08:18:26
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 46 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 44
  • 45
  • 46
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » ტყვია - წამალი; ჰილზები; ჰილზების დატენვა » ვაზნები (გავუზიაროთ ერთმანეთს ვაზნების დატენვის საიდუმლოება)
ვაზნები
eagleდრო: კვირა, 31.03.2019, 15:36:00 | შეტყობინება # 2251
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 81
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ბოლოზე დამვიწყებია დაწერა ეგ არის Baschieri & Pellagri F2 Classic
 
iosebovichდრო: ორშაბათი, 01.04.2019, 14:45:30 | შეტყობინება # 2252
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
eagle,

ჩანს კიდეც რო ბაჩიერი კარგია და კარგადაც გამოიყურება.
 
zarnaდრო: სამშაბათი, 02.04.2019, 21:32:59 | შეტყობინება # 2253
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Baschieri & Pellagri რაღირს ეგ ვაზნები ხოარიცით ვინმემ??და თუ ხმარობთ ვინმე როგორი კმაკოფილიხართ??
აქ რა ექსპერიმენტიც ჩატარდა მაგ ექსპერიმენტის მიხედვით ნორმალურია დოზები არ აკლია არც ტყვიას და არც წამალს...


ზარნაძე
 
iosebovichდრო: ოთხშაბათი, 03.04.2019, 10:27:49 | შეტყობინება # 2254
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zarna,

მე ვხმარობ და საუკეთესოა ქართულ ბაზარზე. მინუსი ის აქვს რო ძვირია მარა ხარისხიანია ძალიან.
 
zarnaდრო: ოთხშაბათი, 03.04.2019, 19:07:11 | შეტყობინება # 2255
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bps ყველაზე ნაგავია ჩემი აზრით,მაგას კიდე ჯეტის ვაზნები ჯობია მარა ეგ ვაზნები კაი ჩანს და მინდა გავსინჯო...რომელ მაღაზიაში შეიძლება შეძენა ვერ მეტყვიი??
და რაღირს ერტი ვაზნა?


ზარნაძე
 
iosebovichდრო: ხუთშაბათი, 04.04.2019, 16:23:57 | შეტყობინება # 2256
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zarna,

[bps ყველაზე ნაგავია ჩემი აზრით]

ეგენი რომლებია? ბაჩიერი და პელაგრი ქარავანში იყიდება.
 
zarnaდრო: ხუთშაბათი, 04.04.2019, 18:30:25 | შეტყობინება # 2257
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bps ესე აწერი რაა...ანუ მაგ ვაზნებს ხმარობ და ძაან კმაკოპილიხაარ??

ზარნაძე
 
Gochahahaდრო: პარასკევი, 09.08.2019, 12:02:27 | შეტყობინება # 2258
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 77
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნებისმიერი ვაზნის(ძირითადად თურქული წარმოების) შეძენის დროს რამოდენიმე უნდა გახსნა და ვიზუალურად დაათვალიერო, რომ დარწმუნდე ნამდვილად შეესაბამება თუ არა მუხტი და საფანტი ყუთზე მითითებულ ნომერს, განსაკუთრებით თუ მასრა არ არის გამჭვირვალე. იყო შემთხვევა მასრას ეწერა 10 ნომერი, სინამდვილეში იყო 7 ნომრით დამუხტული. ეს უნდა ქონდეს მონადირეს წესად, რადგან ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი იმპორტიორი იაფფასებში ყიდულობს გაურკვეველი წარმომავლობის "ფალშივკას", თურქულ გარაჟში კუსტარულად დამზადებულს და ხშირ შემთხვევაში შედეგიც სახეზეა...

Gocha
 
panatiდრო: შაბათი, 10.08.2019, 01:26:18 | შეტყობინება # 2259
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 323
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gochahaha, გეთანხმები მეგობარო ,, ვროტვეილის ,, ფირმის ძვირიანი ვაზნა ვიყიდე 2-წლისწინ საკმაოდ ძვირიანი ვაზნა იყო,3-ნომერი-34გრ , იხვს რომ ვესროლე გამიკვირდა ვიფიქრე 28- გრ-ში ხომარ შემეცვალათქო ,სახში მისვლისთანავე გავხსენი და რასხედავ აცდენილია იმ სტანდარტებს რომელიც იყო მითითბულ ვაზნაზე 3-ნმ ნაცვლად ეყარა 5-6-7 შერეული გაურკვეველი საფანტი -ასევე დენთი რაც შეკვრაზე მითითებული იყო იმაზე ნაკლები გაცილებით , რაც შეეხება გილზებს, იყიდეთ ბეგობრებო გამჭირვალე გილზა იქ დაცულია ყველა ნორმა, მე სიმართლე გითხრათ ,, სტერლინგს,,გამჭირვალე გილზებს ვამუშავებ ალმათ 8-10 წელია და ძალიან კმაყოფილივარ დღემდე ,უბრალოდ ახალი შემოტანილი ქონდათ ,,ეს ვროტველის ,,ფირმის და საცდელად ვიყიდე და ასე შემემთხვა და კიდე ბერძნული ვაზნებია ,,,ლამბროს,, ფირმის მეგობრებო ძალიან კმაყოფილივარ იქნება თქვენც გესინჯათ კარგი ვაზნებია
 
zviadauriდრო: ორშაბათი, 19.08.2019, 15:51:33 | შეტყობინება # 2260
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 192
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბერძნულ ვაზნებზე რასიტყვით დრო იყო მქონდა იტალური ბორნაჩები და არმქონდა საწუწუნო ისე უძაძგუნებდი,მაგრამ აღარ შემოდის კარგახანია ვეღარსად ვნახე... მერე შედარეაბც გავაკეთე დავშალე სტერლინგი ზუბერიდ ა ბორნაჩი ,მოკლედ გაოცებას სად წაუვიდოდი სამივეში სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა წონის წამალი იყო მოთავსებული .გილძზე დატანებულ მონაცემებთან უფრო ახლოს 90% ბორნაჩი აღმოჩნდა მეორეზე 70% სტერლინგი და 50% ზუბერი.წელს ბერძნულ ლამბროს შევადარებ ვნახოთ რამოხდება დახურული გილძია ისევე როგორც ბორნაჩი ამიტომ ვნახოთ იმედია გახსნა და ტესტი არდამჯირრდება :))

აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
Gochahahaდრო: სამშაბათი, 03.09.2019, 12:06:24 | შეტყობინება # 2261
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 77
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ თუ ამის ცოდნა, გამოცდილება, დრო, შესაძლებლობა და შესაბამისი მოწყობილობები გაგაჩნია შენს მიერ დამუხტულ ვაზნებს არაფერი არ შეედრება. თუ რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთი და იგივე თოფით ნადირობთ, გამომუშავებული გაქვს შენი სტილი, ყოველთვის ნასიამოვნები რჩები შედეგით. არიან მონადირეების კატეგორია რომლებიც ყოველი სეზონის გახსნას ახალი სანადირო შეიარაღებით ხვდებიან, თანაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა მაღაზიებში შეძენილ ათასგვარ ამუნიციას იყენებენ,ცხადია შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, რადგან ყველა ახალი თოფის დამუღამებას გარკვეული დრო სწირდება, ზოგიერთს ერთი სეზონიც არ ყოფნის, ამიტომ ერთ მუშა თოფს რომ "მოირგებ", მისი სანადიროდ გამოყენება კარგა ხანს უნდა "აშლიფოვკო". თოფს უნდა შეურჩიო შესაბამისად დამუხტული ვაზნები და არა პირიქით ვაზნას -თოფები. ადრე როცა თოფების ასეთ ფართო არჩევანს ვერ სთავაზობდა ბაზარი მონადირეებს, უფრო შედეგიან ნადირობებს აწყობდნენ ძველი მონადირეები. ბოლო პერიოდში ხშირად ვაკვირდები ნადირობის დროს ოთხი ხუთი მონადირე თუ შევა სავარგულში, სროლის ინტენსივობით სამხედრო დანაყოფის წვრთნებს მოგაგონებს. გადაბუგავენ ყველაფერს და შედეგად ექვსიოდე მწყერით თუ დაბრუნდებიან ჩრდილში...

Gocha
 
tereosდრო: სამშაბათი, 03.09.2019, 13:03:46 | შეტყობინება # 2262
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote Gochahaha ()
ბოლო პერიოდში ხშირად ვაკვირდები ნადირობის დროს ოთხი ხუთი მონადირე თუ შევა სავარგულში, სროლის ინტენსივობით სამხედრო დანაყოფის წვრთნებს მოგაგონებს. გადაბუგავენ ყველაფერს და შედეგად ექვსიოდე მწყერით თუ დაბრუნდებიან ჩრდილში...
Gocha

მერე მაგას რა სჯობია. მაღაიზაც ხეირობს. ფრინველიც და თან სხვა მონადირეებსაც რჩებათ სასროლად მწყერი gimili
 
stoeger1დრო: ოთხშაბათი, 13.05.2020, 22:03:45 | შეტყობინება # 2263
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 699
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა მეგობრებო ემზადებით უკვე სეზონისთვის? წელს ვაპირებ 24 გრამიანი 9,5 სპორტული ვაზნების გამოყენებს მწყერზე ხოლო7,5 24 გრამიანის ქათამაზე, ახლოს დაახლოებით 20 მეტრში კამფეტივითა მაგრამ საინტერესოა ოდნავ შორს ასე 30-35 მეტრზე რას იზამს, ასევე სახლში ვაპირებ დავტენო მსგავსი ვაზნები ოღონდ უკონტეინეროო გავტესტავ და შედეგებს მოგაწვდით

დამატებულია (13.05.2020, 22:03:59)
---------------------------------------------

დამატებულია (13.05.2020, 22:05:12)
---------------------------------------------

 
panatiდრო: ხუთშაბათი, 14.05.2020, 17:37:17 | შეტყობინება # 2264
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 323
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მეგობრებო კარგია ხელახლა გაიხსნა ეს თემა და ბევრს ეს ჩვენი გამოცდილება და რჩევები გამოადგება თუ რომელი ფირმის გილზები ვარგა და შიგ რაყრია,მე ზემოთ ავღნიშნე რამოდენიმე გილზა რომელიც მე გამოვიყენე და შიგნით რაეყარა და არანაირ სტანდარტებში არჯდებოდა,ასე რომ თქვენც გადაამოწმეთ როცა ახალ ფირმის გილზს იყიდით ,გახსენით და საკუთარი თვალით შეამოწმეთ ,რომ ისეთ დროს ისეთ მომენთში ისეთ მანძილზე ვერმოიპოვოთ ფრინველს და დაჯერებაც გაგიჭირდებათ,მე 10-7 ნმ- დე მე ჩემით ვტენი გილზებს და იდეალურად ვკლავ ფრინველს არასდროს არ ვმაზავ ,ვგულისხმობ სასროლ მანძილს35-45 მტ-და არასდროს ცუდი შედეგი არმქონია ასე რომ მეგობრებო შეეცადეთ თქვენ თვითონ დაამზადოთ გამოცადოთ გილზები და დარწმუნებული ვარ ქარხნულ გილზებზე ბევრად უკეთესი შედეგი გექნებათ,თან შენ თვითონ რომ ტენი გილზებს სულ სხვა გემოაქვს და მუღამი ,წარმატებებს გისურვებთ ყველა მონადირეს და დამწყებ მონადირეებსაც
 
stoeger1დრო: ხუთშაბათი, 14.05.2020, 20:41:54 | შეტყობინება # 2265
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 699
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
panati, პრობლემა ისაა რომ კონტეინერი და ბიორი აქ ნორმალური არსად არ იშოვებაა დანარჩენს რო თავი დავანებოთ, რც არ უნა იყოს გინდ ქარხნული გინდ სახლში დატენილი არ დაიზაროთ აიღეთ ფურცელი და 5 ცალი ვაზნა დატესტეთ და ისიამოვნეთ სეზონით

დამატებულია (05.07.2020, 16:00:31)
---------------------------------------------
გამარჯობათ მეგობრებო, ჯერ პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით სანამ ფაქტებს დავდებ ტესტირებით, მოკლედ რომ ვთქვათ ვაზნების დატენვის და ნადირობის გამოცდილება საკმაოდ დამიგროვდა და მივდივარ შემდეგი დასკვნისკენ: მოგეხსენებათ ქარავანსი ვმუშაობ და და ბევრი მოანდირისგან მესმის "უკონტეინერო ვაზნა ახლოს შლის კონტეინერიანი კიდევ შორს" , კომტეინერი შორს აშლევინებს და ასე შემდეგ, ჩემი სუბიექტიური აზრით რამოდენიმე ფაქტთან დაყრდნობით შეიძლება სულაც არ არის ასეე, მოდი განვიხილოთ პლასტმასის კონტეინერი რომელიც ძირთადად 4 ფრთისგან შედგება და მთავარი მიზანი ამ ფრთების გახსნაა, ზოგადა საფანტის წონა ბევრით აღემატება კონტეინერისას შესაბამისად ფიზიკის კანონების თანახმად ლულიდან გასვლის დროს საფანტის სიმძიმის ხარჯზე კონტეინერი ძალიან მალევე ჩამორჩება ტქვიას მითუმეტეს თუ სრული ჩოკით ან 0.75 ით ვისვრით კონტეიენრის შეფერხება მოხდება ლულის ბოლოს და წინ მასინვე საფანტი გაიჭრება შემდეგ კი პლასტმასის კონტეინერი, ანუ რეალურად ეს უკანასკნელი შორს სროლისთვის სულაც არ გამოუგონიათ, ახლა განვიხილოთ ეგრედ წოდებული ბიორი ანუ ჩვენ რომ უკონტეიენროს ვეძახით, ბიორის სროლის დროს ანალოგიური რამ ხდება ბიორი უკან მიყვება საფანტებს მაგრამ პლასტმასის ყელის არ ქონის გამო თავად საფანტები შევიჭროვდება და ლულის ბოლოს მაქსიმალურად შექუჩულად დალაგდება შესაბამისად შეიძლება მეტი სიბურჯღეც მოგვცეს მიზანზე, 1 რაც შეილება ამ დროს გავიფიქროთ საფანტების დეფორმირება მაგრამ რეალურად კონტეიენრიანი ვაზნის დროსაც დეფორმირდება საფანტი ამ ფაქტს ამყარებს ის რომ თოფების უმეტესობა პირობითად რომ ავიღოთ 4 ნომერი საფანტი ცილინდრიდან სროლის დროს უფრო მეტი საფანტი მიაქვს მიზანზე ვიდრე მაგალითად სრული ჩოკიდან რაც თეორიულად პირიქით უნდა იყოს, მოკლეთ ამას აუცილებლად გავტესტავ და ავტვირთავ ფოტოებს

 
panatiდრო: სამშაბათი, 07.07.2020, 14:51:36 | შეტყობინება # 2266
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 323
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, ქარხნულ გილზში 7- ნომრის ზომის მრგვალი არა და ,,,ოთკუთხედი,,,საფანტი თუ გინახავთ ვინმეს,უბრალოდ ფოტოს ვერვდებ მეგაბაიტის გამო,და წარმატებულათაც ვკლავვ gimili
 
tereosდრო: ოთხშაბათი, 08.07.2020, 09:27:39 | შეტყობინება # 2267
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
panati, ოთხკუთხედი საფანტი როგორც ვიცი ფილადის მზადდება . ვინაიდან ფილადი ტყვიაზე მსუბუქია ოთხკუთხედი საფანტი კი უფრო შემჭიდროვებულია და საფანტებს შორის უფრო ნაკლები სივრცე რჩება. ვფიქრობ ამიტომ გამოიგონეს ოთხკუთხედი საფანტი.
 
panatiდრო: ოთხშაბათი, 08.07.2020, 10:59:13 | შეტყობინება # 2268
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 323
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tereos, მეც ეგრე ვიცოდი ფოლადი მაგრამ როცა შევამოწმე სუფთა ტყვიაარის,ეს გილზები ტრაბიზონში არის ნაყიდი სადღაც 20-წლის გილზებია და 5-6 ცალი მაქვს დარჩენილი,ისიც ზემოდან დავაკვირდი რაღაც საფანტის ფორმა არ მომეწონა და გავხსენი თორემ იმდენი ვისეოლე არცკი ვიცოდი,სხვათაშორის რომ ხვდება ფრინველს სულ სხვა ეფექტიაქვს და მიკვირდა ხოლმე
 
stoeger1დრო: ხუთშაბათი, 09.07.2020, 22:07:03 | შეტყობინება # 2269
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 699
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
panati, კი მინახავს რომელიღაც თურქული ვაზნა იყო ნ 6 ოღონდ არ ვიცი რისთვის შექმნესს
 
panatiდრო: პარასკევი, 10.07.2020, 00:23:29 | შეტყობინება # 2270
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 323
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, როგორც მახსოვს თურქული არუნდა იყოს უცხოურად აწერია,,,,REGAL,,,ხვალე კარგად შევხედავ თუ ეტყობა წარწერა
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » ტყვია - წამალი; ჰილზები; ჰილზების დატენვა » ვაზნები (გავუზიაროთ ერთმანეთს ვაზნების დატენვის საიდუმლოება)
  • გვერდი 46 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 44
  • 45
  • 46
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)იარაღის ხელოსნები და სახელოსნოები
  • 2.)12 &16 & 20 კალიბრი
  • 3.)ვაზნები
  • 4.)ბაზიერის სამტრედიელი წევრები
  • 5.)იარაღები
  • 6.)ნაკლებად ცნობილი თურქული თოფები
  • 7.)ფეხბურთი
  • 8.)ინტერნეტით ფულის გამომუშავება
  • 9.)MR 155
  • 10.)ვინ რომელ მეძებარს ანიჭებს უპირატესობას
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)luka212k21
  • 2.)temokiko
  • 3.)Zurabichi-85
  • 4.)Borka001
  • 5.)Dato525
  • 6.)orum
  • 7.)sapitski
  • 8.)rekva1000
  • 9.)rekva777
  • 10.)crosmanf4

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика