გამარჯობათ ბიჭებო, აბა როგორ ხართ როგორ მიდის იხვზე ნადირობის საქმე? რამდენი თვეა არ შემოვსულვარ საიტზე და დღეს შემოვიჭყიტე, ზაფხულში შუა აზიაში გეპატიჟებოდით სანადიროდ, ეხლა კი დიდი სიამოვნებით გეპატიჟებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გპირდებით რომ იმდენ რუხ ბატს განახებთ რომ იხვს შეიდზლება არც კი ესროლოთ აქ რაც ხდება ეს მართლაც ნამეტანია, და მიმაჩნია რომ ესეთი ნადირობა ცოტა არ იყოს ნაკლებად აზარტული და საინტერესოა, რამდენჯერმე დზალიან სახალისო და ჯინის მოსაკლავი, დროთა დრო მოსაბეზრებელიც კი, ჩვენ ძებნას წვალებით მოპოვებას ვართ მიჩვეული, აქ კი პირიქით, იმდენი ბატი და იხვია რომ პერმაში გეგონება თავი
დამატებულია (27.12.2015, 08:06:57) --------------------------------------------- აბა ყველას წარმადებეს გისურვებთ, როგორც ნადირობაში ისევე სხვა ყველაფერში, და გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს
lash131, გაგიმარჯოს! მართლაც დიდი ხანია არ წამიკითხავს შენი პოსტი, ხო მშვიდობით ხარ? ნადირობ მანდ? შეგვიმკე აბა საიტი შენი ფოტოებით გულს მაინც გავიხარებთ..
გაუმარჯოს ბიჭებს.. ერთ საათში მივდივარ სუფსაში და ვნახოთ იქნება დღეს მაინც იქნეს ერთი გამოპრუტუნებული კვატიე სადმე ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
სანაპირო დაცვის ოფიცერს ველაპარაკე დღისით, ბათუმიდან ფოთამდე იხვი არააო ზღვაზე, შტორმიაო, 2 დღის წინ მხოლოდ სუფსის შესართავთან იყოო მცირე გუნდი. monadire_999, შეიძლება მცირე გადაფრენები კი გააკეთოს და აბა წარმატებები.
პედიატრი, მაგ კაი კაცის მობლური თუ გაქვს მომავალშიც მოგაწოდებს ალბათ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას იხვის ზღვაზე ყოფნაზე და შტორმზე, მერე ჩვენც გაგვიზიარე
მოკლედ, მცირე გუნდია ადგილობრივი იხვების შეკრებილი და წყნარ ამინდში ზღვაზე ისვენებს სუფსის შესართავთან და სუფსის ტერიტორიაზე აკეთებს ღამის გადმოფრენას და როცა შტორმია პალიასტომზეა და საღამოს გადმოფრენაც უფრო აქეთ აკეთებს, სავარაუდოდ. კარგად რომ მოყინავს რუსეთში, შემოვა მერე დიდი, "გულგაყოფილი", ნაცრისფერფრთიანი, კუდმოკაუჭებული სამხრეთის იხვები.
სუფსაში ვიყავი გუშინწინ და წვრილი იხვი წრიალებდა მაგრად.. რამდენიმე მთავარიც გამოჩნდა.. მეთქი საღამოს საიტზე ბიჭებს გავახარებთქო მარა ახლობელთან გამოვიარეთ და ისე დავთვერი მეზობელმა მომასწავლა სახლი თუარა ახლაც ქუჩაში ვიქნებოდი ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
ტყეში არა აბრად.. ბალაგნებია რა, მანქანით ცუდი შესასვლელია ძაან, ტბასავითაა ერთი და იქ ვერ მოვასწარით იდგა ბიჭები და კიდეც ისროლეს ასე 20 გილზამდე.. იმ ტბას ეძალებოდა იხვი მარა ადგილობრივი იხვია მოსული არაა ჯერ თორე ისეთი ადგილებია იქ ყველგან იქნებოდა.. მეორე პერელიოტზე უფრო მოდის რა.. ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
ბაქარი, წარმატებას გისურვებ, დაპოსტე მერე. ისე, ირგვლივ თოვს ამინდის საიტის მიხედვით და იქნება კი იმოძრაოს ზღვისპირეთში იხვმა
დამატებულია (31.12.2015, 16:30:48) --------------------------------------------- ეხ, არ მომითმინა გულმა, ვიცმევ ახლა თბილად და წავალ საღამოს გადაფრენაზე... არამგონია რამე იყოს, მარა დავპოსტავ მაინც მერე... თვლჭყაპია და ცოტა დაამჩნია მაინც ჩვენთან..
დავბრუნდი, ხალხი ბლომად იყო, შორს არ წავსულვარ, მხოლოდ პატარა იხვებმა გამიფრინა ახლოს ორჯერ, ერთი მოვინადირე, მეორე დაჭრილი "წაბარბაცდა" და სანამ დავარდებოდა სხვამ დააყოლა... კანტი კუნტი სროლა იყო, დიდი იხვი არ გამოჩენილა... რათქმაუნდა, მაინც კმაყოფილი მოვედი: ჯერ ხომ რუსეთის იხვი არ შემოსულა, ყველაფერი წინაა...
პედიატრი, მალადეც ჟინი ხო მოიკალი ის აბდალი ვინიყო კიმარა?მეკამიკეტა ვიგაცამ მასე ცელს მწყერზე ვესროლე თავში მოხვდა და გაემართა რაკეტასავით ცისკენ ველოდებიტ როდის ჩამოვარდება მედამეგობარი და ვიგაც გამოხტა და არგაუქანა და ჩამოაგდო მტელი მინდორი ტაშს უკრავდა ჩვენი ჩათვლით :Dისმერი ეგ იქ არმინახავს :D მთკვარზე მოუნადირებია ბიჭებს 4 ცალი ხარაზული მოძრაუბა ცოტცოტაო ცვრილიც და მსხვილიცო ხვალ დილით როგორ წავიდე დამცინებს ხალხი ორე გავიდოდი :DD თ.მაჭარაძე
landia, გამეხარდა კიდეც, შორს ვარდებოდა მაინც და ძნელი საძებნი იქნებოდა, ქემაინც კაცმა აიღო და ტურისთვის არ მოვკალი იხვუნია ტყუილად(ორი ახალგაზრდა იდგა ერთად, ერთი თოფით). წადი, წადი, ვინ გნახავს მაინც მონადირის გარდა. ხვალ მორიგე არ ვიყო(24 საათიანი) მაინც წავიდოდი უიხვობის მიუხედავად. აბა ბიჭებო ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას, დასაოჯახებელს დაოჯახებას, ოჯახიანებს შვილების სიმრავლეს და კარგადყოფნას, ქვეყანას მშვიდობას, მონადირეებს სასიამოვნო ნადირობებს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო!
ახალწელს გილოცავთ ძმებო ყველას.. მრავალს დაგასწროთ ყველა ღმერთმა, ბედნიერად ჯანმრთელად თქვენს ოჯახებთან ერთად და რაც ჩვენთვის ძაან მნიშვნელოვანია შედეგიან ნადირობას მომავალი წლიდაან იმდენი იხვი ყოფილიყოს დღიური ნორმის გადაჭარბებისთვის დავეჭირო გარემოს მე პირადად და თქვენ გაგესწროთ ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
პედიატრი, იყო იხვი თან დიდიც და პატარაც სულ სამნი ვიყავით ჩემს სოფელში პატარა ტბორზე და საკმაოდ მოვიდა მხოლოდ ერთს ვესროლე და გამექცა სამაგიეროდ სხვებმა უბრაგუნეს ჯამში არცერთს არ მოგვიკლავს მარა აშკარად ახალი იხვი იყო
Axal wels gilocavt mravals daeswarit .dges vikavi რionze da saertod araferi iyo. Davigale am nishanze srolit imedia shemova am dgeebshi me waval da tu wamovewie ert kvatunias xo kai tu arada chven viyot kargad
ნომერი ვერ გავარჩიე მარა იმაზე ეტყობოდა, რომ არ გვერიდებოდა საერთოდ დამფრთხალი არ იყო,ე ლეკვიც მყავდა და მშრალზე მომიწია დადგომა სხვები ვინც ახლოს იდგნენ ფეხებში უჯდებოდათ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!