12:59:12
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » საქართველოს ტბები, წყალსატევები, მდინარეები, ნაკადულები... » სიონის წყალსაცავი (რა ვიცით სიონის წყალსაცავის შესახებ?)
სიონის წყალსაცავი
IKAHUNTERდრო: სამშაბათი, 17.07.2012, 01:42:25 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ვისაუბროთ სიონის წყალსაცავზე: ვინ არის ნამყოფი, რა თევზი იჭირება და ა.შ 23_30_126
 
lasha-gsდრო: ხუთშაბათი, 19.07.2012, 16:09:49 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალშემკრები აუზის ფართობი 587 კვ.კმ, სარკის ფართობი 12.8 კმ². წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³.
საშუალო სიღრმე 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 67 მ. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას.
საზრდოობს ძირითადაად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური — მარტში.
წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). ნოემბრიდან აპრილამდე უმთავრესად ჰომოთერმიაა გაბატონებული, წყლის დანარჩენ დროს მყარდება პირდაპირი ტემპერატურული სტრატიფიკაცია. ყინულოვანი მოვლენები სუსტადაა გამოხატული. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. თევზის რეწვა.სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალშემკრები აუზის ფართობი 587 კვ.კმ, სარკის ფართობი 12.8 კმ². წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³.
საშუალო სიღრმე 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 67 მ. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას.
საზრდოობს ძირითადაად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური — მარტში.
წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). ნოემბრიდან აპრილამდე უმთავრესად ჰომოთერმიაა გაბატონებული, წყლის დანარჩენ დროს მყარდება პირდაპირი ტემპერატურული სტრატიფიკაცია. ყინულოვანი მოვლენები სუსტადაა გამოხატული. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს.
 
versionდრო: ხუთშაბათი, 19.07.2012, 19:21:18 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძირითადად შამაია მოდის,მამაჩემს უყვარდა ხოლმე მანდ თევზაობა!!! გემრიელი და სუფთა თევზია,კარგია ლუდზე გამხმარი 39
 
IKAHUNTERდრო: პარასკევი, 20.07.2012, 00:36:45 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ეგრე გამიგია, რომ შამაია იჭირება, ოღონდ პატარები. ნამყოფი არ ვარ სამწუხაროდ 23
 
ბუთუთიდრო: პარასკევი, 20.07.2012, 23:14:17 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა დიდებიც იჭერება მაგრამ პატარები ბევრია დაიღლები თევზოს მოხსნით და გამხმარი მართლა მაგარია ეხლაც მაქვს მამაჩემმა დაიჭირა

 
giohunt1982დრო: პარასკევი, 05.10.2012, 12:27:19 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიონის წყალსაცავი კარგი ადგილი იყო, შამაიას გარდა საზანიც კარგი ზომების მოდიოდა. მაგრამ ამ ბოლო წლოებში გაუარესდა სიტუაცია შამაიას დაჭერაც პრობლემა გახდა.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
abulaდრო: პარასკევი, 05.10.2012, 13:45:10 | შეტყობინება # 7
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უწინ შამაია კარგად იჭირებოდა , შარშან წინ ვიყავი ერთხელ და საკაიფოდ დავიჭირეთ .

წელსაც გვინდოდა წასვლა მაგრამ გამოცდილმა მეთევზეებმა არ გვირჩია ...

მოკლედ ეხლა ცოტა სიტუაცია გაუარესდა სამწუხაროდ :(
 
lasha-gsდრო: ხუთშაბათი, 04.04.2013, 23:30:35 | შეტყობინება # 8
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაგალითად სიონი მაგრათ მომწონს მიუხედავად წვრილი შამაიისა მანდ შარშან დავიჭირე კარგი საზნები და კობრები, კარასი ხო ვაფშე ყველა ტბის ჭირია ეგეც დავიჭირე. და ხრამულიც ჩემდა გასაკვირვად. იმდენი მოდიოდა შამაია მოხსნით დავიღალე. ჩემთვის სიონის წყალსაცავის ნაირი არაფერია სათევზაოთ ტან მანდეთ მაქვს სოფელი და ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. 5 5 5 5 5 bokali
 
lasha-gsდრო: ორშაბათი, 08.07.2013, 16:57:08 | შეტყობინება # 9
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (omarinnn)
სიონის წყალსაცავზე ვერაფერს გეტყვით,ზამთარში იხვი იცის თუ არა.ბათუმში ზღვაზე კარგად მოდის თევზი და აქ გეპატიჟებით

ზამტარში სიონზე არაფერი მოდის სიმარტლე გიტხრა არც გამიგია ვინმეს რამე დაეჭირა. იხვი და ბატიც იცის მარა შუაში ზიან ხოლმე დაპატიჯებისტვის მადლობ. აუცილებლად ჩამოვალ ზაფხულში და ვითებზაოთ 39

დამატებულია (16.06.2013, 15:18:32)
---------------------------------------------
არავინ ყოფილხართ სიონში რა ხდება , მოდის არ მოდის ხო არაფერი იციცთ გზები ხომ არარის ჩახრამულები. მე 7 ივლისიდან წავალ სიონში და მერე მე მოგახსენებთ ხოლმე პირდაპირ სიონიდან ყოველდღიურ თევზჭერის ინფორმაციას 39 39

დამატებულია (08.07.2013, 15:34:29)
---------------------------------------------
გამარჯობათ მეგობრებო 7 ივლისს ვიყავი სიონში სათევზაოთ გზა ნორმალური მაგრამ ნაწვიმი იყო საშინელი. წყლის დონე ნორმაზე ცოტა დაწეული 10 მეტრამდე დაახლოვებით (შარშანდელზე 20-30 მეტრით აწეულია ) ვთევზაობდი ვანკაზე და ტივტივაზე წითელ და თეთრ ჭიაზე ასევე პურზე დავიჭირე ბუს კვერცხები . იყო ჩაკვრები მარა ვერ დავსვი ვერაფერი. ესეც ფოტოები

დამატებულია (08.07.2013, 15:57:08)
---------------------------------------------
ეხ სურათებს ვე ვტვირთავ და რატო

 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 08.07.2013, 17:11:03 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha-gs, შამაიაც კი არ მოდის???

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lasha-gsდრო: ორშაბათი, 08.07.2013, 21:52:18 | შეტყობინება # 11
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, არა არც შამაია და არც კარასი.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 09.07.2013, 10:33:24 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha-gs, მდა.. სამწუხაროა, რომ წლიდან წლამდე უარესდება სიტუაცია.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lasha-gsდრო: სამშაბათი, 09.07.2013, 21:34:08 | შეტყობინება # 13
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ეგრეა გიო ეგრე რაც არ მომწონს . თან გავიგე რო ბადეები ისევ ხოდში ქონიათ ამ პარაზიტებს
 
fisherleqsoდრო: ოთხშაბათი, 14.05.2014, 22:18:51 | შეტყობინება # 14
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიონზე თუ გინდათ კარგად ითევზაოთ სათავეში ადით. რამოდენიმე დგის ცინ ვიყავი,კარგად მოდიოდა შამაია, ვანკაზე უფრო პატარები, დონკაზე შედარებით დიდები,+2ცალი კარგი საზანიც მოხვდა ჩვენს სადოკში.ასე რომ ცადით სიონზე და ისიამოვნეთ. ერიდეთ ცვიმას. 39

საქართველოო ლამაზო...
 
Northwayდრო: სამშაბათი, 20.05.2014, 22:45:13 | შეტყობინება # 15
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რამდენიმე დღის წინ ვიყავით სიონზე, შამაიას ლიფსიტი ნორმალურად მოდიოდა ტივტივაზე, ფცკერულზე სამწუხაროდ არაფერი.
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » საქართველოს ტბები, წყალსატევები, მდინარეები, ნაკადულები... » სიონის წყალსაცავი (რა ვიცით სიონის წყალსაცავის შესახებ?)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика