19:37:59
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იტალია » კოზმი ნახევრადავტომატური სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა იტალია))
კოზმი ნახევრადავტომატური სანადირო თოფი
giohunt1982დრო: სამშაბათი, 19.03.2013, 22:08:07 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალბათ საინტერესო იქნება გავაცნო ჩვენ მონადირეებს ძალიან საინტერესო თოფი რომელიც იწარმოება იტალიაში ქალაქ ანკონაში სახელწოდებით კოზმი. როდოლფო კოზმი დაიბადა 1873 იტალიაში ქალაქ მაჩერატაში. კოზმი ახალგაზრდობაში დაკავებული იყო ხის დამუშავებით და ნადირობით. 17 წლის კოზმიმ პირველად შექმნა თავისი პირველი თოფი. 1895 წელს დაარსა თავისი ფირმა. მე-19 საუკუნის ბოლოს როცა გამოჩნდა ლეგენდალური კონსტრუქტორის ბრაუნინგის ნახევრად ავტომატური თოფი, კოზმის ყურადღებაც მიიქცია. 1907 წელს კი შექმნა თავისი ორიგინალური თოფის პროტოტიპი, რომლის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი აღებული იყო ბრაუნინგის ნახევრად ავტომატური თოფიდან. კოზმიმ პატენტი მის გამოგონებაზე მიიღო მხოლოდ1920 წელს, მანამდე კი ხვეწდა თოფის სიტემას.

1925 წელს კოზმიმ საბოლოოდ ხელით შექმნა თავისი ორიგინალური თოფი რომლის წარმოებაც გაგრძელდა მის გარდაცვალლებამდე. 1936 წ გარდაიცვალა როდოლფო კოზმი. მამის საქმე გააგრძელეს შვილებმა ამერიკომ და მარჩელომ. დღეს დღეობით კი ფირმას ხელმძღვანელობს შვილიშვილი „როდოლფო კოზმი“. კოზმი ითვლება საუკეთესო ნახევრად ავტომატურ თოფად მსოფლიოში. მასში შერწყმულია შესრულების ხარისხი, ექსკლუზიური დიზაინი და მექანიზმის უტყუარი მუშაობა, რომლის შექმნაშიც მიღებული აქვს მონაწილეობა მაღალი კლასის ოსტატებს. კოზმის შექმნაში იხარჯება 200 საათი მარტო ხელით შრომა, რაც მიუთითებს თოფის მაღალ ხარისხზე. 70 წელიწადია კოზმის სიტემა არ შეცვლილა. ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა ძვირად ღირებული ჩვეულებრივი გადსახსნელი ერთ ლულიანი თოფისაგან, მაგრამ მაინც იგრძნობა მისი არაჩვეულებრივობა.

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი

როდოლფო კოზმიმ თავის თოფში გააერთიანა სამი იდეა. ავტომატოკის მუშაობის პრინციპი აღებული „ჯონ მოზეს ბრაუნინგის“ ავტო-5-დან მოძრავი ლულის უკუცემის პრინციპი, მილისებური მჭიდი, რომელიც განათავსა კონდახში, ამ იდეის ავტორი იყო „ქრისტოფორე სპენსერი“. მესამე იდეა კი ლულის კოლოფის ზედა ურდული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება თოფის გადახსნა. იდეა ეკუთვნის ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს „კაზიმირ ლეფოშეს,“ რომელმაც თავისი გამოგონება დააპატენტა 1832 წელს. კოზმიმ არა თუ გადმოიღო იდეები არამედ გადააკეთა და შერწყა სამივე ერთად, რასაც დაამატა ხელით დეტალების ურთიერთ მორგების უბადლო შესრულების ხარისხი, რითაც მიიღო ავტომატიკის მუშაობის ყველასაგან განსხვავებული პრინციპი, ორიგინალური დიზაინი და შესანიშნავი ბალანსი. მისი მექანიზი ისეა მორგებული ერთმანეთთან რომ მასში მტვერი და წყალი პრაქტიკულად ვერ აღწევს. კოზმის თოფი შეიძლება მართლაც ჩაითვალოს უნიკალურ თოფად ნახევარ ავტომატურ თოფებს შორის. კოზმი აწარმოებს 100 ცალ თოფს წელიწადში.

ჩაკეტილი და გახსნილი საკეტებით

70 წლის განმავლობაში კოზმიმ გამოუშვა 8000 ცალი თოფი. ყველაზე იაფი კოზმის თოფი ღირს 10 000 დოლარი. თოფის დასამზადებლად განოიყენება მაღალი ხარისხის მასალები, დაწყებული ხიდან დამთავრებული მეტალამდე, ლულა დამზადებულია ( BOEHLER ANTINIT ავსტრიული უჟანგავი ფოლადი) „ბიოლერ-ანტინიტ“-ის ფოლადისაგან. ლულის კალაპოტს 1990 წლიდან აკეთებენ ტიტანისაგან, (თუ სურვილი ექნება დამკვეთს) რაც დადებითად მოქმედებს მის წონაზე. თოფის მუშაობის პრინცი, როგორც ავღნიშნეთ აღებულია ბრაუნინგიდან, მოძრავი ლულის უკუ ცემის პრინციპი. ლულის გადახსნის შემდეგ ვაზნა იდება ლულის სავაზნეში, მილისებური მჭიდის შევსება , რომელიც განთავსებულია კონდახში ხორციელდება ლულის კალაპოტის შიგა წინა ფსკერიდან კონდახის მიმართულებით, ტევადობა შეადგენს 8 ვაზნას. კოზმის ყველა წარმოებული თოფი ინდივიდუალური შეკვეთით იწარმოება და ყოველი შექმნილი თოფი განუმეორებელია. როგორც ყველა თოფს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები. კრიტიკოსები მიიჩნევენ რომ მილისებური მჭიდი, რომელიც მოთავსებულია კონდახში მდებარეობს თავთან ახლოს და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით მჭიდში ვაზნის აფეთქების (ვაზნის აფეთქებას ჰქონდა ადგილი, როგორც მც-ში ასევე ბრაუნუნგში) შემთხვევაში მსროლელსთვის წარმოადგენს დიდ საშიშროებას. 70 წლის მანძილზე კოზმში ეს არ მომხდარა, ალბათ არც მოხდება, მაგრამ ალბათობა არის. რომ გადავხედოთ ცნობილი ბრენდების თოფებს, უმრავლესობის პროტოტიპების კოპირებას აწარმოებს მრავალი ფირმები. ეს ტენდეცია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ კოზმის თოფს მისი სისტემის და ავტომატიკის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე კოპირების საშიშროება არ ემუქრება. კოზმი რჩება ერთ ერთ კლასიკურ მოდელად რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს!..
წყარო:monadire.com


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 22:08:27
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 19.03.2013, 22:11:37 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 6093631.png (36.3 Kb) · 7221857.jpg (8.5 Kb) · 9013600.jpg (17.3 Kb) · 4703872.jpg (61.1 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » იტალია » კოზმი ნახევრადავტომატური სანადირო თოფი ((გამომშვები ქვეყანა იტალია))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика