11:39:50
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
პოინტერი
monadire11დრო: ოთხშაბათი, 29.02.2012, 18:31:15 | შეტყობინება # 901
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდევ ერთი ლამაზი სუარათი უჩას საპატივსაცემოდ
 
axotnikaდრო: ოთხშაბათი, 29.02.2012, 21:18:42 | შეტყობინება # 902
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე 11 ეგ ირაკლა ნარსია ბიზაჩემის ბიძაშვილი არი, ხო მაგარი პოინტერი არი 166

ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
 
GIGOდრო: ოთხშაბათი, 29.02.2012, 21:47:37 | შეტყობინება # 903
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ირაკლი ნარსია კარგი პოინტერია 069 :069: 069 :069:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------

დამატებულია (29.02.2012, 20:47:37)
---------------------------------------------
[img]http://s06.radikal.ru/i179/1202/25/6d0ee5c44b98.jpg
http://s61.radikal.ru/i172/1202/f0/5ebbf2eaec85.jpg
http://s002.radikal.ru/i199/1202/cc/b43c8698f87d.jpg

გედი 5 თვის

http://s19.radikal.ru/i192/1202/83/075b714a88e9.jpg

აქ 4 თვისაა
http://www.mediafire.com/file/s7001dn66c2gj5v/GEDI
ეს საგვარეულოა


შეტყობინება დაამუშავა GIGO - ოთხშაბათი, 29.02.2012, 21:48:10
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 07.03.2012, 12:28:43 | შეტყობინება # 904
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიგო საგვარეულო ბრწყინვალე აქვს ძაან მაგარი ძაღლები უზის თვითონაც ძაან მაგარი გოგოა 10 10 10 10 10 10 10 166 166 166 166 166 166

დამატებულია (07.03.2012, 11:28:43)
---------------------------------------------
ესაა ერთერთი სერიოზული შეჯიბრი და სერიოზული მუსჰაობები

 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 07.03.2012, 14:29:08 | შეტყობინება # 905
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
განსაკუთრებით ის მომწონს; კოჭზე როა ბალახი და ნაბულზე დამდგარ ძაღლებთან რამდენიმე ასეული მეტრი თავპირისმტვრევით რო გარბიან 069
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 07.03.2012, 19:14:44 | შეტყობინება # 906
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
cotne96 რა ვერ გაიგე??? დიდი ძებნის შეჯიბრია მეძებრებს შორის..
 
xarataდრო: ხუთშაბათი, 08.03.2012, 20:13:05 | შეტყობინება # 907
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო 8 თვის პოინტერი დაახლოებით რამდენი სმ. უნდა იყოს? მცოდნე ხალხმა გამეცით პასუხი თუ შეიძლება 23 23 23
 
monadire11დრო: პარასკევი, 09.03.2012, 18:53:17 | შეტყობინება # 908
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერი ნადირობისას და შეჯიბრებაზე

პოინტერი,უპირველეს ყოვლისა,სანადირო ძაღლია და სასურველია ის ასეთად დარჩეს კიდევ დიდხანს,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ნადირობა თანდათან კიდევ უფრო შეიზღუდება სხვადასხვა ქვეყანაში.
უილიამ არკრაიტის ნაწარმოები ”პოინტერი და მისი ისტორია” ამ ჯიშის წარმოშობასა და ევოლუციას ასახავს და,განსაკუთრებით ბრიტანეთის კუნძულებზე გნოლზე ნადირობისას მისი გამოყენების ზუსტ სურათს იძლევა.
თავდაპირველად ეს ჟიში,როდესაც კონტინენტზე გამონდა,განსაკუთრებით ფართოდ,ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში გავრცელდა. ბრიტანელებმა შექმნეს პოინტერი,ლათინელებმა ჩამოუყალიბეს ფორმა,ხოლო ეს ბრწყინვალე ქმნილება საბოლოოდ სოლარის დარმა ნიჭიერმა კინოლოგებმა დახვეწეს.
პოინტერმა დაამტკიცა,რომ მისი სანადიროდ გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას.განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები მას საშუალებას აძლევს იმუშაოს სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტში. თავი სტილითა და მუშა თვისებებით პოინტერმა ყველაზე პრეტენზიული მონადირეების გულიც კი მოიგო.
დღეს პოინტერს სანადიროდ იყენებენ დაბლობში,მთაში,ჭაობში,ტყეში.ის ყველგან ახერხებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას. მისი ერთგული თაყვანისმცემლები არავითარ შემთხვევაში არ გაცვლიან პოინტერთან ერთად ნადირობას ნებისმიერი სხვა ჟიშის მეძებართან ერთად ნადირობაზე.
გაცილებით გვიან დაიწყო აზარტული მფლობელების მიერ ინიცირებული შეჟიბრებები,სადაც მათ სურდათ პირადი ეგერების მიერ დაგეშილი და მათ მიერვე გამოყვანილი საკუთარი ძაღლების ერთმანეთთან შედარება. პირველი შეჯიბრებები ტარდებოდა საგაზაფხულო გნოლზე. დღეს საქვეყნოდაა ცნობილი ამ მოვლენის მასშტაბი,რადგანაც სხვადასხვა მრავალრიცხოვანი შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება არა მარტო გნოლზე,არამედ პრაქტიკულად,ყველა სახის სანადირო ფრინველზე. ნადირობა იზღუდება,შეჯიბრებების მასშტაბები კი იზრდება.
შეჯიბრებების მიზანია იმ ძაღლების შერჩევა,რომლებიც შემდგომ მომავალი სანადირო ძაღლების მწარმოებლად გამოიყენებიან.არ შეიძლება ეს ძირითადი მიზანი მხედველობიდან გამოგვრჩეს,როდესაც მონადირე პირველად ესწრება ამ შეჯიბრებას,პირველი რაც მას თავში მოუვა,ეს არის აზრი,რომ ის ესწრება ძაღლების შეჯიბრებას სირბილში. ცხადია,აქ ძებნის სისწრაფე ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას. ხშირად,ძებნის სიშორე ძალიან დიდია,ხოლო ძაღლების მიერ დამუშავებული ფრინველის რაოდენობა კი მცირე. ასეთ შემთხვევებში ხშირად მონადირე მსგავს სანახაობას ნადირობად ნაკლებად აღიქვამს.
ვიდრე ექსპერტი გავხდებოდი,ბევრს ვნადირობდი და ყოველთვის,როდესაც მინდორში ვმსაჯობ,ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ვნადირობ.ამიტომ ამით უნდა აიხსნას ჩემი,როგორც მონადირის რჩევა ძაღლების წამყვანებისადმი:იარეთ რაც შეიძლება ნელა,ეცადეთ იყოთ მეტად ფრთხილი სასტვენის გამოყენებისას.
ცხადია,მე უნდა შევაფასო სვლის სილამაზე,ნავარდისა და ნაბულის სტილი,მაგრამ როგორც მონადირე არც იმას ვივიწყებ,რომ ძაღლი სანადირო სავარგულში იმიტომაა,რომ მაძებნოს ფრინველი და ამ ფრინველზე სროლის საშუალება მომცეს.
რა საჭიროა პოინტერი,რომელიც ბრწყინვალე ნავარდით ნთქავს სივრცეს,მაგრამ არა აქვს უნარი მონადირისათვის მოძებნოს და გააჩეროს ფრინველი?

პოინტერი ნადირობისას

ჩემი აზრით,ძაღლი პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სახით: მისი თავი გაყოფილია ორნახევარსფეროდ,რომელთა აქტიურობა გამოიხატება
-სირბილის სურვილით.
-ნადირობის სურვილით
თუკი სირბლის სურვილი ჭარბობს ნადირობის სურვილს,მაშინ ძაღლი დიდხანს დარბის დაოთხილი შორ მანძილზე,მაგრამ ის არ ნადირობს. და პირიქით,თუ ნადირობის სურვილი ჭარბობს სირბილის სურვილს მაშინ ძაღლი მონადირის გარშემო მიწაში ჩარგული ცხვირით ტრიალებს და ამუშავებს ფრინველის ყოფნის ნებისმიერ შესაძლო ადგილს. იდეამურად ითვლება,ამ ორი ნახევარსფეროს ჰარმონიული წანასწორობა. ეს წონასწორობა ყოველთვის იდეალურად არ არის ბალანსირებული. ძაღლის მოძრაობა დაკავშირებული უნდა იყოს ფრინველის ძებნასთან.ბევრი ძაღლი დარბის,მაგრამ მათ არასაკმარისად აქვთ გულისყური მიმართული ნადირობისკენ.
როდესაც ძაღლს აიძულებენ ისეთ მინდორში ირბინოს,სადაც ფრინველი არ არის,მას ნადირობის ინსტიქტი არ განუვითარდება. თუ ძაღლს გამუდმებით არ აიძულებენ გამოავლინოს ნადირობის ინსტიქტი,მაშინ ასეთი ინსტიქტი თანდათან გაქრება და ძაღლი მხოლოდ სირბილზე იწყებს ფიქრს,ანუ დიდი სისწრაფით,ყნოსვის გამოუყენებლად,ყოველგვარი ნადირობის გარეშე ნთქავს სივრცეს. შეჯიბრებებზე ძაღლი ყოველთვის იდეალურთან მიახლოებულ პირობებშია,ნადირობისას კი ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ნადირობის დროს მან უნდა გამოავლინოს საზრიანობა,რათა გადალახოს ის წინაღობები,რომლებსაც ის გადაეყრება,მაგალითად,ქარი-ძებნის მიმართულებით ან რთული რელიეფი. განსაკუთრებით დამახასიათებელი მაგალითია ძაღლის მუშაობა მთაში,სადაც მან თანაბრად უნდა გადაანაწილოს ფიზიკური დატვირთვები,ხანდახან ზურგის ქარიც გამოიყენოს,რომელიც ხშირად ქვევიდან უბერავს,ასევე ჰორიზონტალური მონაკვეთები ძაღლების ეკონომიის მიზნით. ჩემი აზრით,საზრიანობა პირველხარისხოვანი თვისებაა,რადგანაც იგი მეძებრის ყველა სხვა თვისებას ამაღლებს.
ამგვარად,ახალგაზრდა ძაღლს ნადირობის ინსტიქტი სანადირო ფრინველის არსებობის შენთხვევაში უვითარდება. ძაღლი თავისი გონიერების წყალობით,წარმატებებისა და წარუმატებლობების შედეგად იძენს იმას,რასაც ჩვენ გამოცდილებას ( ოსტატობას ) ვუწოდებთ.
მინდორში ყოველი ახალი გასვლა და ფრინველთან ყოველი შეხვედრა ახალგაზრდა ძაღლისთვის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. და თუ ის არ პროგრესირებს,არ ჭკვიანდება,მაშინ ის სულელი ძაღლია,ასეთი ძაღლები საკმაოდ ბევრია. მონადირე ვალდებულია მიეხმაროს ძაღლს გამოცდილების შეძენაში,მიმართოს მისი ძებნა დამახასიათებელ ადგილებში,სადაც ის სანადირო ფრინველს შევხდება. მაგალითად,ყველასათვის ცნობილია,რომ ხორბლის ნათესებში გნოლის სიმჭიდროვე უფრო მეტია მინდვრების განაპირად და შეჯიბრების მსვლელობისას კი ვამჩნევ,რომ ბევრი ძაღლი სწორედ იმ დარჩენილ ოცდაათ მეტრს გამოტოვებს ხოლმე,რადგანაც გეშვისას მათ ასეთ ადგილებს არ ამუშავებინებდნენ.
ნადირობის ინსტიქტის შემდეგ პოინტერის მთავარი იარაღის-ყნოსვის შესახებ ვისაუბროთ.
პოინტერის ყნოსვა-ეს არის ბრწყინვალე რადარი,რომელსაც შეუძლია გაარჩიოს უმცირესი სუნი,მე ვიტყოდი,ფრინველის სუნის უწვრილესი მოლეკულები. მე ვთვლი,რომ ყველა ძაღლს აქვს ყნოსვა,მაგრამ მათგან სულ მცირე ნაწილს ააქვს ფრინველის სუნის ანალიზის უნარი,რაც გამოწვეულია ან ამ სუნის არასაკმარისი ძალით,ან გონიერების უქონლობით. ამასთან აუცილებელია ფრინველის სუნი ძაღლმა თვითონ ფრინველს დაუკავშიროს.ზოგიერთი პოინტერი მშვენივრად ახერხებს საკუთარი ყნოსვის ადაპტირებას ზაფხულის გვალვისადმი,მაშინ როდესაც ყველამ იცის,რომ სუნი ნესტიან ჰაერში უკეთესად ვრცელდება. ასეთი ძაღლები განთქმული არიან და მათზე დიდი მოთხოვნილებაა ესპანეთში,კერძოდ კასტალიის პლატოებზე სანადიროდ.
ნადირობა ძაღლისაგან მრავალ თვისებას თხოულობს,განსაკუთრებით კი,ერთ-ერთ მათგანს,რომელსაც ვერ გამოავლენ შეჯიბრის დროს-გამძლეობას. მე ვთქვი,რომ ფრინველის ჟინიანი ძებნა გამძლეობის მამოძრავებელი ძალაა. მონადირეები დიდად აფასებენ მეძებარს,რომელიც ცივი გადაუღებელი წვიმის დროს რამდენიმე საათი გაუჩერებლად ნადირობს. ეს არის იმ ჟინის ნაყოფი,რომელიც აიძულებს თქვენს პოინტერს ეძებოს ჩიბუხა ყველაზე მძიმე ადგილებში.
მნიშვნელოვანია და აუცილებელია თქვენი ახალგაზრდა პოინტერი ჩააყენოთ მძიმე და სხვადასხვაგვარ პირობებში,სასურველია საკუთარ დედასთან ერთად. დედა იქნება მისთვის მაგალითი,ის აჩვენებს მას სანადირო ფრინველს და თუ მას გონიერება ეყოფა,სწრაფად მიხვდება,რომ ფრინველის საპოვნელად საჭიროა ამ სირთულეების გადალახვა. პოინტერის ჩიბუხაზე გეშვის დროს სწავლების ასეთ მეთოდიკას მე ვთვლი მძიმე,როგორც ძირითად. რა თქმა უნდა,ეს ფრინველი შეიძლება შეგვხვდეს სრულიად განსხვავებულ ბიოპოლში,ზოგან რთულ ,ზოგან კი ადვილ ადგილებში.გეშვისას ასეთი რთული პირობების ხელოვნურად შექმნის გარეშე,შემდგომში ძაღლი არ იმუშავებს მაგარ (მძიმე) ადგილებში. ნადირობისას კი,უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ,თუ როგორი გულდასაწყვეტია გამოტოვებული,მოუჩხრეკავი ადგილი.

პოინტერის სპეციალიზირებული,თუ უნივერსალური (მრავალმიზრობრივი) ძაღლია?

თუ თქვენი პოინტერი გონიერია,ის სწრაფად უღებს ალღოს ნებისმიერი სახის ნადირობას. მიუხედავად ამისა,უნდა გაითვალისწინოთ,რომ ხელოვნურად გაშვებულ ფრინველთან შეხვედრა არ აუმჯობესებს მის სანადირო თვისებებს. პოინტერი,როგორც სხვა ბრიტანული მეძებრები,თავისი თვისებებით (ფართო ძებნისა და მყარი ნაბულით) სანადირო ფრინველის სიმცირის დროს მათ მოსაძებნად იდეალური ძაღლია. მისი თვისებების სრულად გამოსაყენებლად მონადირემ ძაღლს უნდა მისცეს თავის პოტენციალის მთლიანად გამოვნელის საშუალებს,ანუ განუვითაროს ფართო ძებნის უნარი. ძაღლი გამიდმებით კონტაქტში უნდა იყოს წამყვანთან,რომელიც,თავის მხრივ,ძაღლს უტოვებს საკმაო ინიციატივას ადგილმდებარეობის მოსაჩხრეკად. სამწუხაროდ,მონადირეთა უმრავლესობას არ სურს წავიდეს ასეთ კომფრომისზე. საკმაოდ ბევრი მონადირე არ არის დარწმუნებული საკუთარი პოინტერის ნაბულის სიმყარეში,ამიტომ მათგან თხოულებენ თოფის სასროლ მანძილზე ძებნას. მაგრამ თუ თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ თქვენი ძაღლი ნაბულზე მყარად დგანს მაშინ მას სანადირო ტალანტის გამოვლენის საშუალება ბოლომდე უნდა მივცეთ: ამ დროს მის გამომეტყველებაში კმაყოფილებას შეამჩნევთ იმის გამო,რომ ის მთლიანად თქვენს განკარგულებაშია. ასევე საჭიროა იმის ცოდნაც,რომ პოინტერი ფლობს ფენომენალურ მეხსიერებას. ეს უნარი,ძაღლის სწავლებისას,დროის მოგების საშუალებას იძლევა,მაგრამ ამას მეორე მხარე აქვს და ამიტომ წვრთნისას უნდა გამოირიცხოს შეცდომები. ეს შესანიშნავი მონადირე თქვენ დაგანახვებთ თავისი პოტენციალის ერთობლიობას და თქვენს შორის შეუდარებელი ნდობა გაჩნდება. ინიატივის გამოსავლენად საკმარისია მხოლოდ შეხედვა,შეუმჩნეველი ჟესტი და თქვენი მდობით დამშვენებული ძაღლი სასურველი ფრინველის მოსაძებნად თავს არ დაზოგავს,წარმატებით მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას,რაც ნადირობისას დიდი სიამოვნებას მოგანიჭებთ.

პოინტერი შეჯიბრებაზე

ჩემი მსაჯობის კარიერის მანძილზე პოინტერებმა მეხსიერებასა და მოგონებებში დამიტოვეს ლამაზი სურატების შთამბეჭდავი კოლექცია.
შეჯიბრების ძირიტადი მიზანი იმ ძაღლების გამოვლენაა,რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნენ სანადირო ძაღლების მწარმოებლად. ეს მე უკვე ვთქვი და ეს არის მთავარი. მსაჯებმა არასოდეს არ უნდა გადაუხვიონ ამ მიზანს.
თუ ნადირობის დროს მეძებრის მთავარ ღირსებათ ეფექტური მუშაობა ითვნება შეჯიბრებებზე შემოდის კიდევ ერთი დამატებითი პარამეტრი: ჯიშისათვის დამახასიატებელი სტილი. სტილი ეს არის ძაღლის ”სამოსი”,რომლის გარეშე ძაღლი უჯიშოდ ითვლება. პოინტერი ყველაზე ლამაზი ”სამოსის” მქონე ძაღლია,თვალში საცემად სუფთა მანერები,განსაკუთრებული მოძრაობები მაქვს. ეს ყველაფერი მას განსაკუთრებულ ლაზატს სძენს.
გამალებული ნავარდისას ძაღლი მყისიერად იქცევა ამაყ ქანდაკებად,რომელიც სანადირო ფრინველთან უხილავი ძალითაა დაკავშირებული. აი ესაა პოინტერი. მისი ნაბული ჰგავს წარმოუდგენელი ძალით შეჩერებულ გასროლილ ტყვიას,მოქნეულ შოლტს. მოძრაობის ასეთი სტილი შეჯიბრებაზე უმაღლესი შეფასების საწინდარია.
შეჯიბრების ჩატარების ადგილი სხვადასხვა ნაირია და დამოკიდებულია კონკრეტული ღონისძიებების ამოცანებზე და სანადირო ფრინველის ნაირსახეობაზე. ჩემი აზრით,დიდი ძებნის შეჯიბრებები მწარმოებლების შერჩევის საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც სანადირო ძებნის შეჯიბრებები ამ მწარმოებლის შთამომავლობის სანადირო თვისებების გამოვლენას ემსახურება.
მე არ ვლაპარაკობ შეჯიბრებებზე სადაც ფრინველი ხელოვნურადაა გაშვებული.ჩემი აზრით,ეს შეჯიბრებები სანაშენე მუშაობაში დიდ როლს არ ასრულებს.
მე ამ აბზაცში მოვახდენ შეჯიბრებების კლასიფიცირებას,დავიწყებ რა ისეთი სპეციფიკური შეჯიბრებიდან,სადაც სანადირო ობიექტი მწყერია. ეს შეჯიბრება სპეციფიკურია იმის გამო,რომ მწყერი არც თუ ისე ველური ფრინველია. აქ ჩვენ ძაღლისგან ვთხოულობთ განსაკუთრებულ სწორად დაყენებულ ძებნას და მუშაობის გამორჩეულ სტილს. ასეთი შეჯიბრებები განსაკუთრებით აღიარებულია იტალიაში,რადგან მაყურებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს ძაღლის მუშაობას. დიდი ძებნის შეჯიბრებებზე კი მაყურებელს არ აქვს შესაძლებლობა ისიამოვნოს მათი მუშაობის ქცევით,შეჯიბრებების დიდი ნაწილი მაყურებლისთვის ბინოკლიც კი თვალმიუწვდენელ მანძილზე მიმდინარეობს.მწყერზე შეჯიბრებაში მონაწილე ძაღლები ძებნის აღნიშნულ მანერას მუდმივად ინარჩუნებენ,ეს მანერა კი გნოლის საძებრად სრულიად არ არის იდეალური (ეს მედლის მეორე მხარეა). ჩიბუხას,როჭოს,ველურ ხოხობს,წითელ და ნაცრისფერ გნოლს ქცევის ასეთი თავისებურებები ახასიათებთ,რომლებიც ჩვენი პოინტერების შესამოწმებლად გადამწყვეტია.
იტალიაში ჩიბუხაზე შეჯიბრება ჭაობებში ან ბრინჯის მინდვრებში ტარდება. ეს ფრინველი ძაღლისთვის რთული დასამუშავებელია. ძაღლს უნდა ჰქონდეს შერჩევითი ყნოსვა. ჭაობის მრავალრიცხოვან მობინადრეთა ( ჩიბისები,თაგვები,ვირთხები,ნუტრიები) მიერ გამოცემულ სუნებს შორის,ძაღლი კონცენტრირებული უნდა იყოს მხოლოდ ჩიბუხას სუნზე. ჩიბუხაზე მომუშავე ძაღლებმა იციან ტიპური ადგილები,სადაც სასურველი ფრინველის პოვნა შეიძლება.
მთაში ჩატარებული შეჯიბრება ძაღლისაგან განსხვავებული მანერით ძებნასა და მთის ლანდშაფტისადმი განსაკუთრებულ ადაპტაციას მოითხოვს. ალპებში როჭოზე შეჯიბრებსას დამატებით სიძნელეს ქმნის მოცემული საფარის სიმაღლე,რასაც ვერ შეხვდები პირენეის მთებში გნოლზე ჩატარებული შეჯიბრებისას. მთაში ნადირობა,გამოცდაა ძაღლისათვის.ასეთი შეჯიბრება ნადირობას მაქსიმალურად უნდა იყოს მიმსგვსებული.წამყვანები და მსაჯები უნდა მოძრაობდნენ ნელა,რათა ძაღლებს ადგილმდებარეობის ეფექტურად მოჩხრეკის საშუალება მისცენ.
ჭაობი იქნება,ტყე თუ მთა, პოინტერი ყველანაირ პირობებში მუშაობას ეგუება.ჩემი კარიაერის მანძილზე,მე მინახავს სამივე დისციპლინაში მონაწილე უბრწყინვალესი პოინტერები. ყოველი მათგანი პატრონის მიერ იყო წარმოდგენილი;პატრონები კი ამ ნადირობისას სპეციალისტები იყვნენ.
გაზაფხულსა და შემოდგომაზე,გნოლზე შეჯიბრებებს შორის,ყველაზე პრესტიჟილად დიდი ძებნის შეჯიბრება ითვლება. საგაზაფხულო დიდი ძებნის შეჯიბრებები ზეთის ხილის ხეებს შორის რბილი ჰავის პირობებში,ანდალუზიის ბორცვოვან მინდვრებში წითელ გნოლზე ტარდება,ხოლო ძალიან მფრთხალ ნაცრისფერ გნოლზე ცივ ქარებიან ბეოსის თვალუქვდენელ ველებზე ან შამპანის პროვინციაში,აგრეთვე საბერძნეთსა და სერბიაში,სადან აფრენილი გნოლი ნამდვილი ფოლადის ხმას გამოსცემს. შემოდგომაზე დიდი ძებნის შეჯიბრებები ტარდება პოლონეთში,ზამთარში კი საფრანგითში.
დიდი ძებნა ისევე როგორც პოინტერის ჯიში ვერ იტანს უფერულობას. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და ამიტომ ყურადღებაა საჭირო. მსაჯები სწორად უნდა განლაგდნენ,წინასწარ განჭვრიტონ მოვლენები და ძაღლები გამუდმებით იყოლიონ მხედველობის არეში.წამყვანები ვალდებულები არიან ნორმალური ნაბიჯით იარონ ერთმანეთის პარალელურად დაბრკოლება არ შეუქმნან კონურენტის ძაღლს,უმიზეზოდ არ იხმარონ სასტვენი,თავი შეიკავონ სირბილისგან იმ მიზნით,რომ დაინახონ თუ სად იმყოფება საკუთარი ძაღლი. ძაღლის მუშა თვისებების შეფასებისას ექსპერტის აზრი ზოგჯერ განსხვავდება წამყვანის აზრისგან,მაგრამ,უნდა ითქვას,რომ წამყვანების უმრავლესობა სპორტსმენია და როგორიც არ უნდა იყოს ადამიანური შეცდომა,კარგი პოინტერის ფასი ბოლოს და ბოლოს მაინც გამოვლინდება.
მე ვალდებული ვარ პატივი მივაგო ჩემს მასწავლებელს განსაკუთრებით ჟან პიერ ბოუნის,რომლებმაც მასწავლეს ”საკუთარ ქმედებებში ეჭვის შეტანის შემტხვევაში,შეფასება უნდა მოხდეს ძაღლის სასარგებლოდ”. ჩვენ მშვიდად უნდა გავიაზროთ საკუთარი შეცდომები მსაჯობისას,შეცდომები ძაღლის მართვისას და ყოველთვის გვახსოვდეს რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი კარგი პოინტერებისგან.

საერთაშორისო პოინტერკლუბის პრეზიდენტი ჯან კლოდ დარიბადი

მსოფლიოს პოინტერ კლუბის პრეზიდენტის სტატია
 
alekoდრო: პარასკევი, 09.03.2012, 19:20:29 | შეტყობინება # 909
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს სტატია ჟურნალ "ნადირობა"-ში მაქვს წაკითხული და ძალიან მომეწონა. 166

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
monadire11დრო: პარასკევი, 09.03.2012, 19:30:46 | შეტყობინება # 910
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესაა სტატია რომელიც ყველა პოინტერის მოყვარულმა უნდა იცოდეს.მერე დავდებ FCI მუშაობის სტანდარტს
 
suroდრო: პარასკევი, 09.03.2012, 21:21:32 | შეტყობინება # 911
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი სტატია,გაიხარეე გიგა 166

დამატებულია (09.03.2012, 20:21:32)
---------------------------------------------
ჩემი ბიჭი 4 წლისაა 166 [img][/img]

 
valerikaდრო: პარასკევი, 09.03.2012, 21:24:31 | შეტყობინება # 912
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
suro, მაგრად მევასება შენი ძაღლი 10 342

....
 
suroდრო: პარასკევი, 09.03.2012, 22:22:07 | შეტყობინება # 913
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
valerika,,გაიხარე ბრატ,,ღმერტმა ყველას უმრავლოს კარგი დზაგლები მეგობარო 23_30_126 39
 
GIGOდრო: შაბათი, 10.03.2012, 00:41:54 | შეტყობინება # 914
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://s005.radikal.ru/i212/1203/46/5ec11ea3e548.jpg

სუათებს ვერ ვდებ და ვინმემ გაასურათეთ


შეტყობინება დაამუშავა GIGO - შაბათი, 10.03.2012, 00:43:26
 
monadire11დრო: შაბათი, 10.03.2012, 00:46:16 | შეტყობინება # 915
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესე უნდა გიგოს ვენაცვალე

შეტყობინება დაამუშავა monadire11 - შაბათი, 10.03.2012, 00:51:08
 
uchauchaდრო: შაბათი, 10.03.2012, 16:22:10 | შეტყობინება # 916
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


GIGO ს გედი 4 თვის



5 თვის

ესეც საგვარეულო
http://www.mediafire.com/?s7001dn66c2gj5v


უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა


შეტყობინება დაამუშავა uchaucha - შაბათი, 10.03.2012, 16:24:52
 
giorgiდრო: შაბათი, 10.03.2012, 21:16:57 | შეტყობინება # 917
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
uchaucha, ძალიან კარგი ლეკვია მომეწონაააასიამოვნებით ავიყვანდი ლეკვს მეც.

giorgi chitadze
 
ringoდრო: შაბათი, 10.03.2012, 21:25:24 | შეტყობინება # 918
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
uchaucha, სიდან აყვანილი ლეკვია ???????? კარგია AllSmail133 10 10 166 166 166

@@@@@
 
monadire11დრო: კვირა, 11.03.2012, 00:16:46 | შეტყობინება # 919
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo ეს არის გიორგი კუხალეიშვილის GEDI LEGEND ,ჩამოყვანილი საფრანგეთიდან ბრწყინვალე საგვარეულოთი და მშობლებით
 
ringoდრო: კვირა, 11.03.2012, 01:16:25 | შეტყობინება # 920
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11 მოხშირდეს იქნებ ასეთი ძახლები( პოინტერები) კარგია , კარგი მეგობარო. 10 10 10

@@@@@
 
jaxiდრო: კვირა, 11.03.2012, 23:37:34 | შეტყობინება # 921
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 194
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (11.03.2012, 22:34:25)
---------------------------------------------

დამატებულია (11.03.2012, 22:35:35)
---------------------------------------------

დამატებულია (11.03.2012, 22:37:34)
---------------------------------------------


kavtaradze
 
ringoდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 00:12:22 | შეტყობინება # 922
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
uchaucha სალამი, პაპავა არის თბილისში ასეთი გვარი თუკი იცი?, მისი ძაღლები არის შავტალიანები, მასაც მასე ჩამოყვანილები ყავს და ნომერი ხოარ იცი? გამოფენაზე გავიცანი და ნომერი რომელიც მომცა აღარ გადის, ხოარ გაქვს შეხება და ხოარ-იცი მისი კორდინატები რამე.

@@@@@
 
monadire11დრო: ორშაბათი, 12.03.2012, 11:04:05 | შეტყობინება # 923
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo რომელი ყავს პაპავას ჩამოყვანილი???ხვადი რაც ყავს ის ანდრონიკაშვილის და თავის ფანი2 ის შვილია ძუჩ იგივეშთამომავლობის ყავს ,არცერთი არსაიდან არ ყავს ჩამოყვანილი მარა კაი ძაღლები ყავს
 
ringoდრო: ორშაბათი, 12.03.2012, 18:22:48 | შეტყობინება # 924
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, მე ასე ვიცოდი რო ჩამოყვანილები ჰყავდა,. ნომერი ხოარ იცი მაგ კაცის, რო მომწერო პირადში. კაები არის თუ სუპერები, დრუგ. მომწერე შენი შეხედულება მაგ ძაღლებზე ,ან ვისია დღეს -დღეისობით საქართველოში სუპერი, თუ გაქ რამე ინფორმაცია.

@@@@@
 
monadire11დრო: პარასკევი, 16.03.2012, 02:33:42 | შეტყობინება # 925
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


აბა რას იტყვით??? ეს ფოტოები ერთ-ერთ ინგლისურ საიტზე მოვიძიე იქნებ ამან მაინც გამოაცოცხლოს ეს თემა


შეტყობინება დაამუშავა monadire11 - პარასკევი, 16.03.2012, 02:34:19
 
giorgiდრო: პარასკევი, 16.03.2012, 14:07:27 | შეტყობინება # 926
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, მაგარი ძაღლები არიან მე უფრო პირველი მომეწონა შავ თეთრი. :)

giorgi chitadze
 
ringoდრო: შაბათი, 17.03.2012, 00:24:37 | შეტყობინება # 927
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11 აი პოინტერი,! მაგრებია.კაი AllSmail133 ---ოა

@@@@@

შეტყობინება დაამუშავა ringo - შაბათი, 17.03.2012, 00:25:24
 
GIGOდრო: შაბათი, 17.03.2012, 01:46:55 | შეტყობინება # 928
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://etvnet.com/tv/dokumentalnyie-filmyi-online/sobaki-ot-a-do-ya-pointer/273455/

მოკლე ფილმი პოინტერზე დააწექით БЕЗПЛАТНЫЙ ОТРЫВОК


შეტყობინება დაამუშავა GIGO - შაბათი, 17.03.2012, 01:47:21
 
butatinoდრო: სამშაბათი, 20.03.2012, 18:27:39 | შეტყობინება # 929
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ პოინტერის მოყვარულებო, ვისაც კარგი საბუთებიანი ხვადი გყავთ დასავლეთში შემეხმიანეთ პირადში შესაჯვარებლად მინდა, თუ შავი ფოთლებით იქნება და სადმე ქუთაისთან ახლოს მთლად უკეთესი 166 166 166

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
gubelaდრო: სამშაბათი, 20.03.2012, 19:29:48 | შეტყობინება # 930
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, შემზარა ძამიკო ამ ფოტოსურათის ნახვამ სადაც პოინტერი ყანაში გარბის. მე ჩემს პოინტერს არავითარ შემთხვევაში არ შევიყვან სამუშაოდ ასეთი ზომის გადაჭრილ ყანაში, სადაც იოლი შესაძლებელია უმძიმესი ტრამვები მიიღოს ძაღლმა და მუცელი გადაეხიოს ისარივით წათლილ სიმინდის ხეს. მოუარეთ ამ ულამაზესი თვისებების და უძლიერეს მონადირე არსებებს ძმებო. 39 39 39

g.gubeladze
 
lengo88დრო: სამშაბათი, 20.03.2012, 19:32:51 | შეტყობინება # 931
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 263
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166 166 კაია პოინტერი. შემპირდნენ მაგის ლეკვს მაგრამ როდის იქნება, ჯერ 8 თვისაა 23 23

თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
 
guma_spikerდრო: სამშაბათი, 20.03.2012, 19:59:48 | შეტყობინება # 932
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 343
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მსოფლიოში საუკეთესო ჯიშია და ნურავინ შემესპორებით 166
 
mamalixarazuliდრო: სამშაბათი, 20.03.2012, 21:08:42 | შეტყობინება # 933
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზე მძლავრი ყნოსვა!!! ასე ახასიატებენ 166 უნიკალურია 23_30_126

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
xarataდრო: სამშაბათი, 20.03.2012, 21:32:50 | შეტყობინება # 934
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, ეს ლეკვი უფრო ვიდუხა იქნება ვიდრე დიდი ძაღლის სურათი როა მე ასე ვფიქრობ 23 23 166 166
 
monadire11დრო: შაბათი, 24.03.2012, 13:48:46 | შეტყობინება # 935
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gubela ნუ გეშინია მაგან თუ არ მიიღო მძიმე ტრამვა შენი და ჩემი ვერასდროს ვერ მიიღებს ,რადგან ისეთი საშინელი სისწრაფით ვერ გაიქცევიან ჩვენები ეგ რომ გარბის მაგ სურათში 39 :39: 39 :39: 39

დამატებულია (24.03.2012, 12:48:46)
---------------------------------------------

იქნებ ამან მაინც გამოაცოცხლოს ეს თემა თორე ჩაკვდა მთლად


შეტყობინება დაამუშავა monadire11 - სამშაბათი, 27.03.2012, 14:59:58
 
ramazi_777_დრო: კვირა, 25.03.2012, 13:43:18 | შეტყობინება # 936
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი რაა

დამატებულია (25.03.2012, 12:41:41)
---------------------------------------------
მაგარი პოინტერის ლეკვს რამდენად ვიყიდი...


r.jiqia
 
monadire11დრო: სამშაბათი, 27.03.2012, 15:02:44 | შეტყობინება # 937
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ramazi_777_ საგვარეულო ნუსხით მარა არაფრით გამოღჩეული დედმამით 300 ლარი მაინც უნდა შეილება იაფადაც იყიდო
 
xarataდრო: სამშაბათი, 27.03.2012, 15:57:39 | შეტყობინება # 938
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, თუ სხვა პოინტერებისგან გამორჩეული არ იყო რატ გინდა საგვარეულო! 25 25
 
monadire11დრო: სამშაბათი, 27.03.2012, 21:18:12 | შეტყობინება # 939
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xarata შენ გამორჩეულს გააჩნია რას ეძახი .არის დიპლომებიანი და საუკეტესო ძები-ხვადები რომლებსაც მეორე ხარისხის დიპლომები აქვთ აგრეთვე აქვთ მოგებული შეჯიბრები და არის ისეთი ძაღლები რომლებიც საგვარეულოიანები არიან მარა არ გამოსულან საველეზე,მარტო გამოფენაზე გაყავთ ისინიი.მემგონი კარგად ავხსენი????

შეტყობინება დაამუშავა monadire11 - სამშაბათი, 27.03.2012, 21:19:00
 
fshaveloდრო: კვირა, 01.04.2012, 03:42:22 | შეტყობინება # 940
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს




საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
ramazi_777_დრო: კვირა, 01.04.2012, 13:29:29 | შეტყობინება # 941
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი ლეკვია... 166 166

r.jiqia
 
alekoდრო: კვირა, 01.04.2012, 21:00:06 | შეტყობინება # 942
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, 166 166 166 შენია??

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ringoდრო: ორშაბათი, 02.04.2012, 00:56:23 | შეტყობინება # 943
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რასჯობს პოინტერით გალაღებას ველზე 166

@@@@@
 
xarataდრო: ორშაბათი, 02.04.2012, 01:25:58 | შეტყობინება # 944
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo, აი მაგაში უკვე გეთანხმები. ჩემი პოინტერი სახლში ძაან მორიდებულია,მარა მინდორში რო გაიყვან და უყურებ რო დარბის აქეთ-იქით მსიამოვნებს რო უყურებ რაა მაგარი დონე ძაღლიააა 167 166 166 10
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 04.04.2012, 01:36:36 | შეტყობინება # 945
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა რას იტყვით როგორი გოგოა????
 
ramazi_777_დრო: ოთხშაბათი, 04.04.2012, 17:07:57 | შეტყობინება # 946
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი ლეკვიი...მომავალსჰი რა იქნებაა ვნახოთთთ..... 166 166 166

r.jiqia
 
besowyaltuboდრო: ოთხშაბათი, 04.04.2012, 17:47:25 | შეტყობინება # 947
gilocav codebas
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 60
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასეთი ენერგიული ძაღლები როგორებიც პოინტერები არიან მე არსად შემხვედრია. ერთი წუთით არ არის ამათი მოსვენება. და-ძმა პოინტერები მყავს სახლში და ამათზე ამომდის მზე და მთვარეც. 166 10 10 10

’’მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანაო’’
 
ramazi_777_დრო: ოთხშაბათი, 04.04.2012, 18:40:08 | შეტყობინება # 948
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
besowyaltubo...ტქვენი პოინტერები ...სურატებში მყავ ნანახიი არაჩვეულებრივები არიან...და ნუგომონადირემაც აღნიშნა როო ენერგიულები და ულამაზესები არიანნ..ტან ტანად დიდები... 166 166 166

r.jiqia
 
fshaveloდრო: ოთხშაბათი, 04.04.2012, 21:09:31 | შეტყობინება # 949
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, არა, @monadire@-ს არასწორად დადებული ლინკები დავდე თავიდან

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .

შეტყობინება დაამუშავა fshavelo - პარასკევი, 06.04.2012, 18:55:49
 
xarataდრო: ოთხშაბათი, 04.04.2012, 22:49:14 | შეტყობინება # 950
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, კაი ლეკვია ლამაზი დინგი ააქვს, მერე თუ შეძლებ მთლიან ტანზე გადაუყე სურათი ანუ სრულყოფილად რა 166
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)უძველესი ხეწლნაწერი
  • 2.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 3.)მტკვარზე თევზაობა
  • 4.)სასტენდო სროლა ...
  • 5.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 6.)მწყერზე ნადირობა
  • 7.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 8.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 9.)საცვლელი ჩოკები
  • 10.)პნევმატური იარაღები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)მწყერზე ნადირობა
  • 4.)ტყის ქათამზე ნად...
  • 5.)პოინტერი
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Opito
  • 2.)CityHandyman
  • 3.)Ciallinall
  • 4.)Subaroid
  • 5.)Iraklisnip
  • 6.)Tura3028
  • 7.)SAMTREDSKI1990
  • 8.)Nodar60
  • 9.)GEO1
  • 10.)bodiala23

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика