16:04:05
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
არლეკინი
Adminდრო: პარასკევი, 19.06.2015, 02:45:28 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



"არლეკინი რუსეთში გამოჩდა ძველი მონადირეების ნაამბობით რუსეთ-ირანის კომპანიის დროს 1722-23 წწ. ერთ-ერთი მემამულის თქმით ისინი გაცილებით უფრო ადრე გამოჩენილან, ამასვე ადასტურებს მემამულე ლევშინიც არლეკინი: შესახედავად საშუალო ზომის,ძლიერ მშრალი, აწეული(აკეცილი) მუცლით, ფერდებიანი და მაღალ ფეხებაა, კუდის და ბარძაყების უკანა მხარე ფაფუკი ბეწვით აქვს დაფარული. წარმოგიდგებათ უჩვეულოდ მწევრისებური შესახედაობით. გარდა ამისა შესახედავად ყოველთვის სერიოზული,სახასიათო და ცოტა მოწყენილი, სინამდვილეში კი "მჭვრეტელი" მოლაქუცე და მყარი მადევარია თავი: მშრალი და მოკლე დინგით ცხვირი(-დინგი): შედარებით მოკლე, ოდნავ აწეული (აპრეხილი) ბოლოში, და საკმაოდ განვითარებული (მხედველობაში ჰქონდა ნესტოები შენიშვნა ჩემიაBბეტ.) თვალი: საშუალო სიდიდის, უფრო მომცრო ვიდრე დიდი და მიუღებლად ჭრელი(ა\ჭრელებული). მოცისფრო თეთრი ლაქებით ან სულ თეთრი, ორივე განსხვავებული, იყო ასეთიც:ერთი თვალით დიდი მეორე პატარა,ერთი თეთრი წარბით მეორე შავი. უკან გადაწეული როგორც ზოგიერთ მწევარს. ყურები: ძალიან თხელი, პატარა, ბოლოში შევიწროვებული, დაბლა დამჯდარი და ოდნავ ჩახვეულის შთაბეჭდილებას ტოვებს. აღგზნებულს შეუძლია ყურის მოტრიალება (აყურადებს, მიყურადება შენიშვნა ჩემიაBბეტ) აცქვეტილი და წინ მიმართული როგორც სეტერს ნაბულზე. ფერდები: ძალიან დაშვებული, გაბერილი. ზურგი: სწორი და მოკლე, არა ყოველგვარად ზამბარისებური, უფრო ჩაზნექილი ვიდრე ვიდრე ზამბარისებური. გავა და მკერდი: საშუალო სიგანის წვივი შევსებული, კარგად განვითარებული,, მთელი ტანი მაგარი და მყარი, მოქნილი. ფეხები: მშრალი,მაგარი,სწორი სიმრგვალის შეკრული თათებით, სწორი და პარალელური, უკანა დამატებითი თითი არასოდეს არ აღენიშნებათ.საერთოდ არლეკინი "ფეხებზე-მაღალი"-ა (ეს დახასიათებაა შენიშვნა ჩემიაBბეტ) და დგას მიწას ეხება ბრჭყალებით (ფრჩხილებით). კუდი: სწორი,მკვეთრი ნამგლისებური,მოკლე როგორც კოსტრომულ მდებრებს იმ განსხვავებით რომ არლეკინს უფრო მორკალული აქვს ვიდრე კოსტრომულს. ბეწვი: მოკლე როგორც პოინტერს ოღონდ უხეში,თანაბრად განაწილებული მთელს ტანზე, გარდა თავისა,ყურის და ფეხის აქ ბეწვი მოკლე ბეწვზე უფრო მოკლეა და ატლასივით პრიალა. ბარძაყებსა და კუდის ქვედა ნაწილის ბეწვისაგან განსხვავებით, სადაც თხელი ფაფუკი ბეწვი გრძელდება კუდის ნახევრამდე, აღენიშნება როგორც " გრძელი დაშვებული ბეწვი" --მწევრებს და "პერო-მარაო" როგორც ინგლისურ სეტერს, მაგრამ ვიმეორებ, თითქოს აღენიშნება, რადგან სინამდვილეში არლეკინის ფაფუკი ბეწვი კუდსა და ბარძაყებზე არ წარმოადგენს არც "გრძელ" და არც "დაშვებულ" ბეწვს მწევრისას. აღგზნებისას არლეკინს ეჯაგრება ბეწვი ზურგის გაყოლებაზე და ყელზე ისე რომ, აჯაგრულს ბეწვის შიგნით თავისუფლად შეგიძლიათ დაუნახოთ ტანი (ანუ კანი შენიშვნა ჩემიაBბეტ). ფერი: ყოველთვის მარმარილოსებურია ან მარმარილოსებურ ჭრელი. შენიშვნა: წმინდა სისხლის მდევარი არლეკინი აუცილებლად მარმარილოსებურია და ამაზე შეთავსებულია თვალის გუგაზე თეთრი ლაქა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის ნამდვილი არლეკინი ეს შერეულია. მითუმეტეს რომ ასეთი შეფერილობა ხშირად გვხვდება სხვა ჯიშის მდევრებშიც. ზომა: საშუალო ხასიათი: ფიცხი-(აღგზნებადი შენიშვნა ჩემიაBბეტ). სერიოზული, შეუპოვარი და ამავე დროს მოწყენილი, ნადირზე--ძლიერ ავია და ჟინიანია დევნაში, ამასთან ახასიათებს ძროხების და ღორების დევნაც და ამის გადაჩვევა წამყოლებისათვის ძალიან რთულ საქმეს წარმოადგენს...წყარო: ochopintre.ge


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 19.06.2015, 05:53:06 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სტატიაში ნახსენებია ფრაზა "წმინდა სისხლის", არადა წმინდა სისიხლის არლეკინი არ არსებობს, მითუმეტეს საქართველოში!
„ჯიშის" აღწერილობაც პირობითია რადგან არ არსებობს დადგენილი სტანდარტი!
არიან საქართველოში ძაღლები რომლებსაც არლეკინებს ვეძახით, მაგრამ ამ ძაღლებში სხვა მდევრების სისხლებთან ერთად ხშირად ეზოს ძაღლების სისხლიც ურე ვია! მოდი და გაიგე ახლა კაცმა რასთან გაქვს საქმე! სხვადასხვაა ფერის თვალი და ჭრელი შეფერილობა არ ნიშნავს რომ სუფთა არლეკინია!
სამუშაო თვისებები ნამდვილად აქვთ ხოლმე ამ ძაღლებს, მაგრამ დიდი ნადირის დევნას სარეკში, დიდი პროფესორობა რომ არ სჭირდებათ ესეც ხომ ვიცით?!
მოკლედ დიდი გაურკვეველი რაღაცაა რა. მდევრის აყვანაზე რომ მიდგება საქმე არლეკინი უკანსაკნელზე უკანსაკნელია რომელსაც ავიყვანდი!
გაუმარჯოს სუფთა სისხლის მდევრებს! gimili რაღა არლეკინზე დავხარჯო დრო და ენერგია? როცა შეიძლება ნებისმიერი სხვა ჯიშის სუფთა სისხლის მდევარი ავიყვანო და მომავალში მასში ჩადებული შრომა მარტო ტყეში არ დამიფასდეს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
doreuli2000დრო: პარასკევი, 19.06.2015, 09:42:31 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ეს ყავს ჩემ ძმაკაცს მშობლები მაგრა ნადირობენო მემგონი საბუტებიც აქ

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 19.06.2015, 16:45:37 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doreuli2000, არლეკინს საბუთები არ ექნება! და ეგ საერთოდ არ გავს არლეკინს! gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Falconryდრო: პარასკევი, 19.06.2015, 19:06:33 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doreuli2000, ეს ნაღდად არლეკინია? 25 25 25 თუ მე მეშლება

ინადირე ზომიერად!
 
doreuli2000დრო: პარასკევი, 19.06.2015, 19:15:06 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არც მე არ ვიცი ზუსტა მე მითხრეს არლეკინიაო და

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
giorgigagoshviliდრო: პარასკევი, 19.06.2015, 20:25:45 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე როგორც ვიცი არლეკინს ეძახიან ყველა ძაღლს, რომელსაც აქვს სხვადასხვაფერის თვალები, მაგალითად ერთი ცისფერი მეორე ყავისფერი...

HOLLAND & HOLLAND
 
kucuna1დრო: პარასკევი, 19.06.2015, 23:08:28 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სტატიაში აღწერილი შეფერილობისა და აგებულების ძაღლი ჩემს ახლობელს ყავს(რა თქმა უნდა უსაბუთო).ძალიან კარგი მადევარია,შთამომავლობასაც საუცხოოს იძლევა.
სადაო საკითხია,რეალურად ჯიშთან გვაქვს საქმე თუ რაიმე გადახრასთან.ჩემი აზრით ჯიშია და იქიდან გამომდინარე დავასკვენი რომ,ისევე როგორც ყველა მადევარი ჯიშს,მასაც თავისი მანერა აქვს.
მიუხედავად ამისა ამ ეტაპზე კამათისთვის მზად არ ვარ,ჯიშის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო.იმას კი ვიტყვი რომ,გამოირჩევიან მაღალი,სუფთა,გაბმული ხმიანობით,რაღაც მომენტში ღრიალის შთაბეჭდილებას ტოვებს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
77777დრო: შაბათი, 20.06.2015, 01:30:24 | შეტყობინება # 9
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dato75ძაან მაგარი იყო კურლდღელზე ტურას საერთოდ არ მიყვებოდა.
რატო არ მოყვებოდა?ეშინოდა?:)


77777 i.tsirekidze
 
giohunt1982დრო: კვირა, 21.06.2015, 10:17:07 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
77777, არლეკინის რა გითხრა და მდევრებში კი ხდება მასე, შეიძლება კურდღელს ანიჭებდეს უპირატესობას და ტურა-მელიის კვალს არ გაყვეს! ასევე პირიქითაც ხდება, მხოლოდ ტურა-მელას სდიოს შეიძლება, ე.წ. „კრასნაგონნი„ გამოვიდეს! ზოგი კი სარეკის იქით არ იხედება!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
tyupi008დრო: კვირა, 21.06.2015, 12:31:45 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან ამათ ალიკინს ეძახიან, სხვადასხვა ფერის თვალები აქვთ და აღნაგობით სტატიაში ფოტოტოზე ნაჩვენებ ძაღლებთან შედარებით განსხვავებულია, მე მინახავს მაღალბეწვიანი არლეკინებიც და დაბალბეწვიანებიც და ხო არ ვცდები? ხო ნამდვილად არლეკინია ის, რასაც ჩვენთან ალიკინს ეძახიან? gimili 23

bazieri.ge
 
77777დრო: კვირა, 21.06.2015, 20:06:52 | შეტყობინება # 12
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 გასაგებია!მინახავს ტურა მელას დასდებდა და კურდღლისკენ არც იხედებოდა,მაგრამ კურდღელს დასდევდეს და ნადირისკვალზე რეაქცია არ ქონდეს ახლა გავიგე!

77777 i.tsirekidze
 
vaxo@vaxoდრო: სამშაბათი, 13.10.2015, 12:56:13 | შეტყობინება # 13
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ. ბაბუაჩემს ყავდა არლეკინი რუსეთიდან ჩამოყვანილი და ამბობდა რომ დალიან მაგარი დაღი იყოო არ არსებობდა კურდღელი არ აეგდოო და მთელი დღე სდევდა სანამ არ ქასრაშვლი ედრებდაო

v.bochorishvili
 
dato75დრო: სამშაბათი, 13.10.2015, 22:24:52 | შეტყობინება # 14
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
77777, ტურას დამოუკიდებლად არ მიყვებოდა, პარაში კი სდევდა ბოლომდე. დილით რო გაუსშვებდი მხოლოდ კურდღლის კვალს ეძებდა სხვა რამე არ აინტერესებდა.
 
monomaxiდრო: ორშაბათი, 07.12.2015, 00:06:37 | შეტყობინება # 15
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
77777, giohunt1982,მე მყავს რუსული მადევარი და ნუ ჯერ მართალია წლის და რაღაც თვეებისაა მაგრამ მხოლოდ კურდღელს ეძებს , ტურამელის კვალზე რდენჯერ მივიყვანე მაგრამ ერტი ორჯერ დაიწკმუტუნა და ვსო. 77777, ამიტომ არსებობს ეგეთი ძაღლები gimili
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 07.12.2015, 06:29:08 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, მშვენიერი მდევარი გყოლია! კურდღლის ოსტატი ძაღლი ძალიან ძვირფასია!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lashahunterდრო: სამშაბათი, 26.01.2016, 16:04:39 | შეტყობინება # 17
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ძახლები როგორც ვიცი მაგრად ნადირობენ 23
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика