15:08:05
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
Kettner
დათო_მონადირედრო: შაბათი, 23.02.2013, 18:01:34 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Kettner



კეტნერების გვარში პირველი მეიარაღე XVIII საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. 1884 წელს კი კიოლნში დარეგისტრირდა ახალი ფირმა Eduard Kettner.
თავიდან ფირმის საქმიანობა გამოიხატებოდა საფოსტო გზავნილით იარაღისა და სანადირო ატრიბუტიკის მიწოდებაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში კეტნერმა ზულში შეიძინა ორი საიარაღო ფაბრიკა და სწორედ აქედან დაიწყო იარაღის საკუთარი წარმოება.
კარგად მორგებული და ბრწყინვალე ბალისტიკის მქონე თოფებმა თავიდანვე მოწონება დაიმსახურეს. ამ პერიოდში ზაუერის ბუმი იდგა და კეტნერი მშვენივრად ახერხებდა მასთან კონკურენციას. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისამდე კეტნერის საწარმომ წარმოებაში ჩაუშვა გლუვლულიანებისა და კომბინირებულების ფართო ასორტიმენტი, რომელიც იაფ მოდელებთან ერთად უმაღლესი კლასის იარაღს მოიცავდა.



საწარმო სავაჭრო ორგანიზაციებთან ერთად ერთ-ერთი მსხვილი კომპანია გახდა გერმანიაში. ზულის ქარხანა(Suhler mechanische Gewehrfabrik) აღიჭურვა უახლესი ჩარხებით და სრული წარმადობით დაიწყო მუშაობა. კონსტრუქციის მიხედვით კეტნერის თოფები არ განსხვავდებოდნენ ზაუერებისაგან, თუმცა უფრო სოლიდურად გამოიყურებოდნენ.
ძვირფას მოდელებზე ჰოლანდის საიდლოქებს აყენებდნენ, რაც იმდროინდელი გერმანული თოფებისათვის ნაკლებად იყო დამახასიათებელი.
კეტნერები საკმაოდ ძვირს ფასობდა. შედარებისათვის შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ ფირმის მაღალი კლასის თოფი დაახლოებით 20 სული მსხვილფეხა საქონლის ან 160 სული ცხვრის ფასი ღირდა.

20-იან წლებში წვრილი მწარმოებლებისაგან კონკურენცია გაიზარდა და პროდუქციის გაყიდვა სულ უფრო ძნელი გახდა. ფირმა თავის მეორე სპეციალიზაციას ჩაუღრმავდა_ გზავნილით იარაღის მიწოდებას. ამ სფეროში კონკურენტები ნაკლები იყო(ფრანკონია და რამდენიმე საწარმო).



1925 წელს კომპანია ფრიდრიხ ბიურინგმა შეისყიდა, ვისი შთამომავლების ფლობენ ფირმას დღესაც.
1943 წელს ფირმის კიოლნის განყოფილება მოკავშირეების ავიადაბომბვების ქვეშ მოყვა და დაინგრა. ომის შემდეგ ზულის ფაბრიკაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
1945 წლის ბოლოს ფრიდრიხ ბიურინგის უმცროსი ვაჟიშვილი, ჰელმუთი, დაბრუნდა საბჭოთა ტყვეობიდან და ერთ-ერთი ამერიკელი გენერლის ნებართვით კიოლნში გახსნა გზავნილების სავაჭრო ობიექტი. კლიენტების რაოდენობამ თანდათან იმატა. 1951-1961 წლებში კომპანია გაფართოვდა და ახალ შენობაში გადავიდა. ჰელმუთ ბიურინგი აირჩიეს გერმანელ მეიარაღეთა კავშირის პრეზიდენტად, სადაც მან სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო.
დღეს კომპანიას ევროპის 50 ქალაქში ფილიალი გააჩნია. ასორტიმენტში 100 ატასზე მეტი დასახელების საქონელი აქვს.
ფირმის საამქროებში კვლავ აგრძელებენ სანადირო თოფების აწყობას, რომლებიც არც თუ ისე მაღალი ფასების გამო პოპულარობით სარგებლობენ შიდა ბაზარზე. ნახევარფაბრიკატები საზღვარგარეთიდან შემოაქვთ.

ერთ-ერთი პრესტიჟული მოდელია San Remo


საიდლოქი(დაფები დამზადებულია მსუბუქი შენადნობისაგან); ყალიბი 12,16 ან 20; სავაზნე 70მმ; ორ სასხლეტზე; წონა 2,8-2,9 კგ; სიგრძე 112სმ; ლულის სიგრძე 70სმ; ჰოლანდის ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება ჩოკი-ნახევარჩოკი; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კალაპოტზე გააჩნია შეყენების მაჩვენებლები; კონდახი კაკლის(ინგლისური ტიპის).

Campione


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика