14:24:36
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ბრიტანეთი » Holland & Holland (Holland & Holland)
Holland & Holland
boika555დრო: ოთხშაბათი, 25.07.2012, 00:56:37 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


შეიძლება ითქვას, რომ Holland & Holland არის დღეისათვის უდიდესი და უცნობილესი ფირმა, რომელიც აწარმოებს სანადირო და სპორტულ თოფებს. თვით ფირმა აცხადებს, რომ ისინი არიან საუკეთესონი ლონდონში, და ეს განცხადება არა მათი მოკრძალებულობის გამოა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ საუკეთესო თოფებს აწარმოებენ ლონდონში, ხოლო თვით ლონდონში საუკეთესოა Holland & Holland. და ამაში არის ჭეშმარიტება.

ჯერ კიდევ 1911 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ ფირმას გადასცა რწმუნება, რომლის მიხედვითაც ჰოლანდ-ჰოლანდი სამეფო კარისათვის სანადირო იარაღის მიმწოდებელი გახდა.

ცოტა რამ ისტორიიდან

არღანის კონსტრუქტორის შვილს, ჰარის ჰოლანდს ჰქონდა თამბაქოს ვაჭრობის გამართული ბიზნესი. 1830-იანი წლებში მეგობრების რეკომენდაციით მან მოსინჯა ძალები იარაღის ბიზნესსა და წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამ ფირმის პირველი ნაკეთობანი, რომელთა შექმნაშიც ჰარის ჰოლანდს უშუალო წვლილი აქვს მიღებული.
ფირმა დაფუძნებული იყო ჰარის ჰოლანდის მიერ 1835 წელს, ხოლო მასშტაბური წარმოება დაიწყო 1850 წელს.
ფირმა არასოდეს არ ყოფილა პატარა სახელოსნო. ის თავიდანვე გათვლილი იყო და მუშაობდა, როგორც სერიოზული საწარმო(რა თქმა უნდა ეპოქის შესაფერისად). ლულის წარმოება ფირმის მიერ ყოველთვის ადგილზე ხდებოდა.


რაც შეეხება საკეტებს, ისინი თავდაპირველად შემოჰქონდათ, თუმცა მალევე მოაგვარეს მათი ადგილზე წარმოებაც. აღსანიშნავია, რომ ამ საკეტების პლაგიატი ან გამეორება ბევრი სხვა ფირმის მიერ მოხდა შემდგომში. იგივე შეიძლება ითქვას Holland & Holland-ის ეჟექტორებზეც(შემუშავებულია დამფუძნებლის მიერ 1893 წელს).
1861 წლიდან ჰოლანდმა მოიყვანა ბიზნესში თავისი ძმიშვილი ჰენრი, რომელიც 1867 წლიდან გახდა სრულუფლებიანი პარტნიორი. 1876 წლიდან ფირმის სახელწოდებაში დაემატა მეორე Holland და გახდა Holland & Holland.
ფირმამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1883 წელს ჟურნალ ,,ფილდის” მიერ ორგანიზებულ სასტენდო შეჯიბრებაში. ფირმამ ყველა კატეგორიაში(ასეთი მაშინ სულ 10 იყო) გაიმარჯვა და უაღრესად პოპულარული გახდა.

შეფასება

მსოფლიოს დიდი მეიარაღეები ერთხმად აღნიშნავენ: ამ იარაღზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო_ უბრალოდ ის საუკეთესოა მსოფლიოში. მისი გამოყენება რიგით ნადირობაში იგივეა რაც როლს-როისით ყოველდღიური მგზავრობა!!!
მისი ყველა დეტალი ექსკლუზივია, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შესაცვლელია უნდა შეუკვეთოთ ფირმაში თოფის ნომრის მითითებით. ფირმის დაფუძნების დღიდანვე გადაწყვეტილი იყო_ არანაირი მასიური წარმოება, მხოლოდ უმაღლესი კლასი!!! ამ დროიდან მოყოლებული ყველა თოფი შემკვეთის პროპორციებისა და გემოვნების მიხედვით კეთდება. უმაღლესი კლასის ოსტატები ყველაფერს ხელით აკეთებენ, რაც კი შეიძლება.

Resized to 42% (was 2288 x 1712) – Click image to enlarge
მოვიტან მხოლოდ რამდენიმე ეპითეტს, რომლითაც ახასიათებენ ამ თოფებს: მიუღწევადი, შეუდარებელი, უზუსტესი, თვალწარმტაცი, ფუფუნება, Holland & Holland არა მარტო იარაღია, არამედ ცხოვრების სტილი და ა.შ.
ერთ-ერთ მოდელ ,,Paradox”-ზე აღნიშნავენ, რომ 1885 წელს გამოშვებული ეს თოფი ,,ისე ჯდება ხელში, მხარზე, ლოყაზე, როგორც თქვენი სხეულის ნაწილი”.
Holland & Holland-ის დევიზია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჯენტლმენის მიერ ჯენტლმენისათვის! ეს მარკა საუკუნეზე მეტია ატარებს ტიტულს Royal. სამეფო მართაც რომ სამეფოა.


ამ თოფის ერთ-ერთ ბედნიერ მფლობელს მოჰყავს მაგალითი, რომლის მიხედვითაც ბაბუას, რომელიც სახლიდან წავიდა 9 წლით, Holland & Holland-ი დარჩა ფეხზე შეყენებული(საბრძოლო ზამბარა დაძაბულ მდგომარეობაში). თოფს ამ წლებში არავინ მიჰკარებია. Holland & Holland-მა უპრობლემოდ გააგრძელა სამსახური 9 წლის(!!!) შემდეგაც.

1985 წელს ფირმამ შეიძინა W.& C. Scott Gunmakers, რომელიც 1990 წლიდან გააჩერა.
1987 წელს ფირმა ღია ტიპის სააქციო საზოგადოება გახდა და მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი(1989 წლიდან ჰოლანდის აქციონერია პარფიუმერული კომპანია ,,შანელი”).
ფირმა მე-20 საუკუნის ბოლომდე უარს ამბობდა ვერტიკალური(ლულების განლაგება) თოფების წარმოებაზე, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოუშვეს ვერტიკალური Sporting-ი, რომელმაც მორიგი ფინანსური წარმატება მოუტანა Holland & Holland-ს (ლიდერი კი კვლავ Royal-ი რჩება). Sporting-ის მოდელში მაქსიმალურადაა გამოყენებული კომპიუტერული პროგრამორების თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ მოდელში გამოყენებულია თანამედროვეობაში ყველაზე საიმედო და დიდი რესურსის მქონე საკეტი ,,ბოსი” და სახსნელი Perazzi-ის სახეობის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ლულათა სიგრძე 63-დან 81სმ-მდე, დამაგრძელებლით ან სახსნელი Briley-ის ნებისმიერი ჩოკით, მთლიანი ან ვენტილირებადი სამიზნე თამასით; სავაზნე 70 ან 76მმ.
ამ მოდელის მსუბუქი თოფი იწონის 3,3კგ-ს, ხოლო სტანდარტული(ლულის სიგრძით 76სმ) 3,9კგ-ს. ფირმას საკონდახე მასალა შემოაქვს თურქეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან(კალიფორნია). ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ ხის მასალას არაფრით ჩამოუვარდება კავკასიური კაკალი(!!!). კონდახებში ქვემოდან ისმება ოქროსფირფიტა, რაზედაც მფლობელის სახელი ან ინიციალები იტვიფრება.
დღეისათვის ფირმას დაახლოებით 25 000 ერთეული თოფი აქვს ნაწარმოები.

ფირმას საკუთარი სკოლა აქვს სადაც სწავლების ხუთწლიანი ციკლით ოსტატებს ზრდიან.



სტატიის ავტორია თ.ნუცუბიძე წყარო monadire.com,google.ge,bazieri.ge.


ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - ოთხშაბათი, 25.07.2012, 13:59:51
 
krimanjuliდრო: ოთხშაბათი, 25.07.2012, 13:26:32 | შეტყობინება # 2
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 689
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
boika555, გაგახარა ღმერთმა, მაგრამ სტატია შენი მომზადებული თუა ბოლოს მიუთითე შენი სახელი და გვარი, თუ სხვა წყაროდანაა მაგალითად რომელიმე ჩვენი კოლეგა საიტიდან ეგეც მიუთითე, მე კივიცი მაგრამ ხალხმაც რო იცოდეს რაშია საქმე
 
tarxanaდრო: პარასკევი, 26.10.2012, 20:14:45 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერტი საატი ვატვალიერებდიტ ამ ფოტოს და პირველი და მესამე რა მაგარი ტოპებია ცჰაპიქრებული უყურებდი

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
gio90დრო: პარასკევი, 26.10.2012, 21:03:59 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ეს არის ხარისხი 10 10

უფალო შეგვიწყალენ
 
boika555დრო: პარასკევი, 26.10.2012, 22:33:46 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 304
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰოლანდ ჰოლანდი ჩემი საყვარელი ფირმაა და ალბად მექნება მაგის ბედნიერება რო ოდესმე მისი ნაწარმი შევიზინო. 23

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - პარასკევი, 26.10.2012, 22:34:58
 
grenader21დრო: შაბათი, 27.10.2012, 04:03:52 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერ ვიტან მაგთოფებს , ფასის გამო 02 03

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
giohunt1982დრო: შაბათი, 27.10.2012, 12:57:54 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5687
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a4 ამაზე მაგარი თოფების თავზეც გავიარეეე. ძაან მაგარია 166

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
tarxanaდრო: ორშაბათი, 25.08.2014, 22:50:45 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


დამატებულია (25.08.2014, 21:50:45)
---------------------------------------------
ასე ამზადებენ შედევრებს!


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - ორშაბათი, 25.08.2014, 22:50:21
 
solomonდრო: ორშაბათი, 25.08.2014, 23:38:42 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1035
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, ძალიან მაგარი ვიდეო!! :)
 
westernდრო: ორშაბათი, 25.08.2014, 23:58:41 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 407
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვუყურე და ვისიამოვნე ბოლომდე და წარმომიდგენია ესენი როგორ სიამოვნებას ღებულობენ როდესაც ასეთ შედევრს ქმნიან. ბრავოო 10 10

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
mirzaggდრო: სამშაბათი, 26.08.2014, 02:02:08 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და წარმოიდგინეთ ბიჭებო ასეთი თოფით ნადირობა რა რელაქსი იქნება მართლაც 10 10 10 10 10 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 უძლიერესია მსოფლიოში პეტერ ხოფერის მერე დღეის-დღეობით

დამატებულია (26.08.2014, 01:02:08)
---------------------------------------------
ხელოვნების ნიმუშები


m.gerl....
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 26.08.2014, 10:59:54 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ძაან დიდი სიამოვნებაა მაგ ვიდეოს ყურება ყველაზე მაგრად ვიკაიფე შტუცერს რო ასწორებენ პლასტინა რო ჩაუყენეს შუაში და ტყვიას ტყვიაში რო აჯენდა

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
saigaდრო: სამშაბათი, 26.08.2014, 11:06:26 | შეტყობინება # 13
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 50
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, დიდი მადლობა ასეთი კარგი ვიდეოსთვის მაგარი საინტერესოა
1000294
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 26.08.2014, 11:32:02 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saiga, გაიხარე

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
nakuraდრო: კვირა, 10.05.2015, 16:40:45 | შეტყობინება # 15
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

დამატებულია (10.05.2015, 16:37:13)
---------------------------------------------

დამატებულია (10.05.2015, 16:37:47)
---------------------------------------------

დამატებულია (10.05.2015, 16:38:36)
---------------------------------------------

დამატებულია (10.05.2015, 16:39:02)
---------------------------------------------

დამატებულია (10.05.2015, 16:40:45)
---------------------------------------------
ყველა მონადირის ოცნება ნუ ოლიგარქების გარდა:P

 
akson777დრო: კვირა, 10.05.2015, 19:56:09 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 1527
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰოლანდ ჰოლანდია ჩემთვის ნომერ 1 თოფი. მისი კალაპოტის გრავირება ჩემთვის ყველაზე მაგარია! 166

სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ! არც მონადირე!
 
TURAდრო: კვირა, 10.05.2015, 20:43:47 | შეტყობინება # 17
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, 166 166 გასკდა გული რა სურათებიაა 10
 
tarxanaდრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 10:44:38 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
levanichiდრო: ორშაბათი, 25.01.2016, 21:14:05 | შეტყობინება # 19
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, ქართველი გლეხი რომ ღვინის დაყენების პროცესს გულით, სულთ და ფერებით ეკიდება საქმეს, ისე გულით და სულით აკეთებენ ესენიც ამ დალოცვილ თოფს.
 
oxotnik42დრო: ორშაბათი, 25.01.2016, 22:44:14 | შეტყობინება # 20
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 134
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 თოფი კიარა ავეგია ეგ დალოცვილი 167

დამატებულია (25.01.2016, 22:44:14)
---------------------------------------------
ავეჯი


d.gvilia
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 09:49:17 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levanichi, ხო ზუსტად მასეა ამიტომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
levanichiდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 21:13:00 | შეტყობინება # 22
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, სხვა რა დაგვრჩენია
 
maxo777დრო: ოთხშაბათი, 27.01.2016, 16:24:06 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იფ იფფ უარს არ ვიტყოდი ამ თოფის მოვლა პატრონობაზე

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
levanioo1დრო: ორშაბათი, 04.07.2016, 11:45:29 | შეტყობინება # 24
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინმემ იცის რა არის ამ თოფის საბაზრო ღირებულება???
 
hunter96დრო: პარასკევი, 08.07.2016, 23:27:13 | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 139
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levanioo1, ცოტა ძვირი სიამოვნებაა 167
ხელი ამიკანკალდა ციფრის დაწერა რო მოვინდომე 17
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » გლუვლულიანი სანადირო იარაღი » ბრიტანეთი » Holland & Holland (Holland & Holland)
გვერდი 1 დან1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ქედანზე ნადირობა
  • 2.)დრათჰაარი
  • 3.)მწყერზე ნადირობა
  • 4.)Caйга 12
  • 5.)ირლანდიური სეტერი
  • 6.)თავისუფალი თემა
  • 7.)ვინ რამდენად ენდობა ნაყიდ ვაზნებს?
  • 8.)ინგლისური სეტერი
  • 9.)ვინ რომელ ცხოველს თვლით ყველაზე საშიშ სანადირო ობიქტად
  • 10.)დაიკარგა,მოიპარეს (ძაღლი)
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)კურცჰაარი
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)დრათჰაარი
  • 7.)ტყის ქათამზე ნად...
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)dudu-duda
  • 7.)aleko
  • 8.)-BERG-
  • 9.)avtandil
  • 10.)ბაქარი
  • 1.)mtiulo
  • 2.)nancy
  • 3.)BNELY
  • 4.)doueli
  • 5.)ibrica
  • 6.)pastore
  • 7.)badri624
  • 8.)zgemiashvili@
  • 9.)monadire-21
  • 10.)nugzarc

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика