gikioko, მონადირე ძაღლები არასოდეს წააჩხუბო ერთმანეთს. პოინტერს და საერთოდ მონადირე ძაღლებს ცხვირზე აქვთ ყნოსვისთვის აუცილებელი სისხლძარღვები. ღმერთმა დაგიფაროთ და ყოფილა შემთხვევები როდესაც ერთი, ან რამდენიმე კაპილარის დაზიანებით ყნოსვა რომ დაეკარგა მონადირე ძაღლს... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
გამოცდილო მონადირეებო თქვენი დახმარება მჭირდება.მყავს 2,5 თვის ლეკვი.პოინტერის ნაჯვარი სავარაუდოდ კურცხალზე.არ ვიცი რა გამოვა,მაგრამ მაინც მინდა რომ გავზარდო.მირჩიეს კუდი მოაჭერი უფრო ლამაზი გამოვაო.და არ ვიცი რა ვქნა თქვენი აზრით რომელი ჯობია მოვაჭრა თუ არა?
Dreamer ცოტა რთული კითხვა მგონი: კაცია და ხასიათი, ვის როგორ მოდის თვალში. რახან კიტხულობ მაგიტო გპასუხობ მოაჭერი, აჯობებს მგონი . ეგ რათქმა უნდა ჩემი აზრია და გადასაწყვეტი შენი მეგობარო. მეზობელს ყავდა ესეთი ნაჯვარი და მოჭრილი ქონდა. @@@@@
Dreamer, სწორად გამიგეთ, ნაჯვარი ძაღლები ამ საიტზე არ განიხილება! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
მონადირე, დიდი ბოდიშით მაგრამ ყველას არ აქვს იმის საშუალება რო თავიდანვე საბუთებიანი ძაღლი იყოლიოს, ამიტომ დამწყებ მონადირეებს მემგონი ეგეტი რაგაცები გვეპატიება და ცოტა რჩევა დარიგებით თქვენ მემგონი არავითარი ზიანი არ მოგადგებათ, ჩვენ კიდე ცოტა კულტურული ნადირობის აზრზე მოვალთ და შემდეგისთვის უკვე ჩვენც შევძლებთ რომ სუფთა სისხლის ძაღლები ვიყოლიოთ. Dreamer, ლეკვს გააჩნია რომლის გენზეა უფრო წასული და როგორ უჭირავს კუდი. დიდი ბოდიშით ასეთი კომენტარისთვის კიდევ ერთხელ. g. tevzadze
grisha, საკმაოდ ბევრი რჩევა-დარიგებაა ამ საიტზე დამწყები მონადირისათვის და სწორედ კულტურული ნადირობის პროპაგანდას ემსახურება. და თუ კულტურული ნადირობა გსურთ, ნაჯვარი ძაღლები უნდა დაივიწყოთ, რადგან კულტურულ ნადირობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. გადახედეთ თემებს, სტატიებს და ნახავთ, მხოლოდ მე, და არა მარტო მე, რამდენი "რჩევა-დარიგება" მაქვს დაწერილი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
grisha, მეგობარო! კიდევ ერთხელ გიმეორებ, ყველა ამ შეკითხვაზე ათასჯერ არის გაცემული პასუხი. მე შემოგთავაზეთ, რომ წაგეკითხათ. თქვენ წაკითხვა არ გსურთ და ისევ მე მისვამთ შეკითხვას. თუ ჩემი რჩევა გაინტერესებთ, მე უკვე მოგეცით რჩევა. თუ არ გაინტერესებთ, თქვენი საქმის თქვენ იცით. რაც შეეხება საიტს, ეს საიტი მოემსახურება სუფთა სისხლის მეძაღლეობის განვითარებას! გზა თქვენ თვითონ აირჩიეთ! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
aragveli, რა სასაცილო რამეებს წერთ. სად წაიკითხეთ პოინტერს რომ თავისი ხალების ფერი ცხვირი არ უნდა ჰქონდესო? ნახეთ სუფთა ინგლისური პოინტერი და ნახავთ როგორი ფერის ხვირპირი აქვს. სხვადასხვა სახელმწიფოების მომშენებლები იჩემებს პოინტერი ჩვენ შევქმენით და დავხვეწეთო. ამიტომ არის აზრთა სხვადასხვაობები პოინტერის ექსტერიერზეც. მე პირადად(ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ინგლისური პოინტერი მირჩევნია ევროპულებს...http://personal.inet.fi/koti/gordonsetter/ ნახეთ ეს... grisha, მეგობარო თავი კი არ უნდა დაანებო ნადირობას არამედ უნდა ეცადო შემდეგი ლეკვი სუფთა სისხლის და საბუთიანი აიყვანო. მონადირე კაცმა არ უნდა გარისკო და არეული სისხლის მონადირე ძაღლი არ უნდა აიყვანო. ერთი რამ მახსენდება ჩემი ბავშვობიდან _ კურორტ წყალტუბოს გამწვანებაში ვიმუშავე(მაღალ ბუჩქებს ვკრეჭდი და ძირებს ვუბარავდი) მთელი სასკოლო არდადეგები, საბუთიანი სუფთა ჯიშის ლავერაკის ლეკვი რომ მეყიდა ოზურგეთში. ამ საქმეში დაუშვებელია ლატარია. მოითმინეთ, დააგროვეთ ფული და იყიდეთ სუფთა სისხლის და არა არეული ჯიშის მონადირე ძაღლები... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
გიომონადირე, ქალაქის საავადმყოფოს ეზოში, სამშობიარო რომ იყო ხოლმე იქაა გადაღებული
დამატებულია (05.07.2012, 12:33:00) --------------------------------------------- nugomonadire, თქვენ გაიხარეთ მამაო, ესეიგი ჩემს პოინტერუკას არ სჭირს არაფერი და სავსებით ნორმალურია ყავისფერი ცხვირი და თვალები ხო?
Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
aragveli, რა სასაცილო რამეებს წერთ. სად წაიკითხეთ პოინტერს რომ თავისი ხალების ფერი ცხვირი არ უნდა ჰქონდესო? ნახეთ სუფთა ინგლისური პოინტერი და ნახავთ როგორი ფერის ხვირპირი აქვს.
არა არაგველმა სავსებით სწორე თქვა რაც თქვა... ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი - სტანდარტიდან ამონარიდი... საერთო შეფერილობას უნდა შეესიტყვებოდეს ან მუქი უნდა იყოსო... არაგველმა კი თქვა, რომ ღია აქვს თვალის ფერი და დინგიო შეფერილობასთან შედარებითო...
Quote (nugomonadire)
მე პირადად(ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ინგლისური პოინტერი მირჩევნია ევროპულებს...http://personal.inet.fi/koti/gordonsetter/ ნახეთ ეს...
რას ამბობთ მამაო, ინგლისურები ჩამორჩებიან როგორც საველე თვისებებით ისე ექსტერიერით... ინგლისი არ აღიარებს ფცი-ს და საკმაოდ ჩამორჩა დანარჩენ ევროპას... ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ... მაგ ფოტოებზე კი შოუ ძაღლებია, რომელთაც ნადირობასთან შეხება საერთოდ არ აქვთ... ნიკა რაზმაძე
ლეკვს კი ღია ფერის ნესტოები აქვს თვალის ფერთან ერთად!
ავატარს მაინც შეხედეთ ხალხო, რა ფერია ლეკვი და რა ფერის ცხვირი აქვს, მარტო მე მეჩვენება რომ ცხვირი უფრო მუქი აქვს ვიდრე ფოთლები? Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
ktx-100, არ ვიცი, ვერ გეტყვი ნამდვილად... იქაც ცუდად მიწერია ჩავასწორებ... მე ლეკვს არ დავკვირვებულვარ... უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი, რომ სწორად აღნიშნავდა რომ ღია ცხვირი და თვალის შეფერილობა, ნაკლია... მარა არა საგანგაშო ნაკლი... ნიკა რაზმაძე
nugomonadire, რა უვქნა მამაო იმდენს ვიხდი სწავლაში რო ვერ შევძელი ფულის დაგროვება, ერტი კაი კაცი დამპირდა ლავერაკის ლეკვს მომავალი სეზონისტვის და ვნახოტ რა იქნება. g. tevzadze
aragveli, რა სასაცილო რამეებს წერთ. სად წაიკითხეთ პოინტერს რომ თავისი ხალების ფერი ცხვირი არ უნდა ჰქონდესო? ნახეთ სუფთა ინგლისური პოინტერი და ნახავთ როგორი ფერის ხვირპირი აქვს. სხვადასხვა სახელმწიფოების მომშენებლები იჩემებს პოინტერი ჩვენ შევქმენით და დავხვეწეთო. ამიტომ არის აზრთა სხვადასხვაობები პოინტერის ექსტერიერზეც. მე პირადად(ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ინგლისური პოინტერი მირჩევნია ევროპულებს...http://personal.inet.fi/koti/gordonsetter/ ნახეთ ეს... grisha, მეგობარო თავი კი არ უნდა დაანებო ნადირობას არამედ უნდა ეცადო შემდეგი ლეკვი სუფთა სისხლის და საბუთიანი აიყვანო. მონადირე კაცმა არ უნდა გარისკო და არეული სისხლის მონადირე ძაღლი არ უნდა აიყვანო. ერთი რამ მახსენდება ჩემი ბავშვობიდან _ კურორტ წყალტუბოს გამწვანებაში ვიმუშავე(მაღალ ბუჩქებს ვკრეჭდი და ძირებს ვუბარავდი) მთელი სასკოლო არდადეგები, საბუთიანი სუფთა ჯიშის ლავერაკის ლეკვი რომ მეყიდა ოზურგეთში. ამ საქმეში დაუშვებელია ლატარია. მოითმინეთ, დააგროვეთ ფული და იყიდეთ სუფთა სისხლის და არა არეული ჯიშის მონადირე ძაღლები...
მამაო მე სასაცილო არაფერი დამიწერია და არც პოინტერის სტანდარტში მეშლება რამე, წითელ ცხვირს რომ , ღია ფერის თვალი მოსდევს და ღია ფერის თვალი კიდევ პოინტერისთვის არა სასურველია, ამას ვინც ოდნავ მაინც ერკვევა პოინტერში ყველა იტყვის.
დამატებულია (10.07.2012, 09:45:24) --------------------------------------------- bendeksi- სავსებით გეთანხმები მუშა სისხლის პოინტერი ინგლსში თითქმის აღარ დარჩა, სულ შოუ კლასია, თოჯინები. ინგლისი პოინტერის მუშა თვისებების სელექციით, ვერასდროს დაეწევა ვერც იტალიას, ვერც საფრანგეთს და ვერც ესპანეთს. მამაო ნახეთ იმ ძაღლების ფოტოები რომლებიც იგებენ ევროპის ჩემპიონატს და პრიზიორები ხდებიან, ექსტერიერით არცერთი მათგანი არ ბრწყინავს, მაგრამ სამაგიეროდ მინდორში ბრწყინავენ და ამ ძაღლების 90% ზუსტად ამ ქვეყნებიდან მოდის იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი.
გეტანხმები ალიკ, ეროპაში მაგ სამი ქვეყნის პოინტერები დომინირებენ, ინგლისური პოინტერების წარმატებაზე კარგა ხანია არაფერი მსმენია, ინგლისელებს ბევრ რამეში ჭირთ ასე ფეხბურთივით ქმნიან და მერე იყინებიან ადგილზე ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ინგლისში ინტერესი ამ ჯიშის მიმართ არ არის კლიმატური პირობების გამო, ლავერაკისტივით არ ვამბობ თუმცა მჯერა იმ მოსაზრების რომ სეტერები უფრო მოწონთ და ყავთ კიდეც ოღონდ არ ვიცი ეხლა ყავთ თუარა კარგი საველეების გამარჯვებული ლავერაკები, თუყმცა ვიცი რომ მონადირეებს ყველას სეტერები ყვათ ლავერაკი-გორდონი. რაც შეეხება ევროპის დანარჩენ ქვეყნებს ლიდერობით ესპანეთი ლიდერობს მონადირეებში, რომლებსაც პოინტერები ყვათ ფრინველის ძაღლად, აქაც კლიმატური პირობების ამბავია და მათი ხასიათიც კარგი იქნებათუ დაწერთ და თუ იცით საველეების მოკლე ისტორიას რომელი ქვეყნები ლიდერობენ და ა.შ. მე რაც ვთქვი მონადირეებს რაც ყავთ სახლში და რა პოპულარობით სარგებლობენ ეს ორი ფრინველის ჯიში, საველეებს არ უყურებ და არც მიკითხია კაი ხანია სამწუხაროდ ★ஜ۩۞۩ஜ★
ვერც სეტერების საველე თვისებებით დაიკვეხნის ინგლისი, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, ზემოთ bendeksi- მა დაწერა. იტალია დომინირებს და ჯერ-ჯერობით მართლა ყველაზე წინ არიან მითუმეტეს პოინტერებში. დიდ ძებნაშიც და სანადირო ძებნაშიც ძირითადად მათი ძაღლები იმარჯვებენ.
ესპანეთშიც საკმაოდ დიდ წარმატებას აღწევენ და კარგი საშენებიც აქვთ, გერმანია, საფრანგეთი ეს ქვეყნები დომინირებენ... ინგლისი მართლა ჩამორჩა ყველაფრით... თუმცა იტალიამ პოინტერის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა... ასე რომ დომინანტი იტალია იქნება ალბათ.... საბერძნეთიც ძალიან ვითარდება, უკრაინა და თურქეთიც...
Quote (ENUQICHI)
ინგლისში ინტერესი ამ ჯიშის მიმართ არ არის კლიმატური პირობების გამო,
და როგორი პირობები აქვთ ისეთი, რომ პოინტერი ვერ ქაჩავს? აქ მარტივი ლოგიკაა საჭირო... პოინტერი ინგლისური ჯიშია და შეიქმნა ინგლიში... როგორ ფიქრობთ, ინგლისი ისეთ ძაღლს შექმნიდა თავის კლიმატურ პირობებს რომ ვერ მორგებოდა? ერთი წვიმიანი ამინდებით გამოირჩევა და მეტი რა პირობები აქვს ისეთი? ეს გადაუღებელი წვიმაც ლონდონისთვისაა დამახასიათებელი... ნიკა რაზმაძე
bendeksi, ლონდონს უბრალოდ სახელი აქვს წვიმიანი, თორემ ევროპაში ბევრად უფრო უხვ ნალექიანი ქალაქებიც გვხვდება და სხვათაშორის ინგლისი და ლონდონიც საკმაოდ ნორმალური კლიმატით გამოირჩევა, ოდნავ ნესტიანი შეიძლება ვუწოდოთ, სხვა ვერაფერი უბრალოდ ალბათ არ აინტერესებთ და ეგ არის საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
და როგორი პირობები აქვთ ისეთი, რომ პოინტერი ვერ ქაჩავს?
საკამათოდ რატო წერ? ვინ თქვა ვერ ქაჩავს ან რა საწერი თემაა რო გამეცა პასუხი, უბრალოდ არ დაგტოვე უყურადღებოდ შენ რო ხარ თუარა სხვას არც დაუწერდი. სად ესპანეთის სითბო და სად ინგლისის! ესპანეთში რო ცხელა ისე ცხელა ინგლისში? დიდ ბრიტანეთში რო უფრო სპეტაკი ამინდია რათუნდა ლაპარაკი და ზამთარი შემიდარე ერთი დანარჩენ ქვეყნებზე. ძაღლი სეზონზე კიარაყავთ, სახლში ხო აჩერებ ამ დალოცვილს, ალბათ მცივნობის გამო და ასე შემდეგ არ უნდათ მონადირებს და ყავთ სხვებითქო. თუ იცით ინფორმაცია რო ეს მცდარია და პოინტერებს მიაქ ინგლისი აი ასეთ საკითხზე შეიძლება საუბარი და ამინდზე როცა იასნია ინგლისი თავის ცივი ამინდებით... აგერ დაველოდე ცოტა სითბოს და ეხლა გავალ სახლიდან რო პოინტერმა არ იგრძნოს თავი ცუდად, დამიჯერეთ მობუზული მელოდება ძმაკაცის პოინტერი და ჩემი ლაბრადორი ქელავს ისე ცხელა! გავალ მინდორში და კი იმოძრავებს ჩვეულებრივად უბრალოდ სახლში ყოლა და სულ ყურება მობუზული ძაღლისთვის შეიძლება იმ ხალხის ხასიათში არ ზის ან რავიცი რატოა ასე, ფაქტია რომ არ ყავთ მონადირეებს და უმეტესად ზრდიან სეტერებს კერძოდ ლავერაკს უფრო ★ஜ۩۞۩ஜ★
aragveli, აბა ერთი ინგლისელებს კითხეთ თქვენ ნამდვილი პოინტერი როგორი უნდა იყოს? მასე რუსებმა ბრაუნინგის მოდელი მოიპარეს და იჟ-27 მარკის სანადირო თოფები დაამზადეს(რისთვისაც რუსული წარმოების იარაღებს დიდი ხანი ექსპორტი აკრძალული ჰქონდათ მთელს ევროპაში), როგორ გგონიათ რუსებმა ზუსტი კოპირება გააკეთეს ბრაუნინგის? პოინტერის სამშობლო ინგლისია და რაც არ უნდა მიმტკიცოთ მაინც ჩემს სუბიექტურ აზრზე აზრზე ვდგევარ... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
არ ვწერ საკამათოთ, უბრალოდ გამიკვირდა და კითხვის დასმა უფრო იყო...
დამატებულია (12.07.2012, 11:11:54) --------------------------------------------- nugomonadire, მამაო ჩვენ იტალიაზე ვსაუბრობთ და არა რუსეთზე... საკმაოდ რომ განსხვავდება ეს ორი ქვეყანა, ორი აზრი არ არსებობს... იარაღის წარმოებაც ინგლისზე გვიან დაიწყო იტალიამ, მაგრამ დმღეს წამყვანი ქვეყანაა... მგონი დამეთანხმებით... უბრალოდ ფაქტია, რომ იტალია ეს არის ის ქვეყანა, რომელიც ძალზედ აფასებს ამ სფეროებს და ხარისხიან პროდუქტსაც აწარმოებს... (მე ასე ვფიქრობ ყოველშემთხვევაში) ნიკა რაზმაძე
მასეთი შედარება იარაღზე მართლაც არაზუსტია, არსებობს პოინტერის მუშაობის სტანდარტი თუ როგორ უნდა მუშაობდეს პოინტერი სადაც გარკვევით წერია, რომ ინგლისური პოინტერი უნდა მუშაობდეს ძალიან სწრაფათ, სადოღე ცხენის ტიპიური სირბილით, ფეხების არეკვნით, თავი უნდა ეჭიროს ზურგის დონეზე მაღლა, უნდა ეძებდეს ფართო პარალელებზე, ძებნის დროს კუდს არ უნდა იქნევდეს, მისი ნაბული გასროლილი ტყვიის მყისიერ უხილავი ძაფებით გაქვავებას უნდა გავდეს, ნაბულზე უნდა იდგეს უაღრესად დაძაბული, გაჭიმული და აღერილი თავით. მეტს აღარ გავაგრძელებ ძალიან ფართო თემაა მარა ეს იმიტომ დავწერე რომ, თქვენი აზრით ასეთი სტილით და მანერით რამდენი პოინტერი მუშაობს დღეს საქართველოში? იტალიაში ძაღლების სელექციაში გაშვება, სწორეთ ამ მუშა თვისებების მიხედვით ხდება, საველე შეჯიბრებები ტარდება fci- წესებით რაც დამიჯერეთ უმკაცრესი წესებია და ამ წესებით რომ საქართველოში საველე შეჯიბრი ჩატარდეს 1 ძაღლიც ვერ აიღებს დიპლომს. სწორეთ ამ სელექციამ მიიყვანა იტალია და ეს ქვეყნები ამ შედეგებამდე, ინგლისი კიდევ ვინც ექსტერიერით აფასებთ მარტო ძაღლს და საველე თვისებებს აზრი არ აქვს, მართლა სამოთხეა იმათთვის. მანდ რომ ყავთ ეგეთი დახატული პოინტერები სხვაგან არ მეგულება. მამაო თქვენი აზრით დღევანდელი პოინტერ კლუბი რატომ გავიდა საერთოდ ცალკე და რატომ ჩამოჰყავთ ამ ადამიანებს ლეკვები ძირითადად საფრანგეთიდან და ესპანეთიდან და არა ინგლისიდან? მერწმუნეთ ამ კლუბში თქვენზე და ჩემზე ბევრად კომპედენტური ხალხია, ასე რომ შეცდომას არ დაუშვებდნენ.
aragveli, აბსოლიტურად გეთანხმები... მართალია ამ ფცი-შიც ბევრი რამე დაუზუსტებელია და ჩვენთვის მიუწვდომელია, იქამდე სანამ ჩვენი თვალებით არ ვნახავთ მათ შესაძლებლობებს, მაგრამ უდავოდ დიდ წარმატებას, რომ აღწევენ ესეც ფაქტია... სულ, მალე ვიხილავთ მათ შესაძლებლობებსაც... ნიკა რაზმაძე
ვა ვიზუალურად დინგში რამხელა სხვაობაა ისე ჩემ ლეკვსა და მის ძმას შორისაც ზუსტად ასეთი განსხვავებაა Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
არ მიხსნის ვიდეოებს როგორ მაინტერესეებსსს....პოინტერის ნადირობა ძაან მაგარად მიყვარს ბიჭებოო მაგრამ მომიკვდა ჩემი ლეკვი და ისე დამწყდა გული აგარ მოვიყვან გამიცივდა არადა როგორ უფთხილდებოდი
ხო, ნასვამი მოვიდა სახლში სტვენით და ბავშვის გაღვიძების მოთხოვნით და კარადას მიარტყა თავი Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!