10:32:08
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » ტყვია - წამალი; ჰილზები; ჰილზების დატენვა » დიაბლოს ტიპის ტყვია გლუვ ლულიანი თოფებისთვის.
დიაბლოს ტიპის ტყვია გლუვ ლულიანი თოფებისთვის.
minchaninდრო: სამშაბათი, 05.07.2016, 22:18:23 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ. მომივიდა მუზა და გადავწყვიტე კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ანუ, შემემოწმებია თუ რამდენად ეფექტურია თვითნაკეთი "დიაბლოს" ტიპის ტყვიის გამოყენება გლუვ ლულიან სანადირო თოფში. ამისათვის დამჭირდა ჩემი კონსტრუკციის ყალიბის დამზადება. მართალი გითხრათ პირველი ცდა უშედეგო იყო. მეორე ცდით უკვე მივიღე ის ყალიბი, რომელიც ალბომშია ნაჩვენები. შემდეგ დავიწყე მისი გამოცდა. ანუ ტყვიების ჩამოსხმა. თურმე არც ისე იოლი ყოფილა ეს საქმე. ბევრი ცდების მერე დავამუღამე ტექნოლოგია და მივიღე სასურველი ტყვიები. მათი წონიდან, და ზომებიდან გამომდინარე, ვფიქრობ შეიძლება მათი გამოყენება როგორც 12 კალიბრისთვის, ასევე 16 კალიბრისთვის. ტყვია ზუსტად თავსდება 12 კალიბრის კონტეინერში. და ასევე 16 კალიბრის პლასტმასის გილზში. ასევე იქნა გატარებული 12 და 16 კალიბრის ლულებში (შესაბამისად კონტეინერით და უკონტეინერო). ტყვიამ ლულაში გაიარა ცოტაოდენი ძალის მიჭერით. რასაც ნორმალურად ვთვლი. შესადარებლად იქნა გამოყენებული ქარხნული ტყვია "შარიკით". მასაც იგივე ძალა დაჭირდა ლულაში გასავლელად. ამიტომ ჩავთვალე ჩემი ტყვია მისაღებად. წონა კონტეინერით 34,5 გრამია. ჩემი აზრით ნორმალურია ორივე კალიბრისთვის. თუმცა 16 კალიბრისთვის ორნახევარი გრამით ნაკლები იქნება, რადგან კონტეინერის წონა გამოაკლდება. გარე დიამეტრი შერჩეული იყო სწორედ 16 კალიბრისთვის. დავტენე რამოდენიმე ვაზნა. მუხტად ავიღე ე. წ. ესპანური წამალი (როგორც მითხრეს მაღაზიაში), და 12 კალიბრისთვის დავმუხტე 1,9 გრამით. პიჟის გარეშე. დავამთავრე "ზაკრუტკით". სროლა ვაწარმოე "ჰატსან ესკორტიდან", ცილინდრიანი ჩოკით, 50 მეტრზე. როგორც 80 პროცენტ პოლუავტომატებს (შეიძლება მეტსაც) ჩემს თურქსაც მარცხნივ წაღება უყვარს. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დაჯგუფების გაკთება. მიღებული რეზულტატს ნორმალურად ვთვლი. პირველი სამის გვერდზე წაღების მერე შევეცადე გამეთვალისწინებინა თოფის ეს ნიუანსი, და 4 და 5 ნასროლი უკვე ცენტრთან ახლოს მოხვდა. და თანაც საკმაოდ ახლოს ერთმანეთთან. ქარხნულ ტყვიასთან შედარება არ გამიკეთებია, რადგან მხოლოდ ერთი ცალი მქონდა. უახლოეს დღეებში ვიყიდი რამოდენიმე ცალს და შევადარებ დაჯგუფებას. ისე კი უნდა ავღნიშნო, რომ "შარიკიანი " ტყვია არ არის ცილინდრული. თავსა და ბოლოში დიამეტრების სხვაობა ნახევარ მილიმეტრს აღემატება. სურათებში ეს ჩანს. ანუ ტყვიის თავი თავისუფლად ყანყალებს ლულაში, და გამოვარდნისას მიმართულება შეიძლება ცვალებადი იყოს. შესაბამისად სიზუსტეც. ასეთია ჩმა. ჩემი ტყვიის შემთხვევაში ეს გარემოება საგრძნობლად უკეთესია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ტყვიის ანბეჭდები სამიზნეზე საკმაოდ მკაფიოებია. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტყვიის ღერძი და მისი ტრაექტორია ერთმენეთს ემთხვევა. ანუ, არ ხდება ტყვიის გვერდულად ფრენა. ასევე მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად ქარხნულ ტყვიებზე არსებული გვერდითი ჭრილებისა, რომლებიც საჭიროა მათი (ტყვიის) თავისი ღერძის ირგვლის დასატრიალებლად, ისინი (ჭრილები) ამ როლს ვერ ასრულებენ. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ამასვე ამტკიცებენ მიტიჩკინები თავიანთ წიგნში "პულევიე სნარიადი". და არა მარტო ისინი. ხოლო "დიაბლოს" ფორმა საკმაოდ იოლად იტანს იმ ტურბულენტურ ჰაერის ნაკადებს, რომლებიც წარმოიშვება ტყვიის სივრცეში გადაადგილების დროს. რაც არაბრუნვადი ტყვიებისთვის მნიშვნელოვანია. და უფრო მეტიც, თუ ამ ფორმის ტყვიას ვაიძულებთ, და დავატრიალებთ თავისი ღერძის გარშემო, მისი სიზუსტე საგრძნობლად იზრდება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ "დიაბლოს" ფორმის ტყვიით, და "პარადოქსით", 410 კალიბრის "საიგა" გაუტოლდა სიზუსთით კარაბინ "ბარს"-ს (5,6 - 39 მმ.). ანუ გაბნევამ შეადგინა 7 სანტიმეტრი 100 მეტრზე. რა თქმა უნდა უქარო ამინდში. მიუხედავად ამისა გლუვლულიანი თოფისთვის ეს მაჩვენებელი კარგზე უკეთესია. მომავალში მეც მაქვს იდეა მსგავსი "პარადოქსის" დამზადებისა. და, სწორედ ამიტომ იქნა პირველი ნაბიჯი გადადგმული, და იქნა "დიაბლოს" ტიპის ტყვია დამზადებული. რადგან ჩემი ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ ეს იდეა კარგადაა დასამუშავებელი. რაც საკმაო დროს წაიღებს. ვფიქრობ პირველი ნაბიჯი არც თუ ისე ცუდია.












 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 06.07.2016, 11:08:32 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი ცდისთვის არ არის ურიგო შედეგი, ისე ამ ტყვიას უფრო "მეტი" შეუძლია (უკეთეს დაჯგუფებას ვგულისხმობ)

დამატებულია (06.07.2016, 10:55:42)
---------------------------------------------
ამ ტყვიას არ "უყვარს" დიდი წნევა (დიდი მუხტები), მაგრამ თუ მუხტის შემცირება არახელსაყრელია მაშინ შენადნობი უნდა დამზადდეს უფრო მტკიცე, ასევე გარკვეულწილად დადებით შედეგს იძლევა კუდის სიცარიელის შევსება პარაფინით, უკიდურეს შემთხვევაში წვრილი ნახერხით 23

დამატებულია (06.07.2016, 11:07:32)
---------------------------------------------
სავარაუდოდ რბილი ტყვია უნდა იყოს, მძიმე ჩანს ზომებთან შედარებით 23

დამატებულია (06.07.2016, 11:08:32)
---------------------------------------------
თუ რამე კონსტრუქციული ცვლილება არ არის შეტანილი


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 06.07.2016, 18:46:31 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
გარკვეულწილად დადებით შედეგს იძლევა კუდის სიცარიელის შევსება პარაფინით, უკიდურეს შემთხვევაში წვრილი ნახერხით


საინტერესოა. ვცდი.
Quote VAXO-HUNTER ()
სავარაუდოდ რბილი ტყვია უნდა იყოს, მძიმე ჩანს ზომებთან შედარებით


კი, ნამდვილად. ტყვია რბილია. სათევზაო "გრუზიკებიდანაა" ჩამოსხმული. რაც იმ მომენტისთვის ხელმისწვდომი იყო.

რაც შეეხება მუხტს - არ იყო გადაჭარბრბული. და არც მცირე. 1/20 ე. წ. ესპანური. ვფიქრობ ნორმალურია. სიჩქარე არ გამიზომია ქრონოგრაფზე, მაგრამ მისი "წუილიდან" გამომდინარე არ უნდა იყოს პატარა. საერთოდ ეს პირველი ცდებია ჩემს მიერ ამ მიმართულებით. თუ შესაბამისი დრო და თანხები გამოვძებნე გავაგრძელებ ცდებს როგორც მასალის (ტყვიის), ასევე მუხტის და სხვა და სხვა ჩოკების გამოყენების შემთხვევაში. ასევე ყალიბის კონსტრუკციაც დასახვეწია კიდევ. გარდა ამისა მინდა ვცადო 16 კალიბრიდან კონტეინერის გარეშე. მაგრამ ამისათვის კარგი თოფია საჭირო, რომელიც მე ჯერ არ გამაჩნია. ერთი სიტყვით გასარკვევი ჯერ ბევრია.
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 06.07.2016, 19:25:55 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შენადნობისთვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია კაბელის და აკუმულატორის ტყვია 1:1,
რაც შეეხება მუხტს - არ იყო გადაჭარბრბული - ადვილი დასადგენია ტყვიის მიხედვით, დიდი წნევის შემთხვევაში კუდი იკეცება,ე.წ. "გარმოშკა" კეთდება, სიცარიელის შევსება გარკვეულწილად ხელს უშლის, გარდა იმისა , რომ გამორიცხავს პიჯების გაჭედვას (ქეჩის შემთხვევაში).
ამ ტყვიის მთავარი დადებითი მხარე სიზუსტისა და ჭრის გარდა არის ის , რომ აბსოლუტურად უვნებელია სრული და გაძლიერებული ჩოკებისთვისაც კი, (თუ კალიბრის შესაბამის ზომებშია დამზადებული)

დამატებულია (06.07.2016, 19:25:55)
---------------------------------------------
მეც ველოდები ყალიბს, 12 კალიბრისთვის უნდა დავამზადებინო 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 06.07.2016, 19:29:36
 
xafoxafoდრო: სამშაბათი, 31.01.2017, 14:49:33 | შეტყობინება # 5
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თბილისში რაც იყიდება ჟაკნებიდან ყველაზე შორს რომელი მიდის ? რომელი მოდელი

ira.goniashvili
 
alekoდრო: პარასკევი, 03.02.2017, 19:22:57 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაა საინტერესოა...ე.ი როგორც გიწერიათ 16 კალიბრისთვის იყო შერჩეული გარე დიამეტრი...მაგრამ 32 გრამი 16-სთვის ბევრი არაა?12-სთვის რომ ყოფილიყო ალბათ კონტეინერში აღარ ჩაეტეოდა ხომ? საერთოდ ზოგადად ქარხნულად როგორ იტენება კონტეინერით თუ მის გარეშე ? ე.ი ჩვეულებრივი კალიბრული ტყვიაა არა? რამდენი კითხვა დავსვი...არ მქონია შეხება ამ ტყვიასტან , მომეწონა მაგრად...
უცბად ამის გვერძე პოლევა წარმომიდგა...ნეტა როგორია პოლევასთან შედარებით ?


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » ტყვია - წამალი; ჰილზები; ჰილზების დატენვა » დიაბლოს ტიპის ტყვია გლუვ ლულიანი თოფებისთვის.
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика