17:51:14
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
Fabarm
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 11:34:31 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Fabarm შედარებით ახალგაზრდა ფირმაა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში. თუმცა მისი პროდუქცია, თავისი ხარისხით, დიდად არ ჩამოუვარდება ბერეტას, ბრაუნინგს, ბინელის და სხვა გარანდებს. Fabarm-ი იმიჯის ზრდასთან ერთად ზრდის თავის ასორტიმენტსაც.
ეს ფირმა ადრე მუშაობდა ბერეტასა და ბინელზე, ასეთმა სკოლამ უკვაკოდ არ ჩაიარა. გალეზების გვ
არის ფირმა მეორე მსოფლიო ომამდე მდებარეობდა ბრეშიაში და ორიენტირებული იყო რამდენიმე ტიპის ბაბრძოლო იარაღის წარმოებაზე. ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ევროპის ბევრ ფირმას ჩამოერთვა სამხედრო იარაღის წარმოების უფლება და ფაბარმიც გადადის გლუვების წარმოებაზე. 1956 წლიდან ფირმამ დაიწყო მუშაობა მცირე ასორტიმენტით. მეოცე საუკუნის ბოლოსათვის მას გააჩნდა სრულიად ახალი საწარმოო ბაზა, ამჟამად უშვებს სამი ძირითადი კლასის_ ორლულიანების, თვითდამტენებისა და პომპების დიდ ასორტიმენტს. დღეისათვის მისი ნაწარმი ცნობილია მთელი მსოფლიოსათვის, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს Fabarm გახდა განთქმული კომპანია, რომელიც უშვებს ხარისხიან და შედარებით იაფ პროდუქციას.
ექსპერტების აზრით, ამ ფირმის პროდუქცია ცნობადობის ზრდასთან ერთად აუცილებლად გაძვირდება.
Fabarm S.p.A._ ერთ-ერთი ფირმაა, რომელიც თოფის ყველა დეტალს თვითონ(თავის ფირმაში) აკეთებს. გარდა ამისა თავად უშვებს სხვადასხვა აქსესუარებს: კრონშტეინებისა და ოპტიკებიდან დაწყებული სანადირო ტანსაცმლით დამთავრებული.
ფირმას აქვს დამოუკიდებელი მიღწევებიც, როგორიცაა ლულათა ორიგინალური გაბურღვის პროფილი Fabarm Tribore Barrel System და Fabarm Tribore Barrel System, რომელთა შედეგად გაზრდილია ჭრა, სიბურჯღლე და დაჯგუფება.
ლულები მონობლოკებია და მზადდება 42СгМо4 მარკის ფოლადისაგან, არხები ქრომირებულია.
კიდევ ერთი დამოუკიდებელი მიღწევაა ლულების კომპლექტაცია სახსნელი მოწყობილობების 4 ტიპით:ა) სახსნელი მოკლე ჩოკები(0-დან 1,0-მდე) ბ) 1,5-სმ-იანი დამაგრძელებლები სტენდისათვის(8 ჩოკის ჩათვლით), გ) დამაგრძელებლები 3; 5; 7,5; 10 და 12 სანტიმეტრი სიგრძითა და ამასთან ერთად 4,5სმ-იანი ხრახნილი ჩოკი; დ) პომპებისათვის 6 ცალი ლულის კომპლექტი(სახსნელი ჩოკებით).
ლულათა სიგრძის მიხედვით თოფების მასა მერყეობს 2,65-დან 2,85კგ-მდე, რაც ხარისხიანი მსუბუქი შენადნობების დამსახურებაა. მცირე მასიდან გამომდინარე, დიდმუხტიანი ვაზნების სროლისას დისკომფორტის აღმოფხვრის მიზნით, კონსტრუქციებში დატანებულია ბუფერული სისტემა, რომელიც ნახევარავტომატურებში ამცირებს საკეტისა და ლულის, ფიქსირებული და მოძრავი მექანიზმების უკუცემას.

ამ ფირმის სახელგანთქმული მოდელებია: თვითდამტენები გაზის უკუქცევაზე Н368 Super Goose, Н368 Hunter 610, 660, 710, 760 და 900მმ სიგრძის ლულებითა და 12/76 სავაზნით(მჭიდის ტევადობაა 3, 6 ან 8 ვაზნა); ლულების ჰორიზონტალური განლაგებით Nobile, Beta Classis, Lion, რომლებსაც აქვთ ოპტიმალური ბალანსი და საუკეთესო დაჯგუფება.
ვერტიკალურებში განთქმულია Alpha 12/76 სავაზნითა და 660, 710, 760მმ სიგრძის ლულებით(განსაკუთრებით დახვეწილია მათი კონდახები), აგრეთვე Gamma, Max Field და Le LYS. ახალი მოდელია Axis 20/76 610, 660, 710 და 760მმ სიგრძის ლულებით.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Fabarm-ის ნაკეთობათა ზედაპირების დამცავი ფენა PVD Titanium, რომელიც შემუშავებული იქნა 2003 წელს. ამ ტექნოლოგიით დამუშავებული ლითონის ზედაპირი უძლებს აგრესიულ ნივთიერებათა ზემოქმედებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ტესტირებამ 1500 საათის განმავლობაში აჩვენა საუკეთესო შედეგები.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 11:38:09 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 2818003.jpg (37.1 Kb) · 4262350.jpg (4.7 Kb) · 7608082.jpg (4.6 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 11:39:39 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 5315083.gif (4.9 Kb) · 4676668.jpg (4.3 Kb) · 3795796.jpg (4.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика