ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ნაკრძალები    

საქართველოს ნაკრძალები. ზოგადი ცნობები
[img][/img]

საქართველოს ნაკრძალები. ზოგადი ცნობები - დღეისთვის მსოფლიოში ეროვნულ პარკებს ხმელეთის 1.7% უკავიათ, ზოგიერთ ქვეყანაში კი ბევრად უფრო დიდი ტერიტორია. საქართველოში, რომელიც ლანდშაფტური მრავალფეროვნების მხრივ მსოფლიო სამეცნიერო ლაბორატორიად შეიძლება ჩაითვალოს აღირიცხება 15 ნაკრძალი რომელთა საერთო ფართობი 1688 კმ. რაც ქვეყნის საერთო ფართობის 2.4%-ია. აქედან 8 ნაკრძალი მიეკუთნება ვინაიდან მათი ფართობი აღემატება 100 კმ-ს. გვხვდება "მინი" ნაკრძალებიც, რომელთა ფართობი მხოლოდ რამოდენიმე კვადრატული კილომეტრია. საქართველოს 13 ნაკრძალი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის მიერ შეტანილია ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების სიაში.

1. ბიჭვინთა – მიუსერას ნაკრძალი - ბიჭვინთა - მიუსერას ნაკრძალი სამი ნაწილისაგან შედგება: ბიჭვინთის რელიქტური ფიჭვნარი ტყის, ლიძავას მთის მუხნარის და მიუსერას ტყის მასივისაგან. ეს უკანასკნელი მიუსერას ანუ კოვალუკის მაღლობზე მდებარეობს, რომლის თხემზე გავრცელებულია მშრალი მუხნარი ტყეები. ხეობებში – პოლიდომინანტური კოლხური ტყეები მარადმწვანე ქვეტყით, მიუსერას მაღლობის ციცაბო კალთებზე კი სუბხმელთაშუაზღვური მცენარეული ფორმაციები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბიჭვინთის კონცხის რელიქტური ფიჭვის კორომი, რომლის სანაპირო ზოლში განლაგებულია ცნობილი კურორტი ბიჭვინთა.

2. რიწის ნაკრძალი - რიწის ნაკრძალის ჩამოყალიბება გამიზნული იყო საშუალო მთიოს კოლხური ტყის მასივაბეის შენარჩუნებისა და შესწავლისათვის, აქ გვხვდება რელიქტური და ენდემური ხეები, ბუჩქნარები და ბალახოვანი მცენარეები, მაღალი მთის ფაუნა. ნაკრძალი მდებარეობს აფხაზეთის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში, გუდაუთის რაიონში, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. ნაკრძალის მთელი ტერიტორია ტყითაა დაფარული. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რიწის ტბა, რომელიც განუმეორებელი სილამაზით ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს.

3. ფსხუ - გუმისთის ნაკრძალი - ფსხუ - გუმისთის ნაკრძალი შედგება 3 ნაწილისაგან. ყველაზე ძველია გუმისთის ნაკვეთი, რომელიც მდ. აღმოსავლეთ გუმისთის ხეობაში მდებარეობს ზ. დ. 250–2200 მ სიმაღლეზე. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია კოლხურ პოლიდომინანტურ ტყეებს, რომელიც ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასტან ერტად წიბლისა და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებით იცვლება. მეორე ნაკვეთი, რომელსაც ფსხუს ნაკვეთს უწოდებენ, შექმნილი იქმნა აფხაზეთის მთის უნიკალური და ადამიანის მიერ თითქმის ხელუხლებელი ფლრის შენარჩუნებისათვის. მესამე (სკურჩის) ნაკვეთს სჰედარებით მცირე ფართობი უკავია. შეიქმნა მესამეულის რელიქტური (ბზა, ჰართვისის მუხა და სხვ.) მცენარეების შესანარცუნებლად.

4. სათაფლია – კოლხეთის ნაკრძალი - სათაფლია – კოლხეთის ნაკრძალი ყველაზე პატარა ნაკრძალია საქართველოში . შედგება ორი ნაკვეთისაგან. სათაფლიის ნაკვეთი მდებარეობს ქუთაისის მიდამოებში. აქვეა სათაფლიის კარსტული გამოქვაბული, რომლის საერთო სიგრძე 900 მ-ია. ამ ნაკვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრის უნიკალური ნაკვალევი. კოლხეთის ნაკვეთი ფოთის მიდამოებში მდებარეობს. მისი უმთავრესი დანიშნულება ვაკის ნოტიო სუბტროპიკული ჭაობის ტყის ლანდშაფტების შენარჩუნება.

5. კინტრიშის ნაკრძალი - კინტრიშის ნაკრძალის ძირითადი მოწყობის მიზანი კოლხური სასუალო მთის ტყეების ფლორისა და ფაუნის დაცვაა. დაცვის ძირითადი ობიექტია ჰემიჰილეები, ჰოლიდომინანტური, წაბლისა და წიფლის ტყეები, რელიქტური და ენდემური სახეობებით და მარადმწვანე ქვეტყით. ნაკრძალი მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის რაიონში, მდ. კინტრიშის აუზში, სოფლებს ცხემლოვანასა და ხინოს შორის. თავის დროზე კინტრიშის ხეობა მჭიდროდ იყო დასახლებული. მდ. კინტრიშის მარჯვენა სანაპიროზე არსებობდა რამდენიმე სოფელი. თანდათანობით აქედან მოსახლეობა ქობულეთის რაიონის სხვა ადგილებში ჩაასახლეს, თუმცა ამჟამად ძველ სამოსახლო ადგილებს საზაფხულო აგარაკებად იყენებენ.

6. აჯამეთის ნაკრძალი - აჯამეთის ნაკრძალს უკავია აჯამეთის ტყე, რომლის ფართობია 4848 ჰა-ა. ძირითადად წარმოდგენილია მუხნარი ტყეები. ნაკრძალის უმთავრესი დანიშნულებაა მესამეულის რელიქტური მცენარეული საფარის ( იმერეთის მუხა და რცხილაფოთოლა ძელქვა ) შენარჩუნება და შესწავლა. ნაკრძალიდან 1 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს ანტიკური ქალაქი ვარციხე ანუ როდოპოლისი

7. ბორჯომის ნაკრძალი - ბორჯომის ნაკრძალს უკავია ბორჯომის ხეობა აჭარა – იმერეთის სამხრეთ განშტოება. ნაკრძალის მთავარი ამოცანაა ძვირფასი, სამონადირეო ცხოველთა ჯიშების (უმთავრესად კავკასიური ირემის) აღდგენა და დაცვა. გარდა ამისა, ნაკრძალის ფუნქციაში შედის ბორჯომის ხეობის გატყიანება, რაც საკურორტო, წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაკავშირეით დამუშავებულია ბორჯომის ეროვნული პარკის პროექტი.

8. ლიახვის ნაკრძალი - ლიახვის ნაკრძალი მდებარეობს მდ. პატარა ლიახვის ზემო წელში. ნაკრძალის ტერიტორიის 80% ტყის (წიფელი, რცხილა, მუხა) მასივებს უკავია.

9. ალგეთის ნაკრძალი - ალგეთის ნაკრძალის უმთავრესი მიზანია ტყის მასივების (აღმოსავლეთის ნაზვი დაკავკასიური ფიჭვი) დაცვა. რადგან ისინი გავრცელების უკიდურეს აღმოსავლეთში არიან წარმოდგენილი. ნაკრძალი მდებარეობს მდ. ალგეტის ზემო წელში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე. ნაკრძალის ტერიტორიის 90% ტყეებს უკავია.

10. ყაზბეგის ნაკრძალი - ყაზბეგის ნაკრძალი ერთ - ერთი ყველაზე უტყეო ნაკრძალიასაქართველოში. ტყეებს აქ ტერიტორიის მხოლოდ 3% უკავია 1986 წელს ნაკრძალის ტერიტორიას მიაკუთვნეს მწვერვალების შინოსა და ყუროს მიდმოები, აგრეთვე ჯიხვისა და არჩვის გავრცელების ცალკეული უბნები.

11. საგურამოს ნაკრძალი - საგურამოს ნაკრძალი მდებარეობს მცხეთის რაიონში, თბილისიდან 10 კმ მანძილზე, საგურამოს მთების კალთებზე, ნაკრძალი შექმნილია აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ხელუხლებელი უბნების ფართოფოთლოვანი ტყეების, კოლხეთის ფლორისა და ფაუნის რელიქტური სახეების შესანარჩუნებლად.

12. მარიამჯვარის ნაკრძალი - მარიამჯვარის ნაკრძალი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში. მთავარი მიზანია უნიკალური ფიჭვის ტყის შენახვა.

13. ახმეტის ნაკრძალი - ახმეტის ნაკრძალის დაარსების მიზანი ბუნებრივი კომპლექსების სამეცნიერო შესწავლაა. აქ მდებარე სამივე ნაკვეთს საკუთარი დანიშნულება აქვს:
ბაწარის ნაკვეთზე დაცულია ურთხმელის ტყეები.
ბაბანეულის ნაკვეთზე ძელქვა.
თუშეთის ნაკვეთზე მთა - თუშეთის ლანდშაფტები.
ნაკრძალის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებს უკავია, მცირე ნაწილი კი მეჩხერ ტყეებსა და მაღალი მთის მდელოებს.

14. ლაგოდეხის ნაკრძალი - ლაგოდეხის ნაკრძალი მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, ზ. დ. 450-3484 მ სიმაღლეებს შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება ზაქათალის ნაკრძალი (აზერბაიჯანი). ნაკრძალში დაცულია მცენარეული თანასაზოგადოებების მრავალსახეობა და კახეთის კავკასიონის ლანდშაფტები – ქვედა მთებიდან სუბნივალურ ლანდშაფტებამდე, ცხოველთა და მცენარეთა რელიქტურიდა ენდემური სახეობები. ისინი გვხვდება კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებზე.

15. ვაშლოვანის ნაკრძალი - ვაშლოვანის ნაკრძალის დანიშნულებაა არსებული არიდული ნათელი ტყეების შენარჩუნება და კომპლექსური შესწავლა. იგი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილში, შირაქის ველის სამხრეთით. მოიცავს 2 ნაკვეთს. ძირითადია პანტიშარა – ვაშლოვანის ნაკვეთი, რომელიც ქვაბულში მდებარეობს და რომელსაც ჩრდილოეთიდან იორის ზეგანი ესაზღვრება. ქვაბული მოქცეულია ნახევრად უდაბნოსა და სტეპის ლანდშაფტებში, სადაც წარმოდგეილია მეჩხერი ტყის მასივები, ისინი თავიაანთი ფორმით ვაშლის ბაღებს მოგვაგონებს. აქედანვე მოდის ნაკრძალის სახელწოდებაც "ვაშლოვანი"
[img][/img]



წყარო: http://Lemail
კატეგორია: ნაკრძალები | დაამატა: dudu-duda (20.04.2010) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 18244 | კომენტარი: 5 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 david   (26.12.2011 22:29:18) [მასალა]
სად უნდა ვინადიროთ და უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი

0   Spam
2 dudu-duda   (23.04.2010 16:28:18) [მასალა]
ისე ფოტოები ჩამერთო კარგი იქნებოდა 23 :23:

0   Spam
1 soso_k3   (21.04.2010 15:31:45) [მასალა]
166 166 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика