ ეხა ეს ცუდი იარაღი არ არი ანუ მისი ერთადერთი მინსი მისი გარეგანი აგებულებაა თორე იმას ვერ ვიტყვით რო მუშა იარაღი არ არისთქო რავი რამდენი ადამიანიაო იმდენი გემოვნება არსებობსო და ზოგს მოსწონს ზოგს არა.

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - შაბათი, 13.10.2012, 01:28:20
 
minchaninდრო: შაბათი, 13.10.2012, 12:40:00 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
boika555
ეს თქვენი რეპორტია თუ ვინმე სხვისი, და თქვენი გადმოთარგმნილი? არ გეგონოთ სარკაზმით გეკითხებოდეთ. რეპორტი ძალიან საინტერესოა.
ეხლა რაც შეეხება საიგას 1. ვერ დაგეთანხმებით 410 კალიბრზე მის არა საიმედო მუშაობაში. მე მაგ იარაღით ვიყავი დაინტერესებული და ყველა მფლობელი და ყველა იარაღის ოსტატი პირველ რიგში სწორედ საიმედობას ასახელებდნენ, ეხლა პირვლად გავიგონე მის არა საიმედობაზე. თუმცა არ გამოვრიცხავ მათ (410) დღევანდელ უვარგისობას. 2. საიგა-12, თუ დავუჯერებთ პროფესორ ტროფიმოვს, ერთ ერთ ყველაზე აღიარებულ იარაღთ მცოდნეს, არა მარტო რუსეთში, იარაღი მართლაც საიმედოა , განსაკუთრებით მსხვილი საფანტის, დაწყებული 0-დან , კარტეჩისა და ტყვიისთვის. რაც შეეხება საშუალო და წვრილ საფანტს , მისი მონაცემები არ აღემატება ჩვეულებრივი სანადირო თოფის მონაცემებს, უმრავლეს შემთხვევასი კი ჩამოუვარდება კიდეც. ჩოკის გამოყენების შემთხვევაში მისი მონაცემები იზრდება და 85 პროცენტს აღწევს, , ხოლო მაგნუმ გილზებისათვის 90-95 %-ს. რაც შეეხება ტყვიის სიჩქარეს (4, 5) ნომერი საფანტისთვის, მერყეობს 285 -დან 330 მეტრ. წამში. მიუხედავად ამისა მე პირადად მომწინს ეს იარაღი. ალბატ იმიტომ რომ, როგორც უკვე ახსენა ზემოთ ერთმა ტანაფორუმელმა - მე უფრო იარარი მაინტერესებს როგორც მექანიკური ხესაწყო ვიდრე ნადირობა. იარაღებში პირველ ადგილზე ვაყენებ საიმედობას, მეორეზე-სიზუსტეს, მესამეზე-სიმძლავრეს, მეოთხეზე-სილამაზეს და კომფორტაბელურობას. მე მგონი არავის არ ვაწყენინე, უბრალოდ გამოვხატე ჩემი აზრი.
 
boika555დრო: ორშაბათი, 15.10.2012, 16:50:02 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, საიგა 12 აკა 47-ის სანადირო ვარიანტია.მე მაგალითად ამ ორ იარაღში საკმაო მსგავსებას ვამჩნევ(ესთეტიურ მხარეს არ ვგულისხმობ) ანუ მას გამოყვა აკა 47-გან საიმედოობა,გამძლეობა, მაგრამ ის მცირეოდენი ხარვეზები რაც თავის დრაზე ჰქონდა აკა 47 ის გამოჰყვა საიგა 12-საც მაგალითად თუნდაც მჭიდი რომელიც ამ შემთხვევაში ორივე იარაღის პრობლემაა თავისი სიგრძიდან გამომდინარე აგრეთვე მოუხერხებელია დამიზნების პროცესში(ბეჭზე მიდებისას).თავისდროზე საპრძოლო იარაღის მწარმოეელი ქარხნები არ(ნაკლებად)ფიქრობდენ იარაღის მოხერხებულობაზე ანუ მისთვის იყო აუცილებელი იყო გამძლე ყოლილიყო აგრეთვე ზუსტი და საიმედო ხოლო სანადირო იარაღისთვის სხვა მახასიათებლების გარდა აუციკებელია მოხერხებულობაც მსროლელს უნდა აჯდებოდეს მხარზე ძალიან კრგათ მეტიც დამიზნების დროს უნდა გრძლობდეს რო ის მისი სხეულის ნაწილია სწორდ გამიგეთ ალბათ რასაც ვამბობ. 23

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - სამშაბათი, 16.10.2012, 23:34:03
 
hunting-jimდრო: ხუთშაბათი, 08.01.2015, 02:54:21 | შეტყობინება # 13
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 75
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ეს გრძელი ლულითაა და გატანაც მაგარი ექნება,და რაც არ უნდა იყოს კალაშნიკოვის ბაზაზეა აწყობილი,მემგონი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ ამ იარაღს უძლიერესი მექანიზმი ექნება,ავტომატის ბაზაა ლულაში ნარეზი აქ და მაგარია ძან,ლულის გახეთქვის შანსი არაა...


ნუ დაგწყდება გული იმაზე რომ დააცილე,რადგან მონადირე რასაც ესვრის ყველას რო კლავდეს ბუნება გადაშენდება ! ! !
 
amikoaxalaiaდრო: ორშაბათი, 17.10.2016, 11:34:52 | შეტყობინება # 14
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საიგა 12 რა მანძილზე ხმარობს იხვის საფანტს ?

ა.ახალაია
 
panatiდრო: ორშაბათი, 17.10.2016, 18:31:34 | შეტყობინება # 15
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რასანადიროა რაკავშირიაქ ნადირობასთან დიზაინი ავტომატისაა და სანადიროთ ფრინველზე ცოტათუარა ტეხავსრაა 23
 
vanoarchiდრო: ორშაბათი, 17.10.2016, 21:28:31 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 277
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლობელს ქონდა სანადიროდ წამოღებული, ხელში რომ დავიჭირე ეგეთი საშინელი არაფერი მინახია, "ბოლტებითა" და "შაიბებითაა" აჩონჩხლილი; რომ იტყვიან ხოლმე, რომ მაჩუქონ არ მინდაო ზუსტად ეგეთი აზრი გამიჩნდა

HUGLU 103-C
 
stoeger1დრო: ორშაბათი, 17.10.2016, 21:56:54 | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 666
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მორიგი ტაპორი რუსების შესრულებით ეს 5 კილოს აიწონის სულ თავისუფლად ბოლო ფოტოზე როაა,ესაა გასართობი იარაღი იკაიფებ რა რო იტყვიანნ სანადიროთ მაგარი უაზრობაა დაჟე დიდ ცხოველზეც კი
 
julakidze-1990დრო: კვირა, 13.08.2017, 21:36:37 | შეტყობინება # 18
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი მონადირეებს,SAIGA 7.62x39 თუგაქვთ ვინმეს როგორი იარაღია?
 
minchaninდრო: ორშაბათი, 14.08.2017, 21:31:44 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote julakidze-1990 ()
სალამი მონადირეებს,SAIGA 7.62x39 თუგაქვთ ვინმეს როგორი იარაღია?


გრძელი ლულით სკს-ს უტოლდება სიზუსტეში. თუმცა დიდი მჭიდი ცოტა მოუხერხებელს ხდის დაწოლით სროლაში. ეს ზოგადად. კონკრეტულად კი შემოწმება უნდა.
 
julakidze-1990დრო: ორშაბათი, 14.08.2017, 21:41:13 | შეტყობინება # 20
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გრზელი ლულით არა,პატარა მჭიდით პატარა ლულით + კოლიმატორით დაახლოებით რამდე მეტრზე იქნება ეფექტური 130-150? აი ამ მოდელზე მაქვს საუბარი https://www.mymarket.ge/ka/product/view/10914453/
 
alekoდრო: ორშაბათი, 14.08.2017, 22:00:46 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1224
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი კოლიმატორით 100 მეტრის ფარგლებში იმუშავებს...მოკვლით ყველაფერს მოკლავ,მითუმეტეს როცა მჭიდში მინიმუმ 10 ვაზნა გიდევს...რავი ერთხელ სასროლად და გასართობად კარგია,მერე ბევრს წყინდება

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
julakidze-1990დრო: ორშაბათი, 14.08.2017, 22:38:25 | შეტყობინება # 22
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
,ერთხელ სასროლად რატომ,მტაცებელზე მშვენიერი იქნება,გაიხარეთ ბიჭებო რჩევისთვის.

დამატებულია (14.08.2017, 22:38:25)
---------------------------------------------
სხვა ვარიანტი რაშეიძლება უკეთესი 2000 ლარის ფარგლებში?

 
stoeger1დრო: სამშაბათი, 15.08.2017, 00:52:23 | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 666
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
julakidze-1990, საიგა არის სამოქალაქო ლულაზე და არა საბრძოლოო, ამიტომ სხვა ნებისმიერი კონკურენტი უკეთესია მაგალითად: არსენალი, ვეპრი,
 
julakidze-1990დრო: სამშაბათი, 15.08.2017, 22:50:00 | შეტყობინება # 24
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, რომელ მაღაზიათა ქსელს აქვს ეს იარაღები?
 
chale88დრო: სამშაბათი, 15.08.2017, 23:00:40 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 415
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
julakidze-1990, მე საიგები და მსგავს კარაბინები ვნახე მონადირის მაღაზია კალიბრში.
 
alekoდრო: სამშაბათი, 15.08.2017, 23:46:09 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1224
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
julakidze-1990, მეგობარო გააჩნია რა კონტექსტში განიხილავ თორემ მტაცებლებზე კი არა ნებისმიერ ცხოველზე სანადიროდ გამოდგება...ყველაფერი შედარებითია მე პირადად არც 2000 და 1700 ლარს იჟმაშის საიგაში არ გადავიხდი,იმიტომ რომ არის დაშტამპული რესივერით,ჩვეულებრივი გადაკეცილი ჟეშტია რომლის სიქეც 1 მმ ან არის და ან არა,აქვს სამოქალაქო ლულა,ნუ დამუშავებაც არაა კარგი...ამ მიზეზების გამო აქვს დაბალი რესურსი,ეს კა ესსაც კი მეტი რესურსი ექნება ვიდრე მაგაათ,სუსტი რესივერის გამო მალე ეწყება ძლიერი ვიბრაციები რაც უზუსტობის წინაპირობაა....მაგრამ ეს ყველაფერი არის ზემოთ ნახსენები ფასებისთვის თორემ 1000 ლარად რომ იყოს მეორადი და 1200-1300 ლარებში ახლები იმ ყველა მინუსს დაბალი ფასი გადაწონის და უკვე ნიჩევო იქნება რა,მიმიხვდი რასაც ვამბოობ ?))))არსენალის ფრეზირებულ რესივერიანი საიგა გაყიდა მეგობარმა 1000 ლარად,ერთად ვისროლეთ 18 ტყვია ეგ იყო მაგის მაქსიმუმი ნასროლი,მარა აღარ მოეწონა და გაყიდა...ამიტომ ვთქვი რომ ყველაფერი შედარებითია.

2000 თუ აგროვებ 500იც მიამატე და ჩზ 557 იყიდე,კარაბინი მაინც არის რასაც ქვია


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 16.08.2017, 14:43:47 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საიგას სკს-ს ვამჯობინებ. თუ მსგავსი ტიპის იარაღები მოგწონთ. ორი მინუსი რაც სკს-ს აქვს - არის მძიმე (თითქმის 4 კილოგრამია) და აქვს პატარა (და მოუხერხებელი) კონდახი. თუმცა კონდახი შეიძლება ახალი დამზადდეს, და თანაც საკმაოდ ხარისხიანი. აი წონა კი ... სხვა მხრივ საიგას ჯობია. ოპტიკა კარგად ყენდება ზედ, და სიზუსტითაც ეფექტურია 250 მეტრზე (კარგი ტყვიებით და ოპტიკით 10 სანტიმეტრიან ჯგუფს აკეთებს).
 
julakidze-1990დრო: ოთხშაბათი, 16.08.2017, 22:21:25 | შეტყობინება # 28
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უთოფოდ არავარ ეხლა სასწრაფოდ რომ ვყიდულობდე,გადავალებ თვალს სხვადასხვა ფორუმებს და დავკონკრეტდები თუ რას შევიძენ,გაიხარეთ რჩევისათვის.

დამატებულია (16.08.2017, 22:21:20)
---------------------------------------------
ამ მოდელზე რა აზრის ხართ?

დამატებულია (16.08.2017, 22:21:25)
---------------------------------------------
http://western.ge/ka/shop/xraxnluliani-guns/remington-7600-2/

 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » რუსეთი » Caйга 12 (Caйга 12)
გვერდი 1 დან1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მწყერზე ნადირობა
  • 2.)ვინ რამდენად ენდობა ნაყიდ ვაზნებს?
  • 3.)ვინ რომელ ცხოველს თვლით ყველაზე საშიშ სანადირო ობიქტად
  • 4.)დრათჰაარი
  • 5.)Caйга 12
  • 6.)თავისუფალი თემა
  • 7.)დაიკარგა,მოიპარეს (ძაღლი)
  • 8.)Retay arms masai mara
  • 9.)ვაზნები
  • 10.)ჭყიამპო
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)კურცჰაარი
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)დრათჰაარი
  • 7.)ტყის ქათამზე ნად...
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)dudu-duda
  • 7.)aleko
  • 8.)-BERG-
  • 9.)avtandil
  • 10.)ბაქარი
  • 1.)zgemiashvili@
  • 2.)monadire-21
  • 3.)nugzarc
  • 4.)giorgi86giorgi
  • 5.)ჩინაშვილი
  • 6.)mainteresebs
  • 7.)nodarikavti
  • 8.)shadowhunter
  • 9.)kun555
  • 10.)zaqro100

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика