13:40:42
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
sarsilmaz sp
jentile5დრო: კვირა, 12.02.2017, 03:38:40 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 120
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
SARSILMAZ SP
რომ დავაკვირდეთ როგორც ევროპაში ასევე საქართველოს ბაზარზე თოფის მწარმოებელმა ფირმებმა გადაინაწილეს ადგილები. ცნობილი ბრენდები რა თქმა ლიდერობენ და დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი, შესაბამისად მათი პროდუქცია, როგორც ხარისხით ასევე ფასით განსხვავდება სახვა საშუალო კლასის თოფებიდან. საბედნიეროდ ჩვენთანაც მონადირეების უმრავლესობას კარგად ესმით რომელი ფირმის პროდუქცია უფრო მოთხოვნადია და რომელი უფრო აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. რომ გადავხედოთ ქართულ ბაზარს შესამჩნევია თურქული კომპანიების მერ წარმოებული თოფების სიმრავლე. პრაქტიკულად თურქულ კომპანიებს ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს, რამეთუ იგივე კლასის თოფები სხვა ქვეყნებიდან არ შემოდის თუ არ ჩავთვლით საშუალო კლასის რუსულ თოფებს. გამოდის რომ თვითონ თურქული ფირმები უწევენ ერთმანეთს საქართველოს ბაზარზე კონკურენციას. მიუხედავათ ზოგიერთი მოდელის მაღალი ფასისა მაინც ჩნდება შეკითხვები როგორც თოფის მექანიზმთან ასევე შესრულების ხარისთან. სიმართლე რომ ვთქვათ ბევრ ჩვენს მონადირეებს ჯერ კიდევ არ აქვთ პრაქტიკაში გამოცდილი თურქული თოფები და მხოლოდ ყურმოკრული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას. ამიტომ ცუდია თუ არა ესა თუ ის მოდელი ყველას ერთნაირ შეფასებას აძლევენ. არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს რადგან ჩემს მაღაზიაშიც იყიდება თურქული თოფები, მაგრამ მე მგონი ვიღაცის ნათქვამს (საერთოთ შეხება რომ არ ქონია თურქულ თოფებთან) ცოტათი მაინც აჯობებს ჩემი რჩევა და ნათქვამი რამეთუ ვცდილობ მაქსიმალურად გავერკვე და შევისწავლო სხვადასხვა მოდელი, გამოვცადო პრაქტიკაში და მივაწოდო ინფორმაცია ვისაც აინტერესებს რა უფრო მისაღები იქნება მათთვის. ამასთან ერთად თოფის ფასიც და ხარისხიც რომ იყოს შესაბამისობაში. ამ ყველაფრის საშუალებას ჩემი პრაქტიკა და გამოცდილება მაძლევს. მიუხედავთ ყველაფრისა მე მაინც ვეცდები ჩემი საიტის სტუმრებს გავაცნო, როგორც სხვადასხვა მოდელის თოფები და მათი სისტემები, ასევე მათი შემქმნელი ფირმები. თურქული კომპანიები დიდი ხანია სწავლობენ ევროპულ ბაზარს. დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქცია უნდა ყოფილიყო ევროპული ხარისხის, დაბალი ხელმისაწვდომი ფასით. მიაღწიეს კიდეც თავიანთ ჩანაფიქრს და ერთ ერთი მსხვილი მიმწოდებლები გახდნენ არა მარტო ევროპული ბაზარზე. თურქეთში ორასზე მეტი მწარმოებელი კოოპერატივი და ფირმაა, აქედან ათამდე კომპანიაა რომელიც აწარმოებს როგორც საშუალო ასევე მაღალი კლასის თოფებს და თანამშრომლობენ ცნობილ ფირმებთან. დანარჩენები აწარმოებენ ფართო მოხმარების იაფფასიან თოფებს, რომელთა დევიზია რაც შეიძლება ბევრი იაფფასიანი თოფების გამოშვება და მათი ბევრის გაყიდვა. აღწევან კიდეც ამას რადგან თურქეთის შიგა ბაზრის მოთხოვნა აკმაყოფილებს მათ ამბიციებს. საზღვარ გარეთაც იგზავნება მათი თოფები. რატომაც არა? თუ ვინმეს აქვს სურვილი შეიძინოს იაფასიანი თოფი. ამით ისინი თავიანთ თავსაც აყენებენ ზიანს და იმ თურქულ ფირმების იმიჯსაც ვინს გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და აგზავნის ექსპორტზე. ჩვენი მონადირეების უმრავლესობას კარგად ესმის ყველაფერი და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ, მაგრამ არიან ისეთებიც ვისაც არც აინტერესებს და გაგებაც არ უნდათ არაფრის. ვერ წარმოუდგენიათ რუსულ იჟ-27-ზე, იჟ-58-ზე, იჟ -54-ზე, ტოზ-34-ზე, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ თოფებზე უკეთესი თოფი არ ყოფოლა თურმე ქვეყანაზე. მეც ასე მეგონა მაგრამ როცა საშუალება მომეცა გავცნობოდი და მენადირა ევროპული ცნობილი ბრენდების სხვადასხვა მოდელის თოფებით, გამოგიტყდებით რადიკალურად შემეცვალა აზრი. კაცობრიობას სამი საუკუნის მანძილზე ვერ წარმოედგინა კაჟიან თოფზე უკეთესი სისტემის შექმნა თუ იქნებოდა შესაძლებელი. (თუ არ ჩავთვლით დავინჩის მიერ გაუმჯობესებულ ნაპერწკლის წარმომქმნელ მბრუნავ ბორბალას, რომელიც ასრულებდა კაჟის მოვალეობას. მომართვის შემდეგ სასხლეტის დაშვებისას იწყებდა ბრუნვას, ხდებოდა ნაპერწკალის გამოყოფა და დენთის აალება, ასევე შეიძლება ითქვას შავ დენთზე, რადგან თეთრი დენთის გამოგონების შემდეგ ძნელად თუ ჯეროდა ვინმეს თეთრი დენთის უპირატესობის). მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე კი გამოიგონეს და შექმნეს თითქმის ყველანაირი სისტემა, რის საფუძველზედაც დღემდე იწარმოება, როგორც სამონადირეო ასევე სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები. ამიტომ ძნელია უცებ დაარწმუნო ვინმე, რომელი თოფი უფრო პრაქტიკული, გამძლე და უსაფრთხოა ნადირობის დროს. ამას დრო უნდა და პრაქტიკაც, რომ შეექმნათ სწორი აზრი. რა თქმა უნდა ამის დრო და საშუალება ყველას არ აქვს და ამიტომ ხანდახან მაინც გასაზიარებელია სპეციალისტების აზრიც. ამჯერად მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი თურქული კომპანია SARSILMAZI, რომელიც აწარმოებს და ამარაგებს ნატოს ქვეყნებში შემავალ სიდიდით მეორე ადგილზე მყოფ თურქულ არმიას სამხედრო შეიარაღებით. სარსილმაზი დაარსა „აბდულ ლატიფმა“ 1980 წელს. დღესდღეობით ეს არის ერთერთი უახლესი თანამდროვე კომპიუტირიზებული პროგრამული ჩარხ დანადგარების მართვის მქონე კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სერთიფიკატის და ნატოს მკაცრ მოთხოვნებს. აწარმოებს ყველა სახის ცეცხლსასროლ იარაღებს და აწვდის მსოფლიოს 55 ქვეყანას. სარსილმაზის თურქულ ბაზარზე იარაღების წამოება შეადგენს 85%-ს. გარდა სამხედრო შეიარაღებისა სარსილმაზი აწარმოებს სამონადირეო იარაღების ფართო არჩევანს. კომპანია ფლობს იტალიური ცნობილი ბრენდის „ბერნანდელის“ მარკას და აწარმოებს მისივე სახელწოდებით ბერნანდელის ზუსტი ასლის თოფებს. ასევე ფლობს ევროპის წამყვანი კომპანიების საკონტროლო პაკეტებს, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა დანიშნულების იარაღებს. ფირმა აწარმოებს როგორც სპორტულ, ასევე ნახევრად ავტომატურ, ორ ლულიან და პომპიან სანადირო თოფებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, კარგი საბრძოლო თვისებებით და სროლის დიდი რესურსით.

დამატებულია (12.02.2017, 03:38:40)
---------------------------------------------
ვისაც რა ინფორმაციები გვაქვს თეორიული თუ პრაქტიკული sarsilmaz sp-სერის თოფების შესახებ განსახილველად და დისკუსითვის დავდოთ ამ პოსტში, რომ შეგვექმნას წარმოდგენები ამ იარაღზეც.


შეტყობინება დაამუშავა jentile5 - კვირა, 12.02.2017, 03:43:32
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика