13:22:41
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » თურქეთი » ATA ARMS Neo 12 (დავწეროთ ინფორმაცია და მოსაწრებები Neo 12-ის შესახებ)
ATA ARMS Neo 12
ზურა333დრო: ორშაბათი, 24.10.2016, 17:24:30 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ATA ARMS არსებობა დაიწყო გასული საუკუნის 50 წლებში როდესაც, კომპანიის დღევანდელმა მეპატრონემ (სალალ იოჰლუმ) , შექმნა თავისი პირველი გლუვ ლულიანი თოფი, ჰორიზონტალური და ცოტა მოგვიანებით ვერტიკალური და გადაწყვიტა მათი წარმოება , რაც წარმატებით განახორციელა კიდევაც. კომპანიას კი დაარქვა Vursan Salah . ასე გრძელდებოდა 1992 წლამდე ვიდრე თურქი კონსტრუქტორი არ გამოიგონებდა იმ დროისათვის ერთადერთ თურქულ ნახევრადავტომატულ თოფს , მისი წარმოება გრძელდებოდა ზუსტად ათი წელი ვიდრე არ შეიერთა ბერეტას ჯგუფმა, და მიანიჭებდა ახალ სახელს Stoeger Silah Sanay .
ვიდრე ეს ვითარება შეიცვლებოდა,ვურსანის პარალელურად, მეოცე საუკუნის უკიდურეს მიწურულს კომპანიის ხელმძღვანელმა ჩამოაყალიბა პარალელური კომპანია სახელწოდებით ATA ARMS-ი , ამ კომპანიას ძირითადად მარზთავენ კონსტრუქტორის შვილები. ვურსანის გაყიდვის შემდეგ კი ''ატამ'' გააგრძელა ტრადიციული თოფების გამოშვება. 2009 ში კი წარმოებაში ჩავიდა მოდელი "ატა ნეო" 12. ამ პერიოდისთვის ამ თურქულ ბრენდს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა გააჩნია.
ATA NEO 12.
ესაა ინერციული სისტემის ნახევრად ავტომატური მოქმედების თოფი, რომელიც შექმნილია და დაპროექტებულია თურქეთში, კომპანიაში ატა არმზი. ინერციული სისტემა ავტორი ბრუნო ჩივოლინია, კონკრეტულად კი მისი პატენტის ბაზაზეა გაკეთებული. ეს უკანასკნელი კი იტალიელი კოსნტრუქტორ გამომგონებელია რომელიც რამდენი მე წლის განმავლობაში ბენელ არმზში მუშაობდა შემდფეგ კი ბერეტაში.

როგორც ვთქვით თოფის კონსტრუქციაზე გავლენა იქონია იტალიურმა საიარაღო მიღწევებმა, მაგრამ მისი დიზაინი საკმაოდ ორიგიუნალურად გამოიყურება. ხელში აღებისას საკმაოდ სასიამოვნო შდაბეჭდილებები იქმნება, მეტალის ნაწილების დამუშავება "შეირაღებული" თუ შეუიარაღებელი თვალით ჩანს რომ მაღალ დონეზეა, არავითარი ზედმეტი მეტალის ნაწილები და უხეში წიბოები არ არსებობს, კონდახი და ტიპჟირი დახვეწლი დიზაინისაა, დამუშავება და მასზე დატანებული ბადე კი მაღალი ხარისხის, სამიზნე თამასა და კორა ყოველგვარი დეფექტების გარეშე ძალიან სიმეტრიულია ყველა თვალსაჩინო დეტალი, ხისა და რკინის შეერთების ადგილები მაქსიმალურად ზუსტი, საერთო ჯამში ვიტყოდი რომ თოფი ერგონომიკულია სრული ამ სიტყვის ნიშვნელობით, კონდახი მაქსიმალურად უნივერსალურია თუმცა დავამატებდი რომ კონდახის სიგრძე როგორც ასეთი მაღალი ადამიანისთვისაა გათვლილი, გრძელი ხელებით. თუ შეიძლება საერთოდ ნახევარავტომატურ თოფზე ითქვას დბალანსებული , "ატა ნეო'' 12 ნამდვილად მშვენიერი ბალასნისაა, მითუმეტეს თუ მჭიდში 1-2 ვაზნაა, აშკარაა რომ იარაღი კეთილსინდისიერაადაა გაკეთებული.
რათქმაუნდა თურქული იარაღი ევროპის ქვეყნებში მათ შორის საქართველოში არ გაიყიდება თუ ის შესაბამის გამოცდას არ გაივლის, არსებობს საყოველთაოდ მიღბული ევროპული და ამეიკული ტესტი რომელიც ნებისმიერმა საინპორტო იარაღმა უნდა დააკმაყოფილოს, ატას ამ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.
ატა ნეო 12 ის მექანიზმის კოლოფი დღეისათვის ფართოდ გავრცელებული მსუბუქი შენადნობისგანაა დამზადებული, კერძოდ კი ალუმინის შემცველობის, რომელიც თავის კლასში იძლიერესია მარკაა 7012 T6. სალულე ფოლადი ასევე თანამედროვე, ქრომ მოლიბდენის შემცველობისაა და მისი მარკაა 42CrMo4-4140. ექსპლოატაციაში კი მისი მაჩვენებელია 1370 ბარი , რაც ორჯერ მაღალია მაგ. რიგითი რუსულუ თოფის მაჩვენებელზე.
საკონდახე მასალას რაც შეეხება თურქეთში მისი დეფიციტი ნამდვილად არაა, თუმცა ფირმა ბიუჯეტურ მოდელებზე მაღალი კლასის კაკლის დაყენებისგან თავს იკავებს. ეს ლოგიკურიცაა. აი ძვირფას მოდელებზე შესანიშნავი ხარისხის, პრემიუმ კლასის ფესვის მერქანით კეთდება ხის ყველა ნაწილი. რათქმაუნდა არც ატაა გამონაკლისი და თავის კონდახებში ისიც მიმართვს ე.წ. xtra wood ის ტექნიკას, დაიტანოს ნახატი ღარიბი ტექსტურის მქონე მასალაზე.
ატას ტესტირების დროს გსროლი იქნა 10 000 ვაზნა რომლის დროსაც თოფს არავითარი ცვლილება არ განუცდია, არავითარი დეტალი არ გამოსულა მწყობრიდან. თოფი უპრეტენზიოა ვაზნების ჭურვის წონის მიმართ, 28 დან 52 გრამამდე. თუმცა 24 გრამიანი ვაზნებიც უპრობლემოდ გადატენა, ჩვენი ტესტირების დროს მე მივედი იმ დასკვნამდე რომ : მცირე მუხტიანი ვაზნების გადატენვას ხელს უშლის ქარხნულ ვაზნებში მაღალი ქუდი, დაბალ ქუდიანები კი უპრობლებოდ გადაღეჭა თოფმა.
სვაზნე გაბურღულია 76 მმ ვაზნაზე, სადაც შესაძლებელი ჩეულებრივი 70მმ-ი და მაღალი სიმძლავრის ვაზნებსი გამოყენება წარმატებით.

ზოგიერთ მოდიფიკაციებს აქვს სავაზნე 89 მმ.
ლულის სიგრძე შეიძლება იყოს 61 , 71 და 76. . სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით, სლაგ თოფებზე თამასა არაა. სამიზნე კორა ფლუორესცენტული, ფერადი ბოჭკოვანი მასალის, რომელიც ორი ძირითადი ფერისაა წითელი და მწვანე, იშვიათად თეთრი.

თოფი აღჭურვლია საცვლელი ჩოკებით , კომპლექტში შედის 5 მობილური ჩოკი რომელიც ნებისმიერ სანდირო ობიექტზე ნადირობისთვის ნებისმიერი შევიწროების დაფიქსირების საშუალებას იძლევა. სურვილის მიხედვით კი შესაძლებელია ლულის დამაგრძელებლის ჩახრახნვა რომლიც 10 სმ. და მისი შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს



დამატებულია (24.10.2016, 15 52 57)
---------------------------------------------
ეს არის პირველი მოდელი, გარეგნულად ერთი შეხედვით ამოიცნობა გამოსაკრავის ფარის ფორმით, უკანა მხარე არის კუთხოვანი, ხოლო დამცველი ღილაკი მრგვალი ფორმის.


დამატებულია (24.10.2016, 15:58:02)
---------------------------------------------
ეს მეორე მოდიფიკაცია, უკვე მომრგვალებული გამოსაკრავის ფარით, მაგრამ ლულის კორპუსში შემავალი ნაწილის ისევ მოკლე ფეხით, პირველ მოდელსაც ასე აქვს. აქ დამცავი ღილაკი უკვე სამკუთხედი ფორმისაა, ასეთივეა შემდგომ მოდელზეც.


დამატებულია (24.10.2016, 16:11:22)
---------------------------------------------

ესეც ბოლო მოდიფიკაცია, როგორც ხედავთ ლულის ფეხი დაგრძელებული აქვს, ასევე ამ მოდელს დაუყენეს პრიმოჩოკები და როგორც ხედავთ კორპუსზე დატანილია ფირმის ახალი ლოგო.


დამატებულია (24.10.2016, 16:41:26)
---------------------------------------------
წინა ორ მოდელზე კონდახის სარეგულირო მართკუთხა ფორმის დეტალი აქვს დატნეული კონდახის უკან შიგნითა სამაგრ ჭანჭიკში, გადაბრუნების შემთხვევაში იმატებს კონდახის დახრილობა ქვემოთ და მარჯვნივ. ბოლო მოდელს კონდახის რეგულირებისთვის მოყვება დამატებითი დეტალები, კონდახის კოლოფთან შეერთების ადგილას ჩასატნევი საფენები.

დამატებულია (24.10.2016, 17:24:30)
---------------------------------------------
ამ ლინკზე საინტერესო სტატიაა რუსულ ენაზე, Neo 12-ის გამძლეობის შესახებ:
http://sportingshot.ru/articles/ata_arms_neo_12
 
vanoarchiდრო: ორშაბათი, 24.10.2016, 22:36:40 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალ თემას ვერ ვაკეთებ და აქ დავწერ: საინტერესო იქნება ATA ARMS Neo 12-ის და stoeger m3000-ის შედარება, ორივე ინერციულია და ჩემი აზრით ორივე ერთი კლასის თოფია.

HUGLU 103-C
 
stoeger1დრო: ორშაბათი, 24.10.2016, 23:11:50 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vanoarchi, გეთანხმები ორივე ერთი კლასის თოფიაა
 
koba30დრო: ორშაბათი, 24.10.2016, 23:20:01 | შეტყობინება # 4
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატა კარგი იარაგია მე ატას ფანი ვარ
 
moNadire47დრო: კვირა, 30.10.2016, 16:01:57 | შეტყობინება # 5
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 73
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა აქვს ფასი ატას ეხლა ხოარ იცით? ატა პლასტიკზე, 76 სმ ლულით.
 
dima71დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 10:32:25 | შეტყობინება # 6
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://www.magnum.ge/ აქ ნახავ!!!

d.machavariani
 
vanoarchiდრო: შაბათი, 15.07.2017, 23:45:01 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესო ვიდეო ვნახე: როგორ მოვათავსოთ 6 ვაზნა ატა ნეო 12-ში:

You tube


HUGLU 103-C
 
moriak007დრო: შაბათი, 22.12.2018, 23:11:58 | შეტყობინება # 8
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მეგობრებო, ცოტა კი დამაგვიანდა ეს შეკითხვა მაგრამ სჯობს გვიან :) რამდენადაა რეკომენდირებული მაგნუმის ტყვიების
გასროლა ატა ნეოთი? ან ბეიბი მაგნუმის? ვის რამდენიანი გაქვთ გასროლილი? მადლობა წინასწარ

დამატებულია (23.12.2018, 22:59:47)
---------------------------------------------
????

 
vanoarchiდრო: ორშაბათი, 24.12.2018, 01:02:03 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
moriak007, რეკომენდირებული რომც იყოს, რამდენად საჭიროა საერთოდ მაგნუმის ვაზნა, აი ეს არის საკითხავი და გასარჩევი. მე რაც გამიგია, ბევრი საფანტი არ ნიშნავს უფრო შორს მიტანას; ისე საინტერესო იქნება ამ თემის განვრცობა, ინტერნეტშიც რამოდენიმე ვიდეოს გადავაწყდი და მეც ავტვირთავ. ბოდიში თემიდან გადახვევისთვის.

HUGLU 103-C
 
ИЖ_27_ЕМდრო: ორშაბათი, 24.12.2018, 17:31:13 | შეტყობინება # 10
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 124
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
100-200 ფრთიან გუნდებთან როცა გაქ საქმე,კიბატონო კახა,დააყარე 64-გრამიანები და მისი ჯანი, 89მმ თუ არის თოფი, შტოგერ-3500, მრ-155, სარსილმაზ-x700 ლეოპარდი, მაგრამ სიცოცხლის უნარიანობა აკლდება რათქმაუნდა
 
vanoarchiდრო: ოთხშაბათი, 09.10.2019, 17:45:16 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატა ნეო 12-ის და ატა სი-ს შედარება (ინერციული და აირგადამტენი)

დამატებულია (09.10.2019, 17:49:33)
---------------------------------------------

დამატებულია (12.10.2019, 19:34:48)
---------------------------------------------


HUGLU 103-C
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » თურქეთი » ATA ARMS Neo 12 (დავწეროთ ინფორმაცია და მოსაწრებები Neo 12-ის შესახებ)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика