06:49:48
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
პნევმატური იარაღები
Falconryდრო: ხუთშაბათი, 02.04.2015, 07:52:35 | შეტყობინება # 1201
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩხართვზე და ესეთი ზომს ფრინველებზე..იხვზეც წავალ 1-3 ჯერ.....და ტურა რო მოკლას 20მეტრსი გულში რო მოარტყამმ ნუ ეგრევე მოკლაასთქო არ ვამბობ.... Aმას ჰატსან სტრაიკერი გაქაჩავს? Aნ თქვენ მირჩიეთ მაშინ 23_30_126

ინადირე ზომიერად!
 
geojorjikaდრო: ხუთშაბათი, 02.04.2015, 23:00:19 | შეტყობინება # 1202
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იყიდე რაიმე ჰაერის ზამბარაზე

უნდაც ჰაცანის 80, 85, 90 ან 95 მოდელი (მეტი ზევით არ გინდა)

კროსმანის ნიტორ ვენომი, ტიტანი ან რომელიმე მოდელი ჰაერის (ე.წ. ნიტრო) ზამბარაზე

თუ უფრო მეტის გადახდას შეძლებ მე გირჩევდი პირდაპირ პსპ სისტემაე გეყიდა , მაგ : ჰაცან ატ44

პ.ს. ტურებს და მისთანებს შეეშვი ეგ ცეცხლასროლის ბრალია, ცოდოა ტანჯვით მოკვდება


Beretta A300 Outlander 12/76
 
Falconryდრო: პარასკევი, 03.04.2015, 09:33:12 | შეტყობინება # 1203
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, მერე აქ ვიყიდო ჯობია თუ გამოვიწერო? რა დამიჯდებჰა ვაფშე ყველაფრიანად ეგ ვენომი ან ტიტანი?

ინადირე ზომიერად!
 
tyupi007დრო: პარასკევი, 03.04.2015, 11:45:41 | შეტყობინება # 1204
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=6808272
ტიტანი 380 ლარი ღირს და ფასები საბოლოო არ არისოოო. განვადებაცაა250 ლარზე მეტი ღირებულებისას თუ შეიძენ
არ უნდა იყოს ცუდი. გამოწერილს უნდა აჯობოს,აქვე ნახავ და გაიგებ რაცაა, გამოწერილი კიდე როგორი გამოგადგება არ იცი gimili მუშაობა თუ დავიწყე 1 ტიტანი უნდა ვიყიდო


bazieri.ge
 
Falconryდრო: პარასკევი, 03.04.2015, 11:58:54 | შეტყობინება # 1205
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi007, მე ტიტანი უფრო ძვირი იყო მახსოვდა 23 23

ინადირე ზომიერად!
 
პედიატრიდრო: შაბათი, 04.04.2015, 23:29:38 | შეტყობინება # 1206
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცოტა ჩხირკედელაობა მიყვარს და რა ვიფიქრე: ტირის თოფს ცილინდრის ფსკერზე კაი სქელი რკინა აქვს და საკმაოდ გრძელი ზედმეტი ხვრელი უნდა გაიაროს ჰაერმა სანამ ლულამდე მივა. ჰოდა ლულა რომ მივიყვანოთ ცილინდრის ფსკერამდე რამდენად გაზრდის ძალას? ბატონ სოსოს ექნება ეს ექსპერიმენტი ჩატარებული(ია ტაკ დუმაიუ)
 
geojorjikaდრო: კვირა, 05.04.2015, 00:51:53 | შეტყობინება # 1207
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი,

გადამშვების დამოკლებას თუ გულისხმობ , არაფრის მოცემია ეგ , და თუ დიამეტრს შეუცვლი მაში ცვლის გარკვეულად ენერგიას, მაგრამ ბევრს არაფერს


Beretta A300 Outlander 12/76
 
პედიატრიდრო: კვირა, 05.04.2015, 09:32:34 | შეტყობინება # 1208
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დამოკლება კიარა, საერთოდ არ იქნება გადამშვები, მაგრამ ალბათ მართლა არაფრის მომცემია, თორე ვინმე უკვე გააკეთებდა. თან შეიძლება ტყვია ცილინდრში აღმოჩნდეს მყარად თუ არ ჩასვი ლულაში....
 
minchaninდრო: კვირა, 05.04.2015, 23:28:27 | შეტყობინება # 1209
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
ცოტა ჩხირკედელაობა მიყვარს და რა ვიფიქრე: ტირის თოფს ცილინდრის ფსკერზე კაი სქელი რკინა აქვს და საკმაოდ გრძელი ზედმეტი ხვრელი უნდა გაიაროს ჰაერმა სანამ ლულამდე მივა. ჰოდა ლულა რომ მივიყვანოთ ცილინდრის ფსკერამდე რამდენად გაზრდის ძალას? ბატონ სოსოს ექნება ეს ექსპერიმენტი ჩატარებული(ია ტაკ დუმაიუ)


გეთანხმებით. მართლაც და დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, თითქმის ორი წელია რაც დავიწყე მაგის შესწავლა ჰატსან-105 -ის ძველ მოდელზე. მაგრამ დროის უქონლობის გამო ბოლომდე ვერ მივედი. მაგას ასევე უწოდებენ "მიორტვი ობიომ-ს". ისე "გეგმაში" მაქვს მაგ პროექტის დამთავრება. ჩემი აზრით საინტერესო შედეგები უნდა მივიღო. როცა დავამთავრებ შედეგებს აუცილებლად დავდებ.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - კვირა, 05.04.2015, 23:33:04
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 06.04.2015, 11:57:25 | შეტყობინება # 1210
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, ანუ, სავარაუდოდ მოგვცემს შესამჩნევ შედეგს? აუცილებლად მოგვწერეთ რამდენი პროცენტით მოიმატეს სიჩქარე. ჰატსან 105 აქვს ასეთი მკვდარი მოცულობა?
 
minchaninდრო: ორშაბათი, 06.04.2015, 14:52:25 | შეტყობინება # 1211
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
minchanin, ანუ, სავარაუდოდ მოგვცემს შესამჩნევ შედეგს? აუცილებლად მოგვწერეთ რამდენი პროცენტით მოიმატეს სიჩქარე.

ჩემი აზრით უნდა მოგვცეს მნიშვნელოვანი ცვლილება. რაც შეეხება პროცენტებს - ტესტირების ჩატარების მერე. მინდა რაღაც კანონზომიერებას მივაგნო.
Quote პედიატრი ()
ჰატსან 105 აქვს ასეთი მკვდარი მოცულობა?

კი, და საკმაოდ დიდი, 3,8-50 მმ. თითქმის 0,6 კუბიკური სანტიმეტრი. სხვა გავრცელებულ ზამბარ დგუშიან ჰატსანებთან შედარებით 3,5 -ჯერ მეტი. მას ალბათ ყველაზე დიდი "მკვდარი მოცულობა" აქვს გავრცელებულ ზამბარ დგუშიან პნევმატიკებს შორის. არავის შეეცვალოს ძველი ჰატსან 105 ახალ ჰატსან 105-ში. ახალში "ზატვორის" მსგავსი საკეტია ლულაზე. ძველში კი 35 მილიმეტრიანი კლიპი.
სწორედ მაგ თოფმა დამაწყებინა ამ თემაზე ფიქრი. რადგან მისი ენერგია 11 ჯოულს ვერ ავაშორე. რა არ ვცადე - ჰაერის ზამბარები, ხვეული, მაგრამ უფრო ძლიერი ზამბარები. დამამძიმებლები. მაგრამ...
თუმცა ეს ყველაფერი დამტკიცებას ითხოვს.
პნევმატიკურებში ოთხი ძირითადი პროექტი მაქვს. მათ შორის ეს, ნახსენები ტესტირება.
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 06.04.2015, 15:18:28 | შეტყობინება # 1212
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote minchanin ()
პნევმატიკურებში ოთხი ძირითადი პროექტი მაქვს

რახან ახსენეთ, ბარემ ის სამიც გვითხარით, მართლა მაინტერესებს და ალბათ სხვასაც.
ბატონო სოსო, თქვენ აირის ზამბარით რაიმე პნევმატიკურის გაკეთება თუ გიცდიათ გარდა ზდპ-ს ზამბარისა, მაგ: კომპრესიული პნევმოსი, ან მარტივი ტუმბოსი (ნასოსი) რომლითაც 50-60 ატმ დატუმბვა მოხერხდება(იდეაში: ცეო პისტოლეტს რომ მიემაგროს როგორც კონდახი(პრიკლადი) და თან ჰაერს ტუმბავდეს თუნდაც 20-30 დატუმბვით
 
minchaninდრო: ორშაბათი, 06.04.2015, 21:25:07 | შეტყობინება # 1213
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
რახან ახსენეთ, ბარემ ის სამიც გვითხარით, მართლა მაინტერესებს და ალბათ სხვასაც.


ვერ გეტყვით. რადგან დაცდილი მაქვს - თუ ნაადრევად ვთქვი რაიმე აუცილებლად არ გამოვა.
Quote პედიატრი ()
მაგ: კომპრესიული პნევმოსი,

მეორე პროექტი მაგის მსგავსი რაცხაა.
 
Falconryდრო: ორშაბათი, 06.04.2015, 21:42:24 | შეტყობინება # 1214
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, შედეგები აუცილებლად გაგვაგებინე 39 39 39 39

ინადირე ზომიერად!
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 06.04.2015, 23:10:07 | შეტყობინება # 1215
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote minchanin ()
ვერ გეტყვით. რადგან დაცდილი მაქვს - თუ ნაადრევად ვთქვი რაიმე აუცილებლად არ გამოვა.

მეორე პროექტი მაგის მსგავსი რაცხაა.

ჰო, არის ასეთი მიზეზშედეგობრიობა რაღაც. მაშინ შეგვპირდით, რომ ერთ რომელიმეს ერთ თვეში დაასრულებთ და გვიჩვენებთ, ყოველდღე შემოვდივართ ამ თემაში და ველით! Falconry, რა ქენი თოფზე, რაზე შეჩერდი. რას იყიდი, მოგვწერე
 
Falconryდრო: სამშაბათი, 07.04.2015, 08:05:06 | შეტყობინება # 1216
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ჯერჯერობით Hatsan Striker 1000s vortex ვყიდულობ...კვადროციკლს ვყიდულობ და ფულს ვზოგავ ამიტომ ძან ძვირიანის პნევმატურის ყიდვას ვერიდები...ჯერ-ჯერობით მექნება იჯ-38 და ეს ჰატსანი და ზაფხულის ბოლოს AT44-10 ის ყიდვას ვაპირებ ვნახოთ რა იქნება შეიძლება ივლისშიც მქონდეს უკვე.. gimili :gimili: gimili

ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - სამშაბათი, 07.04.2015, 08:05:57
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 07.04.2015, 10:56:37 | შეტყობინება # 1217
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote Falconry ()
ჯერჯერობით Hatsan Striker 1000s vortex ვყიდულობ

მე თუ მკითხავ, საუკეთესო არჩევანია ხარისხი-ფასიდან გამომდინარე. სროლის დროს მსუბუქად გეკავოს, მაგრად ჩაბღუჯვა არ უყვარს ზპდ-ს.
 
Falconryდრო: სამშაბათი, 07.04.2015, 16:53:16 | შეტყობინება # 1218
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ვიფიქრე სტრაიკერ 1000X ვიყიდი ვორტეხიანსთქო მარა მაინც ეს ავირჩიე hatsan striker 1000S vortex ეს მირჩია თან ყველამ gimili

ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - სამშაბათი, 07.04.2015, 16:54:21
 
geojorjikaდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 01:36:32 | შეტყობინება # 1219
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს




რაღაცა ესე მესიმპატიურა :)


Beretta A300 Outlander 12/76
 
Falconryდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 13:18:10 | შეტყობინება # 1220
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, 166 :166: 166 :166: 48 :48:

დამატებულია (08.04.2015, 12:18:10)
---------------------------------------------
ბიჭებო vortex იან პნევმატურს დარტყმა გამძლე ოპტიკა სჭირდება ნეტა? ან მინიმუმ რამდენი ეღირება vortex იანი პნევმატურისთვის კარგი ოპტიკა?


ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - ოთხშაბათი, 08.04.2015, 13:18:36
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 15:23:07 | შეტყობინება # 1221
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, ნამდვილად პცპ-დ აპირებ გადაყვანას, თორემ მულტიკომპს კლიპი არც ისე სჭირდება.ლულა მისია თუ დონორის?
 
Falconryდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 15:37:36 | შეტყობინება # 1222
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, მაინც თვალი მეფხანება და hatsan mod 125 vortex ისკენ გამირბის...ქართველები ყველა მეუბნება არ ვარგაო დიდი დარტყმა აქო და უცხოელები კი კარგი იარაღიაო მიზანშიც კარგად მიდის და ძლიერიაო 23 :23: კარგი ზამბარიანს ექნება ძლიერი დარტყმა მაგრამ ვორტექს არამგონია მაგაზე დიდი პრობლემა ჰქონდეს? შეიძლება hatsan mod 125 vortex ან hatsan mod 125 sniper vortex ვიყიდო 25 25 25

ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - ოთხშაბათი, 08.04.2015, 15:37:59
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 15:56:48 | შეტყობინება # 1223
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო, 200 დოლარის ფარგლებში მინდა პნევმატური ვიყიდო და Benjamin Titan GP Nitro Piston მომეწონა და როგორია?


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
Falconryდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 16:16:04 | შეტყობინება # 1224
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, მეც მაინტერესებდა ეგ იარაღი და ყველამ მიტხრა კარგი იარაღიაო თან ძლიერია და მე თვალშიც მელამაზება..

ეს კი ამ თემის პირველ გვერდზე ეწერა ერთ-ერთ მომხმარებელს რასაც ეხა დავწერ

.უახლესი, 2010 წლის მოდელის ლეგენდარული Benjamin-ის ფირმის ამერიკული პნევმატური თოფი. ეს თოფი ჯერ ევროპის ბაზარზე არ იყიდება. ისვრის 4,5 მმ კალიბრის კლასიკურ პნევმატურ ტყვიებს. იტენება ლულის გადაწევით. იგი ტყვიას არნახული(457მ/წმ!!!!!!) ზებგერითი სიჩქარით ისვრის. ამ თოფში გამოყენებულია მსოფლიოში ანალოგის არმქონე ტექნოლოგია. მასში ზამბარის ნაცვლად ინერტული გაზის შეკუმშვაზე მომუშავე მექანიზმია გამოყენებული( დაახლოებით ავტომობილის გაზის ამორტიზატორის მაგვარი). ამ ტექნოლოგიის წყალობით 70%-ით შემცირებულია გასროლის ხმა და 30%-ით უკუდარტყმა. კლასიკური მექანიზმისგან განსხვავებით, ამ თოფს არ დაჭირდება დროთა განმავლობაში დასუსტებული ზამბარის გამოცვლა. მისი მექანიზმი პრაქტიკულად მუდმივია! ამასთან კლასიკური მექანიზმისაგან განსხვავებით, ამ თოფის დატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვებაა შესაძლებელი. თოფს გააჩნია რეგულირებადი სასხლეტი(რაც ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიკური სამიზნით დიდ მანძილზე სროლისას) და დამცველი მექანიზმი. კონდახი დამზადებულია კაკლის ძვირფასი მასალისაგან და გააჩნია მოხერხებული ფორმა. აწვს საკიდის დასამაგრებელ რგოლები(სალიდიც მოყვება!). თოფი აღჭურვილია ამერიკული ფირმა CenterPoint-ის დარტყმაგამძლე 3-9X40 ოპტიკური სამიზნით. ამ თოფის ერთი ნახვაც კი საკმარისია, რომ მიხვდე: ეს ”მონსტრი” სპორტული იარაღი არაა - ის სანადირო ზარბაზანია! მითვის პრობლებას არ წარმოადგენს დიდ მანძილებზე მსხვილი ფრინველისა და საშუალო და დიდი ზომის ნადავლის მონადირება (დათვი არ მიგულისხმია, მაგრამ მგელი პრობლემა არაა!). ეს თოფი პნევმატური იარაღის ბოლო სიტყვაა...

maxasiaTeblebi:modeli: BT1500WNP
datenvis meqanizmi: ლულის გადაწევა(ნიტრო)
kalibri: 4.5 mm
tyviis siCqare: 457 m/wm
mWidis tevadoba: 1 tyvia

kondaxi: kaklis xe
zoma: 123 sm
wona: 4,5 kg


ინადირე ზომიერად!
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 18:02:57 | შეტყობინება # 1225
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი მაგისთვის ძნელი იქნება ოპტიკურის შერჩევა, ძვირიც. წონა 4,7კგ არ გაფიქრებს? მეტი რყევის გამო ნაკლები სიზუსტეც გასათვალისწინებელია, თუმცა ტურაზე გამოგადგება არის მძიმე 4,5 ტყვიებიც. რავიცი, მეც მანქანის რემონტის შემდეგ თუ მომჩა 220 ლარი ქუთაისში, იქვე გაზისზამბარიან ჰატსან 70-99 ან სტრაიკერს ვიყიდი
 
geojorjikaდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 20:22:43 | შეტყობინება # 1226
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი,

ლულა თავისი, ვნახოთ პსპ-ზე შეიძლება ვიფიქრო

Falconry,
Quote Falconry ()
hatsan mod 125 vortex


ფიზიკურად დიდი და ძლიერი თუ არ ხარ ( მაგ 190 სმ და ერთი 100 კგ) , არამარტო სიმძიმით და სროლის არაკომფორტულობით, არამედ გაბარიტებითაც ვერ მოირგებ

akson777,
Quote akson777 ()
ბიჭებო, 200 დოლარის ფარგლებში მინდა პნევმატური ვიყიდო და Benjamin Titan GP Nitro Piston მომეწონა და როგორია?


200$ ეხლა არის 450 ლარი,და ეს ფიშტო ალბათ სულ ცოტათი და შეიძლება არც ჯობდეს , ეს სუფთა სუბიექტური შეფასებაა აი ამ ფიშტოს HATSAN M90, Vortex Gaz Piston, - რომელიც მაგნუმში 240 ლარი ღირს ანუ თIთქმის მაგის ნახევარი, დარჩენილ ფასად იყიდი ისევე მაგნუმშI ლიპერსის 3-9X32 ოპტიკას + ჩიხოლს + 2 პაჩკა კარგ ტყვიებს


Beretta A300 Outlander 12/76
 
Falconryდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 20:59:02 | შეტყობინება # 1227
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, ხოდა იქ დამავიწყდა დაწერა ზემოთ და ეგ უკომფორტოობა მაფიქრებს მაგ ჰატსან 125 ზე ... ამიტომ უფრო ბენჟამინ ტიტანისკენ ვიხრებიი და ქროსმანისააა და კაია ამერიკიდან ჩამოტანილს ვიყიდი ვინმესგან და ეგ იქნება 23 :23: 23

ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - ოთხშაბათი, 08.04.2015, 20:59:51
 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 21:34:03 | შეტყობინება # 1228
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა. შეკითხვა მაქვს. მაქვს პნევმატური იარაღი ოღონდ არა 4.5მმ არამედ 5.5 და სადაც ვიკითხე სამონადირეო მაღაზიებში (ტყვიების ყიდვა მინდათქო) ყველგან მიპსუხეს ეს კალიბრი პნევმატურს არ მიეკუთვნება შაშხანებს მიეკუთვნებაო და ამის ტყვიებს ვერ ვყიდითო და რავი ძლივს ვშოულობ ამ კალიბრის ტყვიებს. და რამდენად შეესაბამება სიმართლეს რომ ეს კალიბრი შაშხანებს მიეკუთვნება?

ნადირობა
 
giorgigagoshviliდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 21:58:44 | შეტყობინება # 1229
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, გააჩნია შაშხანას რა რხედველობით განვიხილავთ, მაშინ 4.5 იც შაშხანაა ჩვეულებრივი, ანუ ხრახლულიანი, და რათქმაუნდა პნევმატურია... რაც შეეხება 5.5 კალიბრს მაგას გაფორმება სჭირდება როგორც ჩვეულებრივ ცეცხლსასროლ იარაღს ისე. პს-პნევმატური არის იარაღი რომელიც ისვრის დაწნეხილი ჰაერის ერთბაშად გამოთავისუფლებით და ამ შემთხვევაში რომ გონიათ 5.5 და 4.5 კალიბრი სხვადასხვა რამე არაა ეგ მასე, ორივე პნევმატურია და განსხვავება მხოლოდ კალიბრშია...

HOLLAND & HOLLAND
 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 22:03:49 | შეტყობინება # 1230
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, ხო ესეც ჩვეულებრივ ჰაერით ისვრის. უბრალოდ კალიბრია დიდი და მანძილი უწერია 375 მეტრი და 16 მეტრიდან კაცის სერიოზული დაშავება სასიკვდილოდაც კი. ამიტომ დამაინტერესა.

ნადირობა
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 22:22:47 | შეტყობინება # 1231
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, გასაგებია მადლობა.

giorgi1998,

აი ამ სურათს ხომ ხედავ? ქვედა რიგი არის 4.5 კალიბრის, ხოლო ზედა რიგი არის შენი 5.5მმ კალიბრის და ეგ შაშხანა როგორაა? 55 კალიბრი კი ბატონო შაშხანა მარა 5.5მ ნებისმიერ საინფორმაციო საიტზე შედი ყვენგან წერია რომ პნეუმატურია. მე ერთი რამ ვიცი კანომდებლობით, რომ თუ პნეუვატური იარაღი მოქალაქეს გადააქვს არა ჩიხოლით ის სამართალდამცავების მიერ აღიქმება როგორც ცეცხსასროლი შაშხანა და დასჯადია. შეიძლება რაღაც ეგეთი მოისმინეს და დამახინჯებულად გითხრეს არ ვიცი...


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 22:29:21 | შეტყობინება # 1232
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, რამდენადაც ვიცი, 4,5 კალიბრზე დიდი (5,5 და 6,35) საქართველოს კანონით აკრძალულია, რაღაც ჯარიმა და ჩამორთმევაა, ამიტომ ვერ შემოაქვთ და ვერ ყიდიან მაღაზიები, მხოლოდ "ლევაფ" თურქეთიდან და ისიც უხარისხოებს. ეტყობა, ძველი ნაყიდი გაქვს, რა მოდელია?
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 23:13:50 | შეტყობინება # 1233
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote geojorjika ()




რაღაცა ესე მესიმპატიურა :)


ჯორჯიკ, გინდათ ნერწყვის ყლაპვით გავიგუდოთ?

დამატებულია (08.04.2015, 22:13:50)
---------------------------------------------
ახლა გადავიკითხე ბოლო პოსტები.

Quote Falconry ()
იგი ტყვიას არნახული(457მ/წმ!!!!!!) ზებგერითი სიჩქარით ისვრის.


საერთოდ მიღებულია ტყვიის სიქარის გაზომვა 0,51 გრამიანი ჭურვით (მხედველობაში მაქვს 4,5 მმ.-იანი კალიბრი). თუ ზემოთ ხსენებული სიმარტლეა, გამოდის, რომ შაშხანა ანვითარებს 53 ჯოულ ენერგიას. შევადაროთ - 12 კალიბრიანი თოფიდან გამოტყორცნილი ანალოგიური ჭურვის (ერთი ჭურვის) ენერგია არის დაახლოებით 32 ჯოული. ანუ 1,6 ჯერ ნაკლები ენერგიის, ვიდრე ზემოთ ხსენებული ბანჟამენი. მე არ მჯერა, რომ 457 მეტრ. წამი რეალობა იყოს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ხშირად მწარმოებლები, რეკლამის მიზნით წერენ, და ზოგჯერ იუთუბზე ქრონოგრაფითაც აჩვენებენ სიჩქარეს, რომელსაც ანვითარებს არა "სტანდარტული" 0,51 გრამიანი ჭურვი, არამედ მაგალითად 0,28 გრამიანი. ასეთია ჩმა.
 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 23:27:29 | შეტყობინება # 1234
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, რა მაინტერესებს ზემოთ მიწერია ჩემ იარაღზე რომელის კალიბრიც 5.5 მმ-ია და ასეთ იარაღიტ სხვანაირი ვაზნის გასროლა შესაძლებელია ანუს ჩვეულებრივ პნევმატურის ტყვიას ვისრი უბრალოდ უფრო დიდს და თუ შეიძლება რაიმე სხვა ტყვიის გასროლა იგივე კალიბრის. ან გადაკეტება გეკოს ტყვიის მსგავსზე?

ნადირობა
 
geojorjikaდრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 23:46:19 | შეტყობინება # 1235
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაიმე ხალხნო მომისმინეთ

არ შეიძLება ესეთი რაღაცეების საჯაროდ განხილვა, აქ იმდენი კანონსაწინააღმდეგო რამე წავიკითხე , შსს-ს თანამშრომელი რომ ვიყო უეჭველის სახლებშI დაგადგებოდით

ჯერ ერთი დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ და ნუ ამბობთ რომ 5.5 პევმატურ ს გაფომრება უნდა და მსგავსი სისულელეებს

4.5 მმ-ზე მეტი კალინრის პნევმატური იარაღის ბრუნდა საქართველოში აკრძალულია არც გაფორმება შველის და არ გამოფორმება , დაგიჭერენ ჩამოგათმევენ, ჯარიმას გამოგიწერენ და შეიძლება ციხეშიც იყურყუტო კაიხანს

მერე

Quote giorgi1998 ()
და სადაც ვიკითხე სამონადირეო მაღაზიებში (ტყვიების ყიდვა მინდათქო) ყველგან მიპსუხეს ეს კალიბრი პნევმატურს არ მიეკუთვნება შაშხანებს მიეკუთვნებაო და ამის ტყვიებს ვერ ვყიდითო და რავი ძლივს ვშოულობ ამ კალიბრის ტყვიებს. და რამდენად შეესაბამება სიმართლეს რომ ეს კალიბრი შაშხანებს მიეკუთვნება?


ესეთი გაუნათლებელი და არაკომპეტენტური ხალხითაა ჩვენი იარაღის მარაზიები სავსე, რას ბოდიალობთO როგორ არ უთხარი , საერთოდ შაშხანის განმარტება გაარკვიე რა არის და ჭკუა მერე დაარიგე ხალხსთქო

Quote giorgi1998 ()
რა მაინტერესებს ზემოთ მიწერია ჩემ იარაღზე რომელის კალიბრიც 5.5 მმ-ია და ასეთ იარაღიტ სხვანაირი ვაზნის გასროლა შესაძლებელია ანუს ჩვეულებრივ პნევმატურის ტყვიას ვისრი უბრალოდ უფრო დიდს და თუ შეიძლება რაიმე სხვა ტყვიის გასროლა იგივე კალიბრის. ან გადაკეტება გეკოს ტყვიის მსგავსზე?


ეს მთლად სასწაული , იარაღის გადაკეთება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით და შარში ნუ გაყოფ თავს

და კიდევ რომ გადააკეთO მანდ იმდენი ნიუანსია, საქმეში ჩაუხედავი კაცისთვის მარტივია ესეთ გადაკეთება გადმოკეთებაზე ამბავი, იქ სავაზნე უნდა , იქ ტვისტი არ არის გათვლილი მაღას სიჩქარეებზე და მოგიგლიჯავს ხრახნიდან , იქ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმია , მოკლედ რა სისულელეა მაგაზე ლაპარაკი, პირდაპირ მიხვიდე მაღაზიაშI და მზა იარაღI იყიდო გაცილებით იაფი დაჯდება, ლეგალური იქნება და უკეთესი შესრულებულიც


Beretta A300 Outlander 12/76
 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 08.04.2015, 23:58:37 | შეტყობინება # 1236
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, გადაკეთებას არც ვაპირებ უბრალოდ სესაძლებელი თუარისთქო ეგ ვიკიტხე. გეკოს თუაფორმებენ ეს რაარს ვერ გავიგე მაინც. გეკოე საშიშია ტუ რატომაა შეუძლებელი ამის გაფორმება?

ნადირობა
 
geojorjikaდრო: ხუთშაბათი, 09.04.2015, 00:16:14 | შეტყობინება # 1237
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998,

ეგ კითხა უკვე სხივის მისმართით უნდა დასვა, რიტორიკულია და იმიტომ, როგორც ლარის კურსი და როგორც გვეშველება რამე? :D


Beretta A300 Outlander 12/76
 
giorgi1998დრო: ხუთშაბათი, 09.04.2015, 00:26:19 | შეტყობინება # 1238
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, გეტყობა გარკევულიხარ ამ საკითხში და მაგიტომ გკითხე. ვის ვკითხო თუიცი მითხარი..შსს-ს მიმართეო არ მითხრა ოღონდ.. gimili

ნადირობა
 
Falconryდრო: პარასკევი, 10.04.2015, 22:39:26 | შეტყობინება # 1239
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, მეც ვიცი რა ტყვიებითაც ისვრიან...ხომ ვთქვი ერთ ერთ მომხმარებელს ეწერა ეს ფორუმშითქო აქ და გადმოვაკოპირე 166 166

დამატებულია (10.04.2015, 21:39:26)
---------------------------------------------
giorgi1998, რაც ნანახი მაქ ეგრე გადაკეთებულები გეკოები არ ვარგა თან ძაან და რავი პნევმატური გადაკეთებული გეკოდ არ ვიცი მაგას ცოდნა უნდა ეგრე ადვილი არაა


ინადირე ზომიერად!
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 10.04.2015, 22:54:59 | შეტყობინება # 1240
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, ანუ გეკოს ტყვიაზე გადაყვანა შარია, დაჭერა და ჯარიმა. არც ივარგებს, გეოჯორჯოკამ დაწერა მიზეზი, და არც ღირს: ნორმალურ 5,5 ტოზს(გეკო) 200 ლარად იყიდი. თუმცა "გეკოზე" ამბობენ: სანამ არ გაქვს გინდა შეიძინო და როცა შეიძენ, ხვდები, რომ არც ისე გამოსადეგია და გბეზრდება. ჯობია, ჩუმად ინადირო ტურებზე მაგ პნევმოთი, ქარიატის გზა სავსეა მაგენით ღამე. ბარემ დაწერე, რა მოდელია, თუ ვერ ნახე წარწერა, ჩინური იქნება 20 წლის წინ შემოტანილი, მგონი ბამ-2 მოფელი, სოფელში ვნახე ერთხელ.
 
Falconryდრო: სამშაბათი, 14.04.2015, 10:48:23 | შეტყობინება # 1241
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო თურქეთში რამდენად შევიძენ HATSAN AT44W-10, ნასოსანად?

ინადირე ზომიერად!
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 14.04.2015, 11:15:45 | შეტყობინება # 1242
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, http://www.avnette.com/default.asp?git=8&altkategori=8
 
Falconryდრო: სამშაბათი, 14.04.2015, 11:25:39 | შეტყობინება # 1243
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, საძღვარზე გამომატანენ? ან რა დაჯდება გადმოტანა? ვერ გავუგე ლირებში ყიდიან თუ რაშI მაგ საიტზე და ლარებში რო მითხრა შეგიძლია? 23_30_126 :23_30_126: AT44-S10 TH ეს წერია ფასად Fiyatı : 750,00 TL KDV Dahil

ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - სამშაბათი, 14.04.2015, 11:27:44
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 14.04.2015, 18:15:12 | შეტყობინება # 1244
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლირა ლარზე ცოტათი ნაკლებია, 750 ლირა სადღაც 680 ლარია, თან თურქებში შევაჭრება მოსულა, აკლებენ. საზღვრის ამბავი კი არ ვიცი, საზღვარზევე უნდა იკითხო, წესით არ უნდა იყოს პრობლემა.
 
geojorjikaდრო: სამშაბათი, 14.04.2015, 23:02:26 | შეტყობინება # 1245
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry,

აქ ძვირია თურქეთში რომ ეძებ საყიდლად?


Beretta A300 Outlander 12/76
 
Falconryდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 17:11:41 | შეტყობინება # 1246
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, ზაფხულშ ვაპირებ ყიდვას კიდევ ერთი პნევმატურის და მაგ დროისთვის სტამბულში ვიქნები... Hatsan AT44-10 PA ყიდვას ვაპირებ ვნახოთ..ისე წესით იქ უფრო იაფი უნდა იყოს...არამგონია ისეთი განსხვავებნა იყოს ფასში კაცი საქართველოდან თურქეთშ წაყვიდე საყიდლად მაგრამ მაინც იქ ვიქნები და ბარმე ვიყიდი gimili

ინადირე ზომიერად!
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 20:08:17 | შეტყობინება # 1247
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry სტამბულში რა ღირს ეგ თოფი

Born to hunt
 
tyupi008დრო: პარასკევი, 17.04.2015, 14:03:57 | შეტყობინება # 1248
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არამგონია მაინცდამაინც განსხვავებული იყოს ფასი 23

bazieri.ge
 
minchaninდრო: კვირა, 19.04.2015, 23:31:22 | შეტყობინება # 1249
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ.
დრეს დავამთავრე მუშაობა გადამშვები ხვრელის მოცულობის გავლენაზე ტყვიის სიჩქარესთან მიმართებაში. ანუ, გადავაკეთე ჩემი ჰატსან 105 (ძველი მოდელი) ახალი მოდელის მსგავს კონსრუკციად. ანუ, მოვაცილე კლიპი, და გავუკეთე "ზატვორი", რომლითაც ლულა მივუახლოვე

კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. ადრე იყო 45 მილიმეტრი. როგორც ადრე დავწერე, ჯერ კიდევ მინსკში ვცადე მიმეღწია 300 მეტრ წამში სიჩქარისთვის. რა არ ვცადე. რა ტიპის ზამბარები არ გამოვიყენე. მაგრამ... 11 ჯოულს ვერ ავაცილე მისი ენერგია. მიკვირდა, მისი კომპრესორის

მოცულობა ანალოგიური იყო სხვა გავრცელებული მოდელების მოცულობისა - 57 კუბ. სმ. მერე კი, გადამშვები ხვრელის დიამეტრის შემცირების საშუალებით მიღწეულ ტყვიის სიჩქარის გადიდების მიზეზზე ფიქრმა მიმიყვანა იმ იდეემდე, რომ სრულიად შესაძლებელია ტყვიის სიჩქარის ზრდა

"მკვდარი მოცულობის" შემცირებამ გამოიწვიოს. რადგან, ცნობილია, რომ ტყვია ჯერ კიდევ ლულაშია, როცა დგუში ამთავრებს სვლას, და, ეტაკება კედელს. ე. ი. გამოდის, რომ კომპრესპრესორში არსებული ჰაერის მთელი მოცულობა გადადის ლულის იმ მოცულობაში, რომელიც ტყვიის ადგილ

მდებარეობით განისაზღვრება. რა თქმა უნდა დგუში უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ტყვია გადაადგილდება ლულაში. ახლა გავიხსენოთ, რომ რედუქტორიან პცპ სისტემაში (მხედველობაში მაქვს გავრცელებული მოდელები) რედუქტორის შემდეგ წნევა დაახლოებით 100 ატმოსფეროს შეადგენს. და ამ

დროს ტყვიის სიცქარე დაახლოებით 250 მეტრ. წამს შეადგენს (0,69 გრამიანი ტყვიებისთვის). გამოდის, რომ, თუ გვინდა ლულაში 100 ატმოსფეროს მიღება საჭიროა 57 კუბ. სანტიმეტრი მოთავსდეს ლულის იმ ნაწილში, რომელიც ტყვიის მდებარეობით განისაზრვრება. ანუ თუ

გადავიანგარიშებთ 57 კუბ. სანტიმეტრის 100-ჯერ შემცირებას, გამოვა, რომ ტყვია დაახლოებით 3,3 სანტიმეტრზე უნდა იყოს კომპრესორის ფსკერიდან მაშინ, როცა დგუშმა სვლა უკვე დაამთავრა (ვთვლით, რომ გადამშვები ხვრელის დიამეტრიც 4,5 მმ-ია). და, თუ ამას გავითვალისწინებთ,

გამოდის, რომ ჩემს ჰატსან-105 -ში ტყვია, მაშინაც კი, თუ ის ადგილიდან არ დაიძვრება მანამ, სანამ დგუში არ დაეტაკება კედელს, მისი მდებარეობა უკვე 1,5 -ჯერ მეტია ზემოთ ხსენებულ, უკვე დაძრულ, და აჩქარება მიღებულ ტყვიასთან. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ნაკლები წნევის მიღებას

ლულაში, და რა ქმა უნდა ნაკლებ აჩქარებას. ამიტომ ჩავთვალე, რომ მკვდარი მოცულობის შემცირებამ უნდა გამოიწვიოს ტყვიის სიცქარის გადიდება. და, არ გამოვრიცხავ მსგავსი მოდელების კონსტრუკციის შეცვლა მწარმოებლის მიერ სწორედ ამიტომ მოხდა. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ

გარემოებას, რომ ჰატსანის მოდელები 70, 80, 85, 90 და სხვა, კომპრესორის მოცულობით 57 კუბ. სმ., და გადამშვები ხვრელის სიგრძით 15 მმ. თავისუფლად ანვითარებს 300 მეტრ. წამ სიჩქარეს.
დავუბრუნდები ჩემს "ჰიპერბოლოიდს".
მე მივუახლოვე ლულა კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. და ჩემი ძველი ჰაერის ზამბარით, რომლიც ჯერ კიდევ მინსკში მეყენა მაგ თოფში, მივიღე 265 მეტრ. წამი სიჩქარე 0,69 გრამიანი ტყვიებით. ეს დაახლოებით 24 ჯოულია. მაშინ, როცა ძველი კონსტრუკციით 11 ჯოულს ვერ ავაცილე.
ვფიქრობ გასაგებად დავწერე ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა.

დამატებულია (19.04.2015, 22:31:22)
---------------------------------------------
გამეკეთებინა სხვა და სხვა ვარიანტები ლულის კომპრესორთან მიახლოებისა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამისათვის გაცილებით ბევრი დრო იქნებოდა საჭირო, ვიდრე 3 დღისა, რაც მე ამ ტესტს მოვახმარე. ამდენი დრო სამწუხაროდ არ გამაჩნდა. და ამიტომ გადავწყვიტე მაშინვე ბოლო ვარიანტისთვის მიმემართა.

შეტყობინება დაამუშავა minchanin - კვირა, 19.04.2015, 23:26:43
 
tyupi007დრო: ორშაბათი, 20.04.2015, 01:05:13 | შეტყობინება # 1250
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, ბატონო სოსო, თუ შეგიძლიათ დადეთ ფოტო თქვენი ჰატსან 105 ის ამ ტესტის შემდეგ gimili

bazieri.ge
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)უძველესი ხეწლნაწერი
  • 2.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 3.)მტკვარზე თევზაობა
  • 4.)სასტენდო სროლა ...
  • 5.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 6.)მწყერზე ნადირობა
  • 7.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 8.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 9.)საცვლელი ჩოკები
  • 10.)პნევმატური იარაღები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)მწყერზე ნადირობა
  • 4.)პოინტერი
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Opito
  • 2.)CityHandyman
  • 3.)Ciallinall
  • 4.)Subaroid
  • 5.)Iraklisnip
  • 6.)Tura3028
  • 7.)SAMTREDSKI1990
  • 8.)Nodar60
  • 9.)GEO1
  • 10.)bodiala23

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика