18:28:51
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » ერთობლივი ღონისძიებები, აქციები, ბუნებაში გასვლები » გავარდნილები 2016 (გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში)
გავარდნილები 2016
giohunt1982დრო: კვირა, 24.07.2016, 12:48:11 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმიდინარე წლის 7 აგვისტოს ჩატარდება, კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები"!
ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ქ. ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთში
ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!

მსროლელები 3 პოზიციაზე გაისვრიან 25 ვაზნას!

შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი. ლულის სიგრძის მინიმუმი არის 66 სმ. 66-ზე ნაკლები სიგრძის ლულების მქონე თოფი არ დაიშვება შეჯიბრზე!

1. მონაწილეობის ღირებულება 40 ლარი
2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან.
3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე.
3.1 ფინალში მონაწილეები ბოლო პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა.
3.2 თეფში გატეხილად ითვლება თუ მთლიანად დაიმტვრევა ან მოსცილდება (მოტყდება) თვალით ხილული ნატეხი!
სხვა ყველა შემთხვევაში ითვლება აცილება!
4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება.
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული რესივერით,„ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!

10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს თან!!

მონაწილეობის საფასურს, 40 ლარს მსურველები ჩარიცხავენ ლიბერთი ბანკში, კლუბ ბაზიერის ანგარიშზე
ანგარიშის ნომ: GE26LB0115110297414000

გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან და ასევე სხვა ნებისმიერი ბანკიდან.

[b]მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს ჩვენს საიტზე და მონაწილეობის საფასურიც წინასწარ უნდა იყოს ჩარიცხული!
შეჯიბრის დღეს, ადგილზე წარმოადგენთ ჩარიცხვის ქვითარს!


სხვა ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც უშუალოდ ჩემპიონატს ეხება დაგიკავშირდით მობ. 557927100[/b]

დამატებულია (24.07.2016, 12:29:35)
---------------------------------------------

დამატებულია (24.07.2016, 12:48:11)
---------------------------------------------
მონაწილეთა სია

1.krimanjuli
2.ბაქარი
3.dato535
4.solomon
5.firali81
6.????????
7.????????
8.????????



სია არ გადააკოპიროთ! სურვილი გამოთქვით და დაგამატებთ სიაში!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
akson777დრო: კვირა, 24.07.2016, 21:42:08 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1557
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ყოველთვის თქვენთან ვარ! 23_30_126 ჩამწერეთ პროტოკოლში!

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
berdzenaდრო: კვირა, 24.07.2016, 22:09:50 | შეტყობინება # 3
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვა ვა მშვენიერი ამბავია !
მიმაწერეთ მეც...
 
solomonდრო: ორშაბათი, 25.07.2016, 10:48:55 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოო ეხლა უკვე ვნერვიულობ 7 რიცხვის მოსვლას ადრე უფრო თამამად გამოვდიოდი :))
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 25.07.2016, 11:46:05 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოჰო გურულები საკუთარ მოედანზე სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ნიჭის გამო თუ წავაგებთ თუარა ისე არ ვიცი რა იქნება 36_1_69 ვიდეო გადაღება გვინდა მარა მე რომ მომყვა შარშან იმისთანა არა AllSmail133 25

შეტყობინება დაამუშავა ბაქარი - ორშაბათი, 25.07.2016, 11:46:32
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 25.07.2016, 16:35:41 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, იქნება მაი, უკვე შევათანხმე!
AllSmail133


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gugunaდრო: ორშაბათი, 25.07.2016, 16:54:48 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას .თბილისიდან ვინც მიდიხართ ერთად ხომ არ წავსულიყავით

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
gochamikდრო: ორშაბათი, 25.07.2016, 18:34:50 | შეტყობინება # 8
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 37
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, და როგორ უნდა გავიარო რეგისტრაცია
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 25.07.2016, 20:33:12 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gochamik, დაგამატებ სიაში და ეგაა! gimili დანარჩენი კი წერია, მონაწილეობის საფასური როგორ ჩარიცხო და ა.შ.

დამატებულია (25.07.2016, 20:33:12)
---------------------------------------------
guguna, თბილისიდან რა თქმა უნდა მოდიან ბიჭები და წამოხვალთ ერთად.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monadire_999დრო: ორშაბათი, 25.07.2016, 21:11:37 | შეტყობინება # 10
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნეტავი მეცალოს დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობაააას.. 02 02 02

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
firali81დრო: სამშაბათი, 26.07.2016, 16:36:44 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამეტარი კაი ამბებია 7-ში. ნადირობის სეზონის წინ კაი მოთელვა გამოგვივა. ჩემი თხოვნა ყველამ ერთი ფირმის ვაზნებით გავისროლოთ. და კიდევ 16, 20 , 8 , 10 და ა.შ. კალიბრები მონაწილეობას არ უნდა ღებულობდნენ.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 26.07.2016, 18:33:50 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
firali81, მასეც არის ძამა! მხოლოდ 12 კალიბრი და ყველას ერთნაირი ვაზნა!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 26.07.2016, 23:37:15 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nika1989, ქართულად წერე ფორუმში!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
guramiდრო: ხუთშაბათი, 28.07.2016, 00:10:32 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არვიცი ბაზიერელებო მეცლება ტუ არა შვიდში,
თუ მოვიცალე თქვენ გვერდში ვიქნები.


guramicignadze
 
kobuletiდრო: ხუთშაბათი, 28.07.2016, 10:58:04 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, დაგვამატეთ ბაზიერელები
ASLANBEI
kobuleti


ნ. ნემსაძე
,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
 
mindi@დრო: ხუთშაბათი, 28.07.2016, 17:07:58 | შეტყობინება # 16
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა,
მაინტერესებს ქუთაისიდან თუ იღებს ვინმე მონაწილეობას?
 
giosofiდრო: ხუთშაბათი, 28.07.2016, 19:37:08 | შეტყობინება # 17
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩამწერეთ 19

sx3
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 01.08.2016, 10:21:35 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1.krimanjuli +40
2.ბაქარი +40
3.dato535
4.solomon +40
5.firali81 +40
6.akson777
7.berdzena
8.nugo-guria
9.ASLANBEI
10. kobuleti
11.giosofi
12.კახა სიხარულიძე
13.იმედო ბაჯელიძე
14.ფრიდონ ფუტკარაძე
სია არ გადააკოპიროთ! გამოთქვით სურვილი და დაგამატებთ სიაში!


დამატებულია (01.08.2016, 10:21:35)
---------------------------------------------


მუა საცაა 7 აგვისტოც


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
akson777დრო: სამშაბათი, 02.08.2016, 22:54:46 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1557
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კახა სიხარულიძემ ჩამწერეთო თანხას უახლოეს მომავალში გადავიხდიო

დამატებულია (02.08.2016, 22:54:46)
---------------------------------------------
ჩავრიცხავო


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 03.08.2016, 14:57:59 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მაინც წავიტრაბახებ ცოტას, რომ წლევანდელი "გავარდნილები" გამორჩეულად კარგი იქნებაა!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.08.2016, 17:47:23 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, აბა ბიჯო გევიგე დილეტანტები იგებენ წელსო 36_1_69 48
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 03.08.2016, 20:07:26 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, მასეა კი!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
berdzenaდრო: პარასკევი, 05.08.2016, 10:48:16 | შეტყობინება # 23
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა ბიჭებო თბილისიდან წამსვლელებზე 3 თავისუფალი ადგილი მაქვს მანქანაში , თუ ვინმეს უნდა შემომიერთდეს და საწვავის ფული გავიყოთ , ჩემი მანქანა ცოტას წვავს და სადღაც 15 ლარი მოგვიწევს კაცზე .
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 05.08.2016, 13:32:33 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berdzena, არიან წამომსვლელები და დაგირეკავთ.

დამატებულია (05.08.2016, 13:32:33)
---------------------------------------------
1.krimanjuli +40
2.ბაქარი +40
3.dato535
4.solomon +40
5.firali81 +40
6.akson777
7.berdzena
8.nugo-guria +40
9.ASLANBEI
10. kobuleti
11.giosofi
12.კახა სიხარულიძე
13.იმედო ბაჯელიძე
14.ფრიდონ ფუტკარაძე
15.ლევან ჩუგუაშვილი +40


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
berdzenaდრო: პარასკევი, 05.08.2016, 15:48:07 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote berdzena ()
აბა ბიჭებო თბილისიდან წამსვლელებზე 3 თავისუფალი ადგილი მაქვს მანქანაში , თუ ვინმეს უნდა შემომიერთდეს და საწვავის ფული გავიყოთ , ჩემი მანქანა ცოტას წვავს და სადღაც 15 ლარი მოგვიწევს კაცზე


ჯერ არა შემომხმიანებია მარა მაინც დავწერ ,
დროებით შეჩერებულია ჩემი შემოთავაზება , რაღაც ცოტა გეგმები შემეცვალა მგონი და დავწერ მოგვიანებით რასაც გადავწყვიტავ .
 
guramiდრო: ორშაბათი, 08.08.2016, 10:51:29 | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სადახართ ბაზიერელებო cat062 cat062 ფოტოებს ველოდები გულით და სულით

guramicignadze
 
bubusichaდრო: ორშაბათი, 08.08.2016, 17:09:35 | შეტყობინება # 27
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ ბიჭები კიდევ ერთ წარმატებას :)
 
akson777დრო: ორშაბათი, 08.08.2016, 17:46:09 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1557
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
hunter_mishoდრო: ორშაბათი, 08.08.2016, 22:33:36 | შეტყობინება # 29
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სოლომონ გილოცავ ძმაო კიდევ ერთხელ. 10 10
 
guramiდრო: ორშაბათი, 08.08.2016, 23:13:00 | შეტყობინება # 30
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სოლომონ გილოცავ გამარჯვებას 10 10 ბაიკალმა გაგამარჯვებია ისევ ხო ?

guramicignadze
 
akson777დრო: ორშაბათი, 08.08.2016, 23:26:42 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1557
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვულოცავ გამარჯვებულებს ფოტო-ვიდეო მასალას დავდებ მალე!

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 09:45:01 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gurami, hunter_misho, გაიხარეთ მადლობა!
gurami, კი გურამ ეგ რომ არა რაარი ჩემი ფასი! 069


შეტყობინება დაამუშავა solomon - ოთხშაბათი, 10.08.2016, 13:46:45
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 13:57:55 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



ჩვენი სპონსორის მიერ დაწესებული პრიზები.
მეღვინეობა ხარება


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 18:10:20 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1557
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


დამატებულია (10.08.2016, 18:02:20)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (10.08.2016, 18:03:43)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (10.08.2016, 18:04:46)
---------------------------------------------


დამატებულია (10.08.2016, 18:05:04)
---------------------------------------------


დამატებულია (10.08.2016, 18:05:38)
---------------------------------------------


დამატებულია (10.08.2016, 18:05:57)
---------------------------------------------


დამატებულია (10.08.2016, 18:06:10)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:07:00)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (10.08.2016, 18:07:27)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (10.08.2016, 18:07:45)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (10.08.2016, 18:08:16)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:08:26)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:08:43)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:09:00)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:09:18)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (10.08.2016, 18:09:33)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:09:47)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:10:03)
---------------------------------------------

დამატებულია (10.08.2016, 18:10:20)
---------------------------------------------


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 10.08.2016, 18:06:33
 
guramiდრო: ოთხშაბათი, 10.08.2016, 18:44:00 | შეტყობინება # 35
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გენაცვალეთ ყველას კაიებიხართ 10 10 10 10 39 gimili

guramicignadze
 
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » ერთობლივი ღონისძიებები, აქციები, ბუნებაში გასვლები » გავარდნილები 2016 (გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика