22:29:57
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » თურქეთი » ჰუგლუ-104 A ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა თურქეთი))
ჰუგლუ-104 A ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: ორშაბათი, 18.03.2013, 13:08:49 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰუგლუ - ეს არის ქალაქი მდიდარი თავის მეტალურგიით, რომელიც უკვე 4 საუუნეა ითვლება თურქეთში ცენტრალურ საიარაღო ქალაქად, როგორც „ზული“ საიარაღო ქალაქად გერმანიაში. 1962 წელს ჰუგლუს ოსტატებმა შექმნეს სამონადირეო იარაღის „Huglu“-ს გაერთიანება, რომლის წარმოება განთავსებულია 10000 კვ. მ. ფართობზე. ყოველ წლიურად ტექნოლგიების და ხარსიხის ამაღლებით ჰუგლუ აწარმოებს მრავალი სახეობის იარაღს, ერთლულიან, ორლულიან და ნახევრად ავტომატურ სანადირო თოფებს, ასევე მრავალ სპორტული დანიშნულების იარაღს. გავრცელებულია ხმა თურქული თოფების არახარისხიან წარმოებაზე და მათ არა ბრძოლის უნარიანობაზე. ამა აზრს ხშირად ავრცელებენ ის მონადირეები, რომლებსაც შეხება არ ქონიათ თურქული წარმოების სანადირო თოფებთან. სინამდვილეში როგორც „ჰუგლუ“ ასევე ბევრი სხვა თურქული „Stoeger”, “Hatsan“, „Sarsilmaz“ აწარმოებენ მაღალი ხარისხის თოფებს თანამედროვე ჩარხ-დანადგარების საშუალებებით, რომლებიც განაპირობებენ მათ მაღალ ხარისხს. Huglu 104 A ვერტიკალური ლულების წყობით, რომელიც გამოირჩევა კარგი ბალანსით და შესანიშნავი დიზაინით, ხის და ფოლადის ერთმანეთში შერწყმის მაღალი ხარისხით. ჰუგლუ სარგებლობს დიდი პოპულარობით მონადირეებს შორის არა მარტო თურქეთში, რაც გამოიხატა 2009 წელს ევროპის სამონადირეო იარაღების გამოფენაზე მისი მაღალი ხარისხის შეფასებით. თურქეთი აწარმოებს ექსპორტს ევროპის 10-ზე მეტ ქვეყანაში ასევე ამერიკაში, დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, რასაც აღნიშნავენ რუსი მონადირეები.
ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი-12.
სავაზნის სიგრძე (მმ)-76.
ლულის სიგრძე (სმ)-71.
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0.
წონა (კგ)-3,5.

წყარო:http://www.forum.ali.ge/index.php?/topic/


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 11:00:09
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 18.03.2013, 13:09:41 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მიმაგრებულია: 2892541.jpg (37.4 Kb) · 4002223.jpg (46.5 Kb) · 9031787.jpg (287.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 19.03.2013, 21:52:21 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰუგლუ – ეს არის ქალაქი მდიდარი თავის მეტალურგიით, რომელიც უკვე 4 საუუნეა ითვლება თურქეთში ცენტრალურ საიარაღო ქალაქად, როგორც „ზული“ საიარაღო ქალაქად გერმანიაში. 1962 წელს ჰუგლუს ოსტატებმა შექმნეს სამონადირეო იარაღის „Huglu“-ს გაერთიანება, რომლის წარმოება განთავსებულია 10000 კვ.მ. ფართობზე. ყოველ წლიურად ტექნოლგიების და ხარსიხის ამაღლებით ჰუგლუ აწარმოებს მრავალი სახეობის იარაღს, ერთლულიან, ორლულიან და ნახევრად ავტომატურ სანადირო თოფებს, ასევე მრავალ სპორტული დანიშნულების იარაღს.

გავრცელებულია ხმა თურქული თოფების არახარისხიან წარმოებაზე და მათ არაბრძოლისუნარიანობაზე. ამ აზრს ხშირად ავრცელებენ ის მონადირეები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ თურქული წარმოების სანადირო თოფებთან. სინამდვილეში როგორც „ჰუგლუ“ ასევე ბევრი სხვა თურქული ფირმა Stoeger, Hatsan, virsan, ata arms, sa-ka, akus, arsman, Sarsilmaz, stoeger, siberun და სხვები აწარმოებენ მაღალი ხარისხის თოფებს თანამედროვე ჩარხ-დანადგარების საშუალებებით, რომლებიც განაპირობებენ მათ მაღალ ხარისხს.

Huglu 104 A ვერტიკალური ლულების წყობით, რომელიც გამოირჩევა კარგი ბალანსით და შესანიშნავი დიზაინით, ხის და ფოლადის ერთმანეთში შერწყმის მაღალი ხარისხით. ჰუგლუ სარგებლობს დიდი პოპულარობით მონადირეებს შორის არა მარტო თურქეთში, რაც გამოიხატა 2009 წელს ევროპის სამონადირეო იარაღების გამოფენაზე მისი მაღალი ხარისხის შეფასებით. თურქეთი აწარმოებს ექსპორტს ევროპის 27-ზე მეტ ქვეყანაში ასევე ამერიკაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული თოფები რუსეთშიც, რასაც აღნიშნავენ რუსი მონადირეები. აღსანიშნავია ისიც რომ ხშირია სამართლიანი პრეტენზიები უხარისხო თურქული თოფების მიმართ, რაც ხშირდ ხდება დავის საგანი მონაადირეებს შორის თუ რომელი მოდელი უფრო ხარისხიანია. შეგახსენებთ რომ თურქეთში სამონადირეო და სხვადასხვა სახის იარაღებს აწარმოებს დაახლოებით 180-ზე მეტი ფირმა, კოოპერატივები და სხვადასხვა მწარმოებლები. ამათგან ის მწარმოებლები რომლებიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარს და თანამშრომლობენ ევროპის წამყვან ფირმებთან აწარმოებენ შედარებით მაღალი კლასის თოფებს. შეიძლება მაგალითისთვის ავიღოთ იგივე ჰუგლუ-104 რომელსაც აწარმოებს სამი ფირმა, star huglu silah sanayii, gens huglu silah sanayii, huglu silah sanayii. გასაგებია მათი გულისწყრომა ვინც შეიძინა ჰუგლუ და არ შეიქნა ის ხარისხი რომელსაც ელოდა, რადგან Hoglu silah sanayii-სგან განსხვავებით დანარჩენი ორი ფირმა აწარმოებს იგივე მოდელს უფრო დაბალი ხარისხის შესრულებით რაც აისახება ფასშიც. მსგავსება დიდია მაგრამ განსხვავება შესაძლებელია. ასევეა სხვა მოდელების მიმართაც და შეძენის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მიდელი რომელი ფირმის მიერაა წარმოებული.

ერთადერთი პირობაა მაღალი ხარისხი, რომლის შენარჩუნების გარეშე ძნელია კონკურეციის გაწევა სხვა მწარმოებლების მიმართ, ამას კი ბევრი ვერ ახერხებს, რაც საბოლოოდ აისახება მათ მიერ წარმოებულ უხარისხო პროდუქციაზე, რის შედეგადაც კარგავს მომხმარებელს, შემდეგ ან უნდა გაკოტრდეს ან უნდა გაყიდოს ქარხანა, რაც ხშირად ხდება ხოლმე არა მარტო თურქულ რეალობაში. ბევრმა ევროპულმა ცნობილმა ბრენდებმა შეიძინეს თურქული ქარხნები ბევრთანაც გაერთიანდნენ, რაც დადებითად აისახა თურქეთში წარმოებულ თოფების ხარისხზე. თუ გადავავლებთ თვალს ზემოთ ჩამოთვლილი ფირმების წარმოებულ პროდუქციას, მართლაც იგრძნობა ხარისხი შესაბამის ფასთან ერთად. რაც მთავარია იზრდება მოთხოვნილება იმ დროს, როცა გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი ათასნაირი ხარისხის და სისტემის სამონადირეო იარაღით.

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი - 12.
სავაზნის სიგრძე (მმ) – 76.
ლულის სიგრძე (სმ) – 71.
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0.
წონა (კგ) – 3,5.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 21:52:52
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » თურქეთი » ჰუგლუ-104 A ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა თურქეთი))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика