19:08:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ნადირობა იხვზე
iosebovichდრო: პარასკევი, 11.01.2019, 16:29:23 | შეტყობინება # 6151
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სანადირო მეურნეობები უნდა იყოს. ნადირობა ძვირი სიამოვნებაა ყველგან მთელ მსოფლიოში. სადაა ესე კაცო ყველას თოფი უჭირავს ხელში და მიდიი. ფასები უნდა იყოს დაახლოებული არა გაბერილი. ახლა თოფაძესთან 50 ლარს არ გადავიხიდი ერთ ხოხობში მარა 20 ლარი მაგალითად მისაღები ფასი იქნებოდა. სამაგიეროდ მშვიდად წყნარად მოინადირებდი და წამოხვიდოდი. ვისაც ფული არა აქვს კიდე და რა ენადირება ერთი მაინტერესებს რაა. მწყერზე ხო კი ბატონო. ყველაფერი დანარჩენი უნდა იყოს ფასიანი, სანდირო მეურნეობებში და ბევრი. ესეა ყველგან.
 
panatiდრო: შაბათი, 12.01.2019, 09:15:15 | შეტყობინება # 6152
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iosebovich, ბატონო თქვენ ფიქრობთ მაგით რამე გამოსწორდება სულაც არა აქ ერთი რამეა სახელმწიფომ და ,,,გდი,,,უნდა იმოქმედოს როგორც სხვა ქვეყნებში იცავენ და თავისი მოვალეობა პირნათლად უნდა შეასრულოს და თავისი საქმე უნდა უყვარდეს , ის მის უფროს და სხვა თანამდებობის პირებს კი არუნდა უწყობდეს ხელს უკანონო ნადირობაში და პატიოსან მონადირეებს კი არუნდა დევნიდეს უბრალოდ ..პირველი.. თავისი საქმე უნდა უყვარდეს და მერე კანონის პარგლებში უნდა მოქმედებდეს და რაც შეეხება პრინველზე ფასის დადებას ჯერ საქართველოში ამ გაჭირვებული მოსახლეობის შემხედვარე რა ფასზეა ლაპარაკი ხალხს პური ენატრება ეკონომიკა თავზე გვეხურება უკან და უკან მივდივართ ეს ჩემი აზრით არასწორი იქნება და არაფერს არშეცვლის ,ყველამ კარგათ ვიცით ვინ დადის ნაკრძალშიც და კატერითაც და ფარებითაც ვინ ანადგურებს ,,,ესს ბრაკონიერები და თვითონ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავეები არიან ,,,ანუ ჩემთვის ორივე ბრაკონიერია,,, და ვის უნდა მოთხოვონ თავიანთ თავებსსს ამას თავისთავად არიზავენ და რათქმაუნდა ...პატიოსან წესიერ მონადირეებს გვავიწროვებენ და გვზღუდავენ ესაა ფაქტი და გვერდს ვერავუვლით.
 
chale88დრო: შაბათი, 12.01.2019, 19:02:05 | შეტყობინება # 6153
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნანადირებით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს აუცილებლად და დაცული ტერიტორიებიც საჭიროა თორე ისეა ხალხი გამხეცებული რომ არაფერს აღარ ტოვებენ ბუნებაში ცოცხალს. რაღაც პატარა ტერიტორია უნდა ქონდეს მონადირეს რო შეძლოს ნადირობა აუცილებლად უნდა იყოს. ნანადირებით ვაჭრობა და მეხორცეები უნდა მოისპოს ამ საქმიდან თუ გვინდა რო იხვის რაოდენობა მწყერივით არ შემცირდეს. ყოველ წელიწადს მცირდება ფრინველების რაოდენობა ეხლავეა საჭირო ზომები მისაღები.

ბ.თოთაძე
 
alekoდრო: შაბათი, 12.01.2019, 19:46:45 | შეტყობინება # 6154
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვკითხულობ ნაწერებს და იურიდული კუთხით რომ ვუყურებ ღიმილის მომგვრელია.ნების დართვაც და აკრძალვაც იმაზე უფრო რთული გასაკეთებელია ვიდრე წარმოგიდგენიათ მეგობრებო. ფორუმზე სურვილების გამოხატვა დარჩება სურვილების გამოხატვად ფორუმზევე )))))

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
gio96დრო: კვირა, 13.01.2019, 14:34:57 | შეტყობინება # 6155
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 48
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კრასნოდარში (- გრადუსი) მგონი საერთოდ არიქნება ისეთ ამინდებს აჩვენებს.
არმინდა ვთქვა მომავალ სეზონამდე გადაიდო იხვზე ნადირობა/ იმედს მაინც ვიტოვებ! :)
9ac21


G.MIMINO
 
zviadauriდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 12:17:42 | შეტყობინება # 6156
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gio96, მემაინც ვფიქრობ რომ იანვირს ბოლოდან ტებევრლის ბოლომდე იქნება კარგად .ჯერ არყოფილა სეზონი საერთოდ არშემოსულიყოს არახსოვს ნადირობის ისტორიას .უბრალოდ შემოვა და მერე მარტიც მოდის როგრც ხდება ხოლმე და იკრძალება ნადირობა .მაგიტომ ვითხოვდით მარტის დაშვებას იხვმაც ისწავლა .თვითგადარჩენის ინსტინკტი :)შემოდის მაშIნ როდესაც შედარებით სიწყნარეა. ზემოთ ეწერა გუნდების პერელიოტი არმინახია საკუთხედი კვადრატიო არვიცი სად დადაიხართ მაგრამ შარშან მე გუნდები ვნახე იხვი ბატი მართალია მაღალზე გადადიოდა და სროლაზ აზრი არქონდა მაგრამ სანახაობით კი დავტკბი.ვერდაითვლიდი იმდენი იყო
39

დამატებულია (14.01.2019, 12:18:58)
---------------------------------------------
gundi gundi


აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
chogiaდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 12:43:58 | შეტყობინება # 6157
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 100
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან არის მხოლოდ შემცირებული ნადირობის სეზონი სხვაგან მე რასაც უყურებ და ვგებულობ მაისამდე ნადირობენ იხვზე ჩვეულებრივად,
მარტის ბოლომდე თუ გადაწევენ სეზონს კარგი იქნება თუ არადა უყუროთ ვიდეობს და დავტკბეთ სხვისი ნადირობით :) 167
 
panatiდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 19:04:49 | შეტყობინება # 6158
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვფიქრობ იანვარიც ჩაივლის და არიქნება იხვი ისეთი ამინდებია თვისბოლომდე, რაც შეეხება იხვს მარტის შუარიცხვებამდე თუ გადაგვიწევენ კარგი იქნება .
 
eagleდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 20:00:52 | შეტყობინება # 6159
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეეხ ნეტა ეგ ბედნიერი დრო დადგებოდეს მაგრამ არ მგონია ესენი ისე აკეთებენ მგონი სულ აკრდზალვა უნდათ ნადირობის მთელი ტბები თუ სადმეა სულ ნაკრძალებად აქციეს და მანდ თუ არ შევიდა მონადირე იხვი ნამდვილად არ ადგება ისეთი ადგილიდან სადაც არავინ აწუხებს და მითუმეტეს არც ყინვაა მარტო ისგა დაგვრჩენია ვინატროთ ნაკრდზალის ტბების გაყინვა და მათ შორის კუბანიც გაყინოს და მერე ნახე აბა თუ იხვი გამოლიო მოაწვება სულ მდინარისკენ მაგრამ ეგ სანატრელი დრო ნეტა თუ დადგება ოდესმე 23
 
panatiდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 21:08:03 | შეტყობინება # 6160
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
eagle, აუცილებლად დადგება ერთხელ კიდევ მასეთი დრო ,ალბათ გემახსოვრება ,,ქათმის გრიპი ,,რომ გამოაცხადეს იმწელს 2009-2010 იყო მთელი რუსეთის მდინარეები და ტბები გადაიყინა და იქ ფაქტიურად ქრინველი აღარ დარჩა . მასიურად რომ არგაწყვეტილიყო გამოაცხადეს ფრინველის გრიპიი შეილება არდაიჯეროს ბევრმა მაგრამ სადმე თუ პატარა წყალი იდგა ყველგან იხვი იჯდა და ხელით მყავს დანაჭერი 2-ცალი,1-ცალკე ჩემ მეგობარმაც დაიჭირა + გზაზე მანქანები ჭყლეტდენ ,ეგრეთწოდებული ,,გონიოს პოლიგონს ,,,ვეძახით სადაც ჩვენ ვნადირობთ ნუ ციფრი რომ ვთქვა შეიძლება არდაიჯეროთ იმდენი ბატი იჯდა იმ მინდორში მე მაგისთანა არც იუთუბში არმინახავს ,მაგრამ ნადირობის ნება რომ არდაგვრთეს კარგი იყო,თითქმის განადგურდებოდა ბრაკონიერი მეხორცეების მხრიდან,მაგრამ ის სილამაზე და ის სიამოვნება არდამავიწყდება ფეხებში იხვები დაძვრებოდენ,ასე რომ იმედიმაქვს კიდევ ერთხელ ვიხილავ ასეთ ფაქტს მეც და ყველა ცესიერი მონადირე 166
 
eagleდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 21:31:54 | შეტყობინება # 6161
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Panati კი ნამდვილად მახსოვს ეგ ქათმის გრიპის დრო მაგდენი იხვი ნამდვილად არ მინახავს მაგრამ ქედანი იყო იმ წელიწადს აუარებელი მე კიდე შორიდავ ვუყურებდი რომ ტრიალებდა ამხელა გუნდები და ვერ ვნადირობდი რადგანაც გრიპი გამოაცხადეს და ალბათ იმიტომაც იყო მაგ წელიწადს ყველაფერი ბევრი რომ მეხორცეებს ზოგს მაინც ეშინოდა ავადმყოფობის და არ ჯლეტდნენ როგორც ეკადრებათ ხოლმე. და ისიც მახსოვს სოფლებში ქათმები დაკლა ხალხმა და მერე კვერცხი გირდა მაგაზიებში 1 ლარი 069

დამატებულია (14.01.2019, 21:35:50)
---------------------------------------------
მოკლედ ველოდებით კარგ ყინვას და მოვა რაგაცა აუცილებლად

შეტყობინება დაამუშავა eagle - ორშაბათი, 14.01.2019, 21:33:36
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 21:39:31 | შეტყობინება # 6162
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსეთში ყინვები თუ არ იქნა, ისევ შეჭამს იქ დარჩენილი იხვი შხამიან თესლსდა გაწყდება. ჯობია იქ დროზე მოყინოს ხოლმე და გამოასწროს ჩვენსკენ.ჩვენთან კი პალიასტომი და ფიჩორის ტერიტორია მთლიანად აიკრძალოს (ანუ "ბლატნოებიც" შეაჩერონ) და სხვაგან დაგვანებონ თავი. ლიმიტი შეამოწმონ, ფარით ნადირობა შეამოწმონ, ნანადირევის გაყიდვა აკრძალონ (კონსტიტუციას ცვლიან ყოველ არჩევნებზე და ეს აკრძალვა რა ისეთი იურიდიული დილემაა). ახლა რა გგონიათ, რუსები იხვების ყურებით ტკბებიან? ნადირობენ გემრიელად 11 აგვისტოდან შუა აპრილამდე და აკრძალული მეთოდებითაც.
 
solomonდრო: ორშაბათი, 14.01.2019, 22:19:06 | შეტყობინება # 6163
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, უკაცრავად, ფიჩორაში რო უნდა აიკრძალოს ნადირობა ეთანხმებით მაგთემას თუ მე ვერ გავიგე სწორად? გურიის მხრიდან სხვაგან იხვი არ მოდის და იმიტოა ეს ხალხი ასე გადარეული! იქ რო იხვი არ შეწუხდება მაგ ერთ თვეს საერთოდ არ გამოვა იქედან. .
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 15.01.2019, 12:01:42 | შეტყობინება # 6164
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო, ფიჩორის მიმდებარე გარკვეული ტერიტორიაც, იხვსაც სჭირდება დასვენების და გამოკვების მცირე ადგილები მაინც და შველზეც ვიფიქროთ უნდა - ის ხომ პალიასტომზე ვერ დაისვენებს. ეს საჭიროა, თორემ აქეთკენ მიგრირებადი იხვი თუ არ მოვასვენეთ არსად და ყველგან გენოციდი მოვუწყვეთ დღე და ღამე, სხვა მარშრუტს აირჩევს, ძალიან დაახანებს გადმოფრენას.... https://www.facebook.com/100006221807729/videos/2195277094022996/
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 16.01.2019, 13:17:22 | შეტყობინება # 6165
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, იქ გარკვეულ ტერიტორიაზე არაა საუბარი, დავდივარ მანდ და წელსაც ვიყავი, პიჩორი სანამ ტყეში შედის 200 მეტრში დადგეს საგუშაგო, გამოდის მთელი პიჩორი აკრძალულია. იმდენი და ისეთი ტერიტორიები მიაქვთ იხვის მოსასვენებლად გამოდის რომ მარტო ქართველებმა უნდა მოვასვენოთ მაი იხვი და დანარჩენმა ხოცოს (ნეტა იხვს უფრთხილდებოდენ, ყველა აზრზე მოსულმა იცის რა თავებიც არის მაგ საქმეში ჩადებული, ისევ და ისევ გლეხის ზურგზე..)
 
IAA116დრო: ოთხშაბათი, 16.01.2019, 15:50:30 | შეტყობინება # 6166
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon,
ტყეში მოისვენებს კი არა და იბუდებს კიდეც,
მომრავლდება, უამიდობის დროს ტყეში არ დარჩება გაიშლება და ყველგან იქნება რიონის მიმდებარედ, ვარციხიდან კაცობურამდე,
მასე იყო როცა ჯაპანის ტბები იყო ნაკრძალი და ყველასთვის იყო იხვი.
 
zviadauriდრო: ოთხშაბათი, 16.01.2019, 16:23:00 | შეტყობინება # 6167
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იხვი ხომარავის შეუნიშნავს ჰიროზნტზე
19


აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
sabjekდრო: ოთხშაბათი, 16.01.2019, 16:28:31 | შეტყობინება # 6168
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც არა მგონია, ესე, დაუფიქრებლად კეთდებოდეს ეს ამბები. ყველგან ყველაფერი მოსავლელია. მე მაინც ჩვენში მგონია მთავარი პრობლემა. აბსოლუტურად ყველა ვწუწუნებთ, რომ არ იქცევა ხელისუფლება სწორად. გადაჭარბებული მგონია ეს ყველაფერი. ჩვენ ვაფუჭებთ საქმეს და ამიტომაც არის ყველაზე იოლი გამოსავალი ყველასთვის აკრძალვა.
რამდენი ადამიანიც თოფს დაიჭერს ხელში, იმდენჯერ სამი უნდა იყოს ზედამხედველი (იმისათვის, რომ თოფიანი კაცი დააკავო), სოფლებში, რომ ყველა ფანრებით დარბის ზამთარში, რომელი ვებრძვით ამას? ვამბობთ, რომ ეს გდი-ს თუ რაც ქვია, იმათი საქმეა. სოფლებში გდი-ს ვერ ჩააყენებ. არც ამ რაოდენობით თანამშრომლები მოეპოვებათ მათ, ესეც ცნობილია.
გაწყვიტეს ქათამი და იხვი არასანადირო ქმედებებით. ჩვენ, მონადირეებს რა? რა და მოთმინება. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ შედეგებს. თოფის გასროლაც სანატრელი გაგვიხდება მალე და ყველა ერთად ვიქნებით ამაში დამნაშავე - ჩვენც, გდი-ც, და ვაიმონადირეებიც.

გამოსავალი თვითშეგნებაა. ეს კი, კარგად მოგეხსენებათ, არც ისე იოლი მისაღწევია უახლოესი ათწლეულების მანძილზე.

კომპლექსურად არის ეს ყველაფერი განსახილველი - არ გაყიდვა ბაზრებზე, მანოკების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა, როგორც ქარხნულ, ასევე კუსტარულებზე, გდი-ს გვერდით დგომა უნდა გახდეს ყველა მონადირისთვის სასახელო საქმე, "ჩაშვება" არ უნდა იყოს "გრეხი", ბუნებას უნდა გაფრთხილება, უნდა აღსდგეს გამოხშირვები (ლიცენზიების გაცემა) და ა.შ. ჩამოთვლა იმდენად შორს წაგვიყვანს, როცა ყველაფერი დასახვეწია, რომ თანმიმდევრულობა დაირღვევა.

ეს არ არის ასე ადვილი. უამრავი კონკრეტული ნიუანსი აქვს ამ ყოველივეს და უამრავი მრჩეველი აღმოჩნდება ნებისმიერი რეგულაციის შემოღებისას, მაგრამ მოდი შენ ჩამოწერეო რო უთხრა ვინმეს, რა არის გასაკეთებელიო, ეს ჩემი საქმე არ არისო - გეტყვით ყველა, თუმცა რა როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველამ იცის გარდა იმისა, ვისაც ევალება. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება ყველა საქმეში.

90-იანი წლების დიპლომების შედეგია ეს. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრი თემაა


kakhi
 
Gochahahaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2019, 20:50:45 | შეტყობინება # 6169
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მეიხვე მონადირეებო, ყველას გილოცავთ შობა- ახალ წელს, წარმატებულ ნადირობას გისურვებთ. პოსტებს რომ ვხედავ ნამეტანი პესიმისტური განწყობა იგრძნობა მონადირეებს შორის. ყველაფერი მოგვარდება, იხვიც გამოჩნდება და ნადირობის საკითხებიც წესიერი მონადირეების სასარგებლოდ გადაწყდება, მთავარია შევიგნოთ, რომ ბუნებაში ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, 500-700 იხვს რო მოკლავს ერთი კაცი სეზონზე, ეს რა უბედურებაა, რას უტოვებს მომავალ თაობას ამაზე ვიფიქროთ ყველამ ერთად...

Gocha
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 00:47:24 | შეტყობინება # 6170
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამასობაში ცოტა შემოიპარა მგონია იხვი... ცოტ-ცოტა გამოჩნდა ყულევისკენ...
 
moriak007დრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 01:15:59 | შეტყობინება # 6171
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek, 100% გეთანხმები...
 
iosebovichდრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 10:23:43 | შეტყობინება # 6172
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek,

100% დასტური ...
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 11:34:15 | შეტყობინება # 6173
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote IAA116 ()

ტყეში მოისვენებს კი არა და იბუდებს კიდეც,
მომრავლდება, უამიდობის დროს ტყეში არ დარჩება გაიშლება და ყველგან იქნება რიონის მიმდებარედ, ვარციხიდან კაცობურამდე,
მასე იყო როცა ჯაპანის ტბები იყო ნაკრძალი და ყველასთვის იყო იხვი.

შენ გაიხარე ასეთი სიმართლე რა ხანია არ მომისმენია რატომრაც ქართველი ხალხი მიეჩვია ქაოსს და განუკითხავობას იმას ბევრი ვერ ხვდება რო თუ წესრიგი იქნება ყველასთვის იქნება სანადირო, იყო ჯაპანა და სულაც არ გჭირდებოდა სადღაც წოწიალი და ზედმეტი ხარჯები ყველგან იხვი იყო როცა ჯაპანა ნაკრძალი იყო, თუ სადმე სოფელში მდინარე ჩამოდიოდა სავსე იყო იხვით და ყველა იხარებდა გულისჭიას, აიკრძალოს ზუსტად უნდა აიყაროს ის ბალაგნები და ხოცვა ჟლეტვის ეგეთი ბუდეები ბევრი ვიცი მტელი ზამთარი მანდ რო ასობით იხვს ჟლეტდა, ჯაპანა ერთი პერიოდი არავინ დადიოდა და გამრავლება დაიწყოიხვმა ესააო და იხვიაო და შეესია მტელი დასავლეთიმწყერის სეზონზეხოცავდნენ იხვინჯებს და თაგვის ტოლა ნუტრიებს , ქართველმა ხალხმა არ იცის ზომა წონა და მოფრთხილება ამიტომ ასე ჯობია


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
muriko6დრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 14:53:26 | შეტყობინება # 6174
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, მართალიხარ ძმაო. მამაჩემიც სწორედ მაგას ამბობს ჯაპანა ადრე სავსე იყო იხვითო, იმ იხვს კიდე გადამფრენი იხვიც ხედავდადა ისიც ჩერდებოდა და სავსე იყო ყველგან მდინარეებიდა ტბები იხვით.
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 15:10:38 | შეტყობინება # 6175
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალიხარ ძმაო. მამაჩემიც სწორედ მაგას ამბობს ჯაპანა ადრე სავსე იყო იხვითო, იმ იხვს კიდე გადამფრენი იხვიც ხედავდადა ისიც ჩერდებოდა და სავსე იყო ყველგან მდინარეებიდა ტბები იხვით.
ბევრს არ ახსოვს მაგრამ ჩემს ბავშვობაში იმდენი იყო სოფლიდან არსად წასვლა არ იყო საჭირო სავსე იყო მდინარეები იხვით მოსულიც ბევრი რჩებოდა და მრავლდებოდა


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
chogiaდრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 16:44:50 | შეტყობინება # 6176
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 100
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოჩდა დასავლეთში იხვი 6147 6147 6147
 
eagleდრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 17:05:39 | შეტყობინება # 6177
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა რაგა იხვი იქნება ნავებით თუ დადიან და სეზონზე 500 600 იხვს თუ კლავენ რაგა გვიკვირს ნაკრძალები კიარა შეიდზლება იხვი ცოტა ხანში წითელ წიგნშიც შეიყვანონ ამ ბრაკონიერ მეხორცეების გულისთვის. ერთეული ღორი მეხორცეების გამო ამდენი პატიოსნად მონადირე ხალხი ვართ მერე ესეთ ცუდ დგეში. სეზონზე 20 30 იხვს რომ მოვინადირებ გახარებული ვარ ხოლმე მაგარი სეზონი იყო თქო და ეს რა უბედურებაა ფუ მაგათი აგარც ბუნება უყვართ აგარც არაპერი ერთი დგით ცხოვრობენ მეხორცე არაადამიანები
 
butiliდრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 20:23:32 | შეტყობინება # 6178
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 132
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ მევიდა კვატაი

kola
 
bashi777დრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 21:09:47 | შეტყობინება # 6179
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butili, სად ნახე კვატიე :)
 
chale88დრო: ხუთშაბათი, 17.01.2019, 23:15:00 | შეტყობინება # 6180
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მომხრე ვარ რომ უფრო მეტი ნაკრძალი იყოს საქართველოში იმოტომ რო ხალხია დაუმორჩილებელი და გამხეცებულია უმრავლესობა არ ემორჩილებიან წესებს და კანონებს და ცხოველებივით იქცევიან ხოცავენ დიდსა და პატარას არც სეზონს უყურებენ კრუხებს ხოცავენ ბუდეზე ამიტომ სწორედაც რო საჭიროა დაცული ტერიტორიები მრავლად. თემიდან გადახვევაა მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ჩემსკენ სამი კურდღელი დადიოდა ტყეში და სამივე მოკლეს პირველ თოვლზე ერთდღეს ასეთ ხალხს რა უნდა ელაპარაკო და ასეთი შეგნების ხალხია სამწუხაროდ ჩევენ ქვეყანაში ბლომად სწორედ ამიტომ ვართ ასეთ ცუდ დღეში ყველა მიმართულებით.

ბ.თოთაძე
 
alekoდრო: პარასკევი, 18.01.2019, 01:00:35 | შეტყობინება # 6181
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მერე გააკეთეთ მეურნეობები რატომ არ აკეთებთ? არც ისე დიდი ბიუროკრატიის გადალახვაა საჭირო...მართვის გეგმა და ერთი კოტეჯი უნდა ჩადგა რომ კომუნიკაცია იყოს,ესაა ძირიტადი პირობები.ტერიტორიის მინიმუმი ფართობი კანონით არ არის განსაზღვრული,მცირე ფართობზეც შეგეძლებათ მეურნეობის გაკეთება,მიწის გადასახადი კანონით არ არის გადასახდელი.მხოლოდ ნადირ-ფრინველის მოშენება და დაცვა გევალებათ. სხვა რაღა გითხრაან? სად ხართ ენთუზიასტები? მარტო კლავიშების წკაპუნით არაფერი გამოდის ხომ ხედავთ? 124 გვერდი წუწუნის მეტი არაფერი წერია.
მართვის გეგმის ნიმუშებიც მაქვს რამდენიმე ვისაც დაგაინტერესდებათ გამოგიგზავნით


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
koba30დრო: პარასკევი, 18.01.2019, 06:14:17 | შეტყობინება # 6182
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166 166 166 166
 
iosebovichდრო: პარასკევი, 18.01.2019, 09:50:04 | შეტყობინება # 6183
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko,

საწყისი კაპიტალი არ გვაქვს. და ვისაც აქვს იმას სუ კიდია სანადირო მეურნეობაც და ნადირ-ფრინველიც. მარტო თოფაძესია და ასტრონომიული ფასები აქვს. აბა სხვებიც იყოს, წავიდოდა კონკურენცია და მოუწევდა თვითონაც დაკლება. მარა სადაა საქმე. კლუბურიც შეიძლება წლიური ან ყოველთვიური თანხების შეტანით მარა საწყისი კაპიტალი მაინც საჭიროა. ტერიტორიაც შესაბამისი უნდა და არა ტრიალი მინდორი. ბევრი ნიაუნსია. გრძელვადიანი ინვესტიციაა და ჩვენებმა მეორე დღესვე თუ არ ამოიღეს ისე ბიზნესს არ ეძახიან.
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 18.01.2019, 10:43:49 | შეტყობინება # 6184
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იხვზე რა მეურნეობა - გადამფრენია. ვიღაც ფულიანი მიისაკუთრებს არესებულ ადგილებს სადაც ყველა ვნადირობთ და მერე შეუშვებს მარტო მას, ვინც ფულს გადაიხდის. ანუ ნადირობა იხვზე გახდება ფულიანი ხალხისათვის ხელმისაწვდომი, რომლებსაც უფულოები ვერ შეუშლიან ხელს.

დამატებულია (18.01.2019, 21:16:39)
---------------------------------------------
https://www.facebook.com/NadirobaSakartveloshi/posts/1958200144301370 25

 
firali81დრო: ორშაბათი, 21.01.2019, 00:03:25 | შეტყობინება # 6185
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იხვის თემააა, მაგრამ ბრაკონიერობა, ეროვნული პარკი და წყალმცურავებზე წესიერი ნადირობა ისევ მწვავე პრობლემად რჩება. ბრაკონიერობა რომ გახშირდა ეს არახალია. ეროვნული პარკის სტატუსი უშველის საქმეს? ბრაკონიერისათვის ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი ექნება თუ არ ექნება ამას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა. უნდა აიკრზალოს ნანადირევით ვაჭრობა!!! ადვილია დახლზე გამოტანილი ნანადირევით მოვაჭრის დაჯარიმება. ბრაკონიერმა ნანადირევი თუ ვერ გაყიდა მაშინ ის აღარ მოიპოვებს ასობით იხვს, მწყერს, ქათამს და ა.შ. ისინი ივევ გააგრძელებენ ბრაკობას მაგრამ მასშტაბები შემცირდება. მნშივნელოვნად შემცირდება. 1998 წელს მიენიჭა პალიასტომის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას კოლხეთის ეროვნული პარკის სტატუსი. ფაუნის რაოდენობა, რიცხოვნობა შეიცვალა? რა გაკეთდა რომ შეცვლილიყო? თავიდან 561 ჰექტარზე იყო საუბარი. შემდეგ გაააფართოვეს და ახლა 50 000 ჰექტარზეა გადაჭიმული. ყველა ის ადგილი, სადაც იხვზე ნადირობდნენ ჩვენი წინაპრები ეროვნული პარკის ტერიტორიას მიუერთეს. დასავლეთ საქართველოსი ამით იხვზე ნადირობა პრაქტიკულად აკრძალეს. ათასობით მონადირე დატოვეს კანონგარეშე, იმიტომ რომ გამორიცხულია მონადირეს შეუცვალო ცხოვრების წესი, აუკრძალო ნადირობა და ის მორჩილებით შეეგუოს ამას. აუცილებლად ინადირებს. და ინადირებს მალულად, რომლის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი. ჩემი აზრით შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალლი იქნება: 1. აკრძალონ ნანადირევით ვაჭრობა! 2. საკმაო რაოდენობის სანადირო ტერიტორია დაუტოვონ მონადირეებს და მოხდეს ამ ტერიტორიის მონიტორინგი გდი-ის მიერ. თუნდაც მდინარე ფიჩორის, ტანისწყლის, კუკანის და ა.შ. მოეწყოს ბლოკ-პოსტები გდი-ის მიერ. (სადღაც მაქსიმუმ 3 თვე) გაკონტროლდეს ნანადირევის სახეობა, რაოდენობა და და ა.შ.
 
alekoდრო: ორშაბათი, 21.01.2019, 00:42:02 | შეტყობინება # 6186
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო რასაც ვუყურებ აი ძაალიან მაგარი ინფორმაციის ნაკლებობაა სანადირო მეურნეობების საკითხში ... ეს ზოგადად ყველას ბრალია,თუმცა თუ მოინდომებს ადამიანი გარემოს დაცვის საიტზე და გუგლის მეშვეობით თითქმის ყველაფერს გაარკვევს მეურნეობების შესახებ,მეც მასე გავერკვიე,შემდეგ უკვე ერთ-ერთი მეურნეობის მართვის გეგმის საჯარო განხილვას დავესწარი სამინისტროში(ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დასწრება,თარიღი იდო სამინისტროს საიტზე) და მინიმუმ ზოგადი წარმოდგენა შემექმნა რა და როგორ.

რაის მარტო თოფაძე? მხოლოდ კახეთში მინიმუმ 10 მეურნეობაა,შიდა ქართლში მინიმუმ 4,ფშავში მინიმუმ 4,ამათ პლიუს გარდაბნის სამონადირეო,პლიუს დალის მთა და ჯამში სადღაც 25-მდე ავდივართ. და ივრის ჭალების(თოფაძე) და ჭიაურის მეტი მონადირეების 99%-მა სხვა არ იცის. რატომ? ვისი ბრალია ? რატომ არის ინფოს ნაკლებობა? დასკვნები თქვენთვის მომინდია...

კონკრეტულად იხვზე რატომ ? საუკეთესო სახოხბე ადგილები გვაქვს,ოფიციალურად გაკეთდება სახოხბე მეურნეობა, სადაც ჭაობებიც ბლომად მოიპოვება და ეგ იხვზეც იმოქმედებს,დღეს თუ 5 იხვი ჯდება რომ მოევლება ადგილს მერე 50 დაჯდება და თავისტავად იხვსაც მოევლება.
საწყისი კაპიტალი საჭიროა მაგრამ ძალიან ბევრიც არა,ამ ბოლო დროს უამრავი ადამიანი სახში ზრდის ხოხბებს და ამრავლებს,იგივე მოხდება მეურნეობაშიც,მთავარია მონდომება
საბოლოოდ ფაქტი ერთია მეურნეობები ჰაერივით საჭიროა,სხვა გზა არ არსებობს.სახელმწიფო ვერ მოახერხებს ამ ყოოველივეს და ვერც დაემდურები.რატომ ვერ დაემდურები ეს უკვე სხვა თემაა და აქ განსახილველი აღარ არის

Quote firali81 ()
1. აკრძალონ ნანადირევით ვაჭრობა!


იურიდიულად გამორიცხულია ასეთი რამ. თუ რატომ შემიძლია აგიხსნათ...

Quote firali81 ()
2. საკმაო რაოდენობის სანადირო ტერიტორია დაუტოვონ მონადირეებს და მოხდეს ამ ტერიტორიის მონიტორინგი გდი-ის მიერ. თუნდაც მდინარე ფიჩორის, ტანისწყლის, კუკანის და ა.შ. მოეწყოს ბლოკ-პოსტები გდი-ის მიერ. (სადღაც მაქსიმუმ 3 თვე) გაკონტროლდეს ნანადირევის სახეობა, რაოდენობა და და ა.შ.


ნუ ეს კეთილი სურვილია და როგორც ზემოთ დავწერე ფორუმზე კეთილი სურვილების გამოხატვა დარჩება ფორუმზევე )))


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
firali81დრო: ორშაბათი, 21.01.2019, 02:38:01 | შეტყობინება # 6187
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვა რატომ არ შეიძლება? არაკონსტიტუციურია? ის შეიძლება რომ წყალწმინდაზე (ცნობილი ადგილია გურიაში) იყიდებოდეს ათასობით ბრაკონიერულად მოპოვებული იხვი, ქათამი თუ მწყერი? რეგულაცია ჭირდება ამ ფაქტს. უმსგავსობაა რაც იქ ხდება.
რაც შეეხება კეთილ სურვილებს. თქვენი ვარაუდით " ფორუმზევე დარჩება"-ო, რომ ამბობთ - მასეთი პათეთიკით საუბრობდა ბატონი კარლო ამირგულაშვილი კანონპროექტზე - ნადირობის შესახებ. მაგრამ რომელი დარჩა თაროზე, სურვილი თუ ის უმსგავსო კანონპროექტი მაგასაც მოვესწარით. და იმედი მაქვს იმ კეთილი სურვილის ასრულებასაც მოვესწრებით ყველა მონადირე.

დამატებულია (21.01.2019, 02:43:27)
---------------------------------------------
თავისუფალი მიწა აღარ დარჩა ამ ქვეყანაში და სად აწყობს სანადირო მეურნეობებს კი მაინტერესებს. თუ მანდაც ფოკუსნიკობაა რამე? ანდა ამდენი მტაცებლის შემხედვარე ხოხბის და კაკბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება ... თუ ჩვენთან მგელი და ტურა ვეგეტარიანელია?

 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 21.01.2019, 10:17:33 | შეტყობინება # 6188
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5837
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote aleko ()
მერე გააკეთეთ მეურნეობები რატომ არ აკეთებთ? არც ისე დიდი ბიუროკრატიის გადალახვაა საჭირო...მართვის გეგმა და ერთი კოტეჯი უნდა ჩადგა რომ კომუნიკაცია იყოს,ესაა ძირიტადი პირობები

ალეკო არ გეწყინოს და ძალიან იოლად წარმოგიდგენია მაი ამბავი ძამა! gimili
ამასწინათ რომ მოგვთხოვეს სანადირო მეურნეობები შექმენით და იქ ინადირეთო. ამ მეურნეობის შექმნის პირობები იყო ისეთი, ღადაობა როა, დრაკონის დამარცხება, ჩინეთის კედლის გარბენა და ა.შ.
სანადირო მეურნეობას და ზოგადად სანადირო ტურიზმს ჯერჯერობით არ აქვს წარმატების შანსი საქართველოში. ნუ სანამ კანონი არ შეიცვლება მაინც.
სანამ რიგითი ქართველი მონადირის სოც. მდგომარეობა იქამდე არ გაუმჯობესდება, რომ მან უფლება მისცეს თავს თვეში რამოდენიმეჯერ ინადიროს კომერციულ მეურნეობაში, მანამდე საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!
სანადირო ტურიზმი კი ვერ განვითარდება იმიტომ, რომ ვის რად უნდა ჩვენი ხოხობი და იხვი?
ევროპაში მორეკვითაც კი ნადირობენ ამ ფრინველებზე! ერთადერთი რითაც შეიძლება ჩვენ დავაინტერესოთ მონადირე-ტურისტი ეს არის მტაცებელი. რომელიც კარგა ხანია ევროპაში ძალიან ცოტაა. მარა ამდენი გრანტიყლაპია "ცხოველთა დამცველის" პირობებში ეს შეუძლებელია. ყოველშემთხვევაშ ამ ეტაპზე მაინც!

პს: ყველას საყურადღებოდ იხვის თემას ცდება ეს საუბარი და დანარჩენი შესაბამის თემაში გავაგრძელოთ.

დამატებულია (22.01.2019, 09:44:06)
---------------------------------------------
რაც კონკრეტულად იხვზე ნადირობას რა ეხება აქ გააგრძელეთ: http://www.bazieri.ge/forum/51-1138-2


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zviadauriდრო: ოთხშაბათი, 23.01.2019, 11:01:46 | შეტყობინება # 6189
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ ყველას გამოჩნდა იხვი იმედია ეხლა მეზენიტეები და ფაროვიჩები არდააფრტხობენ და არამოჯლიტავენ ერტბაშად 23

აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
butiliდრო: ოთხშაბათი, 23.01.2019, 16:26:58 | შეტყობინება # 6190
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 132
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ ძამა.მართლა მისალოცია მაი ამბავი.აბა ყველას კაი ნადირობა.რიონი გეიმსო კვატით 6147

kola
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 23.01.2019, 23:33:31 | შეტყობინება # 6191
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფოთიდან ქუთაისამდე ვისაც ვკითხე ყველა მონადირემ არაა იხვი რიონზეო და თუ რაჭაში ხდება ეს ამბავი, ძამა კიარა ბოშო უნდა დაგეწერა. ეს ნახევრადხუმრობით და: სად კონკრეტულად? რიონის რომელ მონაკვეთზე?
 
Gochahahaდრო: ხუთშაბათი, 24.01.2019, 11:48:19 | შეტყობინება # 6192
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გუშინ საღამოს უთოფოდ დავდექი დატბორილ ყანაში აბაშის სოფელ ზანათში და პლასტმასის სასულე, უხარისხო სატყუარით იხვების რამდენიმე ჯგუფი დავსვი წყალზე. საყურადღებოა რომ ყველა დაძახებაზე იხვებიც მეხმიანებოდნენ ციდან. სადღაც ალბათ 40 წუთამდე "ისასირა" და... ვერ გავიგე მიხვდა იხვიც უთოფოდ რომ ვიყავი თუ რა მოხდა, საერთოდ არ მერიდებოდა და ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოძრაობდა, ამასთან ირგვლივ კანტიკუნტად გაისმა რამოდენიმე გასროლა, ეტყობა გულგატეხილი მონადირეებიც იშვიათად გადიან საღამოს გადაფრენაზე. ამ სეზონზე პირველად ვნახე იხვები ასეთ ახლო მანძილზე...


Gocha
 
chogiaდრო: ხუთშაბათი, 24.01.2019, 14:32:37 | შეტყობინება # 6193
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 100
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია თუ გამოჩნდა დალოცვილი კარგ ნადირობას გისურვებთ,
მე არც დავდივარ იმდენი ვიარე ტყვილა გასვლის სურვილიც არ მაქვს

დამატებულია (24.01.2019, 14:32:47)
---------------------------------------------
069 069

დამატებულია (24.01.2019, 14:33:23)
---------------------------------------------
კარგ ამინდებში გამოჩდა რაააა

 
irakligvenetadzeდრო: ხუთშაბათი, 24.01.2019, 22:23:32 | შეტყობინება # 6194
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაჭაში არაა იხვი გუშინ ვიყავით!!! 069
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 24.01.2019, 23:25:08 | შეტყობინება # 6195
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვიცი რომ შაორზე ნადირობდნენ იხვზე ადრე, მაგრამ რაჭაში კიარა პალიასტომზე არაა იხვი, დღეს 2 პარტია ხალხი გამოვიდა კატერით ცარიელი და გაკვირვებული. თუმცა 2 გმირიც გაბრწყინდა: ერთმა 1 და მეორემ 2! იხვი მაინც მოინადირა 069
 
Gochahahaდრო: პარასკევი, 25.01.2019, 14:49:26 | შეტყობინება # 6196
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წუხელ საღამოს ვეწვიეთ ისევ იმ ადგილს, იხვის გადაფრენაზე, შებინდებულზე მხოლოდ ორი ცალი მოფრინდა, რომლებიც რა თქმა უნდა ვერ მოვინადირეთ. შემდეგ დაველოდეთ მთვარის ამოსვლას, 23:10 სთზე
მოფრინდა ერთი წყვილი დედალ-მამალი ხარაზულები, ერთი დავატოვებინეთ. ღრუბელმა შეგვიშალა ხელი თორემ შეიძლებოდა ლიმიტის შესრულება... სულ ორი ცალი მოვიპოვეთ, ისე მე პირადად 10-მდე დავითვალე რომელზეც სროლა შეიძლებოდა, 2 საათამდე გავჩერდით მაგრამ აუტანელმა სიცივემ შეგვყარა ცოტა მოცილებით მდგომ ავტომანქანაში.


Gocha
 
zviadauriდრო: ორშაბათი, 28.01.2019, 15:41:28 | შეტყობინება # 6197
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რასუშვება ეს ამინდი ამ იხვუნიებს იმედია კარგად ჩასუქდებიან და თებერვალში კიდევ ავიყვან ამჯერზე მეტად ჩასუქებულებს 6147

აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
eagleდრო: ოთხშაბათი, 30.01.2019, 19:15:03 | შეტყობინება # 6198
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ხდება ბიჭებო მოკვდა იხვის თემა. გავლას ვაპირებ ამ დგეებში იმედია იქნება რამე. შედეგი დაპიქსირებულ იქნება. იმედია გამოვაცოცხლებთ ამ თემას 1თვე ჯერ წინაა

შეტყობინება დაამუშავა eagle - ოთხშაბათი, 30.01.2019, 19:16:30
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 30.01.2019, 21:26:33 | შეტყობინება # 6199
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არაფერი სასიკეთო არ უჩანს იხვის თემას, არ შემოვიდა იხვი რუსეთიდან, არ იყო იქ საჭირო ყინვები, თან მოწამლული თესლითაც გაჟლიტეს ნაწილი....თებერვლის 9-10 -ისთვისაა იქ ცოტა წაყინვა, მაგრამ არა მგონია რომ თებერვალში იხვი შემოვიდეს.
 
panatiდრო: პარასკევი, 01.02.2019, 18:46:53 | შეტყობინება # 6200
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ეხხ მეგობარო მაგი მე უკვე ერთი თვისწინ ვთქვი რომ ამინდები კარგია და იხვი არიქნება, ასე რომ წელს დავემშვიდობოთ და გავწმინდოთ თოფები და აგვისტოსთვის მოვემზადოთ ანუ მე გავწმინდე და დავამთავრე წელს ნადირობა
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)უძველესი ხეწლნაწერი
  • 2.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 3.)მტკვარზე თევზაობა
  • 4.)სასტენდო სროლა ...
  • 5.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 6.)მწყერზე ნადირობა
  • 7.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 8.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 9.)საცვლელი ჩოკები
  • 10.)პნევმატური იარაღები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)მწყერზე ნადირობა
  • 4.)ტყის ქათამზე ნად...
  • 5.)პოინტერი
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Opito
  • 2.)CityHandyman
  • 3.)Ciallinall
  • 4.)Subaroid
  • 5.)Iraklisnip
  • 6.)Tura3028
  • 7.)SAMTREDSKI1990
  • 8.)Nodar60
  • 9.)GEO1
  • 10.)bodiala23

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика