20:11:00
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან12»
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » საველე შეჯიბრებები, გამოფენები და შეკრებები » FCI-ს შეჯიბრებები და მონაწილე ძაღლები (წესები, სტანდარტები, შეფასებები)
FCI-ს შეჯიბრებები და მონაწილე ძაღლები
giorgi1998დრო: პარასკევი, 17.04.2015, 17:50:52 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვისაუბროთ FCI შეჯიბრებაზე და იქ მონაწილე ძაღლებზე.

ნადირობა
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 17.04.2015, 18:37:53 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაშინ დავიწყოთ 166 პირველ რიგში დავიწყოთ წესებით კუნძულელი მეძებრებისთვის

FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე
მუხლი 1
შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ სუფთა ჯიშის ძაღლები რომლებიც არიან FCI–ის მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში ჩაწერილი ან მასთან არსებულ (მიმაგრებულ) დოკუმენტში.
მუხლი 2
C.A.C.I.T.)–ის რანგის შეჯიბრზე დაიშვებიან ძაღლები რომლებიც პირველ სტატიაში დასახელებულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. თუკი სავარგული არ იძლევა საშუალებას, მაშინ შეჯიბრზე შესაძლოა შეიზღუდოს მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სოლო შეჯიბრია თუ წყვილებში, მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15–ზე ნაკლები.
მუხლი 3
ნამდვილი წესები მოითხოვს განსკაუთრებული სიმკაცრით იყოს დაცული შემდეგ პუნქტებში:
ა) თუ შეჯიბრი ტარდება რამდენიმე ჯგუფში, ძაღლების განაწილება ჯგუფებში ხდება ორგანიზატორების მიერ, ამასთან ერთ გამომყვანს უფლება აქვს გამოიყვანოს ძაღლები არაუმეტეს 2 ჯგუფში.
ბ) ძუები რომლებსაც აქვთ მძუნაობის პერიოდი შეჯიბრზე გამოდიან მხოლოდ ბოლო ნომრებად და ეჯიბრებიან(წყვილში) მხოლოდ ერთმანეთს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრის ორგანიზატორები ძუს მძუნაობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ დილით ან შეჯიბრის დაწყებამდე.
გ)განაცხადის მიღება შეჯიბრში მონაწილეობაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება
დ) ფულადი შენატანი ბრუნდება უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზატორს შეჯიბრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შეატყობინებთ რომ ვერ იღებთ მონაწილეობას. ასევე ისეთ შემთხვევებში როდესაც შეჯიბრიდან ხსნით მძუნავ, დაშავებულ ან ავადმყოფ ძაღლს და ამის შესახებ გამოსვლამდე შეატყობინებთ ორგანიზატორს, ასევე ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვეტერინარის მიერ ძაღლის ავადმყოფობაზე გაცემული ცნობა.

დამატებულია (17.04.2015, 17:27:28)
---------------------------------------------
მუხლი 4
შეჯიბრზე არ დაიშვება აგრესიული, ავადმყოფი და ისეთი ძაღლები რომლებიც ეკუთვნის დიკვალიფიცირებულ მფლობელებს. ასევე ძაღლები რომლებიც დარეგისტრირებულები არიან კლუბებში რომელსაც არ აღიარებს FCI.
მუხლი 5
ძაღლის გამომყვანმა უნდა უზრუნველყოს ფილდ ტრაილში მონაწილე ძაღლების შეკრების ადგილზე მიყვანა და ასევე მისცეს მსაჯებს საშუალება ქონდეთ მათთან მუდმივი წვდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძაღლები შესაძლოა მოხსნან შეჯიბრიდან.
მუხლი 6
თუკი შეიქმნა გამოუვალი მდგომარეობა რომლის შეცვლაც ორგანიზატორებს არ შეუძლიათ ყველა მონაწილეს უბრუნდება შეტანილი თანხა.

დამატებულია (17.04.2015, 17:27:46)
---------------------------------------------
მუხლი 7
FCIის შეფასების ოფიციალური აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო არანაკლებ 6–მა ძაღლმა.
მუხლი 8
ძაღლების გადანაწილება ჯგუფებში ორგანიზატორების მიერ ხდება, თუმცა ძაღლების დაწყვილება და გამოსვლის რიგითობა ხდება კენჭისყრით. წყვილში შეჯიბრის დროს თუკი ძაღლების რაოდენობა კენტი იქნება, წყვილის გარეშე დარჩენილი ძაღლი შეჯიბრზე გავა იმ ძაღლთან ერთად რომელსაც მსაჯები ამოირჩევენ. მსაჯები ასევე ურჩევენ წყვილს ძაღლებს რომელთა მოწინააღმდეგეები პირველ ტურში მოხსნეს შეცდომების გამო. შეჯიბრი უნდა გაიმართოს ერთ დღეს თუკი არ არის ისეთი მდგომარეობა რომ ეს შეუძლებელი ხდება. თუკი არის მაგალითისთვის 13 ძაღლი ან 13 წყვილი ორგანიზატორებს შეუძლიათ მათი 2 ჯგუფად გაყოფა. თუმცა მონაწილეების რაოდენობა ერთ ჯგუფში არ უნდა არემატებოდეს 15 ძაღლს ან 15 წყვილს.

დამატებულია (17.04.2015, 17:28:17)
---------------------------------------------
აბა თქვენ იცით და ნელ ნელა დავამატებ

დამატებულია (17.04.2015, 17:28:46)
---------------------------------------------
მუხლი 9
წყვილში შეჯიბრს უნდა მსაჯობდეს მინიმუმ 2 სერტიფიცირებული მსაჯი რომელთაგან როგორც მინიმუმ ერთი უნდა იყოს FCI–ში აკრედიტირებული. სოლო შეჯიბრში კი ერთი სერტიფიცირებული მსაჯი მონაწილეობს რომელიც FCI–შია აკრედიტირებული.
წყვილში შეჯიბრის დროს მსაჯთა კომისია ისე უნდა განაწილდეს რომ მუდმივად ხედავდეს ორივე ძაღლის მუშაობას.
მსაჯთა კომისიის ნებისმიერი წევრი ვალდებულია სადიკვალიფიკაციო შეცდომის დანახვის შემდეგ დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიი თავმჯდომარეს რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას გამოსვლის გაჩერების შესახებ.
ყოველი წყვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ მსაჯები თავმჯდომარეს ატყობინებენ მათ მიერ ძაღლის მუშაობისას დანახული ღირსებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.
მსაჯები ვალდებულები არიან დაამყარონ სრული წესრიგი შეჯიბრის ჩატარების პერიოდში.

დამატებულია (17.04.2015, 17:28:59)
---------------------------------------------
39 39 39

დამატებულია (17.04.2015, 17:29:15)
---------------------------------------------
მუხლი 10
შეჯიბრზე წესრიგის დამყარების რეგლამენტირება ხდება იმ წესებით რომელიც არსებობს ქვეყანაში თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან F.C.I–ის დებულებებს.
მუხლი 11
გამოსვლის დროს ძაღლზე არ უნდა იყოს დამაგრებული მოწყობილობა რომელიც მის ქცევას კორექტირებას უკეთებს, ასევე გამომყვანს არ უნდა ქონდეს თან ისეთი საწვრთნელი ნივთები რომელიც გამოიყენება იძულებისთვის ან გეშვისთვის(გამონაკლისია სატვენი)

დამატებულია (17.04.2015, 17:29:22)
---------------------------------------------
AllSmail133

დამატებულია (17.04.2015, 17:29:33)
---------------------------------------------
მუხლი 12
გამომყვანი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს მსაჯების მითითებებს. მან რაც შეიძლება იშვიათად უნდა მისცეს ძაღლს ბრძანებები ხმით და სასტვენით, ასევე უნდა ეცადოს ხელი არ შეუშალოს მონაწილეს რომელიც მასთან წყვილში გამოდის.
წყვილში გაშვების შემთხვევაში გამომყვანებმა გვერდიგვერდ უნდა იარონ.
ძაღლის ნაბულზე მისვლის დროს ან აუცილებლობის შემთხვევაში მიტანების დასრულების დროს გამომყვანი ვალდებულია ძაღლს საბელი ჩააბას და დაელოდოს მსაჯთა კომისიის თავმჯდომარის მითითებას.

დამატებულია (17.04.2015, 17:29:43)
---------------------------------------------
167

დამატებულია (17.04.2015, 17:29:56)
---------------------------------------------
მუხლი 13
ყველა გამოყვანის წინ ძაღლებს ეძლევათ დამატებითი წუთი რომლის დროსაც მისი მუშაობა ითვლება, დაშვებული შეცდომების გამო კი ძაღლები არ ისჯება, მაგრამ მსაჯებს აქვთ უფლება ეს შეცდომა გაითვალისწინონ საპრიზო ადგილების განაწილების დროს.
თუ ძაღლი არ გამოიყენებს დამატებით წუთს მუშაობისთვის მას ავტომატურად აღარ ეძლევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში.
იმ შემთხვევაში თუ მსაჯების მითითებით ხდება ძაღლის გამოყვანის ადგილის შეცვლა, ძაღლზე საბელის ჩაბმის შემდეგ დროის ათვლა ჩერდება და ახლდება ხელახალი გაშვების შემდეგ.
ხელახალი გაშვების დროს ძაღლის მიერ პირველ პარალელზე(მარცხნივ და მარჯვნივ) ფრინველის გამოტოვება ან დაფრთხობა, ასევე ძაღლის მოხმობის შემდეგ იგივე შეცდომის დაშვება არ ითვლება შეცდომად.

დამატებულია (17.04.2015, 17:30:20)
---------------------------------------------
25

დამატებულია (17.04.2015, 17:30:33)
---------------------------------------------
მუხლი 14
პირველ ტურში შეძლებისდაგვარად ძაღლების გაშვება ხდება ნიავის საწინააღმდეგოდ. ტურის ხანგრძლივობა მინიმუმ 15 წუთს შეადგენს–იმ შემთხვევაში თუ არცერთი გამომსვლელი ძაღლი არ დაუშვებს მადისკვალიფიცირებელ შეცდომას და ორივე აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს. წყვილში შეჯიბრის დროს თუ ერთი ძაღლის მოხსნა ხდება გამოყოფილი დროის დასრულებამდე მეორე ძაღლს საშუალება ეძლევა გამოიყენოს დარჩენილი დრო პირველ ტურში ყველა გამოსვლის დასრულების შემდეგ, განმეორებითი გამოსვლების დაწყებამდე.

დამატებულია (17.04.2015, 17:30:55)
---------------------------------------------
AllSmail133

დამატებულია (17.04.2015, 17:31:04)
---------------------------------------------
მუხლი 15
მსაჯებს შეუძლიათ გამოიძახონ ძაღლი იმდენჯერ და გამოსცადონ ის იმდენ ხანს რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. მათ ასევე შეუძლიათ შეაფასონ ძაღლი პირველივე ტურში. განმეორებითი გაშვებების ხანგრძლივობა მსაჯების მიზანშეწონილობით განისაზღვრება.

დამატებულია (17.04.2015, 17:31:19)
---------------------------------------------
მუხლი 16
მას შემდეგ რაც გამოცხადდება მუშაობის დასრულება, არანაირი მუშაობა, ასევე არანაირი შეცდომა მსაჯის მიერ არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში თუკი გამოსვლა იყო მაღალი დონის მაგრამ ძაღლი გამოვიდა მორჩილებიდან და გამომყვანმა ვერ ჩააბა მას სწრაფად საბელი–ეს ჩაითვლება შეცდომად რომელიც ძაღლს საშუალებას აძლევს მიიღოს მხოლოდ შემდეგი შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N

დამატებულია (17.04.2015, 17:31:31)
---------------------------------------------
მუხლი 17
მსაჯები უნდა ისწრაფოდნენ იმისთვის რომ ყველა ძაღლს შეუქმნან თანაბარ პირობებში გამოსვლის შესაძლებლობა. მსაჯებმა უნდა გაითვალისწინონ ის ოსტატობა რომელსაც ძაღლი გამოავლენს რთულ პირობებში, იმ შემთხვევაში თუკი არსებობს ეჭვები ის ინტერპრეტირებული უნდა იყოს ძაღლის სასარგებლოდ.

მუხლი 19
ძაღლი ვერ მიიღებს შეფასებას თუ ის არ აჩვენებს ერთ მუშაობას მაინც ფრინველზე ან ფრინველთა გუნდზე რომელის სახეობაც განსაზღვრულია შეჯიბრის პროგრამით.
ა)საგაზაფხულო, ასევე მასთან რეიტინგით გათანაბრებულ საზაფხულო შეჯიბრებებზე მუშაობა ითვლება მხოლოდ ბუნებაში ველურად მყოფ ფრინველზე(გნოლი ან თუ ეს აუცილებელია ხოხობი–იმის მიხედვით რომელი ფრინველია ქვეყანაში სადაც შეჯიბრი ტარდება)
ბ)საზაფხულო და საშემოდგომო შეჯიბრებზე რომლის დროსაც ხდება ფრინველზე სროლა შეჯიბრი ტარდება მკაცრად მხოლოდ სანადირო სეზონის პერიოდში იმ ქვეყნის კანონმდებლობით სადაც ღონისზიება იმართება. ძაღლს ეთვლება ნებისმიერი მუშაობა ფრინველზე რომელიც არის მოცემული პროგრამაში. ამასთან თუ მეძებარმა იმუშავა ცხოველზე (იგულისხმება კურდღელი ყველაზე დიდი ალბათობით) ძაღლი მაქსიმუმ შესაძლოა მხოლოდ ფრიადზე შეფასდეს.
გ)აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობა იწყება ლტოლვით სემდეგ მას მოყვება ნაბული, აუცილებლობის შემთხვევაში მიტანება მხოლოდ ბრძანებით, ფრინველის ამოფრენის მომენტში გაჩერება და სიმშვიდე გასროლის დროს(შეჯიბრებებზე სადაც ფრინველზე სროლა ხდება ძაღლმა უნდა გააკეთოს მოკლული ფრინველის აპორტი). მუშაობა არ ითვლება დამთავრებულად იქამდე, სანამ გამომყვანი არ ჩააბამს ძაღლს საბელს. მუშობა ფრინველზე არ ითვლება თუ ის არ ამოფრინდა.
დ)ძაღლი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა მიეტანოს, გამომყვანზე ოდნავ წინ უნდა იყოს და მიტანება მხოლოდ მისი ბრძანებით უნდა დაიწყოს, ამავე დროს ცხვირიდან არ უნდა დაკარგოს ფრინველი. მსაჯება საგრძნობლად უნდა დააკლონ ქულა ძაღლს რომელსაც აქვს მძიმე მიტანება ან რომელსაც გამომყვანის დახმარება სჭირდება.
დიდ მანძილზე მიტანება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში თუ ის არის ენერგიული და ზუსტი. არ უნდა აგვერიოს მიტანება ძაღლის ფრინველთან სპონტანურ მიახლოებაში გამომყვანის მოსვლამდე, ეს რეალურად მიმართულია ძაღლის მიერ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძაღლი ცხვირზე.

დამატებულია (17.04.2015, 17:31:39)
---------------------------------------------
23

დამატებულია (17.04.2015, 17:31:55)
---------------------------------------------
მუხლი 20
შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N–ის მიღებაზე პრეტენდენტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ის ძაღლი რომელსაც გააჩნია გამორჩეული თანდაყოლილი თვისებები, იმ პირობით რომ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში ის არაჩვეულებრივად მუშაობდა და შეასრულა ერთი მუშაობა, მაგრამ დაუშვა ერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა ძაღლის წვრთნისა და გეშვის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ან შეჯიბრზე სადაც ხდება ფრინველზე სროლა ძაღლი უარს ამბობსუარი თქვას იმ ფრინველის აპორტირებაზე რომელიც მისი მუშაობის შემდეგ იქნა მოკლული, ან უარი თქვა აპორტზე წყლის ტესტის მიმდინარეობისას.

დამატებულია (17.04.2015, 17:32:06)
---------------------------------------------
მუხლი 21
მსაჯები ძაღლების შეფასებისას ეყრდნობიან არა ძაღლის მიერ ნაჩვენები მუშაობის რაოდენობას, არამედ მუშაობის ან რამდენიმე მუშობის ხარისხს. მსაჯებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ძაღლის მოძრაობის მანერასა და სტილს, აზარტს და რეზულტატივობას, მისი მომხიბვლელობის ძალასა და ფრინველის სუნის დამუშავების მანერას, ფრინველის ძებნის დროს მის დამოუკიდებლობასა და ოსტატობას, მის რწმენას ფრინველთან მიახლოებისას სანამ ნაბულზე დადგება და სიფრთხილეს ლტოლვის დროს, დამჯერობას და იმას თუ როგორ არის ის დაყენებული.
ძებნის სიშორე უნდა იყოს ჯიშის შესაძლებლობების შესაბამისი, ასევე იმის თუ რა ტიპის შეჯიბრია, რამდენად ხშირი მცენარეებითა მინდორი დაფარული და როგორი გეოგრაფიული გარემოა. ძაღლმა მისთვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა დაამუშაოვოს რაციონალურად და სისტემურად. მეძებარი უნდა იყოს მუდმივ კონტაქტში გამომყვანთან, მაგრამ ამავე დროს უნდა შეინარჩუნოს რაც შეიძლება უფრო მეტი ინიციატივა. მოძრაობა უნდა იყოს ჯიშისთვის დამახასიათებელი, ენერგიული და მისი ექსპრესიულობა არ უნდა დუნდებოდეს, ძაღლმა არ უნდა შეამციროს სისწრაფე.
იმ შემთხვევაში თუ კომისიას აქვს გარკვეული ეჭვები ძაღლის კონკრეტულ ქმედებაზე, ეჭვები უნდა გადაწყდეს ძაღლის სასარგებლოდ.
გამოსვლის დასრულების შემდეგ ძაღლის შეფასება ქულებით ხდება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
0–დან 5= 0
5–დან 10–მდე=კარგი
10–დან 15–მდე=ძლიერ კარგი
15–დან 20–მდე=ფრიადი

დამატებულია (17.04.2015, 17:32:21)
---------------------------------------------
166 166 166

დამატებულია (17.04.2015, 17:32:25)
---------------------------------------------
მუხლი 22
იმისთვის რომ მიიღოს C.A.C.I.T ძაღლმა უნდა აჩვენოს უნაკლო პირველხარისხოვანი აბსოლუტურად უშეცდომო გამოსვლა.
თუ სხვადასხვა ჯგუფებში რამდენიმე ძაღლი იღებს C.A.C.I.T–ს, მაშინ დღის ბოლოს მათ შორის ხდება შედარება C.A.C.I.T–ის მისანიჭებლად. შედარების დროს ფასდება ძებნა და ჯიშისთვის დამახასიათებელი სტილი. მუშაობისა და შეცდომების გათვალისწინება არ ხდება, იმ გამონაკლისის გარდა როდესაც სახეზეა აშკარა დაუმორჩილებლობა.
–იმისთვის რომ მიიღოს შეფასება, ძაღლმა არ უნდა დაუშვას არცერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა.
–იმისთვის რომ იყოს ფრიადის პრეტენდენტი ძაღლი აუცილებლად გაუნძრევლად უნდა იდგეს ფრინველის ამოფრენის დროს.
–ძაღლი რომელიც გაუმართლებლად გამოტოვებს ან დააფრთხობს ფრინველს რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული, ვერ მიიღებს უფრო მაღალ შეფასებას ვიდრე ძლიერ კარგია.

დამატებულია (17.04.2015, 17:32:30)
---------------------------------------------
39 39

დამატებულია (17.04.2015, 17:32:40)
---------------------------------------------
მუხლი 23
ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან თუ:
1–არ აკმაყოფილებს(მოძრაობის მანერით, ძებნით და გაწვრთნის ხარისხით) შეჯიბრის მოთხოვნებს დაწყებიდან რამდენიმე წუთშივე.
2–შედის სიღრმეში ან გამოდის კონტროლიდან, არ რეაგირებს გამომყვანის ბრძანებაზე, ახდენს უსისტემო ძებნის დემონსტრირებას
3–შეუჩერებლად ყეფს
4–წყვილში გასვების დროს აშკარად ხელს უშლის მეორე ძაღლის მუშაობას(უკან დასდევს, აკეთებს ცრუ ნაბულს)
5–წყვილში გამოსვლის დროს სპონტანურად არ აკეთებს ნაბულს მაშინ როდესაც ამჩნევს რომ მეორე ძაღლი დგას(არ აკეთებს სეკუნდირებას). შეჯიბრებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა დაშვებულია სეკუნდირების დროს აკურატული ბრძანებით ძაღლის შექება.
6–ერთჯერადად მიზანმიმართულად აფრენს ფრინველს რომელიც იყნოსა.
7–ორჯერ გაუმართლებლად ტოვებს ან აფრთხობს ფრინველს რომელიც განსაზღვრულია პროგრამით
8–მინდვირის სხვადასხვა ნაწილში აკეთებს სამ მყარ ნაბულს რომელიც ცრუ აღმოჩნდა.
9–ძებნის დროს ან ნაბულის შემდეგ მისდევს ფრინველს ან ცხოველს, არ ბრუნდება გამომყვანის პირველივე ბრძანებაზე
10–როდესაც აშკარად ჩანს ძაღლის შიში გასროლის მიმართ
ასევე იმ შეჯიბრებებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა:
11–ვერ პოულობს ჩამოგდებულ ფრინველს რომლის ადგილმდებარეობა მსაჯთა კომისიის მიერ დადგენილია
12–აშკარად აფუჭებს ჩამოგდებულ ფრინველს(ჩავლება რომლის დროსაც ფრინველი იჭყლიტება ან კბილებით იკეპება)
13–უარს ამბობს მოიტანოს ფრინველი რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული.

დამატებულია (17.04.2015, 17:32:59)
---------------------------------------------
მუხლი 24
გადაწყვეტილებას მსჯათა კომისია იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში ტავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. მსაჯთა კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.

მორჩა მეგობრებო, რამდენიმე უმნიშვნელო აბზაცი და თავი გამოვტოვე

დამატებულია (17.04.2015, 17:34:33)
---------------------------------------------
AllSmail133 AllSmail133 AllSmail133 AllSmail133

დამატებულია (17.04.2015, 17:37:53)
---------------------------------------------
კიდევ ერთი თემა მეგობრებო, ხშირად კითხოლობენ რას ნიშნავს ესა თუ ის აბრევიატურა რომელიც ევროპიდან შემოყვანილ ძაღლებს უწერიათ საბუთში. ასევე კითხულობენ რა ქვია ეფციაის წესებით შეფასებას და რამდენი შეფასება არსებობს, მოკლედ ამ თემას რომ ნათელი მოეფინოს
23

Field Trials შეფასებების განმარტებები

1. EXC - Excellent - ფრიადი

2. TB - Tres Bon - ძლიერ კარგი
იხმარება ასევე mb
3. BON - Bon - კარგი

4. CQN - Certificat de Qualites Naturelles - ნატურალური(თანდაყოლილი) თვისებების სერტიფიკატი

5. PO - Pas d`Occasion - ფრინველთან შეხვედრის გარეშე

6. EL - Elimine - დისკვალიფიკაცია

7. NC - Non Classe - კვალიფიკაციის (შეფასების) გარეშე

8. RET - Retire - მოხსნილია მეპატრონის მიერ


d.kakulia
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 17.04.2015, 19:17:39 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, მადლობა ესეთი სრული ინფორმაცისთვის 23_30_126 39

ნადირობა
 
Babu-Wolfდრო: პარასკევი, 17.04.2015, 22:20:47 | შეტყობინება # 4
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 54
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski,
10 166


TK
 
akson777დრო: პარასკევი, 17.04.2015, 22:39:48 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 1527
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, 10 10 166 კარგი ინფო დადე!

სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ! არც მონადირე!
 
giohunt1982დრო: შაბათი, 18.04.2015, 07:52:49 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5686
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski ()
ასევე ძაღლები რომლებიც დარეგისტრირებულები არიან კლუბებში რომელსაც არ აღიარებს FCI

არ დაიშვებიან ძაღლები, რომლებიც ისეთ კლუბებში არიან დარეგისტრირებულნი რომელთაც არ აღიარებს FCI. გასაგებია მაგრამ მაინტერესებს საქართველოში რომელ კლუბს აღიარებს FCI ?? (რომელს არ აღიარებს ალბათ გრძელი სია იქნება)

დამატებულია (18.04.2015, 06:52:49)
---------------------------------------------

gagrinski ()

2–შედის სიღრმეში ან გამოდის კონტროლიდან,

„შედის სიღრმეში„ ანუ პარალელების ნაცვლად ძაღლი მოძრაობს მხოლოდ წინ???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 01:18:17 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოს პოინტერ კლუბს აღიარებს, სხვანაირად არ მოგვცემდა შეჯიბრის ჩატარების საშუალებას, არის კიდევ ერთი მომენტი, ვთქვათ რეგისტრირებული ხარ ჩვენთან მაგრამ ძაღლი ჩამოყვანილი გყავს და მას აქვს ეფციაის საბუთი, ჩვეულებრივ უპრობლემოდ გაგყავს შეჯიბრზე. სერგო შაგინოვი და ბიჭები ვინც ჩართულია პოინტერ კლუბის საქმიანობაში ჩვენ საბუთიან ძაღლებსაც აძლევენ საშუალებას ძალები მოსინჯონ.

სიღრმეში შესვლა-ან მოძრაობა წინ, ან ნიავზე არასწორი შემოტრიალება და უსისტემოდ ხაზზე წასვლა-საერთო ჯამში ყველაფერს გულისხმობს რასაც უსისტემო ძებნა ქვია


d.kakulia
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 20.04.2015, 07:09:35 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5686
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, ანუ, სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების, ე.წ. "მაჩაბლის კლუბის" საბუთებიანი ძაღლი FCI-ს შეჯიბრზე არ დაიშვება???

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 10:33:37 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა, ოფიციალურ შეჯიბრზე არ დაიშვება. ეფციაი უნდა აღიარებდეს კლუბს აუცილებლად

d.kakulia
 
le-444-osდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 15:40:18 | შეტყობინება # 10
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როდის არის საველე გამოფენა?

მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 24.04.2015, 18:08:35 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საველე გამოფენა-ეგეთი რამე არ არსებობს. თუ მონადირე ძაღლების გამოფენას გულისხმობ, ჟურნალ ნადირობის ბოლო ნომერი იხილე, ბოლო გვერდზეა სრული ინფორმაცია,როგორრც გამოფენაზე ასევე საველე ღონისძიებებზე.

თუ ეფციაი საველეს გულისხმობ, სექტემბერში ჩატარდება. ადგილი თარიღი და დრო დაზუსტდება და მოგეწოდებათ ინფორმაცია


d.kakulia
 
IAA116დრო: პარასკევი, 24.04.2015, 18:17:39 | შეტყობინება # 12
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 180
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski,
და რატო არ აღიარებს მაჩაბლის კლუბს, ხო არ იცი?
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 24.04.2015, 19:57:57 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეფციაიმ რომ გაღიაროს რამდენიმე პროცედურა უნდა გაიარო. მაჩაბლის კლუბი აღიარებს ეფციაის მიერ გაცემულ საბუტებს, მაგრამ კლუბებს შორის არ არის ხელი მოწერილი თანამშრომლობაზე და ასე შემდეგ. რარაც სტანდარტებიც უნდა შეცვალოს კლუბმა, ძაან დაწვრილებით არ ვიცი. მაგრამ არის ერთი მომენტი, შენ მაცაბლის კლუბის საბუთებით საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში შეგიძლია გააკეთო საერტაშორისო პასპორტი და ამ საბუთით გაიყვანო ძაღლი.

ცოტა გაურკვეველია ეს ყველაფერი, მოწესრიგებაა საჭირო. იმედი მაქვს დარეგულირდება ეგ ამბავი


d.kakulia
 
kucuna1დრო: პარასკევი, 24.04.2015, 21:35:00 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IAA116, ჩემი აზრით იმიტომ არ აღიარებს რომ ყველა ძაღლის საბუთის ორიგინალურობაში არ არიან დარწმუნებულები.ეს შაგინოვმა ყველა ჩვენთაგანზე კარგად იცის და საღიარებელი რომ იყოს აღიარებინებდა.არც ის გამიკვირდება რომ რამოდენიმე წელში მაგ კაცმა სხვა კლუბი ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნისა და საქმის სიყვარულით.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: შაბათი, 25.04.2015, 21:11:39 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სერგო შაგინოვმა უკვე ჩამოაყალიბა და ისედაც ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოში ჯიშიანი და რაც მტავარია სტილიანი უმაღლესი სისხლის მეძებრების პოპულარიზებისთვის. ასევე სანდრო პანაგასოვი. ასე რომ მთავარია მეძებრების მოყვარულებს ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვა და იმის გარჩევა რით სჯობს სტილიანი სწრაფი ძაღლი მოჩანჩალე მქექავ ძაღლს. იმის განსხვავება უნდა ისწავლონ, რომ ხორცი კი არ არის მთავარი არამედ მეძებრის ლამაზი, ჯიშისთვის დამახასიათებელი, სტილიანი მუშაობა.

d.kakulia
 
kucuna1დრო: კვირა, 26.04.2015, 15:43:09 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
მთავარია მეძებრების მოყვარულებს ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვა და იმის გარჩევა რით სჯობს სტილიანი სწრაფი ძაღლი მოჩანჩალე მქექავ ძაღლს. იმის განსხვავება უნდა ისწავლონ, რომ ხორცი კი არ არის მთავარი არამედ მეძებრის ლამაზი, ჯიშისთვის დამახასიათებელი, სტილიანი მუშაობა

ეგ ხედვა მეძებრის მოყვარულებს გვაქვს ჩემო მეგობარო.მაგის თქმა საზოგადოების იმ ნაწილზე შეგიძლია,ვისთვისაც აზრი არა აქვს,კონსერვის ყუთებ ჩამოკიდებული ინადირებს თუ მდევრისა და მეძებრის ნარევით.
შაგინოვის კლუბი თუ თანამშრომლობს ევროპის კლუბებთან და ხელი მიუწვდება ისეთ ძაღლთაშენებზე საიდანაც შესაძლებელია მუშა სისხლების შემოყვანა?და თუ დაეხმარებიან ამ საქმეში ხალხს?ვინაიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემოყვანილებიდან,როგორც ვიცი ბევრმა არ გაამართლა მათში გადახდილი
[img]http://[/img]

დამატებულია (26.04.2015, 14:43:09)
---------------------------------------------
ები


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: სამშაბათი, 28.04.2015, 20:49:31 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სერგო შაგინოვის კი არ არის ეგ კლუბი არამედ საქართველოსია. რაც შეეხება შენს კითხვებს, ეტყობა არ იცნობ არც კლუბის საქმიანობას და არც შემოყვანილ ძაღლებს( საწყენად ნუ მიიღებ). ჯერ გავიგოთ რას ნიშნავს არ გაამართლა?! არ გაამართლა დიდი ძებნისთვის?-ეგ ზღაპარია საქართველოში რადგან არ გვაქ ჯერ არც საამისო გამოცდილება, არც გნოლი გვყავს მაგდენი და არც ჩვენი ქვეყნის გეგოგრაფია გვიწყობს ამაში ხელს.

რაც შეეხება სანადირო ძებნას-ადრეც დავწერე და ახლაც ვიტყვი- გაამართლა და იმაზე მეტადაც ვიდრე მოველოდით. თუნდაც შარშან სექტემბერში ცატარებული შეჯიბრისას ორმა ქართულმა ძაღლმა აიღო კვალიფიკაცია. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რადგან საქართველოში ევროპიდან შემოყვანილი ბრიტანული მეძებრები ერთეულებს ყავთ და ჩვენ ჯერ კიდევ გეშვის და მეძებრის დაყენების სათანადო გამოცდილება არ გაგვაჩნია.

დამატებულია (28.04.2015, 19:39:57)
---------------------------------------------
23

დამატებულია (28.04.2015, 19:44:01)
---------------------------------------------
რაც შეეხება წვდომას, წვდომა სერგო შაგინოვს და ჩვენც ასე თუ ისე ჩვენი მეგობრების დახმარებით გვაქვს ცნობილ ევროპელ მომშენებლებთან. შენ თქვი ჯიში და რა მოთხოვნები გაქ.

მაგრამ! აქ არის ძალიან დიდი მაგრამ-უნდა დაიმახსოვროს ყველამ ვინც ამ საქმეს სერიოზულად კიდებს ხელს რომ რომელი ჩემპიონის შვილიც არ უნდა ცამოიყვანო ეს არ გაძლევს არასდროს გარანტიას რომ ლეკვი იმის ნახევარი მაინც გაიზრდება. ამიტომაცაა ევროპულ მეძაღლეობაში და კონკრეტულად ეფციაი ცალკე ტიტულს ანიჭებს იმ ხვადებს ვისაც ყავთ რამდენიმე შტამომავლობა რომლებიც ტიტულებს იღებენ და ჩემპიონატებს იგებენ. ანუ რეპროდუქციის ჩემპიონი ხდება ხვადი.

დამატებულია (28.04.2015, 19:44:08)
---------------------------------------------
167

დამატებულია (28.04.2015, 19:46:58)
---------------------------------------------
რაც შეეხება ხალხის დახმარებას-რა თქმა უნდა დაეხმარეებიან ნებისმიერს და მეც დავეხმარები, მაგრამ ამისთვის მანამდე უნდა გაგიცნონ, დაესწრო ღონისძიებებს, ბევრი უნდა მოისმინო და გაიგო ფილდ ტრაილზე. სანადირო ძებნაზე და დიდ ძებნაზე. იქნებ ძალიან მოგეწონოს ან საერთოდ არ მოგეწონოს. და ბოლოს ერთსაც ვიტყვი კარგი ძარლი ყოველთვის ძვირი ღირს და თუ ის გინდა ფულის გადახდა არ უნდა დაგენანოს. მაგრამ ისიც ფაქტია რომ ყველა კარგი არ გამოდის.

დამატებულია (28.04.2015, 19:48:24)
---------------------------------------------
ახლა ეტაპობრივად მივყვები ჯიშების არწერას, რა თქმაუნდა ეს არის სტანდარტი რიტაც ექსპერტები ამა თუ იმ ჯიშს შეჯიბრზე აფასებენ.

დამატებულია (28.04.2015, 19:48:31)
---------------------------------------------
39

დამატებულია (28.04.2015, 19:48:52)
---------------------------------------------
პირველი რადგან ძალიან მიყვარს ამ ჯიშს ირლანდიელით დავიწყებ

დამატებულია (28.04.2015, 19:48:56)
---------------------------------------------
ირლანდიური სეტერის ,,სამუშაო სტანდარტი,, ეფ ცი აი

თავდაპირველად ირლანდიური სეტერი გამოყავდათ როგორც გნოლსა და გრაუსზე მონადირე ძაღლი. ამ ფრინველებზე მათი მუშაობის მანერა შესაძლოა იქნეს ნიმუშად აღებული. ძებნისას ირლანდიური სეტერი უნდა იყოს ,,ყველაფრის დამწყები,, -,,ბუნტისთავი,, რომელიც ჩვეულებრივ ნადირობას აქცევს სპექტაკლად.
განსაზღვრული კონცენტრაცია მუშაობისას უნდა მჟღავნდებოდეს ყოველ ნაბიჯზე, ყოველ მოძრაობაზე. იგივე ეხება გამომყვანთან კონტაქტს ოღონდ არა ფრინველის ძებნის საზიანოდ.
მოძრაობისას თავი არის მაღლა ან ზურგის ხაზზე. დრუნჩის ხაზი არის ყოველთვის მიწის პარალელური. სვლა სწრაფი, მსუბუქი, თავისუფალი ყოველგვარი ძალდატანებისგან.ზურგის ხაზი რაც შეიძლება სწორად უნდა იყოს შენარცუნებული რაც დამოკიდებული წინა და უკანა სახსრების შეთანხმებულ მოძრაობასთან.
რამდენადაც ირალნდიური სეტერის კორპუსი კვადრატულთან ახლოს დგას, ის დარბის მიწაზე შესამჩნევად მაღლა. კუდი-,,პერო,, აგრძელებს ზურგის ხაზს, მიმართული უნდა იყოს ქვემოთ და არავითარ შემთხვევაში ზევით. მოძრაობისას კუდის ქნევა დასაშვებია , თუმცა ყველაზე ღირსეულ ძაღლებს შორის ეს იშვიათობაა, გამონაკლისია შემთხვევა როდესაც კუდის მოქნევა მოხვევის დროს ძაღლს წონასწორობის დაცვაში ეხმარება.
როგორც კი ფრინველის სუნს შეიგრძნობს, ირლანდიელები ავიწროებენ ძებნას, აკეთებენ რა რამდენიმე მჭიდრო რვიანს რომელიც მიმართულია სუნის პირველწყაროსთან, ამას აკეთებენ იმის გამო რომ შემდეგ გადავიდნენ სწორხაზოვან მოძრაობაზე რომელიც ნაბულით სრულდება. სუნის დაჭერიდან ნაბულამდე შესაძლოა დავაკვირდეთ კუდის რამდენიმე მოძრაობას, ძარლის კორპუსი იწევა უკან, მაგრამ მხრები და თავი აწეული რჩება იმისტვის რომ მოხდეს სუნების ანალიზი და განისაზღვროს ფრინველის ზუსტი ადგილმდებარეობა. ყურები მეტყველია, ოდნავ იწევა ზემოთ და ხდება წინ გადაწევა როდესაც ძაღლი უახლოვდება ფრინველს.
ნაბული შესაძლოა იყოს მდგომიარე პოზიციაში ან ჩამჯდარი. ეს მდგომარეობები დასაშვებია ისევე როგორც მათი ვარიაციები. ნაბული არის დაძაბული და გაყინული, ვნებით სავსე და კონცეტრირებული, ჩაწოლი აქვს ნაბული თუკი მინდორი ღიაა, მიწაზე ოღრო-ჩოღროების გარეშე და ძაღლი მოულოდნელად შეასკდა სუნს. ტანი ნაბულის დროს გამართული აქვს თუ მინდვრის საფარი მაღალია, წინა და უკანა კიდურები ამ დროს განლაგებულია ისე, რომ უზრუნველყოს კორპუსის გამოზნექილი და უძრავი მდგომარეობა. თავი აწეული აქვს საკმაოდ მაღლა, თვალებში ცეცხლი აქვს, ყურები წამოწეული და მიყურადებული, კუდი უძრავია, ზედმეტი მრელვარებისგან რომელიც ფრინველის აღმოცენითაა განპირობებული, ოდნავ წამოწეული, იღუნება ზურგის ხაზს ქვემოთ ან მის გაგრძელებაზე.
მიტანება უნდა იყოს დაძაბული და კონცეტრირებული, თავის საკმაოდ მაღლა აწეული ქარის მიმართულებით, იმისთვის რომ მუდმივად ყავდეს ცხვირზე ფრინველი, დრუნჩი მიწის პარალელზე აქვს, ბეჭები ზურგის ხაზიდან ამოყრილი, კუდი უმოძრაო მიწისკენ მიმართული. ნებისმიერი მინიშნიება იმაზე რომ ირლანდიელი უარს ამბობს მიტანებაზე არის სერიოზული ნაკლი.
ირალნდიური სეტერის ძებნა არის გაშლილი და სწრაფი, ის რაციონალურად და სკურპულიოზურად იკვლევს მინდორს, ამცირებს რვიანს ნებისმიერი მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი რომ მას ფრინველის სუნი სცემს. თუ არ დადასტურდა ფრინველის სუნი ის არ ცერდება და აგრძელებს დაწყებულ პარალელს.


d.kakulia

შეტყობინება დაამუშავა gagrinski - სამშაბათი, 28.04.2015, 21:23:43
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 28.04.2015, 23:48:39 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
რაც შეეხება შენს კითხვებს, ეტყობა არ იცნობ არც კლუბის საქმიანობას და არც შემოყვანილ ძაღლებს( საწყენად ნუ მიიღებ).

არ ვიცი და საწყენად რა უნდა მივიღო.
Quote gagrinski ()
მაგრამ! აქ არის ძალიან დიდი მაგრამ-უნდა დაიმახსოვროს ყველამ ვინც ამ საქმეს სერიოზულად კიდებს ხელს რომ რომელი ჩემპიონის შვილიც არ უნდა ცამოიყვანო ეს არ გაძლევს არასდროს გარანტიას რომ ლეკვი იმის ნახევარი მაინც გაიზრდება

ეს კი საწყენია,ვინაიდან არიფმაც კი იცის რომ რაც არ უნდა მაგარი სისხლის იყოს ლეკვი თუ შესაბამის პირობებს არ შეუქმნი მისგან არაფერი რომ არ გამოვა.მე კიდევ არიფი არ ვარ.დღეში სულ მცირე 3 საათს ძაღლთან ერთად მინდორში ვატარებ.
Quote gagrinski ()
ბევრი უნდა მოისმინო და გაიგო ფილდ ტრაილზე

როდის ერთხელ დაგიწერიათ რომ რამე შეკრება არისო და რეაგირების გარეშე დამიტოვებია?პრინციპულად არც ადნაკლასნიკები და არც ფეისბუკი არ მაქვს,საიდან შეიძლება რომ ადამიანი თქვენთან მოხვდეს?ან სად დავწერე რომ კარგი სისხლის ლეკვი მინდა და ფული მენანებათქო.
ეხლა გეუბნები რომ ერთი მყავს და მეორეს აყვანას ვაპირებ სულ მალე,ლეკვები ივლისში იქნებიან.პოინტერი მყავს და კიდევ პოინტერი ამყავს.რა დაჯდება პოინტერის ლეკვი?თუ ჭკვაში დამიჯდა(ფინანსებს არ ვგულისხმობ)ევროპიდანაც ჩამოვიყვან,თქვენი დახმარებით.
დიდი მადლობა რომ კონტაქტური ხარ,მაგრამ უფრო მეტი აქტიურობა გმართებ,აუცილებელი არ არის შაგინოვმა ჩაატაროს შეკრება,იმ ხალხმა იკისროს ეს ვინც რომ ჩვენზე მეტი იცით და შემდეგ მასთან დასასმელი კითხვებიც გაგვიჩნდება.საქართველოში სამწუხაროდ დიდი ძებნა ზოგიერთემისთვის სამწუხაროდ,მაპატიეთ და ტრაკში გაქცეულ ზაღლს ნიშნავს,დაამსხვრიეთ ეს მითი,გვასწავლეთ ის რაც ჩვენ არ ვიცით.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 29.04.2015, 00:43:32 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, კლუბს აქვს ოფისი და იქ იკრიბებიან წევრები მაგრამ ვინც თბილისში არ არის ყოველ კვირას ვერ მივა მანდ და სიახლეებს ვერ გაიგებს. კლუბს უნდა ქონდეს საკუთარი ვებ საიტი და არ უნდა აანონსებდნენ ამათუიმ ღონისძიებას სხვა კლუბის საიტზე. კაია წინსვლა გვაქვს მაგრამ 1 საიტი ვერ გავაკეთეთ სპეციალურად ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების ვებ გვერდი. და კიდევ რაც არ მომწონს (მწყინს) საველე შეჯიბრებზე და გამფენებზე არის 1-2 ფოტოგრაფი იღებს( კი ბევრი იღებს მაგრამ ყველა თავისთვის სამახსოვროდ და გვერდებზე არც ტვირტავს. ესეც ერთგვარი ნგანვითარებაა, ევროპაში საველე შეჯიბრზე ფოტოგრაფების არმია დგას და აფიქსირებენ.( ანუ გეთანხმები რაღაც რაღაცეები დასაწყობია.

ნადირობა
 
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 29.04.2015, 18:12:28 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მე არავის პირადად არ მივმართავ, დავწერე შენს კიტხვებზე პასუხი, რადგან მსგავსი შეკიტხვები ყველას შეიძლება გაუჩნდეს.

თუ ივლისში აპირებ უკვე აყვანას და კონკრეტული დართვა იცი მაშინ რატომ მეკითხები ვერ გავიგე. თუ ევროპული ძაღლის აყვანის სურვილი გაქ ეგ სხვა თემაა. ფასები სხვადასხვაა, გააჩნია რა ძაღლებია დართული ერთმანეთთან, რა დაჯდა დართვა, რამდენი თვიდან ყიდის მომშენებელი და რას ყიდის, ესე კონკრეტულად ფასს ვერ გეტყვის ვერავინ. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს მაშინ გეტყვი რომ სჯობს ფეისბუქი მაინც გქონდეს რომ სხვადასხვა მომშენებლებთან დაამყარო კონტაქტი(ევროპელები ამ ქსელს აქტიურად იყენებენ) და პირადად ესაუბრო. გააჩნია მეგობარო შენ კონკრეტულად რა გინდა.

აქვე ვიტყვი რომ მე არ ვარ არც მაქებარი და არც მაძაგებელი ევროპული ძაღლების-მე ისინი მომწონს სტილის, სისწრაფის ჟინის და ექსპრესიის გამო ის რაც საბჭოტა და საქართველოს კინოლოგიას ნამდვილად აკლია და ჯიშებმა დაკარგეს სტილიც და ყველაფერიც.

დამატებულია (29.04.2015, 16:31:27)
---------------------------------------------
რაც შეეხება ინფორმაციებს, კლუბის საიტი ჩემი ინფორმაციით მალე ამუშავდება(ახლა სემუშავების პროცესშია) და იქ დაიდება ძალიან ბევრი ინფორმაცია. კიტხვას კიდევ მეგობარო არაფერი უდგას წინ. კითხე ვინმეს და არ გიპასუხა? მეც და სხვებიც ვსწავლობთ და ვცდილობთ ყოველდღე დაწყებული სტატიებით დამთავრებული სხვადასხვა ცნობილი მგეშავების(ევროპაში მათ კონდუქტორებს უწოდებენ) ინტერვიუებიდან რაღაც ახალი გავიგოთ და ვისწავლოთ და ასე ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. მეც დამწყები ვარ მეგობარო ამ საქმეში, რა კითხვაზეც შევძლებ პასუხს გაგცემ და რაზეც ვერ ვკითხვა გამოცდილ მგეშავებს და შენს შეკიტხვას უპასუხოდ ნამდვილად არ დავტოვებ.

დამატებულია (29.04.2015, 17:06:22)
---------------------------------------------


ეს არის ინტერვიუ ზიკა მიტროვიჩთან ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მსაჯთან, ბევრ სასარგებლო რამეს მოისმენთ

დამატებულია (29.04.2015, 17:10:37)
---------------------------------------------
ეს კიდევ საუბარი ჟან კლოდ დარიგადთან, ლეგენდარულ პოინტერისტთან, ტყის ქათამზე ნადირობაზე უაზროდ შეყვარებულ ადამიანთან. არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპეციალურად ცამოყავდათ უკრაინაში და რუსეთში და მისგან იღებდნენ გაკვეთილებს.



დამატებულია (29.04.2015, 17:11:03)
---------------------------------------------


დამატებულია (29.04.2015, 17:11:24)
---------------------------------------------


დამატებულია (29.04.2015, 17:11:48)
---------------------------------------------


დამატებულია (29.04.2015, 17:12:12)
---------------------------------------------


დამატებულია (29.04.2015, 17:12:28)
---------------------------------------------
აი აეთი სახის ვიდეომასალიტ ვსწავლობთ ძალიან ბევრ რამეს


d.kakulia

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - პარასკევი, 01.05.2015, 12:18:43
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 30.04.2015, 11:55:33 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მე არავის პირადად არ მივმართავ, დავწერე შენს კიტხვებზე პასუხი, რადგან მსგავსი შეკიტხვები ყველას შეიძლება გაუჩნდეს.

ამას პირადად მე მივიღებ რაზეც დიდ მადლობას გიხდი.
Quote gagrinski ()
აქვე ვიტყვი რომ მე არ ვარ არც მაქებარი და არც მაძაგებელი ევროპული ძაღლების-მე ისინი მომწონს სტილის, სისწრაფის ჟინის და ექსპრესიის გამო ის რაც საბჭოტა და საქართველოს კინოლოგიას ნამდვილად აკლია და ჯიშებმა დაკარგეს სტილიც და ყველაფერიც.

მეც ძალიან მომწონ რასაც ვხედავ და რასაც ვუყურებ,მაგრამ ვიდეოთი შესაძლოა რარაც ისწავლო მაგრამ იმ შიმშილს და წყურვილს ვერ ვიკმაყოფილებ,მაგიტომ ვამბობ რომ უფრო მეტად ჩართულები უნდა (კი არ გავალდებულებ მეგობარო,თხოვნის ფორმატი აქვს ჩემს ნათქვამს) პროპაგანდის სახე უნდა ქონდეს თქვენს საქმიანობას,რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს,უფრო მეტი ძაღლი გაიზარდოს,რაც გაზრდის იმის შანსს რომ ჩვენც სადღაც გამოვჩნდებით და გვაღიარებენ,ყველა ქართველის გულში ნადირობა სიამოვნებად და სპორტის იმ სახეობად იქცეს რომელიც არ ბერდება.
Quote gagrinski ()
თუ ივლისში აპირებ უკვე აყვანას და კონკრეტული დართვა იცი მაშინ რატომ მეკითხები ვერ გავიგე

იმიტომ ამყავს რომ დაგეშვის პროცესითაც არანაკლებ სიამოვნებას ვიღებ,ისევე როგორც ნადირობით,ერთ ნაბულს საათობით შემიძლია ვუყურო და ნირვანა განვიცადო,ჩემთვის მედიტაციასავით არის და დღე არ გავა თუ კი სადმე ეს შედაძლებელია ეს სიამოვნება არ მივიღო,კიბოსავით არის შიგნიდან მჭამს და მინდა ბევრი ვისწავლო რომ იმ ევროპულ სისხლს განსაკუთრებული ცოდნა უნდა,შსავსები მაქვს ის ცოდნის ნაკლებობა,დიდი ხისგან მაგიდის მაგიერ კბილსაჩიჩქნი რომ არ გამომივიდეს.როცა საკმარისს ვისწავლი,მე შესაძლებელია ყველაზე ბევრი მე მყავდეს.
ეხლა თუ გაიგე რატომაც გეკითხები ამდენს?დიდი მადლობა ყველაფრისთვის.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: ხუთშაბათი, 30.04.2015, 14:56:54 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არცერთ ცნობილ კონდუქტორს არ მიუღწევია შედეგი 1,2 ან 5 ძაღლით, წლების განმავლობაში ზრდიან და დრემდე სწავლობენ, ასე რომ ყველაფერი წინაა. როდესაც ჩამოვა სერგო აუცილებლად შეგატყობინებთ, მაისის ბოლოს შესაძლოა ერთი ღონისძიება ჩატარდეს.

d.kakulia
 
kucuna1დრო: პარასკევი, 01.05.2015, 10:07:25 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, დიდი მადლობა,თუ ხშირად დაწერ ხოლმე და დადებ ინფორმაციას,უკეთეს გავლენას იქონიებ ბერ რამეზე.

დამატებულია (01.05.2015, 09:07:25)
---------------------------------------------
სიამოვნებით დავესწრები და სიახლეს(ჩემთვის) გავიგებ.მინდა დავესწრო საველე დათვალიერებებსაც ლაივში რომ ვნახო ყველაფერი.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 08.05.2015, 15:01:45 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდევ ერთი სტატია რომელიც ვთარგმნე, ჩემი თხოვნაა ჯერ ყურადღებით წაიკითხოთ და შემდეგ დასვათ შეკითხვები. ასევე გთხოვთ იმის გამო რომ შენი სიმართლე ამტკიცო, მაგის გამო ნუ დასვამთ უაზრო კითხვებს. სტატია ეხება დიდ ძებნას, ვთარგმნე იმისთვის რომ გაუგებრობას დაესვას წერტილი და მეძებრების მოყვარულებმა ისწავლონ განსხვავება.

დამატებულია (08.05.2015, 13:57:51)
---------------------------------------------
დიდი ძებნა–სრულყოფილების ძიებაში

სრულყოფილების ძიება დამახასიათებელია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, ყველაფერი იწყება უბრალო სურვილით გახსე კონკურენტზე უკეთესი, გაიმყარო ბაზარზე შენი ადგილი, გქონდეს შენი ნიშა, შექმნა უფრო მოთხოვნადი და ცნობადი პროდუქტი. მაგრამ ხშირად მოქმედებაში შედის რაოდენობის ხარისხში გადაზრდის კანონი და ჩნდებიან უდიდესი მხატვრები და მოქანდაკეები, წყალში ხტომა 30 მეტრის სიმაღლიდან, პილოტაჟი დაბალ სიმაღლეზე, ფორმულა 1 და დიდი ძებნა!

სინამდვილეში დიდი ძებნა–ეს ფილდ ტრაილის ერთ–ერთი სახეობაა ანუ მეძებრების სამუშაო თვისებების გამოცდა. ,ძებნის რამდენიმე სახეობა არსებობს: სანადირო ძებნა სხვადასხვა სახეობის ფრინველზე მათ შორის გასროლის თანხლებით და ფრინველის აპორტირებით, სანადირო ძებნა გნოლზე, კლასიკური ძებნა ჩაჯენილ მწყერზე... მაგრამ დიდი ძებნა გამორჩეულია და უკავია დაახლოებით ისეთივე ადგილი როგორც ფორმულა 1–ს სხვა სახეობის ავტორბოლებში.

დამატებულია (08.05.2015, 13:58:09)
---------------------------------------------
დიდი ძებნა წარმოიშვა იტალიაში, 40–იანი წლების ბოლოს, საერთოდ იტალია უკვე ორ საუკუნეზე მეტია აბსოლუტური კანონმდებელია ინგლიური პოინტერისა და ინგლისური სეტერის სტანდარტებისა. ბუნებრივია რომ ამ დროის განმავლობაში იტალიელებმა გამოიმუშავეს ამ ჯიშების თვისებების გაუმჯობესებისა და გამორჩევის უნიკალური მეთოდი–ყველა ზემოთ ნახსენები ძებნის სახეობები. მაგრამ მხოლოდ დიდი ძებნა იძლევა საშუალებას ბოლომდე ამოიხსნას ჯიშის შესაძლებლობები, აჩვენოს მაქსიმუმი რომელიც ძაღლს შეუძლია, მიაღწიოს სრულყოფილებას.
რიტ გამოირჩევიან პოინტერები და ინგლისური სეტერები ყველა სხვა დანარჩენი მეძებრისგან? პირველ რიგში თავისი განუმეორებელი და უნიკალური სტილით მინდორში. ამ ორი ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ სწრაფად, მეთოდურად და ეფექტურად დაამუშაონ უზარმაზარი ფართობი, ამასთანავე არ დაკარგონ გამომყვანთან კონტაქტი.

დამატებულია (08.05.2015, 13:58:30)
---------------------------------------------
ცალ ფრთაზე ძებნის სიშორე შეიძლება შეადგენდეს 250, 300, 350 მეტრს...
მაგრამ დიდ ძებნაში ის 400–450 მეტრიდან იწყება და ასეთი გასვლა მხოლოდ პოინტერისა და ინგლისური სეტერისთვის არის ხელმისაწვდომი. ძირითადად მხოლოდ ეს ორი ჯიში დაქრის დიდ ძებნაში, ბევრად იშვიათად–ირლანდიური და შოტლანდიური სეტერები.

მაინც რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მეძებარი, რომ დიდი ძებნის ძაღლი გახდეს?

სერბი მომშენებელი პეტარ პეტროვიჩი(ძაღლსაშენ ,,პემბო,,–ს მფლობელი), რომელმაც ამ პრესტიჟული შეჯიბრების არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი გაზარდა თვლის რომ მეძებრის ყველაზე მთავარი თვისება არა სისწრაფე, ყნოსვა და მითუმეტეს არა მისი საგამოფენო სილამაზეა. ძაღლის მთავარი თვისება რომელიც მას საშუალებას აძლევსგამოავლინოს ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების მაქსიმუმი–მისი მენტალიტეტია!–ძარლის თვისება დამოუკიდებლად იაზროვნოს.

დამატებულია (08.05.2015, 13:58:51)
---------------------------------------------
მხოლოდ ასეთ მეძებრებს შუძლიათ გამომყვანისგან ასეთ შორ მანძილზე გასვლა, ისე რომ მასთან კონტაქტი არ დაკარგოს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ძაღლს მაქსიმალური დაშორების შემთხვევაშიც პირველ რიგში არ ეშინია, აგრძელებს ჩვეულ მდგომარეობაში თავისი სამუშაოს –ფრინველის ძებნის–შესრულებას. ამასთანავე აკონტროლებს გამომყვანის გადაადგილებებსა და მის ბრძანებებს. მეორე–არაჩვეულებრივად იმახსოვრებს თავის ,,ტრეკს,,(გზას)–არ გადის ორჯერ იმ ადგილს რომელიც უკვე დაამუშავა და პარალელებს შორის მანძილს ინარჩუნებს, რითაც მინიმუმამდე დაჰყავს ფრინველის გამოტოვების ალბათობა. მესამე–ასეთ ძაღლებს უნდა ჰქონდეთ ძალიან დელიკატური მიტანება და ნაბული რათა რამდენიმე წუთის განმავლობაში, გამომყვანის მოსვლამდე ფრინველი ყავდეს აყვანილი ცხვირზე(ყნოსვაზე), ამავე დროს მეძებარმა არ უნდა მოახდინოს ფრინველის პროვოცირება რომ ის დროზე ადრე არ აფრინდეს.

ყველა ეს თვისება მეტწილად თანდაყოლილია, ვითარდება შემდგომში გეშვით. ამის ნათელი მაგალითია უბრალო ფაქტი: იტალიაში ყოველწლიურადმაღალი კლასის მწარმოებლებისგან იბადება 14 000 ინგლისური სეტერისა და პოინტერის ლეკვი, მათგან დიდ ძებნაში ხვდება მაქსიმუმ 15–20 ძაღლი. გასაკვირია თუმცა ამ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე კარი ყველასთვის ღიაა. როგორც პეტარი ამბობს–დაარეგისტრირე თუნდაც ნებისმიერი ხოჭო, თუკი მის გამო არ შეგრცხვება შემდგომ. მაგრამ ტერმინი–დიდი ძებნის ძაღლი ნიშნავს, რომ მეძებარს აქვს პრეტენზია დაიკავოს მაღალი საპრიზო ადგილი.
თქვენ მკითხავთ–რა სჭიროა ეს ყველაფერი? სრულყოფილების მიღწევის ბანალური თემის გარდა, დიდი ძებნის ძაღლების გადარჩევას აქვს პრაქტიკული დანიშნულება. ასეთი ძაღლები საუკეთესო საჯიშე მასალაა, მასალა რომელშიც ჩადებულია ჯიშისთვის დამახასიათებელი ყველა საუკეთესო თვისება. დიდი ძებნის ძაღლების შთამომავლობას გარატირებულად ექნება არაჩვეულებრივი სანადირო თვისებები, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.

დამატებულია (08.05.2015, 13:59:09)
---------------------------------------------
აი რას ფიქრობს ამაზე პეტარი რომელიც იმ საოჯახო ბიზნეს აგრძელებს რომელიც მამამისმა 1969 წელს დაიწყო:

–თუ თქვენ დართავთ ძაღლს რომელსაც ვთქვათ ძებნის სიშორე აქვს 200 მეტრი,მისი ლეკვების უმრავლესობა ძებნას დაიწყებს 160–180 მეტრზე. შემდეგ თაობებში ძებნის მანძილი კიდევ უფრო შემცირდება. ასეთი დართვებით მომავალ თაობებს მასიურად გაუუარესდებათ სხვა სამუშაო თვისებებიც. როგორ შევაჩეროთ ჯიშის გაუარესების შეუქცევადი პროცესი? მხოლოდ იმ ძაღლების მუდმივი სისხლის არევით რომლებიც საუკეთესო სამუშაო თვისებებს ფლობენ. საველე გამოცდის სხვადასხვა სისტემები–ძებნები–საშუალებ

როგორ ხდება გადარჩევა?

რა თქმა უნდა პროფესიონალი მომშენებელი გარკვეული სიზუსტით განსაზღვრავს დართვის დაგეგმვისას დიდი ძებნის ძაღლის არსებობას ლეკვებში. მაგრამ დიდი ძებნის გარკვეული ნიშნები ჩნდება არაუმეტეს 6 თვისას, როდესაც იწყება გეშვა და წვრთნა მინდორში. თუმცა არსებობს მომენტები როდესაც მეძებარი იხსნება ერთი წლის შემდეგაც და უფრო გვიანაც. ამოიცნო ლეკვში მომავალი ვარსკვლავი–თავისტავად ადვილი არ არის, ეს მხოლოდ პროფესიონალ მომშენებლებსა და მგეშავებს ძალუძთ. ამიტომ ვთქვათ, პეტართან დიდი ძებნის ძაღლები წლინახევრიდან ორ წლამდე და მხოლოდ ამის შემდეგ ყიდიან მათ ახალ პატრონზე. ასეთი ძაღლების ფასები ხშირად ცასაც კი წვდება თავისი სიძვირით, მაგრამ გაყიდვის მთავარ პირობად რჩება არა ფასი არამედ ის რომ ძაღლი ხვდება ,,ფურგუნში,,(მანქანა რომელსაც მგეშავი კონდუქტორები იყენებენ, ფურგუნში ხშირად არის 6–8 ძაღლი, ფურგუნში მოხვედრა ნიშნავს რომ კონდუქტორი მას მიიჩნევს იმის ღირსად რომ შეჯიბრზე გაიყვანოს), ეს ნიშნავს რომ ძაღლი პროფესიონალი სპორტსმენი გახდება.

დამატებულია (08.05.2015, 13:59:28)
---------------------------------------------
დიდი ძებნის ძაღლების მფლობელები თუ თავად არ არიან პროფესიონალი მომშენებლები ან მგეშავები, საკუთარ ძაღლებს თავად იშვიათად ავარჯიშებენ. ამას აკეთებს პროფესიონალი კონდუქტორი(მგეშავი), რომელსაც როგორ წესი ,,გუნდში,, ყავს 7–დან 10 ძაღლამდე. კონდუქტორს გამოყავს ძაღლი შეჯიბრზე. წელიწადში 10 თვე ის თავის ძაღლებს სპეციალურად მოწყობილი ფურგუნით ატარებს სხვადასხვა ქვეყნების მინდვრებში, ამზადებს მათ ფიზიკურად და წვრთნის. თითოეული ძაღლი ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება რათა გარკვეულ შეჯიბრებზე ფორმის პიკზე იყოს.

რას წარმოადგენს თავად დიდი ძებნის შეჯიბრი?

დიდ ძებნაში შეჯიბრი ტარდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სულ წლის განმავლობაში 10–ზე ნაკლები შეჯიბრია სხვადასხვა ქვეყნებში. ტარდება შეჯიბრი მხოლოდ გნოლზე და ფასდება ძაღლი მხოლოდ ამ ფრინველზე მუშაობისას. ძაღლები რომლებიც ასაკით 30 თვემდე არიან ცალკე გამოდიან. ასევე ტარდება შეჯიბრი ცალკე მხოლოდ ძუ ინგლისური პოინტერებისთვის და ცალკე ძუ ინგლისური სეტერებისთვის. მინდორი დიდი ძებნისთვის ირჩევა მშრალი, ფრინველი მცირე რაოდენობით. იმისთვის რომ იპოვოს ფრინველი ძარლისთვის ძირითადად გამოყოფილია 10 წუთი, თუ ამ დროის განმავლობაში ფრინველთან შეხვედრა არ მოხდა, მსაჯს შეუძლია დაამატოს დრო. დიდ ძებნაში ძარლების გაშვება ყოველთვის ხდება წყვილში, როგორც წესი სხვადასხვა მხარეს. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გამოამჟღავნონ თვისება–ეძებონ დამოუკიდებლად, არ შეუშალოს ხელი მეორე ძაღლს ძებნაში, არ აურიოს სისტემური ძებნა მხარეების შეცვლის დროს, ქონდეს სეკუნდირების უნარი ანუ შეწყვიტოს ძებნა მაშინ თუ მეორე ძაღლი ნაბულზე დადგა.

დამატებულია (08.05.2015, 13:59:55)
---------------------------------------------
შეფასების ქულები არ არსებობს(ისევე როგორც ძებნის სხვა სახეობებში), როლს მხოლოდ ძაღლის ხარისხიანი მუშაობა თამაშობს. საბოლოო ჯამში იმარჯვებს ძაღლი, რომელმაც ყველა გაშვებისას სტაბილური და სტილიანი მუშაობა აჩვენა.

დიდი ძებნის ძაღლებით საერთოდ არ ნადირობენ?

–რათქმაუნდა ნადირობენ–ამბობს პეტარ პეტროვიჩი.

მისი თქმით ნებისმიერმა ძაღლმა რეგულარულად უნდა იგრძნოს ,,ფრინველი პირში,,. სხვა საქმეა ის რომ ნადირობის ხანგრძლივობა მათთვის არ აჭარბებს ერთ–ორ საათს. ბუნებრივია რომ კონდუქტორი ცდილობს ინადიროს იმ ადგილებში სადაც არის ფრინველი რომელზეც ძაღლი შეჯიბრისთვის ემზადება. ანუ ყველა ხშირად გარეულ გნოლზე. თუმცა ზოგიერთი დიდი ძებნის ძაღლი გამოყავთ სხვა შეჯიბრებზეც, ძირითადად ,,კლასიკაზე,,–ზაფხულის შეჯიბრზე ჩასმულ მწყერზე.

დამატებულია (08.05.2015, 14:00:15)
---------------------------------------------
კუნძულელი მეძებრების გეშვა–მომზადებისას ყველაზე რთული ფაქტორი არის მათი ,,არაუნივერსალურობა,,. ეს ჯიშები აჩვენებენ ძებნის მაქსიმალურ სიშორესა და სისწრაფეს, ბუნებრივია ეს მაქსიმუმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ვთქვათ გნოლზე და ბეკასზე. გარკვეულ წილად იცვლება სვლის სისწრაფე, უფრო მეტ წილად პარალელების სიმჭიდროვე. ამიტომაც სხვათაშორის იტალიელი მომშენებლებთან ვისთანაც დასავლელი მონადირეები ყველაზე ხშირად ყიდულობენ ახლაგაზრდა მაგრამ უკვე სანადიროდ ბოლომდე მომზადებულ ძაღლებს, მიღებულია კითხონ მომავალ პატრონს რომელ ფრინველზე აპირებს მეტწილად ნადირობას, რათა აარჩიონ და მოამზადონ ძაღლი უშუალოდ ასეთი ნადირობისთვის.

ძაღლი რომელიც დაგეშილია ბეკასზე ან მწყერზე რა თქმა უნდა არანაკლები ეფექტურობით მოძებნის ტყის ქათამსაც და გნოლსაც, მაგრამ უფრო მჭიდრო პარალელების გამო წააგებს ძარლებთან რომლებიც დაგეშილები არიან ფრინველებზე რომლთა სუნი უფრო მძაფრია. აი ძაღლი რომელიც სპეციალიზირებულია გნოლზე ან ხოხობზე, ნკლები სუნის მქონე მწყერს და ბეკას ხშირად გამოტოვებს არასაკმარისად მჭიდრო პარალელების არქონის გამო. სპორტსმენი ძაღლის ერთი სახეობის ფრინველიდან მეორეზე გადაწყობას ხანდახან ერთი თვეც სჭირდება, ამიტომაც ასეთი ძაღლები მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში სპეციალიზირებულები არიან მხოლოდ ერთი სახეობის ფრინველზე.

დამატებულია (08.05.2015, 14:00:33)
---------------------------------------------
რით არის მაშინ მდიდარი ეს სპორტული ცხოვრება გარდა ძაღლის მომზადებისა შეჯიბრისთვის?

რა თქმა უნდა საჯიშე მუშაობით. დიდ ძებნაში ძაღლების ძირითადი მასა ხვადებია–მათ უმეტესობას აქტიურად რთავენ 2, ორწლინახევრიდან. სპორტული კარიერა როგორც წესი გრძელდება 4–5 წელი. ამის სემდეგ დიდი ძებნის ყოფილი ვარსკვლავი ხდება კარგი, უფრო ხშირად კი არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი, თუმცა ამასთანავე ის არ მიდის ,,დიდი სექსიდან,,. ბევრი გამოდის შეჯიბრებზე ძებნის სხვა სახეობებში, რადგან დღეს ევროპაში მეძებრების შეჯიბრი–ეს ცალკე ინდუსტრიაა. ინდუსტრია რომელიც–პრესტიჟული, საინტერესო და რაც მთავარია ამ ინდუსტრიის წყალობით ნარჩუნდება და მრავლდება გამორჩეული სანადირო ძაღლები, მათ შორის პოინტერები და ინგლისური სეტერები.

მასალა მომზადებულია პროფესიონალი მგეშავებისა და მომშენებლების პეტარ პეტროვიჩის, მარიო და ფრანკო ტურტუროს დახმარებით

თარგმანი დათო კაკულია (ნათარგმნია რუსულ სანადირო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიიდან)

დამატებულია (08.05.2015, 14:01:45)
---------------------------------------------
ასეთ სტატიებს ვდებ ყველგან სადაც ხელი მიმიწვდება რატა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს რაღაც ახალი, თუ ამაში მცირე წვლილს შევიტან გამიხარდება. წარმატებები ყველას


d.kakulia
 
tarxanaდრო: პარასკევი, 08.05.2015, 15:44:20 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, კარგი ნამუშევარია

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
giohunt1982დრო: შაბათი, 09.05.2015, 19:24:42 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5686
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, gio90, ცოტა კი არა მაგრად გადაუხვიეთ თემას! gimili ძმურად ოღონდ ამ თემას ნუ გააოფებთ.

დამატებულია (09.05.2015, 19:24:42)
---------------------------------------------
http://www.bazieri.ge/forum/40-1076-1
პოსტები გადატანილია


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gagrinskiდრო: სამშაბათი, 12.05.2015, 21:04:30 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი მსაჯისა და კინოლოგის იური კონოვალოვის სტატიის თარგმანს. ბატონი კონოვალოვი წლების წინ საქართველოშიც იმყოფებოდა და იმსაჯა საველე შეჯიბრი.

ეფციაი–ს წესებით მეძებრების შეფასების კრიტერიუმები

ვუბრუნდები თემას რომელთანაც მოხდა შეხება სტატიაში–,,ვისი სისტემაა უკეთესი?–სპორტულ და სანადირო ძაღლებში, მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია რომელიც მივიღე ჟან კლოდ დარიგადისგან რომელიც არის ევროპის პოინტერ კლუბის პრეზიდენტი, ასევე მისი კოლეგებისგან. მათთან საუბრის საშუალება მომეცა 2008 წელს რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მწყერზე მეძებარი ძაღლების შეჯიბრის დასრულებისთანავე CACIT–ის რანგის შეჯიბრი გაიმართა მეძებარი ძაღლებისთვის ასევე მწყერზე.

ჩვენ უკრაინელ და რუს ექსპერტებს რომლებსაც გვაინტერესებს ეს საკითხი და გვნიდა ფეხი ავუწყოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს მოგვეცა უნიკალური საშუალება ამ ღონისძიებაზე სტაჟირება გაგვევლო. ამასთანავე შეჯიბრის წინ მივიღეთ ინფორმაცია მინდორში ძაღლის შეფასების კრიტერიუმებზე. მოგვიანებით წილად გვხვდა რამდენიმე ძაღლი დარიგადის კომენტარებით, რატომ მიიღო ამა თუ იმ ძაღლმა შეფასება ან მოიხსნა. შემდეგ ექსპერტები გაგვყვეს ჯგუფებად, 3 კაცი თითოეულში და შემოგვთავაზეს გვემსაჯა რამდენიმე ძაღლისთვის როგორც სოლო ასევე წყვილში გამოსვლისას. ჩვენს მოსაზრებებს და დასკვნებს ვაბარებდით ჟან კლოდს–ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე მოცემული ძაღლის ან წყვილის წყვილის შეფასებისას. ის ან გვეთანხმებოდა ან კორექტირების მერე გამოქონდა თავისი გადაწყვეტილება რომელიც იყო კიდეც მთავარი სიტყვა ძაღლის შეფასებისას.

დამატებულია (12.05.2015, 21:02:09)
---------------------------------------------
ამ შეჯიბრებეზე მონაწილეობის სურვილი განყოფილებაში ,,სოლო,, სურვილი გამოხატა 13–მა კუნძულელმა და 9 კონტინენტალმა, განყოფილებაში ,,წყვილები,, 9 კუნძულელმა და 4–მა კონტინენტალმა. აღნიშვნის ღირსია ხარკოვის პოინტერ კლუბის წევრის ა.დინეცის წარმატებული გამოსვლა კურცჰაარით–რონ ალდო, მან მეორე ადგილი დაიკავა განყოფილებაში სოლო. პირველ ადგილზე ამ განყოფილებაში სანადირო კლუბ იუნისის ძაღლები გავიდნენ, პოინტერი–ვულკანი და კონტინენტალებში კურცჰაარი ბრუნო. წყვილში ვერც ერთმა ძაღლმა მაღალი კატეგორიის მსაჯების აზრით ვერ აჩვენა მუშაობა რომელიც მათ CACIT–ის წოდებას მიანიჭებდა.

ახალი რა აღმოვაჩინე ამ სტაჟირების შემდეგ? აღმოჩნდა რომ დასავლეთში წყვილში გამოსვლა შეუძლიათ მხოლოდ ერთი ჯგუფის ძაღლებს, მაგალითად, კონტინენტალები ეჯიბრებიათ კონტინენტალებს, კუნძულელები კი კუნძულელებს. წყვილში შეჯიბრისას ერთმანეთს ეჯიბრებიან ძაღლები რომელთა ასაკი 4 წელზე ნაკლები არ არის, ჩვენი ევროპელი კოლეგები თვლიან, რომ ძაღლის მუშაობა მეტოქესტან არის უდიდესი გამაღიზიანებელი ფაქტორი, შეჯიბრებითობის, პირველობის სურვილი ახლაგაზრდა მორალურად ჯერ მოუძლიერებელი ძაღლისთვის ხშირად მთავრდება კრახით, ძაღლის მორჩილებიდან გამოსვლით, ეს კი მომავალში მისი როგორც სპორტსმენისა და მონადირის გამოყენება დაუშვებელს ხდის. დაახლოებით ასეთივე კრიტერიუმები ქონდათ ჩვენს რევოლუციამდელ და ომამდელ მომშენებლებს როდესაც ისინი ძაღლებს ყოფდნენ შემდეგ კატეგორიებად.

დამატებულია (12.05.2015, 21:02:41)
---------------------------------------------
1–პირველი მინდვრის მქონე

2–რამდენიმე მინდვრის მქონე

3–ჩემპიონები

ჩვენს კლასიკურ სახელმძღვანელოებში რომელიც მეძებრების დაგეშვას ეხება ძირითადად საუბრობენ რომ დასაგეშად საუკეთესო ფრინველი არის დუპელი, შემდეგ მწყერი და მხოლოდ ბოლოს–გნოლი. არ ვიცი რამდენად არის ევროპაში გავრცელებული დუპელი, მაგრამ მწყერი კი ნამდვილად არის. როდესაც ჩვენ გვითხრეს რომ საუკეთესო ფრინველი ძაღლის დასაგეშად არის გნოლი ჩვენ გაგვიკვირდა, ვეცადეთ დაგვემტკიცებინა, რომ მწყერია ის ფრინველი რომელიც გამოსცემს მცირე რაოდენობის სუნს და წარმოადგენს მეძებრის ყნოსვის სიშორის საზომს. ამ სიტყვებზე ჩვენს ფრანგ დამრიგებელს გაეღიმა და აღნიშნა რომ მწყერი ნომერ პირველი ფრინველია საჭმელად და არა მეძებრების დასაგეშად და აი რატომ.

მწყერი მართლაც გამოსცემს მცირე რაოდენობით სუნს, ამაშია სწორედ მისი ნაკლი და არა უპირატესობა. ამას გარდა ისევე როგორც სხვა ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს შეუძლია საკმაოდ სწრაფად გადაადგილება ფეხების და არა ფრთების საშუალებით. ფრინველის ასეთი ქცევა ძაღლს ხშირად აიძულებს ეძებოს თავდაწეულმა, იქექება კვალზე და ხშირად გადადის ასეთი მანერით მუშაობაზე. განსაკუთრებით ეს დაუშვებელია ახალგაზრდა ძაღლებისთვის რადგან მათზე პირველი მუშაობისას გამოვლენილი ჩვევები ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. იმის გამო რომ მწყერი სუნს მცირე რაოდენობით გამოყოფს ძაღლი მწყერზე ზედ მიმდგარი მუშაობს. ასეთი მუშაობისას ძაღლს არ შეუძლია გააკეთოს მიტანება. გრენგროსის გამოთქმით–სად მიეტანოს როცა ფრინველი ცხვირთანაა. აქედანაა სწორედ პრობლემები–მიტანებაში, როცა მეძებარი ბრძანების შემდეგ დაბორკილ მდგომარეობაშია და არ მიდის ფრინველის ამოსაფრენად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი თვისებები ახალგაზრდა ძაღლის მწყერზე დაგეშვისას, შესაძლოა გადავიდეს ჩვევაში და ძაღლი ვერ უპასუხებს იმ მოთხოვნებს რომელზეც საუბარი ქვემოთ გვექნება.

დამატებულია (12.05.2015, 21:03:04)
---------------------------------------------
როდესაც ახალგაზრდა ძაღლს გნოლზე გეშავ ყველა ამ უსიამოვნების თავიდან აცილება შეიძლება. თუმცა გნოლი მწყერზე არანაკლებად დარბის, მაგრამ ის ბევრად უფრო მძაფრ სუნს გამოსცემს და საშუალებას აძლევს ძაღლს ის თავაწეულს ყავდეს ცხვირზე. ძაღლი უფრო შორს ყნოსავს გნოლს, შესაბამისად ნაბულზეც მისგან საკმაოდ შორს დგება მწყრისგან განსხვავებით. ემანაცია (გაჟონვა, გავრცელება–ამ შემთხვევაში იგულისხმება სუნის) იმდენად ძლიერია რომ ხდება დამუხრუჭების რეაქცია რომლის დროსაც მისი ადგილიდან დაძვრა ფეხის კვრითაც კი შეუძლებელია. ძაღლი ადვილად იხსნება ნაბულიდან გამომყვანის ბრძანებისთანავე და მსუბუქად, რბილად აკეთებს მიტანებას ფრინველზე, გაძლევს სროლის საშუალებას.

ჩემთვის ისევე როგორც ბევრი ჩემი კოლეგისთვის, რომლებიც მიჩვეულები ვიყავით ძაღლის მუშაობის შეფასებას ციფრებითა და გრაფებით, გაუგებარი იყო როგორ ავუაროთ გვერდი ამ ყველაფერს და ამავე დროს მივცეთ შფასება ძაღლის მუშაობას, რაც მთავარია ობიექტურად გამოვარჩიოთ საუკეთესო ძაღლი, მივცეთ მეორე და მესამე ადგილი თუ ეს შეჯიბრის წესდებითაა განსაზღვრული. აღმოჩნდა რომ ეს არც თუ ისე რთულია. შეფასების კრიტერიუმები სამამულო და დასავლელი ექსპერტებისა პირველ ნაწილში ემთხვევა. უბრალოდ ჩვენთან ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. ჩვენი ექსპერტებიდან არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ყნოსვის სიშორე თუ ყველაფერს არა თითქმის ყველაფერს წყვიტვს დიპლომის ხარისხის მინიჭებისას. შორი ყნოსვის ჩვენების შემდეგ , ამავე დროს თუ ის ზუსტიც იყო, შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი დანარჩენი გრაფები დგება ისე რომ დაიწეროს მაღალი ხარსხის დიპლომი, ისე რომ ხშირად ყურადღებასაც არ ვაქცევთ ნაკლოვანებებს სტილში და სხვა პარამეტრებში. ყველაფერთან ერთად ჩვენ ვამბობთ რომ ვამრავლებთ ძაღლებს სანადიროდ და სპორტი ჩვენთვის უცხოა. მაგრამ უბრალო მონადირისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რა მანძილზე დაამუშავა მეძებარმა ფრინველი. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არის თუ არა ამ მინდორში აერთოდ ფრინველი და თუ არის როგორ მოძებნოს ის სწრაფად.

დამატებულია (12.05.2015, 21:03:25)
---------------------------------------------
მე ხშირად ვნადირობ მეგობრებთან ერთად რომლებსაც სხვადასხვა ჯიშის სანადირო ძაღლები ყავთ განსხვავებული ყნოსვის სიშორით. რაზე მეტყველებს მათი დიპლომები და ჩემი პირადი დაკვირვებები. ერთნაირი სასროლო მომზადებისას ნადირობის რეზულტატები თითქმის არ განსხვავდება, არ არის დამოკიდებული ძაღლის ჯიშზე, ყნოსვის სიშორეზე ან ამა თუ იმ ძაღლზე. ამიტომაც ყნოსვის სიშორეს აქვს მნიშვნელობა მონადირისთვის მაგრამ არა უმთავრესი არამედ მეორე ხარისხოვანი. მინდია ვიკითხო, სად არის ლოგიკა ჩვენს მსჯელობაში მეძებარი ძაღლების თანდაყოლილი თვისებების გამოვლენისას? რათქმაუნდა არავინ ამბობს იმას ყნოსვა მეძებრისთვის არის ნაკლებადმნიშვნელოვანი და უნდა გავამრავლოთ ყნოსვის არმქონე მორბენლები. ეფციაის წესები ზუსტად რომ არ გაძლევს საშუალებას ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადახვიდე, არამედ ფილტრავს ძაღლებს ყველა იმ პარამეტრით რომელიც ჩვენთან არის მიღებული 100 ქულიან სისტემაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მათ წესებში უფრო დიდი გრაფაა–რატომ შეიძლება მოიხსნას ძაღლი ან რა არ უნდა გააკეთოს ძაღლმა.

ამ წესების თვში განსაზღრულია სამი მიმართულება:

1–ძებნის სიშორე და სისწრაფე

2–ძაღლის მუშაობის სტილი კოპლექსურად

3–ფრინველთან ახლოს მუშაობა

დამატებულია (12.05.2015, 21:03:49)
---------------------------------------------
ავხსნათ დაწვრილებით:

პირველი გულისხმობს რამდენად შორს გადის ძაღლი ორივე მხარეს გამომყვანისგან და რამდენად სწრაფად აკეთებს ამას. მათ აქვთ განსაზღვრება სანადირო ან საგნოლე ძებნა, ეს როდესაც ძაღლი 200 მეტრ სიგრძეზე გადის სხვადასხვა მხარეს გამომყვანისგან, ძირითადად ეხება კონტინენტალურ მეძებრებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ძაღლს არ შეუძლია გავიდეს უფრო შორს ან უფრო ახლოს.

არსებობს აგრეთვე განსაზღვრება ტრაილერი, დიდი ძებნა გამომყვანისგან 500 მეტრზე და უფრო შორს ორივე მხარეს. ის მიზანშეწონილია მხოლოდ კუნძულელი მეძებრებისთვის.

ძარლებს ასეთი ტიპის ძებნისთვის არჩევენ ლეკვობიდან, ყველა ძაღლს არ ძალუძს ასე შორს გავიდეს გამომყვანისგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ასწავლო ეს ძაღლს შეუძლებელია. მაგრამ ასეთი ძებნის შემთხვევაში ძაღლმა გამომყვანთან კონტაქტი არ უნდა დაკარგოს. ასეთ ძაღლებს ამზადებენ პროფესიონალები, როგორიც მაგალითად არის ერნესტო პეზოტა, მეოთხე თაობა პროფესიონალი კონდუქტორებისა. უნდა აღინიშნოს რომ მთავარი ამოცანა ასეთი შეჯიბრებებისას არის ძაღლის თანდაყოლილი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების აღმოჩენა. გამომყვანი კადრს მიღმა დგას, ძაღლი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს, მაგრამ ბევრს არ ესმის თუ რა ტიტანური შრომაა ჩადებული ცხოველში რომ ის ასე მოიქცეს შეჯიბრზე. პარალელების სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 40 მეტრს, პარალელების მოხაზულობას მკაცრად არ უყურებენ, მთავარია, რომ იმ ადგილადან რაც უკვე დაამუშავა ძაღლმა შემდეგ ფრინველი არ ამოფრინდეს, ასეთ შემთხვევაში ძაღლი იხსნება.

შემდეგი პუნქტი სტილია–ეს ძაღლის მუშაობის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. მოძრაობა, ნაბული, მიტანება და ახლომიწევა სტილის განსაზრვრებაშია გაერთიანებული. ძარლს რომელსაც არ აქვს სტილში გაერთიანებული ერთი ელემენტი მაინც არასდროს არცერთი ექსპერტის მსაჯობის დროს ვერ მიიღებს მაღალ ტიტულს, შესაბამისად არცერთი წესიერი მომშენებელი არ შეაჯვარებს ასეთ ხვადთან ძუს ან არ აიყვანს ამ დართვიდან ლეკვს. მათი წესების ეს პუნქტი იძლევა საშუალებას განსაზღვრო როგორც ჯიში ცალკე პოინტერი და ცალკე სეტერი და არა საერთო გაგებით მეძებრის პერანგში გადაცმული ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი.

სტილის შეფასების კრიტერიუმები ჩვენისგან არ განსხვავდება, ერთადერთი და განუყოფელი მოთხოვნაა რომ ნებისმიერი ჯიშის მეძებარს თავი მაღლა აწეულს ეკავოს, ანუ მინდორი ყავდეს ყნოსვაზე აყვანილი ძებნის დროს. ასევე ამაყად აწეული თავი ჰქონდეს ნაბულის დროს, უმჯობესი კი იქნება ყნოსვა კიდევ უფრო აწიოს მხრებს ზემოთ, მიტანება გააკეთოს თავის დაუშვებლად. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას თავი ფრინველის ნაჯდომისა და კვალის შესამოწმებლად. ევროპელებისთვის ასევე ნაკლად ითვლება:

1–გავის ასროლა მოძრაობის დროს

2–რბილი(პლავნი) მოძრაობის არქონა სეტერებში

3–მაღალი, გრძელი ნახტომი პოინტერებში

4–კუდის ბოლოს ან მთელი კუდის ქნევა, რასაც ხუმრობით მაიონეზსაც ეძახიან, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ მაიონეზს თქვიფავს

5–მინდაოს ხაზზე თავის ტარება პოინტერებში, მინდაოქ ქვემოთ სეტერებისთვის

დამატებულია (12.05.2015, 21:04:12)
---------------------------------------------
კუდი პოინტერს მოძრაობის დროს 45 გრადუსიანი კუთხით უნდა ეჭიროს, კარიერის და გალოპის დროს კუდი გაუნძრევლად უჭირავს. სეტერს ის უკანა ფეხებს შორის აქვს ცაშვებული და გაუნძრევლად უჭირავს.

და ბოლოს მუშაობა ფრინველთან ახლოს. აქ იგულისხმება ნაბული, ახლომიწევა(ლტოლვა–პადტიაჟკა) და მიტანება. ძაღლი უნდა დადგეს ნაბულზე და დაელოდოს გამომყვანს იმისდა მიუხედავად თუ რა მანძილზე იმყოფება ის კონდუქტორისგან. შემდეგ პირველივე ბრძანებაზე უნდა გადავიდეს მიტანებაზე, მიტანება უნდა ქონდესშეუფერხებელი რბილიდად მოსრიალე გამომყვანთან ერთად, არ უნდა უსწრებდეს კონდუქტორს.

ფრინველის აფრენა ნახტომით და შორს გამომყვანისგან ნადირობის დროს არ მისცემდა მონადირეს განეხორციელებინა გასროლა დამიზნებით. თუ ძაღლი დადგა ფრინველზე გამომყვანისგან შორს და ფრინველი გადაადგილდება მეძებარმა არ უნდა დაიწყოს მისი დევნა, ე.წ. ნაბული მოძრაობაში, როგორც ამის უფლებას ჩვენი წესები იძლევიან. ევროპაში ეს ისჯება ძარლის შეჯიბრიდან მოხსნით და ნაბულიდან არცერთი მეტრით გადაადგილება არ შეიძლება.

თუ ძაღლმა ფრინველი ცხვირიდან დაკარგა, მეძებარმა მაღალი ყნოსვით ის კვლავ უნდა დაამუშაოს და დადგეს ნაბულზე. ასეთ შემთხვევაში გამომყვანებს აძლევენ უფლებას ძაღლი 40–50 მეტრით უკან გაიყვანონ, რადგან ფრინველს შეეძლო ქარის მიმართულებით შემოსულიყო, სწორედ ამიტომ უნდა მიეცეს მეძებარს მისი დამუშავების საშუალება. ღირს დავეთანხმოთ რომ მხოლოდშორი და ზუსტი ყნოსვის ძაღლს შეუძლია ზუსტად და შეუცდომლად დაამუშავოს გადაადგილებული ფრინველი.

ცრუ ნაბულები გავლენას ახდენს ძაღლზე არსებულ საერთო წარმოდგენაზე და მის საბოლოო ადგილზე სატურნირო ცხრილში. ცრუ ნაბული დაშვებულია მხოლოდ 3. ფრინველის აფრენის შემდეგ ძაღლი უნდა დარჩეს ადგილზე მანამ სანამ გამომყვანი მას საბელს არ ჩააბამს ექსპერტის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის დროს. ყოველი ხმოვანი სიგნალი პირველის გარდა (რომლითაც აფრთხილებენ მონაწილეს რომ პირველი საპატიო წუთი ამოიწურა სადაც ძაღლს ყველა შეცდომას პატიობენ) გამომყვანმა ძაღლს საბელი უნდა ჩააბას. წყვილში შეჯიბრის დროს ყოველი ხმოვანი სიგნალის შემდეგ ძაღლებს აბამენ საბელს და იცვლიან ძებნის მიმართულებას. თუ შენ თავდაპირველად ძაღლი გაუშვი მარჯვნივ, ხმოვანი სიგნალის შემდეგ შენ ვალდებული ხარ ის მარცხნივ გაუშვა.

წყვილში შეჯიბრის დროს აუცილებელია სეკუნდირება ორივე მონაწილისთვის, აკრძალულია ნებისმიერი ბრძანების მიცემა ძაღლისთვის იმ დროს როდესაც ის ზუსტად მიდის კონკურენტის ნაბულთან, ასეთ დროს ძაღლმა სეკუნდირება დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.

ძაღლისთვის რომელიც დაგეშილია გნოლზე, უფრო რთულია იმუშაოს მწყერზე იმ მანერით რომელიც ზემოთაა აღწერილი, ვიდრე ამას ჩვენი მოშენების ძაღლები აკეთებენ. მათ უხდებათ უფრო ხშირად სუნის შემოწმება და შეჩერება უფრო დიდხანს ვიდრე ეს ჩვენი ძაღლების შემთხვევაშია, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი ამ ამოცანას თავს წარმატებით ართმევენ.

დამატებულია (12.05.2015, 21:04:30)
---------------------------------------------
როგორ განვსაზღვროთ შეჯიბრის საუკეთესო ძაღლი?

ყოველი გამოსვლის დროს ეს სოლო იქნება თუ წყვილში, ძაღლებს უწერენ პირობით ქულებს თითოეულ ელემენტზე, სვლა, სტილი და ფრინველთან ახლოს მუშაობა. სულ თითოეულ ელემენტზე 20 ქულას.

ფრიადი–15–20 ქულა

ძლიერ კარგი–10–15 ქულა

კარგი 5–10 ქულა

ამ ქულებს თითოეულ ელემენტზე არ აჯამებენ არამედ ადარებენ და გამოყავთ ერთი საერთო ქულა მოცემულ ძაღლზე ამა თუ იმ კატეგორიის შეფასებისთვის. ჩვენი შეჯიბრებებისგან განსხვავებით სადაც მონაწილეს გამოსვლის დასრულებისთანავე ეუბნებიან, ევროპელები რეზულტატებს მონაწილეებს აცნობენ საშეჯიბრო დღის დასრულებისას. როგორც წესი გამორცეული, მკვეთრად დასამახსოვრებელი მუშაობები ცოტაა. ყველა ასეთი მუშაობა ექსპერტებს მშვენივრად ახსოვთ და თათბირის შემდეგ შეუძლიათ დაამატონ ან დააკლონ ქულები ამა თუ იმ ძაღლს, ახსოვთ რა ძაღლის ნაკლი ან უპირატესობა. თუ ექსპერტებს შორის არსებობს ეჭვები ძაღლისთვის ადგილის მიკუთვნების თაობაზე, მეძებრებს უშვებენ წყვილში. აქ კი თვალნათლივ ჩანს რომელი ძაღლია საუკეთესო. ასეთი დამატებითი შეჯიბრი შესაძლოა დასრულდეს ერთ–ერთი ძაღლის სასარგებლოდ ისე, რომ მას ფრინველი არც კი შეხვდეს, რადგან მათ ძაღლის ფრინველთან დამოკიდებულება და მუშაობა უკვე ნანახი აქვთ. უპირატესობა ყოველთვის უჭირავს ძაღლის სტილს და ძებნის მანერას.

ფრინველის აფრენისას ისვრიან მხოლოდ სასტარტო პისტოლეტიდან, უსაფრტხოების წესებიდან გამომდინარე თოფის გამოყენება არ ხდება. ძაღლის მუშაობისას და მისი დასრულებისას გამომყვანს არ აქვს საუბრის უფლება, მითუმეტეს მსაჯების აზრის გაპროტესტების უფლება. მსაჯი ხელშეუხებელია და მისი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ძაღლის მუშაობის უკეთესი განსაზღვრისთვის მსაჯები მინდორში 100–150 მეტრის სიგანეზე იშლებიან და ბინოკლების საშუალებით აკვირდებიან მეძებრის მუშაობას.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ სისტემით დასავლეთ ევროპის ყველა ძაღლს არ ამზადებენ, ეს უმაღლესი ლიგაა, საუკეთესოები საუკეთესოთა შორის. გარდა ზემოთ აღწერილი წესებისა არსებობს ასევე სხვა ნაციონალური წესებიც მათ შორის ფრინველზე სროლის უფლებით. დართვა და საჯიშე ხაზზე მუშაობა დემოკრატიულია. რამის აკრძლვისკენ არავინ არ ილტვის. უბრალოდ პატრონისმიერ ძაღლის მიმართ წაყენებული სხვადასხვა დონის შესაბამისად არსებობს შესაბამისი ძაღლები. ადამიანები ვისაც ძაღლები დიდი სპორტისთვის ყავთ, ძაღლებს ძალიან დიდი დაკვირვებით არჩევენ, მათ არ აინტერესებთ სწრაფი დართვებით მიღებული შთამომავლობა და სწრაფი ფული. ლეკვებს საშენში აცერებენ წლამდე და ამის შემდეგ ნელ–ნელა ცხრილავენ იმ ძაღლებს ვინც მომშენებლის აზრით არ ვარგა ასეთი სახის შეჯიბრებებისთვის. ამიტომაც შეიძინო კარგი სპორტული ძაღლი ძალიან რთულია, თუნდაც დიდი ფულით.

იური კონოვალოვი

ხარკოვის პოინტერ კლუბის პრეზიდენტი

უკრაინელი მსაჯი


d.kakulia
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 10:45:06 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, გაიხარე,ძალიან კარგი იყო,სამწუხარო ის არის რომ მალე დამტავრდა.

დამატებულია (13.05.2015, 10:45:06)
---------------------------------------------
gagrinski, რუსულს საკმაოდ კარგად ვფლობ და თარგმნაში არ დაგზარდები,კარგი იქნება თუ დროთა განმავლობაში ამ თემიდან პოსტები გაიცხრილება ხოლმე,მხოლოდ სტატიები და ნაყოფიერი საუბრები დარჩება.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: სამშაბათი, 25.08.2015, 14:33:12 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყერზე ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) საერთაშორისო საშემოდგომო საველე შეჯიბრი

მწყერზე ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო საველე შეჯიბრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებები
1.1. ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო საველე შეჯიბრს ატარებს საქართველოს პოინტერკლუბი საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პატრონაჟით.
1.2. შეჯიბრი ტარდება FCI-ს გენერალური კომიტეტის მიერ 27-28.11.1997 წელს დამტკიცებული, ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საველე შეჯიბრის ოფიციალური წესების მიხედვით.
1.3. შეჯიბრი ტარდება მწყერზე, სანადირო ძებნის კატეგორიისთვის ვარგის მინდვრებში.
1.4. შეჯიბრის ფორმატი მოიცავს როგორც წყვილთა, ასევე ინდივიდუალურ კონკურსებს.
1.5. შეჯიბრის ჩატარების მიზანია:
• მაღალი საველე ღირსებების მქონე ძაღლების გამოვლენა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბრიტანული მეძებრების სწორ მოშენებას.
• მეძებრების გეშვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება.
• მეზობელი ქვეყნების კინოლოგიური ორგანიზაციებსა და მეძებარი ძაღლების მოყვარულთა შორის კავშირების დამყარება.
1.6. შეჯიბრის ჩატარების ადგილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ------------ რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
1.7. შეჯიბრი ტარდება 2015 წლის 11, 12, 13 სექტემბერს.
1.8. მსაჯობენ :
წყვილთა კონკურსი:
მთავარი მსაჯი - იანის ფუტრისი, საბერძნეთი (FCI).
მეორე მსაჯი - სერგეი შაგინოვი, რუსეთი (FCI).
ინდივიდუალური კონკურსი:
იანის ფუტრისი, საბერძნეთი (FCI).
1.9. შეჯიბრის მოსამზადებლად და ჩასატარებლად შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კუხალეიშვილი (თავმჯდომარე), ვანო დონჯაშვილი, გიგა მეგუთნიშვილი, უჩა ზღუდაძე, ალექსანდრე ნუკრაძე.
1.10. შეჯიბრის ბიუჯეტი იქმნება მონაწილეობის საფასურისა და შემოწირულობების ხარჯზე.
თითოეულ კონკურსზე მონაწილეობის საფასურია - 30 ლარი. ერთი მფლობელის ორი ძაღლის მონაწილეობა - 50 ლარი. ერთი მფლობელის სამი და მეტი ძაღლის მონაწილეობა - 60 ლარი.
პოინტერკლუბის წევრებისთვის, ანალოგიურად - 15, 25 და 30 ლარი.
სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს შეუძლიათ, შეჯიბრის დაწყების წინ (კენჭისყრის დროს), ადგილზევე გადაიხადონ მონაწილეობის საფასური.
1.11. ორგანიზატორი არ ანაზღაურებს მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვებისა და სასტუმროს ხარჯებს.
1.12. სტიქიური მოვლენების (ამინდის უკიდურესი გაუარესების) შემთხვევაში, ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, არ ჩაატაროს დაგეგმილი შეჯიბრი.

დამატებულია (25.08.2015, 10:46:15)
---------------------------------------------
2. მონაწილეობა
Article1. 2.1. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციის უფლების მქონე ჯიშიან ძაღლებს 8 თვის ასაკიდან.
შეჯიბრზე ჩასაწერად საჭიროა საექსპორტო საგვარეულო ნუსხის, ვეტერინარული პასპორტის ან სერტიფიკატის წარდგენა და მონაწილეობის საფასურის გადახდა.
Art.4. 2.2. შეჯიბრზე არ დაიშვებიან ავი ან გადამდები დაავადებით დასნებოვნებული, ცოფზე აუცრელი ძაღლები, ასევე დისკვალიფიცირებული პირის კუთვნილი ან FCI-ს მიერ არაღიარებულ კლუბებსა თუ საზოგადოებებში რეგისტრირებული ძაღლები.
2.3. აკრძალულია დოპინგის (მასტიმულირებელი პრეპარატების) გამოყენება. ძაღლი, რომელსაც აღმოაჩნდება დოპინგი, მოიხსნება შეჯიბრიდან, ხოლო მასზე პასუხისმგებელ პირს ან პირებს დაეკისრებათ სანქციები.
2.4. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არაა.
2.5. რეგისტრაცია წარმოებს წინასწარ. ამისთვის უნდა შეივსოს განაცხადი და გაიგზავნოს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე gigo74@mail.ru ან დაუკავშირდნენ ორგკომიტეტს - ტ. 595 08 96 60, 593 60 30 40.
2.6. განაცხადები მიიღება 5 სექტემბრამდე.

დამატებულია (25.08.2015, 10:46:38)
---------------------------------------------
3. ორგანიზაცია
3.1. თითოეულ დღეს ტარდება წყვილთა და ინდივიდუალური კონკურსები. დილა იწყება წყვილთა კონკურსით, რასაც მოსდევს ინდივიდუალური კონკურსი.
Article 8. 3.2. ძაღლების დაწყვილება და გამოსვლის მიმდევრობის დადგენა ხდება კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება შეჯიბრის ჩატარების ადგილზე, ყოველ წინა დღეს, საღამოს.
წყვილთა კონკურსში მონაწილეთა კენტი რაოდენობის შემთხვევაში, ცალად დარჩენილ ძაღლს მეწყვილეს უნიშნავენ მსაჯები. ასევე მსაჯები აწყვილებენ მეორე ტურში გასულ ძაღლებს.
Article 5. 3.3. შეჯიბრში მონაწილეებმა ძაღლებითურთ თავი უნდა მოიყარონ დათქმულ დროს შეკრების ადგილას, ხოლო შემდგომ, მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ მსაჯების მიერ მინდორში გამოძახებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი შესაძლოა მოიხსნას შეჯიბრიდან.
3.4. შეჯიბრის მიმდინარეობისას წესრიგს იცავს კომენდანტი, რომელსაც ნიშნავენ ორგანიზატორები.
მონაწილეები და მაყურებლები უნდა დაემორჩილონ ორგანიზატორთა მიერ დადგენილ წესებს, არ იხმაურონ, არ იარონ მინდორში. აკრძალულია ძაღლების ვარჯიში ან ნადირობა იმ ადგილებში, სადაც შეჯიბრი უნდა ჩატარდეს.
მონაწილეები, რომლებიც არ დაიცავენ წესრიგს და არ დაემორჩილებიან კომენდანტს, ასევე ეთიკის ნორმების დარღვევის ან ძაღლის მიმართ სასტიკად მოპყრობის გამო, მოიხსნებიან შეჯიბრიდან ან დისკვალიფიცირებულ იქნებიან გარკვეული ვადით.

დამატებულია (25.08.2015, 10:46:58)
---------------------------------------------
5. შეჯიბრის მიმდინარეობა
Art.11. 5.1. მინდორში გამოსვლის დროს, ძაღლს არ უნდა ეკეთოს და გამომყვანმაც არ უნდა გამოიყენოს რაიმე საწვრთნელი ან ძალდასატანებელი ხელსაწყო-მოწყობილობა. იკრძალება ულტრაბგერითი სასტვენის გამოყენება.
Art.14. 5.2. პირველ ტურში გამოსვლის ხანგრძლივობა 15 წუთს უნდა შეადგენდეს, თუ მანამდე ძაღლი სადისკვალიფიკაციო შეცდომას არ დაუშვებს და თუ მისი მუშაობა აკმაყოფილებს შეჯიბრის მოთხოვნებს.
წყვილში შეჯიბრისას, პირველ ტურში, განკუთვნილი დროის გასვლამდე ძაღლის მოხსნის შემთხვევაში, მის მეტოქეს დარჩენილ დროს შეძლებისდაგვარად უნაზღაურებენ და აძლევენ გამოსვლის დამთავრების საშუალებას ყველა წყვილის გამოცდის შემდგომ, განმეორებითი გამოსვლების დაწყებამდე.
Art.15. 5.3. მსაჯები უფლებამოსილები არიან, იმდენჯერ გამოიძახონ ნებისმიერი ძაღლი მინდორში და გამოცადონ იმ დროის განმავლობაში, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. მათ შეუძლიათ ასევე, შეაფასონ ძაღლი პირველივე ტურში გამოსვლის მიხედვით.
მსაჯების გადასაწყვეტია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება განმეორებითი გამოსვლები.
Art.13. 5.4. ძაღლს, ყოველი გამოსვლისას, პირველი წუთის განმავლობაში ეძლევა შეღავათი. ამ დროს, დადებითი მუშაობა ეთვლება ჩვეულებრივ, ხოლო ნებისმიერი დაშვებული შეცდომა, თუნდაც სადისკვალიფიკაციო, ეპატიება. თუმცაღა, მსაჯებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს შეცდომა ადგილების საბოლოოდ მიკუთვნებისას.
Art.13. 5.5. გამოსვლის განმავლობაში ადგილის შეცვლისას, დროის ათვლა ჩერდება ძაღლისთვის თასმის ჩაბმისთანავე, ხელმეორედ გაშვებამდე.
პაუზის შემდეგ ძაღლის თავიდან გაშვებისას, ფრინველის დაფრთხობა ან გამოტოვება ქარქვეშ, პირველ პარალელზე მარცხნივ და მარჯვნივ, შეცდომად არ ითვლება (ნაყნოსი ფრინველის უნაბულოდ ამოყვანა არ იგულისხმება).
Art.16. 5.6. გამოსვლისთვის განკუთვნილი დროის დამთავრების შესახებ ნიშნის მიცემის შემდეგ, მხედველობაში აღარ მიიღება არც მუშაობა ნაბულით და არც დაშვებული შეცდომები, გარდა დაუმორჩილებლობის შემთხვევისა, რის გამოც გამომყვანი ძაღლს დროულად ვერ მოიხმობს თავისთან. თუმცა ეს ხელს არ უშლის ძაღლს, მაღალ დონეზე გამოსვლის შემთხვევაში, დაიმსახუროს „თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი“ (CQN).
Art.18. 5.7. ნაბულიდან ფრინველის ამოსვლისას უნდა გაისროლონ სულ ცოტა თითოჯერ მაინც, ყოველი ძაღლის გამოსვლისას.
Art.12. 5.8. ნაბულით მუშაობის შემდგომ, გამომყვანმა თასმა უნდა ჩააბას ძაღლს და დაელოდოს მთავარი მსაჯის განკარგულებას.
Art.12. 5.9. გამომყვანი ვალდებულია შეასრულოს მსაჯების ყოველი მითითება. საყვირით ნიშნის მიცემის შემდეგ, გამომყვანმა უნდა მოიხმოს ძაღლი, ჩააბას თასმა და მივიდეს მსაჯებთან შემდგომი განკარგულების მისაღებად.
Art.12. 5.10. წყვილთა კონკურსში გამომყვანებმა ერთმანეთთან ახლოს უნდა იარონ. მათ წინდახედულება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხმოვანი ბრძანების ან სასტვენის გამოყენებისას, რათა ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს ძაღლის მართვაში.

დამატებულია (25.08.2015, 10:47:22)
---------------------------------------------
6. მსაჯობა და შეფასება
Art.19. 6.1. ძაღლი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, თუ ერთხელ მაინც, ნაბულით არ დაამუშავებს მწყერს. შეფასებისას ითვალისწინებენ სხვა ფრინველზე მუშაობასაც, მაგრამ არა დაშვებულ შეცდომებს (გამოკიდების გარდა).
Art.21. 6.2. ძაღლი ფასდება არა მხოლოდ ნაპოვნი ფრინველის (ნაბულების) რაოდენობით, არამედ პირველ ყოვლისა მათი დამუშავების ხარისხის მიხედვით. მსაჯებმა შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: ჯიშისთვის დამახასიათებელი სვლა და სტილი, ჟინი და შედეგიანობა, ყნოსვის სიძლიერე და მისი გამოყენების მანერა, ძებნისას გამოვლენილი ინიციატივა და საზრიანობა, გაბედულება ფრინველთან მიახლოებისას და სიფრთხილე მიტანებისას, გამომყვანისადმი მორჩილება და გაწვრთნილობა.
6.3. წყვილში შეჯიბრისას სეკუნდირება აუცილებელია. ძაღლი თავისით, გამომყვანის დახმარების გარეშე უნდა სეკუნდირებდეს.
6.4. გამოსვლის დამთავრების შემდეგ, კომისია თითოეულ ძაღლს აფასებს ქვემოთ მოტანილი გრადაციის მიხედვით:
EXC – Excellent - ფრიადი;
TB – Tres Bon - ძლიერ კარგი;
BON - Bon - კარგი;
CQN – Certificat de qualites Naturelles - თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი;
PO – Pas’ d occasion - ფრინველთან შეხვედრის გარეშე;
EL - Elimine - დისკვალიფიკაცია;
NC – Non Classe - არადამაკმაყოფილებელი (სტილისა და ძებნის სერიოზული ნაკლოვანებები).
RET - Retire - მოხსნა გამომყვანმა;
ABS – Absent - არგამოცხადება.
6.5. შეფასებისას აუცილებლად უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
Art.22. 6.5.1. რომ დაიმსახუროს შეფასება „ფრიადი“ - ფრინველის ამოფრენისას, ძაღლი თავისით, ადგილზე უნდა დარჩეს ფეხმოუცვლელად.
Art.22. 6.5.2. ძაღლის მიერ შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის გაუმართლებლად გამოტოვების ან დაფრთხობის შემთხვევაში, იგი შეიძლება შეფასდეს მაქსიმუმ „ძლიერ კარგით“.
Art.20. 6.6. „თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი“ CQN ენიჭება იმ ძაღლს, რომელიც გამოავლენს მაღალ ბუნებრივ თვისებებს, შესანიშნავად იმუშავებს დათმობილი დროის განმავლობაში, რაც უნდა გრძელდებოდეს სულ ცოტა 10 წუთს, დაამუშავებს ფრინველს ნაბულით, მაგრამ გამოეთიშება კონკურსს არდამორჩილების გამო.
Art.23. 6.7. ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან შემდეგ შემთხვევებში (დისკვალიფიკაცია):
6.7.1. თუ მისი გამოსვლა ვერ აკმაყოფილებს (სვლის, ძებნის ან მორჩილების მხრივ) მოცემული შეჯიბრის მოთხოვნებს, ან არ დაიწყებს მუშაობას პირველივე წუთების განმავლობაში.
6.7.2. შორს წინ წასვლისას ან კონტაქტის დაკარგვისას, გამომყვანის არდამორჩილების შემთხვევაში ანდაც უსისტემოდ ძებნისას.
6.7.3. განუწყვეტლად ყეფის შემთხვევაში.
6.7.4. თუ წყვილში შეჯიბრისას, აშკარად ხელს უშლის მეტოქეს კუდში დევნით ან ცრუ ნაბულებით.
6.7.5. თუ წყვილში შეჯიბრისას, თავისით არ ჩერდება, ნაბულზე მდგომი მეტოქის დანახვისას (არ სეკუნდირებს).
6.7.6. თუ ერთხელ მაინც, ნაბულის გარეშე, გამიზნულად ამოიყვანს ნაყნოს ფრინველს.
6.7.7. ორჯერ გაუმართლებლად, შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის დაფრთხობის ან გამოტოვებისას.
6.7.8. სამჯერ სხვადასხვაგან, მყარი ცრუ ნაბულის გაკეთებისას.
6.7.9. ძებნის დროს ან ნაბულიდან ფრინველის გაკიდებისას, ბრძანებით შეჩერების თავდაპირველი მცდელობის მიუხედავად ან ცხოველის გაკიდების შემთხვევაში, თუ გამომყვანი თავიდანვე ვერ მოახერხებს ძაღლის მოხმობას.
6.7.10. გასროლის აშკარა შიშის გამო.

Art.24. 6.8. მსაჯების გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Art.25. 6.9. შეჯიბრის დამთავრების შემდეგ, მთავარი მსაჯი აცხადებს შედეგებს კომენტარებითურთ.

დამატებულია (25.08.2015, 10:47:44)
---------------------------------------------
7. საპრიზო ადგილების მიკუთვნება. დაჯილდოება
7.1. საპრიზო ადგილებზე შეუძლია გავიდეს მინიმუმ „ძლიერ კარგით“ შეფასებული ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე ძაღლი.
საპრიზო ადგილების მიმდევრობას განსაზღვრავს მინიჭებული ტიტულებისა და შეფასებების ქვემოთმოცემული თანმიმდევრობა
- 1 ფრიადი, CACT, CACIT;
- 2 ფრიადი, RCACT, RCACIT;
- ფრიადი;
- ძლიერ კარგი.
7.2. თითოეულ კონკურსზე, მსაჯებს შეუძლიათ მხოლოდ თითო C.A.C.I.T.-სა და R.C.A.C.I.T.-ს მინიჭება.
Art.22. 7.3. რომ დაიმსახუროს ტიტული C.A.C.I.T. ან R.C.A.C.I.T., ძაღლი გამოსვლისას უნდა შეფასდეს „ფრიადით“ და ამასთან უნდა აჩვენოს უმაღლესი კლასის, უზადო მუშაობა, ყოველგვარი შეცდომის დაშვების გარეშე. ზემოაღნიშნულ ტიტულებთან ერთად, მონაწილეს ავტომატურად ენიჭება C.A.C.T. და R.C.A.C. T. ტიტულები შესაბამისად.
7.4. კვალიფიკაციამიღებული ძაღლები იღებენ დიპლომებს.

დამატებულია (25.08.2015, 14:33:12)
---------------------------------------------
რაც უფრო მონაწილე იქნება მით უკეთესი


d.kakulia
 
ნუგომონადირედრო: სამშაბათი, 25.08.2015, 19:59:24 | შეტყობინება # 30
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
23

Browning - B 725 Sporter Black Editio
 
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 26.08.2015, 14:27:04 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომ ვამბობ კარგი იქნება დასწრება თქო, იმიტომ ვამბობ რომ უშუალოდ გექნებათ საშუალება, საერთაშორისო ექსპერტებს დაუსვათ შეკითხვები, მიიღოთ მათგან სასარგებლო ინფორმაცია, ნახოთ რა არის და როგორია ეს ევროპული ძაღლები, გაიცნოთ საქართველოს უკრაინის რუსეთის, სომხეთის და დიდი ალბათობით თურქეთის წარმომადგენლები რომლებიც ამ ძაღლების მოშენებიტა და გეშვით არიან დაკავებულები. მოკლედ ჩემი რჩევაა დაესწროთ მაინც-მესმის რომ გაქანებული სანადირო სეზონია მაგრამ ესეც არანაკლები სანახაობაა მერწმუნეთ.

d.kakulia
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 27.08.2015, 12:07:20 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1035
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
Article1. 2.1. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციის უფლების მქონე ჯიშიან ძაღლებს 8 თვის ასაკიდან.

gagrinski, საქართველოში რომელ კლუბებს აღიარებს FCI-ი?
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 27.08.2015, 16:34:56 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5686
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, მხოლოდ პოინტერ კლუბს, როგორც მე ვიცი.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gagrinskiდრო: ხუთშაბათი, 27.08.2015, 18:45:57 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სანადირო მეძაღლეობაში მხოლოდ პოინტერ-სეტერ კლუბს, მალე წესით კურცჰაარების კლუბიც იქნება, ჯერ ზუსტად არ ვიცი.

d.kakulia
 
derezaდრო: ხუთშაბათი, 27.08.2015, 19:21:40 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 318
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, კურცჰარების კლუბი კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება 166 166

i.maxatadze
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 28.08.2015, 11:21:35 | შეტყობინება # 36
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტოშკა კვარაცხელი აყალიბებს სავარაუდოდ იბერია კურცჰაარი თუ არ ვცდები ასე ერქმევა.

რაც შეეხება შეჯიბრს რომელიც ჩატარდება, საქართველოს პოინტერ-სეტერ კლუბი შეეცდება შეჯიბრების პარალელურად სემინარიც ჩაატაროს მსურველებისთვის.


d.kakulia
 
kucuna1დრო: პარასკევი, 28.08.2015, 19:45:15 | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote dereza ()
კურცჰარების კლუბი კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება

გეთანხმები,ვინაიდან არ მგონია კურცჰაარებს კონკურენტი ყავდეთ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - შაბათი, 29.08.2015, 07:18:18
 
derezaდრო: შაბათი, 29.08.2015, 16:22:36 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 318
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, კი საქართველოში მშვენიერი სისხლის ძაღლები არის კურცჰარები და ასევე ახალი ლეკვებიც ემატება სერიოზული სისხლის..

i.maxatadze
 
gagrinskiდრო: შაბათი, 29.08.2015, 18:36:30 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სანამ პოინტერი და სეტერი არსებობს კონკურენტი ყოველთვის ეყოლება 167 რაც შეეხება კარგი სისხლის კურცჰაარებს მათ სათანადო მომზადება უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეულებრივ მონადირე ძაღლებად დარჩებიან

d.kakulia

შეტყობინება დაამუშავა gagrinski - შაბათი, 29.08.2015, 18:36:56
 
akson777დრო: შაბათი, 29.08.2015, 20:06:04 | შეტყობინება # 40
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 1527
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski,
Quote gagrinski ()
სანამ პოინტერი და სეტერი არსებობს კონკურენტი ყოველთვის ეყოლება
რაც მართალია მართალია!


სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ! არც მონადირე!
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.08.2015, 21:20:02 | შეტყობინება # 41
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1106
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, გეთანხმები მაგრამ საველე დიპლომების რაოდენობით და მომზადების ხარისხით,ჩემი აზრით კურცჰაარებს ჯერ კონკურენტი არ ჰყავთ,თუნდაც რინგზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე,მასიურად მაღალი ხარისხის ძაღლებია.რაც ალბათ საქართველოში ამ ჯიშის დიდი პატივისცემით აიხსნება.ჩვენს ფორუმსაც რომ გადავავლოთ თვალი ჩემი შთაბეჭდილება გამართლებული იქნება.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 14.09.2015, 12:43:50 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ეფციაიზე ვსაუბრობთ, ბოლო 2 წლის შედეგებთან დაკავშირებით გეთანხმები, სამწუხაროდ სულ უფრო ცოტა ადამიანს უნდა პოინტერის და სეტერის გაზრდა ბევრი მომენტის გამო, მტავარი კი ისაა რომ ყველა მათგანს მომპოვებელი ძაღლი უნდა და სტილს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად ჩემო კარგო კომპენსირებას კუნძულელების მეპატრონეები ასეთი სახის საველეებზე ვიღებთ.

საქართველოში პრობლემაა კარგი პოინტერების და სეტერების, ახლა შემოვიდა მცირე რაოდენობით, ვნახოთ-თუ სწორად გამოვიყენებთ სისხლს და სწორად დავრთავთ შეიძლება უკეთესობისკენ ფიქრი 167 23

დამატებულია (14.09.2015, 12:41:03)
---------------------------------------------
მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ჩავატარეთ საერთაშორისო შეჯიბრი, ახლა მოკლე ინფორმაციას დავწერ შემდეგ კი გავამდიდრებ ფოტო მასალით.

შეჯიბრს მსაჯობდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსაჯი და მომშენებელი ბერძენი იანის ფურტისი, ასევე სერგო შაგინოვი.

ყველაზე მაგარი ამ შეჯიბრში იყო ის რომ პირველად ისტორიაში საქართველოში გაზრდილმა და მომზადებულმა ძაღლმა, ალიკა ჭიჭინაძის ძუ ინგლისურმა სეტერმა აიღო CACIT 10 ეს არის ძალიან დიდი შედეგი, განსაკუთრებით ძუ ძაღლისთვის. ასე რომ ინგლისურ სეეტერებში სერიოზული ნაბიჯია გადადგმული.

ჩემმა ირლანდიურმა წლის და 4 თვის ძუმ ფრიდამ აიღო შეფასება-TB – Tres Bon - ძლიერ კარგი; ამ ასაკის ირლანდიელისთვის არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს აღნიშნა ბერძენმა მსაჯმა, ეს შეფასება ნიშნავს რომ ძაღლს აქვს პოტენციალი და უნდა გაგრძელდეს მისი ვარჯიში. ამ შეფასებას ფრიდა ვერ აიღებდა რომ არა გიგა მეგუთნიშვილი რომელმაც შეჯიბრისთვის ერთი კვირის განმავლობაში მოამზადა ძაღლი და ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მას. 39

დამატებულია (14.09.2015, 12:43:50)
---------------------------------------------
ასევე შეფასება CQN – Certificat de qualites Naturelles - თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი; მიიღო დავიტ სამუშიას ახალგაზრდა ძუ პოინტერმა ა-სტელამ. სამომ დიდი შრომა ჩადო მაგ ძაღლში და ეს შეფასება არის დიდი სტიმული მუშაობის გასაგრძელებლად.

ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია მერე ფოტოებთან ერთად განვავრცობ


d.kakulia
 
tarxanaდრო: ორშაბათი, 14.09.2015, 14:03:10 | შეტყობინება # 43
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, ეგ ექსტერიერის შეფასება იყო ? მე გავიგე რომ მალე ახალქალაქში უნდა ჩატარდეს საველე გამოცდები საერთაშორისო მაშტაბით ?

და კიდე ერთი რამ მინდა ვთქვა სეტერებზე ზემოთ საუბრიდან გამომდინარე ყველაფერი მომწონს მარა ძურწა რომ ეკრობა ეგ მძაბავს მეგობარს ყავს სეტერი და ნადირობის მერე ისეთ დღეშია რომ რავი იკრავს ყველაფერს თან ძნელი მოსაცილებელია


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - ორშაბათი, 14.09.2015, 14:04:29
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 14.09.2015, 14:43:01 | შეტყობინება # 44
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5686
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, დავით გილოცავ წარმატებას! მაგ შეჯიბრზე ინფოს ველოდები სულიმწარედ! gimili

დამატებულია (14.09.2015, 14:42:01)
---------------------------------------------
tarxana, საველე თვისებებით გიო.

დამატებულია (14.09.2015, 14:43:01)
---------------------------------------------
ანუ საველე თვისებებით მიიღეს შეფასებები.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
tarxanaდრო: ორშაბათი, 14.09.2015, 15:45:05 | შეტყობინება # 45
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ხო მაშინ ეგ სერიოზული განაცხადია

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 14.09.2015, 16:32:39 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana,

მადლობა, ეწერა ზმოთ რომ საველე იყო ეტყობა არ მიაქციე ყურადღება. სეტერებს რაც შეეხება, ეგ პრობლემა დგას, ბევრ ამის გამო კრიჭავს, მე არა, რადგან სეტერი იმდენად მიყვარს რომ შემიძლია საათობიტ ვიჯდე და მისი ბეწვი გავწმინდო, რადგან უბეწვოდ სეტერი არაა ლამაზი მათ შორის არც მინდორში

დამატებულია (14.09.2015, 16:32:39)
---------------------------------------------
გიო იქნება ყველაფერი AllSmail133


d.kakulia
 
tarxanaდრო: ორშაბათი, 14.09.2015, 17:58:10 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, ხო გეთანხმები გაკრეჭილი სეტერი ისეთი თემაა თუმცა თუ ზოგადად სწრაფი ძებნის გინდა მაშინ პოინტერით ჩაანაცვლებ ბოლო ბოლო რა

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 16.09.2015, 13:13:02 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana,

ცოტა ვაოფებთ მაგრამ პოინტერზე გეტყვი რომ ადვილად იღებს კანის ტრამვებს მძიმე ადგილებში. ისე ბარემ რადგანაც ზოგადად ვსაუბრობთ ამ თემაში მეძებრების საველე თვისებებზე და ასევე სხვა დანარჩენზე, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან და ასევე სერგო შაგინოვისგან მივიღეთ ასეთი რჩევა განსაკუთრებით ბეწვიანი ძაღლების მფლობელებმა თუმცა პოინტერებს და კურცჰაარებსაც არ აწყენთ. ჯონსონ ბეიბი რომაა ზეთი მინდორში შესვლის წინ დაუმუშავეთ თათები ამ ზეთით და მერწმუნეთ რომ მინიმუმამდე შემცირდება თათების ტრამვა გამხმარი ტალახის გამო, ასევე კარგია ძაღლისთვის ვარჯიშის დროს მინიმუმამდე დაყავს დახეთქვა თათის კანის. ნუ ტალახი რომ აღარ ეკრობა თათებს შორის ეგ უკვე დიდი შეღავათია

დამატებულია (16.09.2015, 13:03:50)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (16.09.2015, 13:04:26)
---------------------------------------------
ჩემი ძაღლის კონდუქტორი მე და ფრიდა გახარებულები პირველი შეფასების მიღების შემდეგ

დამატებულია (16.09.2015, 13:05:19)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (16.09.2015, 13:06:10)
---------------------------------------------
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბერძენი იანის ფურტისი, ძალიან მაგარი ადამიანი, ხელმარცხნივ გიო არაბული, მარჯვნივ უჩა, ინფორმაციებს ირებენ ბერძენი მეგობრისგან

დამატებულია (16.09.2015, 13:07:01)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (16.09.2015, 13:07:40)
---------------------------------------------
გიგო კუხალეიშვილი, პოინტერ-სეტერ კლუბის ვიცე პრეზიდენტი თავის პოინტერთან ერთად

დამატებულია (16.09.2015, 13:09:46)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (16.09.2015, 13:10:16)
---------------------------------------------
თათბირი და ამავე დროს კამათი მიდის ეკუთვნოდა თუ არა ძაღლს შეფასება

დამატებულია (16.09.2015, 13:11:21)
---------------------------------------------


დამატებულია (16.09.2015, 13:11:40)
---------------------------------------------
შეჯიბრის დაწყებამდე გავხურდით

დამატებულია (16.09.2015, 13:12:29)
---------------------------------------------


დამატებულია (16.09.2015, 13:12:44)
---------------------------------------------


d.kakulia

შეტყობინება დაამუშავა gagrinski - ოთხშაბათი, 16.09.2015, 13:13:48
 
derezaდრო: ოთხშაბათი, 16.09.2015, 16:14:41 | შეტყობინება # 49
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 318
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, წარმატებებიიი, ვანხე ვიდეო მსაჯმა რაც ილაპარაკა ფრიდაზე და ძალიან სასიხარულოაა ახალგაზრდა ძაღლის წარმტება .. 10 10 39 39

i.maxatadze
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.09.2015, 17:51:39 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5686
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dereza, სად არი ეგ ვიდეო? დადეთ რა აქაც.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » საველე შეჯიბრებები, გამოფენები და შეკრებები » FCI-ს შეჯიბრებები და მონაწილე ძაღლები (წესები, სტანდარტები, შეფასებები)
გვერდი 1 დან12»
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მწყერზე ნადირობა
  • 2.)ვინ რამდენად ენდობა ნაყიდ ვაზნებს?
  • 3.)ვინ რომელ ცხოველს თვლით ყველაზე საშიშ სანადირო ობიქტად
  • 4.)დრათჰაარი
  • 5.)Caйга 12
  • 6.)თავისუფალი თემა
  • 7.)დაიკარგა,მოიპარეს (ძაღლი)
  • 8.)Retay arms masai mara
  • 9.)ვაზნები
  • 10.)ჭყიამპო
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)კურცჰაარი
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)დრათჰაარი
  • 7.)ტყის ქათამზე ნად...
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)dudu-duda
  • 7.)aleko
  • 8.)-BERG-
  • 9.)avtandil
  • 10.)ბაქარი
  • 1.)zgemiashvili@
  • 2.)monadire-21
  • 3.)nugzarc
  • 4.)giorgi86giorgi
  • 5.)ჩინაშვილი
  • 6.)mainteresebs
  • 7.)nodarikavti
  • 8.)shadowhunter
  • 9.)kun555
  • 10.)zaqro100

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика