01:24:20
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » ერთობლივი ღონისძიებები, აქციები, ბუნებაში გასვლები » გავარდნილები 2019 (გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში)
გავარდნილები 2019
giohunt1982დრო: კვირა, 28.07.2019, 08:49:50 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5823
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
4 აგვისტოს ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთის მიმდებარედ გაიმართება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" და მონადირეთა ჯგუფ "ძამას" მიერ ორგანიზებული გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები 2019"

შეჯიბრის წესდება:

მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 40 ლარს
.
მონაწილეები გაისვრიან 30 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 30
.

(შეჯიბრის მსვლელობის დროს მსაჯის დაუმორჩილებლობა ნიშნავს ავტომატურ დისკვალიფიკაციას)
....
1. მონაწილეობის ღირებულება 40 ლარი
2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ ???? პოზიციიდან.
3. თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ აცილებამდე.
4. სასიგნალო დუპლეტის შემთხვევაში თუ მეორე თეფში გამოვიდა გატეხილი დაინიშნება გადასროლა და ჩაითვლება მხოლოდ პირველი თეფშის შედეგი.
4.1. მსროლელს უფლება აქვს არ მიიღოს არასწორი ტრაექტორიით გამოსული თეფში და მოითხოვოს გადასროლა.
თუ მსროლელი მიუხედავად არასწორი ტრაექტორიისა მიიღებს თეფშს და განახორციელებს გასროლას, შედეგი ჩაითვლება უპირობოდ!
4.2 თეფში გატეხილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას მოსცილდება თვალით შესამჩნევი ნატეხი ან გატყდება მთლიანად!
თუ გასროლის შემდეგ თეფშმა მხოლოდ ტრაექტორია შეიცვალა და არ ჩანს ნატეხი, მაშინ ითვლება აცილებად!

4.3. ნახევრად ავტომატური თოფების შემთხვევაში თუ კი არ მოხდა გადატენვა და შესაბამისად შეუძლებელია მეორე გასროლა, ამ შემთხვევაში ინიშნება გადასროლა, პირველი შედეგის ჩათვლით.
4.4. მსროლელი ვალდებულია შეამოწმოს თოფის დამცველი ყოველი გასროლის წინ. უკან დარჩენილი დამცველის შემთხვევში ითვლება აცილება! დუპლეტის შემთხვევაში ორი აცილება!
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!

10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს!!

---------------------------------------------
შეჯიბრის მონაწილეობის მსურველებმა, შეჯიბრის საფასური უნდა ჩარიცხონ თიბისი ბანკის ანგარიშზე :
GE22TB7038945061600032

ჩარიცხვისას მიზნობრიობაში მიუთითეთ შეჯიბრის საფასური და თქვენი სახელი და გვარი.
ან დამიკავშირდით ტელ: 557 927 100
შეკრება ოზურგეთის თეატრის წინ 09:00 საათზე. შეჯიბრის დასაწყისი 10:00 საათი


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
akson777დრო: პარასკევი, 02.08.2019, 00:06:08 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1550
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თბილისიდან აპირებენ ბიჭები წასვლას გურიის ჩემპიონატზე. მსურველები შემეხმიანეთ

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - პარასკევი, 02.08.2019, 00:11:51
 
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » ერთობლივი ღონისძიებები, აქციები, ბუნებაში გასვლები » გავარდნილები 2019 (გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სანადირო სეზონის გახსნის თარიღი
  • 2.)bazieri. ge _ ს კეპი და მაისური
  • 3.)საფანტი
  • 4.)ვაზნები
  • 5.)გავარდნილები 2019
  • 6.)HILUX
  • 7.)Ata Arms CY
  • 8.)Huglu renova
  • 9.)კურცჰაარი
  • 10.)იარაღის ხელოსნები და სახელოსნოები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)kenedi88
  • 2.)Tazo2412
  • 3.)Sralker001
  • 4.)idegoli
  • 5.)dante
  • 6.)Ako123ako
  • 7.)jelo888
  • 8.)Mishka987
  • 9.)gogatam5
  • 10.)gochachacha

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика