ეს ზუბერი მაგარი ნაგავი ვაზნაა,რა ჯანდაბამ მაყიდია ამის დედაც.9 ნომერი ვიყიდე და 7 მომერი ყრია,ისიც ცოტა.ამას ვინ ჩივის ლულა გამიშავა ისე 2 საათია ვწმინდავ ზეთი ჰოპეს9 ნომერით და ძლივს ამოვიყვანე ნაგარი.4 ცალი ვისროლე საშინელი შედეგი.მაგის გამსროლი აღარავარ.ნაღდი ნაგავია და თქვენც გირჩევთ არ შეცდეთ.20 ლარი ტყუილად გადავყარე ბლიად
ლაშა80, მეგობარო გადაიკითხე ეს თემა და მიხვდები რომელია მეტ-ნაკლებად ნორმალური ვაზნები. ზუბერს რაც სჰეეხება სჰედეგი არააქვს ცუდი მაგრამ ძალიან აბინძურებს და ცოტა მსხვილი საფანტიც ყრია ზოგ პარტიაში თუ საერთოდ ეგრეა მაგას ვეგარ გეტყვი.
კი ეგ მეც მითხრეს და მწარმოებლის რეკომენდაციაც 1,78-1,80 არის,მაგრამ ეგრე რო დავტენე 5-7 ნომერი დაცილება გამიკეთა არმომეწონდა,1,5 კი აი რასაც ქვია ასანთის ღერის ოდენა დაცილებით ანაწილებს საფანტს,ჩრას რაც შეეხება ქაღალდზე არასდროს არ დამიტესტავს,კარდონზე დავრავ 2 ფენა სკოჩს კარდონის უკან ვდებ დვპ-ს,ჯერ დასკოჩილი კარდონიც არარის იოლი გასახვრეთი და პლიუს დვპ-ში 6 მმ-ზე შედის 5-7-ნომერი საფანტი,მაგრამ 1-3 ნომრებს 1,6 ვუშვები ამ დოზით ბატზე ვნადირობ.
არცერთ სეზონზე არ ვყიდულობ ვაზნებს ყოველთვის სახლში ვტენი,ნაყიდმა ვაზნამ შეიზლება მხოლოდ დალაგების მხრივ აჯობოს სახლში დატენილ ვაზნას,სხვა ყველა კომპონენტში სახლში დატენილს ვანიჩებ უპირატესობას,ვაზნის დატენვასაც მაგარი მუღამი აქვს,რაჯობია შენი ხელით დატენილ ვაზნას.
julakidze90 რბილ საფანტს ხმარობ ალბათ, შეიძლება ეგ არის შენი თოფისთვის საკმარისი, მაგრამ 35 ნაბიჯი 30 მეტრზე ნაკლებია (ნაბიჯი საშუალოდ 70-80 სმ ანუ 35X0,8 არის 28 მეტრი, მე 40 და 45 მეტრზე გავსინჯე 1,75/ 30+2 ქეჩის საცობით. ძალიან კარგი დაგუფება მომცა, თანაბარი განაწილებით და ჭრით ( 8 მმ - იანი დვპ გახვრიტა ცენტრის საფანტებმა ) ოღონდ მაგარ (სურმიან) საფანტს ვხმარობ,ლულას არანაირად არ ვნებს უკონტეინეროდ, მიტუმეტეს კონტეინერით ვხმარობ უმეტესად.
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
საუკეტესოა მაგას არვამბობ სახლში დატენილი ვაზნა,მაგრამ საქართველოში რაც იყიდება ხლამი ვაზნები ამათ ნამდვილად მირჩევნია, 1 ლარის ფარგლებში რაც ვაზნებია ყველას მირჩევნია ჩემი დატენილი ყველა კომპონენტში,თორემ ვაზნები არის გერმანული,ინგლისური და იაპონური ზან მაგარი,მაგრამ ჩვენ ფულზე 5 ლარი ღირს 1 ვაზნა.
დამატებულია (29.10.2015, 17:45:47) --------------------------------------------- დილის გადაფრენაზე 7-8 ნომერით ვნადირობ,35 ჩემი ნაბიჯი არანაირად არ არის 30 მეტრზე ნაკლები,1,90 ვარ სიმაღლეში და მეტრზე მეტი თუარა ნაკლები არიქნება ჩემი ნაბიჯი,თან რო ვზომავ სპეციალურად დიდ ნაბიჯებს ვდგამ,7 ნომერი საფანტიტ 35 მეტრიდან დაგდებულ ბოთლს ვესროლე 22 კაკალი მოხვდა უმეტესობამ ორივე მხრიდან გახვრიტა,5 ნომრით 45 ნაბიჯიდან ვტესტავ.
მეც 1.90 ვარ, ნაბიჯს გააჩნია , საშუალო ნაბიჯი 80სმ, თუ დიდ ნაბიჯებზეა ლაპარაკი მაშინ 1.10-1.20 გქონია შენი თოფისთვის ზუსტი "რეცეპტი" და რას ეძებ? უკეთესი რა უნდა ნახო ?
დამატებულია (29.10.2015, 19:49:48) --------------------------------------------- წყვილი ნაბიჯით ზუსტად ვზომავ 100, 150 და 250 მეტრ დისტანციებს, 2 მეტრის ცდომილებით როცა "ნარეზიანს" ვისვრი
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
vakoko, მინდოდა 7 ნომერი როტვეილის დატესტვა შენ დამასწარი, კარგი ქენი რო დატესტე ყოჩაღ, ძაან კარგი შედეგია საფანტის განაწილება მშვენიერია ერთი სიტყვით კარგი ვაზნა ყოფილა ყოველ შემთხვევაში შენმა თოფმა კარგად დაამუშავა ეს ვაზნა
vakoko, ფორმატი რა ზომის გამოიყენე მეგობარო? "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
იხვზე დილის გადაფრენაზე 7 ნომერი საუკეთესოა,ნუ თოფსაც გააჩნია რანომერს როგორ ამუშავებს,მაგრამ როგორც წესი 7 ნომერს კარგად ეგუება თოფების უმრავლესობა,მაქსიმუმ 5 დილით,რო ინათებს და მაღალზე აიწევს იხვი მე პირადად 3-4 ნომრიტ ვესვრი 50-60 მეტრზე და უფრო შორს სროლას აზრი არც აქვს.
მოგესალმებით ბიჭებო მოკლედ მე არ ვარ მზა ვაზნების მოყვარული მაგრამ ჩვენს საიტზე ერთერთ თემასი ასეთ მოსაზრებას გადავაწყდი თითქოს 32 გრამიანი ვაზნა მაგნიუმის მაგ 42 ან 50 გრამიან ვაზნას დაჯგუფებაში აჯობებსო, ამიტო გადავწყვიტე ეს ორი ვაზნა შემედარებიან ერთმანეტისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ დაენახათ თუ რა პლიუსი აქვს მზიმე ვაზნას მსუბუქთან შედარებით
დამატებულია (08.11.2015, 17:22:19) --------------------------------------------- ვაღიარებ ამ ორი ვაზნის შედარება იგივეს ტაქსი და მარშუტკა რომ შეადაროს კაცმა მგზავრების ტევადობაში მაგრამ მაინც გაგონილს ნანახი ჯობიაო ამბობენ
დამატებულია (08.11.2015, 17:28:19) --------------------------------------------- როგორც ფოტოზე ჩანს ვაზნები არის 5 ნომერი 34 და 50 გრამი რომლებშიც გამოყენებულია თანაბარი დაიმეტრის საფანტი
bgt500, დენთი არ ამიწონია განსხვავებული ჰქონდა ანუ 50 გრამიანი ვაზნისტვის იგივე დენთს ვერ გამოიყენებ, პრინციპსი ტესტის მიზანი განსხვავების დანახვა იყო თითქოსდა მაგნუმი სისულელაო და 34 გრამხე ზემოთ არ იძლევა უკეთეს შედეგსო, მართალია მაქსიმუმ 36 გრამს ვიყენებ ნადირობასი მაგრამ ნამდვილად ვაღიარებ უფრო მზიმე ვაზნის უპირატესობას და მისი გამოყენების დანიშნულება და ადგილიც მესმის ისე მაგ ორ ვაზნასი მხოლოდ ეგ დენტი იყო განსხვავებული სხვა ყველაფერი იდენტური იყო კონტეინერიც კი (თავისთავად 50 გრამიანის უფრო დაბაი ამროტიზატორით იყო,მაგრამ იგივე სტილის და იგივე სიმაღლის ჭიქით) ერთადერთი რაც მომხვდა თვალში 50 გრამიან ვაზნაში დენთი თითქოს შეწებებული იყო კონტეინერი რომ ამოვიღე არ გადმოცვივდა სანამ არ ამოვჩიჩქნე
ბაქარ რც 50 არის ასეთი ვაზნა, (უმეტესად წითელ მასრაში) რომ არ გინახავს არ ნიშნავს რომ არ არსებობს 50 გრამიანი #7, ეს ერთი, რაც შეეხება ტესტს, 34 გრამიანი ვაზნა (წესით 32 უნდა დაგეტესტა) აშკარად მარცხნივაა ნასროლი, თორემ მარტივი არითმეტიკაა იმის დათვლა, რომ თითქმის იგივე რაოდენობას მიიტანდა, მთავარი და უმთავრესი, უბრალოდ რომ ვთქვათ ლაფსუსი დაუშვი 76მმ-იანი სავაზნიდან ისროლე 50გრ 76მმ ვაზნა და იგივე სავაზნიდან 70მმ-იანი 34გრ ვაზნა.
დამატებულია (09.11.2015, 10:10:07) --------------------------------------------- როცა 76მმ-იანი სავაზნიდან ვისვრით 70მმ-იანი ვაზნებით მიტანა უარესდება 10-15%-ით ამის გათვალისწინებით 50 გრამიანის უპირატესობა აღარ ჩანს
დამატებულია (09.11.2015, 10:15:50) --------------------------------------------- 50გრამიანის შემთხვევაში თითო სექტორში საშუალოდ 60 მარცვალი მიიტანა , 4*60 ანუ 240, 34 გრამიანის შემთხვევაში (ნორმალური დამიზნების შემთხვევაში) მინიმუმ 55 მარცვალს მიიტანდა თითო სექტორში, ჯამში 220 მარცვალს, მაგრამ "ლაფსუსის" გამო დააკლდა მინიმუმ 10% (15% აღარ ვამბობ) ანუ კიდევ 22 მარცვალი, 220+22
დამატებულია (09.11.2015, 10:17:43) --------------------------------------------- აღარ ვიკამათოთ ამ საკითხზე შეიძლება შენი თოფისთვის 36 გრამია ეფექტური, ჩემთვის საუკეთესო 32 გრამია და ხელარებით იმის მტკიცება, რომ ბევრი ნიშნავს უკეთესს არასწორია
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ბაქარ 50 გრამიანი ვაზნების მშვენიერი რეკლამა გამოგივიდა. ისე მე პირადად 50 გრამიან ვაზნას მხოლოდ ბატზე სანადიროდ გამოვიყენებდი. მსხვილი საფანტის სასროლად. 000 ან 0000.
ვერაფერი რეკლამაა, თუ ანტირეკლამა არ გამოვიდა, შედეგი იგივე (უკეთეს შემთხვევაში) ფასში საგრძნობი განსხვავება გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
32გრამი მაგარია 7ან რვა ნომერი კარგ დაჯგუპებას აკეტებს რავი მე ასე მიმაჩნია გამოცდილებიდან kvela namdvil monadires gaumarjos visac buneba da nadir prinveli ukvars
მთელი ევროპაა მაგნუმის ვაზნებით ნადირობს იხვზე და თუ 32 გრამიანი ჯობიაა 32 ით იანდირებდნენ, აქ უმეტესობასს მაგნუმების გასროლა ეშინია თოფის კლასის გათვალსიწინებით და ასე ჩანს თორე 32-34 გრამი რო ჯობდეს მაგნუმის ვაზნა არც იარსებებს და არც ინადირებდნენ (ფასიც არ ექნებოდა მაგხელა) ბაქარის ცუდ ნასროლს თუ აბრალებთ თავად გატესტეთ და ნახავთ
Duck comanders ვიდეობს თუ უყურებთ იუთუბზე ხარაზულებს და სვისტნოკებს ესვრიან 42 გრ ფედერალებს.. არი განსხვავება და უკეთესი შედეგი რათქმაუნდა! თოფი თუ გაგიქაჩავს ეგაა საკითხავი თორე :)
VAXO-HUNTER, სხვა პოსტს არც ველოდი მოკლედ არ გეწყინოს მარა მარტო იმას ხედავ რაც გინდა და ბოლოსდაბოლოს შემრცხვა ჯიბეების მოხაზვა რავ 34 გრამიანმა ვაზნამ აჩვენ მეგონა დაინახავდი აი ფოტოც იმ ადგილის საითაც თითქოს გამექცა სამიზნე
კიდევ რაც შეეხება ვითომდა შეცდომას სავაზნის შემთხვევაში ეგ ვერ გავიგე ამ შემთხვევაში ვაზნის შედარება გაინტერესებდა თუ 70 იანი და 76 იანი სავაზნის?
დამატებულია (09.11.2015, 21:58:55) --------------------------------------------- წყლის ნაყვაა მარა მაინც დავწერ შეიძლება სხვასაც აინტერესებს, მოკლედ 34 გ ვაზნაში სულ 229 მარცვალი იყო აქედან მიზანს 151 მოხვდა ანუ 100/229*151=65,93% განვმარტავ 34 გრ ვაზნის შედეგი სამიზნეზე მასსი არსებული რაოდენობის 65,93% იყო. 50 გრამიან ვაზნაში იყო 342 მარცვალი აქედან სამიზნეს 239 მოხვდა 100/342*239=69,88% ანუ 50 გრ ვაზნაში არსებული საფანტის 69,88 % როგორც ჩანს სულ რაღაც 3,95 % აჯობა ძალიან ცოტა არააა მაგრამ ციფრებში თუ გამოთვლა არ შეგვეშლება ეგ 3,95 % 88 მარცვალს უდრის და კიდე ცნობისთვის 4-5 მარცვალი საკმარისი სისწრაფით 1 ფრინველისთის 100% სიკვდილს უდრის
ხო მართლა 32 გრამი კიდევ უფრო ცუდ შედეგს დადებს თუ ვინმეს არ სჯერა დატესტოს შედეგები ძალიან მაინტერესებს მაგრამ ლაფსუსი არ დაავიწყდეს და 50 გრ ვაზნას 70 მმ სავაზნესი ნუ ისვრის მაინც ყოველი შემთხვევისთვის
ერთი ვაზნა მითხარით რომელსაც კარგიაქვს დაჯგუფებაცდა ძალაც არის კი?, ვიყიდე 1 ლარიანი ვაზნები 34 გრამიანები დავტესტე 35 მეტრზე არაჩვეულებრივი დაჯგუფება აჩვენა, მაგრამ ძალა არქონდა 3 მლ მეტრზე შევიდა ფიჭვის ფიცარში სიღრმეში ეგ ყველაზე ცუდი შედეგია, და 0.65 თეთრიანმა ვაზნამ კი 9 მლ მეტრზე და მეტზე სამაგიეროდ დაჯგუფება არუარგოდა. ვეღარ გავიჯე რომელი ჯობია რომელს მირჩევთ N 5 ვაზნას რომელი დავტესტო?????/ ვინჩესტერის ვაზნებს არავის გირჩევთ ეგ ერთი ვიციდა შასის კიდე მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
32გრამი მაგარია 7ან რვა ნომერი კარგ დაჯგუპებას აკეტებს რავი მე ასე მიმაჩნია გამოცდილებიდან
რათქმაუნდა 7 ნომერი საფანტისთვის სრულიად საკმარისი 32 გრამი და არ მგონია ვინმე ქათამს 50 გრამიან ვაზნას ესროდეს ისევე როგორც ბატს 32 გრამიანს
დამატებულია (09.11.2015, 22:18:00) --------------------------------------------- le-444-os, სამწუხაროდ ძნელია ხარისხიანი ვაზნის პოვნა ამიტომაც ყველაზე კარგი გამოსავალი სახლსი დამზადებაა, რათქმაუნდა აქაც ჩნდება პრობლემები კერძოდ ჭირს კარგი გეომეტრიის და წონის საფანტი ასევე ძალიან ბევრი უხარისხო კონტეინერი იყიდება და ბოლოს დენთი რომელსაც ჩვენს რელობასი ვიზუალურად ვარჩევთ თორე მაღაზიას მეშოკით უდევს რომელზეც არაფერი აწერია. მაგრამ ამ ყველაფრის მოუვლი კაცი ან შეუსაბამებ ერთმანეთს სამაგირეოდ მზა ვაზნას რომ 5 ნომერი აწერია და შიდ 7 ნომერი ყველანაირო ფორმის საფანტი დაგხვდება იმას არაფერი შველის
ბაქარი, ჰო ეგრეა ეგრე, მაგრამ მე მაინეტერსებს იქნებ ვინმეს აქ პრაქტიკაში გამოცდილი გამომდგარივაზნა რომელიც მე არმომიხმარია მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
Avci, ტს 870 მეტალის მოდელია რომელიც გამოყენებულია მაგ ლულის სემთხვევაში, იგივე მეტალია გამოყენებული ჰუგლუს ტოფებში და ტესტირებულია 1700 ბარზე ასე რომ 1050 გრამი სამუშაო წნევაა
ვაზნის შედარება გაინტერესებდა თუ 70 იანი და 76 იანი სავაზნის? - თუ შედარებაა თანაბარი პირობები უნდა შექმნა, 50 გრამიანს ფორა მიეცი ? პირველად გესმის, რომ სავაზნის და ვაზნის შეუსაბამობა მიტანას აფუჭებს? წინა პოსტებში გარკვევით დავწერე, რომ 34 გრამიანმა მეც ასეთი შედეგი მომცა, დატოვა ფანჯრები, 36 გრამიანმა კიდევ უფრო გაფანტა, 32 გრამიანმა ვაზნამ საუკეთესო გჯუფი და განაწილება აჩვენა.
დამატებულია (10.11.2015, 12:50:42) --------------------------------------------- რათქმაუნდა 7 ნომერი საფანტისთვის სრულიად საკმარისი 32 გრამი და არ მგონია ვინმე ქათამს 50 გრამიან ვაზნას ესროდეს ისევე როგორც ბატს 32 გრამიანს 7 ნომრისთვის 30 გრამიც საკმარისია(არსებობს სპეციალური ცხრილები, სადაც მითითებულია ნომრების მიხედვით მაქსიმალური წონა) და ქათმის გარდა კიდევ ბევრ ფრინველზე გამოიყენება #7 რუსულ ფორუმებზე შეგიძლია წაიკითხო საინტერესო სტატიები, სადაც 32-36 გრამზე მეტს (ინდივიდუალურად, გამოცდილების ხარჯზე) არავინ არ ესვრის ბატს, სხვათაშორის მაგნუმების მოყვარულებს ცოტა ამრეზით უყურებენ
დამატებულია (10.11.2015, 13:04:46) --------------------------------------------- firali81 ეგ 88 საფანტი პერიფერიულ ზონებში გადანაწილდა,ცენტრია საინტერესო. ორივე სურათებზე ჩანს, რომ გამუქებულ წრეში 3-3 მარცვალი მოხვდა. საფანტის ჯგუფს აქვს ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი R 50 ასე ქვია. ის შენი 88 საფანტი ემსახურება ალბათობის გაზრდას, დამიზნებისას დაშვებული შეცდომის კორექტირებას. მთელი ევროპის რა მოგახსენოტ, ნაწილს მართლაც გადაედო ამერიკული "სენი" (მაგნუმი) რასაც ევროპის უმეტეს ქვეყანაში, სადაც ნადირობის კულტურა მაღალ დონეზეა, არაეთიკურად მიიჩნევენ:167:
დამატებულია (10.11.2015, 13:15:54) --------------------------------------------- ბატზე 000 ან 0000 გამოყენებაც არასერიოზულად აღიქმება, "ფრაერებს" ეძახიან. 1-2 ნომერი, უკიდურეს შემთხვევაში 0, გააჩნია თოფი რომელს "ირგებს"
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!