22:42:28
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იტალია » Beretta SO ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა იტალია))
Beretta SO ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: შაბათი, 23.03.2013, 14:13:12 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თოფები პრემიუმ კლასისაა. ისინი საიდლოკებია. სერია Beretta SO-ის პირველი თოფები გამოჩნდა 1933 წელს. მათი კალაპოტებისა და ლულების შეერთება ბოსის სისტემის ანალოგიური გახლდათ. ტიბჟირი სამი ნაწილისაგან შედგებოდა. Beretta SO1 გამოვიდა 1934 წელს, რომელიც პროტოტიპის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა, პირველ რიგში ჩაკეტვის სიმყარით. გარდა ამისა ტიბჟირი მთლიანი გახდა. Beretta SO3 გამოვიდა 1940 წელს და კოლექციონერების ინტერესი გამოიწვია. მასში გაუმჯობესებული გახლდათ სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორი.
ამჟამად ამ სერიიდან ბერეტა უშვებს Beretta SO5, Beretta SO6, Beretta SO9 და Beretta SO10-ს, რომლებიც ძირითადად მხატვრული დამუშავებით განსხვავდებიან. თითოეული მოდელისათვის ყალიბების საკუთარი დიაპაზონი არსებობს.

Beretta SO5


Beretta SO5 12 ყალიბისა გამოდის. განკუთვნილია მრგვალი, სასანგრე სტენდისა და სპორტინგისათვის. წონა შეადგენს 3,4-დან 3,7 კგ-მდე. მის ბაზაზე გამოუშვეს Beretta Vandalia Special Trap, რომელსაც მხოლოდ ერთი, ზედა ლულა აქვს. მისი სიგრძე 863 მილიმეტრს შეადგენს, სამიზნე თამასა ძალიან მაღალია, ხოლო კალაპოტის კედლის სისქე 8 მილიმეტრამდე ადის. აგრეთვე აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით.

Beretta SO6


Beretta SO6 12 ყალიბისაა. წონა შეადგენს საშუალოდ 3,3 კგ-ს. გრავირება ძალიან მაღალი ხარისხისაა, ხოლო დაფებს ამშვენებს წარწერა P. Beretta – Gardone V.T.

Beretta SO9



Beretta SO9 ყველა ყალიბისა გამოდის 36-დან 12-მდე. მისი საიდლოკი ,,ყრუა". წონა 12 ყალიბში შეადგენს 3,25კგ-ს; 20 ყალიბში 2,65კგ-ს; 28 ყალიბში 2,35კგ-ს; 36 ყალიბში 2,25 კგ-ს.

2003 წელს ამ სერიის თოფების 70 წლისთავის აღსანიშნავად ფირმამ გამოუშვა საიდლოკი Beretta SO10, რომელსაც ,,ყრუ" დაფები აქვს. გამოდის მხოლოდ 20 ყალიბში; ლულათა სიგრძე შეიძლება იყოს 670, 710 ან 750მმ, სავაზნე 76მმ; სერიის სხვა თოფებისაგან განსხვავებით ლულები დემიბლოკია. ეჟექტორები ახალი კონსტრუქციისაა, გაზრდილია ლულის ფოლადის მექანიკური მდგრადობა და კოროზიისადმი მედეგობა.

Beretta SO10

წყარო:http://club-monadire.ge/index.php?showtopic=320
მიმაგრებულია: 7461848.jpg (18.4 Kb) · 8999144.jpg (10.0 Kb) · 5828543.jpg (15.1 Kb) · 8557140.jpg (48.9 Kb) · 0751587.jpg (7.1 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - შაბათი, 23.03.2013, 14:13:41
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იტალია » Beretta SO ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა იტალია))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика