მონადირეების საიტი - სტატიები და ჟურნალები
ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [67]
სტატიები ფრინველებზე [50]
სტატიები თევზებზე [17]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [6]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [37]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [44]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [1]
საქართველოში მობინადრე მწერები [0]
საქართველოს ფლორა [30]
ფლორა [7]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
FABARM XLR5 COMPOSITE
masaiპასუხების რაოდენობა: 91
ბუ
badri94პასუხების რაოდენობა: 284
კირკიტა
cqპასუხების რაოდენობა: 355
ბაზიერის შიდა ჩემპიონა...
lasha79პასუხების რაოდენობა: 172
იარაღები
monadire777(temo)პასუხების რაოდენობა: 4102
BERETTA A400 XPLOR UNI...
tarxanaპასუხების რაოდენობა: 100

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

ჩემპიონატი

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

თოლიასნაირნი
თოლიასნაირნი  ფრინველების ქვერიგი მეჭვავიასნაირთა რიგისა (წინათ დამოუკიდებელ რიგად თვლიდნენ). აერთიანებს 89 სახეობის ფრინველს, რომელთა სხეულის ზომა სხვადასხვანაირია (პატარა თევზოყლაპიას სხეულის სიგრეა 20 სმ, წონა 50-60 გრამი, ხოლო პოლარული თოლიისა - 75 სმ და 2,5 კგ). აქვთ პატარა თავი, სხვადასხვა ფორმის ნისკარტი, გამჭოლი ნესტოები, გძელი, მეტნაკლებად შევიწროებული ფრთები, რაც ხელს უწყობს წყლის ზედაპირთან მარჯვედ ფრენაში. ფეხებზე ოთხ-ოთხი თითი აქვთ, სამ წინა თითს შორის აპკია; უკანა თითი სუსტადაა განვითარებული, ზოგჯერ უბრჭყალოა. გალო დაფარულია მსხვილი რქოვანი ფარებით. ზრდასრული ფრინველების სხეულის შეუბუმბლავი ნაწილები შეფერილია შავად, ვარდისფრად და წითლად. ბუმბული მჭიდრო, ხშირი და წყალგაუმტარია. პირველ წყებაში 11 მომქნევი ბუმბულია (მ.შ. პირველი ძლიერ რედუცირებულია); საჭის ბუმბულის რაოდენობაა 12, ბოლო სწორად მოჭრილი, ჩანგლისებური ან სოლისებურია. სხეულს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა შეფერილობა აქვს. წვრილ თოლიასნაირთა საბოლოო შეფერვა სრულდება 23 წლის, ხოლო დიდებისა 4 წლის ასაკში, ამასთან წელიწადში 2-ჯერ ხდება განგური და 2-ჯერ სეზონური შებუმბვლა (საგაზაფხულო არასრულია). ყურთუკი განვითარებულია როგორც პტერილებზე, ისე აპტერიებზე. გულმკერდის მალები ოპისტოცელურია (უკანა მხრიდან შეზნექილი). მრავალი სახეობა დიდ კოლონიებს ქმნის. ბუდეს იკეთებენ მარჩხობებში, კლდეებსა და ლერწმის ბარდებში, ზოგიერთები კი წყალზე აცურებენ, ან ხეზე და ბუჩქზე იშენებენ. დედალი დებს 14 ჭრელ კვერცხს. მართვები შებუმბლული იჩეკებიან, გამოჩეკის შემდეგ მალე ტოვებენ ბუდეს, მაგრამ შორს არ მიდიან. ფრენის დაწყებამდე მათ მშობლები კვებავენ. კრუხობს და მართვეებს კვებავს ორივე მშობელი. თოლიასნაირთა საკვებია თევზები, კიბოსნაირები, მოლუსკები, კანეკლიანები, მწერები, მღრღნელები, ზოგჯერ ლეში, კენკრა. ნადავლს უთვალთვალებენ შორიდან, შემდეგ თავს დააცხრებიან და ნისკარტით იტაცებენ (ზოგი წყალშიც ჩაეშვება ხოლმე). თოლიასნაირნი იყოფიან 3 ოჯახად. ზღვაურასებრნი , რინქოპიდისებრნი  და თოლიასებრნი  საქართველოში გვხვდება თოლიასნაირთა 15 სახეობა (აქედან 4 ბუდობს, 11 მიმომფრენია); მობუდარია ვერცხლისფერი თოლია, ვეჟანი თოლია, ჩვეულებრივი (ანუ ტბის) თოლია და მდინარის თევზიყლაპია.



წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: გიომონადირე (17.04.2012) W
ნანახია: 146 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

შესვლის ფორმა

ონლაინში
საიტზე სულ: 6
სტუმარი: 6
მონადირე: 0

დღეს საიტზე იყვნენ
mamuka-r, iurinka, kaxelo, levani333, ზურაბი, baroni, gogala_84, badri94, ASLANBEI, myudro@, dandala, avtopegi, ramazi_777_, piro55, sergo, niora, მახო44, chako, 77777, grisha, bg21101992, msroleli, giorgig192021, verdzi, 22, benito, masai, tengo81, babuka, jondomaxazeli, shako123, [სრული სია]

გილოცავთ!
viqtor(40) , jirapi(24) , wilkani(51) , besofo20(25) , Levan-1967(46) , levani-1967(46) , skidrow(24) , kalotaneli(33) , giorgi97(16) , BTony(23)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
დენის "აპარატით"თევზაობა უნდა ისჯებოდეს
1. სისხლის სამართლის კოდექსით (პატიმრობით)
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დიდი ჯარიმით (500 ლარზე მეტით)
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მცირე ჯარიმით (500 ლარზე ნაკლები)
სულ პასუხი: 259

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ტეგები

    sape.ru

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge  Create a website for free