ktx-100 უსაგვარეულო ძაღლი არავინ არ იცის რის მაქნისი გამოვა .ჩემი აზრით სწორედ დამწყებისთვის არის აუცილებელი სწორ გზაზე დააყენოს ვინმემ,გამოფენაზე სატარებელი დრო შეილება ბევრს არ აქვს მარა უნდა გაიჭირვო დაგეშო, საველეზე გამოიყვანო და მერე გამოფენაზეც იფიქრო.წუხელ 5ზე გავედი სახლიდან საერაათოდ არ მძინებია მანამდე ვქეიფობდი.განა მე გიჟი ვარ მარა ყოველ დილა ზღვაზე დავდივარ რომ დიპლომისთვის მოვამზადო ძაღლი .დაელოდე კლუბს ,ერთი ორჯერ მიდი და შეილება ისეც გამოჰკრა კაი ლეკვს ხელი,მე კიდე რაშიც შემეძლება დაგეხმარები
lengo88, მწყერს ნუ ესვრით ძმებო გაზაფხულზე. ჩემს ბავშვობაში საგაზაფხულო წვრთნის დროს იყო დაშვებული 1-2 მწყერის მოპოვება(საბჭოთა საქართველოში). ეხლა რომ ვიხსენებ რა საშინელებები ხდებოდა იმ პერიოდში ამ წესის გამო, გულზე მეყრება ჯავრად. მონადირეების უმრავლესობას ავიწყდებოდა(ან ივიწყებდნენ) ლეკვის დასაგეშად რომ იყვნენ გასული მინდორში და თავით-ფეხებამდე გადაეშვებოდნენ ხოლმე ნადირობის აზარტში. ასეთი საქცილელით ვერც ლეკვებს წვრთიდნენ როგორც საჭიროა და გასამრავლებლად მოსულ მწყერს კიდე უმოწყალოდ ანადგურებდნენ. საერთოდ კი ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ: ძაღლი მინდორში გასვლამდე(სადაც მწყერი ზის)აუცილებლად უნდა ასრულებდეს პატრონის ყველაზე მთავარ ბრძანებებს _ მოდი, ნახე(ეძებე), დაჯექი(ან დაწექი) და მომიტანე. ამას კი თუ მონადირე მოინდომებს ადვილად შეასწავლის თავის ოთხფეხა მეგობარს 1 წლამდე. სეზონის გახსნამდე ერთი თვით ადრეც რომ დაიწყოს მონადირემ თავისი ოთხფეხა მეგობრის პერიოდული გაყვანა მინდორში და სწავლება, დასაგეშად ესეც სავსებით საკმარისი იქნება, თუ ძაღლი გენეტიკურად სრულფასოვანია და ვარგისი ფრინველზე ნადირობისთვის. ნუ გექნებათ იმის შიში, რომ ვაითუ 1 წლის ლეკვმა სეზონზე შეგვარცხვინოს და ბევრი მწყერი ვერ მოგვაკვლევინოსო. თუ ასეთი განცდები გექნებათ ფრინველზე ნადირობის და ძაღლის აღზრდის პროცესში, ძმებო დამიჯერეთ ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს. მოთმინება და ხანგრძლივი(წლების მანძილზე) მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო მონმადირემ ძაღლი რომ სწორად აღზარდოს. ხოლო მონადირეს კიდევ ნამდვილი მონადირე რომ დაერქვას... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
დღეს monadire11, პოინტერმა მშვენიერი მუშაობით და 71 ქულით მესამე ხარისხის დიპლომი აიღო. გიგა გილოცავ ძამი მალე მეორე და პირველი მომელოცოს GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
monadire11, გილოცავთ! წარმატებები! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
monadire11, წინა მხრიდან გადაღებული სურათი იქნება საინტერესო, უფრო კარგად გამოჩნდებოდა
დამატებულია (16.05.2012, 23:56:58) --------------------------------------------- გადაუღე და დადე თუ არ შეწუხდები ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
monadire11, ლაფშები რომ არ აქვს ეგრევე ეტყობა, უბრალოდ წინიდან გადაღებული ფოტოთი უფრო კარგად გამოჩნდება ძაღლი(პლიუს-მინუსები), მესამე ხარისხი კი მოგილოცე და კიდევ ბევრი მომელოცოს. ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ktx-100, ლაშებს ლაშები ქვია და სხვანაირად ტუჩები ან ლაფშები. monadire11, ჯერ შენი წლის და 3ისაა ხო და მინახავს პოინტერი2-3 წლის ასაკში დავაჟკაცებული ასე რომ გული არ გაიტეხო მაგრამ არც ეგაა პრობლემა ექსტერიერში ფრიადს თუ ვერ აიღებს მთავარია საველეზე გასახელოს ა.ლაცაბიძე
ბიჭებო პოინტერი მყავს ეხლაა 10 თვის და მწყრის სუნს იგებს დაახლოებით 15-20 მეტრზე და ნელ-ნელა მიყვება კვალს და რო მიდის უკვე მწყერს ვეღარ პოულობს ალბათ ეპარება. საიდანაც გრძნობს სუნს რო მიდის იქ გიჟდება რო ვერ პოულობს მწყერს და რა ვუშველო მითხარით რამე რაა :1000559:
მოულოდნელად თუ მიადგა მწყერს ეგრე იცოცხლე ჩვეულებრივ აფრენს და არ ეკიდება ვაფშე რო ფრინდება რჩება ნაბულზე და სანამ არ ჩაჯდება მწყერი მანამ არ ინძრევა
xarata, ეხლანდელი მწყერი სტოიკაზე არ ჩერდება, ძაან შორს გარბის და სწრაფად, გამოცდილ ძაღლსაც ეპარება ხოლმე და გამოუცდელს გაუჭირდება აფრენა თავზე თუ არ დაადგა. g. tevzadze
xarata 10-15 მეტრი პირველი ხარისხია და არ მგონია მაგნაირი ყნოსვის ძაღლმა მწყერი დაკარგოს სუნიდან ,ეხლანდელი და სხვა დროის მწყერი არაფერ შუაშია უბრალოდ ატარე სხვაა სუნებზე რეაგირებს.ან რა იცი რომ მწყერი ნამდვილად არის???ატარე და გამოვა რამე მარა მე მეეჭვება მაგხელა ყნოსვა ქონდეს
monadire11, მეც გილოცავ შვილო. ძალიან გამიხარდა. წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს ოთხფეხა შეგირდს...
დამატებულია (17.05.2012, 22:49:33) --------------------------------------------- xarata, აი ასე, როგორც შენს დადებულ ვიდეოზეა უნდა აღიზარდოს ძაღლი. ეს არის კლასიკური მაგალითი წმინდა სისხლის მონადირე ძაღლის შესაძლებლობების... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
xarata, შენ პატივს გცემენ და არ წაგიშლიანნნ მე ვერ დავამუღამე რააა.თავარი ვიდეოს დადებაა არაა მთავარია რა სარგებელს ამოიღებ ან ამოიღებენ აქედანნნ სხვათაშორის მანდ გაიმართა საველეები ფცაის წესებიტ და ჯერ ვერ მივაგნე მაგ ვიდეოებს, შედეგები კი ვნახე მაგრამ ვიდეოები ჯერ ვერააააა
monadire11, სადაც მიდის სუნზე იქიდან ისმის მწყრის კვითკირი და დინგ აწეული მიდის ნელი ნაბიჯით (ნაბულს ამსგავსებს რა) და რო მივა ადგილზე იქ უკვე გიჟდება ძაღლი რო ვერ პოულობს მწყერს. შეიძლება სხვა რამეც არის მარა მე უფრო მწყერი მგონია საკმაოდ შორიდან იღებს სუნს რო გადავზომე ჩვეულებრივი 17 ნაბიჯი გამოვიდა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!