მონადირეების საიტი - სტატიები და ჟურნალები




მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ქედანზე ნადირობა   
levanimersპასუხების რაოდენობა: 243
ძაღლთა კვება და სისუფთ...   
mmzz80254პასუხების რაოდენობა: 179
ვინ რა სანადირო იარაღს...   
solomonპასუხების რაოდენობა: 1986
მწყერზე ნადირობა   
solomonპასუხების რაოდენობა: 2733
დრათჰაარი   
marsiპასუხების რაოდენობა: 2145
ტყის ქათამზე (ვალდშნეპ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 2502

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » დაცული ტერიტორიები    

ბიჭვინთა მიუსერის დაცული ტერიტორია
ბიჭვინთა მიუსერის დაცული ტერიტორია
    ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი 1966 წელს შეიქმნა და მიზნად ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას ისახავდა. ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთში მდებარეობს.თავად ნაკრძალის ცალკეული ნაწილები, როგორც რელიეფით, ასევე გეოლოგიური აღნაგობით და ნიადაგით ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც თავის მხრივ ნაკრძალის მცენარეულ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს. ნაკრძალის დასახელებიდანაც ჩანს, რომ იგი ორი ნაწილისაგან შედგება. ბიჭვინთის მონაკვეთი ქალაქ გაგრის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე მდებარეობს და მისი ფართობი 347 ჰექტარია. მიუსერის მონაკვეთი ასევე ზღვის ნაპირზე, ბიჭვინთიდან 15 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთით მდებარეობს. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ტყეები ძირითადად სუბტროპიკული ზონის შერეული ტყეებით არის წარმოდგენილი. აქაურობისთვის დამახასიათებელი 92 სახეობის ხე-მცენარე და ბუჩქიდან 28 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.ნაკრძალის ტყეები ორ განსხვავებულ ეკოსისტემად იყოფა. ესენია: ბიჭვინთის ფიჭვნარი და ლიძავისა და მიუსერას ფართოფოთლოვანი ტყე, რომელშიც მუხა და ცაცხვი ჭარბობს. ნაკრძალში გავრცელებულია ენდემური დენდროფლორის ისეთი უნიკალური მერქნიანი სახეობები, როგორიცაა ენდემური ბიჭვინთის ფიჭვი (Pინუს პიტჰყუსა), კოლხური ბზა, ლაფანი, კოლხური სურო, კავკასიური ცაცხვი, ქართული და ჰარტვისის მუხები.ნაკრძალის მიუსერის მონაკვეთში 1,040 ჰექტარი საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობას – წაბლის ტყესაც უკავია. უფრო მცირე ფართობი უჭირავთ რცხილის, ბზის, მურყნისა და წიფლის კორომებს.
      ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება: შველი, ირემი, გარეული ღორი, რადეს ბიგა , თხუნელა, ზღარბი, კურდღელი, ტყის თაგვი; მტაცებლებიდან – თრითინა, მურა დათვი, ტყის კვერნა, მაჩვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი.საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობებია: ირემი და მურა დათვი.ფრინველებიდან აღსანიშნავია: კავკასიური ჩხიკვი, კავკასიური სტვენია, შაშვი, ჩიტბატონა, ტოროლა, გვრიტი, გარეული მტრედი, მოლაღური, გადაფრენის დროს კი –რუხი ბატი, გარეული იხვი, ტყის ქათამი.

      ბიჭვინთის ქართული სახელწოდება, ისევე როგორც ბერძნული – პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს. „დიდი პიტიუნტი", იგივე ბიჭვინთა, პირველად ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის „გეოგრაფიაშია" მოხსენიებული,როგორც ელინისტური ხანის მნიშვნელოვანი ქალაქი. გვიან ანტიკურ ხანაში პიტიუნტი დიდი კულტურული და სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო, ამაზე იქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალაც მოწმობს. ბიჭვინთის მახლობლად სოფელ ლიძავაში აღმოჩენილია ანტიკური ხანის 150-მდე რომაული მონეტა, მეოთხე საუკუნის 310 სპილენძის მონეტა და ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბრინჯაოს მდიდარი მასალა.
     ნაკრძალის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს მეათე საუკუნის ბიჭვინთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომლის კედლებზეც მე-16 საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ბიჭვინთის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს მეხუთე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომლის იატაკი შემკულია მარმარილოთი და მოზაიკით, რომელიც იმავე პერიოდის სირიისა და პალესტინის მოზაიკას უახლოვდება.არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიური სიტუაციის გამო ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს შეფერხებულია სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობა, თუმცა არსებობს კერძო სექტორის საოჯახო სასტუმროები, რომელთა დაჯავშნა დღესდღეისობით საქართველოს მხრიდან შეუძლებელია და პოლიტიკური სიტუაციის მოგვარებამდე ნაკრძალის ტურისტულ პოტენციალზე ლაპარაკიც ალბათ ჯერ ადრეა.


წყარო: http://tushetiland.wordpress.com
კატეგორია: დაცული ტერიტორიები | დაამატა: გიომონადირე (25.04.2012)
ნანახია: 1043 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

იცოდით თუ არა, რომ
აკრძალულია თევზჭერა:კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა
1. ვიცოდი ეს ინფორმაცია
2. არ ვიცოდი ეს ინფორმაცია
სულ პასუხი: 171

ონლაინში
საიტზე სულ: 26
სტუმარი: 21
მონადირე: 5
paqoza , racha123 , aleko90 , maxo777 , levanimers

დღეს საიტზე იყვნენ
wero-dato, goga-giorgi, giiiivi, mmzz80254, nugomonadire, ზურა333, TARASICHA, leksogori, misho777, nikala1992, misha59, tazo1987, giorgi, butatino, Nikadzia, gigilo, 77777, tura11, juba929, IRAKLIG, goga_123, giohunt1982, nanohunt2000, maxo777, antibrakonier, CIVXELA55, giorgig192021, ikoj1967, tengo81, giorgi1998, tyupi008, [სრული სია]

დაბადების დღეს
გილოცავთ!!!
monadire-221(36) , pawle(31) , gio_1996(18) , kotekato(40) , grigala14grigora14(22) , Prodigy(22) , datovanski088(26) , alkiviadna(31) , jentile(31) , lisa(22) , JTravelTours(3) , fibia5(32) , mmindoza(24) , SIDOI(27) , charoxa(23) , pankiseli(41) , kirqva(26) , ხიშნიკა(17) , charoxa691982(23) , tozi34r(35) , Bloods187(26) , xishooo(17) , saba_ich(20)

facebook

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика www.wsa.ge  Create a website for free