მთვარი რინGზე შეფასება კიაარა,არამედ მთავარია საველზე კარგი შედეგის ჩვენება.მე მირჩევნია შეფასება ძლიერ-კარგი ქონდეს და მიინდორში პოფესორი იყოს.მე მგონი დამეთანხმებით ყველა მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
ეგ ასეა,ვერ ვგეშავ.საერთოდ არ არის მწყერი აქეთ.სუფსიდან მოყოლებული ,ლეჩხუმი,იმერეთი სამეგრელო მოვიარე.მინდა ნაღდად გადმოფრენილ და დამჯდარზე დაიღეშოს,არადა მანოკით დამჯდარზე. ნემსაძე
მოკლედ ჩემი ტანგოს საქმე ასეა: დღეს იყო რიგით მესამე გაყვანა ისეთ მინდორში სადაც ფრინველი იყო ასე თუ ისე, მანამდე ფრინველი ვერ ვნახეთ მინდორში! დღეს ერთი მწყერი კვალიდან ამოიყვანა, ანუ კვალი ნახა და გაყვა კვალს და ააფრინა, ეს კვალზე ბორიალი დავუშალე და მეორე მწყერი მშვენიერი ნაბულით დააფიქსირა, აწეული თავი, კუდი სწორად, ტანი წაგრძელებული, უკანა ფეხები უკან გაწეული და წინა ფეხი მოხრილი. მესამე კი ღალღა შეხვდა, ნაბულზე დადგა, როცა მივედი მასთან მაშინ მიეტანა პატარა ნახტომით რადგან ღალღა გადაადგილებული იყო, მიეტანა და ისევ დადგა ნაბულზე, ამჯერად ზუსტად დააფიქსირა სად იჯდა ფრინველი და მყარად გაჩერდა ნაბულზე, არც ღალღა გაქცეულა და მაგიტომ, მე რომ მივედი მაშინ აფრინდა ღალღა, სროლის მერე, ჩამოვარდნილი ღალღაც ისევ ნაბულით დააფიქსირა! ამის შემდეგ ძებნას უფრო მოუმატა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რასაც ძებნა ჰქვია, მაგრამ ბისკვიტიეს წაბაძვით მაინც აკეთებს ჩელნოკის მსგავს მოძრაობებს, რაც ყველაზე მეტად გამიხარდა ის არის, რომ ბისკვიტიეს ყურადღებას აღარ აქცევს მინდორში და დამოუკიდებლად მოძრაობს, აქამდე სისხლს უშრობდა ბისკვიტიეს, ხან დაეჯახებოდა და წააქცევდა, ხან ზედ შემოახტებოდა და დააჭენებდა, მოკლედ დასტრესილი ყავდა ბისკვიტიე ტანგოს, დღეს კი დაანება თავი და თვითონ ინადირა! მოკლედ პაწა ქე წევიწიეთ წინ!
დამატებულია (14.09.2015, 15:14:09) --------------------------------------------- პს: ჰო კიდევ ერთი, ნაბულზე რომ დგება ეცი, წინ და ამდაგვარ ბრძანებას არ ვაძლევ ჯერ! მივდივარ წყნარად და გვერდით ვდგები, დავაწყნარებ და ვცდილობ მაქსიმალურად გაუჩერდეს ნაბულზე ფრინველს, რადგან მინდა რომ მყარი ნაბული გამოუმუშავდეს, დამელოდოს ხოლმე და ბრძანების გარეშე არ ააფრინოს ფრინველი. მხოლოდ ერთხელ მიეტანა ბრძანების გარეშე, ისიც მაშინ როცა ღალღა გადაადგილდა და მიხვდა რომ გაურბოდა ფრინველი, როცა დააფიქსირა ცხვირით მაშინ ისევ დაუდგა ნაბულზე!
giohunt1982, მალადეც თქვენ!! კარგია თანდათან მოუმატებს და კარგი შედეგის ექნება. მაი დასაწყისია გამიხარდა.აბა თქვენ იცით მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
დამატებულია (14.09.2015, 15:39:22) --------------------------------------------- რო არ ეძებდა დრათხარი ადრე დავწერე ეხლა ისე მაგრად ეძებს მეთქი ხო არ შემიცვალესქო....
დამატებულია (14.09.2015, 15:40:07) --------------------------------------------- მიზეზი ტუ ვინმეს აინტერესებს არ ვიცი... ალბატ ასაკის და მურამის გახსნის ბრალია რავიცი....
ბოდიში გვიან რომ გპასუხობ, საერთოდ ჩელნოკს თუ პირდაპირ ვთარგმნით მაქოსებრი ძებნა ქვია, მაგრამ მე უფრო პარალელები მომწონს. იდეაში ეს ერთიდაიგივე უბრალო სტყვა პარალელი უფრო კარგად განსაზღვრავს ძებნის სისწორეს მანძილს სიღრმეს. d.kakulia
dratxara, ძამიკო, ამ ჯიშის სახელია დრათჰაარი და არა დრათხარი, არ არის ძნელი გამოსათქმელი! ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევა იქნება ნუ დავამახინჯებთ სახელს. კურცჰაარზეც, რომ იციან თქმა კურცხარი, კურცხალი და ა.შ. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
hunter_buda, რას ვიტყვი ძამა და იმას, რომ ანტისანიტარიაა ეზოში! ხუმრობის გარეშე ვამბობ, ეგ ლეკვები თუ დღის უმეტეს ნაწილს მაგ ეზოში ატარებენ, მაშინ შეიძლება რაიმე „ნი ტო" ან დაღეჭონ ან შეჭამონ, ლეკვებს, რომ ყველაფრის ღეჭვა უყვართ ეს ხომ ყველამ ვიცით, ჰოდა მეტი სიფრთხილე უნდათ, რომ არაფერი დაემართოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ლეკვი პატარაობაშივე არ დაიჩაგროს, რომ მერე ჯანმრთელი ძაღლი დადგეს! ლეკვობაში გადატანილი მოწამვლა ან რაიმე სხვა ავადმყოფობა, ზრდასრულ ასაკში ცუდად იჩენს ხოლმე თავს! ან სუსტი იმუნიტეტის მქონე ძაღლს მივიღებთ, ან კიდევ ჩამოუყალიბებელი ექსტერიერის მქონე ძაღლს! ამას შენ არ გიხსნი! ისე, ზოგადად ვამბობ! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ამ სურათზე ნაჩვენები ბუდობიდან ერთი ლეკვი მე მყავს ყავისფერი,ხოლო მაგის წინა ლეკვობიდან კიდე ძუ მყავს 9თვისაა და დედამისი ვერ შეედრება,უფრო მდიდარი ექსტერიერით და უფრო დიდიც,მამას გავს ერთი სიტყვით.ამ ბუდობას და წინა ბუდობის ლეკვებს შორის დიდი სხვაობაა,მიუხედავად ერთი დართვისა ნემსაძე
როგორია და კაი გოგოა. ეხლა მაგას მწყერი უნდა ძამია,ტორე ფიზიკურად მშვენიერია,უკეთესი იქნება რო დაასრულებს ჩამოყალიბებას მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
solomon, ინგლისურთან შედარებით ძალიან ნელია ძამა მინდორში და ტყის ქათამზეც დაჩაგრავს ამის იმედი ნუ გექნება, სამაგიეროს მაგ ტყის ქათამზე ყველა ნაბულიდან მოგცემს სროლის საშვალებას და რომ აცივდება, მაშინ გამოავლენს თავის ნამდვილ ბუნებას პრინციპში მე თუ გაშლილ ველზე არ ნადირობ ძალიან კარგი სისწრაფე აქვს დრათჰარს
solomon, მასე ნუ შეადარებ! არც სისწრაფე ექნება ინგლისურივით და არც ინგლისურისნაირი შორი ყნოსვა, მაგრამ დრათჰაარს მისი პლუსები აქვს! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
solomon ცუდი ამბავი დაგმართნია. იმედია გადარჩება. ძაღლი ხომ ვითომ ყველაზე ჭკვიანი არსებაა, მაგრამ მანქანის ქვეშ ყველაზე მეტი ყვება ყველა ცხოველთან შედარებით. ჩემს დრათხაარსაც დაეჯახა ოპელი და 3-4 მეტო ისროლა. ვიფიქრე მოკვდა მეთქი მაგრამ გადარჩა. მას შემდეგ 2-3 თვე ფრთხილობდა გზაზე. ახლა კი ისევ სახიფათოდ დარბის. მინადენ მანქანებს წინ უდგება ყეფით და აჩერებს.
2 წამით მოვიხედე დილით ვასეირნებდი და გადაირბინა გზაზე.. ბალიში აქვს გახეთქილი და 2 თითი მოტეხილი, მყესებიც დაზიანებული. 100 % ით კოჭლობის გარეშე გაივლისო ვერ მითხრა მარა თუ გართულების გარეშე შეხორცდა ყველაზე კაი ვარიანტში სიცივეში მაინც ეტკივებაო..
ბაქარი, არ ვიცი ვის დრათჰაარს როგორი სისწრაფე აქვს მაგრამ ჩემსას მაგარი სისწრაფე აქვს 8 ქულის სისწრაფე აქვს და გალოპიც დიდი აქვს. საველეზე რო მყავდა ბევრ სეტერზე და პოინტერზე დიდი გასვლაც ჰქონდა და სისწრაფეც davita
დაიწყო ბიჭებო ენტეროების შემოტევა,ქ.ქუთაისში ძალია ებულია,მესტიის რაიონშიც გიგე ბევრი ძაღლები დაწყვიტა.ფრთხილად იყავით და მიიღეთ ზომები რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მაგრად გვყავდეს.პირადად მე ძლივ გადავარჩინე ნემსაძე
რა ხდება დრათჰაარისტებო სატქმელი და გასაკეთებელი არაფერი დარჩა რაცხა აღარა აქტიურობა. რაშია საქმე?? მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
აქ ვერ ვდებ სურათებს ნახეთ აბა დრათჰარისტებო ახალ ფოტოებში ჩემი ბუთა როგორია 11 თვის არაა მთლად,თან ატეხვა დაიწყო,კლუბმა გამოფენის და შეფასების გარეშე არ დაამაკებინოოო,და დაველოდები ქუთაისში მაისის გამოფენას და მერე დავამაკებინებ ნემსაძე
nemso001, სურათებში კარგი ჩანს,ვისი სისხლია იქნებ გვითხრა, ვისგან აიყვანე? რაც შეეხება დართვას ყოვლად დაუშვებელია მაგ ასაკში დართვა,ჯერ არაა ჩამოყალიბებული,ჯერ კიდევ ლეკვია ასე რო ვთქვათ. 1,5 თვის შემდეგ შეიძლება, გამოფენაზე გამოიყვანე აუცილებლად, ბათუმში ჩატარდება დაზაფხულზე და გელოდებით მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
ერგემლიძე ინანეიშვილის დედმამის შვილებია ჩემი ბუთა.ესეიგი გავგიჯდი რაშვება ბურდოში და წყალში,ხო ლეკვია,მაგრამ თავს არ ზოგავს
დამატებულია (05.11.2015, 09:15:56) --------------------------------------------- ამ ხნის განმავლობაში,რა ასაკისაც არის ბუთა აცრის შემდეგ ორჯერ გადაიტანა ენტერო ვირუსი,ახლაც ახალი გადატანილიაქვს.რა ჯანდაბის დაავადებააა ასეთი რომ ყველგან არის.ქუთაისში ქვეყნის ძაღლები მოკლა ამ ჭირმა,და სვანეთში ჩემ ბიძაშვილებს გონჩები დაუწყვიტა
მოგესალმებით დრათჰაარისტებო! კარგა ხანია საიტზე აღარ შემოვსულვარ.რა ხდება? როგორ მიდის ნადირობის საქმე? როგორი წარმატებები აქვთ თქვენ ოთხფეხა მეგობრებს ნადირობაში? იმედია, წარმატებულად ნადირობთ.ორი სიახლე მაქვს თქვენთვის:1. ორი ახალი სისხლი შემოვიდა კიდევ უკრაინიდან საქართველოში(ძალიან მაგარი ლეკვებია), ზურა ეზეიშვილმა("ძამა") ჩამოიყვანა 5,5 თვის შავჭრელი ხვადი(გუშინ ვნახე,ძალიან მაგარი ლეკვია), და ნაზიმა იბრაგიმოვმა, 3,5 თვის ძუ, ისიც ძალიან მაგარი სისხლების. ასე, რომ მეგობრებო, ნამდვილად სასიკეთო საქმე გაკეთდა მათთვის ვინც ამ ჯიშს ვგულშემატკივრობთ. 2.მომავალი წლის გაზაფხულზე(მაისის ბოლოს, ივნისის დასწყისში) ე.წ. "მაჩაბლის" კლუბის დრათჰაარების სექცია ვგეგმავთ ახალგაზრდა თაობის დათვალიერება, საველე გამოცდის ჩატარებას.(საველე გამოცდა არ გულისხომბს, რომ აუცილებლად დიპლომზე უნდა იმუშაოს). სავარაუდოდ ჩატარდება წალკაში და იქნება 2 დღიანი. იქნებიან ექსპერტები, რომლებიც დაათვალიერებენ ძაღლებს, დააკვირდებიან მათ საველე თვისებებს, მუშაობას მინდორში, გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას.ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა. ბოლოს კარგი ბანკეტიც გავმართოთ ბუნების წიაღში . ყველას წარმატებას გისურვებთ. cercva
კარგია რო შემოყავთ ახალი სისხლები,კიდე აპირებენ შემოყვანას რაც ძალიან მახარებ,ნაზიმის ლეკვი სუფთა გერმენული სისხლისაა,კარგი ძაღსაშენიდან წამოიყვანა,დაზახულზე კიდე შემოყავს და ასე თანდათან მრავლდება გერმანული სისხლის დრათჰაარები ჩვენთან. bashiachuki, ძალიან კარგი გეგმებია, ეს ალბათ როგორც რუსული სიტყვით რო ვტქვათ "ვრაჟდიონი კაჩესტვა" შემოწმდება. მივესალმები ეგეთ ინიციატივებს,თქვენ გვერდით მიგულეთ მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
დამატებულია (08.11.2015, 09:05:01) --------------------------------------------- solomon, მაგარი ადგილია სავარჯიშოდ ეცადე მეორე ნაპირზეც დაუგდო და ისე გამოგიტანოს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!