06:29:37
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან12»
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » თურქეთი » Huglu 104a (დავწეროთ ინფორმაცია და მოსაზრებები „ჰუგლუ 104ა“- ს შესახებ)
Huglu 104a
ზურა333დრო: სამშაბათი, 16.02.2016, 23:06:22 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 626
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰუგლუ – ეს არის ქალაქი მდიდარი თავის მეტალურგიით, რომელიც უკვე 4 საუკუნეა ითვლება თურქეთში ცენტრალურ საიარაღო ქალაქად, როგორც „ზული“ საიარაღო ქალაქად გერმანიაში. 1962 წელს ჰუგლუს ოსტატებმა შექმნეს სამონადირეო იარაღის „Huglu“-ს გაერთიანება, რომლის წარმოება განთავსებულია 10000 კვ.მ. ფართობზე. ყოველ წლიურად ტექნოლგიების და ხარსიხის ამაღლებით ჰუგლუ აწარმოებს მრავალი სახეობის იარაღს, ერთლულიან, ორლულიან და ნახევრად ავტომატურ სანადირო თოფებს, ასევე მრავალ სპორტული დანიშნულების იარაღს.

გავრცელებულია ხმა თურქული თოფების არახარისხიან წარმოებაზე და მათ არაბრძოლისუნარიანობაზე. ამ აზრს ხშირად ავრცელებენ ის მონადირეები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ თურქული წარმოების სანადირო თოფებთან. სინამდვილეში როგორც „ჰუგლუ“ ასევე ბევრი სხვა თურქული ფირმა Stoeger, Hatsan, virsan, ata arms, sa-ka, akus, arsman, Sarsilmaz, stoeger, siberun და სხვები აწარმოებენ მაღალი ხარისხის თოფებს თანამედროვე ჩარხ-დანადგარების საშუალებებით, რომლებიც განაპირობებენ მათ მაღალ ხარისხს.

Huglu 104 A ვერტიკალური ლულების წყობით, რომელიც გამოირჩევა კარგი ბალანსით და შესანიშნავი დიზაინით, ხის და ფოლადის ერთმანეთში შერწყმის მაღალი ხარისხით. ჰუგლუ სარგებლობს დიდი პოპულარობით მონადირეებს შორის არა მარტო თურქეთში, რაც გამოიხატა 2009 წელს ევროპის სამონადირეო იარაღების გამოფენაზე მისი მაღალი ხარისხის შეფასებით. თურქეთი აწარმოებს ექსპორტს ევროპის 27-ზე მეტ ქვეყანაში ასევე ამერიკაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული თოფები რუსეთშიც, რასაც აღნიშნავენ რუსი მონადირეები. აღსანიშნავია ისიც რომ ხშირია სამართლიანი პრეტენზიები უხარისხო თურქული თოფების მიმართ, რაც ხშირდ ხდება დავის საგანი მონაადირეებს შორის თუ რომელი მოდელი უფრო ხარისხიანია. შეგახსენებთ რომ თურქეთში სამონადირეო და სხვადასხვა სახის იარაღებს აწარმოებს დაახლოებით 180-ზე მეტი ფირმა, კოოპერატივები და სხვადასხვა მწარმოებლები. ამათგან ის მწარმოებლები რომლებიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარს და თანამშრომლობენ ევროპის წამყვან ფირმებთან აწარმოებენ შედარებით მაღალი კლასის თოფებს. შეიძლება მაგალითისთვის ავიღოთ იგივე ჰუგლუ-104 რომელსაც აწარმოებს სამი ფირმა, star huglu silah sanayii, gens huglu silah sanayii, huglu silah sanayii. გასაგებია მათი გულისწყრომა ვინც შეიძინა ჰუგლუ და არ შეიქნა ის ხარისხი რომელსაც ელოდა, რადგან Hoglu silah sanayii-სგან განსხვავებით დანარჩენი ორი ფირმა აწარმოებს იგივე მოდელს უფრო დაბალი ხარისხის შესრულებით რაც აისახება ფასშიც. მსგავსება დიდია მაგრამ განსხვავება შესაძლებელია. ასევეა სხვა მოდელების მიმართაც და შეძენის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მიდელი რომელი ფირმის მიერაა წარმოებული.

ერთადერთი პირობაა მაღალი ხარისხი, რომლის შენარჩუნების გარეშე ძნელია კონკურეციის გაწევა სხვა მწარმოებლების მიმართ, ამას კი ბევრი ვერ ახერხებს, რაც საბოლოოდ აისახება მათ მიერ წარმოებულ უხარისხო პროდუქციაზე, რის შედეგადაც კარგავს მომხმარებელს, შემდეგ ან უნდა გაკოტრდეს ან უნდა გაყიდოს ქარხანა, რაც ხშირად ხდება ხოლმე არა მარტო თურქულ რეალობაში. ბევრმა ევროპულმა ცნობილმა ბრენდებმა შეიძინეს თურქული ქარხნები ბევრთანაც გაერთიანდნენ, რაც დადებითად აისახა თურქეთში წარმოებულ თოფების ხარისხზე. თუ გადავავლებთ თვალს ზემოთ ჩამოთვლილი ფირმების წარმოებულ პროდუქციას, მართლაც იგრძნობა ხარისხი შესაბამის ფასთან ერთად. რაც მთავარია იზრდება მოთხოვნილება იმ დროს, როცა გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი ათასნაირი ხარისხის და სისტემის სამონადირეო იარაღით.

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი - 12.
სავაზნის სიგრძე (მმ) – 76.
ლულის სიგრძე (სმ) – 71.
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0.
წონა (კგ) – 3,5.






 
monomaxiდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 14:39:29 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, და საიდან უნდა გავარჩიოთ რომელი ფირმის თოფია? აწერია? 23
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 15:42:59 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 626
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, წერია ზემოთ სახელწოდებები
Quote ზურა333 ()
ავიღოთ იგივე ჰუგლუ-104 რომელსაც აწარმოებს სამი ფირმა, star huglu silah sanayii, gens huglu silah sanayii, huglu silah sanayii. გასაგებია მათი გულისწყრომა ვინც შეიძინა ჰუგლუ და არ შეიქნა ის ხარისხი რომელსაც ელოდა, რადგან Hoglu silah sanayii-სგან განსხვავებით დანარჩენი ორი ფირმა აწარმოებს იგივე მოდელს უფრო დაბალი ხარისხის შესრულებით რაც აისახება ფასშიც. მსგავსება დიდია მაგრამ განსხვავება შესაძლებელია. ასევეა სხვა მოდელების მიმართაც და შეძენის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მიდელი რომელი ფირმის მიერაა წარმოებული.


დამატებულია (17.02.2016, 15:42:59)
---------------------------------------------
სამონადირეო მაღაზია western-ის ცნობით:
„ჩვენს პარტნიორ ქარხანაში - HUĞLU Av Tüfekleri Kooperatifi, განხორციელებული იქნა ცვლილებები, როგორც პერსონალში, ასევე თვითონ იარაღის ტექნიკურ მხრივაც. შეიცვალა ჩარხ დანადგარები და მოხდა წარმოების ახალი დანადგარებით აღჭურვა. ამასთანავე ყველასათვის ცნობილ მოდელს HUGLU 104 A-ს შეეცვალა სახელწოდება და ამიერიდან მომხმარებელი იხილავს აღნიშნულ მოდელს ახალი დიზაინით და სახელწოდებით HUGLU S 212 S.“


 
hunter96დრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 16:18:11 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 169
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, ცევიო აშკარად დაუმახინჯებიათ S212S-ის 167
 
kobaxidzeდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 18:12:04 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 406
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, გამარჯობა. სახელწოდების გარდა თუ შეიცვალა თოფში რამე, მიტანა,ჭრა,წონა,ბალანსი,უკეთესობისკენ თუ შეიცვალა და ფასი რა აქ. მადლობა 23

GEBRUDER MERKEL
 
monomaxiდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 20:37:25 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, ეგ მეც ვიცი რომელი ფირმაა კარგი მაგრამ თვითონ თოფზე როგორ გავარჩიოთ? 23

დამატებულია (17.02.2016, 20:37:25)
---------------------------------------------
ისე პირველი ვარიანტი ჯობია აშკარად 167

 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 21:29:11 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 626
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze, გაგიმარჯოს. წონა და ბალანსი იგივე აქვს. მიტანას და ჭრას ზუსტად გავიგებთ, თუ ვინმე კარგად გატესტავს და შეადარებს ძველ დ ახალ მოდელს.
monomaxi, სიტყვა star და gens არ უნდა ეწეროს სახელწოდებაში. ან ვისაც აქვს ნამდვილი 104 იმის იარაღს შევადაროთ. რამე დეტალებში თუა განსხვავება ვერ გეტყვი, ვისაც აქვს ეგ თოფი და შენადარები აქვს იმას უფრო ეცოდინება.
მეც ძველი მოდელი უფრო მესიმპატიურება.
 
mamuka36დრო: ხუთშაბათი, 25.02.2016, 13:09:08 | შეტყობინება # 8
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობატ კარგი ტოფია ჩემ ახლოლბელს აქვს მე მომეწონა
 
labilabi123დრო: პარასკევი, 26.02.2016, 20:21:01 | შეტყობინება # 9
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაქვს ჰუგლუ 104 ა.მაგარი კმაყოფილი ვარ.12..76.ლულის სიგრძე 76 სმ 2 სასხლეტით.რაც მე მინდოდა ჩოკეის გარეშე.

kkkkkvvvviiiiccc
 
levanichiდრო: კვირა, 06.03.2016, 12:35:08 | შეტყობინება # 10
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
103-სა და 104-ს შორის განსხვავებები რა არის? ვესტერნს 103-ბზე მეტი ფასი უდევს. ჯობია ვითომ?
 
ბაქარიდრო: კვირა, 06.03.2016, 12:42:15 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1165
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levanichi, 1 სასხლეტი და ვაზნის ავტომატური ამომგდები (იჟექტორი) ეს ორივე დეტალი აძვირებს იარაღს
 
monomaxiდრო: კვირა, 06.03.2016, 19:08:11 | შეტყობინება # 12
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიმართლე გითხრა მე მირჩევნია ორ სასხლეტიანი და იჟექტორების გარეშე gimili gimili
 
levanichiდრო: ორშაბათი, 07.03.2016, 23:28:43 | შეტყობინება # 13
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, გასაგებია, მადლობა. monomaxi, მეც. ერთ სასხლეტიანს არასდროს ვიქონიებ.
 
labilabi123დრო: შაბათი, 12.03.2016, 23:05:03 | შეტყობინება # 14
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი ბიჭებო.იჟექტორის გარეშე მაქვს და უკეთესია,დაჟე იჟექტორით რომელის არის იმასაც თიშავენ.

kkkkkvvvviiiiccc
 
ბაქარიდრო: კვირა, 13.03.2016, 10:38:51 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1165
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote labilabi123 ()
დაჟე იჟექტორით რომელის არის იმასაც თიშავენ

მხოლოდ იმ სემთხვევაში თუ იჟექტორი გამართულად არ მუშაობს სხვა შემთხვევასი იჟექტორი ბევრად მოსახერხებელია 23
 
giorgigagoshviliდრო: ორშაბათი, 14.03.2016, 19:58:20 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 675
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ჰუგლუ 104 ზე, წინა სასხლეტი აქვს ძალიან მაგარი და რთულია მაგის დასუსტება?

დამატებულია (14.03.2016, 19:58:20)
---------------------------------------------
თქვენ თოფებზეც მასეა?


HOLLAND & HOLLAND
 
monomaxiდრო: ორშაბათი, 14.03.2016, 21:40:52 | შეტყობინება # 17
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, მერე წინა მშვილდი დატოვე მხოლოდ შეყენებული და მწყერის სეზონამდე მოიშვებს 23
 
giorgigagoshviliდრო: ორშაბათი, 14.03.2016, 21:55:21 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 675
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, მშვილდებზე არაა ზამბარებზეა.

HOLLAND & HOLLAND
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 14.03.2016, 22:24:31 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1453
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili თანდათან უფრო იოლი გახდება ხმარებაში. რომ დაშალო და გადააპრიალო მხები ზედაპირები უკეთესია, მაგრამ არ ღირს
 
gugunaდრო: ორშაბათი, 14.03.2016, 22:28:08 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომ ყიდულობდი ვერ შეამჩნიე?ხელოსანს მიუტანე და არ მგონია რამე იყოს მაგის გაკეთება

დამატებულია (14.03.2016, 22:26:41)
---------------------------------------------
მეც მეგობარს გავყევი და 104 ზე რამდენიმე მოდელს მაგარი სასხლეტი ქონდა თანაც ზალიან და ისეთი ავარჩიეთ რომელიც ადვილათ ისხლითებოდა

დამატებულია (14.03.2016, 22:28:08)
---------------------------------------------
არ ვიცი როგორ ერკვევი თორემ შეიძლება დაიშალოს და სახლში გაკეთდეს


remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
bubusichaდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 00:02:01 | შეტყობინება # 21
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giorgigagoshvili ()
ბიჭებო ჰუგლუ 104 ზე, წინა სასხლეტი აქვს ძალიან მაგარი

Quote giorgigagoshvili ()
თქვენ თოფებზეც მასეა?

კი ჩემზე ესეა.
მაქედან ცილინდრით ვისრი 10 ნომერს და 10-დან 10-ს ვარტყავ.

დამატებულია (14.03.2016, 23:08:36)
---------------------------------------------

Quote monomaxi ()
მერე წინა მშვილდი დატოვე მხოლოდ შეყენებული და მწყერის სეზონამდე მოიშვებს

მაგარი გამოსავალია :)

დამატებულია (14.03.2016, 23:11:39)
---------------------------------------------

Quote პედიატრი ()
თანდათან უფრო იოლი გახდება ხმარებაში. რომ დაშალო და გადააპრიალო მხები ზედაპირები უკეთესია, მაგრამ არ ღირს

გეთანხმები.

ჯობია საერთოდ არ მიქციო ყურადღება, მე მივეჩვიე უკვე. :)

დამატებულია (15.03.2016, 00:02:01)
---------------------------------------------
მე არ დამიშლია არასდროს მექანიზმებამდე.
ვისაც დაგიშლიათ ცალი სასხლეტი რომ დატოვო შეყენებული დიდი ხნით რა მოხდება?

 
monomaxiდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 08:35:01 | შეტყობინება # 22
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სავარაუდოთ წინა სასხლეტს შეყენებულს თუ დატოვებთ უნდა მოიშვას 23
 
giorgigagoshviliდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 09:38:46 | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 675
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote guguna ()
რომ ყიდულობდი ვერ შეამჩნიე?

კი შევამჩნიე, მაგრამ ისეთ ფასში მომცა ეგეთს მეორეს ვერ ვიშოვიდი, თან ძველი გამოშვებაა და 50 ცალიც არ ექნება ნასროლი.

დამატებულია (15.03.2016, 09:36:58)
---------------------------------------------
ნათესავს აქვს ეგ თოფი და იმის თოფზეც მასეა.

დამატებულია (15.03.2016, 09:38:05)
---------------------------------------------

Quote bubusicha ()
კი ჩემზე ესეა.
მაქედან ცილინდრით ვისრი 10 ნომერს და 10-დან 10-ს ვარტყავ.

მორტყმა მეც არ მიჭირს, მაგრამ ცოტა მსუბუქი რომ იყოს უფრო კომფორტული იქნებოდა...

დამატებულია (15.03.2016, 09:38:46)
---------------------------------------------

Quote monomaxi ()
სავარაუდოთ წინა სასხლეტს შეყენებულს თუ დატოვებთ უნდა მოიშვას
არ მომწონს ეგ იდეა.


HOLLAND & HOLLAND
 
monomaxiდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 11:32:26 | შეტყობინება # 24
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, არაფერს არ დაუზიანებს ძველი რუსული თოფები ბევრი მინახია რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა მშვილდები შეყენებული და ახლა ჩვეულებრივად ისვრის, არ მტყუნობს gimili პრინციპში ეგ დროის ფაქტორია და დროთა განმავლობაში თუ მოჯდება მხოლოდ 23
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 13:25:41 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1453
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა, ზამბარა არ დატოვო შეკუმშული, დასუსტდება და არის რისკი რომ ფისტონების "გახეთქვა" ვერ შეძლოს დროთა განმავლობაში (რუსულ ანალოგ იჟ-27-ს ქონდა ეს ნაკლი პირველ სასხლეტზე დროთა განმავლობაში, ვერ ერეოდა ხანდახან). აქ გამოსავალია სასხლეტ მექანიზმში შემხები ზედაპირების გადახეხვა და გაპრიალება (" შლიფოვკა" და "პალიროვკა") მხოლოდ ფაქიზად, სიზუსტით. ეს ცოტა ძნელია და და საწვალებელი. ამიტომ შეეშვი, ხმარებაში თვითონ გადაპრიალდება და "დარბილდება" - "დასუსტდება"
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 16:04:31 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1165
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


განუმუხტავად დატოვება მხოლოდ ზამბარას დაასუსტებს მეტი არაფერი, ჩემს ჰუგლუს ჰქონდა მსგავსი პრობლემა და როგორც პედიატრმა აღნიშნა დაქლიბვით მოვაგვარე 166 ასევე ჰუგლუ 104ა-ს მარტივი მექანიზმის გამო არ აქვს ინსპექტირებადი სასხლეტები რაც ძალიან არაკომფორტულია მითუმეტეს თუ ასეთი მძიმეა სასხლეტი
 
giorgigagoshviliდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 16:22:29 | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 675
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ბაქარი, მადლობა ბიჭებო, მოვხსნი კონდახს და შევეცდები ცოტა მოვქლიბო მაშინ, თუ მივუდექი ოღონდ... 39

HOLLAND & HOLLAND
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 19:32:40 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1453
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეცოდინება მაგრამ მაინც შეგახსენებ,რომ ძალიან არ გადააჭარბო, მერე თავისით რომ არ დაიწყოს მოსხლეტა. გეცოდინება, ძველ თოფებზე, რომლიდანაც ბევრი გასროლებია გაკეთებული, ხანდახან ლულის ჩაკეტვის ან თოფის დავარდნის გამო მომხდარა თავისით გავარდნა მხები ზედაპირების მოცვეთა-"გადაქლიბვის" გამო. როგორც ზევით აღინიშნა, ყველა თოფს არ აქვს დამატებითი ჭრილი თავისით მოსხლეტილი ჩახმახი რომ შეაჩეროს
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 19:37:47 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1165
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, თავად გაკეთბას არ გირჩევ, ხელოსანს მიუტანე და დაგიმსუბუქებს. იმიტომ რომ თუ ზედმეტი მოგივა აღდგენა ბევრად ძვირი დაგიჯდება. რაც შეეხება მიდგომას შეუძლებელია, მეწანიზმი ნაწილობრივ უნდა დაიშალოს 23
 
labilabi123დრო: სამშაბათი, 15.03.2016, 20:57:54 | შეტყობინება # 30
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟექტორი უფრო სწრაფად ყრის გილზებს და მაგითი თუ მიცემ უპირატესობას, მარა მე ისე მაქვს დამუღამებული არ დამიჯერებთ მარა ვასწრებ ამოყრას და ჩასმასაც. თან ნასროლი ვაზნებს ვტენი და უფრო კმაყოფილი ვარ ყველაფრით.

kkkkkvvvviiiiccc
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 15.03.2016, 21:37:42 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1165
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote labilabi123 ()
დამიჯერებთ მარა ვასწრებ ამოყრას და ჩასმასაც

იჟექტორს რომ ვაზნების ამოყრას ასწრებ მაგას ნაღდად ვერ დააჯერებ ვერავის 36_1_69 იმიტომ რომ თოფს თუ არ გადახსნი ვაზნას ვერ ამოიღებ და თუ გადახსნი იჟექტორის შემთხვევაში ვაზნები უკვე ჰაერშია 23 აი რამდენად სწრაფად მუხტავ ეგ უკვე ვარჯიშის ამბავია 54d43a8c
 
levanichiდრო: კვირა, 26.06.2016, 11:17:11 | შეტყობინება # 32
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, დაუჯერებელი რა არის. ცხოვრება ვითარდება, შეიძლება მალე ტყვიასაც მივასწროთ მიზნამდე 069
 
levanioo1დრო: ორშაბათი, 04.07.2016, 10:20:13 | შეტყობინება # 33
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი თოფია მე კმაყოფილი ვარ, კარგი მიტანა აქვს, ვნახოთ დროთა განმავლობაში რას იზავს და როგორ იმუშავებს...
 
levanichiდრო: ოთხშაბათი, 14.09.2016, 23:05:48 | შეტყობინება # 34
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ კი არ უნდა ვწერდე მარა ამის თემა არ გვაქვს. მაინტერესებს თუ გაქვთ ვინმეს ჰუგლუ 201ა? როგორი თოფია ან თურქული ჰორიზანტალ ლულიანებში რომელია უკეთესი რომელს მირჩევთ.
 
minchaninდრო: შაბათი, 10.12.2016, 19:54:42 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასეთი რამეც გვხდება ხოლმე ჰუგლუ-104ა
 
bubusichaდრო: შაბათი, 10.12.2016, 21:23:35 | შეტყობინება # 36
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quoteminchanin ()
ასეთი რამეც გვხდება ხოლმე ჰუგლუ-104ა


ეს რა არის ვერაფერი ვერ გავიგე ამ სურათით
 
minchaninდრო: შაბათი, 10.12.2016, 22:10:40 | შეტყობინება # 37
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quotebubusicha ()
Quoteminchanin ()
ასეთი რამეც გვხდება ხოლმე ჰუგლუ-104ა

ეს რა არის ვერაფერი ვერ გავიგე ამ სურათით


იხვზე ნადირობის დროს ლულები თითქმის გამოძვრა კოლოფიდან.
 
bubusichaდრო: შაბათი, 10.12.2016, 23:15:57 | შეტყობინება # 38
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quoteminchanin ()
იხვზე ნადირობის დროს ლულები თითქმის გამოძვრა კოლოფიდან.


რა ვაზნა ისროლა ესეთი რო თოფი ასეთ დღეში ჩააგდო

ამ იარაღის მფლობელი ფორუმელია?
 
minchaninდრო: კვირა, 11.12.2016, 08:44:15 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quotebubusicha ()
ამ იარაღის მფლობელი ფორუმელია?


არაა ფორუმელი.
 
bubusichaდრო: კვირა, 11.12.2016, 08:58:56 | შეტყობინება # 40
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესე უბრალოდ სურათის დადები არაფრის მომცემი ინფორმაციაა, უნდა დაიწეროს რამ ჩააგდო იარაღი ასეთ მდგომარეობაში.

მე პირადად ნანახი მაქვს ბერეტას და ფაბარმის თოფები ყვავილივით გადაფუჩქნული ლულებით.

ჰუგლუ 104ა ლულები გათვლილია მაგნუმის ვაზნაზე, სავარაუდოდ სუპერმაგნუმებს ისროდა ამის პატრონი.
 
minchaninდრო: კვირა, 11.12.2016, 17:48:09 | შეტყობინება # 41
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სუპერ მაგნუმი რომ ეხმარა გახეთქავდა. გარდა ამისა ყურადსაღებია ის, რომ გილზები (როცა მომიტანა) საგილზეებში იყო ჩარჩენილი. ზედა გილზი ნორმალური იყო. ხოლო ქვედა კი გადაწყვეტილი იყო მეტალისა და პლასტმასის შეერთების ადგილზე. სავარაუდოდ ქვედა გილზის გასროლის დროს ლულები უკვე დაძრული იყვნენე ბუდედან, და ქვედა გასროლამ დაამატა ლულის გამოწევა. და, ვინაიდან ლულა კოლოფში არაა "კაზიონნიკამდე" ჩასმული, და მიახლოებით იმ ადგილამდეა სადაც გილზის მეტალის ნაწილი და პლასტამასის ნაწილები ერთდება. ამიტომ ლულის გაწევით მოხდა გილზის ირგვლივ სივრცის დიამეტრის გადიდება რამაც გილზის გაწყვეტა გამოიწვია . ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუ გასროლის მომენტში ლულა უკვე გამოწეული იყო, ანუ უკვე გამოჩენილი თხელი კედელი, თუნდაც ჯერ არა იმდენზე, რამდენიც ახლა არის, და არ მოხდა ლულის გახეთქვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მუხტი გადამეტებული არ იყო. გამოდის, რომ ლულები იყო უხარისხოდ აწყობილი. უფრო დაზუსტებით ამის თქმა შეიძლება მაშინ, როცა დავიწყებ მის აღდგენას.

შეტყობინება დაამუშავა minchanin - კვირა, 11.12.2016, 17:51:58
 
giorgigagoshviliდრო: კვირა, 11.12.2016, 21:28:46 | შეტყობინება # 42
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 675
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, ხომ არ გიკითხავთ, რომელი გამოშვება ჰუგლუ 104 იყო? ახალები რაცაა შემოტანილი ძალიან დაბალლი ხარისხისები ჩანან ერთი შეხედვით და ბევრია უკმაყოფილო.

HOLLAND & HOLLAND
 
bubusichaდრო: ორშაბათი, 12.12.2016, 00:43:30 | შეტყობინება # 43
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin,

რა მოხდა რეალურად მხოლოდ იარაღის მეპატრონესთან გასაუბრებით თუ გავიგებთ.

ესე ჩვენი აზრები ძალიან სუბიექტურია.
 
minchaninდრო: ორშაბათი, 12.12.2016, 22:26:39 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც პატრონი ამბობს იხვსე ნადირობდა, ბნელოდა და როდის გაიწია არ ვიციო. რა ვაზნებს ხმარობდა ზუსტად არ ვიცი. მგონი 36 გრამიანები ახსენა.
უკვე გამოვასწორე. ჩაჯდა ნორმალურად. არ გაჭირვებია. ვფიქრობ მწარმოებლის ბრალია. მინდა ვთქვა, რომ ეს კვანძი საბჭოთა თოფებში კონსტრუკციულად უფრო დახვეწილია.
 
stoeger1დრო: ორშაბათი, 12.12.2016, 23:02:21 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 667
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bubusicha, სუპერ მაგნუმის ვაზნა არ იშოვება დღესდღეობით საქართველოშიი, საინტერესოა მართლა რამ გამოიწვია ასეთი რამე თუმცა ფაქტი ერთია ახალი გამოშვებული ჰუგლუები ძველებს ბევრად ჩამოარდებაა
 
bubusichaდრო: სამშაბათი, 13.12.2016, 11:54:40 | შეტყობინება # 46
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote stoeger1 ()
სუპერ მაგნუმის ვაზნა არ იშოვება დღესდღეობით საქართველოშიი, საინტერესოა მართლა რამ გამოიწვია ასეთი რამე თუმცა ფაქტი ერთია ახალი გამოშვებული ჰუგლუები ძველებს ბევრად ჩამოურდებაა


მე ძველი ჰუგლუ მაქვს და ძაან კმაყოფილი ვარ. ბევრი ამბობს რო ახალი ბევრად ჩამოუვარდება ხარისხით ძველებს.

მაღაზიაში ნაყიდი ვაზნა რომ არაა გაასროლილი კი ეტყობა ამ იარაღს, სუპერ მაგნუმის მუხტს ვგულისხმობთ.
არც ეგაა გამორიცხული ახალი ჰუგლუ იყოს და დეფექტიანი იყოს
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 14.12.2016, 23:07:19 | შეტყობინება # 47
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როდის გამოშვებულია არ ვიცი. ზედ არ აწერია. ნაყიდია 2013 წლის სექტემბერში.
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 15.12.2016, 17:29:55 | შეტყობინება # 48
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1453
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უხარისხოდ მორგებულია და ეტყობა ჩოკში გასვლის დროს "წააძრო", საკითხავია რას ისროდა, ცალფა ტყვიას თუ კარტეჩს ხომ არა
 
pata250დრო: ხუთშაბათი, 15.12.2016, 21:12:28 | შეტყობინება # 49
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ახალი ხუგლუ 104 ვარგა ტუ სხვა ტოფზე გავაკეტო არჩევანი

bolqvadze
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 15.12.2016, 23:02:13 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1453
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველ გამოშვება ჰუგლუს გავს, პასპორტში ეწერება თარიღი.
ბატონო სოსო, ჩასმის გარდა რითი გაამყარეთ, რომ ისევ არ წაძვრეს. რახან ჩასვით, ესეიგი არ იყო გაბერილი, ანუ ჩოკში გასვლის დროს წინააღმდეგობის გამო წაძვრა და აუცილებლად მეორე ანუ ზედა ლულიდან, რომელსაც მეტი შევიწროება აქვს, გასროლის დროს.
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » თურქეთი » Huglu 104a (დავწეროთ ინფორმაცია და მოსაზრებები „ჰუგლუ 104ა“- ს შესახებ)
გვერდი 1 დან12»
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)იარაღები
  • 2.)საფანტი
  • 3.)სპანიელი
  • 4.)მიმინო
  • 5.)კურცჰაარი
  • 6.)შეკითხვა ვეტერინარს
  • 7.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 8.)იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
  • 9.)Sarsilmaz
  • 10.)მონადირე ძაღლის დაავადებისგან დაცვა და მკურნალობა
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)კურცჰაარი
  • 6.)დრათჰაარი
  • 7.)ტყის ქათამზე ნად...
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)dudu-duda
  • 7.)aleko
  • 8.)-BERG-
  • 9.)avtandil
  • 10.)ბაქარი
  • 1.)ვაჟა
  • 2.)sparto
  • 3.)Aleko976
  • 4.)gioqutaiski
  • 5.)HPBT338LM
  • 6.)nika1997sv
  • 7.)gio96
  • 8.)hunter7
  • 9.)erekle88hunter
  • 10.)mejai

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика