15:30:19
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
უსაფრთხოების ზომები
ENUQICHIდრო: პარასკევი, 27.04.2012, 03:49:15 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზოგიერთი უსაფრთხოების ზომები იმდენჯერ განმეორებულა სამონადირეო ლიტერატურაში ალბათ უკვე ყბადაღებულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს იმდენად ელემენტალურად მიიჩნევენ სხვადასხვა ავტორები, აღარც კი აღნიშნავენ. თუმცა ამ საქმის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია რადგანაც წაკითხული ყოველთვის გემახსოვრება და შესაბამისი გარემოების შექმნისას აუცილებლად ამოგიტივტივდება თავსი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალბედა გამოუცდელი მონადირეებისთვის რომლებსაც არც თუ ისე დიდი ხნის უკან გადაწყვიტეს ქონდეთ შეხება სანადირო თოფთან. ამიტომაც შემოგთავაზებთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სანადირო თოფების მცოდნე, ბ. ოთარ ლომთაძის სახელმძღვანელოდან რამოდენიმე მათგანს, რათქმაუნდა ამონარიდებს და მნიშვნელოვან აბზაცებს ამ თემის ირგვლივ!

თოფი წარმოადგენს გაზრდილი საშიშროების ნივთს და ამიტომ:

1. თოფს ყოველთვის უნდა მოვეპყროთ ისე, როგორც დატენილს! დაუშვებელია მისი ადამიანისათვის მიშვერა;

2. სანადიროდ წასულმა მონადირემ სავაზნეში ვაზნები უნდა ჩაალაგოს დასახლებული პუნქტიდან 200 მეტრის გავლის შემდეგ. ხოლო ნადირობიდანდაბრუნებისას ამავე მანძილზე ამოალაგოს;

3. სახლში ან სხვაგან, შენობაში ყოფნისას მონადირემ თოფი და ვაზნები არ უნდა მოათავსოს ისეთ ადგილას, სადაც მას თავისუფლად შეიძლება შეეხოს უცხო პირი, განსაკუთრებით კი ბავშვები;

4. ტრანსპორტირებისას თოფი უნდა იდოს შალითაში;

5. ნადირობის დამთავრებისას თოფიდან ვაზნები უნდა ამოვიღოთ;

6. თუ მონადირე კარგად ვერ ხედავს მიზანს, არ უნდა ესროლოს მას, მითუმერს ხმაურის მიმართულებით;

7. უმჯობესია, თუ ბუნებაში მონადირეთა თავშეყრის ადგილას ყველა მონადირეს თოფები გადახსნილი ექნება;

8. წყალზე ან ტყეში სროლისას მონადირემ არ უნდა დაივიწყოს რიკოშეტის შესაძლებლობა. სროლის მიმართულებით თუ სხვა მონადირეებიც არიან სროლა დაუშვებელია;

9. კაფსულის მტყუნების შემთხვევაში ლულები უნდა გადაიხსნას მხოლოდ 5-10 წუტის გასვლის შემდეგ;

10. თუ ვაზნა სავაზნეში ძნელად ჩადის, დაუშვებელია მისი ძალით ჩაყვანა. ვაზნა შეიძლება სავაზნეში გაიჭედოს და მისი გამოგდებისას მოხდეს არასასურველი და სახიფათო გასროლა;

11. ცუდი ხილვადობისას, ბუჩქნარში, ლელიანში, ადამიანის სიმაღლეზე (2,0-2,5 მ) სროლა დაუშვებელია;

12. დაუშვებელია სროლის მომენტში ხეზე ან სხვა მყარ საგანზე მიყრდნობა. თოფის უკუცემის შედეგად მონადირემ შეიძლება ლავიწის ძვალი გაიტეხოს, ან მხარი ამოიგდოს;

13. ნავში ჯდომისას მონადირემ უნდა გაითვალისწინოს უკუცემა, რათა სროლის შემდეგ წყალში არ ამოჰყოს თავი;

14. რაიმე დაბრკოლების გადალახვისას თოფზე დაყრდნობა დაუშვებელია;

15. ისეთი დაბრკოლების გადალახვისას, რომელიც მონადირისაგან გარკვეულ დროს და მოხერხებულობას მოითხოვს, თოფი უნდა განიმუხტოს;

16. უსწორმასწორო ადგილის გადალახვისას მონადირე შეიძლება თოფიანად წაიქცეს. ადგომის შემდეგ მან თოფი უნდა გადახსნას და თუ ლულებში ვაზნები უწყვია, ამოიროს და ლულებში გაიხედოს, რათა დარწმუნდეს, რომ მასში არაფერია ჩარყრილი (მე თავად წავიქეცი და ტალახით ამოივსო ლულა გურიაში იხვზე ნადირობისას, ნახევარი საათი ვწმენდდი);

17. თოფის მიწიდან ან ნავიდან აღებისას არ შეიძლება იგი ლულით მონადირისკენ იყოს მიმართული, მაშინაც კი, როცა მონადირემ იცის, რომ მასში ვაზნები არ აწყვია;

18. თუ მონადირეს თოფი ხელში უჭირავს ან მხარზე აქვს ჩამოკიდებული, თავის ძაღლს არ უნდა მისცეს ზედ თათებით შეხტომის უფლება. ძაღლმა შემთხვევით შეიძლება სასხლეტს გამოჰკრას, რასაც გასროლა შეიძლება მოჰყვეს;

19. სროლისას მონადირემ არ უნდა დაივიწყოს რომ იგი სხიფათოა ადამიანისათვის - მსმხვილი საფანტის შემთხვევაში 300 მ-მდე მანძილზე, ფინთიხის შემთხვევაში 600 მ-მდე მანძილზე, ხოლო ტყვიით სროლისას 1კმ-ზე და უფრო შორსაც;

20. მტყუნებულ ვაზნას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. უმჯობესია თუ იგი გნიმუხტება კაუჭიანი ლითონის სპეციალური სამარჯვით და ხელახლა დაიტენება მხოლოდ მტყუვნებული კაფსულის ამოღების შემდეგ;

21. ჩახმახიან თოფში ჩახმახები ფეხზე უნდა შედგეს მხოლოდ გასროლის წინ. ჩახმახების დაშვება უნდა მოხდეს მხოლოდ ლულების მიწისაკენ მიმართულ მდგომარეობაში;


ასეთია იმ უსაფრთხოების ზომებნის არასრული ჩამონათვალი, რომლებიც სანადიროდ წასულმა მონადირემ უნდა მიიღოს მხედველობაში თოფის ხელში აღებისთანავე და მთელი სანადირო თოფის ექსპლოატაციის დროის განმავლობაში!

იმისათვის, რომ სანადირო თოფმა დიდხანს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა (ყოს გამართული და თავისით არ გავარდეს როგორც მინიმუმ) და დროზე ადრე არ გამოვიდეს მწყობრიდან, საჭიროა მონადირემ დაიცვას უსაფრთხოების წესები:

1. თოფის გადახსნის დროს ზედა გადასახსნელი ბერკეტის მობრუნებისას მონადირემ არ უნდა დაიქნიოს ლულები ძირს, მას ხელი უნდა შეაშველოს და ნარნარით დაუშვას. იგივე უნდა მოიმოქმედოს მან ლლების ჩაკეტვის დროსაც. ზოგი თავმომწონე მონადირე დემონსტრაციულად, ხმაურით კეტავს და თან აქეთ-იქეთ იყურება, ნახეთ როგორი ყოჩაღი ვარო. თოფის ყოველი დაკეტვა და გახსნა, რომელსაც მჭახე ხმა მოსდევს, მიუთითებს იმაზე, რომ მოხდა ლიღონის ჭედვა ანუ დეფორმაცია, რასაც საბოლოოდ მთელი თოფის ნაადრები მორყევა მოჰყვება. რაც უფრო უხმაუროდ იკეტება თოფი მით უკეთესია.

2. არასასურველია უვაზნებოდ თოფის ფეხზე შეყენება და შემდეგ ჩახმარეხის დაცემა. დაშლილ თოფში მუშა ზამბარა მოშვებულ მდგომარეობაში უნდა იყოს. ამისათვის ჩახმახიან თოფში ჩახმახი თითის წაშველებით უნდა დაუშვათ დაცემის გარეშე, ხოლო უჩახმახო თოფში კალაპოტის ზურგზე, სასხლეტზე თითის დაჭერის წინ, უნდა მივაფაროთ ხის ნაჭერი, რომელიც თავის თავზე მიიღებს ნემსის დარტყმის მთელ ძალას.

3. მხოლოდ კაფსულიანი ვაზნით სროლა არასასურველია. მისი წვის პროდუქტები მავნეა ლულებისა და კალაპოტისთვის. თუ მონადირეს სურს დამცავ სასხლეტი მექანიზმისგამოცდა, მან სავაზნეში უნდა ჩადოს ან ერთხელ უკვე გასროლილი ვაზნა, ან ე.წ. ფალშპატრონა, ვაზნის მაკეტი, რომელიც მაღაზიებში იყიდება. დამცემ სასხლეტი მექანიზმის ვარგისიანობის შემოწმება შეიძლება შემდეგნაირად: კალაპოტის ზურგზე, ლულების გადახსნის შემდეგ, უნდა დაიდოს შესაბამისი კალიბრის თითბერის მასრა გასროლილი კაფსულით. უნდა გამოვკრათ სასხლეტს თითი. თუ მასრა 50 სმ-ზე მეტ სიმაღლეზე ავარდა, ეს ნიშნავს, რომ დამცემ-სასხლეტი მექანიზმი სრულ წესრიგშია და თოფი მტყუვნებებს არ მოგვცემს.

4. თუ ვაზნა სავაზნეში თავისუფლად არ ჩადის, არ შეიძლება მისი ჩატენა. ამისათვის საჭიროა ის ჯერ გატარდეს საწურში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიდოს სავაზნეში.

5. არ შეიძლება ერთდროულად ორივე ლულიდან გასროლა. არც თოფია ამაზე გათვლილი და არც მონადირისათვისაა ასატანი ორმაგი უკუცემა.

6. დენთისა და ჭურვის წონა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული კალიბრისა და წონის მქონე თოფისათვის რეკომენდირებულს.

7. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თოფიდან სროლა, თუ ლულებში თოვლის, მიწის ან სხვა გარეშე ნაწილაკებია ჩარჩენილი. ამან შეიძლება სროლისას ლულის გაბერვა გამოიწვიოს.

8. არ შეიძლება 1.0 მმ-ზე მეტი შევიწროების (ჩოკი) მქონე ლულიდან ტყვიის სროლა. ამ დროს შეიძლება ჩოკთან ლულა გაიბეროს.

9. მონადირე უნდა მოერიდოს თოფის ვარდნას, მყარ საგანზე მირტყმას, ტრანსპორტირებისას მასზე დაჯდომას. ამან, მძიმე მონადირის შემთხვევაში, მსუბუქ ლულიან თოფებში ლულების გამრუდება შეიძლება გამოიწვიოს.

10.დაჭრილი ცხოველის კონდახის ჩარტყმით დამორჩილება დაუშვებელია. ამ დროს მონადირე, როგორც წესი აღელვებულია და თავის ძალებს ვერ აკონტროლებს. უამრავი თოფის კონდახი გატეხილა იმის გამო, რომ მონადირეს თავივერ შეუკავებია დაჭრილ ნადირთან.


ქვეყანაზე არაფერია მუდმივი. სანადირო თოფს რაც არ უნდა ბევრი ვეფეროთ, სიცოცხლის გარკვეული პერიოდი გაააჩნია.
საბჭოთა რიგითი თოფების иж-54-ის, тоз-бм-ის, иж-58-ის მუშაობის რესურსი 10 ათას გასროლაზე იყო გათვლილი. მათი ცალობითი ვარიანტები 25 ათას გასროლაზე. ინგლისური ელიტური ფირმების თოფები, როლებისც დიდი გულმოდგინებით და სიზუსტით, შეკვეთით მზადდებოდა, მრავალი ათეული ათასი გასროლის შემდეგაც, აერ უკვე ასი წელია, საიმედოდ ემსახურებიან მონადირეებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ექსპლოატაცია და მოვლა-პატრონობა ხდებოდა წესების სრული დაცვით.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - პარასკევი, 27.04.2012, 14:39:24
 
MELOKOVEდრო: პარასკევი, 27.04.2012, 08:34:46 | შეტყობინება # 2
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 166 მხოლოდ იმას დავამატებ რო მაგ წესების გარესჰე ტვიტონ უნდა ხვდებოდეს მონადირე რადა როგორ უნდა გააკეტოს. მანკანის მართვასავით ავტომატიზირებულათ. 48 01 01155
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 27.04.2012, 14:07:45 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MELOKOVE, მანამდე უნდა წაიკითხოს სანამ მონადირე არ არის, თუარა მონადირე კი მართალი ხარ უნდა ხვდებოდეს 23

★ஜ۩۞۩ஜ★
 
grishaდრო: პარასკევი, 27.04.2012, 14:49:20 | შეტყობინება # 4
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე სკოლაში არ ვიყავი შესული მამაჩემს რო დავყვებოდი სანადიროთ და სათევზაოთ და რაც ვიცი ნადირობასთან და თევზაობასთან დაკავშირებით ყველაფერი მან მასწავლა, მათ შორის ეგ უსაფრთხოების წესები და კიდევ ბევრი რამ უსაფრთხოების შესახებ, სანამ მე მანდობდა ტოფს მანამდე მასწავლა ყველაფერი და რო დარწმუნდა რო კარგი მოსწავლე ვიყავი მერე უკვე თოფიც მანდო, მამაჩემთან ერტად ნადირობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, სულ ჭკუას მარიგებს და რაგაცეებს მასწავლის და ეგ ჩემთვის ნადირობის დროს ორმაგი სიამოვნებაა 166

g. tevzadze
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 27.04.2012, 15:49:46 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეისათვის საქართველოში მონადირეების 90%-ს საბჭოთა წარმოების თოფები აქვთ. ამიტომ დავწერ არაჩვეულებრივი წიგნიდან მათ შესახებ, თუ სად არის მათი სიმტკიცის ზღვარი! რას უნდა მოელოდნენ ქართველი მონადირეები თავისი თოფისგან, თუ ექსპლუატაციის დადგენილ ნორმებს დაარღვევენ. ისიც აღსაღნიშნავია რომ თოფის საიედოობის კრიტერიუმები საერთოა ყველანაირი თოფისათვის, საბჭოთა იქნება ეს თუ ინგლისური ან სხვა მწარმოებელი ქვეყნების.
ქართველი მეიარაღე ოთარ ლომთაძე აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდსი წარმოებულ სანადირო თოფებზე, კრიტიკა არ შეიძლებოდა, იგი აკრძალული იყო და აქსიომად ვრცელდებოდა სამამულო ტოფებზე მისი სიკარგე, ისევე როგორც სხვა ყველაფერი რაც საბჭოთა კავშირში იქმნებოდა! თუმცა მონადირეები მაინც ახდენდნენ თოფების კრიტიკას, მათი მოუხეშაობის, სიმძიმის და მხატვრული უსახურობის გამო. ა, კრიტიკის საპასუხოთ არგუმენტები გამოძებნეს იმ დროს და ერთხმად ყველა კომუნისტური მმართველობა აღნიშნავდა თუ როგორი გამძლე, ყველანაირ კლიმატურ პირობების მიმართ ამტანი სანადირო თოფები გამოდიოდა საბჭოთა კავშირში! ხოლო სხვა უცხოური წარმოების თოფები სუსტი მექანიზმით, ერთმანეთზე მიმაგრებული სუსტი ნაწილებით ხასიათდებოდა, საკმარისი იყო პაპიროზის ქაღალდის ან ქვიშის უმცირესი ნაწილაკის მოხვედრა რომ ეს უვარგისი უცხოური ნაწარმი აღარ ჩაიკეტოსო.
სამოცდაათიან წლებში იჟევსკის მექანიკური ქარხნის სპეციალისტებმა გამოსცადეს თავისი წარმოების ორი თოფი: 12 კალიბრის иж-54 და 16 კალიბრის иж-58. გაკეთდა 100-100 გასროლა. иж-54-ის შემთხვევაში ვაზნაში 2,2 გრ დენთით, ხოლო иж-58-ის შემთხვევაში - 1,8 გრ დენთით დატენვით. დააკმაყოფილა ორივე თოფმა ГОСТ-ით (სახელმწიფო სტანდარტით) დადგენილი მოთხოვნები.
პირველად ვაზნებში დენთის წონა, 0,5-0,5 გრ თანდათან დამატებით, აიყვანეს 6 გრ-მდე. კეთდებოდა 6-6 გასროლა. თოფებმა დაუზიანებლად გაუძლეს გამოცდას.
დენთის წონის 7გრ-მდე გაზრდის შემდეგ иж-54-დან მესამე გასროლისას, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ლულებში წარმოიშვა უმნიშვნელო გაბერილობები სავაზნის ჭრილიდან 70 მმ-ზე იქ, სადაც წნევა მაქსიმალურია. иж-58-ში ლულები დაუზიანებელი დარჩა.
შემდეგ ეს გამოცდა განმეორდა მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წინა გამოცდაში დენთს არ კუმშავდნენ, ახლა კი 8-10 კგ-ით შეკუმშეს. иж-54-ში პირველივე გასროლის შემდეგ მარჯვენა ლულაში სავაზნის ჭრილიდან 100 მმ მანძილზე გაჩნდა ოდნავ შესამჩნევი გაბერილობა, ხოლო მეორე და მესამე გასროლისას იმავე ლულიდან, გაბერილობა გადაიზარდა და გაჩნდა ახალი, სავაზნის ჭრილიდან 190 მმ-ზე. მარცხენა ლულაში პირველივე გასროლის შემდეგ გაჩნდა სამი გაბერილობა ნახევრრგოლის სახით სავაზნის ჭრილიდან 85-170 მმ-ზე. ასეთივე გამოცდას иж-68-ის ლულებმა დაუზიანებლად გაუძლო!
გაზომვებმა აჩვენეს რომ გამოცდებისას წნევა 2000 ატმოსფეროს აღემატებოდა, ე. ი. სამჯერ მეტი იყო 550 ატმოსფეროზე, რომელსაც იძლევა ნორმალურად დატენილი ვაზნა.
გამოცდების შემდეგი ეტაპი არანაკლებ საინტერესო შედეგებით დასრულდა, ვინაიდან ლულებში ქმნიდნენ სხვადასხვა არანორმალურ პირობებს ჭუჭყის, უცხო ნაწილაკების შეტანისა თუ სხვა ანომალიების სახით.


გაგრძელება იქნება...


★ஜ۩۞۩ஜ★
 
@axalkaci@დრო: პარასკევი, 27.04.2012, 16:42:11 | შეტყობინება # 6
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგში
 
lengo88დრო: პარასკევი, 27.04.2012, 20:42:14 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 263
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
9. კაფსულის მტყუნების შემთხვევაში ლულები უნდა გადაიხსნას მხოლოდ 5-10 წუტის გასვლის შემდეგ; ეგ წესი უნდა დაიცვას ყველამ, ერთ მოუვიდა პერელიოტზე უმტყუნა ვაზნამ, მერე ღამე იყო და არც გადაუტენია თოფი და არც გლიზა ამოუღია, სადღაც 20-25 წუთში სახლში მისულა, შიგნით შესვლა და გასროლა მოხდა ლუა ზევითკენ ქონდა მიმართული და ჭერი გახვრიტა 23 23

დამატებულია (27.04.2012, 19:42:14)
---------------------------------------------
10. თუ ვაზნა სავაზნეში ძნელად ჩადის, დაუშვებელია მისი ძალით ჩაყვანა. ვაზნა შეიძლება სავაზნეში გაიჭედოს და მისი გამოგდებისას მოხდეს არასასურველი და სახიფათო გასროლა; ამ წესის დარღვევით სასწაულს გადაურჩი, დაფლეთილი გლიზა ჩემს თვალწინ კედელს შეასკდა, დენთის ნამწვავები კი თვალში ჩამეყარა, დაახლოებით 5 წუთი აზრზე ვერ მოვსულვარ რა მოხდა, მეგონა ყუმბარა ამიფეთქდა


თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
 
alekoდრო: პარასკევი, 27.04.2012, 23:02:33 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lengo88)
9. კაფსულის მტყუნების შემთხვევაში ლულები უნდა გადაიხსნას მხოლოდ 5-10 წუტის გასვლის შემდეგ;

წუთი არა, წამი უნდა იყოს!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
zrichilaდრო: შაბათი, 28.04.2012, 00:15:30 | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ბევრმა დამწყებმა მონადირემ არ იცის ეს წესები და ვურჩევ ყველამ წაიკითხოს. ყოველთვის ვერიდები უცოდინართან ნადირობას განსაკუთრებით მწყერზე, რომ დაინახავენ დამიზნებამდე ისვრიან და წინ გავუშვებ ხოლმე 23

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 26.07.2012, 21:33:15 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა და რა ელემენტარული უსაფრთხოების ნორმრბი უნდა დაიცვას ყველა დამწყებმა თუ გამოცდილმა მონადირემ?



"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
Adminდრო: ორშაბათი, 06.08.2012, 20:17:14 | შეტყობინება # 11
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ENUQICHI)
21. ჩახმახიან თოფში ჩახმახები ფეხზე უნდა შედგეს მხოლოდ გასროლის წინ. ჩახმახების დაშვება უნდა მოხდეს მხოლოდ ლულების მიწისაკენ მიმართულ მდგომარეობაში;

რატომ მხოლოდ მიწისაკენ მიმართული ლულებით? თუკი ჰაერში იქნება მიმართული,ღია სივრცეში, რა პრობლემაა?
Quote (ENUQICHI)
0. მტყუნებულ ვაზნას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. უმჯობესია თუ იგი გნიმუხტება კაუჭიანი ლითონის სპეციალური სამარჯვით და ხელახლა დაიტენება მხოლოდ მტყუვნებული კაფსულის ამოღების შემდეგ;

კაუჭიანი ლითონის სპეციალური სამაგრი როგორია? იქნებ სურათიც დადოთ


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 05.10.2012, 12:41:57 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი თემაა და აუცილებელია ყველა დამწყებმა მონადირმ წაიკითხოს და დაიმახსოვროს. ამასთან ერთად ყველა გამოცდილი მონადირის ვალია, აუხსნას ეს წესები დამწყებს მინდორში გასვლამდე და მინდორშიც აკონტროლოს მისი ქცევა.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lash131დრო: პარასკევი, 05.10.2012, 15:22:11 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლაც რომ აუცივლებელია რომ , ყველა მონადირემ იცოდეს უსაფთხოების წესების დაცვა. ბევრი სამწუხარო ფაქტის მომსწრე გავმხდარვარ ვიგაც ვიგაცეების დაუდევრობის და უყურადღებობის გამო. 20 დგის წინ სანადიროდ ვიყავი გასული გონიოსკენ, და რაც იქ ვნახე ეხლაც არ ამომდის თავიდან. ვინ ვის ესროდა ვერ გაიგებდა კაცი, კიდევ კარგი რომ მწყერის საფანტთან ქონდათ საქმე თორემ, ალბათ კაკ მინიმუმ იმ დგეს 40-50 კაცს გაიყვანდნენ მძიმედ დაჭრილს 15_10_7

Shavi
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 09.10.2012, 10:46:17 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუცილებელია ყველამ საერთოდ ყველამ დაიცვას და სხვასაც მოუწოდეს ამისკენ, ელემენტარული უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია: მინდორში ნადირობისას მონადირეთა ხაზის არ დარღვევა, მანქანასთან მისვლისას თოფიდან ვაზნების ამოღება, მანქანაში დაშლილი თოფის ჩადება და საერთოდ მაქსიმალური ყურადღება ნადირობისას. ეს ის წესებია რომელსაც მე ვითხოვ ყველასგან, პირველ რიგში როცა ერთად ვნადირობთ. ალბათ ყველა ჩვენთაგანს თავის უსაფრთხოების წესები აქვს. სხვათაშორის წელასც იყო შემთხვევები, რომ ხან ძაღლი დაჭრეს და ხან ''მონადირემ'' მონადირეს მიაყარა საფანტი. 2daf4

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zaqro_yurshaდრო: სამშაბათი, 09.10.2012, 12:00:01 | შეტყობინება # 15
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აუ ეს ძაან მაგარი თემაა მე 3 წელია ვნადირობ და ჯერ კიდევ მოყვარულ მონადირეთ ვთლი თავს მიუხედავად იმისა რომ 2 ისეტი ძაღლი გავზარდე რაიონში ბევრს არ ჩამოუვარდებოდა მაგრამ წელს ჩემ ძაღლსაც გაარტყეს თოფი და 2 ჯერ მონადირეებსაც მოხდა. ზოგი ისეთ ჟილკაში ვარდება პეხებზე იკიდებს ძაგლსაც და კაცსაც ესვრის. ყველას მაგას მოუწოდებ რომ ნუ ვიქნებიტ მეხორცეები და ნადირობით მივიღოტ მაქსიმალური სიამოვნება...

კარგი თოფი ისაა რომელიც გაქვს
 
ormeteliდრო: პარასკევი, 08.03.2013, 23:46:55 | შეტყობინება # 16
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე სახლში ბავშვები მყავს ამიტომ თოფი და სხვა აღჭურვილობა სეიფში მაქვს ჩაკეტილი
 
cecxladzeდრო: პარასკევი, 21.11.2014, 22:08:55 | შეტყობინება # 17
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს კაი ხალხს
ასეტი შეკითხვა მაქვს არ ვიცოდი სად დამეპოსტა უკაცრავად. თოფის ჩოკის გარეშე სროლა რამდენად უსაფრთხოა ? შეიძლება თუ არა საერთოდ?


სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
 
solomonდრო: პარასკევი, 21.11.2014, 22:32:26 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
cecxladze, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში! გაგიფუჭებს ხრახნს (რეზბას).
 
cecxladzeდრო: შაბათი, 22.11.2014, 16:26:03 | შეტყობინება # 19
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, მადლობა ყურადღებისთვის

სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
 
akson777დრო: შაბათი, 22.11.2014, 17:25:23 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
cecxladze, გაგიფუჭებს მხოლოდ ხრახნს უკეთეს შემთხვევაში მეგობარო gimili

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика