15:26:50
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
ქართული თოფი ,,მაჭახელა"
ASLANBEIდრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 16:50:32 | შეტყობინება # 1
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
,,მაჭახელას“ თოფის ისტორია

,,მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით 2007 წლის სექტემბერში მაჭახლური წარმოების ,,მაჭახელად“ წოდებულ თოფს ძეგლი დაუდგეს. ძეგლი აღმართულია მაჭახლის ხეობის დასაწყისში, იქ, სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება. აქედან იწყება მაჭახლის ხეობა.
ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა მაჭახლობის პირველი დღესასწაულის დღეს 2007 წლის 25 სექტემბერს. ეს პირველი ძეგლია, რომელიც ქართულ იარაღს ეძღვნება. რაოდენ საამაყოა ყოველი მაჭახლელისათვის, რომ ასეთი ძეგლი სწორედ მათ მშობლიურ მაჭახელში აღიმართა. მაჭახელად წოდებული კაჟ–ჩახმახიანი თოფი და დამბაჩაც ხომ მაჭახელში შეიქმნა. ამ იარაღით ამაყობდა მაჭახლელი, იცავდა სამშობლოს. მაჭახლელები ყოველთვის იარაღის ხმარებაში განსწავლულ და გამორჩეულ მეომრებად ითვლებოდნენ, იარაღის ტარებას ისინი ბავშვობიდანვე ეწაფებოდნენ.
ძეგლი მაჭახლური იარაღის დიდება და უკვდავებაა. იგი მუდამ შეგვახსენებს ნაგერვაძეების, ქავთარაძეების, გვიანიძეების, გორგაძეების, ძნელაძეების, კახიძეებისა და და სხვათა სახელებს, ანუ იმათ სახელებს, ვინც ეს იარაღი შექმნა და შთამომავლობას უანდერძა მათი უკვდავების სიმბოლოდ.
ძეგლში მაჭახლის ისტორია მოიკითხება. ეს ისტორია დ. წერეთელმა ლაკონურად ასე დაახასიათა: ,,პატარა მაჭახელი არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი“. ეს წარწერა ამშვენებს თოფის ქანდაკებას.
,,მაჭახელას“ ძეგლის დადგმის, ისე როგორც ,,მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულის დაწესების იდეა ეკუთვნის ისტორიკოს–ეთნოგრაფს, ქ/ჩხუტუნეთის მკვიდრს როინ მალაყმაძეს (იმ დროისათვის საკრებულოს თავმჯდომარე). ქანდაკების ავტორები არიან ძმები კახა და კობა ხოფერიები.

თოფებისა და დამბაჩების დამზადების საქმე მაჭახლის ხეობაში მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე სამჭედლო ხელოსნობის დაწინაურებული დარგი იყო. აქ დამზადებული თოფები და დამბაჩები გაჰქონდათ მთელ ჭოროხის მხარეში და აღწევდა აგრეთვე გურიაში, ახალციხესა და ყარსის ოლქებში ,,მაჭახელას“ სახელწოდებით, რომელიც მაღალი ღირსების იარაღად ითვლებოდა.
1878 წელს მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღის მკეთებელი 30 ოსტატი ყოფილა. თოფი ,,მაჭახელა“ ნაქები ყოფილა მთელ კავკასიაში და ყირიმულ თოფებზე წინ მდგარა. მაჭახლელ მეიარაღეებს მთელ ოსმალეთის იმპერიაში ჰქონდათ სახელი განთქმული. იარაღებში ,,მაჭახელა“ პირველობდა და ოსმალეთში ყველამ იცოდა მაჭახლური იარაღის მნიშვნელობა. შაირებში ასე იტყოდნენ: ,,მაჭახელა“ ან ,,სტამბული“, ე.ი. იარაღი ან მაჭახლური უნდა იყოს ან სტამბოლისაო.
იარაღებს ამზადებდნენ: ზ/ჩხუტუნეთში, ხერთვის–ქავთარეთში, ევფრატსა და ზედვაკეში. ზ/ ჩხუტუნეთში მე–19 ს მეორე ნახევარში იარაღის ცნობილი ოსტატები იყვნენ მამა–შვილი და შვილიშვილი ლომან, ხასან და ახმედ ნაგერვაძეები. ახმედის 5 შვილიც მეიარაღე–მჭედელი ყოფილა. გასული საუკუნის 20–30 წწ ზ/ჩხუტუნეთში საჩიტე თოფებს აკეთებდნენ ეშრეფუსტა ნაგერვაძე და ყადირ უსტა ძნელაძე. მეიარაღეებად სახელდებიან აგრეთვე ქუჩუკ და ყეიდიბეგ კახიძეები. ხერთვის–ქავთარეტში სახელმოხვეჭილი მეიარაღეები იყვნენ ქავთარაძეები, გორგაძეთში–გორგაძეები და გვიანიძეები.

მაჭახლელი მეიარაღეების მიერ ორი სახის თოფი მზადდებოდა: ,,თოფხანე“ და ,,ნალფარა“. თოფხანე ნაკეთობით გამოირჩეოდა.იგი მოსევადებული იყო ვერცხლითა და ძვლით. გადმოცემით იარაღებს ოქრო–ვერცხლითაც ასევადებდნენ. თოფხანეს ლულა ხრახნილი იყო, რაც შორს და მიზანში სროლას უწყობდა ხელს.ნალფარას ლულა კი ხრახნილის გარეშე მზადდებოდა.თოფისა და დამბაჩის ფასსაც ლულის, აგრეთვე ჩახმახისა და კონდახის შემკულობა განსაზღვრავდა. (თოფხანე 75 სმ, ნალფარა 20სმ).
დღეს მაჭახლური წარმოების თოფი და დამბაჩა იშვიათობა გახდა. ისინი სხვადასხვა სამუზეუმო კოლექციებშია შემონახული.დღეისათვის მხოლოდ ერთი უტყუარი ნივთიერი მტკიცებულება მოგვეპოვება იმის შესახებ, რომ საუკეთესო ხარისხის თოფი და დამბაჩა ნამდვილად მაჭახელაში მზადდებოდა. ასეთი თოფი და ხანჯალი დაცულია ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

დამატებულია (28.03.2013, 15:50:32)
---------------------------------------------
მიმაგრებულია: 3800196.jpg (66.4 Kb)
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 17:05:43 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ASLANBEIდრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 17:06:20 | შეტყობინება # 3
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაჭახლობის ერთ-ერთ დღესასწაულზეა გადაღებული


შეტყობინება დაამუშავა ASLANBEI - ხუთშაბათი, 28.03.2013, 17:07:01
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 19:46:44 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 2502389.jpg (191.0 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
avtandilდრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 21:16:03 | შეტყობინება # 5
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილად კარგია, ქართულს და თანაც მამა-პაპურს პატივს ვცემ 166 რო დაიხვეწოს და თანამედროვე სტილით გამოუშვან კარგი იქნებოდა gimili წარმოიდგინეთ "MADE IN GEORGIA"

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - ხუთშაბათი, 28.03.2013, 21:16:39
 
omarinnnდრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 22:08:27 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე-18 საუკუნეშე მაჭახელაში მოიფიქრეს ქართული თოფი და დღეს რატომ არ შეგვიძლია ქართული წარმოების მაღალ ხარისხიანი თოფის გამოშვება,რითი უნდა ჩამოუვარდეთ სხვა ქვეყნებს,ტრადიციები ხელს გვიშლის თუ წარსული არ გვქონია.
 
zrichilaდრო: პარასკევი, 29.03.2013, 01:59:54 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქართული იარაღი გამოჩნდება, არის მაგის რესურსები. ისევ გულნაკლული ადამიანის პოზიციიდან გეტყვით რომ, გამომგონებელი საქართველოში შიმშილობდა ამ ბოლო წლებში, თუ არ იყავი სამხედრო პირი და ისიც მაღალი წოდების იარაღს არავინ დაგახაზინებდა, გავჩარხავ ტრუბას და ეგრევე შიშით მეუბნება უბრალო ადამიანი, დაგიჭერენ. რამდენი სამინისტრო და რაღაც ზედმეტობა უნდა გაიარო რომ ერთი ტრუბა გაჩარხო რომელიც ლულას გავს და შეიძლება ისიც არ გამოგივიდეს, თან გარანტია არ გაქვს რომ არ დაგიჭერენ. რავი ალბათ რაღაც თავისუფლებაა საჭირო რომ რაღაც გაკეთდეს და ნიჭიერმა ადამიანმა თავისი შესაძლებლობა გამოავლინოს. ჩარხს ვერ შემოიტან თამამად და შიშის გარეშე (ისიც ან გამოიტან საბაჟოზე ან ვერა) თუ უბრალოდ განს ან რაღაც იარაღისმაგვარი სიტყვა აწერია. მიგვიშვან ბატონო და უკრაინა და ხორვატია მოსატანი არ იქნება ისეთი იარაღი ვაჩვენოთ მსოფლიოს. მაჭახელა ჩემთვის საქართველოს თავისუფლებასა და ძლიერებაზე ასოცირდება, ყოველთვის ჟრუანტელი მივლის ამ სიტყვის გაგონებაზე, ერეკლე მეფემ გაგზავნა ადამიანები რომ ზარბაზნების ჩამოსხმა ესწავლათ და საქართველოსაც ეწარმოებინა, დღეს რა გვკლავს ამ ინფორმაციის ხანაში.

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
vladiდრო: პარასკევი, 29.03.2013, 03:52:17 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zrichila, სხვას რომ თავი დაანებო როგორც სტოგერს გაუწია მფარველობა ბერეტამ ისეტი მფარველობა მაინც გაგვიწიოს რომელიმე ფირმამ არ ვამბობ მანდამაინც ბერეტაზე ბევრი ისეთი ფირმები არსებობს რომლებსაც საუკუნის გამოცდილება აქ და ბაზარზე ბერეტამ და სხვებმა გააკოტრეს ან ნორმალურად არიან რავიცი ქართველებს ცოტა ცტიმული მიეცი და ყველაფრის გაკეტება შეუძლიათ ეგ კიარა იმაზე არის ლაპარაკი რომ ბრინჯაო და რკინა ცვენი გამოგონილიაო და ჩვენ არ გვჭირდება დიდი რამე ცოტა ბიძგი და ისეთი კაპრიზნი ხალხივართ ოდნავი დეტალიც კი არ გვეპარება ისეთ იარაღს გამოუშვებთ არ ჩამოუარდება არცეთ ბრენდს შეიძლება აჯობოს კიდეც ,და ეს ჩვენმა კონსტრუქტორებმა დაამტკიცეს რომ ჩვენც გვყავს კარგი სპეციალისტებიდა შეგვიძლია რაღაცის შექმნა საბრძოლო იარაღი კარგი გამოგვივიდა ეხლა სანადიროს ჯერია 23

v shavisvili
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 29.03.2013, 10:22:11 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხოოო, მშვენიერი და საინტერესო თემაა და თემატურად ისაუბრეთ, ნუ გააოფებთ!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 29.03.2013, 10:50:22 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქართული ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაზე განსაკუთრებით
დიდი გავლენა იქონია თურქულმა იარაღმა. ტერმინებიც დამბაჩა, თოფი და ზარბაზანი ოსმალურია, მათი ქართული შესატყვისებია ხელმეხი და ქვემეხი. XVII საუკუნის ბოლოს ეს მსგავსება თვალშისაცემია, ხოლო XVIII საუკუნიდან ყალიბდება კავკასიური ტიპი ცეცხლსასროლი იარაღებისა, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ქართულ იარაღს, კერძოდ `თბილისურ დამბაჩას~ და `მაჭახელას~.
`მაჭახელას~ სახელწოდება აჭარის რეგიონის მაჭახელის ხეობიდან მომდინარეობს, სადაც მოღვაწეობდნენ საქვეყნოდ ცნობილი მეიარაღეები ნერგაძეები, ქავთარაძეები, გიორგაძეები, გვიანიძეები და სხვები. რაც შეეხება `თბილისურ დამბაჩას~, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დამბაჩას ჰქონდა ჩერქეზული ან ყუბაჩური ჩახმახი ან ლულა და კონდახი, მაგრამ მორთული იყო ქართული ორნამენტიკით და დამღა თბილისის სასინჯი პალატის ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღები ერთიანდებიან `თბილისური დამბაჩების~ სახელწოდები


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ASLANBEIდრო: პარასკევი, 29.03.2013, 12:34:05 | შეტყობინება # 11
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯერეჯრობით ვერ მოვიპოვე ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატის ფოტო, თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი და გაქვთ საშუალება რომ დადოთ ნუ დაგეზარებათ!!!
 
Adminდრო: შაბათი, 30.03.2013, 01:18:00 | შეტყობინება # 12
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაჭახლის ხეობის შესასვლელში, იქ სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება მაჭახელას თოფის ძეგლი დგას. კაჟიანი თოფი ხეობის სიამაყე, ისტორია და წარსულია. ქვის ლოდზე, რომელზეც თოფის ძეგლი დგას, დავით წერეთლის სიტყვებია ამოტვიფრული: „პატარა მაჭახელი, არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი“.

მაჭახელას ხეობას აღმა, სოფელ ზედა ჩხუტუნეთისკენ მივუყვებით. მეგზურობას სინდიეთელი, 75 წლის დავით ძნელაძე მიწევს. ბატონი დავითი ყოფილი პოლიციელია, პოლიციაში 23 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაში გავიდა და ხელი საკუთარი კუთხის ისტორიის შესწავლას მიჰყო.

„ამ ადგილს ეძახიან შავ მორიელას. ე.ი. შელამაზებულია სიტყვა შავი მორევი, ღრმა მორევია, შავად მოჩანდა. ზემოთ ის ადგილი არის ქვახრიალა, იმიტომ უძახიან ქვახრიალას რომ ქარია თუ წვიმა, ხშირად მოდის ქვები, ამიტომ ქვახრიალა დაარქვეს,“ – დავით ძნელაძე მდინარე მაჭახელას ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გვიჩვენებს.

ზედა ჩხუტუნეთი პატარ-პატარა უბნებად არის დაყოფილი. გვიანეთი, ძნელიეთი, ძნელქედი. პირველი გაჩერება გვიანეთია. სოფელში ჩვენს მინი ექსპედიციას გვიანეთელი ვასო ძნელაძე უერთდება. გვიანეთში ცოტახანს ვჩერდებით და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებით ვინტერესდებით.

„თავის დროზე „სავეცკი“ პერიოდი იყო და მოგეხსენებათ მაშინდელი ცხოვრება. ახლა პენსიონერი ვარ რას უნდა ვსაქმიანობდე. სოფელში ვართ, ბაღჩა გვაქვს, ძროხა გვყავს და თავს ვირჩენთ, თავი გაგვაქვს. სოფელში გადაუჭრელი პრობლემებები არაა მაგალითად, რომ ვიწუწუნოთ იმფერიც, მაგრამ მთლად დალხენილიც ვართთქო ესეც ვერ ვიტყვი,“ – ამბობს გვიანეთში მცხოვრები მარგო ძნელაძე.

„ვეგუებით ამ ცხოვრებას, სიმინდიც მოდის, ლობიოც მოდის, კარტოფილიც მოდის, თუ იშრომე ყველაფერი იქნება, თუ ხელი არაფერს არ მოკიდე, რამე არ მოვა. იშრომებ ჭამ, არ იშრომებ ვერ ჭამ,“ – ამბობს გვიანეთელი ჯემალ კახიძე.



მაჭახელას თოფის ისტორია

გზას ძნელიეთისკენ ვაგრძელებთ. გზაში დავით ძნელაძე მაჭახელას თოფის ისტორიას გვიყვება. მისი თქმით კაჟიანი თოფი მაჭახელა სოფელ ზედა ჩხუტუნეთელმა სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, უსტა სალიხად წოდებულმა.

„თოფი მაჭახელა რომ სალიხ ძნელაძემ გამოიგონა ამას ადასტურებს ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ხანდაზმული ხალხი. ახლა ხან ქავთარაძეს ამბობენ, ხან ნაგერვაძეს და სხვებს, მაგრამ მე უფრო სალიხ ძნელაძის გამოგონებული მგონია. ხალხი ხომ ტყუილად არ დააბრალებდა თოფის გამოგონებას. ზოგიც ამბობს რომ ძნელაძემ თოფი მოიგონა და ქავთარაძემ დენთიო. ძნელიეთში დღემდეა შემორჩენილი სალიხის შთამომავლების მიერ გაკეთებული სამჭედლო,“ – ამბობს დავით ძნელაძე.

ძნელიეთში ასულები იმ სამჭედლოს სანახავად მივდივართ, სადაც წლების მანძილზე ცნობილი მაჭახელას თოფი მზადდებოდა. სამჭედლო ძნელაძეების ოჯახს ეკუთვნის.

„სამჭედლო სად არის?“ – კითხულობს ბატონი დავითი და ეზოს ერთ კუთხეში ნანგრევების გორას გასცქერის.
„თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩემმა ქმარმა დაანგრია, მაგრამ აღვადგენთ აუცილებლად,“ – გვეუბნება ძნელაძეების ოჯახის რძალი ნათელა დუმბაძე.

„მე როგორც ვიცი ჩემმა მამამთილმა, ასლან ძნელაძემ, ომიდან რომ დაბრუნდა მაშინ გააკეთა ეს სამჭედლო. მაჭახელას თოფის გასაკეთებელი დაზგა ზემოთ მუზეუმშია. სოფელს ყველანაირად ხელს უწყობდა, ცულს უკეთებდა, თოხს უკეთებდა. სულ იტყოდა რომ რამდენი ათასი ლარის გატანილია გარეთ, მაგრამ არავის ფულს არ ვართმევდი და სამადლო საქმესაც ვაკეთებდიო. ეს ცოდნა გენებში აქვს ჩემს ოჯახს, მამამთილის ბაბუაც აკეთებდა, ჩემმა ქმარმა და შვილმაც იცის,“ – ამბობს ნათელა დუმბაძე.

დავით ძნელაძე დანგრეულ სამჭედლოს შემდეგ სახვეწი ხელსაწყოს ჩარხს ეძებს. აღმოჩნდა რომ ჩარხი ბაღჩაშია.

„როცა ძველს ვივიწყებთ, დაქცეულია ის ქვეყანა,“ – ამბობს დავით ძნელაძე და ბაღჩაში ჩადის სახვეწი ჩარხის სანახავად. მისი თქმით მეორე სახვეწი ჩარხი მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

ზედა ჩხუტუნეთში ასულებს სოფლის ცენტრში მოსახლეობა გვხვდება. ადგილობრივები პრობლემებზე ნაკლებად საუბრობენ.
„კარტოფილს ვრგავ, საქონელი მყავს და ისე ვცხოვრობთ როგორც სხვები ცხოვრობენ. სოფელში ვმუშაობ მიწაზე და შემოსავალიც მყოფნის,“ – ამბობს ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ხასო კახიძე.

ზედა ჩხუტუნეთში 9 წლიანი სკოლაა, სადაც ამჟამად 40 ბავშვი სწავლობს. ჩხუტუნეთის მცხოვრებლებს გასახსენებელი ბევრი აქვთ, მათ შორის ერთი ფაქტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლას და პოსტრევოლუციურ პერიოდს უკავშირდება.

„გარდამავალი პერიოდი რომ იყო, ამ მსხალზე დაკიდეს ნაციონალების დროშა. გამგებელი გვყავს ახლა დუმბაძე, იმან ამოვიდა და აბა „დრუჟბა“ მოიტანეთ ეს მსხალი უნდა მოვჭრაო. მაშინ მილიციაში მუშაობდა, ახლა რაიონის გამგებელია. მსხალს ვინ მოაჭრევინებდა და ჩამოიღეს დროშა,“ – ღიმილით იხსენებენ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრებნი.

მაჭახელას მუზეუმი

მთელი მაჭახელას ხეობის ისტორიას ზედა ჩხუტუნეთში მდებარე მაჭახელას ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი ინახავს. მუზეუმი, რომელიც ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაშია განთავსებული, 1984 წელს გაიხსნა.

„იმ დროისთვის განთავსდა 700 ექსპონატი მუზეუმში. აქ ძირითადად, საყოფაცხოვრებო, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ნივთებია დაცული. მუზეუმი ზურაბ ნაგერვაძემ დააარსა. ექსპონატები კი ორიგინალური ხერხით შეაგროვა. გააკეთა ღონისძიება, სოფელი გაყო ორ ნაწილად, ერთს დაარქვა მაჭახელა, მეორეს ჩანჩქერი. ვინც ხანჯალს მოიტანდა იყო ასი ქულა, ვინც თოფს მოიტანდა იყო 100 ქულა, ვინც თუნგს მოიტანდა იყო 5 ქულა. იყო შეჯიბრებები მაგალითად ლექსის თქმაში, ძირითადი ექსპონატები იმ დროს შემოვიდა. ერთი წავიდოდა თუნგს მოიტანდა ხუთი ქულით უსწრებდა, მეორე წავიდოდა ხანჯალს მოიტანდა 100 ქულით უსწრებდა, საბოლოოდ ჩხუბი რომ არ მომხდარიყო, ქულები გაათანაბრა. ისინიც დამშვიდებული წავიდნენ და საბოლოოდ ეს მუზეუმი შეგვრჩა,“ – ამბობს მუზეუმის ახლანდელი დირექტორი მალხაზ ნაგერვაძე.

მუზეუმის დირექტორი ხუთბეზე ამოჭრილ ჩუქურთმებს გვაჩვენებს და მის უნიკალურობაზე საუბრობს.

„200 წელია ანათებს აი ამ ფანჯრიდან მზე და ჯერჯერობით საღებავებს ფერი არ შეუცვლია, როგორც წაუსვეს, ისევ ისე არის. ფიცარზე არის ამოკვეთილი ვაზი, ყურძენი, და ორნამენტებს შორის არცერთი მილიმეტრი გადახრა არ არის. საერთოდ მუსლიმანურ სარწმუნოებაში და განსაკუთრებით ჯამეში აკრძალული იყო ღვინო, ყურძენი, სპირტიანი სასმელები, მაგრამ ქართველებმა ამოკვეთეს ვაზი. ეს რომ იმდროისათვის თურქებს გაეგოთ შენობას დაანგრევინებდნენ, ან დაწვავდნენ. ხუთბეზე ასევე ამოკვეთილია დოქი და ბორჯღალო, რომელიც მეორე-მესამე საუკუნეში საქართველოს გერბი იყო და აი ამით გვითხრეს რომ აი ჩვენ ამას გვაკეთებინებენ, ჩვენით კი არ ვაკეთებთ,“ – ამბობს მალხაზ ნაგერვაძე.



ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: შაბათი, 30.03.2013, 01:21:40 | შეტყობინება # 13
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. ზედა ჩხუტუნეთი
ტელეფონი: (+995 93) 75 46 00
ელ-ფოსტა: Khelvachauri_Culture_center@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1984 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 774

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში (ყოფილი მეჩეთის შენობა) დაცულია მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი აქეოლოგიური მასალა – ძირითადად, საოჯახო ჭურჭელი, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

გამოფენები: რეგულარულად ეწყობა მუზეუმი დაცული მასალის გამოფენები სკოლებსა და კულტურის სხვა დაწესებულებებსი

საგანმანათლებლო პროგრამები: “ ვიცოდეთ ჩვენი სოფლის ისტორია”, “ პედაგოგები –გიდები”,

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 342 კვ/მ

მუდმივი ექსპოზიცია: 277 კვ/მ

საცავი: 16 კვ/მ

დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1980


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: შაბათი, 30.03.2013, 01:27:13 | შეტყობინება # 14
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: შაბათი, 30.03.2013, 01:53:25 | შეტყობინება # 15
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეთოფეობა საქართველოში
(მუზეუმში დაცული ქართული საბრძოლო ისტორია!)

ცეცხლსასროლი იარაღის დამკვიდრებამ, უდიდესი გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ძლიერება და საფუძველი ჩაუყარა ახალ ეტაპს საბრძოლო ხელოვნებაში.
პირველი ცნობა ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის შესახებ მოცემულია ოქსფორდის უნივერსიტეტში დაცულ 1306 წლის ხელნაწერში, რომელსაც პრიმიტიული ცეცხლსასროლი იარაღის მინიატურული სურათიც ახლავს.
თუ ზუსტად რომელ ქვეყანაში ჩაეყარა საფუძველი ეფექტური იარაღის გამოგონებას, დღემდე დაუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ XII-XIII საუკუნეებში, არაბეთსა და ინდოეთში უკვე არსებობდა მსგავსი შეიარაღება.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების გარკვეულ პრიორიტეტს ჩინელები ფლობენ. მათი შექმნილი `ტუხოციანი~ იყო ბამბუკის მილიანი ცეცხლსასროლი მოწყობილობა. მართალია, ასეთი საჭურველი 1259 წლის ქრონიკებშია მოხსენიებული, მაგრამ დენთის დამზადების რეცეპტი ჩინელებისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში. რაც დასტურდება 682 წლით დათარიღებული სუნ-სიმიაოს ქრონიკებში.
საგულისხმოა, რომ საქართველოში დენთის დამზადების დიდი ტრადიციები არსებობდა. ეთნოგრაფიული მასალით დადგენილია, რომ საქართველოს მთიანეთში თოფის წამალს ბევრგან ამზადებდნენ ადგილობრივი პრიმიტიული ტექნოლოგიით და იყენებდნენ მას ცეცხლსასროლი იარაღისათვის.
მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ იარაღის განვითარებაში საქართველოს გადამწყვეტი მონაწილეობა არ მიუღია.
თოფი საქართველოში XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება და მართლია XVII-XVIII საუკუნეებში იგი უკვე ჩვენშიც მზადდებოდა, მაგრამ უპირატესობა მაინც უცხოეთიდან შემოტანილ ცეცხლსასროლ იარაღს ენიჭებოდა.
აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების იარაღის ფონდში დაცულია ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის მდიდარი კოლექცია. ფონდში დაცული იარაღი სხვადასხვა წარმოშობისაა. მათ შორის ისეთებიცაა, რომლებიც განყოფილების ფონდებში 100 წელია რაც ინახება. ფონდში დაცულია 500-მდე ერთეული დამბაჩა და რევოლვერი.
ქვეყნების მიხედვით მუზეუმში წარმოდგენილია ფრანგული, ბელგიური, ინგლისური, გერმანული, რუსული, თურქული, ამერიკული, აგრეთვე კავკასიური: ქართული, დაღესტნური, ჩერქეზული და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი. რომლებიც მუზეუმში სხვადასხვა კერძო კოლექციონერებისა და წარმოებული ეთნოგრაფიული ექსპედიციების საშუალებით მოხვდა. აქ თავმოყრილია კაჟიანი და ფისტონიანი დამბაჩები, ასევე ბუნდერ-რევოლვერები და რევოლვერები.

წერილობითი წყაროების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში XV საუკუნიდან ჩანს. ცეცხლსასროლი იარაღის არქონის ყველაზე მწარე გამოცდილება ოსმალებთან ბრძოლაში მივიღეთ. ის ჩვეულებრივი შეიარაღება, რომლებსაც ქართველები მონღოლთა შემოსევის დროს ბრძოლებში იყენებდნენ ოსმალეთთან შეტაკების დროს, მოძველებული აღმოჩნდა. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ოსმალებმა მიუხედავად თავისი საერთო კულტურული ჩამორჩენილობისა, იარაღის ყადრი თავიდანვე კარგად შეიგნეს. ცნობილია, რომ თემურ ლენგის ლაშქარი პირველივე შემოსევის დროს უკვე იყენებდა ე.წ. `რადანდაზებს~, რომლებიც ზარბაზნების წინამორბედებად გვევლინებიან.
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მასიური შემოტანა რუსეთთან დაახლოების შემდეგ დაიწყო. ეს ძირითადად რუსული და ევროპული იარაღი იყო. მანამდე კი ირანის, ოსმალეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ცეცხლსასროლი იარაღების გარკვეული მარაგი არსებობდა.
საქართველოს რუსეთთან და უცხოეთთან დიპლომატიური ურთიერთობის საბუთებში, ყველგან შეხვდებით წუხილს ამ საკითხის გამო - იარაღი საქართველოს ძალიან სჭირდება, მაგრამ არ გააჩნიაო. თითოეული ლაშქრის გაწვევის სიაში აღნიშნული და ჩამოთვლილია, თუ რამდენი და რანაირად შეჭურვილი მეომარი გამოდიოდა ომის დროს. გასაოცარია, როგორ იბრძოდნენ ქართველები ამ უმწეო, სრულიად გამოუსადეგარი იარაღით - ჯოხებითა და შუბებით, იმ დროს, როდესაც მტერი თოფით შეიარაღებული გამოდიოდა. ალექსანდრე კახთა მეფის დიპლომატიური მიმოწერისას საბუთებში საყურადღებო ცნობები მოგვეპოვება. ალექსანდრე მეფემ სცადა ზარბაზნების ჩამომსხმელი ხელოსნები როგორმე ჩამოეყვანა ევროპიდან, რომ ადგილობრივ ხელოსნებს შეესწავლათ ეს საქმე, მაგრამ ოსმალეთმა გზა შეკრა და ეს ვეღარ მოხერხდა. საქართველომ ვერ შეძლო ამ ნაკლის შევსება, ვერ შექმნა არტილერია.

ქართული ჯარის უმწეობა ამ მხრივ, აღნიშნულია 1590 წელს რუსი ელჩების მიერაც, როდესაც ისინი კახეთის ჯარის დათვალიერებას ესწრებოდნენ. ელჩები იუწყებოდნენ, რომ 15 000-იან ჯარში მხოლოდ 500 იყო თოფით აღჭურვილი. მომდევნო ხანებში კი, ცეცხლსასროლი იარაღი თანდათან მომრავლდა. XVII საუკუნის II ნახევრაში ქართლის ერთ-ერთი სათავადოს რეესტრის მიხედვით, გლეხ-მოლაშქრეთა ერთი მესამედი მეთოფე-მსროლელი იყო.
ალექსანდრე მეფემდე გამოკვეთილად არც ერთ მეფეს არ ჰქონია მცდელობა შეევსო ეს ნიშა, მაგრამ მოგვიანებით, XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-საც ჰქონდა მცდელობა, რომ საარტილერიო საქმე ქარხნული წესით ეწარმოებინა. მისი დავალებით რუსული ენიდან ვინმე მიხაილ ელიავიჩს 1725 წელს ქართულ ენაზე უთარგმნია საარტილერიო საქმის სახლმძღვანელო. მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ლიტარატურა შემდგომში ერეკლე II-ის თოფჩიბაშს გამოუყენებია.
რუსეთის იმპერიის გეგმებში არ შედიოდა. სწორედ ამიტომ არ მოხდა ერეკლე II მიერ თბილისში დაარსებული თოფხანის აღდგენა, სადაც პირველი ქართული ზარბაზანი იქნა ჩამოსხმული, რომელიც ერთხანს წარმატებით მუშაობდა და აღა მაჰმად ხანის შემოსევისას იქნა დანგრეული. ბუნებრივია ამის საჭიროებას არ გრძნობდნენ რუსები, რომლებიც ამ გზაზე ევროპის მეშვეობით საკმაოდ დაწინაურებულები იყვნენ და მათ პოლიტიკურ მიზნებში არ შედიოდა საქართველოში იარაღის დამამაზადებელი ქარხნების ამუშავება, ეს პრიორიტეტი მხოლოდ იმპერიისთვის არსებობდა, რაც ბუნებრივია ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენდა ქართული ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებისთვის.
მიუხედავად ამისა, ქართული ცეცხლსასროლი საჭურვლის განვითარებას, რომელიც კუსტარული წესით წარმოებდა აქვს თავისი ისტორია.
1867 წელს თბილისში, ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით, მეიარაღეთა ცალკეული ოთხი ამქარი (ხმლის მკეთებლები, მექარქაშეები, მეკონდახეები, მეჩახმახეები და ოქროს ზარნიშის მკეთებლები იარაღზე) 64 ოსტატით გაერთიანდა ერთ საამქროში, რომელმაც 1919 წლამდე იარსება.
ქართული ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაზე განსაკუთრებით
დიდი გავლენა იქონია თურქულმა იარაღმა. ტერმინებიც დამბაჩა, თოფი და ზარბაზანი ოსმალურია, მათი ქართული შესატყვისებია ხელმეხი და ქვემეხი. XVII საუკუნის ბოლოს ეს მსგავსება თვალშისაცემია, ხოლო XVIII საუკუნიდან ყალიბდება კავკასიური ტიპი ცეცხლსასროლი იარაღებისა, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ქართულ იარაღს, კერძოდ `თბილისურ დამბაჩას~ და `მაჭახელას~.
`მაჭახელას~ სახელწოდება აჭარის რეგიონის მაჭახელის ხეობიდან მომდინარეობს, სადაც მოღვაწეობდნენ საქვეყნოდ ცნობილი მეიარაღეები ნერგაძეები, ქავთარაძეები, გიორგაძეები, გვიანიძეები და სხვები. რაც შეეხება `თბილისურ დამბაჩას~, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დამბაჩას ჰქონდა ჩერქეზული ან ყუბაჩური ჩახმახი ან ლულა და კონდახი, მაგრამ მორთული იყო ქართული ორნამენტიკით და დამღა თბილისის სასინჯი პალატის ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღები ერთიანდებიან `თბილისური დამბაჩების~ სახელწოდებით.
XIX საუკუნეში თბილისში კავკასიის სხვა ქალაქებთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობით ცხოვრობდნენ იარაღის ოსტატები. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან თბილისი წარმოადგენდა მთელი ამიერკავკასიის დედაქალაქს, სადაც თავს იყრიდნენ როგორც დამკვეთები ასევე შემსრულებლები. თბილისში მზადდებოდა როგორც ყუბაჩური და ჩერქეზული, ასევე ევროპული და თავად ქართული თოფ-დამბაჩები.

ერთი თოფის ისტორია

მუზეუმში ინახება თოფი, რომელმაც არაერთი ბაგრატიონის ხელში გამოიარა და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, ეს არის ბაქარის თოფი, რომელზეც კოტე ჩოლოყაშვილს, თავის დროზე ვრცელი სტატია აქვს დაწერილი ”საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბეში”, ქართული ხალხური წესის მიხედვით თოფი გადაეცემოდა მემკვიდრეობით ვაჟიშვილს, მრავალშვილიანობის შემთხვევაში კი უფროსს, ან მამის მიერ დასახელებულ რომელიმე ვაჟს. უმემკვიდროდ დარჩენის შემთხვევაში იარაღს გვარის ახლობელი შტოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გადასცემდნენ. ასევე იარაღის გადაცემით ერთმანეთს ერთგულებას უმტკიცებდნენ შერიგებული მტრები.
ფონდში მოიპოვება წარწერიანი თოფებიც. ბაქარის თოფი მემორიალური თოფი ბაგრატიონთა ოჯახიდან, რომელიც მუზუმში 1925 წელსაა შემოსული ნიკო ბურის წყალობით.
ეს თოფი ყურადღებას იქცევს თავისი სიდიდით (178 სმ.), თავისებური გარეგნობით, მდიდარი შემკულობით და საინტერესო ქართული წარწერებით. თოფს სამი სხვადსხვა დროს აქვს დატანებული, რომელბიც შემდეგი შინაარსისაა:
1. `თოფო ყირიმო მეფისა ბაქარისავო~
2. `თოფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად~
3. `ჩყნა წელსა დღეიდამ თა ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკისა ვარ~
თოფის ლულა რვაწახნაგოვანია. იგი ჩასმულია ხის ღარში, ხის ტარზე დამაგრებულია სამჭვლით, ხოლო ღარზე - სალტეებით. ხუთივე სალტე ვერცხლისაა, თოფს ტარი და ღარი კაკლის ხისა აქვს. ტარის ბოლო სპილოს ძვლისაა და ხის ტარზე ლითონის ხრახნითაა მიმაგრებული. გარდიგარდმო გადაკრული აქვს ვერცხლის მოსევადებული სალტე და სამაგრი. ლულა შემკულია ოქრო-ზარნიშითა და სამეფო გვირგვინით, შუაში კი დამღით.
თოფის წარმომავლობის საკითხის გარკვევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველი წარწერის იმ ნაწილს, სადაც მოხსენიებულია `თოფო ყირიმო~, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს თოფის ყირიმულ წარმოშობაზე მიუთითებს, მაგრამ თოფზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ყირიმში გაკეთებულია მხოლოდ ლულა. ყველა სხვა ნიშნის მიხედვით ეს თოფი საქართველოში, ქართველი მოხელის მიერ არის დამზადებული.
ამავე წარწერის შემდეგი ორი სიტყვა გვამცნობს, რომ თოფი მეფე ბაქარის საკუთრება ყოფილა. უდავოა რომ ეს უნდა ყოფილიყო ვახტანგ VI-ის ვაჟი, ქართლის მეფე ბაქარი, რომელიც ვახტანგის ირანში გამგზავრების შემდეგ გამეფდა ქართლში, ანუ 1717 წელს და სამეფო საქმეებს 1719 წლამდე განაგებდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბაქარი წარწერაზე დაფიქსირებულია უკვე როგორც მეფე. ანუ თოფი დამზადებულია ბაქარის მეფობის პერიოდში, ანუ 1717-1719 წლებში.
ასევე ძალიან საინტერესოა თოფის მეორე წარწერა - `თოფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად~. რადგან ბაქარ მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში 1717 წელს დაიწყო და 1724 წელს ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში წასვლით დასრულდა, კონსტანტინე მეფის ბაქართან ურთიერთობაც 1717-1724 წალებში უნდა ვეძიოთ. თითქმის ეჭვგარეშეა, რომ თოფის მეორე პატრონი კახთა მეფე კონსტანტინე უნდა ყოფილიყო. სხვა მეფე კონსტანტინე ამ წლების ქართლ-კახეთში ცნობილი არ არის. როგორ აღმოჩნდა ბაქარის თოფი კონსტანტინეს ხელში? წარწერა გვეუბნება `...იხილე მირთმეუა...~. მირთმეუა გულისხმობს ჩუქებას. ანუ ვასკვნით, რომ ქართლის მეფე ბაქარს თოფი უჩუქებია კახთა მეფის კონსტანტინესათვის. კონსტანტინე კი კახეთის მეფედ 1723-1724 წლებში იწოდებოდა, შესაბამისად აღნიშნული ფაქტიც ამ წლებში უნდა მომხდარიყო.
ამავე დროს ცნობილია, რომ სწორედ 1723 წელს ქართლისა და კახეთის მეფეთა შორის უმძაფრესი მტრობა და შუღლი მძვინვარებდა. ქართლისა და კახეთის შეტაკებები, რომლებიც ჯერ ორივე მხარისთვის ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა, ლეკების ლაშქრის ქართლისათვის შემოსევის შემდეგ, კახთა მეფის კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანის მიერ თბილისის დაკავებით და განადგურებით დამთავრდა. ძმათა შორის უგუნურ ბრძოლას ოსმალთა შემოსევა და ირანის შაჰის ერთგული კონსტანტინე მეფის დაპატიმრება მოჰყვა. ამ მძიმე მდგომარეობამ შეარიგა გუშინდელი მტრები. თბილისში ოსმალთა პატიმრობაში მყოფი კახთა მეფე კონსტანტინე, მეფე ბაქარმა, ციხიდან გააპარა. ვახუშტის ცნობით `პატიმარყოფილი მაჰმად-ყული-ხან ევედრება ბაქარს, რათა განუტევოს და აღუთქვა ფიცით, ვითარცა მონა იყოს მისდა~. კონსტანტინეს გაპარება 1723 წელს მოხდა. ხოლო 1724 წლის იანვარში, კონსტანტინე მეფემ ბაქარს მოციქულად მიოუგზავნა თავისი უმცროსი ძმა თეიმურაზი, რომელიც ბაქარის დის ქმარი იყო და შეხვედრის დანიშვნა სთხოვა. ამასთან დაკავშირებით თვით კონსტანტინე მეფეც ჩავიდა მცხეთაში ბაქარის სანახავად, სადაც საბოლოოდ შერიგდნენ კიდეც. ბაქარის მიერ თოფის გადაცემაც სწორედ ამ შეხვედრას უნდა უკავშირდებოდეს. რაც მათი ერთობა-სიყვარულის საწინდარი იყო.
პირველ და მეორე წარწერის ისტორიისაგან განსხვავბით, მესამე წარწერა 127 წლით გვიანდება. ვის ხელში გაუვლია თოფს 127 წლის მანძილზე ძნელი სათქმელია.
ნიკო ბურის ცნობით, კონსტანტინე მეფის შემდეგ თოფი ედიშერ ბაგრატიონს, ნიკო ბურის პაპის მამას ეკუთვნოდა. 1851 წლიდან თოფი ნიკო ბურის პაპის ნიკოლოზის კუთვნილება ყოფილა. ეს თოფი როგორც რელიკვია ბურის სახლში 1925 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი იგი ოჯახმა სახელმწიფო მუზეუმს გადმოსცა. ასეთია ამ ისტორიული თოფის ამბავი 1925 წლამდე, ვიდრე იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის ფონდში შემოვიდოდა.




http://urakparaki.com/?m=4&ID=35425
მიმაგრებულია: 1146246.jpg (26.2 Kb) · 5835685.jpg (33.1 Kb) · 3002178.jpg (31.3 Kb)


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 18.04.2013, 12:51:11 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
“საცაა თოფი იჭექებს, კვამლი შაჯდება კვამლშია.”
ვაჟა

არჩილ მეფე ზნეთა აღწერისას ამბობს – ახლა დაუცადი მსროლელობაც ზნედ ითვლებაო. მართლაც, ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლამ ძლიერ იმოქმედა ტრადიციებზე.
ხალხურ საგმირო პოეზიაში ნათლად ჩანს, რომ თუ ადრე ხმლით ტევება ითვლებოდა ვაჟკაცობად (“მალვით ვინც მტერი მტერს მოკლავს, ის ქალს ვითა სჯობს თმიანსა?”), თოფის დამკვიდრებასთან ერთად ჩასაფრება და მარჯვედ სროლა იქცა ხოტბის საგნად.
ცეცხლსასროლი იარაღი ასევე აირეკლა ჩაცმულობაზე (ჩოხაზე გაჩნდა სამასრეები, იგივე სასწრაფო) და არქიტექტურაზე (კოშკებს გაუჩნდა ვიწრო სათოფურები).
მართალია მშვილდი ჯერ კიდევ უფრო სწრაფმსროლელი იყო, მაგრამ ახალი იარაღით ჩვენი წინაპრის დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გარდა შავი დენთის წარმოებისა, ვახტანგ VI–ს, ნაშრომში “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის”, თოფის წამლის დამზადების ქართული ხერხიც აქვს აღწერილი.
ხალხურ პოეზიაში არის რამდენიმე მაღალმხატვრული სახე, რომელიც ტოლს არ უდებს ეპიგრაფად მოყვანილ ვაჟას სტრიქონს. ვთქვათ ასეთი:
“დააყარიან თოფები, ალი ახვიეს პირსაო, ხირიმი უშიშაისა ბისნის დაარღვევს ჩრდილსაო”,
ან კიდევ:
“დატყვრა და დატყვრა თოფები, ბოლი გეება წყალზედა, გადად–გადმოდის ტყვიაი, როგორც ფუტკარი სკაზედა”.
აქვე უნდა გავიხსენოთ პ. ჩხიკვაძის დოკუმენტური მოთხრობა “ნაბიჯები”, რომელმაც მრავალი საოცარი ამბავი შემოგვინახა თავისი დროის უბადლო მსროლელის დათიკო შევარდნაძის შესახებ.

თუ XIX საუკუნის მიწურულს მოღვაწე რუს იარაღთმცოდნეს გ. ნ. პროზრიტელევს ვერწმუნებით, რუსეთ–კავკასიის ომში რუსულ შეიარაღებაში არსებული თოფები საბრძოლო თვისებებით აშკარად ჩამოუვარდებოდნენ კავკასიურს და ეს ომის შედეგსაც ეტყობოდა.
ვითარება შეცვალა დიდი რაოდენობით “შტუცერის” შესყიდვამ რუსთა მიერ. პროზრიტელევის სიტყვით: ” – კავკასიური შაშხანა დიდი ღირსებით გამოირჩეოდა. პირველყოვლის ძალზე მსუბუქი იყო. მთიელებმა, უწინარეს, ვიდრე რუსები ქვეითი ჯარის თოფებს დახვეწდნენ, თავიანთი თოფები ხრახნილლულიანი გახადეს და ამით შორსმსროლელობა მიანიჭეს. კავკასიური შაშხანა სამიზნის მოწყობილობითაც ბევრად აღემატებოდა რუსულ ჯარისკაცულ იარაღს შტუცერების შემოღებამდე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთიულური შაშხანა არასოდეს გახეთქილა.”

ანდე – იარაღის ბუდე
აინალი – ერთგვარი თოფი
არშავი – თუთიის ტყვია
არშავიანი – ერთგვარი თოფი
ბეზი – დენთზე დატკეპნილი ჭინჭი
ბოყვიჩა – მაჩვის ტყავის ჩანთა, სინესტისგან დამცავი
ბურა – ერთგვარი ფალიიანი თოფი
ბუჩა – ერთგვარი თოფი
დამბაჩა – მოგრძოლულიანი ხელმეხა
დგუში – ზუმბა, გეზი, თოფის გასატენი
დიბლიგი – დიგლიგი, დუგლუგი, ხეტარი, კონდახი
დურდურა – ზარბაზანი
ერეჯიბი – ერთგვარი თოფი
ვერძი – თოფის სამკაული
ზამბურაკი – მცირე ზარბაზანი
ზარბაზანი – მსხვილყალიბიანი
თოფელა – ხელთოფა
თურგანი – დიდი თოფი
კასელი – თოფის სამკაული
კორა – მიზანში ამოსაღები
კუთხვა – ლულაწახნაგა (სვან.)
ლაღუმი – ლაღმი, ნაღმი
ლულა – თოფ–ზარბაზნის ტუჩი
მაჟარი – ერთგვარი თოფი
მაჭახელა – კაჟიანი თოფი
მუხტი – ფეთქებადი მასალის ოდენობა
ჟაკანი – მსხვილი ტყვია
სავაზნე – ვაზნებიანი სარტყელი
საკუთნო – დენთის ჭურჭელი
სამასრე – საქილე, სასწრაფო
სამიზნე – ჯილდა, სანიშნე
საპირისწამლე – თოფისწამლის ჭურჭელი
სართოველა – ხელთოფა
სასხლეტი – ჩახმახის ამძრავი
სიათა – თოფის სახეა
ფეშანგი – ტყვია (ფერეიდ.)
ფილთა – თოფის სახეა
ფინდიხი – მსხვილი ტყვია
ფიშტო – დამბაჩასავით
შაშხანა – თოფის სახეა
შუშხუნა – ცეცხლის სათამაშო
ჩარმა – თოფის სახეა
ჩოქელა – სასროლი დგომი
ჩუბინი – დაუცადი მსროლელი
ძეგლიგი – თოფის სახეა
ხარა – ხარათოფი
ხირიმი – ინგლისური თოფი, შემოდიოდა ყირიმიდან
ხორსი – ჩახმახის მოსაშლელი.

წყარო: alternativa.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
mamalixarazuliდრო: კვირა, 16.02.2014, 00:22:07 | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
23 საინტერესოა...

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
ASLANBEIდრო: პარასკევი, 13.06.2014, 12:49:09 | შეტყობინება # 18
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი როგორც იქნა ვიპოვე მაჭახელაა


https://www.facebook.com/photo.p....theater

ეს კიდე კულტურის სამინისტროს ფეიბუკ გვერდია.....


შეტყობინება დაამუშავა ASLANBEI - პარასკევი, 13.06.2014, 12:57:13
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика